Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2021

Новости за 25.11.2021

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთში COVID-19-ის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტ ზემანს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების მკვეთრი გაუარესების გამო ჩეხეთის ხელისუფლებამ შემოიღო 30 დღიანი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 26 ნოემბრის ღამით შევა ძალაში. ეს ზომა ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას, რომ შემოიღოს შეზღუდვები ხალხის გადაადგილებასა და შეკრებაზე, რაც შეუძლებელია საგანგებო მდგომარეობის კანონის ამოქმედების გარეშე. გარდა ამის ჩეხეთის მთავრობამ საგანგებო სხდომაზე დაამტკიცა შეზღუდვების პაკეტი. პარასკევიდან რესტორნები, ბარები, კლუბები და სხვა გასართობი დაწესებულებები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა და გამოაძევა

დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე ბექა კურტანიძე, ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ამ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. „დადგენილია, რომ აღნიშნულმა დამრღვევმა, მიმდინარე წლის 21 სექტემბერს განზრახ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოდან, ზნაურის რაიონში და უკანონოდ იმყოფებოდა ნათესავებთან რესპუბლიკის დედაქალაქში“, - აცხადებენ დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს პრესსამსახურში. ზნაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობაზე ახალი დასკვნა გამოაქვეყნა

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა N3 დასკვნა გამოაქვეყნა. ჯგუფის წევრები თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში 23 ნოემბერს იმყოფებოდნენ. სახალხო დამცველის აპარატის განცხადების თანახმად, ექსპერტები გაესაუბრნენ მიხეილ სააკაშვილს, შეაფასეს მისი სამედიცინო მდგომარეობა ადგილზე, ესაუბრნენ ექიმებს და გაეცნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს. დასკვნაში მოცემულია ძირითადი საყურადღებო პრობლემები: „1. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინის კოლეგის შვილი "გაზპრომისგან" მიალიარდობით რუბლს ღებულობს შენობის არენდის საფასურად

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყოფილი კოლეგის, ვალერი გოლუბევის შვილი, ვიაჩესლავ გოლუბევი კომპანია "გაზპრომისგან" მილიარდობით რუბლს იღებს შენობის ქირაში, ამის შესახებ თავის საგამოძიებო მასალაში წერს საიტი „ვაჟნიე ისტორიი“. გამოცემის თანახმად, 26 წლის ბიზნესმენი ამ ბიზნესის თანამფლობელი გახდა იმ დროს, როდესაც მისი მამა ვალერი გოლუბევი კორპორაციაში მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობდა. "გაზპრომმა" სანქტ-პეტერბურგში მოსკოვის პროსპექტზე მდებარე ბიზნეს-ცენტრი Fort Tower-ი 2016 იქირავა. "გაზპრომის" შვილობილმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკა გვარამია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას ცენზურად აფასებს

„მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის 111 903 ლარით დაჯარიმების შესახებ.  „გვინდა განცხადება გავაკეთოთ ჩვენი მედიის პრაქტიკულად დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დღეს, მარეგულირებელმა კომისიამ ჩათვალა და მიიღო უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის 112 ათასი ლარი. აქამდე რეკორდი იყო 58 ათასი ლარი და ეგეც ჩვენ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება იყო, თუ გახსოვთ, მაშინ შალვა რამიშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის საუბარი იყო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტიტე აროშიძე: არ მივცემთ ენმ-ს საკრებულოს ხვალინდელი სხდომის ჩაშლის შესაძლებლობას

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ქართული ოცნებიდან ტიტე აროშიძემ სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა 25 ნოემბერს ბათუმის მოქმედი საკრებულოს ბიუროს სხდომას, რომელიც სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე გაიმართა. „არ მივცემთ ნაციონალურ მოძრაობას საკრებულოს ხვალინდელი სხდომის ჩაშლის შესაძლებლობას“ - განაცხადა მან. ბიუროს სხდომაზე 2017 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საკითხი ხვალიდნელი სხდომის დღის წესრიგში შეიტანეს. „ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიით ბათუმის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნებისმიერი ტელევიზიისთვის ეს იქნება დარტყმა - რა „პრობლემას აგვარებს“ ღარიბაშვილი აზარტული თამაშების ბიზნესის შევიწროებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას აზარტული თამაშების ჯერ შევიწროებას, შემდეგ კი საერთოდ აკრძალვას ჰპირდება. ეს განცხადება საფრთხედ აღიქვა არა მხოლოდ თავად სათამაშო ბიზნესმა, არამედ მედიამაც. ტელევიზიების მენეჯერები რადიო თავისუფლებასთან ამბობენ, რომ სათამაშო ბიზნესი მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარეკლამო დამკვეთია. „გადაცემები, რომელსაც სპონსორად მსგავსი კომპანიები ჰყავს, ვერ იარსებებს, მათი თანხებით ვინახავთ. ნებისმიერი ტელევიზიისთვის, მათ შორის სამთავრობო არხებისთვისაც, ეს იქნება დარტყმა“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყიფშიძის თქმით, თუ სააკაშვილთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ. როგორც ის ამბობს, სააკაშვილთან თუ დეპუტატებს არ შეუშვებენ, ის 26 ნოემბერს, დილიდან შეწყვეტს შიმშილობას. „პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მითხრა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ დილიდან, მასთან თუ არ შეუშვებენ დეპუტატებს. ეს იქნება კატასტროფა. პირდაპირ გეუბნებით, მაშინ, თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი. მისი სრული იზოლაციაც ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის“, - თქვა ექიმმა. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვა მზადაა გადაუხადოს "გაზპრომს" ბუნებრივი აირის დავალიანების თანხა

25 ნოემბერს მოლდოვის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა საბიუჯეტო ცვლილების პროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს გადაუხადოს ბუნებრივი აირის დავალიანება რუსულ კომპანია "გაზპრომს" და ამით თავიდან აიცილოს ახალი ენერგეტიკული კრიზისი. კენჭისყრის შედეგად მთავრობა 1,4 მილიარდ მოლდავურ ლეის (79 მილიონ $-ს) გადაურიცხავს კომპანია "მოლდოვაგაზს" რუსული სახელმწიფო კომპანია "გაზპრომისათვის" დავალიანების დასაფარავად. 22 ნოემბერს "გაზპრომმა" გააფრთხილა კიშინიოვი, რომ 48 საათის განმავლობაში გადაუკეტავდა ბუნებრივი აირის მიწოდებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ტელეიმედი“ და „სტუდია მაესტრო“ დააჯარიმეს წინასაარჩევნოდ დებატების განუთავსებლობის გამო

2500-2500 ლარით დააჯარიმა კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედი“ და „სტუდია მაესტრო“. დაჯარიმების მიზეზი გახდა წინასაარჩევნოდ დებატების განუთავსებლობა. „ტელეკომპანია ქართულ არხს“ კი კომისიამ გაფრთხილება მისცა. კომუნიკაციების კომისიის ცნობით, „ტელეიმედმა“ და „სტუდია მაესტრომ“ 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, წინასაარჩევნო დებატები ეთერში არ განათავსეს, ხოლო „ტელეკომპანია ქართული არხის“ ეთერში დებატებთან ერთად, არც პოლიტიკური გადაცემები გასულა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მერკელი ევროკავშირს რუსეთის მიმართ მეტი ერთიანობისკენ მოუწოდებს უკრაინაზე მოსკოვის მზარდი ზეწოლის ფონზე

ანგელა მერკელმა, რომელიც გერმანიის კანცლერის პოსტს ტოვებს, 25 ნოემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს სანქციების გასაძლიერებლად რუსეთის წინააღმდეგ, თუ ვითარება კიდევ უფრო გართულდება უკრაინის ან პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე. ამის შესახებ ანგელა მერკელმა ისაუბრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკისთან შეხვედრაზე, რომელზეც მთავარი ყურადღება გამახვილდა მწვავე კრიზისზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან დაძრული მიგრანტების დაბანაკებამ წარმოშვა ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თამარ ოქროპირიძე: მაქვს რამდენიმე დარღვევა სიჩქარის გადაჭარბების გამო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ოქროპირიძემ, 25 ნოემბერს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე, განმარტება გააკეთა ავტომანქანის მართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ. „რამდენიმე დარღვევა, იგივე, რამდენიმე, სამი სიჩქარის გადაჭარბება მაქვს, დაახლოებით 10-15 კილომეტრით [კმ/სთ], ანუ დიდი დარღვევა არ არის, თუმცა ძალიან ვწუხვარ ამაზე და ვცდილობ, რომ ასეთი დარღვევა აღარ მქონდეს“, - თქვა ოქროპირიძემ მას შემდეგ, რაც ჯარიმები მას სხდომაზე შეახსენა „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა გსურთ საქართველოსთვის? - "სიხარული და სრული დამოუკიდებლობა" - უცნობი არქივი

სახელი, მამის სახელი და გვარი, (ფსევდონიმიც) - კონსტანტინე სიმონის ძე გამსახურდია (ს.კ. აბაშისპირელი). სწავლა სად მიიღეთ - ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. უმაღლესი განათლება: პეტროგრადის, ლაიპციგის და ბერლინის უნივერსიტეტებში. რა არის თქვენი ცხოვრების წყარო - პედაგოგიური მოღვაწეობა. ყოველ წელს ბეჭდავთ რამეს თუ არა? - ყოველ წელს. გრძნობთ თუ არა თქვენს თავს პროფესიონალ მწერლად? - ვგრძნობ. რა გსურთ საქართველოსთვის? - ეროვნულ ტერიტორიული ავტონომია. ეს არის ნაწყვეტი მწერლის მიერ შევსებული ანკეტიდან და იგი იმ საარქივო მასალის ნაწილია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთში დააკავეს ეჭვმიტანილი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს ქვეყნის 66 წლის მოქალაქე, რომელიც რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. პოლონეთის ხელისუფლების ვერსიით, დაკავებული თანამშრომლობდა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან და პოლონეთის ინტერესების საზიანოდ მოქმედებდა. ეჭვმიტანილი დანაშაულს არ აღიარებს. იგი 21 ნოემბერს, ვერმინსკ-მაზურსკის სავოევოდოს ტერიტორიაზე დააკავეს. ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა საგნები და დოკუმენტები, რომლებიც მისი ჯაშუშური საქმიანობის სამხილს შესაძლოა წარმოადგენდეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ენდოკრინოლოგი სააკაშვილზე: კმაყოფილი ვარ, რასაც ველოდი, ის შედეგი მაქვს

ექიმთა სახელმწიფო კონსილიუმის წევრი, ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე ამბობს, რომ შიმშილობის შემდეგი მკურნალობის ეტაპზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კრიტიკული პერიოდი გადალახა. ელენე გიორგაძემ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის კვების რაციონი იზრდება და მისი მოლოდინები მართლდება. "დინამიკა ისევ გვაქვს დადებითი. საერთო ცილა ნორმის ფარგლებშია, ზოგ-ზოგიერთი მაჩვენებელი უკვე მოდის ნორმაში... კალორაჟიც და რაციონიც გაფართოვდა - ნელ-ნელა შემოდის სხვადასხვა პროდუქტი კვებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თამარ ოქროპირიძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში "კლანის" ზეგავლენას ვერ ხედავს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ოქროპირიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ დეზინფორმაციას „კლანის“ არსებობასთან დაკავშირებით და ამით ისინი თავს ესხმიან სასამართლო სისტემის ავტორიტეტს. მისი კრიტიკა ასევე უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს. 25 ნოემბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გამართული მოსმენის ფარგლებში, ამ საკითხზე ოქროპირიძემ უპასუხა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლის, დეპუტატ ლევან იოსელიანის შეკითხვას. ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე: საქართველოს პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს

პოლიტიკური პარტიები „დროა", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „ლელო" და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" საქართველოს პროკურატურასთან აქციას მართავენ. პროტესტი ეხება „ნაციონალური მოძრაობიდან" ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საკითხს. აქციის მონაწილეები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ: გადადგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე! სასწრაფოდ გამოიძიონ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მუქარის საქმე და მისი გარდაცვალების მიზეზები! Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

11-მდე გაიზარდა ციმბირში ქვანახშირის მაღაროში დაღუპულთა რიცხვი. ოლქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 11-მდე გაიზარდა ციმბირის კემეროვოს ოლქში ქვანახშირის მაღაროში გაჩენილი ხანძრისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. „10 დაღუპული (სულ პირველის გარდა) იმ კონვეიერულ ლენტაზე იპოვეს, რომლითაც ნახშირი ზემოთ ადის. ასეთი საგანგებო შემთხვევების დროს მაღაროელები ყოველთვის ხტებიან ნახშირზე“, - იტყობინება საიტი სიბირ.რეალიი. კემეროვოს რეგიონის გუბერნატორის, სერგეი ცივილევის თქმით, ხანძრის გაჩენის დროს მაღაროში სულ მცირე 287 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 236-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის საკრებულოში ხმაურია

ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომათა დარბაზში ხმაურია. წინა მოწვევის საკრებულო ცდილობს დაამტკიცოს 2022 წლის ბიუჯეტი და საკითხი 26 ნოემბრის სხდომაზე დააყენოს, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ახლადარჩეული საკრებულოს წევრების მხრიდან, პროტესტი მოჰყვა. 2017 წელს არჩეულ საკრებულოში უმრავლესობაში "ქართული ოცნებაა", ეს მოცემულობა ახლა, 2021 წლის არჩევნებით შეცვლილია. ბათუმის მერი "ქართული ოცნების" კანდიდატია და ოპოზიცია ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ცდილობს დროში მოასწროს ახალი ბიუჯეტის დამტკიცება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების კარვები აიღეს „წმენდის“ ოპერაციის ფარგლებში

ირანის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა დაწვა ირანის სიდიდით მესამე ქალაქ ისპაანთან, მდინარის დამშრალ კალაპოტში განლაგებული საპროტესტო კარვები, რომლებიც წყლის გამორთვის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, ირანელმა ფერმერებმა ორი კვირის წინ აღმართეს. რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ცნობით, პოლიციის სპეცრაზმის გამოჩენას თან ახლდა ასევე სროლის ხმა. ქალაქის მუნიციპალიტეტის სამსახურებმა, გავრცელებული ცნობებით, „გაწმინდეს“ ეს ადგილი მას შემდეგ, რაც ირანის უსაფრთხოების ძალებმა წუხელ ცეცხლი წაუკიდეს კარვებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"სირცხვილიას" კლიპის განთავსების გამო "მთავარი არხი" 111 903 ლარით დააჯარიმეს

ტელეკომპანია "მთავარი არხი", სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" კლიპის ეთერში განთავსების გამო, კომუნიკაციების კომისიამ 111 903 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ დღევანდელ, 25 ნოემბრის, სხდომაზე მიიღო. საუბარია იმ ვიდეოკლიპზე, რომელშიც მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" დეპუტატების კოლაჟი, ამავე პარტიის ჰიმნის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ფოტოდ გარდაიქმნებოდა. კომისიამ მიიჩნია, რომ ეს იყო პოლიტიკური რეკლამა. კომისია აღნიშნავს, რომ მსგავსი დარღვევა ტელეკომპანიას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალები მავთულხლართებს ღამით ამონტაჟებენ

ორი დღეა, სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მავთულხლართებს ღამით აბამენ. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ადგილობრივმა მცხოვრებმა მიაწოდა. მისი თქმით, სოფლის ერთ-ერთ მიწის ნაკვეთთან, სადაც ადრე ხნულები იყო გავლებული, ახლა მავთულხლართებს ამონტაჟებენ. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ეს მიწის ნაკვეთი დათა ვანიშვილის სახლის სიახლოვესაა და იქ საოკუპაციო ძალებს ღამით პროჟექტორები მიაქვთ და ამ პირობებში მუშაობენ. ახალი ღობეები სოფელ ხურვალეთში დღეს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმაც დააფიქსირეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაკარიძე სააკაშვილის "ცოცხლად გასამართლების" შესაძლებლობებზე: მოდით, თავს შევიკავებ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გენადი მაკარიძემ თავი აარიდა შეკითხვას - "არის თუ არა სასამართლო დღეს მზად იმისთვის, რომ გაასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, არა დაუსწრებლად, არამედ - ცოცხლად?“. ეს შეკითხვა გენადი მაკარიძეს დაუსვა "დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის" წევრმა კახა წიქარიშვილმა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე მოსმენის პროცესში. „მოდით, მაგ შეკითხვაზე მე ახლა თავს შევიკავებ. იმდენი ითქვა, იმდენი დაიწერა, იმდენი მიზეზი განმარტა, როგორც იუსტიციის სამინისტრომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატი: სააკაშვილი შეწყვეტს მკურნალობას, თუ დეპუტატებს არ შეუშვებენ მასთან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აპირებს შეწყვიტოს მკურნალობის პროცესი, თუ მასთან არ შეუშვებენ პარლამენტის დეპუტატებს. ადვოკატი განმარტავს, რომ დეპუტატებს აქვთ უფლება სააკაშვილი მოინახულონ. "მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატებს რომ არ ეძლევათ შეხვედრის შესაძლებლობა, ეს არის პოლიტიკური იზოლაციონალიზმი. ამ ყველაფერს აკეთებენ იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობა შეზღუდონ. მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია: თუ ეს გაგრძელდება და არ დაესმება წერტილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინმა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსი გადააყენა ციხეებში წამების ამსახველი კადრების სკანდალის ფონზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის თავმჯდომარე, ალექსანდრ კალაშნიკოვი, რომლის ადგილსაც შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, არკადი გოსტევი დაიკავებს. ამ საკადრო გადაწყვეტილების შესახებ კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში მითითებული არ არის კალაშნიკოვის მოხსნის მიზეზი. მაგრამ სააგენტო „ინტერფაქსი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ კალაშნიკოვის გადაყენების მიზეზი გახდა „სარატოვის ოლქის და სხვა რეგიონის... Читать дальше...


33 года успеха – красноярское предприятие холдинга «Швабе» отмечает день рождения

Наталья Сергунина: Среднемесячная аудитория приложения «Моя Москва» достигла 1,2 миллиона человек

Сервис каршеринга стал доступен еще в трех округах Подмосковья

По стандартам реновации. Западном Дегунине построят пять жилых домов



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Щелковские волонтеры присоединились к акции «Бегущая книга»

33 года успеха – красноярское предприятие холдинга «Швабе» отмечает день рождения

Загадки и тайны Коломенского

Летние площадки проекта «Музыка в метро» заработали в Москве

Музыкальные новости

Почта России помогла маленькому жителю Перми встретиться с футболистами ЦСКА

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

Сотрудники Росгвардии задержали устроившего стрельбу с балкона мужчину в Подмосковье 

Концерт студии "Жерминаль"

Новости России

SITRAK с разнопрофильными транспортными средствами принял участие в выставке СТТ-2024

Сервис каршеринга стал доступен еще в трех округах Подмосковья

Стали известны подробности лечения Анастасии Заворотнюк

Щелковские волонтеры присоединились к акции «Бегущая книга»

Экология в России и мире

«585*ЗОЛОТОЙ» выступила партнером медиафестиваля творческой молодежи YOUPITER

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

ONYX отправляется в Большой тур по России

Спорт в России и мире

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Moscow.media

Лето в урочище Кокоря

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Лучший HR-бренд – «Грузовичкоф»

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *