Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2023

Новости за 03.07.2023

Radiotavisupleba.ge 

დიპლომატები: ნატოს წევრები სტოლტენბერგს კიდევ ერთი წლით დატოვებენ გენერალური მდივნის პოსტზე

ნატოს წევრი ქვეყნები 4 ივლისს შეთანხმდებიან, რომ იენს სტოლტენბერგი კიდევ ერთი წლით უნდა დარჩეს ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე - ამბობს ოთხი დიპლომატი.  ამ გადაწყვეტილების შესახებ ბევრი მინიშნება კეთდებოდა ბოლო კვირებში, თუმცა ნატოში ელჩები სტოლტენბერგისთვის ვადის გახანგრძლივებას ოფიციალურად დაამტკიცებენ 4 ივლისის შეხვედრაზე - ამბობენ დიპლომატები, რომლებმაც ვინაობის ანონიმურად დატოვება ითხოვეს.  სტოლტენბერგი ალიანსს 2014 წლიდან, არაერთი კრიზისის განმავლობაში ხელმძღვანელობს.

Radiotavisupleba.ge 

დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება

საქართველოს ელჩის საკითხზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება იმსახურებს უკრაინის მკაცრ რეაქციას, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულების გამო.  „ხვალ დილით [4 ივლისს] საქართველოს ელჩი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში, მასთან გაიმართება მკაცრი საუბარი, ის გაემგზავრება საქართველოში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს სააკაშვილის შეურაცხყოფა და დაგვიბრუნოს ჩვენ, რადგან ის არის უკრაინის მოქალაქე“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუის გალეგოსი: მივხვდი, რომ ეს არ არის საკითხი, რომელიც უმცირესობას, „სხვას“ ეხება

გასულ კვირაში, "ევროპის ფონდის" მოწვევით, თბილისს სტუმრობდა ეკვადორელი დიპლომატი ლუის გალეგოსი - წარსულში შშმ პირების უფლებების შესახებ კონვენციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. მან საქართველოში შშმ პირების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა, რომლის შემდეგაც არის ჩაწერილი ეს ინტერვიუ:

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა საქართველოს ელჩს 48 საათში ქვეყნის დატოვებას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩი უკრაინაში დაიბაროს, გამოუცხადონ მკაცრი პროტესტი და 48 საათში შესთავაზონ ქვეყნის დატოვება. „სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხაილო სააკაშვილს."- წერია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.  "ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და შეთანხმდნენ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახრა ავიძბა, „ვაგნერელი აბრაგი“ და „სომხური ბატალიონი“ დონბასში საბრძოლველად

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლმა, ყარაბაღელმა ჰაიკ გასპარიანმა შეიარაღებული ძარცვის ბრალდებით 2019 წელს რუსულ ციხეში ამოყო თავი. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სხვა ათასობით პატიმრის მსგავსად, ისიც „ვაგნერის“ რიგებს შეუერთდა - ციხიდან პირდაპირ ბრძოლის ველზე აღმოჩნდა.

Radiotavisupleba.ge 

ისრაელი მასშტაბურ ოპერაციას ატარებს დასავლეთის სანაპიროზე

3 ივლისს, დილით ადრე ისრაელმა დაიწყო მასშტაბური სამხედრო ოპერაცია პალესტინელი ექსტრემისტების წინააღმდეგ, დასავლეთის სანაპიროზე, ჯენინში მდებარე ლტოლვილების ბანაკის სიახლოვეს. ოპერაციაში გამოყენებულია დრონები, ჩართულია ასობით სამხედრო. დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები ოპერაციას მიიჩნევენ ყველაზე მასშტაბურად ბოლო წლების განმავლობაში.  პალესტინელთა მხარის ინფორმაციით, რეიდს ემსხვერპლა 8 ადამიანი, დაიჭრა 50-ზე მეტი.  ოპერაციის ფონია ისრაელში მზარდი შიდა ზეწოლა პასუხი გაეცეს თავდასხმებს ისრაელელ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პისტორიუსი: პოლონეთში სწრაფად უნდა ამოქმედდეს უკრაინისთვის გამიზნული გერმანული ტანკების შეკეთების ცენტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, უფრო სწრაფად უნდა ჩატარდეს სამუშაოები, რომლებიც ემსახურება უკრაინისთვის გამიზნული, გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტიპის ტანკების შესაკეთებელი ცენტრის პოლონეთში გახსნას.  "ერთი რამ მკაფიოდ უნდა ითქვას: შეკეთების სამუშაოები არის უკრაინის მდგრადი მხარდაჭერის ნაწილი" - თქვა პისტორიუსმა 3 ივლისს, პოლონეთის თავდაცვის მინისტრთან, მარიუშ ბლაშჩაკთან შეხვედრის შემდეგ, სამხრეთაღმოსავლეთ პოლონეთში.  პისტორიუსის თქმით, ცენტრის შესახებ მოლაპარაკება სასურველია 10 დღეში დასრულდეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნავალნის ოჯახმა კოლონიას უჩივლა, პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსთან პაემნების არარსებობის გამო

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ოჯახის წევრებმა ოფიციალურად უჩივლეს პენიტენციალურ კოლონიას, სადაც ნავალნი იმყოფება, რადგან მათ პატიმრის მონახულების უფლებას არ აძლევენ.  ნავალნის ოჯახმა 3 ივლიის პოლიტიკოსის სოციალური ქსელებით გაავრცელა განცხადება, რომ ყველა პატიმარს აქვს უფლება წელიწადში სამი სამდღიანი და სამი ოთხსაათიანი შეხვედრა ჰქონდეს ოჯახის წევრებთან - მაგრამ ნავალნისთან ნათესავებს წელიწადის განმავლობაში არ უშვებენ. ოჯახის განცხადებით, ოჯახთან ბოლო სატელეფონო საუბარი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ ყოყმანობს ევროკავშირი მესამე ქვეყნებისთვის სანქციების დაწესებაზე

ევროკავშირის წევრებმა 23 ივნისს ბოლოს და ბოლოს მიიღეს ახალი სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, სადაც ყველაზე საინტერესო სანქციებისათვის თავის არიდების საწინააღმდეგო ახალი ჩარჩო იყო, რომელიც მესამე ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული.

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პუტინი და მისი თანაშემწეები პასუხს აგებენ, უკრაინაში დანაშაულების გამოძიების ცენტრის გახსნის ფონზე

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის დაპირებით, ყველაფერი გაკეთდება საიმისოდ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დროს როგორც ჩანს მომხდარი დანაშაულების სხვა ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ - იმ ფონზე, როცა საერთაშორისო თანამეგობრობამ 3 ივლისს ჰააგაში გახსნა საგანგებო ცენტრი, რომელმაც დანაშაულების შესახებ ცნობები უნდა გამოიძიოს.   "ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ დადგეს პუტინის და მისი თანაშემწეების ანგარიშვალდებულების საკითხი" - წერს ფონ დერ ლაიენი 3 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში აშშ-ის ელჩი შეხვდა WSJ-ის ჟურნალისტს, პატიმრობაში მყოფ გერშკოვიჩს

რუსეთში აშშ-ის ელჩს, ლინ ტრეისის 3 ივლისს უფლება მისცეს მოენახულებინა Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი, რომელიც მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში, პატიმრობაში იმყოფება - იუწყება თავად გამოცემა. 29 მარტის შემდეგ ეს მეორე ამგვარი ვიზიტი იყო.  გასულ კვირაში სასამართლომ დაამტკიცა ოფიციალური თხოვნა გერშკოვიჩის წინასწარი პატიმრობის სულ მცირე 30 აგვისტომდე გახანგრძლივების შესახებ.  გერშკოვიჩთან საკონსულოს წარმომადგენელთა ვიზიტების იშვიათობა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მზარდი უთანხმოების საგანია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როდის იწყება წიგნებთან ომი?

„სულაკაურის გამომცემლობაში“ რამდენიმე ადამიანის თვითნებურად მისვლის, იქ გამომცემლობის შეურაცხმყოფელი პლაკატების გაკვრის, მათი გამოცემული წიგნების შინაარსის გამო მუქარის შემდეგ, ძალადობრივი წარწერები, მაგალითად, ასეთი - „ჩვენი შვილების გარყვნისთვის გაგინგრევთ თავ-ყბას“, თბილისის სხვა უბნებშიც გამოჩნდა. ჰომოფობიური ჯგუფები გამომცემლობას ღიად ემუქრებიან „გაქრობით“ და დღესაც წერენ, რომ „მათი შვილების გარყვნის გამო, დედების რისხვა არ ასცდებათ“. ამ ანტილგბტ პროპაგანდისტული განცხადებებს დაემთხვა პრემიერ-მინისტრ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტის განხილვა პროცედურაზე შეუთანხმებლობის გამო გადაიდო

3 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მე-2 მოსმენით განხილვა კამათით დაიწყო. ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა სკანონმდებლო ორგანოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას წინადადებას, რომლის თანახმად, დეპუტატები ძირითად კანონპროექტზე შეკითხვებს დასვამენ არა თითოეული მუხლის, არამედ თავის შესახებ. ბერაიას წინადადებას საფუძვლად უდევს პარლამენტის რეგლამენტის 110-ე მუხლი. ის სხდომის თავმჯდომარეს განხილვის პროცედურაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას ანიჭებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ფუნქცია ეზრდება - პარლამენტმა კანონში ცვლილება შეიტანა

საქართველოს პარლამენტმა 3 ივლისს რიგგარეშე სესიის სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღო „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები. 77 ხმით მხარდაჭერილი ცვლილებებით, ჯანდაცვის სამინისტროს ეზრდება მაკონტროლებლის უფლებამოსილება. კანონის თანახმად. ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი შეტყობინების გარეშე შეეძლება ნებისმიერ დროს შეამოწმოს და თუ საჭიროდ მიიჩნევს, დახუროს ნებისმიერი კერძო თუ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულება, რომლებიც სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ სამინისტროს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მელია ენმ-ის ხელმძღვანელობას: რას გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას მიმართავს, რას გეგმავენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის. მელია ფეისბუქზე ავრცელებს განცხადებას, რომელშიც თანაპარტიელებს სააკაშვილის საკითხზე დანაპირებების შეუსრულებლობას შეახსენებს. "რას აკეთებთ და გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები? ვოლიდან ვოლზე სურათს დაატარებთ და ვიშვიშებთ, ხვალ 50 კაციან აქციას ჩაატარებთ, (აქციისთვის და არა შედეგისთვის - რაც არასდროს გამიკეთებია). Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ბრიტანული კომპანია Unilever-ი დაუმატა ომის დამფინანსებელთა სიას

უკრაინის კორუფციის აღკვეთის სახელმწიფო სააგენტომ (NAZK) სამომხმარებლო საქონლის ბრიტანული კომპანია Unilever-ი დაუმატა ომის დამფინანსებელთა სიას და განაცხადა, რომ ასობით საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდი, მათ შორის Dove, Rexona, Lipton-ი და Domestos-ი, არ ასრულებს თავის დაპირებას, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დატოვოს რუსული ბაზარი. როგორც NAZK-ის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ ნოვიკოვმა 3 ივლისს განაცხადა, "Unilever-ი ვერ იტყვის, რომ ამ ომის წინააღმდეგია, სანამ პუტინის სამხედრო მანქანას უჭერს მხარს". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საქმეთა რწმუნებული Georgian Airways-ის სანქცირების გამო საგარეო უწყებაში იმყოფებოდა

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლექსანდრ შულგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. როგორ სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, „შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ავიაკომპანია “აირზენა - საქართველოს ავიახაზების” და მისი მფლობელის სანქციების სიაში შეყვანის საკითხი“. მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტოშუ განაცხადეს, რომ "შეხვედრაზე გამოიხატა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით საფუძველს მოკლებულია. უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ქალაქ სუმიში ერთი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის დრონებით შეტევას

3 ივლისს რუსეთის მხრიდან დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა უკრაინის ჩრდილოაღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სუმიში.  რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, ირანული წარმოების, "შაჰედის" ტიპის ოთხი დრონი დაეცა ადმინისტრაციულ შენობას და ორ მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობას ქალაქის ცენტრში.  უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახური ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც, მისი თქმით, ასახავს თავდასხმით დაზიანებულ შენობებს, მათი ეზოები ნატეხებით არის მოფენილი.

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი: მომეცით საშუალება, ღია დებატებში მივიღო მონაწილეობა, ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები თუ მე

კლინიკა "ვივამედში" მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაში დისტანციურად ჩართვისას ხელისუფლებას მიმართა, "ღიად კამათის," "დებატების" საშუალება მისცენ და მტყუან-მართალი ხალხმა გაარჩიოს. ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი პირველი თებერვლის შემდეგ პირველად მონაწილეობს მის წინააღმდეგ აღძრული ერთ-ერთი საქმის სასამართლო განხილვაში. "რატომ გეშინიათ, რომ ღიად ვილაპარაკოთ? მომეცით საშუალება, მივიღო ღიად დებატებში მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურას ეხება, პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს 22-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თავდაპირველად მიღებულ ვერსიას 78 მომხრე და 14 მოწინააღმდეგე ჰყავდა. სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო 26 ივნისს დაადო. წინა რედაქციით, „დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის [ცესკოს წევრების] კანდიდატთა შესარჩევ კომისიას". შერჩეულ კანდიდატებს კი პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში ამბოხების მცდელობის შემდეგ, "ვაგნერმა" შეწყვიტა მეომრების გადაბირება

რუსეთის გასამხედროებულმა დაჯგუფებამ, "ვაგნერმა" - რომელმაც 23-24 ივნისს მოკლევადიანი ამბოხება მოაწყო - სრულად შეწყვიტა მეომრების გადაბირების პროცესი. "ვაგნერის" ტელეგრამის არხზე 2 ივლისს გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმად, ჯგუფი "დროებით არ მონაწილეობს საგანგებო სამხედრო ოპერაციაში და ბელარუსში გადადის". შეთანხმებით, რომლითაც ამბოხება დასრულდა, "ვაგნერის" ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს, საშუალება მიეცა თავი ბელარუსს შეაფაროს. ჯგუფის მეომრებს არჩევანი მისცეს - ან პრიგოჟინს გაჰყოლოდნენ, ან რუსეთის არმიას შეერთებოდნენ კონტრაქტებით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი განიხილავს რუსეთთან დათმობებს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ძალაში დასატოვებლად

ევროკავშირი განიხილავს რუსეთის წინადადებას, შეიქმნას რუსეთის სოფლის მეურნეობის ბანკის შვილობილი კომპანია, რათა ამ დათმობით ხელი შეეწყოს იმ ხელშეკრულების გახანგრძლივებას, რომლითაც უკრაინა შავი ზღვის გავლით თავისი მარცვლეულის ექსპორტს აწარმოებს - წერს Financial Times-ი 3 ივლისს. მოსკოვი გამოდის მუქარით, რომ ხელშეკრულებას 17 ივლისის შემდეგ აღარ გაახანგრძლივებს, რადგან საერთაშორისო სანქციები მისი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს უქმნის წინაღობას. შეთავაზებულ ახალ უწყებას წვდომა ექნება SWIFT-ის ფინანსურ სისტემასთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაიხსნა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ცნობების საერთაშორისო ცენტრი

3 ივლისს ჰააგაში გაიხსნა საერთაშორისო ოფისი, რომელმაც უნდა გამოიძიოს ცნობები უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებულ ომში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. ამ ოფისს განიხილავენ რუსეთის ლიდერებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის პირველ ნაბიჯად. ახალ ოფისს ეწოდება "აგრესიის დანაშაულის გამოძიების საერთაშორისო ცენტრი" (ICPA), და მასში შედიან პროკურორები უკრაინიდან, ევროკავშირიდან, აშშ-დან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC). კიევი გამოდის საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსების მოწოდებებით მას შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი პაპუაშვილს: თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მიმიყვანეთ

კლინიკა "ვივამედში" მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაში დისტანციურად მონაწილეობს. იგი პირველი თებერვლის შემდეგ პირველად ჩაერთო თავის სასამართლო პროცესში. დღეს, 3 ივლისს, "7 ნოემბრის საქმე" განიხილება. სხდომაზე ჩართვისას მან სიტყვა უკრაინულ ენაზე დაიწყო, შემდეგ კი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კომენტარს გამოეხმაურა იმაზე, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს ყველამ, ვინც სააკაშვილის საქმეზე "დეზინფორმაციულ კამპანიაში" იყო ჩართული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ცალსახად მიუღებელია" - ლევან დავითაშვილი უკრაინაში Georgian Airways-ის სანქცირებაზე

დღეს, 3 ივლისს, საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შესაბამისი კითხვის პასუხად გამოეხმაურა უკრაინის ხელისუფლების მიერ ქართული ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებისთვის“ (Georgian Airways LLC) სანქციების დაწესებას. ლევან დავითაშვილის თანახმად, ეს იყო „პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება“ იმ ფონზე, როცა ძალიან ბევრი ქვეყნის ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში. როგორც ლევან დავითაშვილმა თქვა... Читать дальше...


Для столичных школьников провели мастер-класс «Город и медиатворчество подростков. Открываем мир знаний вместе»

Жителей Подмосковья предупредили о грозе и сильных порывах ветра

Сергей Катырин: семейные предприятия должны получать расширенную господдержку

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Летевший из Санкт-Петербурга в Сочи самолет экстренно сел в Минводах

Обгоревшие тела детей были обнаружены после пожара под Чеховом

Юбилейный Wine Picnic 2024 в Яхт-клубе «Галс»

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

Музыкальные новости

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Выставка-предупреждение «Пожарная безопасность», В рамках Федеральной информационной противопожарной кампании «Останови огонь».

Новости России

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

Подготовка тепловых сетей к отопительному сезону началась в Солнечногорске

Жителей Подмосковья предупредили о грозе и сильных порывах ветра

Открытие первого дилерского центра VGV в России. ГК «АВТОРУСЬ» стала первым дилером

Экология в России и мире

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

BYD-FORKLIFT - официальный дистрибьютор BYD в России

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Российский теннисист Сафиуллин опустился на две позиции в рейтинге ATP

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Moscow.media

Рождественское утро...

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Недорогой семейный кроссовер Chevrolet вернулся на российский рынок. Цена приятно удивит.







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *