Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2023

Новости за 07.06.2023

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მხარეს მებრძოლი ეთნიკურად ქართველი, სავარაუდოდ, ტყვედ ჩავარდა

უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან ახლოს, სავარაუდოდ, ტყვედ აიყვანეს რუსეთის მხარეს მებრძოლი ეთნიკურად ქართველი. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ, 6 ივნისს გავრცელდა. კერძოდ, ტელეგრამ არხებზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, ტყვეების აყვანიდან მალევეა გადაღებული. ვიდეოში უკრაინელი სამხედროები "ქართველს" ეკითხებიან, სად ცხოვრობს, რაზეც ის პასუხობს, რომ შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ტინდადანაა. ამის შემდეგ ხარკოვის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ტელეგრამ არხზე გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთის ბანკები ბლოკავენ რუსეთში ელექტრონიკის მიწოდებასთან დაკავშირებულ ტრანსაქციებს

ყაზახეთის, სომხეთისა და ჰონგ კონგის ბანკებმა სანქციების რისკის გამო დაიწყეს რუსეთში ელექტრონიკის მიწოდებისთვის გადახდების დაბლოკვა, იუწყება „კომერსანტი“ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ბანკები ბლოკავენ გადარიცხვებს სერვერების, ჩიპების, პროცესორების, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობისა და სხვა ელექტრონიკის მიწოდებისთვის. ბანკების ხელმძღვანელობას ეშინია აშშ-ის მიერ იმ ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაწესებული სანქციებისა, რომლებიც მომსახურებას ან ფინანსურ დახმარებას უწევენ რუსულ კომპანიებს. ერთ-ერთმა წყარომ განმარტა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნაღმები შავ ზღვაში? - კახოვკის კატასტროფის შედეგები

კახოვკის ჰესის დანგრევისა და წყალდიდობის შედეგად, საფრთხე შეექმნა შავ ზღვასაც. ეკოსისტემის დაზიანების გარდა, გაჩნდა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკები, მათ შორის - საქართველოშიც.

Radiotavisupleba.ge 

გაეროსაც უკრაინა უშველის?!

2023 წლის 1 აპრილს, როცა რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა ირონიულად შენიშნა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა ზუსტად შეეფერება fools’ day-ის ანუ სულელის დღესო. „მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, რუსეთი მუდმივად არღვევს გაეროს სამართლებრივ ჩარჩოს არსს“, - განაცხადა მაშინ ევროპელმა დიპლომატმა. უკრაინამაც ვერ დამალა აღშფოთება რუსეთის გაეროში თავმჯდომარეობის გამო და ორგანიზაციის, განსაკუთრებით კი უშიშროების საბჭოს რეფორმირება მოითხოვა.

Radiotavisupleba.ge 

როგორ იგებს „ოცნება“ ბრძოლას ეროვნული ბანკისთვის

„ქართულ ოცნებას“ ეროვნული ბანკის მმართველ რგოლში ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის შეყვანა სურს, მაგრამ ამას პრეზიდენტის გარეშე ვერ ახერხებს. პრეზიდენტი ამ სვლას არ თანხმდება, რადგან ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის სარისკოდ მიიჩნევს.

Radiotavisupleba.ge 

ემუქრებოდა, შერიგებას სთხოვდა, 15 წლისა მომტაცა, 27 წლის მომიკლა - მოკლული მარიტას და

- თქვენ რას იტყვით? - რავი, რა უნდა გითხრათ. - პროკურორი ითხოვს პატიმრობის გამოყენებას. - აუცილებლად. - ანუ, ეთანხმებით? - კი. ეს დიალოგი ყოფილი ცოლის, მარიტა მაზიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ლაჩაშვილსა და მოსამართლე თეონა ეპიტაშვილს შორის, 7 ივნისს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში შედგა. 31 წლის კაცს 27 წლის ყოფილი ცოლის მკვლელობის ბრალდებით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. რას ჰყვება პროკურორი? დანაშაულის დეტალები უკიდურესად მძიმეა. ბრალდების განცხადებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შვეიცარიამ გადაწყვიტა, რომ იარაღის რეექსპორტი არ ეწინააღმდეგება მის ნეიტრალიტეტს

შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ გადაწყვიტა, რომ მეომარ ქვეყნებში შვეიცარიის იარაღის რეექსპორტი არ ეწინააღმდეგება ქვეყნის ნეიტრალიტეტის პოზიციას და შეიძლება დაშვებულ იქნეს გარკვეული პირობებით. ახლა ქვეყნები, რომლებიც შვეიცარიულ იარაღს ყიდულობენ, ხელს აწერენ პირობას ხელახალი გაყიდვის აკრძალვის შესახებ. კანტონების საბჭომ გადაწყვიტა, რომ ახლა სახელმწიფოებს, რომლებიც იზიარებენ შვეიცარიულ ღირებულებებს, ხუთი წლის შემდეგ შეუძლიათ იარაღის მესამე მხარისთვის მიყიდვა შვეიცარიის თანხმობის გარეშე. ასევე დაიშვება იმ მეომარ ქვეყნებში რეექსპორტი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკამ სოფია საპეგა შეიწყალა

ბელარუსის ციხეში მყოფი რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა შეწყალებულ იქნა ქვეყნის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ბრძანებულებით. საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ იუწყება, რომ ის ციხიდან გაათავისუფლეს და პრიმორიეს ოლქიდან ჩასულ რუსეთის დელეგაციას გადასცეს. პრიმორიეს გუბერნატორმა ოლეგ კოჟემიაკომ მადლობა გადაუხადა ლუკაშენკას და თქვა, რომ საპეგამ მიიღო შანსი, „ხელახლა დაიწყოს ცხოვრება“. სოფია საპეგა, რომელიც მაშინ 24 წლის იყო, 2021 წლის მაისის ბოლოს დააკავეს თავის მეგობართან, ბელორუსის ოპოზიციური ტელეგრამის არხის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ხატით გადათელვა“ - რას ნიშნავს ლომისობაზე გადაღებული რიტუალი

აღდგომიდან მერვე კვირას მთაში ლომისობა აღინიშნება. ეს ძველი ხალხური დღესასწაულია, რომელიც ქრისტიანულ და წარმართულ ელემენტებს აერთიანებს.

Radiotavisupleba.ge 

ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ნიკოლოზ ლაჩაშვილს, რომელსაც ყოფილი ცოლის, 27 წლის მარიტა მაზიაშვილის, განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი სხდომა დღეს, 7 ივნისს, გაიმართა. პროკურატურის განცხადებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული 4 ივნისს თბილისში მოხდა. "ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო", - აცხადებენ პროკურატურაში. ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხაელ როთი: "ჩემთვის გამაღიზიანებელი იყო, როცა საქართველოს პრემიერმინისტრმა თავის საჯარო გამოსვლაში გაავრცელა რუსული ნარატივი..."

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თვლის, რომ საქართველომ ხელიდან არ უნდა გაუშვას ევროინტეგრაციის გზაზე არსებული მომენტი და შეასრულოს 12 პრიორიტეტი - "გვიანია, მაგრამ არ არის ძალიან დაგვიანებული", განაცხადა მან 5-6 ივნისს თბილისში ვიზიტისას:

Radiotavisupleba.ge 

ერდოანი კახოვკის ჰესზე მომხდარი აფეთქების საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ტელეფონით ესაუბრა უკრაინელ და რუს კოლეგებს. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოანმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინთან საუბარში უკრაინაში მიმდინარე ომის თემა და კახოვკის ჰესის აფეთქების მიუკერძოებელი გამოძიების მნიშვნელობა განიხილა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარა მზადაა, წვლილი შეიტანოს კომისიის შექმნაში, რომელშიც რუს და უკრაინელ ექსპერტებთან ერთად საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გაეროსა და თურქეთის წარმომადგენლებიც შევლენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაიკ პენსმა ოფიციალურად გამოაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მონაწილეობას იღებს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი. ის რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისთვის იბრძოლებს. 63 წლის პენსი მე-11 რესპუბლიკელია, რომელმაც რბოლაში მონაწილეობის შესახებ გამოაცხადა. მის გარდა ნომინაციისთვის იბრძოლებენ 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის გუნდშიც იყო პენსი ვიცე-პრეზიდენტად არჩეული, ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი და ნიუ-ჯერსის ყოფილი გუბერნატორი კრის კრისტი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მალიარი: უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში დღეს, 7 ივნისს, განაცხადეს, რომ შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ. მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში ბახმუტის მიმართულების სხვადასხვა მონაკვეთზე წინ წაიწიეს 200-დან 1100 მეტრზე. მალიარის თანახმად, მოწინააღმდეგე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს და თავს უყრის რეზერვს. მისივე ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია რუსეთის რეგულარული არმია, კერძო სამხედრო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირში ჩინოვნიკმა "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა სამხედრო კომისარიატს

რუსეთის ქალაქ ვლადიმირში ადგილობრივმა სახელმწიფო მოხელემ კომისარიატის ოფისის შენობას სამი მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ხანძარი ჩააქრო პოლიციამ, რომელიც შენობას იცავდა. მოხელე დააკავეს, მასთან გამომძიებლები მუშაობენ. ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ ტელეგრამის არხები Baza და Shot. მათი თქმით, სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდება სცადა 55 წლის ჟანა რომანოვსკაიამ, ადგილობრივი არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს თანამშრომელმა. მას დამცავი ფერის ტანსაცმელი ეცვა, თან ჰქონდა ხუთლიტრიანი ქილა და ჩვრები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

WP: აშშ-მა ერთი წლის წინ იცოდა "ჩრდილოეთის ნაკადზე" კიევის თავდასხმის შესახებ

„ჩრდილოეთის ნაკადის“ დივერსიამდე სამი თვით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო ინფორმაცია ევროპელი მოკავშირისგან, რომ უკრაინელი სამხედროები შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის უშუალო ზედამხედველობით გეგმავდნენ თავდასხმას გაზსადენზე. ამის შესახებ Washington Post-ი წერს პენტაგონის დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც ინტერნეტში ფართომასშტაბიანი გაჟონვის დროს მოხვდა. გაჟონვის თანახმად, თავდასხმა არ განხორციელებულა ვაშინგტონისთვის ცნობილ ვადებში. თუმცა, მოგვიანებით მომხდარი გაზსადენის აფეთქება იმგვარად იყო ორგანიზებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ყველაფრის სააკაშვილთან დაკავშირება არ არის სწორი" - ციხე ახალ საავადმყოფოს აშენებს

ე.წ. ციხის საავადმყოფოს, იგივე მე-18 პენიტენციური დაწესებულების "სრული განახლება" იგეგმება. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ბოლო ანგარიშში, რომელიც რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში წერია, რომ დაგეგმილია ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებისთვის ახალი კორპუსის აშენება: "მუშავდება №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების გაძლიერების საკითხი და მისი სრული განახლება, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სამედიცინო პერსონალის რაოდენობის გაზრდის კუთხით". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. რადიო თავისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებული ადგილობრივი მცხოვრები არ არის და ის საოკუპაციო ხაზთან თბილისიდან იყო ჩასული. „საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის გზა რელიგიური დღესასწაულის გამო გახსნა

დღეს დილიდან ოკუპირებული ახალგორის ე.წ გამშვები პუნქტი, გამონაკლისის სახით, ერთი დღით გაიხსნა. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭომ გადაწყვეტილება სამშაბათს საღამოს მიიღო. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. დღეს, დილის 7 საათიდან კი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის გზა გახსნილია. დე ფაქტო უშიშროების საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გზის გახსნის გადაწყვეტილება "ლომისობის" რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით მიიღეს. მოსაბრუნის (ცხინვალის ცნობით, რაზდახანის)... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელებით 60 წლის კაცი გარდაიცვალა

საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელებით დაავადებული რვა ინფიცირებულიდან ერთი, 60 წლის კაცი გარდაიცვალა. იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა - ახალციხის კლინიკას მან 1 ივნისს მიმართა. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება განსაკუთრებით მძიმე ინფექციების ჯგუფს განეკუთვნება. ამ დაავადებით გამოწვეული ლეტალობის მაჩვენებელი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 10-40%-ია. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალციხის რეფერალურმა ჰოსპიტალმა, პაციენტის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი: უკრაინის ძალები წინ მიიწევენ ბახმუტის არეალში

უკრაინის ძალებმა მოიგერიეს რუსეთის ათამდე შეტევა დონეცკში, აცხადებს უკრაინის არმია 7 ივლისს იმ ფონზე, როცა უკრაინის მხრიდან კონტრშეტევის მოლოდინის პარალელურად, როგორც ჩანს, შეტაკებები უკრაინის აღმოსავლეთში ინტენსიფიკაციას განიცდის. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ძალები შეაქო, მისი თქმით, წინსვლისთვის ბახმუტის არეალში, რომელიც უკვე თვეებია, ბრძოლის ეპიცენტრს წარმოადგენს დონბასში. "დღეს მინდა ვიზეიმო ჩვენი გმირები ბახმუტის ფრონტზე... ყოჩაღ, ჯარისკაცებო... გმადლობთ! გმადლობთ წინსვლისთვის!"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა ირანის და ჩინეთის კომპანიებს სანქციები დაუწესა ბალისტიკური რაკეტების პროგრამების გამო

აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის, ჩინეთის და ჰონგ-კონგის შვიდ ინდივიდს და ექვს უწყებას, რომლებიც, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანს დაეხმარნენ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის მოპოვებაში ბალისტიკური რაკეტების გასავითარებლად. 6 ივნისის განცხადებაში სამინისტროს საგარეო ქონების კონტროლის დეპარტამენტი(OFAC) ამ პირებს და უწყებებს ადანაშაულებს ფინანსური გადარიცხვების წარმოებაში, რომლებსაც ეყრდნობოდა რაკეტების განვითარებისთვის საჭირო ნაწილების მოპოვების ქსელი. განცხადების თანახმად, კომპანიებმა მგრძნობიარე ცენტრიფუგები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაველ ჰერჩინსკი: ჩემი პირადი პოზიციით საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის პირადი მოსაზრებით წლის ბოლოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. მისივე თქმით, დარჩენილ დროში მნიშვნელოვანია საქართველომ მაქსიმალურ პროგრესს მიაღწიოს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. „ყველამ ვიცით, რომ ეს საკვანძო მომენტია საქართველოსთვის. საქართველო ევროინტეგრაციის გზაჯვარედინზე იმყოფება. ამიტომაცაა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის დიალოგი არის ისეთი ინტენსიური, რამდენადაც ეს შესაძლებელია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში იძიებენ ჩრდილოეთ კორეის დიპლომატის ცოლისა და არასრულწლოვანი შვილის გაუჩინარებას

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი 7 ივნისს აცხადებს, რომ დაიწყო გამოძიება შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ვლადივოსტოკში ჩრდილოეთ კორეის დიპლომატის, ჩხვე ნამ სონის 43 წლის ცოლის და არასრულწლოვანი ვაჟიშვილის გაუჩინარებაზე. გავრცელებული ცნობებით, დედა-შვილი 4 ივნისს დაიკარგა. გამომძიებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ისინი ჩინეთის გავლით სამხრეთ კორეაში ცდილობენ გადასვლას. არსებობს ინფორმაცია, რომ დედა-შვილი ტაქსით ჩავიდა ქალაქ ხაბაროვსკში, საიდანაც კრასნოიარსკში გაფრინდნენ.


Столичная таможня пресекла попытку незаконного вывоза военной продукции в США

Глава СКР контролирует дело о попытке изнасилования мигрантом 17-летней девушки в Подмосковье

Летевший из Санкт-Петербурга в Сочи самолет экстренно сел в Минводах

Глава Люберец обсудил с жителями округа реконструкцию Октябрьского проспекта



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В ближайшее время Путин посетит Вьетнам

На востоке Москвы обрушилось горящее здание

VK запускает стажировку для школьников ко Дню защиты детей

Подготовка тепловых сетей к отопительному сезону началась в Солнечногорске

Музыкальные новости

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ БЕЗОПАСНОСТЬ И ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «СОЧИ»

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Зомби-экшен Zombiehood позволяет погрузиться в эпоху 90-х

Новости России

МВД Москвы: мужчину задержали после нападения на двух женщин и полицейского

МЧС выпустило экстренное предупреждение о грозе в Москве

Беспилотный трамвай в Москве проехал свои первые 100 км по маршруту №10

"Схватил и попытался утащить в кусты": Мигрант дважды пытался изнасиловать несовершеннолетнюю - и поплатился

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Китайский аналог H&M может запустить до 500 магазинов в России

Спорт в России и мире

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

Деснол объединил опыт экспертов и производителей в рамках конференции «Эффективное производство 4.0»

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *