Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2023

Новости за 25.06.2023

Radiotavisupleba.ge 

გარდაიცვალა მთარგმნელი და ჟურნალისტი გურამ გოგიაშვილი

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა მთარგმნელი, პროზაიკოსი და ჟურნალისტი გურამ გოგიაშვილი. გურამ გოგიაშვილმა პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალმანახ "პირველ სხივში". გურამ გოგიაშვილს ეკუთვნის ნიკოლას გილიენის, ალექსანდრე ბლოკის, რაინერ მარია რილკეს, იანის რაინისის, ჟაკ პრევერის, ჯანი როდარის, სამუილ მარშაკის, ანტონ ჩეხოვის, კონსტანტინე პაუსტოვსკის, ალექსანდრე ოსტროვსკის, ვასილი შუქშინის, ერაზმ როტერდამელის და სხვ. ნაწარმოებების თარგმანები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კონსერვატორებმა მანდატების უმრავლესობა მოიგეს

საბერძნეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში სამთავრობო პარტიამ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. კონსერვატიულ „ნეა დამოკრატია“ თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შემდეგ წინ არის 40 პროცენტით. ოპოზიციურმა მემარცხენე პარტია „სირიზამ“ მეორე ადგილი დაიკავა და 18 პროცენტი მიიმხრო. „ნეა დემოკრატია“ პარლამენტში ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას იღებს, რასაც ახალ კანონმდებლობას უმადლის: ახალი კანონით გამარჯვებული პარტია ავტომატურად დამატებით იღებს 20 ადგილს. ეს წესი საბერძნეთში ხუთი კვირის წინ ჯერ არ მოქმედებდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბლინკენი: „ვაგნერის“ ქმედება პუტინისთვის უპრეცედენტო გამოწვევაა

„ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების მიერ ვლადიმერ პუტინის ძალაუფლების უპრეცედენტო გამოწვევის შემდეგ ქაოსი შესაძლოა ჯერ არ დასრულებულა და არასტაბილურობა საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდება - ფიქრობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. სატელევიზიო ინტერვიუებში ბლინკენმა განაცხადა, რომ დაძაბულობა, რომელმაც საქმე 23-24 ივნისს ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით ამბოხებამდე მიიყვანა, დიდი ხნის განმავლობაში ვითარდებოდა. "ვფიქრობ, მეტი ბზარები დავინახეთ რუსეთის ფასადზე. ბევრი ახალი საკითხია, რომელთა მოგვარებაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩაშლილი ამბოხების შემდეგ პუტინმა და ლუკაშენკამ კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გამართეს

Reuters-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და მისმა მოკავშირემ, ბელარუსის მმართველმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, კვირას გამართეს სატელეფონო საუბარი. სააგენტო ეყრდნობა ბელარუსის ახალი ამბების სააგენტო, Belta-ს ცნობას. ორმა პოლიტიკოსმა შაბათს სულ მცირე ორი საუბარი გამართა. „ვაგნერის“ კერძო შეიარაღებული ჯგუფის მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის მიერ მოწყობილი სამხედრო ამბოხის მცდელობა 24 ივნისს დასრულდა ლუკაშენკას შუამავლობის შედეგად. პრიგოჟინი დათანხმდა სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით მოსკოვისკენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიევზე სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე, ხუთი პირი ემსხვერპლა

უკრაინის დედაქალაქში სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის არმიის მიერ კიევზე სარაკეტო იერიშის შედეგად. უკრაინის ოფიციალური პირების თანახმად, დარტყმა განხორციელდა 24 ივნისის ღამით - 25 ივნისის დილით. კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო იტყობინება Telegram-ის არხით, რომ ქალაქის დასავლეთში, სოლომიანსკის რაიონში, სადაც ხალხმრავალი სატრანსპორტო კვანძია, ცეცხლის სამიზნე იყო 25 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. ოფიციალური პირების თანახმად, ღამის განმავლობაში კიევს 20-მდე რაკეტა ესროლეს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დააკავეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების  მიცემის გამო დააკავეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია,  სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას შუბითიძემ, ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორა, რაც არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას. „ინტერვიუს მიმდინარეობის დროს გაცხადებული ინფორმაციის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ათიათასობით მუსლიმი მლოცველი ჰაჯზე მექაში ჩადის

მუსლიმთა ყოველწლიური სვლა საუდის არაბეთში, მექაში მოსალოცად, იგივე ჰაჯი, წელს 26 ივნისს იწყება. ათიათასობით ადამიანი უკვე ჩავიდა მექაში და „დიდი მეჩეთში“ გარს უვლიან მათი რიტუალის თანახმად, ქააბას. წელს მექაში მოელიან ორ მილიონზე მეტ მლოცველს 160 ქვეყნიდან. ჰაჯი ისლამის ხუთიდან ერთ-ერთი სვეტია. ისლამის თანახმად, მისი ყველა მორწმუნე მიმდევარი, რომელიც ჯანმრთელია და იქ ჩასვლა ძალუძს, სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა ესტუმროს მექას ჰაჯიზე. ჰაჯიზე მექაში წასვლის ნაწილია, ქააბას, შავნაჭერგადაფარებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხაილო პოდოლიაკი: „ხროვის დღეები დათვლილია“

უკრაიანის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, პრიგოჟინის ამბოხთან დაკავშირებული „ბოლო დღეების ტრაგიკომედია“ თვალსაჩინოდ უჩვენებს სხვა ქვეყნების ლიდერებს, თუ რატომ ვერ ხედავს უკრაინა დღეს პუტინის რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობას. „მარტივი კითხვა: ვისთან შეიძლება რაიმეზე ვისაუბროთ, თუ მთავარ სუბიექტს, როგორც ქვიშა თითებს შორის, ფაქტობრივად ისე ეცლება ხელიდან ძალაუფლება და ყველა იწმენდს ფეხებს სამხედრო-სტრატეგიულ სარდლობაზე? ამ ხროვის დღეები დათვლილია, სახლი პატრონის გარეშეა დარჩენილი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა რუსეთის მოვლენებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუკზე გამოეხმაურა 24 ივნისს რუსეთში მომხდარ სამხედრო ამბოხს. „გუშინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დაასუსტა პუტინი, რამაც კიდევ უფრო მოაახლოვა უკრაინის გამარჯვება”, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა ქართულ და უკრაინულ ენებზე. 24 ივნისს კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს. აღნიშნულის გამო პრიგოჟინი განხორციელებული დარტყმის ავტორებს დასჯით დაემუქრა. მანვე განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფოტო: პრიგოჟინს და „ვაგნერელებს“ მეგობრულად აცილებენ როსტოველები

დაძაბული 24 საათის შემდეგ, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ყველაზე დიდი საფრთხე შეუქმნა ხელისუფლებაში ყოფნის ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში და გაზარდა სამოქალაქო ომის შესაძლებლობა, ევგენი პრიგოჟინმა მოულოდნელად უბრძანა თავის ჯარს, შეეწყვიტათ მოსკოვისკენ მსვლელობა. პრიგოჟინი, რომელმაც თავისი მებრძოლები რუსეთის არმიის უმაღლესი მეთაურების დასამხობად მოსკოვისკენ მიმართა, ბელარუსში წავა და მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, როგორც შეთანხმების ნაწილი, "სისხლისღვრის" თავიდან ასაცილებლად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამბოხის მეორე დღე. რა ხდება რუსეთში?

რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" შეიარაღებული ფორმირებები 24 ივნისის ამბოხის მცდელობის შემდეგ ტოვებენ ლიპეცკის და ვორონეჟის ოლქებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ადგილსამყოფელი უცნობია. ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, რომ ვაგნერის ქვედანაყოფების გადაადგილება რეგიონში მთავრდება "ექსცესების გარეშე". გუსევის თქმით, მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ ჯარი საბოლოოდ დატოვებს რეგიონს, მოიხსნება საავტომობილო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის პრესა: აშშ-ის დაზვერვამ პრიგოჟინის შესაძლო გეგმებზე წინასწარ იცოდა

აშშ-ის დაზვერვამ ამ ქვეყნის მაღალი რანგის პირებს აცნობა „ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის შესაძლო გეგმებზე შეიარაღებული გამოსვლის შესახებ იმ მიზნით, რომ გამოეწვია რუსეთის მაღალი სამხედრო მეთაურობა. ამის შესახებ იტყობინებიან The New York Times-ი, Washington Post-ი და CNN-ი. ისინი ეყრდნობიან წყაროებს, რომელთა ვინაობას არ ასახელებენ. Washington Post-ი კერძოდ, წერს, რომ დაზვერვამ პრიგოჟინის გეგმებზე შეიტყო ივნისის შუა რიცხვებში. ცნობა შეფასებული იყო როგორც სერიოზული. ამერიკელი ანალიტიკოსები ეჭვობდნენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში

რუსეთის აგრესიას უკრაინაში კიდევ ორი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი ბახმუტთან საარტილერიო დაბომბვისას დაეცნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროები და უკრაინის ქართული დიასპორა ავრცელებენ. ჯონი ოდიშვილი დაჭრილი გამოიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს ჭურვის ნამსხვრევები თავის არეში ჰქონდა მოხვედრილი. მალხაზ კვიჟინაძეც გამოცდილი სამხედრო იყო. რუსეთის უკრაინაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახა კალაძე: "ეს იყო რუსეთის შიდა საქმე"

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოში უშიშროების საბჭოს მოწვევის არავითარი საჭიროება არ იყო. „როდესაც რაღაც განსაკუთრებული ხდება და უშიშროების საბჭოს მოწვევის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მიღებული იქნება და პრეზიდენტისთვისაც ცნობილი იქნება. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა არ არის. საპარლამენტო რესპუბლიკაა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. პრეზიდენტის უფლებამოსილებაც ვიცით, თუ როგორ არის განაწილებული და გადანაწილებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კონსტანტინ ეგერტი: „პუტინის რეჟიმი, როგორიც აქამდე ვიცოდით, დამთავრდა. რაღაც ახალი იწყება”

„უკვე ვეღარ ვიტყვით, რომ პუტინი ქვეყანას, სიტუაციას აკონტროლებს, რომ თუნდაც საკუთარი ბედ-იღბლის გამგეა”, - ეუბნება რუსი ჟურნალისტი, „ბიბისის“ მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი და „დოიჩე ველეს“ ყოველკვირეული სვეტის ავტორი კონსტანტინ ეგერტი რადიო თავისუფლებას. „რუსული ბიუროკრატიის თვალში, პუტინი მთავარი კაცი აღარ არის... ეს ის პუტინია, რომელმაც დილით გამოგვიცხადა, პრიგოჟინი მოღალატეაო, ახლა კი ამ მოღალატეს უზავდება”, - ამბობს ეგერტი. ვაჟა თავბერიძე მას კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის” ხელმძღვანელის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი კობახიძე: „გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია“

ირაკლი კობახიძის თქმით, 24 ივნისს რუსეთში განვითარებული მოვნების ფონზე საზოგადოებამ იხილა ენთიანად ამჩატეუბლი ოპოზიცია. „ეს იყო ამჩატებული „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“, სალომე ზურაბიშვილი და ასე შემდეგ. როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გაანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე“, -  განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით, „ამ ადამიანების მიზანი არის ქვეყნის ომში გახვევა“, საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა, რაც გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჰოკეის ჩეხი ლეგენდა რუსი და ბელორუსი სპორტსმენების მოკვეთას ითხოვს

როგორც ჩეხური Zprávy Aktuálně.cz („მიმდინარე ახალი ამბები“) იტყობინება, ჰოკეის 58 წლის ჩეხი ლეგენდა დომინიკ ჰაშეკი, გეგმავს სიტყვით გამოვიდეს ევროპარლამენტის წევრების წინაშე 2023 წლის ივლისში და გააცნოს მათ თავისი ინიციატივა  რუს და ბელორუს სპორტსმენებთან დაკავშირებით. ჰაშეკის ინიციატივა უკავშირდება რუსი და ბელორუსი სპორტსმენების მოკვეთას სპორტული შეჯიბრებებიდან. ლეგენდარული ჰოკეისტი აპირებს განიხილოს თავისი ინიციატივა გავლენიან ევროპარლამენტარებთან, ძირითადი ფრაქციებისა და კომიტეტების წევრებთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 25 ივნისს დილიდან ცალმხრივად ჩაკეტა დანარჩენ საქართველოსთან მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი „ენგურის ხიდი“. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, „მესაზღვრეები“ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ სამეგრელოს რეგიონიდან აფხაზეთში დაბრუნდნენ. როგორც რადიო თავისუფლებას ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებმა რესპონდენტმა უთხრა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ISW: "პრიგოჟინის ამბოხი ძირს უთხრის კრემლის უნარს განაგრძოს ომი უკრაინაში"

"ევგენი პრიგოჟინის ამბოხი მიუთითებს კრემლისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სისუსტეებზე", - წერს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW), რომლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სწრაფმა წინსვლამ მოსკოვისკენ გამოავლინა რუსეთის უშიშროების ძალების სისუსტე და აჩვენა პუტინის უუნარობა დროულად მოეგერიებინა შიდა საფრთხეები. გარდა ამისა, ანალიტიკოსების აზრით, პრიგოჟინის აჯანყებამ აჩვენა როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში რეზერვების უკმარისობა, ასევე წვევამდელების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი დაამარცხა და კიდევ უფრო მიუახლოვდა საჩემპიონო ბრძრლას

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ქვემსუბუქი წონის მეცხრე ნომერმა, 26 წლის ილია თოფურიამ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა წონის მეხუთე ნომერი, 38 წლის ჯოშ ემეტი. ჯექსონვილში (აშშ) გამართულ ბრძოლაში თოფურიამ მეტოქეს ხუთივე რაუნდი მოუგო. როგორც სპორტული გამოცემები წერენ, ბრძოლა ქართველი სპორტსმენის კონტროლით წარიმართა, პირველ და მეორე რაუნდში "მატადორმა" (თოფურიას მეტსახელი) შედარებით ფრთხილად დაიწყო, ამერიკელი კი ძირითადად თავს იცავდა და თოფურიას მძიმე დარტყმებისგან თავის ასარიდებლად ბევრს მოძრაობდა. Читать дальше...


Достижения врачей Подмосковья в области нейроиммунологии обсудили на конгрессе

В Москве устроивший массовую поножовщину стал фигурантом трех уголовных дел

Стало известно возможное место прощания с Анастасией Заворотнюк

Современная культура – это ограничитель свободы человека или инструмент развития?



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Памятники Расковой, Кирову и строителям железнодорожного моста в Саратове получили границы территории

Достижения врачей Подмосковья в области нейроиммунологии обсудили на конгрессе

Доля России в импорте Евросоюза сократилась в 6 раз за 2 года

Врио губернатора Кузбасса Илья Середюк принял участие в совещании по нацпроектам в Москве

Музыкальные новости

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ БЕЗОПАСНОСТЬ И ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «СОЧИ»

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 3 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Новости России

Квинтэссенция управления коммерческой недвижимостью: взгляд профессионалов

Стало известно возможное место прощания с Анастасией Заворотнюк

Врио губернатора Кузбасса Илья Середюк принял участие в совещании по нацпроектам в Москве

Достижения врачей Подмосковья в области нейроиммунологии обсудили на конгрессе

Экология в России и мире

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

ONYX отправляется в Большой тур по России

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

Удаленная настройка охранных комплексов StarLine







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *