Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2023

Новости за 16.06.2023

Radiotavisupleba.ge 

დიდ დიღომში დაკარგულ 11 წლის გოგოს ეძებენ

11 წლის მარიამს ეძებენ დიდი დიღომში, რომელიც 16 ივნისს, საღამოს გაუჩინარდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვი ბოლოს პარკში ნახეს. დიდ დიღომში მობილიზებული არიან სამართალდამცველები. სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ათეულობით ადგილობრივი მცხოვრები. „ვეძებთ 11 წლის მარიამს. აქვს გრძელი ყავისფერი თმა. აცვია მწვანე ფერის მაისური რომელზედაც გამოსახული არის კიკინებიანი ჩინელი გოგონა, ჯინსის ბრიჯები, წელის შავი ჩანთა", - წერენ „ფეისბუკზე", დიდი დიღმის ჯგუფში.  შსს-სგან ინფორმაციის მიღებისთანავე, მასალა განახლდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

2 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილეების საქმეებზე სახალხო დამცველმა სასამართლოს მიმართა

სახალხო დამცველმა 2 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით ხუთ საქმეზე (საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძის, გრიგოლ ფრანგიშვილისა და ნოდარ სიხარულიძის საქმეებზე) სასამართლოს მეგობრების მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. განცხადების თანახმად, მან ინფორმაცია წარუდგინა საერთაშორისო სტანდარტების, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესახებ. ხუთივე შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატმა დეტალურად შეისწავლა და შეაფასა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკიმ უარყო რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე აფრიკელი ლიდერების მოწოდებები

აფრიკელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ გამართავს, სანამ კრემლი მთლიანად არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან. ჯარების გაყვანამდე მოლაპარაკებების დაწყება, ზელენსკის თქმით, ნიშნავს არა დასრულებას, არამედ მხოლოდ ომის გაყინვას. "რუსეთი დიდი ხანია ცდილობს ყველას მოატყუოს "მინსკით". აშკარაა, რომ რუსეთი ახლა ცდილობს დაუბრუნდეს მოტყუების ძველ პრიმიტიულ ტაქტიკას. მაგრამ რუსეთი ვეღარ შეძლებს მსოფლიოს მოტყუებას. უკრაინის მოტყუება ნამდვილად შეუძლებელია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რეჟისორი ვიტალი მანსკი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "უცხოელი აგენტების" რეესტრში შეიყვანა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "უცხოელი აგენტების" ერთიან რეესტრში შეიტანა რეჟისორი ვიტალი მანსკი, პოლიტიკოსი ლევ შლოსბერგი და ასევე რადიო თავისუფლების საიტ „კავკაზ.რეალიის“ ჟურნალისტი იულია პარამონოვა, ეკონომისტი სერგეი ალექსაშენკო და ჟურნალისტი სვეტლანა პროკოპიევა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მანსკი უპირისპირდებოდა უკრაინაში მიმდინარე ომს, „მხარდაჭერას უცხადებდა უკრაინის ხელისუფლებას“, „ნაცისტურ გერმანიასთან აიგივებდა რუსეთ“, იღებდა უცხოეთიდან დაფინანსებას და არ ცხოვრობს რუსეთში.   მანსკი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

16 ზარი პოლიციაში: როგორ ვერ დაიცვა საქართველომ 25 წლის ქალის სიცოცხლე

ეს არის ამბავი ახალგაზრდა ქალზე, მცირეწლოვანი შვილით, რომელმაც ვერ გაუძლო მუდმივ ძალადობას ოჯახში და თავი მოიკლა. წლების განმავლობაში ქალმა არაერთხელ მიმართა პოლიციას, თუმცა სახელმწიფომ მისი სიცოცხლე ვერ დაიცვა. ეს საქმე წარმოაჩენს ფემიციდის წინააღმდეგ საქართველოს მიდგომის სისტემურ ჩავარდნას.

Radiotavisupleba.ge 

“სხვა ომების ყველაზე საშინელი დღეც კი ახლოს ვერ მივა ერთ მორიგ დღესთან უკრაინის ომში” - ამერიკელი მწვანე ბერეტი

"რუსები ცოფიანი ძაღლივით არიან - თუ აქ არ შევაჩერებთ, მათი ტრაექტორიის შემხედვარე, ეჭვი არ მეპარება, რომ შემდეგ ნატოს წევრ ქვეყანას დაადგამენ თვალს. და მერე უკვე ყველაფერი ბევრად უარესად იქნება", - დევიდ ბრამლეტი, აშშ-ის არმიის ყოფილი რეინჯერი, მწვანე ბერეტი, ერაყისა და ავღანეთის ომების ვეტერანი.

Radiotavisupleba.ge 

პუტინი აცხადებს, რომ ბირთვული იარაღი უკვე ბელარუსშია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსს უკვე გადაეცა ბირთვული ქობინების პირველი პარტია, რომლის განთავსებაც ქვეყნის ტერიტორიაზე იგეგმება. "ეს მხოლოდ პირველი ნაწილია. ამოცანას წლის ბოლომდე მთლიანად დავასრულებთ", - განაცხადა პუტინმა 16 ივნისს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლის დროს. მანამდე ბირთვული იარაღის მიღების შესახებ ბელარუსის ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გეგმის შესახებ პუტინმა 2023 წლის მარტში გამოაცხადა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბირთვული იარაღის გამოყენება გადაარჩენს კაცობრიობას - "არც ისე მეცნიერული დასკვნა" კარაგანოვისგან

რუსეთის პოლიტიკური და ანალიტიკური წრეები პერიოდულად იწყებენ მსჯელობას ბირთვული იარაღის პრევენციული გამოყენებისა და რუსეთის ბირთვული დოქტრინის შეცვლის შესახებ.

Radiotavisupleba.ge 

სასმელად უვარგისი - ნახეთ, რომელ ქალაქებსა და სოფლებში სვამენ ბავშვები დაბინძურებულ წყალს

2022 წლის ზაფხულში რამდენიმე დღე იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფაში გავატარე. ჩემს ეზოშიც და მეზობლებთანაც ონკანში მხოლოდ მღვრიე წყალი მოდიოდა, უსიამოვნო სუნით. ათეულობით ოჯახი ამ წყალს სვამდა, ამ წყლით ამზადებდა საკვებს, იყენებდა დასაბანად, ჭურჭლისა და სარეცხის გასარეცხად...

Radiotavisupleba.ge 

მინისტრი დარჩიაშვილი პარლამენტში: რა ჰკითხეს და რა უპასუხა

ოთხი თვით ადრე, მანამ, სანამ ევროკომისია, საბოლოოდ გადაწყვეტს გასცეს თუ არა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, პარლამენტში მისული საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას ქვეყნის იმიჯის დაზიანების მცდელობასა და ყალბი ნარატივების გავრცელებაში ადანაშაულებს.

Radiotavisupleba.ge 

"ვერ ვხვდებოდით, რატომ ჩაიკეტა ესმერალდა" - რა უნდა იკვლიოს არასრულწლოვნის საქმეზე გამოძიებამ?

16 წლის ესმერალდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით რამდენიმე დღის წინ დაასრულა. ის 15 ივნისს დაკრძალეს. ამავე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამაზ ბეჟაშვილმა, დახურულ სხდომაზე წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა 23 წლის ლაშა ნინიძეს.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ჯარმა ხერსონი დაბომბა. დაიჭრა 23 ადამიანი

რუსულმა ჯარებმა ხერსონს კიდევ ერთი მასიური დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც 23 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაშავდა. "ყველა დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, ყველა დანარჩენს მიღებული აქვს ზომიერი ან მსუბუქი დაზიანება. მრავალი ადამიანის სიცოცხლე თავშესაფარმა გადაარჩინა", - განაცხადეს ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციაში. ცეცხლის ქვეშ მოექცა ხერსონის ცენტრალური რაიონები, სადაც დაზიანდა სამედიცინო დაწესებულება, საბავშვო ბაღი, სუპერმარკეტი, საცხოვრებელი კორპუსები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტი: თუ მეორე ფრონტი არსებობს, ეს "რბილი ძალის" ფრონტია ჩვენ წინააღმდეგ

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ დღეს არსებობს მხოლოდ ომის ერთი ფრონტი, რომელიც გაჩაღებულია საქართველოს მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას უთხრა, როცა ათვალიერებდა გერმანელი მხატვრის, ოტო დიქსის გამოფენას "ომი საშინელებაა". "ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეს არის მხოლოდ ერთი ფრონტი, რომელიც გაჩაღებულია ჩვენი მეგობარი უკრაინის წინააღმდეგ და თუ მეორე ფრონტი არსებობს, არსებობს "რბილი ძალის" მეორე ფრონტი ჩვენ წინააღმდეგ", - თქვა პრეზიდენტმა. მმართველი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილი ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ბრაიან კემპს შეხვდა

საქართველოში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია, რომელსაც ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი ხელმძღვანელობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი, შტატის პირველი ლედი მარტი კემპი, შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი თომას ქარდენი და ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი ფეთ უილსონი. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, „მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში 25,5 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის დაღუპვა დადასტურდა-ჟურნალისტური გამოძიება

16 ივნისის მდგომარეობით, უკრაინასთან ომში შესაძლებელი გახდა 25528 რუსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის დადასტურება. მათ შორის, 2,498 ადამიანი მობილიზებულთა შემადგენლობიდანაა. დანაკარგების შესახებ ასეთი მონაცემები Mediazon-ის ჟურნალისტების იმოწმებენ ბი-ბი-სის რუსულ სამსახურთან და მოხალისეთა გუნდთან ერთად. 16 ივნისის მდგომარეობით, უკრაინასთან ომში შესაძლებელი გახდა 25528 რუსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის დადასტურება. მათ შორის, 2,498 ადამიანი მობილიზებულთა შემადგენლობიდანაა. დანაკარგების შესახებ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა. ეკონომისტი გიორგი ბაქრაძე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც ინტელექტკლუბის „სად? სად? როდის?" მოაზროვნე. ის ამჟამად არის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლი და ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრი.  დიმიტრი ჯაფარიძე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფინეთში მმართველი კოალიცია მემარჯვენე ძალებისგან ჩამოყალიბდა

ფინეთში, 74 დღიანი მოლაპარაკების შემდეგ პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოს ხელმძღვანელობით ახალი სახელისუფლებო კოალიცია ჩამოყალიბდა. ეს იქნება, როგორც მედია წერს, ყველაზე უფრო მემარჯვენე მთავრობა ფინეთის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. კონსერვატიული "ნაციონალური კოალიციის" გარდა, რომელსაც ორპო უდგას სათავეში, ხელისუფლებაში წარმოდგენილი იქნება ნაციონალისტურ პარტია "ნამდვილი ფინელების", ქრისტიან-დემოკრატებისა და შვედების სახალხო პარტიის წარმომადგენლები. ფინეთის მთავრობაში არ იქნება მემარცხენე პარტიების არც ერთის წარმომადგენელი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, აკვაპარკის სიახლოვეს ზღვაში, მაშველებმა მოზარდი ბიჭის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. წინასწარი ინფორმაციით მაშველებმა სამძებრო სამუშაოები მოზარდის წყალში გაუჩინარების შესახებ შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით. მოზარდი ბათუმელია და სავარაუდოდ, ზღვაში ცურავდა.

Radiotavisupleba.ge 

იზრდება რიკოთზე მსუბუქი ავტომანქანებისათვის გადაადგილების საათები

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას რიკოთზე მსუბუქი ავტომობილებისთვის გადაადგილების წესებში ცვლილების შესახებ.  17 ივნისიდან 3 საათით იზრდება რიკოთის საუღელტეხილო გზაზე (სურამის კვანძიდან ზესტაფონამდე) მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი.  კერძოდ:  მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, დაშვებული იქნება ორმხრივად, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპაციის მუზეუმში 2008 წლის ომის კადრებს აღარ უჩვენებენ

თბილისში, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ექსპოზიციაში აღარ არის 2008 წლის ომის ამსახველი კადრები, რომელიც მუზეუმის პირველ დარბაზში, პროექტორის საშუალებით უჩვენებდნენ წლების განმავლობაში. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კადრები სულ ცოტა, 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარაა ექსპოზიციის ნაწილი. 16 ივნისს, ოკუპაციის მუზეუმში გვითხრეს, რომ ამის მიზეზი პროექტორის დაზიანებაა. თუმცა, ვერ დააკონკრეტეს ვერც ის, როდის დაზიანდა პროექტორი და ვერც ის გვითხრეს, როდის დაბრუნდება გამოფენის ნაწილად რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი დოკუმენტური მასალა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პეტერბურგში სოხუმის აეროპორტის მუშაობის აღდგენის შეთანხემებას მოაწერეს ხელი

რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სოხუმის აეროპორტის მუშაობის აღდგენის შესახებ, ინფორმაციას შსააგენტო „Апсныпресс“-ი ავრცელებს. დოკუმენტი სანქტ-პეტერბურგის XXVI საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფორმატში გაფორმდა. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ საინვესტიციო პროექტს აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ოპერირების მიზნით „რუსული იურიდიული პირი“ განახორციელებს. ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან დოკუმენტს ხელს აწერს დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, "ეკონომიკის მინისტრი" კრისტინა ოზგანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თემურ ჭყონია ამბობს, რომ "მაკდონალდსის" განცხადება მასთან შეთანხმებული არ იყო

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორნების ქსელის - "მაკდონალდსის" მფლობელი, თემურ ჭყონია ამბობს, რომ ამ კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ბოდიშს იხდიდნენ ცნობილი მომღერლის, ელტონ ჯონის შესახებ ბროშურების გავრცელებისთვის, მასთან შეთანხმებული არ იყო. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს არის კომპანიის "დირექტორის კატასტროფული მოქმედება". წიგნი, რომელიც Happy Meal-ის მენიუს მოჰყვებოდა, გლობალური მაკდონალდსის კამპანიის ნაწილია და სხვადასხვა ცნობილი ადამიანის ბავშვობის შესახებ ჰყვება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლანა ღოღობერიძე კინოცენტრში რეორგანიზაციას ეხმაურება: ხელოვნება არ არის ხელისუფლების კუთვნილება

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ფეისბუკზე ვრცელი სტატუსით ეხმაურება კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს. ის შემაშფოთებელს უწოდებს კინოცენტრში დაგეგმილ რეორგანიზაციის პროცესს და იქ სფეროს არ მცოდნე კადრების დანიშვნის ფაქტს. ლანა ღოღობერიძე იხსენებს კულტურის სხვა დარგებში განხორციელებულ ცვლილებებსაც და წერს, რომ "ხელოვნების მართვის დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევა იქნება ქვეყნის უკანდახევა ევროპისაკენ მიმავალ გზაზე და ქართული კინოს განვითარების შეფერხება." რეჟისორის თქმით, ქართული კინოს განვითარების შეფერხებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიევზე სარაკეტო თავდასხმა აფრიკის ქვეყნების დელეგაციის ვიზიტის დროს განხორციელდა

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევზე სარაკეტო თავდასხმას საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ობიექტების დაზიანება არ მოჰყოლია. მისი სიტყვებით ძლიერი ხმა, რომელიც პოდოლსკის რაიონში, ქალაქის ცენტრში ისმოდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მუშაობას უკავშირდებოდა. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა ექვსი ჰიპერბგერითი რაკეტის „კინჟალის“ და სხვა რაკეტების ჩამოგდება შეძლეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. კლიჩკოს ამ განცხადების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მაკდონალდსი" კიდევ ერთხელ იხდის ბოდიშს - ახლა წინა განცხადების ბუნდოვანების გამო

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კვების ობიექტი - "მაკდონალდსი" კიდევ ერთხელ იხდის ბოდიშს. ამ შემთხვევაში იმის გამო, რომ წინა განცხადება, რომელიც ცნობილი მომღერლის ელტონ ჯონის შესახებ ბროშურის გავრცელებას ეხებოდა "ბუნდოვანი შინაარსის იყო". წიგნი, რომელიც Happy Meal-ის მენიუს მოჰყვებოდა, გლობალური მაკდონალდსის კამპანიის ნაწილია და სხვადასხვა ცნობილი ადამიანის ბავშვობის შესახებ ჰყვება. ერთ-ერთი ბოლო გამოშვება მუსიკოსებს, არეტა ფრანკლინსა და ელტონ ჯონს ეხება. "მაკდონალდს საქართველოს" განცხადება კი ამ ბროშურას შეეხებოდა. Читать дальше...


Shot: состояние актрисы Заворотнюк резко ухудшилось две недели назад

Названа предположительная причина развода Алсу и Абрамова: слухи ходили давно

Лучшие Табаки для Кальянов 2024: Обзор Новинок

В перестрелке в Москве пострадали четыре человека, стрелок задержан



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Получилось ConocoPhillips купит Marathon Oil с оценкой на уровне 22,5 млрд долл. США с учетом долга

«Моя душа всегда с тобой»: дочь Анастасии Заворотнюк попрощалась с матерью

Более 11 тысяч велосипедов городского проката стало доступно в Москве

Аномалия как у МакSим. Младенец с шестью пальцами попал в больницу

Музыкальные новости

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

ЦСКА шагнул к трофею // Команда обыграла УНИКС в первом матче финала Единой лиги ВТБ

Выставка-предупреждение «Пожарная безопасность», В рамках Федеральной информационной противопожарной кампании «Останови огонь».

Почта России помогла маленькому жителю Перми встретиться с футболистами ЦСКА

Новости России

«Моя душа всегда с тобой»: дочь Анастасии Заворотнюк попрощалась с матерью

Более 11 тысяч велосипедов городского проката стало доступно в Москве

заметка 6 лет там пахал три месяца заплатили тока

Современная культура – это ограничитель свободы человека или инструмент развития?

Экология в России и мире

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

Спорт в России и мире

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Теннисист Рублев объяснил, почему проиграл сет в первом круге "Ролан Гаррос"

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Moscow.media

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

Объявлена цена первой модели новой российской марки Xcite







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *