Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2023

Новости за 25.07.2023

Radiotavisupleba.ge 

სუნაკმა და ზელენსკიმ მარცვლეულის ექსპორტზე ისაუბრეს, ევროკავშირმა კიევს 1,5 მლრდ ევრო გამოუყო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართეს იმაზე, თუ როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი უკრაინული მარცვლეულის გატანა საერთაშორისო ბაზრებზე. ამავე დროს ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ  უკრაინას ინფრასტრუქტურის შეკეთებისთვის 1,5 მილიარდი ევროს (1,66 მილიარდი დოლარი) ოდენობის დახმარებას აღმოუჩენს რუსეთის ახალი საჰაერო თავდასხმების ფონზე საპორტო ქალაქ ოდესასა და დედაქალაქ კიევზე. ბოლო დღეებში რუსეთის დარტყმები მიმართული იყო უკრაინის სურსათის საექსპორტო ობიექტებზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ქართველები ფავორიტ, მაგრამ უმცროს ძმებად მიიჩნეოდნენ" - ანდრეი ზორინი რუსულ ცარიზმზე, საქართველოსა და უკრაინაზე

„განცდა, რომ რუსი ერის სხეულს ფლეთენ, რომ დასავლეთი ცდილობს კიდურები წაგვაგლიჯოს, ჩვენ კი ერის სხეულის გამთლიანებისთვის, ხელახალი შენივთებისთვის უნდა ვიბრძოლოთ - ეს ძველი ოპერაა: იმავე არიას მღეროდნენ 200 წლის წინ პოლონელების მისამართითაც - პოლონელები, სლავი ერი, ცბიერმა ვატიკანელმა მღვდლებმა გააბრიყვეს და გადაიბირეს, ჩვენ კი ისინი სლავურ ერთიანობას, მთლიანობას უნდა დავუბრუნოთ”, - ეუბნება ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეი ზორინი რადიო თავისუფლებას. ვაჟა თავბერიძე პროფესორ ზორინს რუსების საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქალები პუტინის რუსეთში - ჯარისკაცთა გასამრავლებელი ბიოლოგიური კონტეინერები?

უკრაინასთან მასშტაბურ ომში ჩართული რუსეთი მძიმე დემოგრაფიული პრობლემების წინაშეც დგას. როსსტატის - რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს დაფიქსირდა შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში. დემოგრაფიულ სურათს ერთიორად ამძიმებს ომში დაღუპულთა და დასახიჩრებულთა სტატისტიკა, რომელიც კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის "დემოგრაფიულ ორმოში" ჩავარდნილი რუსეთის მდგომარეობას. „ჯარისკაცები არ დაზოგოთ, ქალები კიდევ დააჩენენ!“ - ეს ფრთიანი გამონათქვამი, რომელსაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ავიაგამანადგურებელმა სირიის ცაში ამერიკული სადაზვერვო დრონი დააზიანა

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მოიერიშე თვითმფრინავმა სირიის ცაში ამერიკული სადაზვერვო დრონი MQ-9 Reaper-ი დააზიანა. თვითმფრინავი ძალიან მიუახლოვდა დრონს და სარაკეტო სითბური ხაფანგები გადმოაგდო. ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების პრესსამსახური იტყობინება 25 ივლისს. გავრცელებული ინფორმაციით, ხაფანგებთან შეჯახების შედეგად დრონის პროპელერი სერიოზულად დაზიანდა. ოპერატორებმა მოახერხეს ფრენის გაგრძელება და მისი ბაზაზე დაბრუნება. რუსული მხრიდან ოპერაციაში მონაწილეობდა თვითმფრინავი Su-35... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლავროვის შვილის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა საქმე - შსს-მ მოსამართლის აცილება მოითხოვა

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, სასტუმრო „ყვარლის ტბის” მიმდებარე ტერიტორიაზე, 20 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილის საქართველოში ჩამოსვლის გამო, გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო სხდომა გაიმართა. 14 დაკავებულის პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომის დაწყებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ საქმის მოსამართლის იოსებ აბრამიძის აცილება მოითხოვა. „მიმდინარე წლის ივლისში, შსს-მ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, „მზიურის" პარკთან მდებარე ოფისში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ერთ-ერთი კომპანიის ოფისში, რომელიც თბილისში, „მზიურის" პარკთან ახლოს მდებარეობს, კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას.  დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ბიზნესმენია.

Radiotavisupleba.ge 

ირლანდიაში 8-ჯერ მეტი საქართველოს მოქალაქე ეძებს თავშესაფარს, ვიდრე უკრაინის

ირლანდიაში თავშესაფრის მიღების მსურველებს შორის საქართველოს მოქალაქეები რაოდენობით პირველ ადგილზე არიან - სტატისტიკურ ინფორმაციას თავშესაფრის მიმღებთა საცხოვრებლებში განთავსებულების შესახებ ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი აქვეყნებს. დოკუმენტში, რომელიც 16 ივლისს გამოქვეყნდა, საქართველო თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით უწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნიგერია, სირია, სომალი, ზიმბაბვე და კონგო. ამ ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი 8-ჯერ მეტია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

2017 წელს გაუჩინარებული ჩეჩენი მომღერალი ზელიმხან ბაკაევი, სავარაუდოდ, სამართალდამცველებმა მოკლეს

ჩეჩენი მომღერალი ზელიმხან ბაკაევი, რომელიც უკვალოდ გაუჩინარდა 2017 წელს, სავარაუდოდ, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა მოკლეს. ამის შესახებ კრიზისული ჯგუფის, „სკ SOS“-ის გამოძიებაშია ნათქვამი. უფლებადამცველები დარწმუნებული არიან, რომ ბაკაევი ჰომოსექსუალობაში იყო ეჭვმიტანილი და მას უთვალთვალებდნენ. მომღერალი დროის უმეტეს ნაწილს მოსკოვში ატარებდა და არ სჯეროდა, რომ ის შეიძლება მოეკლათ. ბაკაევი რუსეთში რჩებოდა ავადმყოფი დედის მოვლის აუცილებლობის გამო. ორგანიზაციის თანამოსაუბრის თქმით, ბაკაევის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ პოლონელი ექიმების დასკვნა მათ ქართველ კოლეგებს დაეხმარება

საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ", დასრულების შემდეგ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ეხებოდა კლინიკა „ვივამედში" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტს. დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ პოლონელი ექიმების დასკვნა ქართველ ექიმებს დაეხმარება. „ნამდვილად მადლიერი ვარ საქართველოს ხელისუფლების იმისთვის, რომ დათანხმდნენ პოლონელი ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბიბლია მეგრულად - „დანაშაული“ თუ დამსახურება ერის წინაშე?

გიორგი სახოკია 75 წლის კაცია, პროფესიით ეკონომისტი, მთელი ცხოვრება ბუღალტრად მუშაობდა. ფილოლოგიური განათლება არასდროს ჰქონია, მაგრამ მის საწერ მაგიდაზე ახლა მხოლოდ ხელნაწერები და ლექსიკონებია დახვავებული, ძირითადად მეგრულ-ქართული.

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის საზოგადოებაში ერთი თვე არ გამოჩენილა. ცინ განის გათავისუფლება ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის საგანგებო და უჩვეულოდ ხანმოკლე სხდომაზე გამოცხადდა, წერს The Washington Post-ი. მისი გადადგომის მიზეზები არ დაუსახელებიათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი გახდა ვან ი, რომელსაც ეს პოსტი 2022 წლის 30 დეკემბრამდე ეკავა. 57 წლის ცინ განი ბოლოს 25 ივნისს გამოჩნდა ხალხში. შემდეგ ის პეკინში შეხვდა თავის კოლეგებს რუსეთიდან, ვიეტნამიდან და შრი-ლანკიდან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა კანონპროექტი ჯარში გაწვევის ასაკის 30 წლამდე გაზრდის შესახებ

სახელმწიფო დუმამ საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი 2024 წლიდან რუსეთში ჯარში გაწვევის ასაკის 30 წლამდე გაზრდის შესახებ. კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა 328-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 13, კიდევ 27-მა თავი შეიკავა. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ გაზრდიდნენ გაწვევის ასაკის ქვედა ზღვარსაც: 18-დან 21 წლამდე. თუმცა, მოგვიანებით სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა თქვა, რომ კომიტეტმა გადაწყვიტა, ეს არ გაეკეთებინა. მან ცვლილებები იმით ახსნა, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო სხდომა 15 წუთში დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვის ფარგლებში, 25 ივლისის სხდომაზე მოწმის სახით სასაქონლო ექსპერტი დაკითხა. ამირან ჯვარშეიშვილმა სასამართლოს უთხრა, რომ მას 13 მაისს დაევალა ექსპერტიზის ჩატარება ორი დაზიანებული ავტომობილისთვის, "შკოდა კოროლასა" და "შკოდა რაპიდისთვის". მას უნდა შეეფასებინა ავტომობილების დაზიანებით დამდგარი ზიანის ღირებულება. ამირან ჯვარშეიშვილმა სასამართლოს უთხრა, რომ ორივე დაზიანებული ავტომობილი საჯარიმო, ღია ავტოსადგომზე დაათვალიერა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“დილას 8-ზე რომ გახვალ, საღამოს 8-მდე ვერ ბრუნდები შინ” - 15 სოფლის ათასობით მოსახლე სატრანსპორტო ბლოკადაში

ხარაგაულის, ხაშურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების 15 სოფლის მოსახლეობა წლებია ფაქტობრივ სატრანსპორტო ბლოკადაშია მოქცეული.

Radiotavisupleba.ge 

დარია ტრეპოვას საბოლოო ბრალდება წარუდგინეს კრემლის მომხრე ბლოგერის მკვლელობის საქმეზე

საგამოძიებო კომიტეტმა საბოლოოდ წაუყენა ბრალი დარია ტრეპოვას სანქტ-პეტერბურგში ომის მომხრე ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის, მკვლელობის საქმეზე. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრ ბასტრიკინზე დაყრდნობით. ტრეპოვას წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება ტერაქტის საქმეზე. მაისში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა უკრაინის მოქალაქე იური დენისოვი, რომელიც ტატარსკის მკვლელობის ორგანიზატორად ითვლება. გამოძიების ვერსიით, დენისოვმა რუსეთში ყოფნისას შეაგროვა ინფორმაცია ტატარსკის შესახებ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

27 ივლისს ბათუმში შევა სოჭიდან გასული საკრუიზო ლაინერი

ორ დღეში, 27 ივლისს, ბათუმში შევა სოჭიდან გასული საკრუიზო ლაინერი. ინფორმაცია დასტურდება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადებითაც, რომელშიც არ არის ნათქვამი, რომ საკრუიზო გემს ტურისტები გადაჰყავს. "აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება", - აცხადებენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: საპატრულო გემ „სერგეი კოტოვს“ უპილოტო კატარღები დაესხნენ თავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საპატრულო გემ „სერგეი კოტოვს“ უპილოტო კატარღები დაესხნენ თავს. იუწყებიან, რომ თავდასხმა განხორციელდა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სევასტოპოლიდან 370 კილომეტრში. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კორვეტს უკრაინის არმია დაესხა თავს. როგორც იტყობინებიან, „სერგეი კოტოვი“ „ნავიგაციის კონტროლის ამოცანებს“ ასრულებს, რაც, კერძოდ, შეიძლება ნიშნავდეს მის მონაწილეობას უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადაში. აცხადებენ, რომ თავდასხმაში ორი დრონი მონაწილეობდა და ორივე განადგურდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ილონ მასკი კვლავ მოექცა Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეში

Tesla-ს და SpaceX-ის დამაარსებელი ილონ მასკი დაუბრუნდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეს, რომელსაც Forbes-ი ადგენს ხოლმე. რეიტინგი ქვეყნდება რეალურ დროში არსებული ვითარების მიხედვით. 24 ივლისს Tesla-ს აქციები 2,5%-ით გაძვირდა მას მერე, რაც კომპანიამ გამოაცხადა, რომ თავისი ელექტრომანქანების მყიდველებს შვიდწლიან კრედიტს მისცემს. ამის შედეგად მასკი, რომელსაც ეკუთვნის კომპანიის 23%, ოთხ მილიარდ დოლარზე მეტით გამდიდრდა. Forbes-ის გამოთვლით, მასკის ქონება 242 მილიარდ დოლარს უდრის.

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა ოდესაზე თავდასხმები გაახშირა, რადგან ვარაუდობს, რომ იქ უკრაინა იარაღს ინახავს

ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსეთმა 18 ივლისიდან, უკრაინის სამხრეთში "მარცვლეულის შეთანხმების" დატოვების შემდეგ, გაახშირა თავდასხმები ოდესასა და მის სანავსადგურო ინფრასტრუქტურაზე. ბრიტანეთში მიიჩნევენ, რომ კრემლი თავს ესხმის ნავსადგურებს, რადგან ფიქრობს, რომ უკრაინა იქ სამხედრო აღჭურვილობას ინახავს. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა Twitter-ზე. დაზვერვა მიიჩნევს, რომ ამ თავდასხმების დროს რუსეთმა გამოიყენა მძიმე Х-22-ის ტიპის რაკეტები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"დილის საუბრები ეკონომიკაზე": საქართველოდან მოქალაქეთა მიგრაციის მიზეზები და ეკონომიკური ეფექტი

დღეს ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რა არის მთავარი ეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც მოქალაქეს აიძულებს დატოვოს ქვეყანა, უმრავლეს შემთხვევაში - არალეგალურად მუშაობის პერსპექტივით. მოქალაქეთა მზარდი გადინების მყისიერ და პერსპექტიულ ეკონომიკურ ეფექტზე ვსაუბრობთ დღევანდელ რუბრიკაში.

Radiotavisupleba.ge 

ტურისტებს სოჭიდან ბათუმში საკრუიზო ლაინერით მოგზაურობას სთავაზობენ

22 ივლისს სოჭიდან საკრუიზო ლაინერმა, Astoria Grande-მ, ახალი მარშრუტით დაიწყო პირველი რეისის შესრულება. როგორც ერთ-ერთი რუსულენოვანი ტელეარხი იუწყება, ლაინერი ბათუმის პორტშიც შევა, მოგზაურობის მეხუთე დღეს. "ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი. მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების აღება", - ნათქვამია ამავე ტელეარხის მიერ მომზადებულ მასალაში. მათივე ინფორმაციით, საკრუიზო გემზე ახლა 850 მგზავრია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უამინდობამ და ტყის ხანძრებმა ზარალი მიაყენა სამხრეთ ევროპის ქვეყნებს

საბერძნეთში და ესპანეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურაა, ხოლო იტალიის ჩრდილოეთში კოკისპირულმა წვიმებმა შექმნა პრობლემები. მილანსა და ლომბარდიის სხვა არეალებში ქარიშხალს დაერთო სეტყვა და წვიმა. წაქცეულმა ხეებმა გადაკეტეს გზები და დააზიანეს სახლები. სკაუტების ბანაკში ხე დაეცა კარავს და ახალგაზრდა იმსხვერპლა, შვიდი პირი მსუბუქად დაშავდა. მილანიდან ნიუ-იორკში მიმავალი თვითმფრინავი უამინდობის გამო აფრენიდან მალევე გახდა იძულებული, მიმართულება შეეცვალა და რომისკენ აეღო კურსი. მაღალი ტემპერატურაა ალჟირში, სადაც ტყის ხანძრების გამო 34 ადამიანი დაიღუპა.

Radiotavisupleba.ge 

სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია თურქეთში მყოფი რუსი იმიგრანტების რიცხვმა

თურქეთის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში 33,2%-ით შემცირდა იმიგრანტების რიცხვი. ამ ფონზე 25%-ით გაიზარდა რუსეთიდან ემიგრირებულთა რაოდენობა. 2022 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, 2022 წელს რუსი იმიგრანტების რაოდენობა იყო 99 786, რაც უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მეორე ადგილზეა უკრაინა(8,1%). პირველ ხუთეულში არიან ირანი(6,5%), ავღანეთი(5,4%) და ერაყი(4,8%). Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სასამართლო რეფორმის კანონის მიღების შემდეგ ისრაელში საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა

ისრაელში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში მას მერე, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა სასამართლო რეფორმის ჩარჩოებში შემუშავებულ ახალ კანონს. წუხელ დემონსტრანტებმა თელ-ავივში ავტომაგისტრალი გადაკეტეს და ქალაქში დადგმულ ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს. დემონსტრაციის დროს მოხდა ინციდენტი - ავტომანქანა დაეტაკა სამ დემონსტრანტს. ისინი მცირედ დაშავდნენ, იტყობინება Haaretz-ი. ერთ-ერთი დაშავებულის თქმით, "ეს იყო წინასწარ განზრახული თავდასხმა: მანქანა ჩვენკენ მოქროდა". პოლიციამ დააკავა მანქანის ოცი წლის მძღოლი. Читать дальше...


Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

4 июня в 11:00 состоится вебинар «Структурированное техническое задание. Первая практика, проблематика и риски»

"Контракт" на выступление Канье Уэста в Москве назвали фейком

Детский шопинг в ТРЦ «Нора»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 4 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Глава PMI назвал бредом новость о выступлении Канье Уэста в Москве 8 июня

Союзники и партнеры России. Будет ли новая жизнь у Моста Дружбы

«Компьютерный 3D-переводчик на жестовый язык» стал одним из победителей конкурса цифровых проектов и идей для людей с нарушением слуха «Мы услышим»

Музыкальные новости

Сергей Собянин. Главное за день

Представитель “Лайм-Займ” одержал победу на XII Чемпионате СФО по управленческим переговорам "Сила Сибири"

«Адвокат Валиевой: ей подсыпали допинг и сделал дедушка». Серьёзное расследование.

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток

Новости России

Детский шопинг в ТРЦ «Нора»

Столичная таможня пресекла попытку незаконного вывоза военной продукции в США

«Главный Советник» на выставке ГОСЗАКАЗ

«Компьютерный 3D-переводчик на жестовый язык» стал одним из победителей конкурса цифровых проектов и идей для людей с нарушением слуха «Мы услышим»

Экология в России и мире

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Спорт в России и мире

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Moscow.media

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *