Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2023

Новости за 24.06.2023

Radiotavisupleba.ge 

უკრაინელმა სამხედროებმა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს შეტევა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა 24 ივნისს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს შეტევა. მისი თქმით, შეტევა მიმდინარეობს ორეხოვო-ვასილიევკის, ბახმუტის, ბოგდანოვკის, იაგოდნის, კლეშჩეევკისა და კურდიომოვკის მიმართულებით. საუბარია ბახმუტის მიმართულებაზე, სადაც - მაისში რუსული ჯარების მიერ ამ ქალაქის აღების შემდეგ - ინიციატივა უკრაინელ სამხედროებს ჰქონდათ. "წინსვლა არის ყველა მიმართულებით", - წერს მალიარი. კონკრეტული დეტალები არ არის მითითებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკან დახევის საპასუხოდ კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს წყვეტს

რუსეთის კრემლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ მეთაური, ევგენი პრიგოჟინი, რომლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული დღეს, ამ პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდება და ის ბელარუსში წავა. ამის შესახებ, დმიტრი პესკოვმა განაცხადა 24 ივნისის საღამოს და განმარტა, რომ უკრაინის მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას შუამავლობით მიაღწიეს შეთანხმებას, რათა დასრულებულიყო სამხედრო ამბოხება რუსეთის არმიის მეთაურების წინააღმდეგ. პესკოვმა თქვა, რომ შუამავლობის ინიციატივა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი ესაუბრა საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ესაუბრა საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს შაბათს, მაშინ როცა ამბოხებული დაქირავებული მებრძოლები, ღამით სამხრეთის ქალაქის დაკავების შემდეგ, მოსკოვისკენ მიემართებოდნენ, განაცხადა თეთრმა სახლმა. "ლიდერებმა განიხილეს ვითარება რუსეთში. მათ ასევე დაადასტურეს თავიანთი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ", ნათქვამია ცნობაში. ბაიდენი ინფორმირებული იყო რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ თავისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მიერ შაბათ დილას, განაცხადა თეთრმა სახლმა და დასძინა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვს ტოვებენ

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვს ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი.   შაბათ დილისთვის გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" კონტროლი მოიპოვა დონის როსტოვის სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებსა და ვორონეჟის რამდენიმე ობიექტზე. ცოტა ხნის წინ კი პრიგოჟინმა განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა ბელგიასთან ფრედ ითამაშა

საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, ბელგიასთან გამართულ მატჩში ქულა მოიპოვა და A ჯგუფის ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდმა პირველი ტაიმის შემდეგ ორბურთიანი სხვაობა (0:2) გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი გულიაშვილის გოლებით გაათანაბრა. A ჯგუფში, მეორე ტურის მეორე შეხვედრა, პორტუგალიისა და ნიდერლანდის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ასევე ფრედ (1:1) დასრულდა. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, საქართველოს ოთხი ქულა აქვს. ნიდერლანდსა და ბელგიას - ორ-ორი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინის, ასევე რუსი ოლიგარქების თვითმფრინავებმა მოსკოვი დატოვეს - მედია

ზოგიერთმა რუსმა ოლიგარქმა შეძლო დაეტოვებინა ქვეყანა კერძო სამხედრო გაერთიანების, „ვაგნერის“ ამბოხების ფონზე, ამ დროს მოსკოვიდან საზღვარგარეთ თვითმფრინავის ბილეთები უახლოეს დღეებზე ან მთლიანად გაყიდულია ან ასიათასობით რუბლი ღირს. ამის შესახებ წერს გამოცემა "ვაჟნიე ისტორიი" ("მნიშვნელოვანი ამბები"). გამოცემის თანახმად, მოსკოვიდან შაბათს, დღისით, გაფრინდა ორი თვითმფრინავი, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სარგებლობს. Ту-214ПУ მოსკოვიდან გაფრინდა და რადარებიდან გაქრა ტვერთან ახლოს, რაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრიგოჟინი: „კოლონებს ვაბრუნებთ და უკან მივდივართ“

„ვაგნერის“ მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა გააცხადა, რომ რომ თავისი დაქირავებული მეომრების რაზმებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად,“ განაცხადა პრიგოჟინმა. მისი განცხადებიდან რამდენიმე წუთით ადრე გამოქვეყნდა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთთან!" - თბილისში აქცია-მსვლელობა გაიმართა

"ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთთან!" - ამ მოწოდებით თბილისში აქცია-მსვლელობა გაიმართა. "სტუდენტები ევროპული მომავლისთვისა" და "ჯიუტის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან 20:00 საათზე შეიკრიბნენ და აბანოთუბნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც ისევ უკან დაბრუნდნენ. მათი განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენები პირდაპირი საფრთხეა ღია საზღვრის პირობებში საქართველოსთვის. ორგანიზატორები ითხოვენ საქართველოს მთავრობამ სასწრფოდ ჩაკეტოს საზღვარი რუსეთთან, მათ შორის შეწყდეს პირდაპირი ავიამიმოსვლაც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი დასავლეთს აფრთხილებს ქვეყნის შიდა არეულობა არ გამოიყენონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „შეიარაღებული აჯანყების მცდელობას“ რუსეთის საზოგადოების დიდი ნაწილი არ ემხრობა, ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს რუსეთის პრეზიდენს ვლადიმირ პუტინს. ამასთან რუსეთის საგარეო უწყება მიმართავს დასავლეთის ქვეყნებს. „ჩვენ ვაფრთხილებთ დასავლეთის ქვეყნებს, არ გამოიყენონ შიდა რუსული ვითარება თავიანთი რუსოფობიური მიზნების მისაღწევად. ასეთი მცდელობები უშედეგოა და ვერ იპოვის პასუხს ვერც რუსეთში და ვერც საზღვარგარეთ გონიერ პოლიტიკურ ძალებში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტი: სეპარატისტებმა უადგილო შიშები არ უნდა გააღვივონ, არ ვაპირებთ ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ერთ-ერთი თემა, რაც იქ უნდა განიხილონ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში გამოხატული რეაქციებია რუსეთის მოვლენებზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას "უადგილო" შიშები არ უნდა გაუღვივონ. "საბჭომ უნდა განიხილოს რეაქციები აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა არ მივცეთ საშუალება სეპარატისტებს, ეს მოვლენები გამოიყენონ იმისათვის, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიშები გააღვივონ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა კრიზისის ცენტრი გააქტიურა რუსეთის მოვლენების გამო

ევროპის კავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბლოკმა გააქტიურა თავისი კრიზისის ცენტრი რუსეთში არეულობების გამო. "სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა მან ტვიტერზე 24 ივნისს. 24 ივნისის ღამით "ვაგნერის" დაქირავებულმა მებრძოლებმა დაიკავეს რუსეთის ქალაქი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტის თქმით, თავდაცვის სამინისტროს გარდა ინფორმაცია ვერცერთი უწყებისგან ვერ მიიღო

პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, როგორც ქვეყნის მთავარსარდალმა, რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მოითხოვა, თუმცა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის გარდა ინფორმაცია არცერთმა პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებამ არ მიაწოდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩანიშვნისკენ მოუწოდა. "გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მათიაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოცხადდა

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა რუსეთის დედაქალაქში ორშაბათი, 26 ივნისი არასამუშაო დღედ გამოაცხადა, ამის შესახებ ნათქვამია მერის ტელეგრამარხზე გავრცელებულ ცნობაში. მოსკოვის მერის თანახმად, მიმდინარეობს „კონტრტერორისტული ოპერაცია. სიტუაცია რთულია“. „რისკების მინიმიზაციის მიზნით, ჩემ მიერ ოპერატიული შტაბის ფარგლებში მიღებულია გადაწყვეტილება ორშაბათის არასამუშაო დღედ გამოცხადების შესახებ“, - წერს სობიანინი, რომლის თანახმად, ეს გადაწყვეტილება არ შეეხებათ სამთავრობო ორგანოებს, უწყეტი ციკლის საწარმოებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსი კანონმდებელი: „ვაგნერის“ მეომრებს ამნისტიას ვპირდებით, თუ იარაღს დაყრიან

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დაქირავებულ მებრძოლებს ამნისტიას შეჰპირდნენ, თუ ისინი იარაღს დაყრიან, მაგრამ მათ სწრაფად უნდა იმოქმედონ, - მოჰყავს Reuters-ს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ტასზე" დაყრდნობით ერთ-ერთი კანონმდებლის სიტყვები 24 ივნისს. "ვაგნერის მებრძოლებს ჯერ კიდევ შეუძლიათ დაყარონ იარაღი და თავიდან აიცილონ სასჯელი (უკრაინაში) სპეცოპერაციის დროს მათი მიღწევების გათვალისწინებით, მაგრამ მათ ეს სწრაფად უნდა გააკეთონ", - მოჰყავს "ტასს" რუსი კანონმდებლის, პაველ კრაშენინიკოვის სიტყვები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლატვია რუსებისთვის საზღვრებს კეტავს და წყვეტს ჰუმანიტარული ვიზების გაცემას

ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. "ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩმა ტვიტერზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინსა და ერდოანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

კრემლის ვებსაიტზე გამოქვენებული ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინსა და რეჯეპ ტაიპ ერდოანს შორის სატელეფონო საუბარი თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა. რუსეთის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას „შეიარაღებული ამბოხის მცდელობასთან“ დაკავშირებით „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია“. „თურქეთის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოხატა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯებისადმი“, - ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში. თურქული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ადგილობრივი მედია: დონის როსტოვში, სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბთან აფეთქება მოხდა

ტელეგრამის არხებზე ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ადამიანები გარბიან, დონის როსტოვის ადგილობრივი მედიის თანახმად, სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბთან აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ სროლა იყო. "რაღაცამ „იბუთქა“ სამხრეთის სამხედრო შტაბის რაიონში, გვატყობინებენ ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტები. ამის შემდეგ „ვაგნერელებმა“ იქ შეკრებილი მოქალაქეების განდევნა დაიწყეს", - აზუსტებს როსტოვის გამოცემა 161.ru, თუმცა, კვლავაც გაუგებარია, კონკრეტულად რა მოხდა. 161.ru, სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჭიათურელ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" მენეჯმენტს შორის შეთანხმება შედგა

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჭიათურელ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" მენეჯმენტს შორის მედიაციის პროცესი შეთანხმებით დასრულდა. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ახალი შეთანხმების მიხედვით, ყველა მოთხოვნაზე არსებობს პრინციპული თანხმობა. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის, ხელფასის მატების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში გაცემულ ხელფასს დაემატება 5%, ხოლო 1 ივლისიდან გასაცემი ხელფასი ჯამში 12%-მდე გაიზრდება. სამინისტროს ცნობითვე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიპეცკის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ "ვაგნერი" რეგიონში გადაადგილდება

რუსეთში, ლიპეცკის ოლქის გუბერნატორი, იგორ არტამონოვი ადასტურებს, რომ რეგიონში "ვაგნერის" ტექნიკა გადაადგილდება. ლიპეცკიდან მოსკოვამდე 500 კილომეტრია. არტამონოვმა ტელეგრამ არხზე დაწერა: "სამართალდამცავი ორგანოები და ხელისუფლება, მათ შორის მუნიციპალიტეტებში, იღებენ ყველა საჭირო ზომას მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში ხარვეზები არ არის.". მანვე მოსახლეობას შეახსენა, რომ არ დატოვონ სახლები და თავი შეიკავონ ნებისმიერი გზით გადაადგილებისგან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: უკრაინელი მფრინავების წვრთნა F-16-ის მართვისთვის ივლისში შეიძლება დაიწყოს

უკრაინის თავდაცვის უწყება იტყობინება, რომ საერთაშორისო პროგრამა, რომლის ჩარჩოებში უკრაინელ სამხედრო მფრინავებს გაწვრთნიან დასავლური წარმოების F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მართვაში, შეიძლება დაიწყოს უკვე ივლისის თვეში. კიევმა, რომელმაც ახლახან დაიწყო კონტრიერიში რუსეთის არმიის წინააღმდეგ, არაერთხელ მოითხოვა დასავლეთისკენ თანამედროვე სამხედრო თვითმფრინავები, რათა რუსეთის უპირატესობას საჰაერო სივრცეში გამკლავებოდა. ნატოს წევრები, დანია და ნიდერლანდი სათავეში უდგანან საერთაშორისო კოალიციის მცდელობას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც „საომარი მდგომარეობის“ რეჟიმის დარღვევისთვის 30-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმებსა და 30-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის. კანონი ითვალისწინებს სამარშრუტო ბარათის არმქონე სამგზავრო ტრანსპორტის ჩამორთმევას და „დაკავებას“ ჯარიმის გადახდამდე. კანონით "საომარი მდგომარეობის შესახებ", ფედერალური კანონებით და რუსეთის ფედერაციის სხვა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ნორმების შეუსრულებლობისთვის, მოქალაქეები დაჯარიმდებიან 1000 რუბლამდე (30 ლარზე მეტი)... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვიდან თვითმფრინავის ბილეთები სრულად გაიყიდა, მათ შორის, თბილისისკენ

გერმანული გამოცემის, Der Spiegel-ის ცნობით, მოსკოვიდან თბილისის, ასტანისა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირ რეისებზე ბილეთები სრულად გაიყიდა, „ვაგნერის“ სამხედროების დედაქალაქთან მიახლოებასთან ერთად. „ჩვენმა კოლეგამ ალექსანდრ ჩერნიშევმა დაათვალიერა ავიაბილეთები და გაარკვია: მოსკოვიდან თბილისის, ასტანისა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები აღარ არის ხელმისაწვდომი“, - წერს გამოცემა. მოსკოვის უსაფრთხოების ძალები, როგორც ჩანს, ემზადებიან „ვაგნერის“ დაქირავებულებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრიგოჟინი: "ვაგნერმა" დონის როსტოვი აიღო გასროლის გარეშე

„ვაგნერის“ ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ ახალ აუდიოშეტყობინებაში ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა ჯარებმა ქალაქი აიღეს „გასროლის გარეშე“. ის ასევე ამტკიცებს, რომ დონის როსტოვის მცხოვრებლები მხარს უჭერდნენ მის სამხედროებს და მათ „მსვლელობას სამართლიანობისთვის“. რუსეთის სახელმწიფო მედიამ, თავის მხრივ, გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ როსტოვის მცხოვრებლები კამათობენ „ვაგნერის“ ჯარებთან და მოუწოდებენ მათ დაემორჩილონ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებებს. 23 ივნისის საღამოს, „ვაგნერის“ კერძო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პესკოვი უარყოფს თითქოს პუტინი პეტერბურგში გაფრინდა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პერსკოვი უარყოს ინფორმაციას, თითქოს ვლადიმირ პუტინი პეტერბურგში გაფრინდა. ინფორმაცია მან საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" მიაწოდა. მანამდე სოციალურ ქსელში ვრცელედებოდა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინის პირადმა ბორტმა მოსკოვი დატოვა და რამდენიმე წუთში რადარებიდან გაქრა. უფრო ადრე კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიასსაშუალებები იუწყებოდნენ, რომ პუტინი კრემლში იმყოფება. 23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიპეცკში ხელისუფლება მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს

რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ ლიპეცკის ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა 24 ივნისს, შინ დარჩნენ. განცხადება გავრცელდა მას მერე, რაც რუსეთში მღელვარებაა კერძო შეიარაღებული გაერთიანების, „ვაგნერის“ ქმედების გამო. ლიპეცკიდან მოსკოვამდე 500 კილომეტრია. გავრცელებული ცნობებით, 24 ივნისს "ვაგნერელი" შევიდნენ დონის როსტოვში. შემდგომ, როსტოვის ჩრდილოეთით მდებარე ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი იყობინებოდა, რომ:   "ვორონეჟში დიმიტროვის ქუჩაზე მდებარე ნავთობის ბაზაზე, არსებულ საწვავის რეზერვუარზე გაჩენილი ხანძრის ქრობა მიმდინარეობს. Читать дальше...


Процентов — максимум: «Выберу.ру» подготовил рейтинг лучших вкладов на полгода в мае 2024 года

Юлия Миронова стала VIP-участником форума THE TRENDS 2.0

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Ревнивец устроил массовую поножовщину на севере Москвы

Роснано предупредило о риске банкротства. Снова

8-9 июня в Москве пройдет третья большая ежегодная конференция «Доходная Недвижимость 2024»

В подмосковном Серпухове полицейские задержали мужчину, перевозившего в автомобиле крупную партию наркотиков

Музыкальные новости

Путин защитил от списания по долгам социальные пенсии инвалидов

«Россети Новосибирск» продолжает конструктивный диалог с бизнесом по вопросам подключения к электрическим сетям

Дизайнер Наталья Душегрея выпустила капсульные коллекции Весна-Лето 2024

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток

Новости России

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

вхожу в интернет и меня здесь нет геополитика

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Загородный банкет: разбираем тонкости, смотрим на лучшее

Экология в России и мире

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Спорт в России и мире

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Moscow.media

ТСД промышленного класса Saotron RT-T60

Муруджинские озера

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *