Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2023

Новости за 12.06.2023

Radiotavisupleba.ge 

რეორგანიზაცია კინოცენტრში - ვინ და რატომ იღებს გადაწყვეტილებებს? 

ეროვნული მუზეუმისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შემდეგ ეროვნული კინოცენტრის რეორგანიზაცია ექცევა ყურადღების ცენტრში. არც ცენტრის ხელმძღვანელობა და არც სამინისტრო არ განმარტავენ რეორგანიზაციის მიზანს. კინოში მომუშავე ადამიანები შიშობენ, რომ ცვლილებები სისტემას უფრო ჩაკეტილს გახდის.

Radiotavisupleba.ge 

ირანის პრეზიდენტი ჩადის ვენესუელაში, კუბასა და ნიკარაგუაში - ქვეყნებში, რომლებსაც აშშ-ის სანქციები აქვთ დაწესებული

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი 12 ივნისს ჩავიდა ვენესუელაში, რითიც დაიწყო მისი ტურნე "მეგობრულ ქვეყნებში" - რაისი ასევე ეწვევა კუბას და ნიკარაგუას, ანუ სამ ქვეყანას, რომლებსაც მათი საერთო მეტოქის, აშშ-ის სანქციები აქვს დაწესებული.   რაისის კარაკასში დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან გილი, დაგეგმილი იყო მისი შეხვედრა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთანაც.  თეირანიდან გაფრენის წინ, რაისიმ თქვა, რომ ვიზიტი ხორციელდება "მეგობრული ქვეყნების" - ვენესუელის, ნიკარაგუის და კუბის - პრეზიდენტთა მიწვევის საფუძველზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„გაგრძელება იქნება“ - უკრაინული კონტრშეტევა და ტყვეთა დაბრუნება

„გეგმებს უყვართ სიჩუმე“, „გაგრძელება იქნება“  - ამ მთავარი სლოგანების ფონზე, უკრაინის ხელისუფლებამ, ბოლო დღეებში, დეოკუპაციის რამდენიმე ფაქტი დაადასტურა. მძიმე ბრძოლების პროცესში, სამხედრო ექსპერტები ფრონტის მეორე ხაზის მასშტაბური გარღვევისა და ბევრად მნიშვნელოვანი შედეგების მოლოდინში არიან.

Radiotavisupleba.ge 

ბოლო ერთ კვირაში, ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის მხარეს მებრძოლი, ორი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი. სააგენტო „რეს"-ის ცნობით, 32 წლის აცამაზ სლანოვი, უკრაინის ქალაქ ვოლნოვახასთან ბრძოლის დროს დაიღუპა. იგი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ომში მოხალისედ წავიდა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა. სლანოვი ოკუპირებული ჯავის მცხოვრები იყო. მას ცოლი და ორი შვილი დარჩა. დაღუპულის ახლობლები უკვე წავიდნენ უკრაინაში ცხედრის გადმოსასვენებლად.  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო ერთ კვირაში ეს უკვე მეორე დაღუპული  ჯარისკაცია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ენერჰოატომის" ხელმძღვანელი: რუსეთის ძალებმა შესაძლოა გააუარესონ კაშხლის ნგრევით შექმნილი ვითარება

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის, "ენერჰოატომის" ხელმძღვანელი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ რუსეთის ძალებმა, რომლებსაც კვლავ ოკუპირებული აქვთ ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური, შესაძლოა "კიდევ უფრო გააუარესონ ვითარება", რომელიც შეიქმნა გასულ კვირაში, კახოვკის კაშხლის დანგრევით და წყლის მიწოდების პროცესისთვის საფრთხის შექმნით. "ენერჰოატომის" პრეზიდენტმა, პეტრო კოტინმა რადიო თავისუფლებას 12 ივნისს უთხრა, რომ კახოვკის რეზერვუარში წყლის დონე დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე, 13,3 მეტრამდე, როცა "ტექნიკურად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილმა EU-ს ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვახშამზე უმასპინძლა ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს. პრესრელიზის თანახმად, „მთავრობის მეთაურმა დიპლომატებთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას".  საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"დილის საუბრები დემოკრატიაზე": გზაჯვარედინზე - ნაბიჯი მომავლისკენ, თუ დაბრუნება წარსულში?

12 ივნისის "დილის საუბრები დემოკრატიაზე" დაეთმო საუბარს საქართველოს არჩევანზე ვითარებაში, როცა ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად საფუძვლის შესაქმნელად. ყოველკვირეულ რუბრიკას წარმოგიდგენთ რადიო თავისუფლება და EPRC.

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნება" ეროვნული ბანკის კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი დაძლევს „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს. როგორც მდინარაძემ თქვა, პრეზიდენტის შენიშვნები, ფაქტობრივად, ემთხვევა ოპოზიციისას.  „საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ეროვნული ბანკის მართვა ხორციელდებოდეს სწორად. კომპეტენტური, დამოუკიდებელი კადრებით იყოს დაკომპლექტებული და მართვა იმ გამოწვევების შესაბამისად ხორციელდებოდეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აბასთუმნის ობსერვატორიის მცხოვრებლებს ბინებში დაბრუნება შეუზღუდეს

ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე ბინების მობინადრეებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. როგორც ისინი ჰყვებიან, წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ აბასთუმანში, რადგან მათი მშობლები, ბებიები და ბაბუები ობსერვატორიის თანამშრომლები იყვნენ. 10 ივნისს ისინი არ შეუშვეს ობსერვატორიის ტერიტორიაზე. 12 ივნისს კი მათ თბილისში, კოსტავას #42-ში მდებარე ობსერვატორიის ლაბორატორიაში სურდათ დირექტორთან, რეზო ჭანიშვილთან შეხვედრა, თუმცა მან საუბარი არ ისურვა. აბასთუმნის ობსერვატორიის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცოლის მკვლელი ვლადიკავკაზელი პოლიციელი „ვაგნერის“ წევრობამ ციხეს გადაარჩინა  

მაისის თვეში, ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში ამნისტირებული დაბრუნდა ყოფილი პოლიციელი, ვადიმ ტეხოვი, რომელიც ყოფილი ცოლის, რეგინა გაგიევას მკვლელობისთვის საპატიმროში 2035 წლამდე უნდა მჯდარიყო.

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტური გამოძიება: პუტინს გადატრიალების ეშინია

ახალი დოკუმენტური ფილმის თანახმად, უკვე 20 წელია ვლადიმირ პუტინი ახლო გარემოცვისგან ღალატს მოელის. ამ ხნის მანძილზე, რუსეთის პრეზიდენტმა, სულ ცოტა, სამი შეთქმულება ჩაშალა. ავტორები ვარაუდობენ, რომ სამივე მისი წარმოსახვის ნაყოფია.

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ხელმძღვანელი შეშფოთებულია, რომ რუსეთი გავა მარცვლეულის შავი ზღვით გადაზიდვის შეთანხმებიდან

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა 12 ივნისს გამოთქვა შეშფოთება, რომ რუსეთი 17 ივლისს დატოვებს უკრაინის სამი პორტიდან, შავი ზღვის გავლით, მარცვლეულის და სასუქების ექსპორტის შეთანხმებას.  მოსკოვი იმუქრება, რომ შეთანხმებას დატოვებს, თუკი არ მოიხსნება წინაღობები მისი მარცვლეულის და სასუქების ექსპორტზე. გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შარშან გაფორმებულ ამ შეთანხმებას იცნობენ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის სახელით. "შეშფოთებული ვარ, და ბევრს ვმუშაობთ საიმისოდ, რომ უზრუნველყოფილი იყოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მდინარაძე: თუ ევროკომისია წლის ბოლომდე მოხსნის დეოლიგარქიზაციის საკითხს, შეგვეძლება, კანონი არ ავამოქმედოთ

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუკი ევროკომისია წლის ბოლომდე მოხსნის ამ საკითხს, უმრავლესობას შესაძლებლობა ექნება ეს კანონი საერთოდ არ აამოქმედოს. სხვა შემთხვევაში, კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრული იქნება 2024 წლის წლის პირველი მარტი. მდინარაძის თქმით, ეს საკითხი დღეს უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს. მისივე მტკიცებით, ვენეციის კომისიის დასკვნით, ყველა საკვანძო საკითხი არის გათვალისწინებული. "ერთადერთი მინიშნება, შეიძლება ასე დავარქვათ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი ფლორიდაში ჩავა, დოკუმენტების საქმეზე ბრალდებების მოსასმენად

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 12 ივნისს მაიამიში ჩავა, სისხლის სამართლებრივი ბრალდებების მოსასმენად, რომ ის უკანონოდ ინახავდა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და ცრუობდა იმ ოფიციალური პირების წინაშე, რომლებიც ამ დოკუმენტების მოპოვებას ცდილობდნენ.  ტრამპი 13 ივნისს, ადგილობრივი დროით დღის 3 საათზე უნდა მივიდეს მაიამის ფედერალური სასამართლოს შენობაში. თავად ტრამპი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და პირობას დებს, რომ გააგრძელებს კამპანიას 2024 წლის არჩევნებზე კვლავ გაპრეზიდენტების მიზნით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თალიბანი გამოდის ქაბულის საქორწინო დარბაზებში მუსიკის მკაცრად აკრძალვის მოთხოვნით

თალიბანის რელიგიური პოლიცია კიდევ ერთხელ გამოვიდა მოთხოვნით, ქაბულის საქორწინო დარბაზების მფლობელებმა ქორწილებზე და სხვა თავყრილობებზე თავი შეიკავონ მუსიკის დაკვრისგან და ქმედებებისგან, რომლებიც წინააღმდეგობაში მოვა ისლამისტურ მმართველობასთან. დარბაზების მფლობელებს უთხრეს, რომ მთავრობის მიერ შემოღებული აკრძალვები სრულად უნდა დანერგონ, იუწყება ავღანეთის თალიბანის ხელისუფლება 11 ივნისს. მუსიკის დაკვრისგან თავის შეკავება ბიზნესების მფლობელებს თალიბანმა შარშან ურჩია, თუმცა ამ წესს ყველგან არ იცავდნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაჩნდება თუ არა ქვეყანაში კრემატორიუმი? - პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა

12 ივნისს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელმაც ქვეყანაში კრემაციის მომსახურების საკითხები უნდა დაარეგულიროს. კანონპროექტის ინიციატორია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე, ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში. კანონის 140-ე მუხლს ემატება ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს „ნეშტის დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენციის გაცემას“. მიუხედავად იმისა, რომ წლებია, საქართველოს სტატისტიკის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

IAEA-ის დირექტორი რაფაელ გროსი უკრაინაში ჩადის წყალდიდობასთან ბრძოლის გეგმით

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ჩადის უკრაინაში, სადაც შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და წარუდგენს დახმარების გეგმას იმ "კატასტროფული" წყალდიდობისთვის, რომელიც გამოიწვია კახოვკის ჰესის განადგურებამ გასულ კვირაში. "შევაფასებ ვითარებას ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე", - წერს გროსი 12 ივნისს ტვიტერით. ზაპოროჟიეს სადგურს წყლის მიწოდების შეფერხების საფრთხე ემუქრება, თუკი ჰესზე მომხდარი გარღვევა წყლის დონეს დაწევს.

Radiotavisupleba.ge 

პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდებიან

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, შეხვდებიან. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დაუდასტურა. მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრა დღეს საღამოს მთავრობის ინიციატივით გაიმართება. "შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ ამ საღამოს შევხვდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მან მიგვიწვია და ჩვენ შორის შეხვედრები რეგულარულია. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, მთლიანად მთავრობას შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში რვა ჟურნალისტი დააკავეს ექსტრემიზმის ბრალდებით

ბელარუსის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სვეტლოგორსკში პოლიციამ 12 ივნისს ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავა რვა ჟურნალისტი, რომლებიც მუშაობდნენ ტელეარხ Ranak-ზე. ეს მოხდა იმ ფონზე, როცა ქვეყანაში გრძელდება რეპრესიები დამოუკიდებელი ჟურნალისტების და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ. ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად რას შეეხება ბრალდებები. მედიაში გავრცელებული ცნობებით, შესაძლოა, ბრალდება უკავშირდებოდეს იმას, რომ ჟურნალისტები იყვნენ სოციალურ ქსელ "ოდნოკლასნიკებში" "სვეტლიკ სვეტლოგორსკის" სახელით მოქმედი ჯგუფის წევრები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციას ბიურომ მხარი დაუჭირა

დღეს, 12 ივნისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების, ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის პოლიტიკური ჯგუფის, "ევროოპტიმისტების" რეგისტრაციას. პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება ხატია დეკანოიძესა და რომან გოცირიძეს მას შემდეგ მიეცათ, რაც რეგლამენტში ცვლილება შევიდა. შესაბამისი ცვლილებების კანონპროექტიც მათ მიერ იყო ინიციირებული. კანონპროექტის შექმნამდე, ენმ-დან გასვლის შემდეგ, მათ ცალკე პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება არ მისცეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ჩვენი გაჩერება ჭიათურის გაჩერებას ნიშნავს" - გაფიცული მაღაროელები შიმშილობის დაწყებას აპირებენ

ჭიათურელი მაღაროელები მეშვიდე დღეა გაფიცულები არიან და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ღირსეული შრომის პირობების შექმნას მოითხოვენ - მათ შორის, ხელფასის გაზრდას. მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოა. მაღაროები კი - გაჩერებული.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა UNESCO-ში დაბრუნება და ვალის გადახდა გადაწყვიტა ჩინეთის გავლენის შესამცირებლად

გაეროს კულტურული და სამეცნიერო სააგენტო, UNESCO, 12 ივნისს აცხადებს, რომ აშშ აპირებს სააგენტოში დაბრუნდეს და გადაიხადოს უკანა რიცხვით დაგროვილი, 600 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის, დავალიანება. ეს ხდება ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე უთანხმოების ფონზე, რომელიც მოჰყვა ორგანიზაციაში პალესტინის მიღებას. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, დაბრუნების გადაწყვეტილება განაპირობა შეშფოთებამ, რომ UNESCO-ში პოლიტიკის შემუშავების პროცესებში აშშ-ის გასვლით გაჩენილ სიცარიელეს ჩინეთი ავსებს. აშშ-მა და... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ორმაგი დანიშნულების პროდუქტებს სუსი ლიცენზიის გარეშე შეისყიდის - ცვლილება კანონში შედის

ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტმა. ცვლილების თანახმად, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მასში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს არ მოეთხოვებათ ლიცენზიები და ნებართვა. საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორის, თენგიზ შარმანაშვილის განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღემდე სარგებლობს ამ დათქმით, თუმცა ის გაწერილია გარდამავალ დებულებებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბჟანიამ და გაგლოევმა პუტინს „რუსეთის დღე" მიულოცეს

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტებმა, ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიულოცეს „რუსეთის დღე“, რომელსაც რუსეთის ფედერაციაში 12 ივნისს აღნიშნავენ. ბჟანიას მისალოც წერილში, რომელიც მის ვებსაიტზეც გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ „რუსეთის დღე“ აერთიანებს ყველას, ვინც ამ „დიად, მრავალეროვან ქვეყანაში“ ცხოვრობს, პატივს სცემს მის "მდიდარ კულტურას და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს“ და წვლილი შეაქვს რუსეთის „სოციალური და ეკონომიკური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უცხოელებისთვის საქართველოში სუროგაცია აიკრძალება - მთავრობის კანონპროექტი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვით, უცხოელი წყვილებისთვის საქართველოში სუროგაცია აიკრძალება და ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. რეგულაციის შესახებ მან დღეს, 12 ივნისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ისაუბრა და მისი შემუშავების მიზეზებიც დაასახელა: "ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილია, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს, ასე ვთქვათ, უხეშად არ მინდა ვთქვა... Читать дальше...


В ближайшее время Путин посетит Вьетнам

«Локомотив» ведёт переговоры по лучшему бомбардиру чемпионату Хорватии Мьересу

Капремонт школ остается важнейшим направлением в работе подмосковной «Единой России»

В Подольске к летнему сезону готовят 6 мест отдыха у воды



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Йошкар-Оле росгвардейцы поздравили подшефных кадет с завершением учебного года

В ближайшее время Путин посетит Вьетнам

В Подольске к летнему сезону готовят 6 мест отдыха у воды

Русский спецназ в Иране оказался сильнее КСИР

Музыкальные новости

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Новости России

Двое подростков погибли при пожаре в Подмосковье

Умерла Заворотнюк: дети и последняя любовь, дата смерти и похороны, биография и роли

Русский спецназ в Иране оказался сильнее КСИР

В Йошкар-Оле росгвардейцы поздравили подшефных кадет с завершением учебного года

Экология в России и мире

BYD-FORKLIFT - официальный дистрибьютор BYD в России

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

Спорт в России и мире

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Moscow.media

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата

На ремонт всех автодорог на Сахалине и Курилах необходим 1 трлн рублей

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *