Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2023

Новости за 26.06.2023

Radiotavisupleba.ge 

პუტინი: "ვაგნერის" ამბოხებულ მებრძოლებს შეუძლიათ არმიას შეუერთდნენ, ან ბელარუსში წავიდნენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 26 ივნისს, მოსახლეობის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" მებრძოლებს, რომლებმაც შაბათ-კვირას ამბოხებაში მიიღეს მონაწილეობა, შეუძლიათ რუსეთის არმიას შეუერთდნენ, ან ბელარუსში წავიდნენ.  "დღეს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გააგრძელოთ რუსეთის სამსახურში ყოფნა, თავდაცვის სამინისტროსთან ან სხვა სამართალდამცავ სააგენტოებთან საკონტრაქტო კავშირში შესვლით, ან დაუბრუნდეთ თქვენს ოჯახებს და მეგობრებს. ვისაც სურს, შეუძლია ბელარუსში წავიდეს. პირობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვინ არის დმიტრი უტკინი, რომელიც მოსკოვისკენ მიმავალ „ვაგნერელთა“ კოლონებს წინ მიუძღოდა?

ერთდღიანი "საპროტესტო მარში" თუ "სამხედრო ამბოხი" რუსეთში, რომელიც 24 ივნისს მოსკოვიდან 120 კილომეტრის დაშორებით შეწყდა, კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, "უსამართლობის გამო" მოეწყო.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი აცხადებს, რომ მისმა თვითმფრინავებმა შავი ზღვის თავზე გადაიტაცეს ბრიტანეთის საჰაერო ხომალდები

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მისმა Su-27-ის ტიპის ორმა საჰაერო ხომალდმა 26 ივნისს გადაიტაცა ბრიტანეთის სამი სამხედრო თვითმფრინავი, რომლებიც შავი ზღვის თავზე, რუსეთის საზღვრისკენ მიფრინავდა.  სამინისტროს თანახმად, გადაიტაცეს RC-135-ის ტიპის, სადაზვერვო და საბრძოლო ხომალდი და  Typhoon-ის ტიპის ორი საბრძოლო თვითმფრინავი.  "როცა მათ რუსეთის თვითმფრინავები მიუახლოვდა, უცხოური სამხედრო თვითმფრინავები გაბრუნდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრიდან" - აცხადებს სამინისტრო. ბრიტანეთის არმიას ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

Radiotavisupleba.ge 

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ ყოფილ გამომძიებელს სერგო შუბითიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მან დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ მოსამართლეს ბრალდებულის მიმართ საპატიმრო ღონისძიება არ გამოეყენებინა. თავად შუბითიძემ განაცხადა, რომ ბრალს აღიარებს და მიმალვას არ აპირებს.  საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 აგვისტოს, 12:00 საათზე დაინიშნა.  თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 25 ივნისს დააკავეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ახალი, 500 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტით

აშშ გეგმავს უკვე 27 ივნისს გამოაცხადოს უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომლის ღირებულებაც 500 მილიონი დოლარი იქნება - რაც წარმოადგენს ნაწილს აშშ-ის ძალისხმევისა უკრაინას დაეხმაროს მის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსეთის მოგერიებაში.  პაკეტი მოიცავს სახმელეთო მანქანებს, იმ ფონზე, როცა უკრაინა კონტრშეტევას განაგრძობს - ამ ცნობას სააგენტო როიტერსი ავრცელებს, ანონიმურად დატოვებულ ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. თუმცა, ორი პირი დასძენს, რომ პაკეტი კვლავაც დასრულების პროცესშია და მასში, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები შევიდეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენი: დასავლეთს კავშირი არ ჰქონდა რუსეთში "ვაგნერის" მიერ მოწყობილ ამბოხებასთან

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 26 ივნისს განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს კავშირი არ ჰქონდათ რუსეთში კერძო გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" მიერ მოწყობილ ხანმოკლე ამბოხებასთან.  ბაიდენის თქმით, ჯერ "ძალიან ადრეა" იმ გავლენის შესაფასებლად, რომელიც ამ მოვლენებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე მოახდინა.  ბაიდენმა ასევე თქვა, რომ შაბათ-კვირას მოკავშირეებთან ვიდეოზარები განახორციელა, და ყველა თანხმდება რომ იმუშავებენ იმის უზრუნველსაყოფად, რათა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს "არაფერმა უნდა მისცეს ამის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს

„საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს, რომელიც უკავშირდება ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცედურას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტზე არის ნათქვამი, მოქმედი რედაქციით, „დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს. ცვლილებების მიხედვით კი, კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრიგოჟინი: გვსურდა "პროტესტის დემონსტრირება და არა ხელისუფლების დამხობა ქვეყანაში"

რუსული გასამხედროებული კერძო ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისი მეომრების მიერ შაბათ-კვირას მოსკოვისკენ მოწყობილი მსვლელობის მიზანი იყო უკრაინის ომში რუსეთის სამხედრო ლიდერების არაკომპეტენტურობის დემონსტრირება, და არა რუსეთის ხელისუფლების დამხობა. "ვაგნერის" მიერ მოწყობილ მსვლელობას ანალიტიკოსები განიხილავენ უდიდეს გამოწვევად, რომელიც კი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შექმნია, 23-წლიანი მმართველობისას. მოსკოვიდან 120 კილომეტრამდე მოშორებით მსვლელობის შეწყვეტის შემდეგ თავის პირველ განცხადებაში - რომელიც 26 ივნისს გავრცელდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტმა დაბლოკა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატები - რა ხდება ახლა

პარლამენტში მმართველმა გუნდმა სიტყვით მოიწონა, საქმით კი ჩააგდო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატები.

Radiotavisupleba.ge 

მე-19 საუკუნის დეტექტივად ქცეული ამბავი - როგორ დაიკარგა ივანე მაჩაბელი

ის, რაც 1898 წლის 26 ივნისს თბილისში მოხდა, დეტექტიური რომანის სიუჟეტს ჰგავს, მაგრამ ნამდვილი ამბავია - ქალაქმა გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ ცნობილი მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე ივანე მაჩაბელი აღარსად იყო. 26 ივნისს მაჩაბელთან მისი ცოლისძმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი ჩავიდა. ბანკის საქმეებზე ჰყავდა დაბარებული. სიძე ოთახში რომ არ დახვდა, სასადილოს მიაშურა. მისი და, ანასტასია ამდგარიყო და ყავას ადუღებდა. ივანე სად არისო, ჰკითხა. საძინებლის ერთი კარი ბაღში გადიოდა და ჯერ იქ ეძებეს. მერე მათი ყურადღება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიდევ ერთი ხანძარი ბულგარეთის იარაღის საწყობში   

ახალი, ძლიერი ხანძარი მოხდა ემილიან გებრევის კუთვნილ იარაღის კომპანია EMKO-ს საწყობში, ამცნო რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურს მეწარმემ.

Radiotavisupleba.ge 

პრიგოჟინი აცხადებს, რომ მოსკოვზე მსვლელობით ცდილობდა "ვაგნერის" გადარჩენას და არა ხელისუფლების დამხობას

რუსული გასამხედროებული კერძო ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შაბათ-კვირას მისი სამხედროების მოსკოვისკენ მსვლელობის მიზანი იყო ჯგუფის გადარჩენა და არა რუსეთის ხელისუფლების დამხობა. ეს პრიგოჟინის პირველი განცხადებაა მას შემდეგ, რაც მოსკოვიდან 200-მდე კილომეტრის მოშორებით მან და მისმა ძალებმა მსვლელობა შეწყვიტეს. პრიგოჟინი არ აკონკრეტებს სად იმყოფება ამჟამად, ან რა გეგმები აქვს. "მსვლელობა დავიწყეთ უსამართლობის გამო" - ამბობს პრიგოჟინი მისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ  11-წუთიან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ახალი განზომილება“: რას უნდა ველოდეთ პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ

2023 წლის 24 ივნისს „ვაგნერის“ დაჯგუფების მებრძოლებმა, ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით, მოსკოვისკენ მარში დაიწყეს.

Radiotavisupleba.ge 

რუს ფიზიკოსს 12 წლით მიესაჯა პატიმრობა სამშობლოს ღალატის ბრალდებით

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 26 ივნისს სამშობლოს ღალატის ბრალდებით 12 წლით მიუსაჯა პატიმრობა ცენტრალური აეროჰიდროდინამიკური ინსტიტუტის წამყვან მკვლევარს, ფიზიკოს ვალერი გოლუბკინს. გოლუბკინი 2020 წლის დეკემბერში დააპატიმრეს და ბრალად წაუყენეს ჰოლანდიელი კოლეგებისთვის საიდუმლო დოკუმენტების გადაცემა, რომლებსაც კავშირი ჰქონდა ჰიდროგენის (წყალბადის) საწვავზე მომუშავე, მაღალი სიჩქარის სამგზავრო თვითმფრინავების აგებასთან. გოლუბკინი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და ამბობს, რომ ეს მასალები კვლევაში ჩართული ყველა მხარისთვის იყო ხელმისაწვდომი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დავითაშვილმა განმარტა სანქციების მე-11 პაკეტის შესრულებაში საქართველოს როლი

ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ ილაპარაკა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტზე. მისი თქმით, სამი ძირითადი ჯგუფია (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი), რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებენ და აახლებენ. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის სანქციების მოთხოვნების შესრულება მარტივი არ არის და ამიტომ შესაბამისი სტრუქტურები პრევენციის მიზნით პარტნიორებთან თანამშრომლობენ. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნინო სალუქვაძემ მეათედ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია

ტყვიის სროლაში ოლიმპიური თამაშების ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელმა ნინო სალუქვაძემ მეათედ მოიპოვა ოლიმპიადის საგზური. ორმოცდათოთხმეტი წლის სპორტსმენმა პარიზი-2024-ის სალიცენზიო ნორმატივი პოლონეთში შეასრულა, მესამე ევროპულ თამაშებზე, სადაც სპორტული პისტოლეტიდან სროლაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში ცხრაჯერ მიიღო მონაწილეობა, მომავალ წელს კი რეკორდს გააუმჯობესებს. ნინო სალუქვაძე ოლიმპიური ჩემპიონი 35 წლის წინ გახდა - სეულში ცხრამეტი წლის ასაკში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა შიმშილზე ლაპარაკობს, ხელისუფლება აშშ-ის საწინააღმდეგო აღლუმებს ატარებს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ მასშტაბური აღლუმები გამართა აშშ-ის წინააღმდეგ, იმ ფონზე, როცა ქვეყნის მოსახლეობა შიმშილზე ლაპარაკობს. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში გამართულ აღლუმებში, რომლებიც კორეის ომის დაწყების იუბილეს დაემთხვა, მონაწილეობა მიიღო "120 ათასამდე მშრომელმა და სტუდენტმა". სააგენტოს ცნობით, ისინი ფიცს დებდნენ, რომ აწარმოებენ "შურისძიების ომს" იმისთვის, რათა "განადგურდეს აშშ". მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: "აშშ ჩვენგან გასროლის მანძილზეა". მანამდე "ბიბისიმ"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ეს სიკვდილია, ბიჭებო, მშვიდობით, - ვინ არიან ტიგრანი და ნიკიტა, რომლებიც ბერდიანსკში მოკლეს

რუსული შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში ორი უკრაინელი არასრულწლოვნის, ტიგრან ოგანესიანისა და ნიკიტა ხანგანოვის მკვლელობა 25 ივნისს დაადასტურა ბერდიანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ. მოზარდების ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია დაადასტურა ომბუდსმენმა დმიტრი ლუბინეცმაც.

Radiotavisupleba.ge 

სტოლტენბერგი: ნატოს სამიტამდე შვედეთი და თურქეთი ბრიუსელში გამართავენ შეხვედრას

ივლისში ვილნიუსში დანიშნულ ნატოს სამიტამდე შვედეთი და თურქეთი ბრიუსელში გამართავენ მაღალი დონის შეხვედრას, შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე, თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 26 ივნისს. "შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრები, სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელები და ეროვნული უშიშროების სფეროს მრჩევლები. მიზანი იქნება პროგრესის მიღწევა ნატოში შვედეთის გაწევრიანების საკითხზე", - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ვილნიუსში ვიზიტისას.

Radiotavisupleba.ge 

“ირა*ლის” მაგივრად “ირაჯლი” რომ ყოფილიყო, მაინც დააკავებდით?” - რეპორტაჟი სასამართლო პროცესიდან

“შეიძლება, არ დაგვეკავებინა. რომ ეღიარებინა, ხელწერილის საფუძველზე გავუშვებდი, რომ ეთქვა, რომ აი, ბიჭებო, რაღაცა… არ აღიარა” - უთხრა სასამართლოს 23 ივნისს პოლიციელმა დავით ქეშელაშვილმა საბა ბრაჭველზე, რომელიც 2 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობასთან დააკავეს ხელში საპროტესტო წარწერით.

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატი: თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი ბრალს აღიარებს

ადვოკატის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელიც ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არის დაკავებული, ბრალს აღიარებს. ამის შესახებ დარეჯან ბუცხრიკიძემ ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სერგო შუბითიძე "აღიარებს და ინანიებს" საკუთარ დანაშაულს. "მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ მას შეეშალა სხვა ტელეფონი. პირადად ბაჩალიაშვილის ტელეფონზე არ იყო საუბარი... ნაჩქარევი აღმოჩნდა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია", - განმარტავს ადვოკატი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შესრულდება მაღაროელებისთვის მიცემული პირობა? - ჭიათურა მოლოდინის რეჟიმში

ჭიათურა ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ქალაქში დაკეტილი მაღაზიები გაიღო. მაღაროელების პროტესტი შეწყდა. მათი თითქმის სამკვირიანი გაფიცვის შემდეგ, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და მშრომელებს შორის შეთანხმება მოხერხდა. ახლა ყველა მოელის კომპანიის მხრიდან შეთანხმებული პირობების შესრულებას.

Radiotavisupleba.ge 

სამი კოსოვოელი პოლიციელი გათავისუფლდა სერბეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით

ცენტრალური სერბეთის ქალაქ კრალევოს სასამართლომ 26 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, გათავისუფლდეს სამი კოსოვოელი პოლიციელი, რომლებიც მიმდინარე თვეში სერბეთ-კოსოვოს საზღვართან დააკავეს სერბეთის წარმომადგენლებმა იმ ფონზე, როცა ორ მეზობელს შორის დაძაბულობა ისედაც გაღრმავებულია. სამ პირს, რომლებსაც მხოლოდ ინიციალებით მოიხსენიებენ, ბრალად ედებოდა იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო წარმოება, ფლობა, ტარება და ტრეფიკინგი. სამი პოლიციელი ბუნდოვან ვითარებაში 14 ივნისს დაიკარგა. კოსოვო აცხადებდა,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა იუწყება როვნოპოლზე კონტროლის დამყარებას

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუწყება უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ როვნოპოლის გათავისუფლებას. "მივდივართ წინ", - წერს ჰანა მალიარი ტელეგრამზე. როვნოპოლი მცირე ზომის დასახლებული პუნქტია. ომამდე მისი მოსახლეობა 100 ადამიანამდე იყო. ის მდებარეობს ე.წ. ვრემიევსკის შემაღლებიდან ჩრდილოეთით და უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან, ივნისის პირველ რიცხვებში, ფაქტობრივად, ნახევრად იყო ალყაში. ცნობა თუ დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ძალებმა, ფაქტობრივად, "ჩაჭრეს"... Читать дальше...


вхожу в интернет и меня здесь нет геополитика

Катя IOWA приехала на «Авторадио» с кроватью и показала «Кусь»

Процентов — максимум: «Выберу.ру» подготовил рейтинг лучших вкладов на полгода в мае 2024 года

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

НА ДЕТСКОМ ФЕСТИВАЛЕ ИСКУССТВ «НЕБО» СОСТОИТСЯ 5 ПРЕМЬЕР И ПОКАЖУТ НОВИНКИ ОТ ВЕДУЩИХ МОСКОВСКИХ ТЕАТРОВ

Катя IOWA приехала на «Авторадио» с кроватью и показала «Кусь»

8-9 июня в Москве пройдет третья большая ежегодная конференция «Доходная Недвижимость 2024»

Процентов — максимум: «Выберу.ру» подготовил рейтинг лучших вкладов на полгода в мае 2024 года

Музыкальные новости

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Заявление Союза армян России

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Новости России

Онколог Марина Шорина: «Раковая опухоль потребляет колоссальное количество энергии из запасов человека»

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»

вхожу в интернет и меня здесь нет геополитика

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Экология в России и мире

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Спорт в России и мире

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Moscow.media

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

Жулан.

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери

Лето в урочище Кокоря







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *