Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2021

Новости за 22.11.2021

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო დაზვერვა ერთმანეთს ადარებს უკრაინის და 2008 წლის საქართველოს მოვლენებს

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვა თვლის, რომ აშშ და ევროკავშირი "კიევს მიზანმიმართულად უძლიერებენ ყველაფრის უფლების ქონის და დაუსჯელობის განცდას", რაც გავს 2008 წლის მოვლენების წინა პერიოდის საქართველოს ვითარებას, როცა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ჯაჭვიდან აიწყვიტა".  "რუსეთის საგარეო დაზვერვის პრესსამსახური იუწყება, რომ ბოლო დროს ვაშინგტონელი ჩინოვნიკები აქტიურად მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობის დაშინებას, თითქოს რუსეთი 'აგრესიისთვის' ემზადება უკრაინასთან მიმართებით" - ვკითხულობთ განცხადებაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ნაწილზე გადაჭიმული „თურქული სამყარო“ და მისი ამოცანები

რუსეთი თავშეკავებით, ერთგვარი ირონიითაც კი, შეხვდა გასული კვირის ბოლოს სოციალურ ქსელში გავრცელებულ „თურქული სამყაროს“ რუკას, რომელზეც დატანილი აღმოჩნდა რუსეთის დაახლოებით 20 რეგიონი: ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები, კრასნოდარის მხარე, ვოლგისპირეთის, აღმოსავლეთ ციმბირისა და იაკუტიის ტერიტორიები.

Radiotavisupleba.ge 

„ვარდების რევოლუცია“ 9+9 წლის შემდეგ

„ვარდების რევოლუციიდან“ 18 წელი გავიდა: „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ცხრაწლიან პერიოდს დაემატა „ქართული ოცნების“ ასევე „ცხრა წელი“. ცხადია, ორივე „ცხრა წელმა“ მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია 2003 წლის 23 ნოემბერს მომხდარი ისტორიული მოვლენის როგორც აღქმას, ასევე მასთან დაკავშირებული იდეების ხორცშესხმასა თუ დასამარებას. მაინც რა დაემართა „ვარდების რევოლუციას“ ორი „ცხრა წლის“ განმავლობაში და რა დარჩა მისგან 9+9 წლის შემდეგ? „ვარდების რევოლუციამდე“ ერთი კვირით ადრე, 2003 წლის 15 ნოემბერს, როცა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრეგაძე: პენიტენციური სამსახური უპირობოდ ვერავის გაუღებს საკნის კარს და ვერ გამოუშვებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნას ეხმაურება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პატიმრის გათავისუფლებას სჭირდება სამართლებრივი საფუძველი. „სპეციალური პენიტენციური სამსახური ასე უპირობოდ, ბუნებრივია, ვერავის გაუღებს საკნის კარს და ვერ გამოუშვებს გარეთ. ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები“, - თქვა მან. იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება, დატოვოს ადამიანმა ციხე. „მან უნდა მოიხადოს სასჯელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლ გარემოში მკურნალობა და რამდენად შესაძლებელია ეს?

ჯერჯერობით ექიმებს უჭირთ იმის თქმა, რა დროში გამოჯანმრთელდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ამ ეტაპზე 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.

Radiotavisupleba.ge 

ბრეგაძის თქმით, შიმშილობის შეწყვეტა იძლევა საფუძველს, სააკაშვილი პროცესებს დარბაზში დაესწროს

სასამართლო პროცესებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის არდაშვების შესახებ შეკითხვას უპასუხა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. ის სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტას პროცესებზე მისი დასწრების საფუძვლად განიხილავს. „როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილს შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანია კიდევ ერთხელ უარყოფს ლუკაშენკას წინადადებას 2000 მიგრანტის შეშვებაზე

გერმანიამ კიდევ ერთხელ უარყო ალექსანდრ ლუკაშენკას წინადადება 2000-მდე მიგრანტის შეშვების თაობაზე, რომლებიც ამჟამად ბელარუსში იმყოფებიან. მანამდე ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირები მინსკთან არ თანამშრომლობენ პრობლემის გადაჭრაზე და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ამას, შესაძლოა შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვეს.  ევროკავშირის მინსკს ადანაშაულებს ახლო აღმოსავლეთიდან ათასობით კაცის, ქალის და ბავშვის წამოყვანაში და შემდეგ მათ ევროკავშირში შეშვებაში პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის გავლით - რაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

17 წლის ლუკა სტრასბურგში იბრძვის - რატომ არის მისი გამარჯვება მნიშვნელოვანი სხვა შშმ პირებისთვისაც

ლუკა, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს და ზიანს აყენებს საკუთარ თავს და დედას, ბიუროკრატიულ ხაფანგში აღმოჩნდა. ადვოკატები მის უფლებებს სტრასბურგსა და საქართველოში იცავენ. თუკი ეს დავა ლუკას სასარგებლოდ დასრულდება, მას გადაუდებელ დახმარებას აღმოუჩენენ, ათობით ბავშვს კი, ვისაც იგივე ტიპის სირთულეები აქვს, გაუჩნდება შანსი, რომ სერვისი საოჯახო გარემოში მიიღოს. ლუკა 17 წლისაა და მას აუტისტური სპექტრის აშლილობა, მძიმე გონებრივი ჩამორჩენა და ქცევის სირთულეები აქვს. ექიმებმა დღემდე ვერ დაადგინეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრმა სახალხო დამცველს სთხოვა სააკაშვილის კლინიკურ მართვაში ექსპერტთა ჩართვა

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მართვის პროცესში კონსულტაციის გაწევისა და ალტერნატიული აზრის მოსმენის მიზნით, სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექსპერტთა ჩართვა 22 ნოემბერს სთხოვა. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფი აგრძელებს საქმიანობას უცვლელად, თავდაპირველი შემადგენლობითა და მანდატით. მულტიპროფილურ ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფის ფუნქციას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ექსპერტიზა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართლომ დააჯარიმა ორგანიზაცია "მემორიალის" მხარდასაჭერი აქციების მონაწილეები

მოსკოვში სასამართლომ მიტინგის ორგანიზების და ჩატარების წესების დარღვევის გამო 150 000 რუბლის (დაახლოებით 2000 ამერიკული დოლარის) ოდენობის ჯარიმა დააკისრა "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტს, ვიქტორია ივლევას, 20 ათასი რუბლის (დაახლოებით 260 ამერიკული დოლარის) ოდენობის ჯარიმა კი უფლებადამცველ იური სამოდუროვს.  20 ნოემბერს მოსკოვში, პუშკინის მოედანზე ჩატარდა ერთკაციანი აქციების სერია, უფლებადამცველი ორგანიზაცია "მემორიალის" ლიკვიდაციის და პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ. "მემორიალი" რუსეთში "უცხოეთის აგენტად" აღიარეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„მის აკრძალვას მოვითხოვთ“: შეძლებს „კონსერვატიული მოძრაობა“ პარტიად არსებობას?

„ალტ-ინფოს“ ჯგუფის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირების პროცესშია, თუმცა ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ ეს პრორუსული, ჰომოფობიური შინაარსის, ხშირად ძალადობრივი განცხადებებით ცნობილი პარტია, რომლის დამფუძნებლები 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებიც არიან, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ისინი საჯარო რეესტრს მოუწოდებენ, უარი უთხრას ამ ძალას პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებაზე. დეპუტატები კი მის ასაკრძალად ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ენტონი ბლინკენის წერილი: აშშ ძალიან აფასებს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან

ავღანეთის სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის შესახებ წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისთვის გამოგზავნილ წერილში. „შეერთებული შტატების სახელით მადლობას გიხდით საქართველოს მიერ ავღანეთში ქართული საჯარისო ფორმირებების განლაგებით, NATO-ს ტერორიზმთან ბრძოლისა და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის. 2015-2021 წლებში საქართველო გახლდათ „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ და „საერთაშორისო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლარი დოლართან 0,14 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 0,34-ით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი. 22 ნოემბერს გამართული ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0,14 თეთრით გაუფასურდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3,1134 ლარს შეადგენს. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0,34 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,5135 ლარი გახდა. ასევე, ლარი 0,11 თეთრით გამყარდა თურქულ ლირასთან მიმართებით. შედეგად ერთი თურქული ლირის ღირებულება 27,83 თეთრი გახდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე: დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე

ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრმა, ენდოკრინილოგმა ელენე გიორგაძემ, რომელიც ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, ილაპარაკა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ. „დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე. ყველა ექიმი და პაციენტი კმაყოფილია“, - თქვა ელენე გიორგაძემ. როგორც ენდოკრინოლოგი აღნიშნავს, დღეს, 22 ნოემბერს, კალორაჟი და კვება გაფართოვდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. „სტაბილურია მისი მდგომარეობა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილის ადვოკატი: როცა წამების მსხვერპლია ადამიანი, ნორმალურ ქვეყნებში გათავისუფლებაც კი ხდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. თუმცა დღეს, 22 ნოემბერს, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ამ მიზეზით ექსპრეზიდენტს "თავისუფალ მდგომარეობაში მკურნალობის შესაძლებლობა" უნდა მიეცეს. "არ შეიძლება ჯანმრთელობის აღდგენა მოხდეს, თუნდაც შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რაც უკვალოდ ვერ ჩაივლის მის ჯანმრთელობაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის დელეგაცია შუა აზიის ქვეყნებთან განიხილავს ავღანეთში არსებულ ვითარებას

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში, მეზობელ ავღანეთში არსებული ვითარების შესახებ, შუა აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოლაპარაკებებს მართავს ევროპელი ოფიციალური პირების მაღალი რანგის დელეგაცია, რომელსაც ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჟოზეპ ბორელი ხელმძღვანელობს. 22 ნოემბრის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, თუმცა რადიო თავისუფლების კორესპონდენტები ტაჯიკეთის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დღის წესრიგის თემებია გაუარესებული ეკონომიკური და ჰუმანიტარული პირობები ავღანეთში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

IAEA-ის ხელმძღვანელის ვიზიტის წინ ირანი "კონსტრუქციული" შეხვედრის იმედს გამოთქვამს

გაეროს ატომური სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი თეირანში ჩადის, ირანის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გამართვის მიზნით, მომავალ კვირაში ვენაში დანიშნული მოლაპარაკების წინ, რომლის მიზანი იქნება 2015 წელს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს და ირანს შორის გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების აღდგენა. როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, საედ ხატიბზადემ 22 ნოემბერს თქვა, თეირანს იმედი აქვს, რომ IAEA-ის ხელმძღვანელის ვიზიტი "კონსტრუქციული" იქნება. გროსი შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„კურსკი“ უცხოეთის წყალქვეშა ნავთან შეტაკებისგან დაიღუპა - აცხადებს რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ყოფილი მეთაური. კრემლი კომენტარზე უარს ამბობს

რუსეთის ატომური წყალქვეშა ნავის, „კურსკის“ კატასტროფის მიზეზი 2000 წლის 12 აგვისტოს იყო ნატოს წევრი ქვეყნის წყალქვეშა ნავთან შეტაკება, - აცხადებს ადმირალი ვიაჩესლავ პოპოვი, რომელსაც ავარიის დროს ჩრდილოეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურის თანამდებობა ეკავა. ამის შესახებ პოპოვმა თქვა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, რია-ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში. „კურსკის“ ბორტზე მყოფი ეკიპაჟის, ყველა, 118 წევრი დაიღუპა. ეს იყო რუსეთის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა და ის რუსეთის ხელისუფლების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში კვლავ სარეკორდოდ მაღალი რჩება COVID-19-ით დაღუპულთა დღიური მონაცემი

21 ნოემბერს რუსეთში COVID-19-ით გარდაცვალების კიდევ 1252 შემთხვევა აღირიცხა. უკვე მეოთხე დღეა ქვეყანაში ეს რიცხვი უმაღლეს ნიშნულზე რჩება, პანდემიის დაწყების შემდეგ. რუსეთს ხშირად აკრიტიკებენ კორონავირუსთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შესაძლო მანიპულაციის და პანდემიის რეალური შედეგების დაფარვის გამო. რუსეთის სტატისტიკური მონაცემები მოიცავს უკრაინის ყირიმის რეგიონსაც, რომლის ანექსირებაც მოსკოვმა 2014 წელს განახორციელა. 21 ნოემბერს რუსეთში აღირიცხა კორონავირუსით ინფიცირების 36970 ახალი შემთხვევა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წულუკიანის ბრიფინგზე "TV პირველი" და "მთავარი არხი" არ შეუშვეს

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრიფინგზე, რომელზეც მან ახალი ლიტერატურული პრემიის,"წლის საუკეთესოს", დაფუძნებაზე ისაუბრა, მედიასაშუალებების ნაწილი საერთოდ არ მიიწვიეს, იქ მისული "TV პირველისა" და "მთავარი არხის" ჟურნალისტები კი არ შეუშვეს. დაგეგმილი ღონისძიების შესახებ არ შეატყობინეს არც რადიო თავისუფლებას. "მიმართეთ პრესცენტრს" - უთხრეს სამინისტროს თანამშრომლებმა "TV პირველისა" და "მთავარი არხის გადამღებ ჯგუფებს, რომლებსაც, როგორც თავად ამბობენ, ბრიფინგის შესახებ ინფორმაცია სამინისტროდან არ მიუღიათ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიზა იასკოს თქმით, სააკაშვილის გამოჯანმრთელება რთულად წარმოუდგენია მისი თავისუფლების გარეშე

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ, მედიასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა, კლინიკაში არსებულ პირობებს გაუსვა ხაზი და იმავდროულად აღნიშნა, რომ რთულად წარმოუდგენია სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია არსებულ პირობებში. „ვნახე, რომ ის სუსტადაა და მრავალ სიმპტომს განიცდის და ალბათ, სამწუხაროდ დიდი დრო დასჭირდება გამოსაჯანმრთელებლად. ეს უნდა იყოს განხილული, უნდა გაკეთდეს, ვინაიდან რთულად წარმომიდგენია მკურნალობა და რეაბილიტაცია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს რუმენ რადევი

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა გაიმარჯვა 21 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურში და დიდი უპირატესობით აჯობა თავის მეტოქე ანასტას გერჯიკოვს. საარჩევნო კომისიის თანახმად, რადევს ხმა მისცა ამომრჩეველთა 68 პროცენტმა, ხოლო მის მეტოქეს, სოფიის უნივერსიტეტის რექტორს ანასტას გერჯიკოვს - 32 პროცენტმა. გერჯიკოვმა მიულოცა გამარჯვებულს და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ ხუთ წელში ხალხისთვის მიცემული დაპირებები შესრულდება. მან თქვა, რომ პოლიტიკას თავს ანებებს და უნივერსიტეტს დაუბრუნდება. სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავსტრია უბრუნდება „ლოკდაუნს“ ევროპის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლების ფონზე

22 ნოემბრიდან ავსტრიის მთავრობამ კვლავ შემოიღო საზოგადოებრივი ცხოვრების სრული შეზღუდვა - ე.წ ლოკდაუნი. ამის ფონზე ევროპის ქალაქებში გაიმართა საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც ზოგგან ძალადობაში გადაიზარდა. მათი მონაწილეები ახალ შეზღუდვებს აპროტესტებენ. ამიერიდან ავსტრიის 8,9 მილიონ მოქალაქეს ეკრძალება სახლის დატოვება. გარეთ გასვლა შეიძლება მხოლოდ სამსახურში წასვლისთვის, აუცილებელი საყიდლებისთვის, ასევე სავარჯიშოდ. რესტორნები, ბარები, საპარიკმახეროები, თეატრები და არაარსებითი მნიშვნელობის ყველა მაღაზია დაიხურება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ჰეპატიტი არ იცდის“ - დაიწყო აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეული

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის პროგრამის დირექტორი მაკა გოგია და სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის" დირექტორი კოკა ლაბარტყავა, ტესტირების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ

Radiotavisupleba.ge 

ზურაბ ბატიაშვილი უკრაინის საზღვართან ვითარებაზე: არავინ იცის რა მოხდება, რადგან გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს

"რონდელის ფონდის" მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა უკრაინის საზღვარზე რუსეთის ჯარების კონცენტრაციაზე და საბრძოლო მოქმედებების დაწყების საფრთხეზე ილაპარაკა.


Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

В Маньжурии открывается российско-китайский ночной клуб Felicity Port

В Москве прошло Drumkaraoke

Песков: Вернувшийся из Ташкента Путин продолжает работу в Москве в позднее время



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Туристический стенд России посетил принц

«Значимое подспорье»: Госдума приняла закон о продлении на семь лет выплат многодетным семьям на погашение ипотеки

Мошенники стали обманывать желающих незаконно получить права

Музыкальные новости

Выставка древних надгробий в Новодевичьем монастыре

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

«Адвокат Валиевой: ей подсыпали допинг и сделал дедушка». Серьёзное расследование.

Ростовский-на-Дону ЭРЗ отмечает 150 лет со дня основания

Новости России

В окружении певицы Алсу озвучили причину ее развода с мужем

Круглый стол по вопросам психического здоровья проведут в Пскове

В Москве у Курского вокзала открылась обновленная выставка граффити

Мошенники стали обманывать желающих незаконно получить права

Экология в России и мире

Пластический хирург, косметолог и дерматолог Мадина Байрамукова: как правильно спать, чтобы не было морщин

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

«Гениальная идея!»: звезды о новом музыкальном лейбле Детского радио

Спорт в России и мире

Абсцесс остался позади // Андрей Рублев первым из игроков топ-10 вышел во второй круг

Теннисистка Мария Шарапова снялась в красном облегающем платье

Теннисист Рублев вышел во второй круг Открытого чемпионата Франции

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Moscow.media

По нацпроекту приводят к нормативу опорную сеть дорог Алтайского края

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Машина съехала в кювет и опрокинулась. Водитель погиб

На Ямале воспитателя детского сада будут судить за истязание малышей







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *