Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2023

Новости за 28.07.2023

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთის და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი - შეძლებს საქართველო ორ სკამზე ერთდროულად ჯდომას?

საქართველომ, - აშშ-ის სტრატეგიულმა პარტნიორმა, რომელსაც კონსტიტუციით აქვს ნაკარნახევი ნატოსკენ სწრაფვა, - სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა ავტორიტარულ ჩინეთთან, რომლის ამბიციები და პოლიტიკაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სულ უფრო და უფრო აშფოთებს.

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში რუსულ ენაზე დაანონსებული უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა გადაიდო

რუსეთის შოუ-ბიზნესის მომღერალი ირაკლი ფირცხალავა, რომელსაც რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობა აქვს, 29-30 ივლისს ბათუმში EXPO-2023-ს - უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვას აანონსებდა. მან რუსულ ენაზე ჩაწერილი სარეკლამო ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა: „საქართველო სთავაზობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფართო შესაძლებლობას უძრავი ქონების შესაძენად". ფირცხალავას უძრავი ქონების სააგენტო People-ის მიერ გავრცელებულ სარეკლამო ცნობაში ქართული სამშენებლო კომპანიების ლოგოებიც გვხვდებოდა. მედიის დაინტერესების შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში კიდევ უფრო „დიდი ომის“ სუნი ტრიალებს

რუსეთის ჯარში სამხედრო სამსახურში გაწვევის ზედა ასაკობრივი ზღვარი სამი წლით - 27-დან 30 წლამდე - გაიზარდა. სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული შესაბამისი კანონპროექტი 28 ივლისს ფედერაციის საბჭომაც დაამტკიცა.

Radiotavisupleba.ge 

მალხაზ ქავთარაძე: როცა განაღმვაზე ვართ, მოწინააღმდეგე ცეცხლს გვიშენს

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას, რომელიც ივნისში დაიწყო, რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის წინასწარ დანაღმული ველები და უშუალოდ კონტრშეტევის დროს რუსეთის მიერ კასეტური ბომბებით ჩამოყრილი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები აბრკოლებს.

Radiotavisupleba.ge 

“ხო ძალიან დიდი სირცხვილია, რომ ასე ვცხოვრობთ?” - ხევსურეთში ელექტროენერგიის მოთხოვნით გზის გადაკეტვას აპირებენ

“უყურადღებობამ მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს უშუქოდ დარჩენილი სოფლების მოსახლეობა და ადამიანები, რომელთაც გული შესტკივათ მთის სოფლების განვითარებაზე, გადავკეტავთ ხევსურეთის საავტომობილო გზას და ამით ვეცდებით ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ხელისუფლებას”, - სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ტექსტით ხევსურები მხარდამჭერების შემოკრებას ცდილობენ. მხოლოდ პირაქეთა ხევსურეთში ათამდე სოფელი მრავალი წელია უშუქოდ არის დარჩენილი. ელექტროენერგიით უწყვეტად მომარაგების პრობლემა აქვთ პირიქითა ხევსურეთშიც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთი თითქმის გააორმაგებს თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობას

პოლონეთი თითქმის გააორმაგებს თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობას 172000-დან თითქმის 300000-მდე. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ შესაბამისი დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია. ამის შესახებ BBC იუწყება. პოლონეთის არმიაში დაგეგმილია ორი ახალი დივიზიის შექმნა, რითაც მათი საერთო რაოდენობა ექვსამდე გაიზრდება. გაიზრდება თავდაცვის ხარჯებიც - ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-მდე. ვარშავამ გადაწყვიტა, თავისი ჯარების ნაწილი ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე განელაგებინა მას შემდეგ, რაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში შემოვა გემი, ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტებით

29 ივლისს გემი „ასტორია გრანდე“ ისევ გამოვა სოჭიდან, მარშრუტი ბათუმში გაჩერებას ითვალისწინებს. „ეზო კავკაზა“ წერს, რომ ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობენ. ისინი გემის სცენაზე გამოვლენ. არტისტებს შორის არის Hi-Fi-ის ყოფილი სოლისტი მიტია ფომინი. ის 2022 წელს მონაწილეობდა პატრიოტულ მარათონში „ზა რასიი“, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად გაიმართა. უკრაინის მთავრობამ ფომინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. საიტზე „ომი და სანქციები“ მითითებულია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ (არ) მუშაობს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ – აგიხსნით მარტივად

„მე ნამყოფი ვარ აფხაზეთში. ვნახე სახლები ჩამსხვრეული ფანჯრებით, რომლებიც თქვენ [ქართველებმა] ჩაამსხვრიეთ“, - უთხრა ჟურნალისტებს რუსმა ტურისტმა, რომელიც ბათუმში სოჭიდან წამოსულ კრუიზს შემოჰყვა.

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკის თქმით, გამარჯვება უნდა იყოს ისეთი, რომ რუსეთის ხელახალი აგრესია შეუძლებელი გახდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღის აღნიშვნისას დემონსტრაციულად გაუსვა ხაზი ქვეყნის სუვერენიტეტს მაშინ, როცა ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს მწვავე ბრძოლები რუსეთის ჯარების წინააღმდეგ. „ჩვენ არ გვჯერა, რომ რუსეთი არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას მას შემდეგაც კი, რაც ჩვენ ოკუპანტებს მთელი ჩვენი მიწიდან განვდევნით. მაგრამ უკრაინის გამარჯვება შეიძლება და უნდა იყოს ისეთი, რომ დაბრუნების შესახებ მტრის ნებისმიერი მცდელობა არ სცდებოდეს იმ შეშლილთა ავადმყოფ ფანტაზიას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ორი მოქალაქე სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ ცხინვალის კოლონიიდან გაათავისუფლეს

საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებმაც სასჯელი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის მოიხადეს. ცნობას საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ი აქვეყნებს. 1970 წელს დაბადებული სერგო გუგუტიშვილი, გორის სოფელ გუგუტიანთკარიდან და თბილისში მცხოვრები, 1961 დაბადებული თამაზ კახაბრიშვილი, 2023 წლის 2 იანვარს დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 18 ივლისს გუგუტიშვილი და კახაბრიშვილი ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავეებად ცნო „საზღვრის“ უკანონო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მნიშვნელოვანია მანქანებში დარჩნენ" - ტრაილერის ქართველი მძღოლები ისევ გაიფიცნენ გერმანიაში

მე-11 დღეა, რაც გერმანიაში გაფიცვას აგრძელებენ ქართველი, ტაჯიკი, ყაზახი და უზბეკი მძღოლები.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ქალაქ ტაგანროგში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 12 ადამიანი დაშავდა

როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრში აფეთქების ხმა გაისმა, ქალაქის თავზე გამოჩნდა კვამლის სვეტი. ამის შესახებ პორტალი 161.Ru იტყობინება. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სახლებში ფანჯრებმა ზრიალი დაიწყო. ტელეგრამის არხის, „112-ის“ ცნობით, აფეთქება მოხდა რესტორან „ჩეხოვ სადთან“. როგორც ტასი წერს სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით, ტაგანროგის კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 12 ადამიანი დაშავდა. ტელეგრამის არხი „ოსტოროჟნო, ნოვოსტი“ იუწყება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„დასკვნა თქვენ გააკეთეთ“ - რატომ იმსხვერპლა ჩხოროწყუში ხიდის ჩანგრევამ სატვირთოს მძღოლი?

ჩხოროწყუში გამოძიება გრძელდება იმ მიზეზების დასადგენად, რომლის გამოც საავტომობილო ხიდი ჩაინგრა და ამ მომენტში ხიდზე მყოფი სატვირთო მანქანის მძღოლი იმსხვერპლა. ავარია 27 ივლისს მოხდა.

Radiotavisupleba.ge 

დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანი იყო რუსი ტურისტების საკრუიზო ლაინერის მიმართ რეაქცია

ბათუმში სოჭიდან თურქეთის გავლით ჩასული საკრუიზო ლაინერის მგზავრების წინააღმდეგ პორტში გამართულ აქციას გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. მან  ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა გურიაში, ზაზა ფაჩულიას და კომპანია „გალფის“ თანამშრომლობით, საკალათბურთო მოედნის გახსნის ღონისძიების შემდეგ. „ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მოქალაქეების რეაქცია. რეაქცია რუსი ტურისტების საკრუიზო გემის ვიზიტზე იყო“, - აღნიშნა დიპლომატმა. დეგნანის აზრით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მოქალაქეები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა „ქართული ლეგიონის“ 70-ზე მეტი მებრძოლი პასუხისგებაში დაუსწრებლად მისცა

საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში ბაზირებული „ქართული ლეგიონის“ 70-მდე მებრძოლი დაუსწრებლად მისცა პასუხისგებაში. როგორც უწყებაში აცხადებენ, მათ შორის არის მამუკა მამულაშვილი, რომელმაც 2014 წელს „ქართული ლეგიონი“ დააფუძნა. მათ ბრალად ედებათ უკრაინის მხარეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა. „დადგენილია, რომ მამულაშვილმა 2014 წელს ჩამოაყალიბა „ქართული ლეგიონი“ და ლუგანსკის და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკების“ ხელისუფლებების წინააღმდეგ გადაიბირა ქართული წარმოშობის პირები“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინი: რუსეთმა აფრიკის ქვეყნებს 23 მილიარდი დოლარის ვალები გაუბათილა

რუსეთმა აფრიკის ქვეყნებს საერთო ჯამში 23 მილიარდი დოლარი ჩამოუწერა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა რუსეთ-აფრიკის სამიტის სხდომაზე. ამასთან, 2019 წელს სოჭში გამართულ წინა მსგავს სამიტზე 20 მილიარდ დოლარზე მეტი ვალის ჩამოწერაზე იყო ლაპარაკი. ამრიგად, სამ წელიწადში რუსეთმა აფრიკას დაახლოებით სამი მილიარდი დოლარი ვალი აპატია. პუტინმა პირობა დადო, რომ „აფრიკის ქვეყნების უახლესი მოთხოვნის მიხედვით“ რუსეთი მათ 90 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მეგობრები იუწყებიან, რომ დაიღუპა უკრაინაში მებრძოლი არჩილ დევრისაშვილი

უკრაინაში მებრძოლი არჩილ დევრისაშვილის დაღუპვის შესახებ მეგობრები იუწყებიან. მათი ინფორმაციით, ის ბახმუტში ბრძოლას ემსხვერპლა. "უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები", - უთხრეს რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძვიან ქართველი მოხალისეებიც. 2022 წლის 24 თებერვლის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა კანონი ჯარში გაწვევის ასაკის 30 წლამდე გაზრდის შესახებ

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1 იანვრიდან ჯარში გაწვევას დაექვემდებარებიან 18-დან 30 წლამდე ასაკის მოქალაქეები. კანონის მიღებას მხარი დაუჭირა 159-მა სენატორმა, ერთმა თავი შეიკავა, იუწყება „ინტერფაქსი“. 25 ივლისს კანონი სახელმწიფო დუმამ მიიღო. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ გაზრდიდნენ გაწვევის ასაკის ქვედა ზღვარსაც: 18-დან 21 წლამდე. თუმცა, მოგვიანებით სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა თქვა, რომ კომიტეტმა გადაწყვიტა, ეს არ გაეკეთებინა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატმა საქართველოში ელჩად რობინ დანიგენი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგენის დანიშვნას. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზეც. რობინ დანიგენი საქართველოში კელი დეგნანს შეცვლის. საქართველოში ელჩის კანდიდატი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 13 თებერვალს წარადგინა. ბიოგრაფიული მონაცემები: რობინ დანიგენი ბოლო პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Politico: აშშ სექტემბერში დაიწყებს უკრაინისთვის "აბრამსების" მიწოდებას

აშშ აპირებს, სექტემბერში დაიწყოს უკრაინისთვის „აბრამსის“ ტანკების მიწოდება. ამის შესახებ Politico იუწყება წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, აგვისტოში იგეგმება რამდენიმე ტანკის გაგზავნა გერმანიაში, სადაც ისინი საბოლოო მოდერნიზაციას გაივლიან. ამის შემდეგ პირველ პარტიას გადასცემენ კიევს. აშშ გერმანიაში გაგზავნის „აბრამსის“ ძველ მოდელებს (M1A1) უფრო ახალი მოდიფიკაციების (A2) ნაცვლად, რომელთა მიწოდებას წლები დასჭირდებოდა, აკონკრეტებს Politico. ტანკებს ხსნიან ყველაზე გასაიდუმლოებულ ნაწილებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

15 წლის შემდეგ სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე 8 ადამიანი დააკავეს

რვა ადამიანი დააკავეს, ორის მიმართ კი ძებნა გამოცხადდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე. როინ შავაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიგადის სერჟანტის წოდებით მსახურობდა. 2005-2006 წლებში იგი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის მედლით დაჯილდოვდა; "საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუს ტაქსის მძღოლს „როსგვარდიის“ შენობის დაწვის საქმეზე სასამართლომ 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის ხაბაროვსკის ოლქის სამხედრო სასამართლომ ქალაქ ამურის-კომსომოლსკის ბინადარს, ტაქსის მძღოლ ვლადიმირ ზოლოტარიოვს, 18 წელი მიუსაჯა „როსგვარდიის“ შენობის დაწვისთვის. მსჯავრდადებული სასჯელის პირველ ხუთ წელს ციხეში გაატარებს. განაჩენის თანახმად, ზოლოტარიოვი დამნაშავედ ცნეს ტერაქტის მომზადებისა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ „არა სიცოცხლისათვის საშიში“ ძალადობისთვის. 2022 წლის 3 ივნისს ვლადიმირ ზოლოტარიოვმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა რუსეთის გვარდიის შტაბს ამურის-კომსომოლსკში. სასამართლო პროცესზე განსასჯელმა თქვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტამბოლი-ბათუმის რეისი უამინდობის გამო ვერ ჯდება ბათუმის აეროპორტში

სტამბოლი-ბათუმის ​რეისი ბოლო რამდენიმე წუთია, უამინდობის გამო უშედეგოდ ცდილობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომას. თვითმფრინავი ზღვის თავზე დაფრინავს. ამ დროის მონაცემებით [13:50], თვითმფრინავმა შავი ზღვის თავზე 10 წრე დაარტყა. აეროპორტის მმართველ "ტავ ჯორჯიაში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თვითმფრინავი ქარისა და წვიმის გამო ვერ ჯდება. განახლება: რადიო თავისუფლებას 14:01 საათზე აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ თვითმფრინავმა დაჯდომა შეძლო.


Русский спецназ в Иране оказался сильнее КСИР

Умерла Заворотнюк: дети и последняя любовь, дата смерти и похороны, биография и роли

Московский дополнительный офис НБД-Банка отметил 30-летие

В Подольске к летнему сезону готовят 6 мест отдыха у воды



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В России «немедленно» освободят заключенных одной категории

Московский дополнительный офис НБД-Банка отметил 30-летие

Капремонт школ остается важнейшим направлением в работе подмосковной «Единой России»

В ближайшее время Путин посетит Вьетнам

Музыкальные новости

Путин запретил списывать пенсии детей-инвалидов при взыскании долгов

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

«Россети Новосибирск» продолжает конструктивный диалог с бизнесом по вопросам подключения к электрическим сетям

В Улан-Удэ пройдет гала-концерт Союза композиторов Бурятии ко Дню России

Новости России

Проверку начали после загрязнения реки Сетунь в Москве

Русский спецназ в Иране оказался сильнее КСИР

Московский дополнительный офис НБД-Банка отметил 30-летие

«Локомотив» ведёт переговоры по лучшему бомбардиру чемпионату Хорватии Мьересу

Экология в России и мире

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Спорт в России и мире

Российский теннисист Сафиуллин опустился на две позиции в рейтинге ATP

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Разгром за час определил следующую соперницу Арины Соболенко на «Ролан Гаррос»

Moscow.media

Недорогой семейный кроссовер Chevrolet вернулся на российский рынок. Цена приятно удивит.

На закате.

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *