Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2023

Новости за 03.06.2023

Radiotavisupleba.ge 

317 - შენა და, სხვა?

ნიკოს მოსაყოლი არაფერი აქვს და კვირის ამბებს იხსენებს მოსაწყენად

Radiotavisupleba.ge 

სერბეთში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომელიც მთავრობას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებდა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 3 ივნისს ათი ათასობით მოქალაქემ მოიყარა თავი, ბოლო კვირებში გამართული რიგით მეხუთე ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობის მისაღებად. აქციები მოჰყვა მაისის დასაწყისში მასობრივი მკვლელობის ორ შემთხვევას, რომლებსაც 18 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. დაღუპულთა ნახევარი ბელგრადის სკოლის მოწაფეები იყვნენ. ერთ შემთხვევაში მსროლელი თავადაც 13 წლის მოწაფე იყო. დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგს "სერბეთი ძალადობის გარეშე" და მთავრობას ბრალს სდებდნენ ძალადობის კულტურის წახალისებაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში აქციის სამი მონაწილე დააკავეს

"დაიცავი გამოხატვის თავისუფლება" - ბათუმში გაიმართა სოლიდარობის აქცია, რომლის მონაწილეთა განცხადებით, პოლიციამ სამი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დააკავა. როგორც აქტივისტი ირმა ზოიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, "ერთ-ერთ არასრულწლოვან აქტივისტს ტრაფარეტზე "ირაყლი" ეწერა". მასთან მისულმა პირმა, რომელიც პოლიციის ოფიცრად გაეცნო, წარწერის უცენზურობაზე გააკეთა მინიშნება: "უთხრა, კანონს არღვევო. ამ ბავშვმა მოსთხოვა განემარტა, რომელი კანონი კრძალავდა მსგავსი შინაარსის წარწერას. ამის შემდეგ პირმა აქციის მონაწილის დაკავება სცადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია "დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!"

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს აქცია, რომლის მონაწილეებიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებენ. აქციაზე მისულები არიან სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მობილიზებულია პოლიცია. 2 ივნისს პარლამენტის შენობის წინ პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე - ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი - საბა ბრაჭველი, აქტივისტი - ნიკა რომანაძე და სხვები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიევი აპროტესტებს უნგრეთის მიერ უკრაინის რუკის ყირიმის გარეშე ჩვენებას

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ივნისს უნგრეთის მთავრობასთან გააპროტესტა ოფიციალური ვიდეოჩანაწერი, რომელშიც უკრაინის რუკა ნაჩვენები იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის გარეშე.  უკრაინა საპროტესტო განცხადებაში ინციდენტს "პროვოკაციას" უწოდებს და მოითხოვს უნგრეთმა შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა, როგორც გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს წევრმა - და მხარი დაუჭიროს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  უნგრეთს, რომელმაც ვიდეოჩანაწერი 30 მაისს გამოაქვეყნა, კიევის პროტესტისთვის ჯერჯერობით არ უპასუხია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საელჩო 2 ივნისს დაკავებულებზე: განსხვავებული აზრის მიუღებლობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ღირებულებებთან

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში 3 ივნისს „ფეისბუკის“ მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რითაც გამოეხმაურა 2 ივნისს დაკავებული აქტივისტების საქმეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩო „ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს.“ აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ  მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. „განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთის მთავრობამ ვიდეოში უკრაინის რუკა ყირიმის გარეშე აჩვენა

უნგრეთის მთავრობამ მშვიდობისკენ მოწოდების სახით გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც უკრაინის რუკა ანექსირებული ყირიმის გარეშეა ნაჩვენები. ვიდეოჩანაწერი იუტუბზე რამდენიმე დღის წინ აიტვირთა, თუმცა უკრაინის პრესამ და უნგრეთის ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა მას ყურადღება 3 ივნისს მიაქციეს. კადრს გარეთ ისმის ტექსტი, რომ ობლად დარჩა ათიათასობით ბავშვი, დაინგრა ასობით შენობა, 10 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია სახლ-კარი დეტოვებინა - თუმცა ომი გრძელდება და იოლად შეიძლება მსოფლიო ომში გადაიზარდოს. "საკმარისია ომი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საიას შეფასებით, აქტივისტებისთვის დაკავების ვადის გახანგრძლივებას სადამსჯელო ხასიათი აქვს

საქართვლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ აქციაზე დაკავებულებისთვის დაკავების ვადის 24 საათიდან 48 საათამდე გახანგრძლივებაზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ პოლიცია ამ პრაქტიკას აქტივისტების დასასჯელად იყენებს. დაკავების 24-საათიანი ვადის 48 საათამდე გახანგრძლივების წესი 2 წლის წინ შეიცვალა. კანონის თანახმად, ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც პოლიცია მიზანშეწონილობას ამტკიცებს მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. ნონა ქურდოვანიძე კი ამბობს, რომ დაკავების ვადის გაგრძელების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ომბუდსმენის მოადგილემ აქციაზე დაკავებულები ინახულა

სახალხო დამცველის მოადგილემ ელენე ღუდუშაურმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლებმა გუშინ აქციაზე დაკავებულები თელავისა და გურჯაანის იზოლატორებში მოინახულეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა. ელენე ღუდუშაურმა განაცხადა, რომ დაკავებულები იზოლატორში ყოფნისას უფლებადარღვევებზე არ ლაპარაკობენ, თუმცა პრეტენზიები აქვთ დაკავებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ომბუდსმენის აპარატი ინფორმირებულია, რომ ზოგიერთ აქტივისტს საკვების წვდომასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ამ საკითხის შესწავლას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინმა მიწვევა მიიღო BRICS-ის სამიტზე, სამხრეთ აფრიკაში

მიუხედავად მისი დაპატიმრების საერთაშორისო ორდერისა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მიიწვიეს განვითარების პროცესში მყოფი ეკონომიკების სამიტზე, რომელიც აგვისტოში, სამხრეთ აფრიკაში გაიმართება.  მიწვევა გაეგზავნა BRICS-ის სახელით ცნობილი ჯგუფის სახელმწიფოების მეთაურებს - ანუ ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებს. ამ განცხადებით 1 ივნისს, BRICS-ის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოვიდა სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნალედი პანდორი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა

2023 წელს 4 თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 269%-ით გაიზარდა. ზრდა ნაწილობრივ იმითაა გამოწვეული, რომ შარშან, შემოდგომაზე პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა. 2023 წლის იანვარ-აპრილში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 4,801 მლნ ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,299 მლნ ლარი. ამასთან, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერდოანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და მესამე ვადით შეუდგა პრეზიდენტობას

რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, რომელიც თურქეთს უკვე ხანგრძლივად  მართავს, 3 ივნისს საპრეზიდენტო ფიცი დადო და მესამე ვადით შეუდგა პრეზიდენტობას. მანამდე ის სამჯერ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. 69 წლის ერდოანმა გასულ კვირაში გაიმარჯვა არჩევნების მეორე ტურში, ხუთი წლის ვადით. საპრეზიდენტო ფიცი მან დადო პარლამენტის სხდომაზე, ინაუგურაციის ცერემონიის წინ, რომელსაც ათობით უცხოელი სტუმარი დაესწრება. თურქეთის ლიდერი ახალი კაბინეტის შემადგენლობას 3 ივნისს, მოგვიანებით გამოაცხადებს.

Radiotavisupleba.ge 

ხელვაჩაურში პირი ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

პროკურატურის ცნობით, დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად ედება საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფით ძმის მოკვლა. შემთხვევა 2 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში მოხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Radiotavisupleba.ge 

ბორელმა სამხრეთ კორეასთან განიხილა უკრაინის საჭიროებები შეიარაღებასთან მიმართებით

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ 3 ივნისს შეხვედრა გამართა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრთან, შეიარაღებასთან მიმართებით უკრაინის საჭიროებების განხილვის მიზნით. შეხვედრა გაიმართა აზიის მთავარი უსაფრთხოების სამიტის, შანგრი-ლას დიალოგის პარალელურად, აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან სამხრეთ კორეაზე ზეწოლის ფონზე საიმისოდ, რომ მან უკრაინას იარაღი და ტყვია-წამალი მიაწოდოს. "კარგი შეხვედრა [იყო სამხრეთ] კორეის თავდაცვის მინისტრთან, ლი ჩჟონ სოპთან. გავიზიარეთ შეშფოთება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ მზად არის ტურისტული სეზონისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2023 წლის ზაფხულის სეზონისთვის მზადაა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ბათუმში ტურისტული სეზონისთვის მზადყოფნას გაეცნო სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი. სეზონის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეები, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთი დამატებით ბატალიონს გაუგზავნის კოსოვოში ნატოს სამშვიდობო ძალას

თურქეთი დამატებით ბატალიონს გაუგზავნის კოსოვოში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედ სამშვიდობო ძალას, KFOR-ს, - აცხადებს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო 3 ივნისს და დასძენს, რომ "სარეზერვო ძალა" ადგილზე 4 და 5 ივნისს ჩავა. სამინისტროს განცხადებით, ეს ბატალიონი უწინ უკვე მსახურობდა KFOR-ის შემადგენლობაში. ბატალიონის გაგზავნის ფონია კოსოვოს ჩრდილოეთში ბოლო ხანებში გაზრდილი დაძაბულობა. ანკარა ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს "ძმურ კოსოვოში", რათა განიმუხტოს კონფლიქტი, რომელმაც "ზიანი მიაყენა რეგიონის სტაბილურობას"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის არმიის განცხადებით, ეგვიპტის საზღვართან შეიარაღებულმა პირმა ორი სამხედრო იმსხვერპლა

სამხრეთ ისრაელში, ეგვიპტის საზღვართან სროლას 3 ივნისს ემსხვერპლა ისრეალის ორი სამხედრო, - აცხადებს ისრაელის არმია. არმიის განცხადებით, თავდამსხმელი ისრაელის ტერიტორიაზე იყო, როცა სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა. ჯარისკაცებმა მას ცეცხლით უპასუხეს და თავდამსხმელი მოკლეს. არმიის განცხადებით, მოკლულ სამხედროთა შორის ერთი ქალია. თავდამსხმელის შესახებ დეტალები არ არის ცნობილი. საზღვარზე დროდადრო ბოროტმოქმედებს ნარკოტიკული საშუალებები გადააქვთ, და ეგვიპტის ჩრდილოეთით, სინის მღელვარე რეგიონში ისლამისტური ექსტრემისტული ჯგუფებიც აქტიურობენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კლინიკა „ვივამედთან” „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია ჩატარდა

„ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა კლინიკა „ვივამედთან” აქცია ჩაატარეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან უკვე რამდენიმე თვეა, რაც არ უშვებენ პარლამენტის წევრებს და მოითხოვა, რომ მათ ამის შესაძლებლობა მიეცეთ. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება აუცილებელია, რადგან მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოს დეოკუპაციაში მას შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამი ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ზელენსკიმ გასცა ყველა საჰაერო თავშესაფრის შემოწმების ბრძანება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანება გასცა მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმდეს საჰაერო თავდასხმებისგან თავშესაფრები - მას შემდეგ, რაც დაიღუპნენ ცხრა წლის გოგონა, მისი დედა და კიდევ ერთი ქალი, რადგან ვერ მოახერხეს შეღწევა კიევის ერთ-ერთ თავშესაფარში, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, დაკეტილი იყო რუსეთის თავდასხმის დროს. სამი ქალის დაღუპვის ამბავს საზოგადოებაში აღშფოთება მოჰყვა. ზელენსკი აცხადებს, რომ მრეწველობის და შინაგან საქმეთა მინისტრებს დაავალა დაბომბვის დაწინააღმდეგო თავშესაფრების სრული შემოწმება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა ამყარებს და აუფასურებს ლარს - მარტივად

2 ივნისს, სამიოდე კვირაში მას შემდეგ, რაც ლარმა, ხანგრძლივი გამყარების შემდეგ, ისევ დაიწყო გაუფასურება, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $17 მილიონი გაყიდა.

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერია მუხიანელების პროტესტს პასუხობს: სტადიონის ადგილას კორპუსების მშენებლობა ნამდვილად იგეგმება

თბილისის მერიამ მუხიანის მოსახლეობის ნაწილის პროტესტის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გობრონიძის ქუჩაზე მდებარე სტადიონის ადგილზე კორპუსების მშენებლობა ნამდვილად იგეგმება. მერიის ცნობით, ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა 2008 წელს დამტკიცდა, თუმცა პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა. „ბოლო კორექტირებით, რომელიც 2019 წლით თარიღდება, პროექტის გაკეთილშობილება მოხდა, კერძოდ, შემცირდა განაშენიანების ინტენსივობის ფართობი 5 268 კვ.მ.-ით. ასევე, ნაცვლად შვიდი 16-სართულიანი შენობებისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა მზადაა კონტრშეტევის დასაწყებად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-ს უთხრა, რომ უკრაინა მზად არის კონტრშეტევა დაიწყოს რუსეთის ჯარების წინააღმდეგ. „მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. არ ვიცი, რამდენი ხანი დასჭირდება, მაგრამ ვაპირებთ ამის გაკეთებას და მზად ვართ”, - თქვა ზელენსკიმ. მანამდე უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინას იარაღის საჭირო მინიმუმი უკვე აქვს და, სავარაუდოდ, კონტრშეტევას მალე დაიწყებდნენ. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შოთა თუთბერიძე: 20-მდე პოლიციელმა უკანონოდ გამიტაცა

ადვოკატი შოთა თუთბერიძე მოჰყვა პარლამენტის წინ თავისი დაკავების დეტალებს. „ეს არ იყო დაკავება, ეს იყო თავდასხმა ჩემზე, როცა 20-მდე პოლიციელმა ყველანაირი კომუნიკაციის გარეშე გამიტაცა და წამიყვანა ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით“, - თქვა მან. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ღიად ებრძვის პროტესტის ყველა ფორმას, მათ შორის „ნაგულისხმებ პროტესტსაც“. „მე ვფიქრობ, რომ ყველა გონებაგახსნილი ადამიანის ცნობიერებაში წითელი განგაშის ნათურა უნდა ჩაირთოს“, - თქვა შოთა თუთბერიძემ. შოთა თუთბერიძე 2 ივნისს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ოდიშის შტატის ქალაქ ბალასორში ერთმანეთს სამი მატარებელი შეეჯახა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 288 და დაშავდა ათასზე მეტი ადამიანი. ელიან, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება - ბევრი გადაბრუნებულ ვაგონებს შორისაა მოქცეული. სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ინდოეთის რკინიგზის მინისტრმა, აშვინი ვაიშნაუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მაღალი დონის გამოძიება“ დაინიშნა. ინდოეთის მატარებლები ყოველდღიურად 13 მილიონ მგზავრს ემსახურება. წლების განმავლობაში უყურადღებობამ ლიანდაგების მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.

Radiotavisupleba.ge 

ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დაკავებას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. ის შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაუშვებელია უხეში ფორმით, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და უფლებადამცველთა დაკავების ფაქტებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად... Читать дальше...


Мужчина прострелил голову супруге в центре Москвы

Источник сообщил о госпитализации чрезвычайного посла Зимбабве в РФ Мутинири

Mash: посла Зимбабве в РФ Мутинири госпитализировали с подозрением на инсульт

Президент Путин вернулся в Москву и встретился в Кремле с главой Ингушетии



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Mash: посла Зимбабве в РФ Мутинири госпитализировали с подозрением на инсульт

Мужчина прострелил голову супруге в центре Москвы

Источник сообщил о госпитализации чрезвычайного посла Зимбабве в РФ Мутинири

Поэт Владимир Вишневский объяснил, почему не переживает за русский язык

Музыкальные новости

Группа компаний Helpers Представляет Совершенный Фулфилмент для Wildberries и Ozon Marketplace

KP: муж изменял Алсу последние 10 лет

Летние товары в магазинах Fix Price

Выставка древних надгробий в Новодевичьем монастыре

Новости России

Лето удовольствий в Mango House Seychelles

Мальцевский рынок на Некрасова реконструируют под гастромаркет, пишет «Коммерсантъ»

Минфин предложил пятиступенчатую прогрессивную шкалу налогообложения физлиц

Возбуждено уголовное дело по факту убийства женщины на северо-востоке Москвы

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Исполнитель хита “На Заре 2020” Сергей АРУТЮНОВ оживил ещё один хит из 20-го века и выпустил песню “Лететь” вместе с её создателями - группой Амега.

Chanel, коллекция Resort 2025

Gucci, коллекция Resort 2025

Спорт в России и мире

Абсцесс остался позади // Андрей Рублев первым из игроков топ-10 вышел во второй круг

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Теннисист Рублев вышел во второй круг Открытого чемпионата Франции

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Moscow.media

По нацпроекту приводят к нормативу опорную сеть дорог Алтайского края

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Осень в деревне....

На Ямале воспитателя детского сада будут судить за истязание малышей







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *