Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2023

Новости за 08.07.2023

Radiotavisupleba.ge 

“ძალიან მეეჭვება, რომ რუსეთს საერთოდ აქვს რაიმე მომავალი” - ვიტაუტას ლანდსბერგისი

„კრემლს ღირსების დროშის მოფრიალე მეამბოხეები არ უყვარს. არ უყვარს ხალხი, რომელიც თავს არ უხრის - ჩვენ კი არაფრით ვართ მათზე უარესები, თუ უკეთესები არ ვართ ამ კაციჭამიებზე - რუსეთი დღეს კაციჭამიების ქვეყანაა”, - ეუბნება პროფესორი ვიტაუტას ლანდსბერგისი რადიო თავისუფლებას და დარწმუნებულია, რომ პუტინიზმი რუსეთის ბოლო სტადიაა. 90 წლის პოლიტიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის დანგრევაში, შემდეგ იყო დამოუკიდებელი ლიეტუვის პირველი სახელმწიფო ლიდერი და სეიმის სპიკერი, 11 წელი კი ევროპარლამენტარი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთი და ესპანეთი ეწინააღმდეგებიან უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებას

დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი ეწინააღმდეგებოდნენ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას, რომლის გაგზავნასაც შეერთებული შტატები დათანხმდა უკრაინაში, - წერს Sky News-ი. კერძოდ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკის თქმით, გაერთიანებული სამეფო იმ 123 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ასეთი ჭურვების გამოყენების ამკრძალავ კონვენციას. "დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერა კონვენციას, რომელიც კრძალავს კასეტური საბრძოლო მასალის წარმოებას ან გამოყენებას და არ ახალისებს მათ გამოყენებას", - თქვა სუნაკმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ აპირებს უკრაინა აშშ-ისგან მიღებული „კასეტური იარაღის“ გამოყენებას

აშშ-ის ახალი, 800 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, ვაშინგტონი უკრაინას ათასამდე კასეტურ საბრძოლო მასალას გაუგზავნის.

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვი აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ მეთაურების დაბრუნება უკრაინაში არღვევს შეთანხმებულ პირობას

თურქეთიდან უკრაინაში "აზოვსტალის" მეთაურების დაბრუნება, "პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმების დარღვევაა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. თურქეთიდან უკრაინაში „აზოვის თავკაცთა“ დაბრუნება სხვა არაფერია, თუ არა არსებული შეთანხმებების პირობების პირდაპირი დარღვევა. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, პირობა დაარღვია "როგორც უკრაინულმა, ისე თურქულმა მხარემ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა. პესკოვის თქმით, „აზოვსტალის“ დაცვის მეთაურები, თურქეთში, თითქოსდა ომის დასრულებამდე უნდა დარჩენილიყვნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს გამოხატვის თავისუფლება საქართველოში - წერს ვიოლა ფონ კრამონი

გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში  „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლის ფაქტს ეხმაურება. სოციალურ ქსელში აქვეყნებს ღონისძიების დარბევის ფოტოებს და წეს, რომ კიდევ ერთხელ, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებმა ძალადობრივად დაარღვიეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში. „კიდევ ერთხელ, საქართველოს მთავრობასა და პოლიციას არ სურთ, ან არ შეუძლიათ, დაიცვან პრაიდის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებები. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სისუსტის ნიშანია“, - წერს ევროპარლამენტარი. 8 ივლისს, თბილისში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ ევან გერშკოვიჩის გაცვლის თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს

შეერთებული შტატები რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ევან გერშკოვიჩის გაცვლის შესახებ. გაზეთი New York Times-ი ეყრდნობა აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ, ჯეიკ სალივანს, რომელმაც განაცხადა, რომ "იყო დისკუსიები, მაგრამ ამ დისკუსიებმა ვერ მიგვიყვანეს საკითხის გადაწყვეტის მკაფიო გზამდე", - განუცხადა სალივანმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს არ აქვს "მკაფიო პასუხი" კითხვაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიოს გერშკოვიჩის გათავისუფლებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"პოლიციამ მოძალადეები მოაცილა, ჩვენ კი გამოგვაძევა" - ანა სუბელიანი ევაკუაციას იხსენებს

ორგანიზაცია “თბილისი პრაიდის” თანადირექტორი, ანა სუბელიანი რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, როგორ გამოიყვანა პოლიციამ "პრაიდ ფესტივალის" ორგანიზატორები და მოხალისეები "ლისი ვანდერლენდის" მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც დახურული ღონისძიება უნდა გამართულიყო, რის შემდეგაც ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფმა ადგილის დაკავება თავისუფლად შეძლეს. "იმდენად აბსურდული სპექტაკლი დაიდგა, ვერც გავიაზრეთ. ხელოვნური ქაოსი შექმნეს", - ამბობს ანა სუბელიანი და ამატებს, რომ პოლიციამ მათ კარამდე მიაცილა ძალადობრივი ჯგუფი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ს საელჩო, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობები ხელისუფლებას მოუწოდებენ პასუხი აგებინონ დამნაშავეებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში წუხილს გამოთქვამს დღეს, 8 ივლისს „პრაიდ ფესტივალის“ გაუქმების გამო და წერს, რომ გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი. „ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“,  - წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის ფეისბუკგვერდზე. განცხადებას ავრცელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოც და მოუწოდებს ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ამით ნათლად უნდა აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში ზღვაში დაღუპული მოზარდის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ზღვაში დაღუპული მოზარდის საქმეზე დაკავებულებს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ზურაბ საღინაძე განზრახ მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული. კიდევ ორ ბრალდებულს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მათგან  ერთი -  17 წლის არასრულწლოვანია. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. გამოძიების თანახმად, 4 ივლისს ბათუმის სანაპიროდან ოთხი არასრულწლოვანი ტივტვა ბანანით შეიყვანეს ზღვაში  და სანაპიროდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით დატოვეს. 16 წლის ლუკა აბულაძის ცხედარი ბათუმში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობოების განცხადებით, შსს სიძულვილის ჯგუფების მიმართ კვლავ შემწყნარებელია

13 არასამთავრობო ორგანიზაცია 2023 წლის 8 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ერთობლივ განცხადებაში წერს, რომ საგანგაშოა შინაგან საქმეთა სამინისტროს შემწყნარებელი პოლიტიკა სიძულვილის ჯგუფების მიმართ. მათი თქმით, იმის ნაცვლად, რომ პოლიციამ თავისი კონსტიტუციური ვალდებულებები შეასრულოს და უზრუნველყოს პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად, უფლებას აძლევს მათ, ხელი შეუშალონ სხვა ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, დაუბრკოლებლად გაავრცელონ ძალადობისკენ მოწოდებები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ეს არ არის გზა ევროკავშირისკენ“ -  ჩეხეთის ელჩი „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლას ეხმაურება

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა თბილისში „პრაიდის ფესტივალის" ჩაშლას ტვიტერზე ეხმაურება, ფოტოებსაც აქვეყნებს და წერს, რომ ეს არ არის გზა ევროკავშირისკენ. „შოკისმომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“. დაირღვა კონსტიტუციური უფლებები, შეკრების თავისუფლება, პოლიცია ვერ იცავს მოქალაქეებს. არის ეს გზა ევროკავშირისკენ? ჩემი მოკრძალებული აზრით, ნამდვილად არა“, – წერს ელჩი. მის გარდა, ანტილგბტ აქციის მონაწილე, ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების მიერ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის ფაქტს გამოეხმაურნენ საქართველოში გერმანიის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა“ - ამბობს სახალხო დამცველი „პრაიდის ფესტივალზე“

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 8 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების მიერ "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლის ფაქტს მოკლე განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას - დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა. მისი სიტყვებით, საქართველოში გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და: „ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ჯგუფს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„რუსული ხელისუფლება უნდა მოვიცილოთ“, - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლას აფასებენ

8 ივლისს, ჰომოფობიურად განწყობილი, ანტიდასავლური აქციის წევრების მიერ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმიანებიან. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ფესტივალის ჩაშლაზე წერს, რომ ის ამაზრზენი კადრები, რაც ყველამ იხილა, ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის სახეა. ხოლო ეს ხალხი, ვინც ფესტივალი ჩაშალა და შემდგომ ღონისძიების ადგილი დაარბია, ივანიშვილის რეჟიმის ნაწილი და მათი ინსტრუმენტია. „გახსოვთ ალბათ, მათი "არგუმენტი", რომ ხალხს ნუ აღიზიანებენ, ქუჩაში ნუ გამოდიან,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„აზოვსტალის“ თავდაცვის ხელმძღვანელი ყველა მეთაური თურქეთიდან სამშობლოში ბრუნდება - აცხადებს ზელენსკი

ყველა უკრაინელი მეთაური, რომელიც მარიუპოლში „აზოვსტალის“ დაცვას ხელმძღვანელობდა, უკრაინაში ბრუნდება თურქეთიდან, სადაც ისინი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „თურქეთიდან შინ ვბრუნდებით და სამშობლოში მოგვყავს ჩვენი გმირები“, - წერს ტელეგრამის არხში უკრაინის ლიდერი.   ზელენსკის თქმით, უკრაინაში ბრუნდებიან: დენის პროკოპენკო, "რედისი" - "აზოვის" მეთაური;   სერგეი ვოლინსკი, "ვოლინა", - 36-ე ცალკეული საზღვაო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირ პუტინი შესაძლოა აგვისტოში თურქეთს ეწვიოს - აცხადებს პრეზიდენტი ერდოანი

თურქეთის ლიდერმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აგვისტოში უნდა ეწვიოს თურქეთს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, მოლაპარაკება გაიმართება უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიან ომსა და "მარცვლეულის გარიგებაზე". თურქული და რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ერდოანმა პარასკევს სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „იმედი მაქვს, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენს დღის წესრიგში - როგორც სატელეფონო დიპლომატიაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„დაირღვა ჩვენი კონსტიტუცია“ - პრეზიდენტი აკრიტიკებს პოლიციას და ხელისუფლებას

დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა, ერთი მხრივ, აზრის გამოხატვის უფლება (მე-17 მუხლი) და შეკრების თავისუფლება (21-ე მუხლი), აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მას შემდეგ, რაც დაგეგმილი „პრაიდ ფესტივალი“ ძალადობრივმა ჯგუფებმა ჩაშალეს. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა პოლიცია, რომელმაც ვერ აღკვეთა ძალადობა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც, მისივე აზრით, ახალისებს ძალადობას. „შეკრების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„სევდიანი დღე თბილისში. დაირღვა კანონი“ - გერმანიის ელჩი „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლას ეხმაურება

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება დაირღვა. „სევდიანი დღე თბილისში. საქართველოს კანონი დაირღვა. მეტიც, დაირღვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მეოცე მუხლით, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. სრული მხარდაჭერა თბილისი პრაიდს“, – წერს პეტერ ფიშერი ტვიტერზე.   „მე სრულიად იმედგაცრუებული ვარ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ხელისუფლების მიერ, პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე“ – „თბილისი პრაიდი“ განცხადებას ავრცელებს

ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დღეს, 8 ივლისს, როცა თბილისში „პრაიდის კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება იყო დაგეგმილი, ხელისუფლებამ წაახალისა და მხარი დაუჭირა ძალადობას. განცხადების ავტორები წერენ, რომ დღეს მათ ცხადად დაინახეს, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე და „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ტერიტორიაზე, იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „ალტ-ინფოს“ ერთობლივი, კარგად დაგეგმილი ოპერაცია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ. „ჩვენი გადასახადებით დაფინანსებული პოლიცია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტებმა უკრაინაში 27 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურეს

7 ივლისის მონაცემებით, დადასტურდა უკრაინასთან ომის დროს დაღუპული 27 423 რუსი სამხედრო მოსამსახურის სახელები. დანაკარგების შესახებ ინფორმაცია BBC-ის რუსულმა სამსახურმა და „მედიაზონის“ ჟურნალისტებმა მოხალისეთა გუნდთან ერთად მოიპოვეს. მათ შორის სულ მცირე 240 რუსი სამხედრო, მათგან რამდენიმე - მაღალი რანგის ოფიცერი, ბოლო ხანს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყებიდან დაიღუპა. 4 ივნისიდან უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე ერთი გენერალი, ორი პოლკოვნიკი, სამი ვიცე-პოლკოვნიკი და ასევე რუსეთის არმიის უფრო დაბალი რანგის 12 ოფიცერი დაიღუპა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ბრიტანეთის ელჩი შეძრწუნებულია "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლის გამო

საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი ტვიტერზე წერს, რომ ის შეძრწუნებულია, მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლის გამო. „მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას“, – წერს მარკ კლეიტონი. 8 ივლისს, თბილისში, „ლისი ვანდერლენდში“ დაგეგმილი პრაიდის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება ჰომოფობიურად განწყობილმა ანტილგბტ აქციის წევრებმა ჩაშალეს. ასობით ადამიანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაპუაშვილის თქმით, პოლიციამ „სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება“ ჩაშლილ „პრაიდ ფესტივალზე“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, პოლიციამ „სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება“ ლისის ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილი „პრაიდ ფესტივალი“ ძალადობრივმა ჯგუფებმა ჩაშალეს. „პოლიციამ სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება როგორც მონაწილეების, ასევე, როგორც ვიცი, ჟურნალისტების მიმართაც იყო გამოხატული აგრესია, მაგრამ პოლიცია ჩაერია და უზრუნველყო ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება“, - თქვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ „თავისთავად“ დაგმო ძალადობა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ბევრნი მოვიდნენ“: შსს-ს პასუხი, რატომ ვერ შეაკავეს ანტილგბტ აქციის მონაწილეები

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „პრაიდ ფესტივალის“ საწინააღმდეგო ანტილგბტ აქციაზე ძალიან ბევრი ხალხი მივიდა და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მათ ხალხის მასა ვერ შეაკავეს და ფესტივალის ორგანიზატორებისა და მონაწილეების ევაკუაცია გახდა საჭირო. შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დილიდან ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის დანაყოფები, მათ შორის, საპატრულო პოლიცია და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, მაგრამ იქ მივიდნენ „საკმაოდ დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეები“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეს იყო წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შსს-სა და „ალტ-ინფოს“ შორის, - აცხადებს „თბილისი პრაიდი“ 

„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „პრაიდკვირეულის“ ფარგლებში 8 ივლისს დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლა იყო „წინასწარ კოორდინირებული“ პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის. „დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ დღეს დაგეგმილი მოვლენები იყო წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის“, - წერს „პრაიდი“ ფეისბუკზე. „თბილისი პრაიდი“ პრაიდკვირეულის მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აცხადებდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიდერლანდის მთავრობა გადადგა იმიგრანტების საკითხის გარშემო უთანხმოების გამო

იმიგრანტების შეზღუდვის გარშემო წარმოქმნილი პოლიტიკური უთანხმოების შედეგად, დაიშალა ნიდერლანდის სამთავრობო კოალიცია, რომელსაც სათავეში ედგა პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე. "სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ წინააღმდეგობა გადაულახავი გახდა", - განაცხადა რუტემ და აღნიშნა, რომ იგი დაუყოვნებლივ წარუდგენს მეფეს პეტიციას მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ. სიტუაცია საბოლოოდ შევიდა ჩიხში ამ კვირაში, როდესაც რუტემ შესთავაზა ქვეყანაში იმ ბავშვების შესვლის შეზღუდვა, ვინც ნიდერლანდში ომის შედეგად გაიქცა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ევაკუაცია გვიწევს“, - წერენ „პრაიდ ფესტივალის“ ორგანიზატორები

„პრაიდ ფესტივალის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამარ ჯაყელი ფეისბუკზე საჯარო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მათ „ლისი ვანდერლენდიდან“ „ევაკუაცია უწევთ“. „თბილისი პრაიდმა“ კი დაწერა, რომ დღეს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ თავდასხმა წინასწარ იყო კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება „ალტ-ინფოს“ შორის. ფესტივალის ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვინც დღეს, 8 ივლისს, „პრაიდის კვირეულის“ დასკვნით ღონისძიებაზე მისვლას აპირებდა, აღარ მივიდეს იქ. „მეგობრებო... Читать дальше...


В Самарской области стартует второй открытый турнир по хоккею «Парни из стали»

Детсад на 400 мест построят в Дмитровском округе

прямые продажи модулей и заметок для ип чувашии юра в 89278591263 сбер альфа от 1200

Проверку начали после загрязнения реки Сетунь в Москве



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Детсад на 400 мест построят в Дмитровском округе

В модельной библиотеке Шатуры прошла встреча в формате выездной администрации

Балберов о мигрантах и законопроекте, касающемся выделения бесплатных участков многодетным: Родиной торговать нельзя

В Подольске к летнему сезону готовят 6 мест отдыха у воды

Музыкальные новости

Сотрудники Росгвардии задержали устроившего стрельбу с балкона мужчину в Подмосковье 

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

«Адвокат Валиевой: ей подсыпали допинг и сделал дедушка». Серьёзное расследование.

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

Новости России

В Самарской области стартует второй открытый турнир по хоккею «Парни из стали»

прямые продажи модулей и заметок для ип чувашии юра в 89278591263 сбер альфа от 1200

Балберов о мигрантах и законопроекте, касающемся выделения бесплатных участков многодетным: Родиной торговать нельзя

Глава СКР контролирует дело о попытке изнасилования мигрантом 17-летней девушки в Подмосковье

Экология в России и мире

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

BYD-FORKLIFT - официальный дистрибьютор BYD в России

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Спорт в России и мире

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Теннисист Рублев объяснил, почему проиграл сет в первом круге "Ролан Гаррос"

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Разгром за час определил следующую соперницу Арины Соболенко на «Ролан Гаррос»

Moscow.media

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *