Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2021

Новости за 26.11.2021

Radiotavisupleba.ge 

„ომიკრონი“ - კორონავირუსის ახალი ვარიანტი ჯანმოს შეშფოთებას იწვევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „შემაშფოთებელი“ უწოდა კორონავირუსის ახალ ვარიანტ „ომიკრონს“, რომელსაც წინასწარი მონაცემებით, მრავალი მუტაცია ახასიათებს და ხელმეორედ დაინფიცირების მომეტებული რისკით ხასიათდება. ჯანმოს პარასკევის განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის ამ ვარიანტის (თავდაპირველად მას უწოდეს B.1.1.529) შემთხვევების რაოდენობა სამხრეთ აფრიკის ყველა პროვინციაში მატულობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საჭირო იქნება რამდენიმე კვირა იმის დასადგენად, თუ როგორია კორონავირუსის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტოლტენბერგი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მოქმედების შემთხვევაში „საფასურს გადაიხდის“

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კვლავ გააფრთხილა რუსეთი, რომ მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ძალის გამოყენების შემთხვევაში მას „საფასურის გადახდა“ მოუწევს. „თუ რუსეთი ძალას გამოიყენებს უკრაინის წინააღმდეგ, მას მოუწევს ამისთვის საფასურის გადახდა, ამას შედეგი მოჰყვება“, - განაცხადა ბრიუსელში იენს სტოლტენბერგმა ამ განცხადების ფონია, დასავლეთის მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის სამხედრო ძალების სახიფათო კონცენტრაციის შესახებ ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ტერიტორიაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს და ილჰამ ალიევს ზეთისხილის ტოტები აჩუქა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მშვიდობის სიმბოლო, ზეთისხილი ტოტები აჩუქა პარასკევს მასთან შესახვედრად სოჭში ჩასულ აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს. „ჩემგან მარცხნივ თქვენ ხედავთ ჩემი სომეხი და აზერბაიჯანელი მეგობრებისადმი განკუთვნილ ჩემ საჩუქარს: ზეთისხილის ტოტს, რომელიც მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. თავის სიტყვაში პუტინმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს იმ შეთანხმებების შესრულებისა, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან პირობები სამხრეთ კავკასიაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ დაკარგა საქართველომ 5 წელიწადში 43 ათასი ჰექტარი ტყე 

2016-2021 წლებში საქართველოს ტყეების ფართობი 43 ათასი ჰექტარით შემცირდა. მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ, ეს დაახლოებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნახევარია. არასამთავრობო სექტორმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სახელმწიფო ტყეს კერძო თუ იურიდიულ პირებს უსასყიდლოდ ჩუქნის, რის შემდეგაც ხშირ შემთხვევაში მესაკუთრეები ტყეს ჩეხენ და ამ ადგილას სახლებს აშენებენ. საქართველოს ტერიტორიის 40% ტყეა, თუ მას დავამატებთ ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საძოვრებს, მივიღებთ სახელმწიფო ქონების დაახლოებით 2/3-ს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოხანაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს საკითხზე აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოებთან კონსულტაციები იგეგმება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ილაპარაკა აშშ-ის საელჩოს განცხადების შესახებ, რომელიც ეხება, ამავე კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გამართულ გასაუბრების პროცესს.  „ჩვენთვის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდება და განცხადებები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია, ამ შემთხვევაშიც გვექნება კომუნიკაცია, როგორც აშშ-ს საელჩოსთან, ასევე ევროკავშირთანაც. ჩვენ არასდროს არ გავურბივართ რაიმე ტიპის კომუნიკაციას და კონსულტაციას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისში დაამარცხა უკრაინის ნაკრები

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით გახსნა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში მოუგო უკრაინის ნაკრებს, ანგარიშით 88:83. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ყველაზე შედეგიანი თად მაკფადენი იყო, 27 ქულით და 9 შედეგიანი გადაცემით. გიორგი შერმადინმა 23 ქულა ჩააგდო. თორნიკე შენგელიამ კი ორმაგი დუბლი შეასრულა, 16 ქულით და 13 მოხსნით. შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 29 ნოემბერს გამართავენ, სტუმრად, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან - ესპანეთთან.

Radiotavisupleba.ge 

რინატ ახმეტოვმა „წმინდა წყლის სიცრუე“ უწოდა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ საყვედურს

უკრაინის უმდიდრესმა ადამიანმა, ოლიგარქმა რინატ ახმეტოვმა უარყო და სიცრუე უწოდა უკრაინის პრეზიდენტის მიერ პარასკევს გასაჯაროებულ ინფორმაციას სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალებასთან მისი კავშირის შესახებ. „ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია თითქოსდა ჩემს რაღაც სახელმწიფო შეთქმულებაში ჩათრევის შესახებ, წმინდა წყლის სიცრუეა. მე მაღელვებს ამ სიცრუის გავრცელება იმისდა მიუხედავად, თუ რა მოტივით ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი“, - უთხრა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს რინატ ახმეტოვმა. უკრაინის პრეზიდენტმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

800 ლარიანი ბოტასები განვადებით - არც ისე შავი "შავი პარასკევი"

შავი პარასკევი გრანდიოზული ფასდაკლებების და ისეთი რამეების ყიდვის დღეა, რაზეც სხვა დროს ხელი არ მიგიწივდებათ. თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც - ფასდაკლებები არც ისე გრანდიოზულია, თქვენ კი ბოლოს იმას ყიდულობთ, რაც არ გჭირდებათ.

Radiotavisupleba.ge 

კომუნიკაციების კომისია პასუხობს „მთავარი არხის" ხელმძღვანელობას

კომუნიკაციების კომისია განცხადებას ავრცელებს „მთავარი არხის" შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. კომისია მიიჩნევს, რომ  მის გადაწყვეტილებას არხის მხრიდან პოლიტიზებული და დაუსაბუთებელი ბრალდებები მოჰყვა. „ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მენეჯმენტის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, თითქოსდა კომისია „მთავარი არხის“ დაჯარიმების შესახებ 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. სიცრუეა არხის ხელმღვანელობის განცხადება, რომ კომისიას არ ჰქონდა არხის დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თეა ძიმისტარაშვილი: ლევან მურუსიძე სასამართლოს დამოუკიდებლობის პირველი გულშემატკივარია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თეა ძიმისტარაშვილმა, საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, თავად მოისურვა გამოეთქვა მოსაზრება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესთან, ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით. „ძალიან გთხოვთ, ჩემი მოსაზრება უნდა დავაფიქსირო ბატონ ლევანთან [მურუსიძე] მიმართებაში... ანუ ბატონ ლევანს ჩემი დაცვა არ სჭირდება. ის არის შრომისმოყვარე, კომპეტენტური ადამიანი, ჩემი თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, რომ ის არის სასამართლო სისტემის დამოუკიდევლობის პირველი გულშემატკივარი... იმ აზრის მუსირება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოალიციის „მედიის ადვოკატირებისთვის” შეფასებით, ცენზურის ნიშნებს ატარებს „მთავარი არხის” სანქცირების ტენდენცია

კომუნიკაციების კომისიის მიერ „მთავარი არხის" 111 903 ლარით დააჯარიმებას გამოეხმაურა კოალიციის „მედიის ადვოკატირებისთვის”. კოალიციის წევრი ორგანიზაციები საგანგაშოდ მიიჩნევენ, რომ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის „მთავარი არხის” და მისი წარმომადგენლების მიმართ წარმოებულ საქმეებს. „სანქცირების ტენდენცია კი გვაფიქრებინებს, რომ კომუნიკაციების კომისია მაუწყებლის შეჩერებას და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად", - ნათქვამია განცხადებაში. კოალიციას მიაჩნია, რომ “მთავარი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხაბაროვსკში ყოფილი გუბერნატორის მომხრე ადგილობრივი დეპუტატი სცემეს

ხაბაროვსკში უცნობებმა სცემს ადგილობრივი დამოუკიდებელი დეპუტატი და ქალაქის დუმის ყოფილი სპიკერი, მიხაილ სიდოროვი, რომელიც ოლქის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მომხრეა. ამ ინციდენტის შესახებ ცნობა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე ოლქის საკანონმდებლო კრების სენატორმა, სერგეი ბეზდენეჟნიმ გაავრცელა. იგი ვარაუდობს, რომ სიდოროვზე თავდასხმა მის საქმიანობას უნდა უკავშირდებოდეს. სიდოროვს სახლისკენ მიმავალ გზაზე დაესხნენ უცნობები, რომლებმაც მას თავის არეში მიაყენეს რამდენიმე დარტყმა. თავდამსხმელები სამკაულებით და ფულით არ დაინტერესებულან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ამ საქმეს შევაკვდები“: პატიმარი ბექა ცერცვაძე 36-ე დღეა შიმშილობს

გლდანის ციხის პატიმარი, 30 წლის ბექა ცერცვაძე 36 დღეა შიმშილობს. ის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მანამ არ იტყვის უარს პროტესტის ამ უკიდურეს ფორმაზე, სანამ მისი აღკვეთის ღონისძიება არ შეიცვლება და საპატიმროს არ დატოვებს. შვილის ჯანმრთელობის გაუარესების და იმის შიშით, რომ მას ციხეში არ მოუვლიდნენ და სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანდნენ, ბექას მამამ ციხესთან თავის დაწვა სცადა. პატიმარი აცხადებს, რომ ეს მისი ბრძოლაა სისტემის წინააღმდეგ. ის თავადაც უჩივის პრობაციის სამსახურის დაცვის თანამშრომლებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ზედოზირებაზე" ლექსო ლაშაქარავას ექსპერტიზის პასუხი 4 თვის თავზეც არ არსებობს

"TV პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ისევ უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თვის თავზეც არ აქვს ექსპერტიზის პასუხი, რომელსაც უნდა დაედგინა რა გახდა ახალგაზრდა კაცის სიკვდილის მიზეზი.  ლაშქარავას გარდაცვალების საქმე მაღალი საჯარო ინტერესის მატარებელია - ის 2021 წლის 11 ივლისს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სიძულვილის ჯგუფების მასობრივი ძალადობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ის 5 ივლისის ერთ-ერთი დაზარალებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, კრიმინალური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზით დაშალეს საპროტესტო აქცია ირანში

ირანის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს რამდენიმე ასეული დემონსტრანტის წინააღმდეგ, რომლებიც კვლავ შეიკრიბნენ ცენტრალური ირანის ქალაქ ისპაანში, გვალვის პირობებში ირანის მთავრობის მიერ გატარებული ზომების წინააღმდეგ. დემონსტრანტებისა და სამართალდამცველების დაპირისპირების ადგილი კვლავაც იყო მდინარე ზაიენდერუდის გამშრალი კალაპოტი, სადაც წინა დღით ირანის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა დაწვა  საპროტესტო კარვები, რომლებიც წყლის გამორთვის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, ირანელმა ფერმერებმა ორი კვირის წინ აღმართეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესზე მისვლას შეძლებს

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა შვილი, მიხეილ სააკაშვილი, გიული ალასანიამ. მან ილაპარაკა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. „მე მომეჩვენა, რომ ოდნავ, თითქოს არის რაღაც გაუმჯობესება, მაგრამ თვითონ მითხრა, დილიდან ძალიან მაქანავებდაო“, - აღნიშნავს გიული ალასანია. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პატარა ოთახში იმყოფება. „ძირითადად, ან წევს, ან ზის. მანძილი არ არის, რომ შევაფასო, როგორ დადის“, - შენიშნავს სააკაშვილის დედა. შეკითხვაზე, მოითხოვს თუ არა სხვა ოთახში გადასვლას, გიული ალასანიამ უპასუხა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პატრულირების დაწყების მიზნით აშშ-ის ნაღმოსანი ესკადრონი „არლი ბერკი“ შავ ზღვაში შევიდა

25 ნოემბერს შავ ზღვაში შევიდა აშშ-ის მრავალფუნქციური საესკადრო ნაღმოსანი „არლი ბერკი“ (USS Arleigh Burke), რომელიც აშშ-ის მეექვსე ფლოტის პრესსამსახურის ცნობით, ნატოს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად იმოქმედებს, „საერთაშორისო საზღვაო მარშრუტისათვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონში“ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. „დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ნატოს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შავი ზღვის რეგიონში. აშშ-ის სამხედრო გემი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ოცნების" დეპუტატი მოსამართლე ძიმისტარაშვილს: კანდიდატებს უჭირთ თქვან, რომ წნეხი ჩვენ მოვხსენით

მოსამართლე ძიმისტარაშვილი აცხადებს, რომ არ ახსოვს, რატომ დაჯარიმდნენ „ქართული ოცნების“ შემომწირველები 2012 წელს, ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების პირობებში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თეა ძიმისტარაშვილს წლების წინ მიღებული გადაწყვეტილების განმარტება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა სთხოვა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე მოსმენის ფარგლებში. „ანუ თვლიდით, რომ ის [თანხის] წარმომავლობა, რაც მოიტანა ამ ხალხმა, რომ ჰქონდა წლების განმავლობაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბესო ნამჩავაძე: როდესაც პრობლემა ზედაპირზე დევს, გამოძიება მაშინაც არ იწყება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსმა ბესო ნამჩავაძემ „დილის საუბრებში“ ილაპარაკა პანდემიის დროს სახელმწიფოს მიერ  სამშენებლო სექტორში დადებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების შესახებ.

Radiotavisupleba.ge 

გიორგი მშვენიერაძე: ეს არ არის სამართალი. ეს არის პოლიტიკური შურისძიება

იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ „დილის საუბრებში“ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის იურიდიული დეტალები მიმოიხილა.

Radiotavisupleba.ge 

ალიევი და ფაშინიანი პუტინთან შესახვედრად სოჭში ჩავიდნენ

26 ნოემბერს რუსეთის საკურორტო ქალაქ სოჭში გაიმართება სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და პრეზიდენტ ილხამ ალიევის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. წელს ეს არის ალიევისა და ფაშინიანის რიგით მეორე პირისპირ შეხვედრა. მანამდე აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები პუტინის მონაწილეობით ერთმანეთს პირველად მიმდინარე წლის 11 იანვარს შეხვდნენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 15 დეკემბერს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თენგო, მამუკა და ლიზი ოპერის "პადზემკიდან" - რა გავიგე, როცა ვიკვლევდი, როგორ ცხოვრობენ უსახლკაროები ზამთარში

სახელმწიფო ვერ ამჩნევს და ვერც ეხმარება ადამიანებს, ვისი არსებობაც ასე თვალშისაცემია. არავინ იცის, რამდენი უსახლკაროა საქართველოში. არც ის, რამდენს სძინავს ქუჩაში.   თენგო, მამუკა და ლიზი  „ზოგი მოდის და მეუბნება - ადე, ხელი გაანძრიე, ფუ, რას გავხარო… განა მე არ მინდა, ხელი გავანძრიო, მარა ვითმენ, სხვა რა გზა მაქვს”, - მეუბნება 51 წლის თენგო. თითქმის 20 წელია, რაც თენგო უსახლკაროა. ერთხელაც მიხვდა, რომ ქირას ვეღარ იხდის და მას მერე ნამდვილ საწოლში არ უძინია. ციხის ლოგინის გარდა. თვე-ნახევარია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საელჩო განცხადებას აქვეყნებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შესახებ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმდინარე გასაუბრების პროცესს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩო. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ", - ნათქვამია განცხადებაში. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც საელჩო ეხება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვოლოდიმირ ზელენსკი: ოლიგარქ ახმეტოვის გარემოცვა და რუსეთის წარმომადგენლები გადატრიალების მცდელობას განიხილავენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უმდიდრესი ადამიანის, ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის უახლოესი გარემოცვა „რუსეთიდან გარკვეულ ადამიანებთან“ ერთად განიხილავს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. ზელენსკის თქმით, ხელისუფლებას მოეპოვება აუდიოჩანაწერი, რომელზეც 1-2 დეკემბრისათვის განიხილავენ გადატრიალების მცდელობას. ზელენსკი პარასკევს მართავს პრეს-მარათონს, რომელშიც მასობრივი ინფორმაციის 30 საშუალების წარმომადგენელი მონაწილეობს. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტ სავიკ შუსტერის შეკითხვის პასუხად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საჯარო რეესტრმა "ალტ-ინფოს" წევრების პარტიის რეგისტრაცია შეაჩერა

საქართველოს საჯარო რეესტრმა ჰომოფობიური ჯგუფის, "ალტ-ინფოს", წევრების მიერ დაფუძნებული "კონსერვატიული მოძრაობის" რეგისტრაცია შეაჩერა. რეესტრის გადაწყვეტილება 25 ნოემბრით თარიღდება და პროცესის შეჩერებას რამდენიმე პუნქტით ხსნის. "ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერს წარმოდგენილ განცხადებას", - აღნიშნულია დახარვეზების შესახებ დოკუმენტაციაში. აქვე ვკითხულობთ, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების... Читать дальше...


В Ростове летом хотят высадить почти миллион цветов

На Мальдивы – без лишних трат

Будущие родители Москвы встретили лето в цветочных нарядах

Лидер группы «Мираж» Горбашов: в Германии пытаются отменить русскую культуру



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

На Мальдивы – без лишних трат

Доллар обвалился на Мосбирже: такого не было давно

Лидера оппозиционной партии «Шанс» отпустили через три часа после задержания

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

Музыкальные новости

Медведев заявил, что РФ близка к установлению отношений с талибами

«Адвокат Валиевой: ей подсыпали допинг и сделал дедушка». Серьёзное расследование.

Новый монитор Philips Evnia 49M2C8900L подарит игровой опыт высочайшего уровня

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

Новости России

Тоннель у Московского вокзала охватят локальным ремонтом в Нижнем Новгороде

Боррель и эстонцы грозят! Что за буи сняли наши пограничники на реке Нарва

В РФ погода практически не повлияла на урожай черешни в 2024 году

В Кишиневе отпустили задержанного лидера оппозиционной партии «Шанс» Лунгу

Экология в России и мире

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

Chanel, коллекция Resort 2025

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

Спорт в России и мире

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Новак Джокович и Хамад Меджедович сыграли в бочче на Ролан Гаррос | Виды спорта

Moscow.media

На закате.

Hybrid вышла на рынок Мексики

Ксения Караулова: о пользе гастродипломатии и новом взгляде на национальную кухню

Вечернее Подмосковье.







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *