Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2023

Новости за 14.06.2023

Radiotavisupleba.ge 

ზარდიანთკარში ნახევრად გაკეთებული საქმე

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარში, ომისგან დაზიანებული სახლის აღდგენას ცისანა თაზიაშვილი თითქმის 15 წლის განმავლობაში ელოდა. შარშან საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ზარდიანთკარში 28 სახლის აღდგენას დაიწყებდა.

Radiotavisupleba.ge 

კადიროვი დელიმხანოვთნ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მისი გაუჩინარების ცნობას გადათქვამს

რუსეთის დუმის დეპუტატი ჩეჩნეთიდან, ადამ დელიმხანოვი ცოცხალია და ჯანმრთელადაა, - განაცხადა 14 ივნისის საღამოს ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერმა, რამზან კადიროვმა და ამის დასტურად გამოაქვეყნა მასთან გადაღებული ფოტო.

Radiotavisupleba.ge 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში წყალდიდობაა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში. ხევიდან მოვარდნილმა წყალმა და ადიდებულმა მდინარემ გზის სავალი ნაწილი დააზიანა. დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზიც. ადგილზე უკვე იმყოფებიან „ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებიც. მობილიზებულია სპეცტექნიკა და ბოშურში სამუშაოების დაწყება წყლის დონის დაწევის შემდეგ გახდება შესაძლებელი. დატბორილია სასოფლო სამეურნეო სავარგულები და სატრანსპორტო გზის ნაწილი. სოფელში გორის მერიის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. გორის მერიის პრესსამსახურის ცნობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინალ არძინბა მოსკოვში: დიდი სკანდალი „დიდი თამაშის“ გამო

რუსეთში, პირველ არხზე გასულ გადაცემას „დიდი თამაში“ აფხაზეთში ხმაური მოჰყვა. გადაცემაში აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მონაწილეობდა. მინისტრმა თქვა, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება „მეორე ფრონტი“ გახსნას. „ჩვენ პროვოკაციულ, დესტრუქციულ ქმედებებს ველით [ამერიკის შეერთებული] შტატებისგან. ამ კუთხით ძალიან ყურადღებით ვიქნებით“, - თქვა მან, რასაც რუსი ჟურნალისტის კითხვა მოყვა: - ელით თუ უკვე ხდება რამე? -იცით, რაღაც ნიშნები არის. აშშ აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ჩამოყალიბებას ცდილობს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრემიერი ბრიუსელში და "ოცნება" ევროკავშირის პოზიციის წინააღმდეგ

იქნება სისტემური რეფორმები, იქნება წინსვლა ევროპულ გზაზე - "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, 14 ივნისს, ბრიუსელში მიანიშნეს, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტი ეტაპი დადგა.

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - „ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა. მან ილაპარაკა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ. როგორც პრემიერმა განაცხადა, რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს. „ძვირფასო სტუმრებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შეხვედრა ევროპის ისტორიის კრიტიკულ მომენტში მიმდინარეობს. რუსეთის შეჭრა უკრაინაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო "სქესის შეცვლის" აკრძალვის კანონი

რუსეთის პარლამენტმა ოთხშაბათს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სრულად გამორიცხავს "სქესის შეცვლას" ქირურგიული გზით. სქესის ცვლილება ასევე აიკრძალება დოკუმენტებში, იურიდიული ფორმით. შესაბამისი შესწორებები შევა კანონებში "ჯანმრთელობის დაცვის" და "სამოქალაქო მდგომარეობის აქტების" შესახებ. კანონის მიღებას მხარი დაუჭირა 365-მა დეპუტატმა, ანუ პარლამენტის წევრთა 81-მა პროცენტმა. კანონის წინააღმდეგ არავინ წასულა, არც თავი არავის შეუკავებია - სხვა დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქრისტეს ჰყავდა მოწინააღმდეგეები და "მაკდონალდს" რომ ჰყავდეს, რა პრობლემაა? - ჭყონია ბრალდებებს პასუხობს

"მაკდონალდს საქართველოს" პრეზიდენტი თემურ ჭყონია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჰყვება ბროშურაზე, რომელიც მისი რესტორნების ქსელში საბავშვო მენიუს ახლავს და "ქართული ოცნების" ბრალდებების საპასუხოდ, მის დანიშნულებას განმარტავს.

Radiotavisupleba.ge 

აბაშიძე პოზნერის დაბადების დღის თემაზე გამოქვეყნებული ჩანაწერის შინაარსს „ფეიკს" უწოდებს

Youtube-არხი Cyber Kmara ავრცელებს აუდიოჩანაწერს, რომელშიც, მისი ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ზურაბ აბაშიძე ტელეფონით ესაუბრა ჩაიკოვსკის ფონდის დამფუძნებელს მარკ ზიბერკვიტსა და ტელეწამყვან ვლადიმირ ვლადიმერ პოზნერს. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. საუბარი, სავარაუდოდ, 2021 წლის 31 მარტის შემდეგ შედგა, მას მერე, რაც თბილისში პოზნერმა მეგობრებთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნა მწვავე პროტესტის გამო ვერ შეძლო. ზურაბ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრიშტინა: სერბეთმა სამი პოლიციელი გაიტაცა კოსოვოს ჩრდილოეთის ტერიტორიაზე

პრიშტინა სერბეთის ძალებს ბრალს სდებს სამი პოლიციელის გატაცებაში კოსოვოს ძირითადად სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთში, სადაც ბოლო კვირებში დაძაბულობა მაღალია რეგიონში ეთნიკური ალბანელი მერების დანიშვნის გამო.  კოსოვოს პოლიციის განცხადებით, 14 ივნისს, ქუჩების კონტრაბანდის მიზნით გამოყენების საწინააღმდეგო პატრულირებისას დაიკარგა სამი პოლიციელი.  კოსოვოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სერბეთს ადანაშაულებს "კოსოვოს ტერიტორიაზე შესვლაში" და სამი პოლიციელის გატაცებაში.  ბელგრადს ვითარების შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იქნებ თქვენ იცით ის, რაც ჩვენ არ ვიცით - რეპროდუქტოლოგები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ასოციაციის განცხადებით, პრემიერის მიერ დაანონსებული აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების, მათ შორის, სუროგაციისა და დონაციის სერვისის მიღებასთან დაკავშირებით, საფრთხის შემცველია როგორც დარგის, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის არსებობისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. სფეროში მომუშავე 20-მდე კლინიკის წარმომადგენლები ითხოვენ მოლაპარაკებების დაწყებას ხელისუფლებასთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა უწერია ფეხსაცმლის ფასზე გრიგორიადისის მოწმე პოლიციელს ჩვენებაში - პროკურატურა და ადვოკატი სხვადასხვას ამბობს

პროკურატურა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე 13 ივნისს მოწმის სახით გამოკითხული პოლიციელის, გიორგი მაისურაძის ფეხსაცმლის ღირებულება, რომელიც მან აქციის ღამეს ავტომობილში დატოვა, 1 300 ლარია. ეს თანხა განსხვავდება იმისგან, რაც გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ დაასახელა სასამართლოზე პოლიციელ გიორგი მაისურაძის გამოკითხვისას. ბითაძემ თქვა, რომ პოლიციელს მისივე ჩვენების მიხედვით, 7 300 ლარის ღირებულების ფეხსაცმელი, 3 200 ლარიანი საათი და 1 300 ლარიანი სათვალე ედო იმ მანქანაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერდოანი: თურქეთი მხარს არ დაუჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, თუ შვედეთი არ აღკვეთს ანტითურქულ გამოსვლებს

შვედეთი არ უნდა ელოდეს მომავალ თვეში დანიშნულ ნატოს სამიტზე ანკარის პოზიციის ცვლილებას ნატოში მისი გაწევრიანების საკითხზე, თუკი ის სტოკჰოლმში არ შეაჩერებს ანტითურქულ დემონსტრაციებს, ამბობს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. თურქეთი ვერ შეძლებს ჰქონდეს დადებითი მიმართება შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხთან, სანამ სტოკჰოლმში "ტერორისტები" ატარებენ დემონსტრაციებს, და ამ საკითხს თურქეთი შვედეთის წარმომადგენლებთან 14 ივნისს კიდევ ერთხელ წამოჭრის ანკარაში, - უთხრა ერდოანმა ჟურნალისტებს აზერბაიჯანიდან მომავალი თვითმფრინავის რეისზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

15 წლის გოგოზე, რომელიც ბათუმში კორპუსიდან გადმოვარდა, პირი სექსუალურად ძალადობდა - შსს-ს გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებით დაადგინა, რომ 15 წლის გოგო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა, სისტემატურად იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. სისხლის სამართლის კოდექსის თვითმკვლელობამდე მიყვანისა (115-ე მუხლი) და 16 წლამდე ასაკის ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით (140-ე მუხლი) დაკავებულს შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი შეხვედრას ტვიტერზე აფასებენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ახლა, როგორც არასდროს, საქართველოსთვის საჭიროა სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა. „კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ბრიუსელში, ბატონო პრემიერო ღარიბაშვილო. ამ ისტორიული ევროპული პერსპექტივით თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, საქართველოსთვის ახალი ტრაექტორია დასახოთ, რომელიც თაობებს გასტანს", - წერს შარლ მიშელი ტვიტერზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხურვალეთის მიმართულებით ე.წ. ბორდერიზაცია განაახლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაახლეს 2022 წელს დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები.- ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. „საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტში საპროტესტო ბანერის გადმოფენის შემდეგ დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვენების დროს, როცა სივრცე ჟურნალისტებს დაატოვებინეს, დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დეპუტატ ანი წითლიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ისმის, რომ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის რეაქცია გამოიწვია "მოღალატის" ხსენებამ. "ყველამ დაიმახსოვრეთ, დედას შევიგინები, როგორც კი მაგ სიტყვას ახსენებთ. რამე გინდა? - მითხარი! დედას შევიგინები მოღალატეს ახსენებთ თუ არა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება რუსულ საქმეს აკეთებდით. აგერ, დევი [ჭანკოტაძე] ხომ არის? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ღარიბაშვილს შარლ მიშელმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა, ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო. განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით. „ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტილებაა და ხაზი გაუსვეს, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალზე თავდამსხმელს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

​გრიგოლ ნარსიას, რომელიც 2022 წლის 20 სექტემბერს "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალზე თავდასხმისთვის დააკავეს, სასამართლომ 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან თხელიძემ გამოაცხადა. გრიგოლ ნარსია 2022 წლის 20 სექტემბერს ბანკში შეჭრიდან თითქმის 10 საათის შემდეგ დააკავეს. მას მძევლად ჰყავდა აყვანილი 14 ადამიანი და ჯერ 2 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ 1,5 მილიონი უნდოდა. ის სამართალდამცავებსა და მედიასთან მძევლების დახმარებით ურთიერთობდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა წერია საქართველოს ევროინტეგრაციაზე გერმანიის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქვეყნის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია წარადგინა. დოკუმენტში, რომლის ძირითადი ნაწილიც საგარეო პოლიტიკის კონტურების მოხაზვაა, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივაზეც. გერმანიის უსაფრთხოების სტრატეგიაში ევროკავშირის გაფართოების შესახებ ჩანაწერებში საქართველო სულ ორჯერ არის ნახსენები და ორივე შემთხვევაში ის გამოყოფილია უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისგან და ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება უფრო მოგვიანებით არის შესაძლებელი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოდესაზე თავდასხმის შემდეგ უკრაინამ ისევ მოითხოვა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გამკაცრება

უკრაინის ხელისუფლებამ დღეს კვლავ მოითხოვა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერება. ოდესაზე სარაკეტო შეტევის შემდეგ, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა ტელეგრამზე დაწერა, რომ რუსების მიერ გამოყენებულ თითოეულ რაკეტა „კალიბრში“ უცხოური წარმოების სულ მცირე 40 დეტალია. ერმაკის განცხადებით, მიკროელექტრონიკის გარეშე რუსეთს ამ რაკეტების წარმოება არ შეუძლია, ამიტომ, სანქციები უნდა გაძლიერდეს მათ წინააღმდეგ, ვინც ტერორისტ ქვეყანას ეხმარება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი იზიარებს ვენეციის კომისიის დასკვნას "დეოლიგარქიზაციის კანონზე"

ევროკავშირი ეთანხმება და მხარს უჭერს ვენეციის კომისიას, რომლის რეკომენდაციაა, საქართველომ უარი თქვას "დეოლიგარქიზაციის კანონზე". დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი შესასრულებელი პირობაა იმ 12 რეკომენდაციიდან, რომლებიც ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად სჭირდება. "ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა დუგინს ადანაშაულებს გენოციდსა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში

უკრაინა თავისი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და გენოციდში ადანაშაულებს კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი ორგანიზაციის, „ევრაზიული მოძრაობის“ ხელმძღვანელს, ალექსანდრ დუგინს. ის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლებითაა ეჭვმიტანილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის მიერ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დუგინი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის და უკრაინელი ხალხის გენოციდის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია, რომელიც ათ წელზე მეტია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას“ - პარლამენტში მოქალაქემ საპროტესტო ბანერი გადმოფინა

სხდომის დაწყებისას, როცა პარლამენტის თავმჯდომარე შშმ პირების დღესთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებდა და პარლამენტის სხდომათა დარბაზში სტუმრად მყოფ შშმ პირებსა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესალმებოდა, კრისტო ტალახაძემ დარბაზის ლოჟიდან საპროტესტო ბანერი გადმოფინა წარწერით: „არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან“. მან დარბაზში რუსული რუბლების ასლებიც გადაყარა. კრისტო ტალახაძე შშმ პირის დედაა. ის პარლამენტში დღეს სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. ქსოვილის ბანერი მას დარბაზში გადმოფენამდე თავშალივით ჰქონდა შემოხვეული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რას სთავაზობს თბილისის მერია ზაფხულში ბავშვებს და ახალგაზრდებს - საზაფხულო ბაღები, სპორტული აქტივობები, ლაშქრობები

თბილისის მერია ბაღის ასაკის ბავშვებს საზაფხულო საბავშვო ბაღებს, ახალგაზრდებს კი სპორტულ აქტივობებს და ლაშქრობებს სთავაზობს - ამ ინიციატივების შესახებ ქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა. კალაძის თქმით, საზაფხულო საბავშვო ბაღები ივლისის თვეში 17 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება, ახალგაზრდული პროგრამით სარგებლობის საშუალება კი 5 000 ადამიანს მიეცემა. საზაფხულო საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 20 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით ვებგვერდზე... Читать дальше...


Инспекторы выявили 38 тысяч неиспользуемых объектов в Подмосковье

Лето удовольствий в Mango House Seychelles

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

Сделано в СССР. Первое историческое ралли в Москве стартует 2 июня



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Художника-фронтовика наградили медалью «За заслуги перед Владимирской областью»

Инспекторы выявили 38 тысяч неиспользуемых объектов в Подмосковье

МК: мать «смолинского маньяка» Ческидова знала о невольном положении пленницы

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

Музыкальные новости

Росгвардейцы обеспечили безопасность транспортировки ракеты-носителя и транспортного грузового корабля на космодроме «Байконур» (видео)

KP: муж изменял Алсу последние 10 лет

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «ЗЕНИТ» В ГРОЗНОМ

Новый монитор Philips Evnia 49M2C8900L подарит игровой опыт высочайшего уровня

Новости России

Художника-фронтовика наградили медалью «За заслуги перед Владимирской областью»

На Мальдивы – без лишних трат

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

МК: мать «смолинского маньяка» Ческидова знала о невольном положении пленницы

Экология в России и мире

Стало известно, как туроператоры будут возить российских туристов на курорты Египта

Что я увидела в экспедиции Малая Вишера — Мста — Окуловка? Часть 1: Аракчеевский городок

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

BYD-FORKLIFT - официальный дистрибьютор BYD в России

Спорт в России и мире

"Ролан Гаррос" стартовал в Париже

Теннисистка Мария Шарапова снялась в красном облегающем платье

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Moscow.media

Машина съехала в кювет и опрокинулась. Водитель погиб

По нацпроекту приводят к нормативу опорную сеть дорог Алтайского края

Ксения Караулова: о пользе гастродипломатии и новом взгляде на национальную кухню

Торговые настольные электронные весы CAS PR-15P







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *