Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2023

Новости за 04.06.2023

Radiotavisupleba.ge 

თელავის იზოლატორიდან გამოუშვეს თბილისის აქციაზე 2 ივნისს დაკავებულები

48-საათიანი პატიმრობის შემდეგ, თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოუშვეს თბილისში 2 ივნისს გამართული აქციის დროს დაკავებულები - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე, ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი, „ღია საზოგადოების ფონდის“ თანამშრომელი, უფლებადამცველი საბა ბრაჭველი და აქტივისტი - ნიკა რომანაძე. „მინდა გითხრათ, რომ ამაზე თავისუფალი არასდროს არ ვყოფილვარ აქამდე, დაკავებული თეთრი ფურცლის ხელში ჭერის გამო. ამ საქმემ ძალიან კარგად აჩვენა საქართველოს ხელისუფლების მსგავსება რუსულ რეჟიმთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ სუდანის დედაქალაქში შეტაკებებია

4 ივნისს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ შეტაკებებია სუდანის დედაქალაქის, ხარტუმის რამდენიმე არეალში - იუწყებიან ქალაქის მცხოვრებნი. აქტივისტთა შეფასებით, შეტაკებების ესკალაციას სულ მცირე 40 ადამიანი შეეწირა.  სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას, სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (RSF) შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 22 მაისს ამოქმედდა და 3 ივნისს, გვიან ამოიწურა. საუდის არაბეთისა და აშშ-ის შუამავლობით მიღწეულმა შეთანხმებამ შეტაკებების ინტენსივობა ოდნავ შეამცირა და შესაძლებელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალი შეტაკებებია უკრაინასთან საზღვარზე, რუსეთის მხარეს, კრემლის მოწინააღმდეგე მებრძოლებმა რუსი სამხედროები დაატყვევეს

4 ივნისს ახალი შეტაკებები მოხდა უკრაინის საზღვართან, რუსეთის მხარეს - იმ ფონზე, როცა კრემლის მოწინააღმდეგე მებრძოლები აცხადებენ, რომ დაატყვევეს რამდენიმე რუსი ჯარისკაცი და ისინი კიევს გადასცეს, მას მერე, რაც ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორი არ გამოცხადდა პატიმართა გაცვლის თაობაზე დანიშნულ მოლაპარაკებებზე. რუსეთის ბელოგოროდის რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა აღიარა, რომ უკრაინის მოსაზღვრე ამ რეგიონში ბრძოლა მიმდინარეობს, და რომ რამდენიმე ჯარისკაცი ტყვედ ჩაიგდეს უკრაინის მომხრე რუსმა მებრძოლებმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფიგურისტებს, დევისს და სმოლკინს რუსეთის ფედერაციამ უფლება დართო საქართველოს გუნდში იასპარეზონ

რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ სპორტული ცეკვების დისციპლინის წყვილს, დიანა დევისს და გლებ სმოლკინს, უფლება მისცა საქართველოს გუნდში იასპარეზონ.   შეჯიბრებებში რუსეთის ფიგურისტების ახალი სტატუსით დაშვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო ფედერაციამ (ISU) უნდა მიიღოს, და ეს, შესაძლოა, უკვე მომავალ კვირაში მოხდეს. ISU-ის წესებით, სპორტული მოქალაქეობის შესაცვლელად რუსეთის ფიგურისტები ერთი წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდნენ ახალ ქვეყანაში და არ უნდა ასპარეზობდნენ რუსეთისთვის. დევისისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში დაკავებულებს თელავის იზოლატორიდან სავარაუდოდ 23:00 საათზე გამოუშვებენ - იურისტი

თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დღეს 23:00 საათზე გამოუშვებენ სამ პირს, რომლებიც თბილისში 2 ივნისს გამართული აქციის დროს თბილისში დააკავეს - ამის შესახებ  რადიო თავისუფლებას  "დემოკრატიის მცველების" ხელმძღვანელმა, იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ განუცხადა, რომელიც ახლა თელავში იმყოფება. „ცოტა ხნის წინ დაკავებულებთან ადვოკატი იყო შესული და როგორც ვიცით, 23:00 საათზე გამოუშვებენ, დაახლოებით ამ დროს იწურება 48 საათიანი ვადა. სასამართლო პროცესი დღეს გამორიცხულია, არ იქნებაო“- თქვა მშვენიერაძემ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა: შეტევის შესახებ წინასწარ არ გამოცხადდება

უკრაინა წინასწარ არ გამოაცხადებს იმ შეტევის დაწყების თარიღს, რომელსაც ფრონტზე ნებისმიერ დროს ელიან. უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა იტალიაში გამომავალ Corriere della Sera-ს ინტერვიუში უთხრა, რომ უკრაინელი სამხედროების ტაქტიკა მუდმივად იცვლება და ისინი კონტრშეტევას დაიწყებენ მაშინ, როცა საამისოდ საუკეთესო მომენტი დადგება.  უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა კვირას გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც უკრაინელი სამხედროები გამოდიან სიჩუმის შენარჩუნების მოწოდებით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მედიასა და სოცქსელებში მსჯელობენ „კადიროველების“ საქართველოში ჩამოსვლაზე

ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავი, ერთნაირი, სავარაუდოდ G-კლასის ავტომობილების კოლონის ამსახველი ვიდეო, რომელიც სოფელ ნატახტართან რის გადაღებული. მოგვიანებით გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ასახულია იგივე ავტომობილები, პარკირებული უკვე ბათუმში.   სოცქსელების მომხმარებლები წერენ, რომ, მაისში, საქართველოში ჩამოსული იყვნენ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის წარმომადგენლები. პანკისის ხეობის მკვიდრი, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელებში წერს, რომ გავრცელებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნატო-თურქეთის შეხვედრაზე შვედეთთან მიმართებით გარღვევა არ მომხდარა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 4 ივნისს გარღვევას ვერ მიაღწია ალიანსში შვედეთის გაწევრიანების საკითხზე თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან გამართულ შეხვედრაზე. ორი მხარის წარმომადგენლები შემდეგ შეხვედრას 12 ივნისს გამართავენ, უთანხმოების გადაჭრის მიზნით.  ნატოს შვედეთის შემოერთება სურს მანამ, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ალიანსის ქვეყნების სხვა ლიდერები ლიეტუვაში გამართავენ შეხვედრას 11-12 ივლისს, თუმცა ეს საკითხი ჯერ თურქეთმა და უნგრეთმა უნდა დაამტკიცონ.  საიმისოდ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"დილის საუბრები განათლებაზე" - სასკოლო განათლების მიზნები

"დილის საუბრები განათლებაზე" რადიო თავისუფლების გადაცემების ახალი ციკლია, რომელიც ყოველ პარასკევს გავა ეთერში. მას გაუძღვებიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნინო გელაშვილი და განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი (გოტა ჭანტურია). პირველი გადაცემა სასკოლო განათლების მიზნებს მიეძღვნა.

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობოები მიმართავენ შსს-ს, შეწყვიტოს გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და გაათავისუფლოს დაკავებულები

არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ ბათუმში, 3 ივნისს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებას - „ბანერების გაშლის გამო“. დაკავებულ ექვს პირს შორის ორი არასრულწლოვანი იყო. „შემაშფოთებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უკანონოდ დაკავების პრაქტიკას, რაც გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს“, - წერია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში რუბლიოვის "სამება" ტაძარში გადაიტანეს, მუზეუმის თანამშრომელთა პროტესტის მიუხედავად

რუსეთის ყველაზე ცნობილი ხატი - ანდრეი რუბლიოვის მიერ დახატული "სამება" - ტრეტიაკოვის გალერეიდან გადაიტანეს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში, მუზეუმის თანამშრომელთა პროტესტის მიუხედავად. ხატი ტაძარში იქნება მსახურებისას, რომელიც 4 ივნისს დაიწყება - აცხადებს კულტურის სამინისტრო. მუზეუმის თანამშრომლები და მეცნიერები ეწინააღმდეგებოდნენ ხატის გადატანას, და აცხადებდნენ, რომ ისტორიული მნიშვნელობის არტეფაქტი დაზიანდებოდა მიკროკლიმატის შეცვლით და ვიბრაციით გადატანის პროცესში. რუსი მხატვრის მიერ ადრეულ მეთხუთმეტე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ათობით მოქალაქე დააკავეს რუსეთში, ნავალნის მხარდაჭერის აქციებზე

4 ივნისს 30-მდე მოქალაქე დააკავეს რუსეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე - იუწყება OVD-Info.  4 ივნისს პოლიტპატიმარ ნავალნის 47 წელი შეუსრულდა. მანამდე მისი მომხრეები აცხადებდნენ, რომ ამ დღეს ნავალნის მხარდაჭერის აქციები გაიმართებოდა როგორც რუსეთში, ისე სხვა ქვეყნებში.  OVD-Info იუწყება დაკავებულებზე ბარნაულში, ელაბუგში, კრასნოიარსკში, მოსკოვში. პროექტი აღნიშნავს, რომ დაკავების მიზეზი ხდება ბუშტები, წარწერები ასფალტზე და "სხვა აბსურდული გარემოებები". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თალიბანმა პასუხისმგებლობა იკისრა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მომხდარ თავდასხმაზე

პაკისტანის თალიბანმა (TTP) პასუხისმგებლობა იკისრა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც ორი სამხედრო და ორი ექსტრემისტი ემსხვერპლნენ.  გავრცელებულ განცხადებაში არმია ამბობს, რომ ექსტრემისტებმა 3 ივნისის საღამოს ცეცხლი გაუხსნეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ხაიბერ პახტუნხვას პროვინციაში, რასაც პაკისტანის სამხედროებთან სროლა მოჰყვა.  ამჟამად მიმდინარეობს თავდამსხმელთა ძებნის ოპერაცია.

Radiotavisupleba.ge 

აქციებზე დაკავებულთა ნაწილი კვლავ იზოლატორშია - ზოგი გახანგრძლივებული ვადით

ბოლო დღეებში თბილისსა და ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების ნაწილი კვლავ წინასწარი დაკავების იზოლატორებში რჩება, ზოგიერთი - 24-საათზე ხანგრძლივი ვადით.

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი: ომს, სულ მცირე, 500 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 ივნისს განაცხადა, რომ სულ მცირე 500 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ უკვე 16 თვის განმავლობაში წარმოებულ ომს. ზელენსკი ამ მონაცემით გამოვიდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც საგანგებო სამსახურების თანამშრომლებმა იპოვნეს რუსეთის მხრიდან ერთ-ერთი ბოლო საჰაერო დარტყმისას დაღუპული ორი წლის გოგონას სხეული. "რუსული იარაღი და სიძულვილი უკრაინელ ბავშვებს კვლავაც ყოველდღიურად ართმევს სიცოცხლეს და უნგრევს ცხოვრებას" - წერს პრეზიდენტი თავის განცხადებაში.

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთი "გლობალურ კატასტროფაზე" საუბრობს, აშშ-სთან მისი კონფლიქტის შემთხვევაში

ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანფუმ სინგაპურში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთის მიზანია აშშ-სთან დიალოგი აწარმოოს. ვაშინგტონთან ღია კონფლიქტის გაჩაღების  შესაძლებლობას მან უწოდა "გაუსაძლისი კატასტროფა მთელი მსოფლიოსთვის".  "შანგრი-ლას დიალოგის" სახელით ცნობილ უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ლი შანფუმ თქვა, რომ აშშ-ის და ჩინეთის სისტემებს შორის ბევრი განსხვავების მიუხედავად, ამ ქვეყნებმა უნდა გამონახონ საერთო ინტერესები, რასაც თანამშრომლობა დაეფუძნება. ამავე დროს, ლიმ აშშ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კრემლის კრიტიკოსს, პოლიტპატიმარ ნავალნის ციხეში შეუსრულდა 47 წელი

კრემლის ხმამაღალ კრიტიკოსს, რუსეთის ყველაზე გავლენიან ოპოზიციონერსა და პოლიტიკურ პატიმარს, ალექსეი ნავალნის, 4 ივნისს ციხეში, სამარტოო საკანში შეუსრულდა 47 წელი - მისი მომხრეების მოწოდებების ფონზე, დაბადენის დღე გამოყენებული იყოს ნავალნის ბრძოლისთვის ხაზგასასმელად.  ნავალნის, საერთო ჯამში, 11.5 წლით უწევს პატიმრობა, სხვადასხვა ბრალდებით - პირობით გათავისუფლების წესების დარღვევისთვის, სასამართლოსადმი დაუმორჩილებლობისთვის და გაფლანგვისთვის. ბრალდებებს თავად ნავალნი და მისი მომხრეები უარყოფენ და უწოდებენ პოლიტიკურად მოტივირებულს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის მიერ დანიშნული ოფიციალური პირის თანახმად, ყირიმის თავზე დრონი იქნა ჩამოგდებული

ყირიმში, ჯანკოის რეგიონში დრონი იქნა ჩამოგდებული - აცხადებს რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე მოსკოვის მიერ დანიშნული ოფიციალური პირი 4 ივნისს.  ღამით მომხდარი ინციდენტის შედეგად "დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ფანჯრები" - წერს ყირიმის მოსკოვის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის მრჩეველი, ოლეგ კრიუჩკოვი ტელეგრამით. "ყველა სამსახური მუშაობს. ოფიციალური ინფორმაცია დილით გავრცელდება" - დასძენს ის.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში, დნეპროპეტროვსკში რუსეთის იერიშს ბავშვი ემსხვერპლა

ორი წლის ბავშვი ემსხვერპლა რუსეთის საჰაერო თავდასხმას უკრაინის ცენტრში მდებარე ქალაქ დნეპროპეტროვსკზე, დედაქალაქ კიევზე რუსეთის მხრიდან დრონებით და რაკეტებით მიტანილი იერიში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია - აცხადებს უკრაინის მხარე 4 ივნისს. დნეპროპეტროვსკში, საცხოვრებელ უბანში რუსეთის მიერ ღამით მიტანილი იერიშის შედეგად დაშავდა კიდევ 22 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი - იუწყება რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია. ბოლო კვირებში გახშირდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საჰაერო თავდასხმების სიხშირე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში, ბელგოროდის გუბერნატორმა მოქალაქეთა ნაწილს მოუწოდა "დროებით დატოვონ სახლები"

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა უკრაინასთან საზღვრის ახლოს მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდა დროებით დატოვონ თავიანთი სახლები.  ეს მოწოდება გლადკოვმა დაუკავშირა რეგიონისთვის ცეცხლის გახსნის შემთხვევებს. "თხოვნაა, ყველა იმ დასახლებულ პუნქტში, პირველ რიგში შებეკინსკის არეალში, რომლებსაც ცეცხლს უხსნიან, მოუსმინონ მთავრობის პოზიციას და დატოვონ, დროებით დატოვონ თავიანთი სახლები, საიმისოდ, რომ შენარჩუნდეს ... სიცოცხლე" - წერს გლადკოვი 4 ივნისს ტელეგრამით.  გლადკოვის თანახმად, 4 ივნისის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლაზარე გრიგორიადისის მამა: კარავში ვიქნები შვილის გათავისუფლებამდე, ის უდანაშაულოა

აქციაზე „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, რომელმაც ღამე პარლამენტის შენობასთან გაშლილ კარავში გაატარა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ღამემ მშვიდად ჩაიარა“ და პოლიციელებს კარვის აღება არ უცდიათ. ბექა გრიგორიადისის თქმით, მთელი ღამის განმავლობაში მასთან ერთად იმყოფებოდნენ აქტივისტი ახალგაზრდები, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. „დღეს დილით, როცა პოლიციის ეკიპაჟი შეიცვალა, მოვიდა ჩემთან უფროსი და მკითხა - რამე ხომ არ გჭირდებათ ჩვენგანო? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“ეს იყო კრემლისთვის ნაჩვენები შუათითი”- პაველ ჰავლიჩეკი მოლდოვაში ჩატარებულ სამიტზე

“ვფიქრობ, კანდიდატის სტატუსს მიიღებთ, მაგრამ არა მთავრობის დამსახურებით. ეს იქნება, ერთი მხრივ, საქართველოს მოსახლეობისთვის ხელის გაწვდენა, და მეორე მხრივ, ბრიუსელს არ სურს, საქართველო იქცეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ფიასკოს მაგალითად”- ეუბნება ჩეხეთის საერთაშორისო საქმეთა ასოციაციის მკვლევარი პაველ ჰავლიჩეკი რადიო თავისუფლებას. მასთან ინტერვიუ ვაჟა თავბერიძემ 1 ივნისს, კიშინოვში, ევროპის ლიდერთა შეხვედრის შეჯამებით დაიწყო. რადიო თავისუფლება: მოდით, განვიხილოთ რა გავიგეთ ამ კვირაში მოლდოვაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის თავდასხმას კიევში ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია

4 ივნისს, გამთენიისას, უკრაინის ანტისაჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის ხუთი დრონიდან - სამის, ხოლო და ექვსი ფრთოსანი რაკეტიდან - ოთხის განადგურება შეძლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, დრონები გაშვებულია ბრიანსკის ოლქიდან, ხოლო ფრთოსანი რაკეტები უკრაინას რუსეთმა ТУ-95мс -ის ტიპის თვითმფრინავებიდან დაუშინა. უკრაინის არაერთ ოლქში, საჰაერო განგაში შუაღამისას გამოცხადდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის მისადგომებთან მუშაობდა ანტისაჰაერო სისტემა. კიევის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენმა ხელი მოაწერა სესხის ზედა ზღვრის გაუქმებას, შესაძლო დეფოლტის თავიდან არიდების მიზნით

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აუქმებს სამთავრობო ვალის ზედა ზღვრად 31.4 მილიარდი დოლარის დაწესებას და თავიდან ირიდებს პოტენციურად დამანგრეველ დეფოლტს. მანამდე ფინანსთა სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ კანონის მიღების გარეშე მთავრობა ვერ შეძლებდა თავისი ხარჯების დაფარვას 5 ივნისს. მიმდინარე კვირაში კანონი კონგრესის ორივე პალატამ მიღო, ორპარტიული მხარდაჭერით - რასაც წინ უძღოდა დაძაბული მოლაპარაკება ბაიდენსა და წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ლიდერს, კევინ მაკკარტის შორის.

Radiotavisupleba.ge 

პრიგოჟინი საუბრობს პუტინის ჩარევაზე კონფლიქტში "ვაგნერსა" და კადიროვის გარემოცვას შორის

რუსული გასამხედროებული დაჯგუფების, "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინისა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გარემოცვას შორის კონფლიქტი განხილულ იქნა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ მოწვეულ უშიშროების სხდომაზე - ამ განცხადებით 3 ივნისს პრიგოჟინი გამოვიდა, მისი პრესსამსახურის მიერ ტელეგრამით გავრცელებულ შეტყობინებაში.  საქმე ეხება გამონათქვამებს, რომლებითაც 1 ივნისს გამოვიდნენ  კადიროვის ნათესავი, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ადამ დელიმხანოვი, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე... Читать дальше...


Показ мод и фестиваль красок пройдут в Видном ко Дню защиты детей

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

В Самарской области стартует второй открытый турнир по хоккею «Парни из стали»

Двое подростков погибли при пожаре в Подмосковье



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Самарской области стартует второй открытый турнир по хоккею «Парни из стали»

Проверку начали после загрязнения реки Сетунь в Москве

«Большой спектр социально значимых инициатив» - форум «Сообщество» первый день работает в Иркутске

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

Музыкальные новости

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «ЗЕНИТ» В ГРОЗНОМ

Путин запретил списывать пенсии детей-инвалидов при взыскании долгов

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку В.В. Жириновского и В.Г. Мессинга. СЕНСАЦИОННЫЕ ДАННЫЕ!

Новости России

Подмосковные спасатели выступят на чемпионате профмастерства в Приморском крае

Два проекта Первый Бит отмечены дипломами финалистов конкурса «BPM-проект года»

«Большой спектр социально значимых инициатив» - форум «Сообщество» первый день работает в Иркутске

В Йошкар-Оле росгвардейцы поздравили подшефных кадет с завершением учебного года

Экология в России и мире

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Спорт в России и мире

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Moscow.media

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата

ТСД промышленного класса Saotron RT-T60

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *