Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2021

Новости за 24.11.2021

Radiotavisupleba.ge 

ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც დაპატიმრებისას 17 წლის იყო

ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც მკვლელობის ბრალდებით დაპატიმრების დროს 17 წლის იყო. გაეროსა და ადამიანის უფლებების დამცველებმა დაგმეს ეს ფაქტი. 25 წლის არმან აბდოლალი 24 ნოემბერს დასაჯეს სიკვდილით საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, რომ შეეწყალებინათ ის. მას ბრალად ედებოდა თავისი მეგობარი გოგონას მკვლელობა. გაეროს ადამიანის უფლებების უწყებამ სასჯელის აღსრულებას უწოდა „მეტად საგანგაშო და შემაძრწუნებელი“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ირანის ადამიანის უფლებებმა“ (IHR) მომხდარი „საერთაშორისო დანაშაულად“ შეაფასა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი უკრაინას საქართველოს მაგალითით აფრთხილებს

​უკვე რამდენიმე კვირაა, სხვადასხვა წყაროთი ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს ზრდის და, სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი დაინტერესდა 3+3-ის მექანიზმის მიმართ ქართული მხარის დამოკიდებულებით

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში გაიმართა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრა (ონლაინ ფორმატში) რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან გრიგორი კარასინთან. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, „რუსული მხარე დაინტერესდა, თუ როგორია ქართული მხარის დამოკიდებულება ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ აბარებდა სამხარაულის ბიუროს ექსპერტი ნივთმტკიცებებს ლომბარდში 

თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ წლის ბოლომდე გადაწყვეტს, როგორ დასჯის სამხარაულის ბიუროს ყოფილ მთავარ ექსპერტს, რომელიც ნივთმტკიცებებს ლომბარდებში აბარებდა. იმის მაგივრად, რომ ნივთმტკიცებების სახით ექსპერტიზის ბიუროში შესული ტექნიკა დალუქული შეენახათ, ის ლომბარდებში აღმოჩნდა. 29 წლის დავით უმანკოშვილი სამხარაულის ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის კომპიუტერული ექსპერტიზის სამმართველოში მუშაობდა. მას თითქმის მთელი 2021 წლის განმავლობაში გაჰქონდა სამსახურიდან კომპიუტერები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ყველა ჩუქურთმა ერთი ფოტოთი აღვადგინე“ - "სერებრიანიკოვის აგარაკი" სოხუმში

ავტორი: დარია პაპბა სემიონ სერებრიანიკოვის აგარაკი, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა, როგორც კოშკის, ასევე თანამედროვე აგარაკის შტრიხებს ითავსებს. აფხაზეთში დღეს ეს შენობა ხარისხიანი და გააზრებული რესტავრაციის ნიმუშია. მე-19 საუკუნის დასასრულისკენ სოხუმში, ბოტანიკური ბაღის გვერდით, რომელიც გენერალმა ნიკოლაი რაევსკიმ რამდენიმე ათწლეულით ადრე გააშენა, ორსართულიანი თეთრი სახლი ჩადგეს. ისტორიკოსი ანზორ აგუმაა თავის წიგნში „ძველი სოხუმი“ ჰყვება, რომ ამ სახლის პატრონი შვედეთის ქვეშევრდომი, სამთო ინჟინერი სემიონ სერებრიანიკოვი იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ძალაუფლების ვირუსი

ევროპული პოლიტიკური (და მედია) დღის წესრიგის უმთავრესი თემა პანდემია და მისგან გამოწვეული დრამებია და ამაში მაშინვე დავრწმუნდი, რაც საბერძნეთის მიწაზე დავდგი ფეხი რამდენიმე დღის წინ. კოვიდი და... ქვეყანა. კოვიდი და... ეკონომიკა. კოვიდი და... უსაფრთხოება. კოვიდი და... დეპრესია. კოვიდი და... ტურიზმი. კოვიდი და... უგუნურ ადამიანთა გამოაშკარავება და მხილება (ჟურნალისტები, შეიძლება ითქვას, ოცდაოთხი საათის განმავლობაში ანტივაქსერული მითების გაბათილებით არიან დაკავებული). კოვიდი და... განათლება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მესამე ეპოქა პუტინიზმისა

რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებულმა ფონდმა „ლიბერალურმა მისიამ“ გამოაქვეყნა ანგარიში - „ახალი რეალობა: კრემლი და გოლემი“, რომლის მიხედვითაც, მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ ანომალიური (ფალსიფიცირებული) ხმებისგან გასუფთავებული საარჩევნო შედეგი არ აღემატება 32%-ს, და ეს მაშინ, როცა მეორე ადგილზე გასული „კომუნისტური პარტიის“ რეალური შედეგი თითქმის 25% გამოდის. ამავე გათვლების მიხედვით, „კომუნისტები“ რუსეთის რეგიონების არანაკლებ მეოთხედში უსწრებენ მმართველ პარტიას. ანგარიშის ავტორები დარწმუნებული არიან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა შვილის, ედუარდ სააკაშვილის მოსაზრებას

ნიკა გვარამიამ, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს იცავს, მასთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებას გააცნო ექსპრეზიდენტის განმარტება შვილის, ედუარდ სააკაშვილის მოსაზრების შესახებ. ყოფილ პრეზიდენტს ერთ-ერთ საკითხზე შვილისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. „მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, მეთქვა: რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბარი იყო მისი ვაჟის მხრიდან, რომ ვიღაცებს სურთ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი და ეს ურჩევნიათ, შეიძლება. თვითონ მიშამ მთხოვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სვიატლანა ციხანოუსკაიამ ევროკავშირს მოუწოდა, მეტად დაეხმაროს ბელარუსის ხალხს

ემიგრაციაში მყოფმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ ევროპის კავშირს მოუწოდა, მეტი გააკეთოს ბელარუსის ხალხის დასახმარებლად, რომელსაც მან უწოდა მშვიდობისთვის ბრძოლაში „დავიწყებული ევროპელები“. ევროპის პარლამენტში გამოსვლისას ციხანოუსკაიამ ილაპარაკა ბელარუსში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაკავებასა და დაპატიმრებაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ბელარუსის საზღვარზე პოლონეთთან, ლიეტუვასთან და ლატვიასთან, ცხადყოფს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მთავრობისგან მიტოვებული ქარძმანი - ოკუპირებულ სოფელში ჩარჩენილები

საჩხერესთან ახლოს, სოფელ პერევის გვერდით, პატარა ქართული სოფელი ქარძმანი, დღეს ოკუპირებულია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ქარძმანელები გაჭირვებით, მაგრამ მაინც ახერხებდნენ პერევი-ქარძმანის ე.წ. საგუშაგოს გავლით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას - მედიკამენტების, საკვების საყიდლად, ექიმთან მისასვლელად. 2019 წელს, მას შემდეგ, რაც საგუშაგო პანდემიის გამო ჩაიკეტა, არათუ მიმოსვლა შეწყდა, არამედ იქ დარჩენილებს წამალსაც ვეღარ აწვდიან. ვერც ურეკავენ. სოფლიდან ვითომ დროებით წამოსულ ქარძმანელებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გვარამია: სააკაშვილმა გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მას მორალური და ემოციური ომი უკვე მოგებული აქვს. „სააკაშვილმა პირადი ამოცანა დიდი ხანია შეასრულა. გაიარა ისეთი განსაწმენდელი, ამ ქვეყანაში არავის რომ არ გაუვლია, ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ზვიად გამსახურდიას მერე. სააკაშვილმა რა შეცდომებიც დაუშვა თუ არ დაუშვა, როგორ იბრძოლა თუ არ იბრძოლა, გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი. სააკაშვილი ჩემს თვალში, ყოველ შემთხვევაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა, -ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, გეოლოგები და კონსტრუქტორები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაიგეგმა ფერდის გამაგრების საპრევენციო ღონისძიებები“,- ნათქვამია მერიის განცხადებაში. ადგილზე სამუშაოების წარმოების მიზნით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება 26 ნოემბერს, 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე და ასევე, 27 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში.

Radiotavisupleba.ge 

პენიტენციური სამსახური: გლდანის ციხეში გარდაცვლილ პატიმარს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 24 ნოემბერს, გლდანის ციხეში გარდაცვლილ 32 წლის პატიმარს, უკრაინის მოქალაქეს ეგორ გრეგენკოს, გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. როგორც პენიტენციური სამსახური საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ეუბნება, ოჯახის ექიმის მიერ უკრაინულ ენაზე 2006-2010 წლებში არსებული მსჯავრდებულის სამედიცინო დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ პატიმარს დადგენილი ჰქონდა პერინატალური ენცეფალოპათიის ნარჩენი მოვლენები, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მადელინ მილერი, სიმღერა აქილევსზე

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ შედარებით ახალი რუბრიკით Libri Novi („ახალი წიგნები“) გთავაზობთ საუბარს მადელინ მილერის ბესტსელერზე, რომელსაც ეწოდება „სიმღერა აქილევსზე“. ამერიკელი ავტორის ეს წიგნი თარგმნა სალომე ჩიტაძემ და მას მალე მიაწვდის მკითხველს გამომცემლობა პალიტრა L. ჩვენ უკვე გავეცანით ამ ავტორის „კირკეს“. რაც შეეხება „სიმღერას აქილევსზე“, ეს წიგნი აქილევსის უახლოესი მეგობრის, პატროკლოსის პირით გვიამბობს ყმაწვილების შეხვედრისა და დამეგობრების, ტროის ომში მონაწილეობისა და გმირების აღსრულების ამბავს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო სწავლებები გამართეს მზარდი დაძაბულობის პირობებში

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო სწავლებები გამართეს მაშინ, როცა გახშირდა ცნობები უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების კონცენტრაციის თაობაზე, რაც ზრდის ინტერვენციის შიშს. რუსეთმა სამხედრო წვრთნა გამართა შავ ზღვაში, უკრაინის სამხრეთით, და განაცხადა, რომ მას აუცილებლად სჭირდება თავისი კონვენციური და ბირთვული ძალების მზადყოფნის გაზრდა. მიზეზად თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დაასახელა „რუსეთის საზღვრებთან ნატოს ქვეყნების მზარდი აქტიურობა.“ როგორც ინტერფაქსი იტყობინება, შავ ზღვაში წვრთნისას რუსეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საკითხზე „ქართული ოცნება" ენმ-ს პასუხობს

"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმში გამართულ  ბრიფინგს, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარტიის წევრის გარდაცვალება ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას დაუკავშირეს, „ქართულ ოცნებაში" უპასუხეს. „ქართული ოცნების" წევრმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ, გამორიცხა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან „ქართული ოცნების“ რაიმე კავშირი. „ჩვენთვის ამორალურია ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაცია“, - განაცხადა აროშიძემ და აქვე გამორიცხა ზეწოლის სავარაუდო ფაქტთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Apple-მა სასამართლოში უჩივლა სათვალთვალო პროგრამის შემქმნელ კომპანიას ისრაელიდან

კორპორაცია Apple-მა სასამართლოში უჩივლა ისრაელის კომპანია NSO Group-ს, რომელიც ჯაშუშური პროგრამა Pegasus-ის შემქმნელია. NSO Group-ი მთავრობებს ამარაგებს პროგრამული უზრუნველყოფით მობილური ტელეფონების, მათ შორის აიფონების მომხმარებელთა სათვალთვალოდ. პროგრამას იყენებდნენ ჟურნალისტებისა და უფლებადამცველთა წინააღმდეგაც. Apple-ის მოწყობილობებზე ერთ-ერთი სისუსტე აღმოაჩინა კანადურმა კვლევითმა ჯგუფმა The Citizen Lab-მა, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში მუშაობს. მკვლევართა თქმით, Pegasus-ის შექმნისას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიული ალასანია საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს და შვილის გათავისუფლებას ითხოვს

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. როგორც ჰოსპიტლიდან გამოსული გიული ალასანია ამბობს, მიხეილ სააკაშვილი დათრგუნულია. ექსპრეზიდენტის დედა საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს და შვილის გათავისუფლებას ითხოვს. მისი თქმით, 23 ნოემბერს მან მოისმინა მოსაზრებები, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობამ ოპოზიციური მოძრაობა დააზარალა: „ჩვენ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს ადამიანი როგორმე გავიყვანოთ თავისუფლებაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინელი ადვოკატი: ღრმად ვარ დარწმუნებული სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც ახლა ციხეში უნდა იყოს

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისმა უკრაინელმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა მოინახულა. მოგვიანებით მედიასთან საუბარში მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ის უკრაინაში იცნობდა და ის, რომელიც ახლა კლინიკაში ნახა, მორალური თვალსაზრისით, აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები არიან. ევგენი გრუშოვეცის თქმით, უკრაინის მოქალაქე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ქართველ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ, დაცვის ერთიან სტრატეგიას შეიმუშავებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აკრიტიკებს ღარიბაშვილის რიტორიკას ნარკოპოლიტიკაზე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უკიდურესად პრობლემურია პრემიერ-მინისტრის მხრიდან რეპრესიასა და დასჯაზე ორიენტირებული რიტორიკის გამოყენება: „პრემიერ-მინისტრის განცხადება, ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის წახალისების ნაცვლად, ნარკომომხმარებლების სტიგმატიზებას და საზოგადოებისგან კიდევ უფრო გარიყვას იწვევს, ხოლო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ჭრილში გამოთქმული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოციალ-დემოკრატთა ლიდერი ოლაფ შოლცი ანგელა მერკელს შეცვლის გფრ-ის კანცლერის პოსტზე

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ოლაფ შოლცი ანგელა მერკელს შეცვლის გერმანიის ფედერალური კანცლერის პოსტზე. ბუნდესტაგში მოხვედრილი სამი პარტია მმართველი კოალიციის შექმნის თაობაზე შეთანხმდა. შეთანხმებას ოთხშაბათს წარმოადგენენ. ბუნდესტაგის არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა პირველი ადგილი დაიკავეს და გაუსწრეს ქრისტიან-დემოკრატებს, რომლებთან ერთადაც იმყოფებიან ამჟამად კოალიციაში. კოალიციის ახალ შემადგენლობაში სოციალ-დემოკრატების გარდა შევლენ „მწვანეები“ და თავისუფალი დემოკრატები. ამის შესახებ DPA იტყობინება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაბუნია: მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის მზაობა სრული კონტროლის შესაძლებლობას ვერ მოგვცემს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მხოლოდ სახელმწიფოს რეაგირება არ არის საკმარისი ეპიდსიტუაციის ეფექტურად მართვისთვის. დღეს, 24 ნოემბერს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა გაბუნიას ჰკითხეს, რით გამოიხატება ეფექტური მართვა, მაშინ, როცა ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები ისევ მაღალია. „სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ის მექანიზმი, რომელიც დღეს მეცნიერებისთვის და მედიცინისთვის ცნობილია ეპიდემიაზე პასუხისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შვედეთში პირველად აირჩიეს ქალი პრემიერ-მინისტრი

შვედეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, სოციალ-დემოკრატების ლიდერ მაგდალენა ანდერსონის სახით, რომელიც ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. 54 წლის ანდერსონის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც სოციალ-დემოკრატებმა შეძლეს კოალიციური შეთანხმების გაფორმება საკანონმდებლო ორგანოს მემარცხენე პარტიასთან. ანდერსონი, რომელსაც 2014 წლიდან შვედეთის ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა, სტეფან ლევენს შეცვლის. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 22 აგვისტოს განაცხადა, რომ ნოემბრის ბოლოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიზა იასკოს თქმით, სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ კიდევ 3 კილოგრამი დაიკლო

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ, მედიასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 19 ნოემბრის შემდეგ, შიმშილობის შეწყვეტის და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა დამატებით დაიკლო წონა. „სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი კარგის თქმა არ შემიძლია. სიმართლე გითხრათ, ჩვენი შეხვედრის დასაწყისში უფრო სუსტადაც მომეჩვენა, ვიდრე ორშაბათს. Читать дальше...


FT: сделка по газопроводу Россия и Китая застопорилась из-за требований Пекина

Песков: Москва и Пекин намерены продолжать диалог по поставкам газа

Никас Сафронов показал квартиру за 7 млрд, которую отдаст государству

В Истре объявлен электронный аукцион по благоустройству лесопарка



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Среди сотрудников уголовно-исполнительной системы Республики Дагестан определили лучшего гроссмейстера

В Москве начался прием заявок на детский творческий конкурс «Про мой район»

Лучших сварщиков определили в Подмосковье в рамках конкурса профмастерства

Суд приговорил инспектора МЧС к пяти годам по делу о пожаре в хостеле

Музыкальные новости

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

Гендиректор Быстринского ГОКа стал старшим вице-президентом «Норникеля»

Аккумулятор неанонсированного Samsung Galaxy Z Fold6 Ultra сертифицировали

Собянин рассказал, как москвичи исполняют заветные мечты детей-сирот

Новости России

Победитель фирменной игры «Авторадио» получил ключи от Oting Паладин

Детское радио организовало танцевально-музыкальный праздник в День защиты детей

В Истре объявлен электронный аукцион по благоустройству лесопарка

Никас Сафронов показал квартиру за 7 млрд, которую отдаст государству

Экология в России и мире

AlfaBiom выпустили на рынок России БАД с красным ферментированным рисом

Eurasianet: Азербайджан публично и цинично уничтожает армянское культурное и историческое наследие в Нагорном Карабахе

Добрые рисунки: «585*ЗОЛОТОЙ» запустила конкурс ко Дню защиты детей

В филиалах АО "Желдорреммаш" прошли мероприятия ко Дню защиты детей

Спорт в России и мире

Синнер повторил достижение Джоковича и Надаля по победам на "Больших шлемах"

Александр Зверев: «Сказал себе, что хочу стать примером для подражания. Я больше не ломаю ракетки, почти не получаю предупреждений»

Итальянская забастовка: Рублёв, Котов и Самсонова вылетели с «Ролан Гаррос», Потапова обыграла Ван Синьюй

Теннисистка из Пятигорска вышла в четвёртый круг турнира Большого шлема

Moscow.media

Тысячи активистов разгромили офис Socar в Стамбуле, обвинив «Азербайджан» в поддержке геноцидальной политики Израиля в Палестине

Белоусов и его зам продолжают зачистку. Настала очередь главного коммунальщика Минобороны. Обвинение просит 12 лет за взятку

Рассказ про зятя. Хоть и не про котиков, но тож смешной

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *