Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2023

Новости за 12.07.2023

Radiotavisupleba.ge 

ქვეყნის აღმოსავლეთში მძაფრი ბრძოლების ფონზე რუსეთმა დრონებით დარტყმა მიაყენა კიევს და უკრაინის სხვა ქალაქებს

12 ივლისს რუსეთმა დარტყმა მიაყენა კიევს და სხვა ქალაქებს „თვითმკვლელი დრონებით“. ასეთივე იერიშები რუსეთის არმიამ განახორციელა წინა დღესაც. უკრაინის აღმოსავლეთში თავდასხმების შედეგად დაიღუპა და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. ამ დროს რუსეთმა განაცხადა, რომ დაქირავებულ მებრძოლთა კერძო დაჯგუფებამ, „ვაგნერმა“ დაასრულა რუსეთის არმიისთვის თავისი იარაღის გადაცემა. ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორის, იური მალაშკოს ცნობით, ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბანზე თავდასხმისას 18 ადამიანი დაშავდა. ამავე ცნობით, მათ შორის ექვსი ბავშვია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"რაც მათ უნდათ, ეს კინოს სიკვდილს ნიშნავს" - ერთი თვის თავზე პირველი აქციიდან

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კინოცენტრის თანამშრომლებმა პირველი აქცია გამართეს - დღესაც, კულტურის სამინისტროს წინ, ისინი ითხოვენ, შეიცვალოს დირექტორის დანიშვნის წესი და ამას ერთპიროვნულად მინისტრი არ განკარგავდეს. არსებითად, კინოს პროფესიონალები დამოუკიდებლობას ითხოვენ და მათ კულტურის სხვადასხვა სფეროს მოღვაწეებიც უერთდებიან. მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ცენტრის ხელმძღვანელად დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თანამშრომელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერდოანი რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ - რა მიიღო ანკარამ ნატოს სამიტის ფარგლებში?

ბოლო დროს თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთისთვის არასასურველი არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის ნატოს სამიტზეც. რეჯეპ ტაიპ ერდოანის გადაწყვეტილებები და მოთხოვნები დასავლეთთან მისი დაახლოების ტენდენციას ავლენს, რასაც საექსპერტო წრეში თურქეთის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებსაც უკავშირებენ.

Radiotavisupleba.ge 

ისევ MAP-ზე უკეთესი?

უკრაინამ ვერ მიიღო ის, რაც ყველაზე მეტად უნდოდა - მიწვევა ალიანსში. სამაგიეროდ, აღარ დასჭირდება წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP). „დიდი შვიდეულის” წევრებმა კი მისი დაცვის პირობა დადეს. როგორ დასრულდა ვილნიუსის ორდღიანი სამიტი?

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი: ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის

საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერის" ანგარიშზე გამოეხმაურე ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ძლიერი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.  „ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა. გულითადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას. ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პესკოვი: უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემით ირღვევა უსაფრთხოების გაუნაწილებლობის საერთაშორისო პრინციპი

რუსეთის კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 12 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინისთვის უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემით ირღვევა უსაფრთხოების გაუნაწილებლობის საერთაშორისო პრინციპი. მან განმარტა, რომ უკრაინისთვის ასეთი გარანტიის მიცემით, „საფრთხე ექმნება რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას. ეს შეუძლებელია“, თქვა პესკოვმა. კრემლის პრესმდივნის თანახმად, ამას მოჰყვება ახლო და შორეული მომავლისთვის ერთობ უარყოფითი შედეგები. პესკოვი თვლის, რომ ამგვარი ნაბიჯით ევროპა უფრო სახიფათო ხდება ბევრი წლით.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსი: CIA-ს დირექტორთან განვიხილეთ, "რა ვუყოთ უკრაინას"

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ ივნისის ბოლოს სატელეფონო საუბარი ჰქონდა CIA-ს დირექტორთან, უილიამ ბერნსთან, რომლის დროსაც მათ, როგორც ნარიშკინი ამბობს, განიხილეს უკრაინის საკითხი - "რა ვუყოთ უკრაინას." ამის შესახებ ცნობას ავრცელებს რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, რომელიც რუსეთის სააგენტო TASS-თან ნარიშკინის საუბარს იმოწმებს. ნარიშკინსა და ბერნსს შორის სატელეფონო საუბარზე 30 ივნისს იუწყებოდა The Wall Street Journal-ი. გამოცემის თანახმად, CIA-ს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"შეუძლებელია შევეგუოთ ნაკარნახევ სცენარებს და შემოქმედებით ჩარჩოს" - სამინისტროსთან აქციაზე ქართული კინოს მანიფესტი წაიკითხეს

თბილისში, ეროვნული კინოცენტრის დამოუკიდებლობის დასაცავად კულტურის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე ქართული კინოს მანიფესტი წაიკითხეს. აქცია ხელოვნების სფეროში ცენზურის დაწესების მცდელობების წინააღმდეგ იმართება ეროვნულ კინოცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადებიდან ერთი თვის თავზე.  "ჩვენ, გასულ საუკუნეში რეპრესირებული კინოს მემკვიდრეები, შეუძლებელია შევეგუოთ ნაკარნახებ სცენარებსა და შემოქმედებით ჩარჩოს.  ჩვენ უარს ვამბობთ ერთმნიშვნელოვან ხელოვნებაზე; ჩვენ უარს ვამბობთ კულუარულ პოლიტიკაში მონაწილეობაზე;... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ ამხილა მოქმედმა თანამშრომელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები

გოგა რაზმაძე 12 წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. 20 წლის იყო საპატრულო პოლიციელის ფორმა რომ ჩაიცვა. 2018 წლიდან კი როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტში შეიქმნა, გოგა რაზმაძე, კონკურსის გავლის შემდეგ, ამ დეპარტამენტის თანამშრომელი გახდა. ის დღესაც დეპარტამენტის თანამშრომელია, უფრო ზუსტად კი დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსი. თუმცა, კიდევ რამდენ ხანს დარჩება ის შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაოდ, არ იცის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ და დასავლეთის 11-მა ქვეყანამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს უკრაინელი მფრინავების მომზადების შესახებ

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა და დასავლეთის 11 ქვეყნის მეთაურებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვისთვის უკრაინელი პილოტების მომზადების მიზნით კოალიციის შექმნას. უკრაინასთან ერთად მასში შედიან ბელგია, ბრიტანეთი, დანია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი და შვედეთი. ცნობას ავრცელებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. მემორანდუმის თანახმად, უკრაინელი მფრინავები, ტექნიკოსები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მალხაზ ურთმელიძე სააკაშვილზე: უკეთესად არის გაცილებით, წონაში მატულობს

კლინიკა „ვივამედში" შესვლამდე ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთმელიძემ. მას პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ჰკითხეს. „[სააკაშვილი] მშვენივრად არის. უკეთესად არის გაცილებით. წონაში მატულობს. როცა ჭამს, საკვებს იღებს ნორმალურად, არის კარგად. უარს იტყვის, ხდება ცუდად", - თქვა ურთმელიძემ. როგორც მან აღნიშნა, მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში პოლონელ ექიმებს შეხვდეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის თავდაცვის მინისტრი კასეტური იარაღის გამოყენებით იმუქრება უკრაინაში

იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინას კასეტურ იარაღის მიაწვდის, რუსეთიც გამოიყენებს მას, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, რომელმაც მიანიშნა, რომ არც აშშ და უკრაინა, და არც რუსეთი, ამგვარი იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ხელშეკრულებას არ შეერთებიან. რუსეთის თავდაცვის მინისტრი თვლის, რომ კასეტური იარაღის გამოყენება ომს გაახანგრძლივებს. არაერთი ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში უკვე გამოიყენა კასეტური იარაღი. კასეტური ბომბები მიწაზე დაცემამდე ფეთქდება და დიდ მანძილზე გატყორცნის მცირე ნაწილაკებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა მადლიერი უნდა იყოს და მოკავშირეებს ისე არ უნდა ეპყრობოდეს, როგორც „ამაზონს“

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებამ, რომ უკრაინა უფრო მეტად უნდა იყოს მადლიერი დასავლეთის სამხედრო დახმარებისთვის და მოკავშირეებს ისე არ უნდა ეპყრობოდეს, როგორც „ამაზონს“ (ონლაინ მაღაზია), გაკვირვება გამოიწვია. ბრიტანეთის მედიას მოჰყავს მინისტრის კომენტარი, რომ მან ვაშინგტონში გაიგონა კანონმდებლების „წუწუნი,“ რომ „არ ვართ „ამაზონი“, დაეთანხმა ამ ნათქვამს და განაცხადა, რომ უკრაინელებს იგივე უთხრა. მინისტრის თქმით, უკრაინელებს ისე ეჩქარებათ ყოველგვარი დახმარების მიღება, რომ ყოველთვის არ ამბობენ მადლობას იმისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კინოცენტრიდან გაათავისუფლეს ის თანამშრომლები, რომლებმაც ყოფილ ხელმძღვანელს, გაგა ჩხაიძეს, მხარდაჭერა გამოუცხადეს

ეროვნულ კინოცენტრში გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში, კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ხუბუნაიამ რამდენიმე თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულებები შეუწყვიტა. მათ შორის, ვისთანაც კინოცენტრი თანამშრომლობას წყვეტს, არიან დავით დავითიანი და ლევან აბდუშელიშვილი - ორივე მათგანმა რეორგანიზაციის გამოცხადებამდე და კობა ხუბუნაიას კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნამდე საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს, გაგა ჩხაიძეს და გაემიჯნნენ იმ განცხადებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ვივამედში" მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმები იმყოფებიან

ხუთი პოლონელი ექიმი იმყოფება კლინიკა „ვივამედში" პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მისი სამედიცინო შემოწმების მიზნით შევიდნენ. როგორც „სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის" ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ თქვა, ექიმები ექსპრეზიდენტთან ევროკავშირის სამედიცინო მისიით ჩამოვიდნენ. „ბრიუსელსა და საქართველოს მთავრობას შორის ძალიან ინტენსიური საუბრების, მოლაპარაკებებისა და დისკუსიის შემდეგ, მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რომ ექიმები პრეზიდენტ სააკაშვილთან შევიდნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

G7-მა და უკრაინამ სამხედრო დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიებზე დეკლარაცია მიიღეს

ვილნიუსში ნატოს სამიტის დასასრულს, "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერებმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს უკრაინისათვის სამხედრო დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას. დეკლარაციის თანახმად, "დიდი შვიდეულის" ქვეყნები ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებას. როგორ სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, "უკრაინის დელეგაციას სახლში მიაქვს უსაფრთხოების სფეროში არსებითი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვას ნატოსთან „გაძლიერებული, დაჩქარებული თანამშრომლობა“ სურს

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკუ პოპესკუ მიიჩნევს, რომ მისი ქვეყნის კეთილდღეობა და უსაფრთხოება მხოლოდ ევროკავშირში შესვლით და ნატოსთან „ინტენსიური, დაჩქარებული“ თანამშრომლობით იქნება გარანტირებული, რადგან ნეიტრალიტეტის ამჟამინდელი პოლიტიკა არასაკმარისია.

Radiotavisupleba.ge 

ახმეტაში 15 წლის მოზარდი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

ახმეტის მკვიდრი 15 წლის მოზარდი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ „ჯერ ცხვირში მომხვდა, ორი-სამი - სახეში და დანარჩენი - მუცლის არეში“. ის ძალადობაში ადგილობრივ პოლიციელებს ადანაშაულებს. შემთხვევა 11 ივლისს ღამით, დაახლოებით პირველის ნახევარზე, ქალაქის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში, მოხდა. როგორც მოზარდი ჰყვება, თხუთმეტამდე მეგობარი სეირნობდა და სკვერში გაჩერებას აპირებდა, რა დროსაც მათთან მოულოდნელად პოლიციის სამი ჯგუფი მივიდა და ერთ-ერთი მეგობრის დაკავება დაიწყო. მოზარდის თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა "დიდი შვიდეულისგან" გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიას მიიღებს

“ვილნიუსის ნატოს სამიტზე უკრაინას ალიანსში გაწევრიანების მოწვევა რომ მიეღო, ეს იქნებოდა იდეალური სამიტი. მაგრამ ეს იყო კარგი სამიტი უკრაინისთვის, რადგან უკვე აღარ არის საჭირო გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). ასევე ხაზი გაესვა, რომ უკრაინა რეფორმებს აგრძელებს ომის დროსაც“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც სარეკორდო რაოდენობის ჟურნალისტები ესწრებოდნენ. იენს სტოლტენბერგისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ილია დარჩიაშვილი ვილნიუსში შეხვდა კოლეგებს ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვილნიუსში, ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდა ნატოსა და ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანიის, ესტონეთის, ფინეთის და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე. ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, პირველად გაიმართა საქართველოს და სკანდინავიის ქვეყნების ფორმატის სამუშაო შეხვედრაც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი: ნატოს სამიტის შედეგები კარგია, იდეალური ალიანსის წევრად მიწვევა იქნებოდა

ვილნიუსში, ნატოს სამიტზე, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დადებითად შეაფასა უკრაინისთვის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები. იგი მიიჩნევს, რომ სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ იდეალური იქნებოდა, უკრაინა ნატოში რომ მიეწვიათ. უკრაინის პრეზიდენტი მიესალმა უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებსაც „დიდი შვიდეულის“ წევრები კისრულობენ, მაგრამ თქვა, რომ „ისინი ვერ შეცვლიან ნატოში გაწევრიანებას.“ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიტროპოლიტი შიო: იმედია გაირკვევა, ეს ყოფითი მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება იყო

საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ, მიტროპოლიტმა შიომ, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა თავისი სავარაუდო მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე და იმედი გამოთქვა, რომ დეტალები გაირკვევა. „ღვთის შეწევნით ვარ კარგად. დიახ, ალბათ, უნდა ჩატარდეს [განმეორებითი კვლევა], ექიმები გვირჩევენ. ზუსტად ახლა თქმა რთულია, იმედია, რომ გაირკვევა. ეს ყოფითი მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება იყო, ამას ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ. ინფორმაცია მიტროპოლიტ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაზიანებული წყლის სისტემები, გზები, ხიდები და დატბორილი სახლები - სამეგრელოში სტიქიის შედეგებს ითვლიან

წვიმის გადაღების შემდეგ სამეგრელოში მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. უხვი ნალექისა და წყალმოვარდნების შედეგად სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტი დაზარალდა, განსაკუთრებული ზიანი კი აბაშის და სენაკის მუნიციპალიტეტებს მიადგა. მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. წყალდიდობამ სტიქიის ზონებში დააზიანა: ხიდები, გზები, ნაპირსამაგრები. დაიტბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი. წყალდიდობამ დააზიანა წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალი რის გამოც წყალმომარაგება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ავლაბრის" მეტრო შესაძლოა 2 კვირით დაიკეტოს

თბილისში მეტროსადგურ "ავლაბრის" რეაბილიტაციის პროცესში შესაძლოა სადგური ორი კვირით დაიკეტოს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა თბილისის მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესში გამოიკვეთა დამატებითი საჭიროებები. "სამუშაოების პროცესში გამოიკვეთა სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის რკინა-ბეტონოს კონსოლის ავარიული მდგომარეობა, შესაბამისად დაიგეგმა და განხორციელდა რამდენიმე კვლევა... საექსპერტო დასკვნების მიღების შემდეგ მომზადდა დემონტაჟის დეტალური პროექტი და დოკუმენტაციის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

94 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი, მილან კუნდერა

94 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩეხი მწერალი, მილან კუნდერა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ჩეხურმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 12 ივლისს გაავრცელა, ფრანგული გამომცემლობა გალიმარის ცნობით მწერალი 11 ივლისს გარდაიცვალა პარიზში. მილან კუნდერა 1975 წლის შემდეგ საფრანგეთში ცხოვრობდა და ფრანგულ ენაზე წერდა ნაწარმოებებს. სამშობლოს დატოვებამდე, კუნდერა 1968 წელს აქტიურად მონაწილეობდა პრაღის გაზაფხულის საპროტესტო აქციებში, რის გამოც მისი წიგნები ჩეხოსლოვაკიის ყველა ბიბლიოთეკიდან ამოიღეს. 1970 წელს აიკრძალა კუნდერას ნაწარმოებების დაბეჭდვა. Читать дальше...


В Москве 1 июня стартует чемпионат по игре «Камень, ножницы, бумага»

Валуев назвал равными силы бойцов Егорова и Глэнтона в предстоящем поединке

В Москве выбрали лучших педагогов в рамках городского конкурса — Собянин

«Компьютерный 3D-переводчик на жестовый язык» стал одним из победителей конкурса цифровых проектов и идей для людей с нарушением слуха «Мы услышим»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Достижения Подмосковья в нейроиммунологии представили в Санкт-Петербурге

Риелтор Раджабова назвала два района Москвы с самыми дорогими квартирами

В Петербурге раскрыли убийство женщины, совершенное 18 лет назад

Технологию сухого холодца разработали в Балашихе для участников СВО

Музыкальные новости

«Адвокат Валиевой: ей подсыпали допинг и сделал дедушка». Серьёзное расследование.

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

«Россети Новосибирск» продолжает конструктивный диалог с бизнесом по вопросам подключения к электрическим сетям

Новости России

Ефимов: Продолжается строительство «Квантум-парка» в новом кампусе МГТУ имени Н. Э. Баумана

Два ребенка погибли при пожаре в частном доме в подмосковном Чехове

Подбор Песен. Подбор Музыкального репертуара, Стихов, Музыки для Исполнителей в различных музыкальных стилях и направлений.

Дорожники заплатят владельцу машины, попавшей в выбоину, почти два миллиона

Экология в России и мире

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

Спорт в России и мире

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Разгром за час определил следующую соперницу Арины Соболенко на «Ролан Гаррос»

Moscow.media

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Недорогой семейный кроссовер Chevrolet вернулся на российский рынок. Цена приятно удивит.

Рождественское утро...







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *