Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2023

Новости за 21.07.2023

Radiotavisupleba.ge 

ნავალნი კვლავ სადამსჯელო საკანში მოათავსეს თავის "არასწორად წარდგენის გამო“

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რომელიც კოლონიაში იხდის სასჯელს ვლადიმირის ოლქში, მეჩვიდმეტედ მოათავსეს სადამსჯელო საკანში. ამის შესახებ მისი ადვოკატი, ვადიმ კობზევი იტყობინება. კობზევის თქმით, ნავალნის 13 დღე-ღამით მიესაჯა სადამსჯელო საკანი იმის გამო, რომ მან "არასწორად წარადგინა თავი". ამის გამო პოლიტიკოსი ადრეც იყო გადაყვანილი სადამსჯელო საკანში. სხვა მიზეზები იყო შეხსნილი ღილი და ღობის გაწმენდაზე უარის თქმა. საერთო ჯამში, ნავალნიმ სადამსჯელო საკანში უკვე 180 დღეზე მეტი გაატარა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელმა რუსეთს დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტა მოსთხოვა

ისრაელის სპეცსამსახურებმა მოთხოვნით მიმართეს რუსეთის სპეცსამსახურებს, შეწყვიტონ ისრაელის საზოგადოების დეზინფორმაციის კამპანია. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Ynet-ი. მედია ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ სოციალური ქსელების ისრაელის სეგმენტში პრორუსული პროპაგანდის შემცველი ბევრი ცნობა გაჩნდა ივრითზე. მსგავსი პუბლიკაციები, ჩვეულებრივ, შეიცავენ მოწოდებებს უკრაინისადმი მხარდაჭერის შეწყვეტისკენ. თუმცა, ბოლო ხანს გაჩნდა პროვოკაციული ცნობებიც, რომლებიც ისრაელის შიდა უთანხმოებებს ეხება პოლიტიკური კრიზისისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეროვნული ბანკის განმარტებით, აშშ-დან საქართველოში ტრანზაქციები შეუფერხებლად ხორციელდება

ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში Western Union-ის სისტემით ტრანზაქციების შეჩერების შესახებ ცნობას უარყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი. როგორც სებ-ის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, ინდივიდუალურ შემთხვევასთან დაკავშირებით კლიენტმა მომსახურე საფინანსო ორგანიზაციას უნდა მიმართოს.  „ქართული კომერციული ბანკების მეშვეობით Western Union-ის სისტემით შეუფერხებლად ხორციელდება ტრანზაქციები აშშ-დან საქართველოში, ასევე პირიქით - საქართველოდან აშშ-ში. ცალკეული ინდივიდუალური შემთხვევა შესაძლოა უკავშირდებოდეს გზავნილის ლიმიტებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დეგნანის თქმით, აშშ-ში მოქმედი კანონი უცხოელთა ინტერესებისთვის მომუშავე ლობისტების გამჭვირვალობაზეა ორიენტირებული

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ეხებოდა აშშ-ში ლობისტური კომპანიების გამჭვირვალობას. საქმე ეხება პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტს, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა და 2 თებერვლით არის დათარიღებული. „მე არ მინახავს ეს დოკუმენტები, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსული სტილის იყო კანონი, რომელზეც საქართველოში მარტში გაიმართა კენჭისყრა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

IMF: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვა არსებითია მხარდამჭერი პროგრამის პროგრესის გაგრძელებისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF-ი) აცხადებს, რომ საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის „პროგრესის გაგრძელებისთვის კვლავ არსებითია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცვა“. წინა კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF-მა) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და, შესაბამისად, დამტკიცება „გადადო“. მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-by Arrangement) საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ. სამწლიანი პროგრამა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსიის „Vyasna“ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის 2023 წლის პრიზის ერთ-ერთი ლაურეატია

ბელარუსის უფლებადამცველი ჯგუფი „Vyasna“ (გაზაფხული) გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის წლევანდელი პრესტიჟული პრიზის ერთ-ერთი ლაურეატია. ლაურეატები გაეროში, ნიუ-იორკში, 20 ივლისს გამოცხადდა. პრიზი "მკაფიო გზავნილია უფლებადამცველების მიმართ მთელ მსოფლიოში იმის შესახებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მადლიერია და მხარს უჭერს მათ ძალისხმევას ადამიანის ყველა უფლებათა დაცვის საქმეში ყველასთვის", განაცხადა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ჩაბა კოროშიმ, ლაურეატების შერჩევის კომიტეტის ხელმძღვანელმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გახარიას პარტია აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ ძალასთან არ გაერთიანდება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" აცხადებს, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გაერთიანდება. „ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!" - ვკითხულობთ პარტია „საქართველოსთვის" „ფეისბუკის" გვერდზე. 20 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ გამოაცხადეს. როგორც ისინი აცხადებენ, ერთიანი მიდგომა ექნებათ „ქართული ოცნების" დასამარცხებლად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“კარგია, რომ ეს მთავრობა გყავთ. მოსახერხებელია, ნატოსთვის”- ნიკოლას გვოზდევი ნატოს “ჰობიტების პოლიტიკასა" და საქართველოს პრაგმატულობაზე

“არ ვფიქრობ, რომ საქართველო პრო-რუსულია, ვფიქრობ, საქართველო ცდილობს, ისე მოიქცეს, როგორც უფრო სასარგებლოა მისთვის. რა თქმა უნდა, ქართველები შესაძლოა, ვერ თანხმდებოდნენ, მაინც რა არის მათთვის სასარგებლო. მაგრამ მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ მთავრობის ამ ნაბიჯების დასაბამი რუსეთის მიმართ განსაკუთრებულ ტრფობაში უნდა ვეძიოთ” - საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიისა და ეროვნული უსაფრთხოების პროგრამების უფროსი მკვლევარი, ნიქსონის ცენტრის ჟურნალის National Interest-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება - პრემიერის მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში 2023 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. როგორც ოფიციალურ ცნობაში ვკითხულობთ, რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა. პრემიერის განცხადებით, აუცილებელია, რომ მევენახეებმა მოსავლის რეალიზაცია კარგ ფასად შეძლონ. პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე  მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება, სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი რეალურ "წვრთნებს" ახორციელებს შავ ზღვაში

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ჩაატარა საბრძოლო ამუნიციის გამოყენებით "წვრთნა" შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთში, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 21 ივლისს, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც კრემლმა განაცხადა, რომ გემებს, რომლებიც უკრაინისკენ ამ საზღვაო გზით მიემართებიან, პოტენციურ სამხედრო სამიზნეებად განიხილავს. შავი ზღვის ფლოტმა "განახორციელა სამხედრო წვრთნა რეალური ცეცხლის, გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, რომლის სამიზნე გემი იმყოფებოდა სამხედრო მომზადების პოლიგონზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინმა პოლონეთს განუცხადა, რომ ნებისმიერი აგრესია ბელარუსის წინააღმდეგ - რუსეთზე თავდასხმაა

21 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნატოს წევრი ქვეყანა - პოლონეთი, დაადანაშაულა იმაში, რომ მას ტერიტორიული პრეტენზიები აქვს ყოფილ საბჭოთა კავშირში და განაცხადა, რომ ნებისმიერი აგრესია რუსეთის მეზობელი და ახლო მოკავშირე ბელარუსის წინააღმდეგ ჩაითვლება რუსეთზე თავდასხმად. მოსკოვი უპასუხებს ნებისმიერ აგრესიას ბელარუსის წინააღმდეგ, რომელიც თავისუფალ "მოკავშირე სახელმწიფოს" ქმნის რუსეთთან, "ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით", თქვა პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე სატელევიზიო გამოსვლებში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქართული ენა დაემატა lingQ-ს საერთაშორისო პლატფორმას - ვინ სწავლობს ქართულს ონლაინ?

ენების შემსწავლელმა ცნობილმა საერთაშორისო ციფრულმა პლატფორმამ LingQ-მ სასწავლო ენების სიაში ქართული ენა დაამატა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული, რომელზეც მთელ მსოფლიოში, დაახლოებით, 3,7 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს, ენის შემსწავლელ ასეთ დიდ პლატფორმაზეც გამოჩნდა.

Radiotavisupleba.ge 

„Юнистрим“-ს აშშ-მა სანქციები დაუწესა. საქართველოში გადარიცხვები შეჩერებულია

რუსულ ბანკს „Юнистрим“-ს, რომელიც ამავე სახელწოდების გადახდის სისტემის ოპერატორიცაა, აშშ-ში სანქციები დაუწესდა. კომპანიამ განაცხადა, რომ უკვე შეიმუშავა „ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა“ პარტნიორებთან შეუფერხებლად მუშაობის გასაგრძელებლად. „Юнистрим“-ის,  სისტემა აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში ფულის გადარიცხვისთვის. „Юнистрим“-ი ქართული ბანკის TBC-ის აპლიკაციაში გადარიცხვების სისტემების სიიდან უკვე გაქრა, გადარიცხვები შეჩერებულია  საქართველოს ბანკშიც იტყობინებიან საკრედიტო ორგანიზაციები. ეს არის საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მასწავლებელო, ხომ შეავსებ?!" - გაიცანით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2023 წლის ათეული

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული 5 ოქტომბრამდე, მასწავლებლის საერთაშორისო დღემდე არ გაირკვევა, თუმცა უკვე ცნობილია 10 საუკეთესო პედაგოგის ვინაობა. კონკურსის საუკეთესო ათეულში 7 მასწავლებელი რეგიონიდან, 3 კი თბილისიდან მოხვდა. მათი ნაწილი საჯარო, ნაწილი კი კერძო სკოლაში ასწავლის. 2023 წლის კონკურსის საუკეთესო ათეული - რას ფიქრობენ ისინი პროფესიაზე, მოსწავლეების საჭიროებებზე, პანდემიით გამოწვეულ სირთულეებსა და კონკურსზე - რადიო თავისუფლება ათეულის კლუბის წევრებს გაგაცნობთ. ქამრან აფანდიევი - 31 წლის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სასამართლომ ძალადობად მიიჩნია ბავშვის ვიდეოს გამოყენება პროპაგანდისტული მიზნებისთვის

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია ბუსკაძემ ძალადობად მიიჩნია ბავშვის ვიდეოფრაგმენტის გამოყენება პროპაგანდისტული მიზნებისთვის და დამცავი ორდერი გამოსცა პრორუსული ორგანიზაცია "საქართველო უპირველეს ყოვლისა"-ს წევრ ხატია ჯანაშიას მიმართ, რომელმაც ფეისბუკზე გაავრცელა ჰომოფობიური ვიდეოკოლაჟი არასრულწლოვანი ევგენია კეპულაძის მონაწილეობით. სასამართლო დავა ეხებოდა ივლისის თვეში, "თბილისი პრაიდის" მიერ ლისის ტბაზე დაგეგმილი დახურული ღონისძიების წინ გავრცელებულ ვიდეოს, რომლის მიზანიც ლგბტქ+... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნესტანი - გეოგრაფიის მასწავლებელი

ნესტან ხორხომელიძე უკვე 14 წელია დუშეთის მუნიციპალიტეტის შუაფხოს საჯარო სკოლაში გეოგრაფიას ასწავლის. ნესტანი მცირეკონტინგენტიან სკოლაში მუშაობს. დღეს შუაფხოს საჯარო სკოლაში სულ 13 მოსწავლე სწავლობს. სკოლაში ნესტანის მოსვლის შემდეგ, ბევრი მოსწავლე სწორედ გეოგრაფიას უკავშირებს მომავალ პროფესიას. ამ ვიდეოში ნესტანი სკოლაზე, პროფესიაზე, მოსწავლეებსა და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე ჰყვება. ნესტანი ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრია. კონკურსის გამარჯვებული 5 ოქტომბერს -მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გამოვლინდება.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში დააკავეს დონბასში სეპარატისტების ლიდერი იგორ სტრელკოვი (გირკინი)

რუსეთში სამართალდამცავებმა დააკავეს 2014 წელს დონბასის ომში სეპარატისტების ლიდერი იგორ სტრელკოვი (გირკინი). ამის შესახებ იტყობინება RBC, სამართალდამცავი ორგანოების ორ წყაროზე და სტრელკოვის ადვოკატ ალექსანდრ მოლოხოვზე დაყრდნობით. მოგვიანებით ეს ინფორმაცია TASS-ის წყაროებმა დაადასტურეს. გამოცემის ცნობით, სამართალდამცავებმა სტრელკოვი სახლიდან შუადღისას წაიყვანეს. მის ბინაში მოეწყო ჩხრეკა. წინასწარი მონაცემებით, იგი დააკავეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ყოფილი თანამშრომლის განცხადების საფუძველზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოკა მორგოშიას 80 წლის მამიდამ მილიონი ლარი შეიტანა "ალტ-ინფოში" 2022 წელს

პრორუსული ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" შემოსავალი გასულ, 2022 წელს თითქმის 1 მილიონი ლარი იყო. ამ თანხის 99,8% კი მფლობელის შემოწირულებაა.

Radiotavisupleba.ge 

CIA-ის დირექტორი: პუტინმა ჯერ ვერ გადაწყვიტა, როგორ მოექცეს პრიგოჟინს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კერძო სამხედრო კომპანია  „ვაგნერის“ აჯანყებიდან ერთი თვის შემდეგ ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, როგორ მოექცეს მის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს. ამის შესახებ თქვა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, CIA-ს, დირექტორმა უილიამ ბერნსმა „ასპენის“ ინსტიტუტში, უსაფრთხოების ფორუმზე. ბერნსის თანახმად, „ვაგნერი“ კრემლისთვის მნიშვნელოვანი გაერთიანებაა, მათ შორის თავისი დაქირავებული ჯარისკაცების ყოფნის გამო აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. CIA-ს დირექტორი ვარაუდობს, რომ პუტინი შურისმაძიებელია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალგაზრდა, რომელიც პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკითხება

21 წლის ლაშა ჟღენტი, რომელიც აცხადებს, რომ მასზე თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, პოლიციამ იძალადა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. უწყებამ, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს იძიებს, გამოძიება ამ საქმეზე მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაიწყო. ლაშა ჟღენტი ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს იმ პოლიციელებს, რომლებმაც ის გასაჩხრეკად ძმასთან ერთად გააჩერეს სახლის სიახლოვეს. „მოინდომეს ზედაპირული გაჩხრეკა და მაგ დროს „ტრუსიც“ გამოწიეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ორი ექსპრეზიდენტის პოლემიკა აფხაზეთში

ამ დღეებში აფხაზეთში საზოგადოების ყურადღება ყოფილი პრეზიდენტების ალექსანდრ ანქვაბისა და რაულ ხაჯიმბას გამოსვლებმა მიიპყრო. ისინი იმ თემას შეეხნენ, რომელიც აფხაზებს ახლა ყველაზე მეტად აწუხებთ - აპარტამენტები და აპარტამენტ-სასტუმროები. ბევრმა მიიჩნია, რომ მათ შორის ერთგვარი პოლემიკაც შედგა.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სკოლებში სექტემბრიდან დრონების მართვას შეასწავლიან

რუსეთში სკოლის მოსწავლეები 1 სექტემბრიდან, სამხედრო მომზადების გაკვეთილებზე, დრონების გამოყენებას ისწავლიან, ასეთ ინიციატივას მხარი რუსეთის თავდაცვის და განათლების სამინისტროებმა დაუჭირეს, განუცხადა "რია ნოვოსტის" რუსეთის ციფრული ეკონომიკის განვითარების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ არტემ შეიკინმა. პროგრამით გათვალისწინებულია დრონების „ტიპების, დანიშნულების, ტაქტიკურ-ტექნოლოგიური მახასიათებლებისა და ზოგადად მოწყობილობის, ტერიტორიის სადაზვერვო და მტრის უპილოტო საფრენ აპარატებთან დაპირისპირების მეთოდების შესწავლა“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკიმ დაითხოვა ბრიტანეთში უკრაინის ელჩი, რომელმაც პრეზიდენტი „არაჯანსაღი სარკაზმისთვის“ გააკრიტიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან დაითხოვა ბრიტანეთში უკრაინის ელჩინ, ვადიმ პრისტაიკო, რომელმაც ცოტა ხნის წინ "არაჯანსაღი სარკაზმი" უწოდა უკრაინის პრეზიდენტის მიერ  დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მისამართით ნათქვამ სიტყვებს. "ჩვენ შეგვიძლია ყოველ დილას გაღვიძების შემდეგ პირადად გადავუხადოთ მინისტრს მადლობა", - განაცხადა ზელენსკიმ ნატოს ვილიუსის სამიტზე. მანამდე ნატოს სამიტის კულისებში ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ახალ-ახალი ტიპის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრაღაში გაასამართლეს მოქალაქე, რომელიც აზიანებდა უკრაინის სანომრე ნიშნებიან მანქანებს

პრაღის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბოროტმოქმედი, რომელიც ბურღის საშუალებით აზიანებდა უკრაინის სანომრე ნიშნებიანი მანქანების საბურავებს. მსჯავრდადებულს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 100 ათასი ჩეხური კრონის (დაახლოებით 4200 ევროს) გადახდა დაეკისრა. პრაღის საერთაშორისო რადიოს ცნობით, მსჯავრდადებულმა პრაღის ორ რაიონში პარკინგზე მდგარი ოცამდე ავტომობილის 35 ბორბალი გახვრიტა. ჩეხეთის პოლიციამ პრაღის მცხოვრები, რომლის ვინაობაც არ მჟღავნდება, გასული წლის სექტემბერში დააკავა დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ხოლო ბურღი ამოღებულია, როგორც ნივთმტკიცება. Читать дальше...


Новые дорожные знаки появились на улицах Королева

Заворотнюк могут похоронить на Анкудиновском кладбище в Новой Москве

Загрутдинов: в Нагатино-Садовниках в 2025 году достроят второй дом по реновации

Глава Солнечногорска вручил паспорта 7 юным жителям округа



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Технологию сухого холодца разработали в Балашихе для участников СВО

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Прабабушки будут получать доплату к пенсии за находящихся на их иждивении правнуков

Жителей Подмосковья предупредили о грозе и сильных порывах ветра

2015 • ХК Технопул 2015 г.Балашиха приглашает игроков всех амплуа

Музыкальные новости

Новый монитор Philips Evnia 49M2C8900L подарит игровой опыт высочайшего уровня

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

Почта России помогла ребёнку из Ижевска, подопечному благотворительного фонда, встретиться с футболистами ЦСКА

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Новости России

Загрутдинов: в Нагатино-Садовниках в 2025 году достроят второй дом по реновации

На фестивале «Лето в Москве» пройдет чемпионат по игре «Камень, ножницы, бумага»

Актриса Ирина Безрукова рассказала о театральном дебюте Заворотнюк

Заворотнюк могут похоронить на Анкудиновском кладбище в Новой Москве

Экология в России и мире

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

ONYX отправляется в Большой тур по России

Спорт в России и мире

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

ТСД промышленного класса Saotron RT-T60







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *