Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2023

Новости за 02.06.2023

Radiotavisupleba.ge 

13 სართულით დაბალი - ივანიშვილის კომპანია ცათამბჯენების მშენებლობის ნებართვას ელოდება

ცათამბჯენის სიმაღლის 65-დან 52-მდე შემცირების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის "ქართუს" კომპანია "შპს კოსტავა 69" ისევ ითხოვს მშენებლობის ნებართვას.

Radiotavisupleba.ge 

უმცროსი ექიმები - რატომ ანებებენ რეზიდენტურაში სწავლას თავს საქართველოში

საქართველო იმ გამონაკლის ქვეყნებს ეკუთვნის, სადაც მომავალი ექიმები რეზიდენტურის ეტაპზე სამედიცინო პრაქტიკაში ფულს თავისი ჯიბიდან იხდიან. შრომის პარალელურად, სწავლის გადასახადზე ზრუნვა ბევრისთვის გადაულახავი პრობლემაა, რის გამოც მომავალი ექიმები მასობრივად ანებენენ თავს პრაქტიკას, ან სწავლას საზღვარგარეთ აგრძელებენ. ბევრი სამედიცინო სფეროსაც ტოვებს. ამ სტატიაში მოგიყვებით, რა პრობლემები აქვთ მომავალ ექიმებს და როგორ ეხება ეს პირდაპირ თუ ირიბად ყველა მოქალაქეს. რეზიდენტურის ეტაპი რომელიმე ერთ-ერთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ GDI-ს თავმჯდომარე პარლამენტთან ცარიელი ფურცლის დაჭერის გამო დააკავა

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „საქარველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი ცარიელი ფურცლის დაჭერის გამო დააკავეს. აქტივისტებს, ასევე, ჰქონდათ პოსტერები სხვადასხვა წარწერით. „ხელში გვეჭირა პოსტერები, ზოგს ცარიელი ფურცლები, ზოგს ფურცლები ასო-ბგერებით, მე მეჭირა პოსტერი, რომელსაც ეწერა ტექსტი ივანიშვილის ცნობილი გამოსვლიდან: „რაც გინდათ ის დაუძახეთ", რომლის ქვევით ეწერა - „ვირაკლი". ამას პოლიციის მხრიდან მოჰყვა ჭიდაობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს პარლამენტთან სამი პირის დაკავებას ადასტურებს

პარლამენტის შენობის წინ დაკავებულ სამ პირს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევას ედავებიან. როგორც შსს-ს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ორი პირის დაკავების საფუძველი გახდა ამავე კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლები, ერთი კი 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს. დაკავებულთა შორის არის ადვოკატი შოთა თუთბერიძე. მას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მას ხელში ჰქონდა პლაკატი წარწერით: „ირა...ლი". ამავე სიტყვას სკანდირებდნენ დემონსტრანტები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი: უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება, სანამ ომი გრძელდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ მისი ქვეყანა ომის დასრულებამდე ნატოში ვერ გაწევრიანდება. „ჩვენ ადეკვატური ადამიანები ვართ და გვესმის, რომ ნატოს არცერთ ქვეყანას ომში არ ჩავრთავთ. ამიტომ, გვესმის, რომ სანამ ეს ომი მიდის, ნატოს წევრები არ ვიქნებით. არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია,“ განაცხადა მან კიევში, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთობლივ ბრიფინგზე. უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ დასავლეთი ფრთხილობს გაწევრიანების ოფიციალური თარიღების დადგენას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ილიაუნის პროფესორების განცხადებით, უნივერსიტეტის წინააღმდეგ დაუსაბუთებული ბრალდებები ვრცელდება

სამ ტელეკომპანიის ეთერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ გასულ ცნობებს ეხმაურებიან ამავე უნივერსიტეტის პროფესორები. ისინი განცხადებაში აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტს ყველა კანონიერი საშუალებით დაიცავენ.  „რამდენიმე დღეა ვაკვირდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ მედიით გავრცელებული დაუსაბუთებელი ბრალდებების სერიას. მიუხედავად უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული არაერთი განმარტებისა, გაცემული საჯარო ინფორმაციისა, გასაჯაროებული დოკუმენტებისა, სამ ტელევიზიაში - „იმედი", „პოსტივი" და „რუსთავი 2" - თემა დღის წესრიგიდან არ მოიხსნა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ომი რუსეთში, რომელსაც პუტინი არ იმჩნევს

"რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" და "რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონმა 1 ივნისს გამოაცხადეს, რომ იწყებდნენ მორიგ რეიდს რუსეთის სიღრმეში. ამავე დღეს უკრაინა-რუსეთის საზღვრის მახლობლად, ქალაქ შებეკინოდან დაიწყო მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია. გავრცელდა ცეცხლის ალში გახვეული შენობებისა და დამწვარი ავტომობილების ვიდეოკადრები. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ შებეკინო და ოლქის სხვა დასახლებული პუნქტები იცხრილებოდა ზალპური ცეცხლის სისტემებით, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვას ევროკავშირი დახმარებას უსამმაგებს, საქართველოში რუსეთისგან შემოსავალს ითვლიან

მოლდოვა, რომელიც 1 ივნისს ევროპული  ლიდერების მასშტაბურ სამიტს (EPC) მასპინძლობდა და მცირე ხნით, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქადაც იქცა, ევროკავშირისგან თითქმის გასამმაგებულ ეკონომიკურ დახმარებას - 1.6 მილიარდ ევროს მიიღებს.

Radiotavisupleba.ge 

ECHR-მა ნავალნის მოწამვლის საქმის თაობაზე პირველი მოსმენა დანიშნა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) 6 ივნისს დანიშნა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის თაობაზე პირველი მოსმენა. ნავალნიმ, რომელიც რუსეთის კოლონიაში იხდის საჯელს, რუსეთის ხელისუფლების უმოქმედობის გამო იჩივლა ECHR-ში. მან და მისმა თანამოაზრეებმა არაერთხელ მიმართეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს გამოძიების ჩატარების მოთხოვნით, მაგრამ უარი მიიღეს. სასამართლო არკვევს, დაირღვა თუ არა ნავალნის სიცოცხლის უფლება და ამოიწურა თუ არა მის ქვეყანაში სამართლიანობის მიღწევის ყველა შესაძლებლობა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წინ აქციაზე დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე

ადვოკატი შოთა თუთბერიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ დააკავა. მას ხელში ჰქონდა პლაკატი წარწერით: „ირა...ლი", რაც, სავარაუდოდ, მისი დაკავების მიზეზი გახდა. ვრცელდება ინფორმაცია აქციის სხვა მონაწილეების დაკავების შესახებ. დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „ირა...ლი!" „ირა...ლი!" რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შსს-ს პრესცენტრს. მათგან პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება. შოთა თუბერიძე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია. აქტივისტები უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წინ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

იტალიის სერია A-მ 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. 22 წლის ქართველი შემტევი იტალიაში შარშან, ზაფხულში გადავიდა ბათუმის „დინამოდან“. უმალ დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და მალევე გახდა გუნდის ლიდერი. სერია A-ში ჩატარებულ 33 მატჩში კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა. ამასთან, 10 საგოლე გადაცემაც შეასრულა და ეს მაჩვენებელი საუკეთესოა მიმდინარე სეზონში. „ნაპოლი“ ოცდაცამეტწლიანი პაუზის შემდეგ გახდა იტალიის ჩემპიონი, რაც მნიშვნელოვანწილად ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა.

Radiotavisupleba.ge 

რატომ აღარ დაგამუნათებენ, თუკი „მინახავხარ“-ის ნაცვლად „მინახიხარ“-ს იტყვი

დამიხატია, დამითესია, დაუმალია, უთქვია, დაურეკია, მინახიხარ... - აი, ამ ფორმით დაწერილ -ავ და -ამ თემისნიშნიან ზმნებს ვეღარც მასწავლებელი გაგისწორებთ, ვეღარც რედაქტორი და ვეღარც ე.წ. „გამსწორებელი“, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებითა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დადგენილებით, -ავ და -ამ თემისნიშნიან გარდამავალ ზმნებში I თურმეობითის ფორმათა წარმოებისას, - ია დაბოლოებიანი ფორმები, როგორიცაა, მაგალითად, უნახია, დაუთესია, დაურეკია და ა.შ. დასაშვებ ნორმად იქნა მიღებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სასამართლომ ბექა გრიგორიადისი 2000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმა, 2000 ლარი შეუფარდა. რადიო თავისუფლებას გრიგორიადისის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ უთხრა, რომ მოსამართლემ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაქვეყნა და დასაბუთებას მოგვიანებით ჩაბარდება დაცვის მხარეს. ​ადვოკატი არ იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მისი განცხადებით, კარვის გაშლა ექცევა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა უნდა ერქვას საქართველოს?

„გრუზია“ თუ „საქართველო“? რამდენიმე დღის წინ უკრაინის რადაში კანონპროექტი დაარეგისტრირეს. უკრაინელი დეპუტატები ითხოვენ, საქართველოს უკრაინულადაც საქართველო ეწოდოს და არა „გრუზია“. ამის გამო ხელახლა დაიწყო დისკუსია, მაინც რა უნდა ერქვას საქართველოს უცხო ენებზე და უნდა ჩაერიოს თუ არა პროცესში თბილისი. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უკრაინელები ცდილობენ, რუსული ან რუსეთისგან თავსმოხვეული ტოპონიმებისგან გათავისუფლდნენ. მორიგი მცდელობა სწორედ ეს კანონპროექტია. თუ დამტკიცდა, საქართველოს უკრაინულადაც საქართველოს დაუძახებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ილიაუნის რექტორი ამბობს, რა არის, მისი აზრით, უნივერსიტეტზე თავდასხმის რეალური მიზეზი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე უნივერსიტეტის დაზიანების მცდელობას უკავშირებს მის და საგანმანათლებლო დაწესებულების წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას. უნივერსიტეტის მიმართ ბრალდებებს ორგანიზაცია "სტუდენტები სამართლიანობისთვის" ავრცელებს, ხელისუფლების მიმართ ლოიალური მედიასაშუალებები კი აშუქებენ. ილიაუნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან ლაკირბაია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ახალგაზრდების ამ ჯგუფის საქმიანობა თვალშისაცემი მათთვის რამდენიმე დღის წინ გახდა - მაშინ,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პესკოვმა უპასუხა ფაშინიანის განცხადებას, რომ სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არაა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „მიიღებენ ცნობად“ ერევნის პოზიციას იმაზე, რომ უკრაინასთან ომში სომხეთი რუსეთის მოკავშირე არაა. „ვიღებთ ცნობად. ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული ნიუანსებია უკრაინის გარშემო კონფლიქტთან დაკავშირებით სომხეთის მიდგომაში, ჩვენ ამას ვითვალისწინებთ, ჩვენ მათზე ვიცით“, - უთხრა ჟურნალისტებს პესკოვმა. ამასთან პესკოვმა დაამატა, რომ, რა თქმა უნდა, განაგრძობენ „სომხეთთან კონცეპტუალური სამოკავშირო ურთიერთობების განვითარებას“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაუჯდება “ჯორჯიან ეარვეისს” მოსკოვში ფრენა სანქციების ფასი?

თბილისი-მოსკოვს შორის პირდაპირი რეისების განახლებიდან ორი კვირის შემდეგ, 1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ შესაძლოა სანქციები დაუწესოს “ჯორჯიან ეარვეისის” პრეზიდენტ თამაზ გაიაშვილს, მის ძმას და თავად ავიაკომპანიასაც.

Radiotavisupleba.ge 

იაპონია აცხადებს, რომ უკრაინის გამო რუსეთის მიმართ სანქციები უნდა შენარჩუნდეს

იაპონია და მისი თანამოაზრე ქვეყნები გაერთიანებული უნდა იყვნენ და რუსეთის მიმართ სანქციები უნდა შეინარჩუნონ, სანამ ის არ დაასრულებს აგრესიას უკრაინაში, განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშიმასა ჰაიაშიმ 2 ივნისს. „თუ ვიმსჯელებთ სიტუაციისა და განსაკუთრებით იმის მიხედვით, რასაც რუსეთი ამბობს და აკეთებს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ G7 და მისი თანამოაზრე ქვეყნები კვლავ გაერთიანებულნი დარჩნენ და გააგრძელონ მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ“, - თქვა ჰაიაშიმ პრესკონფერენციაზე. მან გამოთქვა იმედი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საგარეო უწყებაში ორბანის „სამშვიდობო ინიციატივას“ უპასუხეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მოსკოვთან მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინიდან რუსეთის ძალების სრულად გაყვანის შემდეგაა შესაძლებელი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის საგარეო უწყების გამოხმაურება მოჰყვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას. ორბანმა უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივაზე ისაუბრა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

17 მილიონის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით 0,61 თეთრით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ 17,1 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით 0,61 თეთრით გამყარდა. ამით სულ მცირედით შეიცვალა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლარის გაუფასურების ტენდენცია. ხვალიდან, 3 ივნისიდან, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი იქნება: 1 დოლარი - 2,6335 ლარი; 1 ევრო - 2,8376 ლარი. 17,1 მილიონი დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ლარი გაუფასურდა ათზე მეტ სხვა ვალუტასთან, მათ შორის ევროსთან 0,98 თეთრით. 1 დოლარი დაახლოებით ამდენივე ღირდა 2 მარტს, მას შემდეგ კი ლარი მუდმივად მყარდებოდა 9 მაისამდე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სასმელი წყალი დაბინძურებული არ არის - წყალმომარაგების კომპანიები განცხადებებს ავრცელებენ

წყალმომარაგების ყველაზე დიდი კომპანიები "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" განცხადებებს ავრცელებენ, რომ სასმელი წყალი არ არის დაბინძურებული. კომპანიები განმარტავენ, რომ წყლის დაბინძურებაზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. "საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით ადგილი აქვს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას. კომპანია ადასტურებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სასამართლომ კიდევ ერთხელ დააყადაღა ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლის ქონება

უკრაინის სასამართლომ კიდევ ერთხელ დააყადაღა პრორუსი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლის, ყოფილი ტელეწამყვანი ოქსანა მარჩენკოს ქონება. ახალი აქტივები შეფასებულია 740 მილიონ გრივნად (19,8 მილიონ დოლარზე მეტი). ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) იტყობინება. საუბარია ოდესის რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურის შვიდი საწარმოს აქციებზე. SBU-ს ცნობით, მარჩენკო აქციებს ფლობს რამდენიმე ოფშორული კომპანიის მეშვეობით. უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ ამ კომპანიებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს შავი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კინოცენტრის თანამშრომლები კინოცენტრის განცხადებას ემიჯნებიან

საქართველოს კინოცენტრის თანამშრომლები კოტე ჩლაიძე, დავით დავითური და ლევან აბდუშელიშვილი ემიჯნებიან კინოცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომელიც ცენტრის ყოფილ დირექტორს, გაგა ჩხეიძესა და გოეთეს ინსტიტუტს ეხება. კინოცენტრმა დღეს ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც გოეთეს ინსტიტუტს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებდა, გაგა ჩხეიძის კულტურის სფეროში ღვაწლს ეჭვქვეშ აყენებდა და საზოგადოებას ამცნობდა, რომ გადაიხედება იმ კინოფესტივალის დაფინანსების საკითხი, რომლის დირექტორიც კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძეა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეროვნულმა ბანკმა 17,1 მლნ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, 2 ივნისს, 17 100 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამით ბოლო დღეების განმავლობაში ლარის გაუფასურების ტენდენცია შეიძლება შეიცვალოს. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ აუქციონზე გატანილი ჰქონდათ 40 მლნ აშშ დოლარი, თუმცა მხოლოდ ნახევარზე ნაკლები გაიყიდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით ასეთი გაუფასურებული არ ყოფილა. დღევანდელი მდგომარეობით, 1 დოლარის ღირებულება 2,6396 ლარი იყო. ზუსტად ეს კურსი იყო 23 თებერვალსაც. მას შემდეგ 9 მაისამდე ლარი მუდმივად მყარდებოდა, ამ დღიდან კი იგი მერყევი გახდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინელებმა დაბომბეს ოკუპირებული ბერდიანსკის პორტი

რამდენიმე აფეთქება მოხდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში, უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთში. სოცქსელებში გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა ტელეგრამის არხმა „პოლიტიკა სტრანი“. უკრაინულ სოცქსელებში გავრცელებულ ჩანაწერებში ნაჩვენებია ვიდეოები, რომლებშიც ჩანს კვამლი ბერდიანსკის საზღვაო პორტის რაიონში. ამ წყაროებში ლაპარაკია მინიმუმ ექვს აფეთქებაზე. რუსეთის მიერ დანიშნული ზაპოროჟიეს რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმირ როგოვმა დაწერა, რომ წინასწარი მონაცემებით... Читать дальше...


Подмосковная спортсменка победила на 3-м этапе Кубка России по BMX-фристайлу

Частичный скелет ранее неизвестного динозавра-теропода найден в Сибири

OSHI Izakaya – эксклюзивная японская кухня на Патриарших

Сергей – боец Красной Армии



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Москве у Курского вокзала открылась обновленная выставка граффити

Фигуристка Туктамышева: я еще не ушла, я как бы взяла паузу

OSHI Izakaya – эксклюзивная японская кухня на Патриарших

На полях и лесных опушках Подмосковья активизировались пушистые мухи-жужжалы

Музыкальные новости

Летние товары в магазинах Fix Price

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

Ростовский-на-Дону ЭРЗ отмечает 150 лет со дня основания

Собянин: Трасса Солнцево — Бутово — Варшавское шоссе будет готова в 2026 году

Новости России

Фигуристка Туктамышева: я еще не ушла, я как бы взяла паузу

Источник сообщил о госпитализации чрезвычайного посла Зимбабве в РФ Мутинири

To Body: лучшие друзья путешественника

Боррель и эстонцы грозят! Что за буи сняли наши пограничники на реке Нарва

Экология в России и мире

Стало известно, как туроператоры будут возить российских туристов на курорты Египта

Исполнитель хита “На Заре 2020” Сергей АРУТЮНОВ оживил ещё один хит из 20-го века и выпустил песню “Лететь” вместе с её создателями - группой Амега.

Пластический хирург, косметолог и дерматолог Мадина Байрамукова: как правильно спать, чтобы не было морщин

Новая зубная паста Revyline ChocoWhite для укрепления эмали доступна на сайте магазина Ирригатор.ру

Спорт в России и мире

Касаткина опустилась на 13-ю строчку в рейтинге WTA, Рахимова поднялась на 18

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Moscow.media

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди

На Ямале воспитателя детского сада будут судить за истязание малышей







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *