Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2023

Новости за 22.07.2023

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი მილიონერი ბიზნესმენი მკვდარი იპოვეს საკუთარ ოფისში

40 წლის რუსი მილიონერი ბიზნესმენი, ტექნოლოგიური კონგლომერატი ICS Holding-ის დამფუძნებელი ანტონ ჩერეპენნიკოვი, რომელზეც აშშ-ის სანქციები ვრცელდებოდა, მკვდარი იპოვეს საკუთარ ოფისში მოსკოვში. რუსეთში ცნობილი პიროვნების უკანასკნელი იდუმალი სიკვდილის შესახებ რუსული მედია იტყობინება 22 ივლისს. სიკვდილის წინასწარ მიზეზად გულის გაჩერება დაასახელეს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ თებერვალში ჩერეპენნიკოვს სანქციები დაუწესა იმის გამო, რომ ის იყო „‘ციტადელის’ საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი და ხელმძღვანელი“. აშშ-ის ხელისუფლების თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დონეცკის ოლქში დაიჭრა Deutsche Welle-ს ოპერატორი

დონეცკის ოლქში დაიჭრა გერმანული გამოცემა Deutsche Welle-ს ოპერატორი ევჰენ შილკო. ჟურნალისტის თქმით, ჯგუფს კრამატორსკის რაიონში გაუხსნეს ცეცხლი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნის გადაღებისას. Deutsche Welle-ს ცნობით, რუსეთის არმიამ კასეტური ჭურვებით განახორციელა იერიში. დაიღუპა ერთი უკრაინელი ჯარისკაცი და რამდენიმე დაშავდა. შილკო უკრაინის საავადმყოფოშია. როგორც იტყობინებიან, მისი მდგომარეობა სტაბილურია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ათობით უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი და ბლოგერი დაიღუპა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსი ჩოგბურთელი ვერა ზვონარევა პოლონეთში არ შეუშვეს

რუს ჩოგბურთელს, ვერა ზვონარევას, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზეზით აუკრძალეს პოლონეთში შესვლა, განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 ივლისს. ზვონარევა იმ სპორტსმენთა სიაშია, რომლებიც ვარშავის ღია ტურნირის განაცხადში არიან. ტურნირი 24 ივლისს იწყება. „სასაზღვრო დაცვამ რუსი ჩოგბურთელი პოლონეთში არ შეუშვა. ვერა ზვონარევა საფრანგეთის ვიზის გამოყენებით ცდილობდა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას ბელგრადიდან ვარშავაში რეისით,“ განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

FT: ზელენსკი პირობას დებს, რომ დააჩქარებს კონტრშეტევას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის დასავლელ მოკავშირეებს არწმუნებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას „იმპულსი მოემატება“, იტყობინება Financial Times-ი, რომელიც აღნიშნავს, რომ „დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებები შეშფოთებული არიან ოპერაციის ნელი ტემპით“. ზელენსკიმ საერთაშორისო ლიდერებთან ონლაინრეჟიმში ისაუბრა ასპენის უსაფრთხოების ოთხდღიან ფორუმზე, რომელზეც განიხილეს უკრაინის კონტრშეტევის ტემპი. ზელენსკის თქმით, უკრაინაში რუსული ჯარების შევიწროების დაწყება მოხერხდა მხოლოდ ერთი კვირის წინ - გაცილებით გვიან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში დაიღუპა რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი

უკრაინაში რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტი როსტისლავ ჟურავლიოვი დაიღუპა. ინფორმაცია შაბათს თავად სააგენტომ გაავრცელა და დაწერა, რომ ჟურავლიოვი გარდაიცვალა „უკრაინული დაბომბვის დროს“, ის მანქანით გადაადგილდებოდა ზაპოროჟიეს რაიონის ქალაქ ვასილიევკიდან სოფელ ვლადიმიროვკისკენ, სააგენტოს ცნობით, დაიჭრა მათი ფოტოჟურნალისტი კონსტანტინ მიხალჩევსკიც. რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, დაშავებულები არიან „იზვესტიის“ კორესპონდენტი რომან პოლშაკოვი და ოპერატორი დმიტრი შიკოვი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"იძულებითი ნაბიჯი" - სარჯველაძე "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ერთიან პლატფორმაზე

„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე „იძულებით ნაბიჯს“ უწოდებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ერთიანი პლატფორმით იბრძოლონ 2024 წლის არჩევნებზე. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მართალია, ამ პარტიებს შორის იდეური სიახლოვე ყოველთვის იყო, თუმცა, მათი გაერთიანება არის არა იდეური, არამედ სხვა ინტერესებით ნაკარნახევი. მისი განმარტებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცდილობს, მომავალ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალში გადაიდო დაკავებული პეტრიაშვილის და ბასანიძის  სასამართლო პროცესები

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების სასამართლო პროცესები 19 ივლისის ნაცვლად 25 ივლისს გაიმართება. დაკავებულთა ოჯახების წევრებისთვის პროცესების გადადების მიზეზი უცნობია. ლევან პეტრიაშვილის ოჯახის ახლობელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პროცესის გადადების შესახებ ცხინვალის ციხიდან ოჯახის წევრებს თავად ლევან პეტრიაშვილმა აცნობა. ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ლევან პეტრიაშვილს და მის მეგობარს არჩილ ბასანიძეს წინასწარი პატიმრობა 29 მაისს შეუფარდა. მას შემდეგ ისინი კიდევ ერთი პროცესის გამართვას ელოდებიან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა ალექსეი ნავალნის

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რომელიც კოლონიაში იმყოფება და ახალ სისხლის სამართლის საქმეზე 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება. „სოლიდარობას ვუცხადებ ალექსეი ნავალნის! ძალიან ნიჭიერ მებრძოლს თავისუფლებისთვის, რუსეთის არაადამიანური რეჟიმის წინააღმდეგ, შეიძლება 20 წელი მიესაჯოს. ალექსეი, თქვენ ხართ ბევრად უფრო დიდი ისტორიული მნიშვნელობის სიმბოლო, ვიდრე ყველა თქვენი მტანჯველი ერთად აღებული“, - დაწერა სააკაშვილმა ტვიტერში. მან გამოთქვა რწმენა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინდოეთის მაჰარაშტრის შტატში მომხდარი მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

მაშველებმა კიდევ ხუთი გვამი იპოვეს ინდოეთის დასავლეთში მდებარე მაჰარაშტრის შტატში მომხდარი მეწყრის შემდეგ. საერთო ჯამში დაღუპულად ითვლება მინიმუმ 22 ადამიანი. ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან სავარაუდოდ ბევრი ადამიანია მოყოლილი შენობების ნანგრევებში. მეწყერი ოთხშაბათს ღამით ჩამოწვა სოფელ ირშალვადიში. მეწყრის შედეგად სოფელში 50 სახლიდან 17 მიწით დაიფარა. ხუთშაბათს ხელისუფლება იძულებული გახდა, კოკისპირული წვიმებისა და ახალი მეწყრის საფრთხის გამო შეეწყვიტა სამაშველო სამუშაოები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ევროპის ისტორიის ახალი თავი უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში იწერება" - ურზულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, ნიუ-იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას თქვა, რომ დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი ისეთ ქვეყნებში იწერება, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, საქართველო დ ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მისი თქმით, ევროკავშირის ისტორია ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების ისტორიაა და ისინი ერთად ძლიერდებიან. მათ შორის არის გერმანიის და იტალიის ისტორიაც, რომლებიც ხელახლა დაიბადნენ ომის შემდეგ. ასევე დიქტატურიდან - დემოკრატიამდე ესპანეთის, პორტუგალიისა და საბერძნეთის გზის ისტორია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყირიმში ხანძარია, იტყობინებიან აფეთქებებზე საბრძოლო მასალების საწყობში

ანექსირებულ ყირიმში, კრასნოგვარდეისკის რაიონში, ხანძარი გაჩნდა სავარაუდოდ დრონის თავდასხმის შემდეგ, ასევე ვრცელდება ინფორმაცია საბრძოლო მასალის აფეთქების შესახებ. ტელეგრამის რამდენიმე არხი აქვეყნებს ვიდეოებს, რომლებშიც ჩანს კვამლი და აფეთქებები. ვარაუდობენ, რომ ლაპარაკია სამხედრო აეროდრომზე სოფელ ოქტიაბრსკში, რომელიც ყირიმის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასევე იწვის ნავთობის ბაზაც. რუსეთის მიერ დანიშნულმა ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ უკრაინულმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინგლისის ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი დაარქვეს

„ბიბისის“ ცნობით, ინგლისში, ესექსის საგრაფოს ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას, მეხუთე ავენიუს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი მიენიჭა და მას „მეხუთე ავენიუ – ზელენსკის ავენიუ“ ოფიციალურად ეწოდა. გამზირისთვის სახელწოდების მინიჭების ცერემონიას დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო უნდა დასწრებოდა, თუმცა ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ის ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ქუჩის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი აბრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა ჰარლოუს დეპუტატი რობერტ ჰალფონი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრიგოჟინმა ბელარუსში დაარეგისტრირა "ქონების მართვის კომპანია"

სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელმაც მოსკოვის წინააღმდეგ გასულ თვეში აჯანყება მოაწყო, ბელარუსში შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია "Concord Management and Consulting"-ი დააარსა. გამოცემა Reform.by-ის ცნობით, კომპანია მოგილევის რეგიონულმა აღმასკომმა 19 ივლისს დაარეგისტრირა. მისი რეგისტრაციის მისამართი მდებარეობს ოსიპოვიჩის რაიონთან ახლოს მდებარე სოფელში, რომლის მახლობლად არის „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების საველე ბანაკი, სადაც ისინი გადავიდნენ აჯანყების შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებასთან შეთანხმებით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დონეცკის რეგიონში ბოლო ერთი დღის განმავლობაში ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

დონეცკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ განაცხადა, რომ ბოლო დღის განმავლობაში უკრაინის მიერ კონტროლირებად რეგიონში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ორი ბავშვი დაიღუპა სოფელ დრუჟბაში, - ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გაავრცელა. სავარაუდოდ, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორის არის ნიუ-იორკის დასახლების ოთხი მცხოვრები. შაბათს ღამით რუსეთი დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის რაიონებს დაესხა თავს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, დაეხმაროს პოლონეთს საფრთხის შემთხვევაში

გერმანია მხარს დაუჭერს პოლონეთს, თავის მოკავშირეს ნატოში, იმ შემთხვევაში, თუ ვარშავას მეზობელი ბელარუსის ტერიტორიიდან სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ თავდასხმის საფრთხე შეექმნება. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც მას ჰკითხეს, როგორ რეაგირება ექნებოდა გერმანიას პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში. „ჩვენ ყველანი ერთად ვართ, მჭიდროდ კოორდინაცია გვაქვს არა მხოლოდ თავდაცვის მინისტრების დონეზე, არამედ სხვა შემთხვევებშიც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"როიტერსი": აშშ უკრაინას 400 მლნ დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს

სამშაბათს, 25 ივლისს, შეერთებული შტატები უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადებს, - ინფორმაციას სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. ახალი დახმარება მოიცავს არტილერიას, საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და სახმელეთო მანქანებს. მათ შორის, Stryker-ის რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორს, ნაღმების გასაწმენდ მოწყობილობას, საბრძოლო მასალას სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღებს და ახვა. „როიტერსი“ თავის წყაროზე დაყრდნობით ასევე წერს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთში სამკურნალოდ განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყება 

24 ივლისიდან, ონკოპაციენტი ბავშვების ოჯახებს შეეძლებათ უკვე მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავიანთი ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ უკვე მოეწერა ხელი კონტრაქტებს უცხოეთის იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ. მისი თქმით, განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში განიხილება და გადაწყდება, ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ შესაძლებელი იქნება მისი რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაშვება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ათასობით ადამიანი იერუსალიმისკენ მიემართება სასამართლო რეფორმის გასაპროტესტებლად

ისრაელში დაახლოებით ათი ათასი ისრაელელი შეუერთდა საპროტესტო მსვლელობას სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ - ისინი მესამე დღეა თელავივიდან იერუსალიმისკენ მიემართებიან. Associated Press-ის ცნობით, ოთხკილომეტრიანი კოლონა, ეროვნული დროშებით ხელში, ისრაელის მთავარი მაგისტრალს მიუყვება. ჰაერის ტემპერატურა გზაზე დაახლოებით 35°C-ია. ქალაქებს შორის მანძილი კი 60 კილომეტრზე მეტია. აქციის მონაწილეებმა გზაში ორი ღამე გაათენეს და გეგმავენ იერუსალიმში ჩასვლას შაბათს საღამოს, 22 ივლისს. იქ ისინი აპირებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი 2024 წლის 20 მაისს დაიწყება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოყენების ბრალდების საქმეზე  მომავალი წლის 20 მაისს დაიწყება. ეს გადაწყვეტილება აშშ-ს ოლქის მოსამართლემ ეილინ ქენონმა მიიღო. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ტრამპის ადვოკატები ამ თარიღის წინააღმდეგი იყვნენ და აცხადებდნენ, რომ სასამართლო პროცესი 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ჩატარებულიყო. საქმის სასამართლო განხილვები საარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში დაიწყება. ტრამპის სპიკერის განცხადებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი: სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის გარეშე "სავარაუდოა"აზერბაიჯანთან კიდევ ერთი ომი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ახალი ომი კვლავ დიდი ალბათობით მოსალოდნელია, თუ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ დაიდო. "სანამ სამშვიდობო ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი და ასეთი ხელშეკრულება არ არის რატიფიცირებული ორი ქვეყნის პარლამენტების მიერ, რა თქმა უნდა, [ახალი] ომი [აზერბაიჯანთან] ძალიან სავარაუდოა", - თქვა ფაშინიანმა AFP-სთან ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა 21 ივლისს. მთიანი ყარაბაღის გარშემო ბოლო ომი ორ ქვეყანას შორის 2020 წლის ბოლოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი: რუსეთის არმიის მიერ დაბომბვის შედეგად უკრაინაში ორი ბავშვი და ორი ქალი დაიღუპა

ორი ბავშვი და ორი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა უკრაინაში, რუსეთის არმიის მიერ ცეცხლის დაშენის  შედეგად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა მოსახლეობისადმი თავის ყოველდღიურ მიმართვაში. დონეცკის ოლქის სოფელ დრუჟბაში, ჭურვი ეზოში ჩამოვარდა, სადაც 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგონა იმყოფებოდნენ. ბავშვებმა სასიკვდილო დაზიანებები მიიღეს. ასევე დაიჭრა ხანდაზმული ქალი იმავე ოჯახიდან. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩერნიგოვის რაიონის სოფელ გონჩაროვსკოეში, ჭურვებმა ორი ქალი იმსხვერპლა. Читать дальше...


ТМ Электроникс: Ваш надежный партнер в мире электроники

Песков рассказал о подготовке визита Путина в Северную Корею

Будущие инженеры активно участвуют в проектах компании-партнера

Современная культура – это ограничитель свободы человека или инструмент развития?



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Песков рассказал о подготовке визита Путина в Северную Корею

Современная культура – это ограничитель свободы человека или инструмент развития?

Врач Перфильева: межреберная невралгия отличается от инфаркта точечной болью

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

Музыкальные новости

В Улан-Удэ пройдет гала-концерт Союза композиторов Бурятии ко Дню России

Путин защитил от списания по долгам социальные пенсии инвалидов

Грандиозный концерт закроет сезон в Бурятском театре оперы и балета

Выставка-предупреждение «Пожарная безопасность», В рамках Федеральной информационной противопожарной кампании «Останови огонь».

Новости России

Два ребенка погибли при пожаре в частном доме в подмосковном Чехове

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

На территории нового кампуса МГТУ имени Н.Э. Баумана продолжается строительство «Квантум-парка»

Второй в регионе семейный многофункциональный центр откроется в Вичуге

Экология в России и мире

ONYX отправляется в Большой тур по России

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Спорт в России и мире

Российский теннисист Сафиуллин опустился на две позиции в рейтинге ATP

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

Деснол объединил опыт экспертов и производителей в рамках конференции «Эффективное производство 4.0»

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ

Рождественское утро...

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *