Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2023

Новости за 31.07.2023

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ოფიციალური პირები დაესწრებიან უკრაინის სამშვიდობო სამიტს საუდის არაბეთში - სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან უკრაინის შესახებ სამშვიდობო სამიტს საუდის არაბეთში, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მეთიუ მილერმა 31 ივლისს გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ მას არ შეეძლო დეტალების დასახელება. Wall Street Journal-ი29 ივლისს იტყობინებოდა, რომ საუდის არაბეთი მოლაპარაკებაზე იწვევს დასავლეთის სახელმწიფოებს, უკრაინას და ძირითად განვითარებად ქვეყნებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ საუდის არაბეთი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააპელაციო სასამართლომ ვლადიმირ კარა-მურზას მიმართ ადრე გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა

რუსეთის პირველმა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი - 25 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში - პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის  ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ, რომელიც მსჯავრდადებულია ღალატში, არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და „არასასურველი ორგანიზაციის“ მუშაობაში მონაწილეობისთვის. ამის შესახებ TASS -ი იტყობინება. ყარა-მურზას განაჩენი მანამდე მოსკოვის საქალაქო სასამართლომ დახურულ სასამართლო პროცესზე გამოუტანა. აპელაცია არ დაკმაყოფილდა. ოპოზიციონერის თანამოაზრეების თანახმად, მას  მაქსიმალური ვადა მიუსაჯეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში დაკავებული უკრაინის მოქალაქე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი

ოზურგეთში, წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელიც ბათუმში დააკავეს, სოჭიდან გამოსული საკრუიზო ლაინერის Astoria Grande-ს წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ის იზოლატორში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილობრივ საავადმყოფოში გარკვეული დროით ჰყავდათ გადაყვანილი. ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკის ექიმმა ქეთევან თავართქილაძემ გვითხრა, რომ პაციენტის მდგომარეობა შიშმა გამოიწვია. მას გაუწიეს დახმარება და კლინიკიდან გაწერის დროს უკვე სტაბილურად იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის უშიშროების სამსახურმა შეწყვიტა თანამშრომლობა რუსეთის ეფ-ეს-ბესთან

მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა შეწყვიტა თანამშრომლობა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან. რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ცნობით, 31 ივლისს მოლდოვის ამ სამსახურის და რუსეთის ეფ-ეს-ბეს შორის ორი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი პროცედურა დაიწყო. "ოფიციალური შეტყობინება გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას", - ნათქვამია მოლდოვის უშიშროების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. მოლდოვის სადაზვერვო სამსახურმა, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იუნესკოს რეკომენდაციით ვენეცია საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შევა

გაეროს კულტურული სააგენტო, იუნესკო, ორშაბათს გამოვიდა რეკომენდაციით იმის შესახებ, რომ ვენეცია შევიდეს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო ისტორიული ძეგლების ნუსხაში და განაცხადა, რომ იტალიის ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული ქალაქისა და მისი მიმდებარე ლაგუნის დასაცავად. იუნესკომ თავის რეკომენდაციაში განაცხადა, რომ ვენეციას "შეუქცევადი" ზიანი ემუქრება რიგი საკითხების გამო, დაწყებული კლიმატის ცვლილებიდან მასობრივი ტურიზმით დამთავრებული. რეკომენდაციას ახლა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არის თუ არა ბათუმში შემოსული საკრუიზო ლაინერის მფლობელი სანქცირებული რუსი ბიზნესმენი

ბათუმს საპროტესტო აქციების ფონზე, ორჯერ ესტუმრა სოჭიდან თურქეთისკენ რუსი ტურისტებით სავსე საკრუიზო ხომალდი ASTORIA GRANDE. ესაა მაქსიმუმ 1 229 მგზავრზე გათვლილი ლაინერი 590 კაბინით, რომლის სიგრძეც 193 მეტრია და სიგანე 32. ხომალდს აქვს 11 გემბანი, 3 რესტორანი, 6 ბარი და 1 გარე აუზი.

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის პარლამენტმა პრორუსული პარტიის ლიდერებს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

31 ივლისს მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც პრორუსული პარტია „შორის“ ლიდერებს ხუთი წლით უკრძალავს არჩევნებში მონაწილეობას. გასულ თვეში პარტია საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო. მეორე წაკითხვით მიღებულ იქნა მმართველი პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ (PAS) დეპუტატების, იგორ კირიაკისა და ვერონიკა როშკას მიერ ინიციირებული ცვლილებები, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვების ვადის 3-დან ხუთ წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. „ეს მნიშვნელოვანი პროექტია მოლდოვის რესპუბლიკის პოლიტიკიდან ამ მოვლენის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"უკვე მეტისმეტი იყო" - რამ გააბრაზა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეები

„მტრის შემოშვებას ოჯახში არა აქვს გამართლება“, „რუსეთს არ მივცემთ საქართველოში საცეცების გაშლის უფლებას“, „საშინლად მაბრაზებს მათი ცინიკური დამოკიდებულება“, „ისინი აქ ვერ იგულავებენ“.

Radiotavisupleba.ge 

საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური დატოვა

სოჭიდან გამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური მოქალაქეების პროტესტის ფონზე დატოვა. გემბანზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები კი ბათუმის დატოვებისას სკანდირებდნენ: „როსია!" „როსია!". საკრუიზო ლაინერს, რომელმაც რუსი ტურისტები ჩამოიყვანა, 31 ივლისს, გამთენიისას ქალაქში საპროტესტო აქციით დახვდნენ, რის გამოც რუსეთის მოქალაქეებმა ხმელეთზე გადმოსვლა საქართველოს პოლიციის დახმარებით შეძლეს. შემდეგ კი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დატოვეს ნავსადგურის ტერიტორია. დემონსტრანტებმა მათ კვერცხები და ბოთლები ესროლეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ისლამურმა სახელმწიფომ“ Telegram-ით გამოაცხადა, რომ პაკისტანში თვითმკვლელის მიერ თავდასხმა მისი მოწყობილი იყო

Reuters-ის ცნობით, ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, "ისლამურმა სახელმწიფომ" 31 ივლისს პასუხისმგებლობა აიღო თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ თავდასხმისთვის, რომელიც წინა დღეს პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ხიბერ პახტუნხვას პროვინციაში გამართულ პოლიტიკურ თავყრილობაზე მოხდა, ნათქვამია დაჯგუფების განცხადებაში, რომელიც Telegram-ით გავრცელდა.  შეხვედრა, რომელიც გამართა ისლამისტურმა პარტია ჯამიათ ულემა-ე-ისლამ-ფაზლიმ, ბაჯაურის რაიონში მოხდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ათეულობით პირი.

Radiotavisupleba.ge 

სკანდინავიის ქვეყნები ცდილობენ, განმუხტონ დაძაბულობა ყურანის დაწვის შემთხვევების რიცხვის ზრდის ფონზე

31 ივლისს შვედეთსა და დანიაში კიდევ იყო ყურანის დაწვის შემთხვევები. ამ ფონზე სკანდინავიის ორი ქვეყნის მთავრობებმა განაცხადეს, რომ ეძებენ  მსგავსი ქმედებების კანონის ფარგლებში შეზღუდვის გზებს, რათა განმუხტონ რამდენიმე მუსლიმანურ ქვეყანასთან არსებული მზარდი დაძაბულობა. Reuters-ის თანახმად, დანიასა და შვედეთში უკანასკნელ კვირებში გაიმართა რამდენიმე საპროტესტო აქცია, რომლებზეც ყურანი დაწვეს ან სხვაგვარად დააზიანეს და ამით მუსლიმანური ქვეყნების ძლიერი აღშფოთება გამოიწვიეს. მათ სტოკჰოლმსა და კოპენჰაგენს მოსთხოვეს, შეაჩერონ ყურანის დაწვის აქტები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კრივოი-როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ათი წლის გოგო

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ კრივოი-როგზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა, მათ შორის არის 10 წლის გოგო. 53 დაშავებულიდან სამი ბავშვია. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ხალხი ისევ იყოს. ამის შესახებ ტელევიზიით განაცხადა ქალაქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრ ვილკულმა. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, ორშაბათს დილით კრივოი-როგში ერთი რაკეტა მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს, მეორე კი უნივერსიტეტის ოთხსართულიან შენობას. მაშველები ნანგრევებს წმენდენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილმა ჩინეთში, ბიზნესფორუმზე ანაკლიის პორტისა და დიდი ჰესების შესახებ ილაპარაკა

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ გულწრფელ სიხარულს გამოხატავს „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ჩინეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერის გამო. მან აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ეს ნოვატორული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ჩინეთსა და საქართველოს შორის სასარგებლო თანამშრომლობას. როგორც პრემიერმა თქვა, საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა სანქციებისთვის გვერდის ავლით ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების ჩიპების იმპორტი მოახერხა

მხოლოდ 2023 წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რუსეთმა მოახერხა ქვეყანაში შეეტანა დასავლური წარმოების ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აკრძალული ჩიპები, რომლებიც, მათ შორის, გამოიყენება იარაღის წარმოებაში. სამხედრო მრეწველობისთვის რუსეთში იმპორტირებულია მილიონობით დოლარის საფასურის ჩარხებიც. სანქციებისთვის გვერდის ავლით რუსეთში შეიტანეს ასევე სამოქალაქო ავიაციის სათადარიგო ნაწილები, რომელთა ღირებულება 171 მილიონი დოლარია, იტყობინება გამოცემა „ვიორსტკა“. ჟურნალისტებმა დახურული საბაჟო სტატისტიკის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ესტონეთის პოლიციამ დააკავა კრემლის მკაცრი ოპონენტი რუსი ჟურნალისტი

ესტონეთის პოლიციამ დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც იძულებული იყო საკუთარი ნებით დაეტოვებინა რუსეთი. კრემლის მიმართ ღიად კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს შესახებ ტალინის პოლიციის მიერ გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ დააკავეს პირი, რომელმაც კვერცხები დაუშინა რუსეთის საელჩოს ესტონეთის დედაქალაქში. ბაბჩენკომ ფეისბუკით დაადასტურა, რომ პოლიციამ სწორედ ის დააკავა და რომ მან ესროლა კვერცხები საელჩოს შენობას. არკადი ბაბჩენკო ჩეჩნეთის კონფლიქტების დროს მუშაობდა „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ სამხედრო კორესპონდენტად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ბათუმში დაკავებულები სხვადასხვა ქალაქში გადაიყვანეს 

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბათუმში Astoria Grande-ს ჩასვლის საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულები პოლიციამ სხვადასხვა ქალაქში გადაიყვანა. აპარატში აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა პოლიციის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ილაპარაკა. "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ცხრა მოქალაქე გადაყვანილია სენაკისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კალაძე ბათუმში გამართულ აქციაზე: საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული

პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და ამავდროულად თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ საპროტესტო აქცია, რომელიც  ბათუმში Astoria Grande-ს ჩასვლის გამო იმართება, ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. მისი თქმით, "ნებისმიერი ეროვნების ტურისტის ჩამოსვლა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება". "საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის. ეს შეიძლება იყოს რუსი, ევროპელი, ამერიკელი. პრობლემას ვერ ვხედავ. ჩამობრძანდნენ, მთავარია, ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, დაიცვას კანონი. დახარჯონ თანხები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში დაკავებულ 23 ადამიანს შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის, Astoria Grande-ს ჩამოსვლის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 23 ადამიანს შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა. გავრცელებულ ვიდეოში იგი ამბობს, რომ პოლიციამ ტელეფონი ჩამოართვა. "უკრაინის მოქალაქე ვარ. დაკავების მიზეზი არ უთქვამთ. უბრალოდ, გამკოჭეს, წამართვეს ტელეფონი, პირადი ნივთები, არ მაქვს არავისთან დაკავშირების საშუალება, წამართვეს უკრაინის დროშა", - ამბობს საპროტესტო აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა ქალი. ყველა დაკავებულს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება ადმინისტრაციული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბევრი ქვეყანა გამოდის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივიდან - დეგნანი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დამყარების შემდეგ, შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ „ბევრი ქვეყანა თავს ანებებს“ ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას. „რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა სახით ურთიერთობა სურს ჩინეთთან. [მაგრამ] ბევრი ქვეყანა თავს ანებებს „სარტყლისა და გზის“ ინიაციატივას, რადგან რამდენიმე წელიწადში გამოჩნდა, რომ ასეთი სასარგებლოც არ არის სხვა ქვეყნებისათვის. თუ საქართველოს ეს უნდა, იმედია, კარგ შედეგებამდე მიიყვანს“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

23 ადამიანი დააკავა პოლიციამ Astoria Grande-ს ჩამოსვლის საპროტესტო აქციაზე

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის, Astoria Grande-ს ჩამოსვლის საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ყველა დაკავებულს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. "აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდნენ"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი" - დეგნანი ბათუმის ნავსადგურში Astoria Grande-ს საწინააღმდეგო აქციაზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ აჩვენებენ, რომ არ მიესალმებიან ადამიანების ჩამოსვლას იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. ასე უპასუხა ელჩმა ჟურნალისტების შეკითხვას. მედიის წარმომადგენლებმა მას Astoria Grande-ს ბათუმის ნავსადგურში შესვლის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის შეფასება სთხოვეს. "მნიშვნელოვანი არ არის, რას ვფიქრობ მე. მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის აზრი, რომელიც აჩვენებს, არავინ უნდა ელოდოს, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაიზარდა კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად. მანამდე დადასტურებული იყო 1 ადამიანის სიკვდილი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 4 ბავშვია. უკრაინის შსს-ს ცნობით, ერთი რუსული რაკეტა მოხვდა სასწავლო დაწესებულების 4-სართულიან შენობას, მეორე კი - საცხოვრებელ კორპუსს. დანგრეულია სახლის ნაწილი მეოთხიდან მეცხრე სართულამდე. სულ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სავარაუდოდ, პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს ბათუმის ნავსადგური Astoria Grande-ს მგზავრებმა

ბათუმის ნავსადგური სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემის - Astoria Grande-ს - მგზავრებმა, სავარაუდოდ, პოლიციის კორდონების გავლით დატოვეს. ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, რუსეთიდან ბათუმში ჩაყვანილი ტურისტები ისხდნენ, აქციის მონაწილეები ესროდნენ კვერცხებსა და ბოთლებს. გემი ASTORIA GRANDE, რომელზეც რუსული მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეები იმყოფებიან, 29 ივლისს სოჭის პორტიდან გავიდა და დღეს, 31 ივლისს, 05:30 საათზე თურქეთის ტრაპიზონიდან ბათუმში შევიდა. საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გემის შესვლამდე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ "ვაგნერმა" შეწყვიტა ახალი მებრძოლების დაქირავება

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ კომპანიამ შეწყვიტა ახალი მებრძოლების დაქირავება. პრიგოჟინის განცხადებაში, რომელიც გავრცელდა ტელეგრამის არხ Grey Zonе-ით, ნათქვამია, რომ „ვაგნერი“ არ განიცდის პირადი შემადგენლობის დეფიციტს და არ იგეგმება ახალი რეკრუტირება. პრიგოჟინის თქმით, ამჟამად „ვაგნერი“ საქმიანობას აგრძელებს მხოლოდ აფრიკაში და ბელარუსის საწვრთნელ ცენტრებში. ადრე იმის შესახებ, რომ „ვაგნერი“ განუსაზღვრელი ვადით აჩერებს რეგიონული ცენტრების მუშაობას მებრძოლთა დაქირავებისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლვოვა-ბელოვას თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 700 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი წაიყვანეს რუსეთში

რუსეთის ბავშვთა უფლებების დაცვის კომისარმა მარია ლვოვა-ბელოვამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 700 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი წაიყვანეს რუსეთში. ლვოვა-ბელოვამ კვირას გამოქვეყნებულ ანგარიშში განაცხადა, რომ ამ ბავშვების დიდი უმრავლესობა რუსეთში მშობლებისა და ნათესავების თანხლებით ჩავიდა. 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი. მათ ბრალი წაუყენეს რუსეთში უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში... Читать дальше...


Спектакли проекта «Голоса страны» представят в Театре на Бронной

Слушатели «Авторадио» поедут на премию МУЗ-ТВ на лимузине

To Body: лучшие друзья путешественника

В окружении певицы Алсу озвучили причину ее развода с мужем



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Фигуристка Туктамышева: я еще не ушла, я как бы взяла паузу

Источник сообщил о госпитализации чрезвычайного посла Зимбабве в РФ Мутинири

To Body: лучшие друзья путешественника

Железнодорожники очистят от борщевика более 400 га полосы отвода на МЖД

Музыкальные новости

Посол Антонов: Байден оскорбляет весь народ России в нападках на Путина

Медведев заявил, что РФ близка к установлению отношений с талибами

Эксперт сенсационно раскрыл загадку Мессинга и Жириновского.

"Спартак" и "Оренбург" сыграли вничью в заключительном матче РПЛ

Новости России

В Москве у смоленского наркокурьера изъяли свыше 1 кг мефедрона

Лузинские чтения пройдут в Апатитах и Мурманске с 30 мая по 1 июня

Мужчина прострелил голову супруге в центре Москвы

На летнюю подработку в Подмосковье устроились более двух тысяч подростков

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

Gucci, коллекция Resort 2025

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

"Ролан Гаррос" стартовал в Париже

Касаткина опустилась на 13-ю строчку в рейтинге WTA, Рахимова поднялась на 18

Новак Джокович и Хамад Меджедович сыграли в бочче на Ролан Гаррос | Виды спорта

Теннисистка Мария Шарапова снялась в красном облегающем платье

Moscow.media

Торговые настольные электронные весы CAS PR-15P

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

В Подмосковье наркодилер сдался полиции из-за суеверий

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *