Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2023

Новости за 14.07.2023

Radiotavisupleba.ge 

რატომ შიმშილობს ადვოკატი ქუთაისში?

მესამე დღეა, რაც ადვოკატმა მარიამ ლევიძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის წაგების შემდეგ მან თქვა, რომ მოსამართლეებს „გადაწყვეტილება არ მიუღიათ ფაქტებზე და გარემოებებზე დაყრდნობით”, რის გამოც მან დაკარგა სამართლებრივი ბრძოლის იმედი და პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს. მარიამ ლევიძე ძმების - რომეო და რევაზ ტყეშელაშვილების უფლებებს იცავს. ადვოკატი ითხოვდა, სასამართლოს უკანონოდ ეცნო მათთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერის გადაწყვეტილება. ძმებს ორდერი ორი თვის წინ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა იუწყება წინსვლაზე სამხრეთში, აღმოსავლეთით მისი ძალები აკავებენ რუსეთის შეტევას

უკრაინის არმიის განცხადებით, მისი ძალები წინ მიიწევენ სამხრეთით, ზაპოროჟიეს რეგიონში და აკავებენ რუსეთის არმიის შეტევას აღმოსავლეთით, ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში.  არმიის გენერალური შტაბი 14 ივლისის საღამოს ანგარიშში აცხადებს, რომ მტერმა 43 საჰაერო და 17 სარაკეტო შეტევა განახორციელა. ანგარიშის თანახმად, რუსეთის არმია გააგრძელებს კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის არეალებზე, და კვლავ მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლები. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მოხდა 20-მდე საბრძოლო შეტაკება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ვეფხისტყაოსანი“ რუსთაველს არ დაუწერია - ვის შეაქვს ეჭვი?

ვინმე საერთოდ დავობს იმის შესახებ, ვინ არის „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი? პერიოდულად კი. დროდადრო გამოჩნდება ხოლმე ახალი ვერსია, რომლის მიხედვითაც „ვეფხისტყაოსანი“ შოთა რუსთაველს არ დაუწერია. რატომ შეაქვთ ეჭვი რუსთაველის ავტორობაში და რა მეცნიერული თუ არამეცნიერული ვერსიები არსებობს ამ ფენომენზე - რადიო თავისუფლება რუსთველოლოგს, აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძეს ესაუბრა. - ბატონო ელგუჯა, ივლისის დასაწყისში გამოითქვა ვერსია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ დავით სოსლანმა დაწერა. ამ თემას ცხინვალელმა პოეტმა სურატ ჯიჯოიტმა წიგნიც კი მიუძღვნა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იაპონიაში საქართველოს ელჩის მანქანას ინციდენტი შეემთხვა

ტოკიოს პოლიცია იძიებს შესაძლო თავდასხმას იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას მანქანის მძღოლზე. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ელჩის მძღოლმა პოლიციაში დარეკა პარასკევს, დაახლოებით შუადღისას, და პოლიციას შეატყობინა, რომ საელჩოსთან ახლოს მას მამაკაცი საყელოში სწვდა. პოლიცია და საელჩო ავრცელებენ მძღოლის სიტყვებს, რომ კაცმა თავისი მანქანა ელჩის მანქანის წინ გააჩერა და კარი მძღოლის მხარეს გააღო. ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას ტვიტერის არხზე გამოქვეყნდა ჩანაწერი, რომელზეც ჩანს, რომ მამაკაცი ხელს ყოფს ელჩის მანქანაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილმა საფრანგეთს მადლობა გადაუხადა 2008 წლის ომში გადამწყვეტი როლისთვის

თბილისში, საფრანგეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთს მადლობა გადაუხადა. პრემიერმა განსაკუთრებით გამოყო 2008 წელი. „ჩვენი ისტორიის საკვანძო მომენტებში, მათ შორის, ყველაზე მტკივნეულ მომენტებში, საფრანგეთი ყოველთვის იყო ქართველი ხალხის გვერდით. ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება ფრანგი ერისადმი იმ გადამწყვეტი როლისთვის, რომელიც საფრანგეთმა ითამაშა 2008 წლის ომის დროს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტზე ილაპარაკა

ზურაბ ჩხაიძემ, რომელიც „ვივამედის" კლინიკური დირექტორია, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" ეთერში ილაპარაკა პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ. ჩხაიძემ უპასუხა შეკითხვას, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის კლინიკიდან ფარულად გატანის მცდელობის შესახებ - თუკი ექიმებს ნიმუშების აღების ნებართვა ჰქონდათ, რა ნიმუშები გაჰქონდა ერთ-ერთ მათგანს? „შემიძლია დაგიდასტუროთ ეს ფაქტი, როცა კოლეგები შემოვიდნენ კლინიკაში, ჩვენ ფაქტობრივად, რვა საათის განმავლობაში ვიმყოფებოდით ერთად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჟენევის ჩიხი - უშედეგო მოლაპარაკებები

ჩიხი - ამ სიტყვას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის შესაფასებლად სულ უფრო ხშირად იყენებენ. მეთხუთმეტე წელია, მოლაპარაკებაში ჩართული მხარეები შვეიცარიაში საკუთარი მოთხოვნებით და დღის წესრიგით ჩადიან, თუმცა მხოლოდ იმაზე თანხმდებიან, რომ კიდევ ერთხელ შეხვდებიან.

Radiotavisupleba.ge 

„ფორმულის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიებამ ერთი მოქალაქე ამხილა

ბათუმში ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ერთი მოქალაქე ამხილა. განცხადებაში აღწერილია 13 ივლისს ბათუმში განვითარებული მოვლენები.  გამოძიების ვერსით, „ფორმულის“ ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა და ოპერატორი თემო ხუხია ინტერვიუს ჩასაწერად მივიდნენ ბათუმში მცხოვრებ ნ.ძ. - სთან, რა დროსაც ნ. ძ. გახდა აგრესიული და სალომე ბოკუჩავას ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სახის არეში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრეგაძე: პოლონელი ექიმი სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლით მალულად გატანას ცდილობდა 

სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელშიც, მისივე განცხადებით, ასახულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, კლინიკა „ვივამედიდან" პოლონელი ექიმების გამოსვლა. ამავე თემაზე გაკეთებულ განცხადებაში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელი ექიმი ცდილობდა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლის მეშვეობით, მალულად გატანას. „ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ესტონეთიდან აშშ-ში განხორციელდა რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პირის ექსტრადიცია

ესტონეთიდან აშშ-ში განხორციელდა ექსტრადიცია პირისა, რომელსაც აშშ ბრალად სდებს აშშ-ში წარმოებული ელექტრო და საბრძოლო მასალების უკანონოდ შეტანას რუსეთში, მოსკოვის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მხარდასაჭერად - იუწყებიან ფედერალური პროკურორები 14 ივლისს.  როგორც იუწყებიან, ვადიმ კონოსჩენოკი სასამართლოს წინაშე პირველად პარასკევს წარდგება. პროკურორები ითხოვენ მის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას სასამართლომდე და აცხადებენ, რომ სხვა შემთხვევაში ეჭვმიტანილი შესაძლოა მიიმალოს.  48 წლის კონოსჩენოკი ესტონეთში დააკავეს 2022 წლის ოქტომბერში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა სმოლენსკში დახურა პოლონეთის საკონსულო, "არამეგობრულ ნაბიჯებზე" პასუხად

რუსეთის ხელისუფლებამ გასცა მოსკოვიდან 400-მდე კილომეტრის მოშორებით, სმოლენსკში მდებარე პოლონეთის საკონსულოს დახურვის ბრძანება. მთავრობის პრესსამსახურმა სააგენტო Interfax-ს უთხრა, რომ "ეს არის შედეგი პოლონეთის ხელისუფლების არამეგობრული ქმედებებისა, რომლებიც თავიანთი ბუნებით ანტირუსულია, ნაბიჯებისა, რომლებიც გადაიდგა საიმისოდ, რომ უკანონოდ ჩამორთმეულიყო რუსეთის ქონება პოლონეთის ტერიტორიაზე".  მაისში პოლონეთმა გადაიბარა ვარშავაში მდებარე სკოლის შენობა, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთის საელჩოს - და განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

1 წლის თავზეც ხარაჩოებში - "ავლაბრის" მეტრო დათქმულ ვადაში არ გაიხსნება

მეტროსადგურ "ავლაბრის" ზედა ვესტიბიულის რემონტი დაწყებიდან ერთი წლის შემდეგაც არ დასრულებულა. მგზავრები ბაქანზე კვლავაც უკანა შესასვლელიდან ჩადიან.

Radiotavisupleba.ge 

ურალში ევაკუირებული არიან ატომური საწარმოს თანამშრომლები

ურალის ელექტროქიმიური კომბინატის ურანის გამამდიდრებელ საწარმოში მოხდა ბირთვული საწვავის ბალონის დეჰერმეტიზაცია. იუწყებიან, რომ ამის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, საწარმოს თანამშრომლები ადგილიდან გაიყვანეს. კონტეინერთან დაკავშირებული ინციდენტი 14 ივლისს, ადგილობრივი დროით დილის 9:13 საათზე მოხდა. სახელმწიფო კორპორაცია "როსატომი" ირწმუნება, რომ ინციდენტი ლოკალიზებულია და მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. მიმდინარეობს საწარმოს სანიტარული დამუშავება.

Radiotavisupleba.ge 

სტეფანაკერტში ათასობით პირმა გააპროტესტა ლაჩინის დერეფნის ბლოკირება

14 ივლისს ათასობით პირმა მოიყარა თავი სტეფანაკერტში, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რესპუბლიკის დედაქალაქში, რათა გაეპროტესტებინა აზერბაიჯანის მხრიდან ლაჩინის დერეფნის ბლოკირება. ეს დერეფანი წარმოადგენს ერთადერთ სახმელეთო კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის. აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (SBS) 11 ივლისს გამოაცხადა, რომ ლაჩინის დერეფნის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე მოძრაობა შეწყდა, რათა გამოძიებულ იქნეს "სხვადასხვა სახის კონტრაბანდა", რომელიც აღმოჩნდა "წითელი ჯვრის" მანქანებში, რომლებიც სომხეთიდან მოდიოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„სერიალის პილოტი წლის ბოლოს იქნება“ - ნინო ხარატიშვილი „ბრილკას“ გადაღებებზე

ამ ამბავს, ნინო ხარატიშვილის გახმაურებული წიგნის, „მერვე სიცოცხლისგან“ განსხვავებით, ერთი დასაწყისი აქვს - სტასიას, ქრისტინეს, კოსტიას, კიტის, ელენეს, დარიას, ნიცას და ბოლოს, ბრილკას თავგადასავალი, რომელიც ავტორმა 1200-გვერდიან რომანში ჩაატია, მალე სამსეზონიან სატელევიზიო სერიალად გადაიქცევა.

Radiotavisupleba.ge 

პენტაგონი: "ვაგნერის" ძალები არ მონაწილეობენ რაიმე მნიშვნელოვანი ფორმით უკრაინაში სამხედრო ოპერაციებში

რუსული გასამხედროებული ჯგუფი "ვაგნერი" რაიმე მნიშვნელოვანი ფორმით არ მონაწილეობს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში - აცხადებს პენტაგონი 13 ივლისს, როცა ორ კვირაზე მეტია გასული რუსეთში "ვაგნერის" მიერ მოწყობილი მოკლევადიანი შეიარაღებული ამბოხებიდან. "ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ "ვაგნერის" ძალების რაიმე მნიშვნელოვანი ფორმით მონაწილეობას უკრაინაში სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად", - ამბობს პენტაგონის პრესმდივანი, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალი პატრიკ რაიდერი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერდოანის თქმით, ის და პუტინი თანხმდებიან, რომ მარცვლეულის შეთანხმება უნდა გახანგრძლივდეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 13 ივლისს განაცხადა, რომ ის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ უკრაინის მარცვლეულის შავი ზღვით გადაზიდვის შეთანხმების გახანგრძლივების საჭიროებაზე. ჟურნალისტებთან საუბრში ერდოანმა იმედი გამოთქვა, რომ გაეროსა და თურქეთის ძალისხმევის შედეგად შეთანხმება გახანგრძლივდება ამჟამინდელი ბოლო ვადის, 17 ივლისის მიღმაც. გაეროსა და თურქეთს მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებისთვის გაწეულ ძალისხმევაში ევროკომისია ეხმარება. როგორც ევროკავშირის პრესმდივანმა ერთი დღით ადრე თქვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაპილომა ვირუსის ვაქცინა ბიჭებისთვისაც უფასო იქნება

საქართველოში იწყება ბიჭებისთვის პაპილომა ვირუსის უფასო ვაქცინაცია. გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა 13 ივლისს მიიღო და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. ეს ვაქცინა ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგოა. ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, ძირითადად სქესობრივი კავშირის დროს. მისი ზოგიერთი ტიპი ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევია, კაცების შემთხვევაში კი შესაძლოა გამოიწვიოს პენისის, ანალური და ყელის კიბო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ვაქცინა მაღალეფექტურია - აცრილთა თითქმის 100%-ს უვითარდება იმუნიტეტი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უმაღლესი რადა სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს

უკრაინის უმაღლესი რადა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს მიმართავს ჰუმანიტარული აქტის განხორციელების აუცილებლობის შესახებ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით. დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკის ინფორმაციით, დადგენილების პროექტს 285-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მასში მითითებულია, რომ დოკუმენტის მიღება, მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობითაა განპირობებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძე: მოსამართლის დაუსაბუთებლად სანქცირება კონსტიტუციის უხეში ხელყოფაა

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, კონსტიტუციის უხეში ხელყოფაა, როცა დაუსაბუთებლად ხდება მოსამართლეთა სანქცირება. მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად კიდევ ერთხელ შეაფასა აშშ-ის გადაწყვეტილება, სავიზო სანქცია დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ. "უცხო ქვეყნიდან ქართველ მოსამართლეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე როცა ასანქცირებენ, ეს პირდაპირ ნიშნავს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპში ჩარევას, რაც ძალიან უხეში ქმედებაა. ჩვენ ამაზე გვქონდა რეაქცია და მომავალშიც აუცილებლად გვექნება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

3 არხის ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით საგარეჯოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დააკავეს ადამიანი, რომელმაც 6 ივლისს იძალადა სამი ტელეარხის თანამშრომლებზე, როცა ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. მას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება. "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 06 ივლისს, ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორი სულხან ჭკადუა ქ. საგარეჯოში, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.შ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა "სქესის შეცვლის" აკრძალვის კანონი

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს სქესის შეცვლას „ქირურგიული გზით“. იკრძალება ასევე დოკუმენტებში „გენდერული მარკერის" შეცვლა. კანონპროექტის თანახმად, ტრანსგენდერული ტრანზიციის ფარგლებში ქირურგიული ოპერაციები დაშვებული იქნება მხოლოდ "ბავშვებში სქესის ფორმირების თანდაყოლილი ფიზიოლოგიური ანომალიების სამკურნალოდ". საამისოდ საჭირო იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სახელმწიფო უწყების კომისიისგან. საკანონმდებლო ცვლილებები, სხვა საკითხებთან ერთად,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"დილის საუბრები განათლებაზე": რეპეტიტორობა - რა ქმნის მასზე მოთხოვნას?

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორ ნუცა კობახიძესთან ერთად ვისაუბრეთ რეპეტიტორობის საჭიროების განმაპირობებელ ფაქტორებზე საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, მისით მიღებულ სარგებელსა და გამოწვეულ პრობლემებზე, მასწავლებლების მდგომარეობასა და მიზეზებზე, რაც მათ რეპეტიტორობის შეთავსებისკენ უბიძგებს.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის „სამხრეთ დაჯგუფების“ შტაბის პერიმეტრი ქვიშის ტომრების კონსტრუქციით გაამაგრეს

დონის როსტოვში მდებარე რუსეთის არმიის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბის პერიმეტრის დაცვა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ წამოწყებული ამბოხის დროს 22-23 ივნისს, "ვაგნერელებმა" დაიკავეს შტაბის შენობა და ოლქში მდებარე სხვა ფედერალური სამხედრო ობიექტები. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით 12 ივლისს შენობის პერიმეტრს შემოავლეს ქვიშითა და გაბიონით სავსე ტომრების რიგები. შენობის შესასვლელთან მესამე კვირაა დგას ჯავშანმანქანა „ტიგრი“, ხოლო სახურავზე უწყვეტად მორიგეობენ სნაიპერები. Читать дальше...


Foton представила в РФ новую модель Tunland V9

В Рыбинске проходит конференция «Взрывной рост бизнеса»

Трансляцию концерта Московского джазового оркестра в Китае посмотрело 50 миллионов

Сделано в СССР. Первое историческое ралли в Москве стартует 2 июня



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Мужчина прострелил голову супруге в центре Москвы

Художника-фронтовика наградили медалью «За заслуги перед Владимирской областью»

Инспекторы выявили 38 тысяч неиспользуемых объектов в Подмосковье

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

Музыкальные новости

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

KP: муж изменял Алсу последние 10 лет

Путин: РФ придает большое значение союзническому взаимодействию с Азербайджаном

Росгвардия обеспечила правопорядок футбольного матча РПЛ в Самаре

Новости России

Мужчина прострелил голову супруге в центре Москвы

Готовь жилье к лету…

Более 600 человек из 60 регионов стали участниками фестиваля «Импульс добра»

Змея напугала посетителей магазина в Зеленограде

Экология в России и мире

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Пластический хирург, косметолог и дерматолог Мадина Байрамукова: как правильно спать, чтобы не было морщин

Новые электрические зубные щетки Revyline RL 075 Peach Fuzz появились в филиале бренда в Москве

Ярко и стильно: самые интересные цветовые сочетания на лето

Спорт в России и мире

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Российский теннисист Сафиуллин опустился на две позиции в рейтинге ATP

Касаткина опустилась на 13-ю строчку в рейтинге WTA, Рахимова поднялась на 18

Moscow.media

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

ALMI Partner: операционных систем в Реестре Минцифры должно стать меньше

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *