Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2023

Новости за 18.07.2023

Radiotavisupleba.ge 

ათენის ჩრდილო-დასავლეთით ტყის ხანძარი მძვინვარებს, იწვის სახლებიც

საბერძნეთში, ათენის შემოგარენში 17 ივლისის შემდეგ ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ მეხანძრეები. ძლიერი ქარი ცეცხლის ჩაქრობას ართულებს და ახალ კერებს აჩენს. 18 ივლისის საღამოს მონაცემებით, რომელსაც Reuters-ი აქვეყნებს, ხანძარი დაახლოებით 8 კილომეტრის (5 მილის) სიგრძის ტერიტორიაზეა გავრცელებული. ხელისუფლებამ ხანძრის სიახლოვეს მცხოვრები 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ძლიერი ხანძრის გამო ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და საბერძნეთში დაბრუნდა პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართულია 250 მეხანძრე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ უკრაინისთვის დამატებით $1.3 მილიარდის შეიარაღების გადაცემას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს უკრაინას დამატებით გადასცეს  $1.3 მილიარდის შეიარაღება. ინფორმაციას ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. დახმარების პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვისა და დრონების საწინააღმდეგო სისტემებს. დამატებითი დახმარების გასაცემად აშშ-ი იყენებს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის პროგრამას (USAI), რაც ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს შეიძინონ სამხედრო პროდუქციის მწარმოებლებისგან იმის ნაცვლად, რომ გამოყონ საკუთარი მარაგებიდან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კასპის მუნიციპალიტეტში პოლიციელსა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჯგუფური ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების საქმეზე, პროკურატურამ სამ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც საქართველოს პროკურატურის განცხადებაში მოცემულია ფაქტის შესახებ შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსია: „შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ვერსიით, 16 ივლისს კასპი-მეტეხის საავტომობილო გზაზე ყოფნისას, ი.კ.-ს ავტომობილს საპირისპირო სავალ ზოლში მაღალი სისწრაფით მიმავალი მ.მ. შეეჯახა და ავტომანქანა დაუზიანა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველო ბელგიისთვის უსაფრთხო აღარ არის - რას ნიშნავს და რა შეიძლება მოჰყვეს?

ბელგიამ საქართველო ამოიღო „უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების“ სიიდან, რომელშიც ის 7 წლის წინ, 2016 წელს შეიყვანა. შედეგად, შეიცვლება მიდგომა თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

Radiotavisupleba.ge 

რა მიზნით ქმნის ლუკაშენკა „სახალხო ლაშქარს“?

ბელარუსის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მისივე ინიციატივით შემუშავებულ და პარლამენტის (წარმომადგენელთა პალატის) მიერ დამტკიცებულ კანონს „სახალხო ლაშქრის“ შექმნის შესახებ, რომელიც სამხედრო მდგომარეობის უზრუნველსაყოფად მოქალაქეთა ნებაყოფლობითი რაზმების შექმნას ითვალისწინებს.

Radiotavisupleba.ge 

ჯუანშერ ბურჭულაძემ მონაწილეობა მიიღო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ომში კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები. საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-14 შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უმასპინძლა. მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა იმსჯელეს უკრაინის მოკლევადიან და გრძელვადიან საჭიროებებზე. საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ზღვაში მეორე ცხედარი იპოვეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ თბილისის ზღვაში 18 ივლისს მეორე ცხედარი იპოვეს. მათი განცხადებით, ჯერჯერობით ახლად ნაპოვნი ცხედრის ამოცნობის პროცედურები მიმდინარეობს.  დაკარგული 21 წლის ლუკა ლაცაბიძის სამძებრო ღონისძიებებს თბილისის ზღვაში მაშველები აწარმოებდნენ. ის მეოთხე დღეა დაკარგულია. მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 18 ივლისს თბილისის ზღვაში, ასევე, იპოვეს შუახნის მამაკაცის ცხედარი.

Radiotavisupleba.ge 

ადმინისტრაციის განცხადებით, ალექსანდრე კრევოს უფლება არ აქვს, თითქოს პრეზიდენტის მოსაზრებებზე, ჭორები გაავრცელოს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის სამსახური განცხადებით გამოეხმაურა მისი ყოფილის თანამშრომლის, ალექსანდრე კრევო-ასათიანის ინტერვიუს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვებიდან დაახლოებით 7 თვეში, 18 ივლისს „ერთიანმა ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე დაინიშნა. ენმ-ს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ალექსანდრე კრევო-ასათიანის წარდგენის დროს განაცხადა: „ის ამ თვეების განმავლობაში უდიდეს საქმიანობას წევს, რომ საგარეო მიმართულებით ვიყოთ წარმოდგენილები ისე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მახვილი ზურგში - რა არის "მარცვლეულის შეთანხმება" და რატომ არის მისი დასრულება სახიფათო?

რუსეთმა გააჩერა „მარცვლეულის შეთანხმება”, რომლის წყალობითაც უკრაინამ ომის მიუხედავად მილიონობით ტონა მარცვალი და ხორბალი გაყიდა. ახლა გაერო მსოფლიოში საკვების ფასების ზრდას მოელის, აფრიკაში კი კიდევ უფრო მეტი ადამიანი იშიმშილებს.

Radiotavisupleba.ge 

ომბუდსმენმა ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებულ ყვარლის ინციდენტზე შს მინისტრს წერილი მისწერა 

სახალხო დამცველის აპარატის მოკვლევით დადგინდა, რომ 15 იანვარს ყვარელში ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლის დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არ შეუსრულებიათ მათი პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეეწყოთ ბერძენიშვილის მხრიდან გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობისთვის - წერია წერილში, რომელიც სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, ასლი კი „ევროკლუბის“ ხელმძღვანელს ნიკა გურინს გაუგზავნა. წერილის მიხედვით, საქართველოს შინაგან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტი ჰააგის სასამართლოს ლუკაშენკას დაკავების ორდერის გამოცემას სთხოვს

ევროპარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნით მიმართავს. ევროპარლამენტარებმა ანგარიში ბელარუსში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ დღეს დაამტკიცეს.  დოკუმენტში, სადაც ლუკაშენკა დიქტატორად იხსენიება, საუბარია ბელარუსში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე და ბელარუსის როლზე უკრაინის ომში.  ევროპარლამენტარები თვლიან, რომ ბელარუსი რუსეთს ეხმარება უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან გაყვანაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაუპატიურების საქმეზე გამოკითხული ქალი პოლიციაში დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა - "საფარი"

ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს, რომ 35 წლამდე ფერადკანიან ქალზე, თბილისის ერთ-ერთ უბანში, 8 ივლისს, სავარაუდოდ, სამმა კაცმა სექსუალურად იძალადა. ორგანიზაციის მტკიცებით, გამოკითხვაზე მისული ქალი, პოლიციის განყოფილებაში დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა. რთული ფსიქო-ემოციური მდგომარეობისა და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ქალი მედიასთან ურთიერთობისგან თავს იკავებს. „საფარში“ ირწმუნებიან, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათი დაცვის ქვეშ მყოფი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შარშან საზღვრიდან 22 ათასამდე უცხოელი გააბრუნეს - ვის არ უშვებს მესაზღვრე საქართველოში - TDI-ის კვლევა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, როცა ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით მოსახლეობის უმრავლესობის აზრი უარყოფითია, "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების" ინსტიტუტმა შეისწავლა, რა მიზეზით და ვის ეუბნებიან საზღვრის კვეთაზე უარს ქართველი მესაზღვრეები. მონაცემების შეგროვებისას არასამთავრობო ორგანიზაციამ გაარკვია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არსებობს სრულყოფილი ბაზა ამ საკითხთან დაკავშირებით - TDI ითხოვდა ინფორმაციას ვიზიტორთათვის საზღვრის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთი აშშ-ს გადასცემს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ბრალად ედება ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობა

ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა ხელი მოაწერა ორდერს, რომელიც უზრუნველყოფს ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქის, პოლად ომაროვის ჩეხეთის მხრიდან ექსტრადიციას ამერიკის შეერთებულ შტატებში. პოლად ომაროვი კრიმინალური ავტორიტეტია. მას ბრალი ედება აშშ-ში ირანული წარმოშობის ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში. წითელი ცირკულარით ძებნილი ომაროვი 2023 წლის იანვარში დააკავეს ჩეხმა სამართალდამცველებმა. აშშ პოლად ომაროვს ორ თანამზრახველთან, რაფატ ამიროვთან და ხალიდ მეჰდიევთან, ერთად ეძებდა თეირანის მიერ მხარდაჭერილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"დასვენება ჩამშხამდა" - რუსი ბლოგერი ქართულ მედიას ცილისწამებაში ადანაშაულებს

რუსი ბლოგერი დმიტრი შილოვი, რომელიც ცოტა ხნის წინ მამასთან ერთად თბილისში იმყოფებოდა, ქართულ მედიას ცილისწამებაში ადანაშაულებს. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, თბილისის აეროპორტში დმიტრი შილოვმა ვიდეო ჩაწერა და ტიკტოკის არხზე გაავრცელა. ვიდეოში ისმის მისი ფრაზა. ის გაკვირვებით ამბობს, რომ აქამდე არ იცოდა, რომ საქართველოში არ უშვებენ "აფხაზეთში ნამყოფებს". სადაო გახდა მისი ერთი წინადადება, რომელიც ვიდეოს სუბტიტრში ასე წერია: „აღმოჩნდა, რომ აფხაზეთში ჩასვლა არ შეიძლება, ჩვენ არც ვყოფილვართ“ ("Оказывается, в Абхазию нельзя ездить. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო ჩაქვში, სასტუმროს აუზში

ჩაქვში, სასტუმროს აუზში, 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს იგი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ეს შემთხვევა სასტუმრო "ოაზისში" მოხდა - სასტუმროს ადმინისტრაციასთან დასაკავშირებელი სატელეფონო ნომერი ამ დროისთვის გამორთულია. შემთხვევის შესახებ უკვე ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - მომხდარის დეტალებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

Radiotavisupleba.ge 

შავ ზღვაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია - გარემოს ეროვნული სააგენტო

შავ ზღვაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია - ეს არის 59 პარამეტრით ჩატარებული კვლევის შედეგი, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კვლევები ჩატარდა 6-10 ივლისს. უწყებაში აცხადებენ, რომ "განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია". სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში ადვოკატმა პროტესტის ნიშნად დაწყებული შიმშილობა შეწყვიტა

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ადვოკატმა მარიამ ლევიძემ შიმშილობა შეწყვიტა. ექვსდღიანი შიმშილობის შემდეგ მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მარიამ ლევიძე დღეს, 18 ივლისს, გამოწერეს კლინიკიდან, რომელშიც 17 ივლისს მოათავსეს. ადვოკატის თქმით, შიმშილობას, ექიმების მოთხოვნით, იძულებით წყვეტს. „კომის რისკის ქვეშ ვიყავი და აღვადგინე საკვების მიღება. ამასთან, ჩემს კლიენტებს ვჭირდები, საქმეები გასაგრძელებელი მაქვს, ახლა წარმოებაში 30 საქმე მაქვს, ყველა რთულია და მშრალ შიმშილობაზე მყოფს, აღარ მქონდა ძალა და ენერგია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაერო შეშფოთებულია რუსეთში სახელმწიფოს ღალატისა და ჯაშუშობის საქმეების რიცხვის ზრდით

გაეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს რუსეთში მკვეთრადაა გაზრდილი ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის მუხლებით წარმოებული საქმეების რაოდენობა. თუკი გასულ წელს სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით 24 საქმე აღიძრა და 16 პირი გასამართლდა, 2023 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში რუსეთში სახელმწიფოს ღალატის ბრალდება წაუყენეს, სულ მცირე, 43 ეჭვმიტანილს. ეს მონაცემები მოაქვთ რუსეთში ადამიანის უფლებების  არსებული ვითარების შესახებ გაეროს საგანგებო მომხსენებელს, მარიანა კაცაროვას და გაეროს საგანგებო მომხსენებელს სიტყვის თავისუფლების სფეროში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლენინის მავზოლეუმს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს

მოსკოვის წითელ მოედანზე მდებარე ლენინის მავზოლეუმს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს. რუსული ტელეგრამ-არხების, 112-ის და „ბაზას“ ინფორმაციით, შემთხვევა 17 ივლისს, ღამით მოხდა. დაკავებულია რუსეთის ქალაქ ჩიტის მცხოვრები, 37 წლის კონსტანტინ სტაჩუკოვი, რომელმაც მავზოლეუმს აალებადი სითხით სავსე ბოთლი ესროლა. „მოლოტოვის კოქტეილმა“ მავზოლეუმამდე ვერ მიაღწია და ქვაფენილზე აალდა. სტაჩუკოვის ქმედების მოტივი უცნობია. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ მოსკოვის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ „არაადეკვატურმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი: მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის დაყოფა ქმნის სიღარიბის გაღრმავების საფრთხეს

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, აჯაი ბანგამ დიდი ოცეულის (G20) ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე თქვა, რომ მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის მზარდი დაყოფა ქმის სიღარიბის გაღრმავების საფრთხეს განვითარების პროცესში მყოფი სახელმწიფოებისთვის.  ბევრი ქვეყანა კვლავაც ებრძვის კორონავირუსით და უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეულ ორმაგ დარტყმას საწვავის და სამომხმარებლო საქონლის ფასების ზრდაზე, ხოლო კლიმატის ცვლილება ყველაზე მტკივნეულად აისახება მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების ნაწილზე.  G20-ის შეხვედრის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

IMF-მა საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის დამტკიცება გადადო - რას ნიშნავს ეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF-მა) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და, შესაბამისად, დამტკიცება „გადადო“.

Radiotavisupleba.ge 

იაპონია ემზადება რუსეთში გარკვეული ტიპის ავტომობილების ექსპორტის ასაკრძალად

იაპონიის ხელისუფლება აპირებს, აკრძალოს რუსეთში ექსპორტი დიზელსა და ბენზინზე მომუშავე, მათ შორის მეორადი ავტომანქანებისა, რომელთა ძრავის მოცულობაც 1.9 ლიტრს აჭარბებს. შეზღუდვები ასევე შეეხება ყველა ჰიბრიდულ მანქანას - წერს sibreal.org ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით. შეზღუდვების შემოღების მიზეზია რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაგრძელებული ომი. იაპონიის მინისტრთა კაბინეტი ივლისში დაამტკიცებს შესაბამის ბრძანებას, რომელიც აგვისტოდან შევა ძალაში. გასული წლის აპრილიდან იაპონიამ აკრძალა 43 ათასზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

17 ივლისს ოთხი უკრაინელი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა რუსეთის იერიშებს

ოთხი უკრაინელი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა 17 ივლისს რუსეთის მიერ წარმოებულ იერიშებს - იუწყებიან რეგიონების მესვეურები 18 ივლისს. დონეცკის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში რუსეთის მხრიდან შეტევის შედეგად დაიღუპნენ 52 წლის ქალი და 49 და 52 წლის მამაკაცები, - აცხადებს რეგიონის გუბერნატორი პავლო კირილენკო. სამხრეთში, ზაპოროჟიეს რეგიონში, დაიღუპა 72 წლის ქალი, - ამბობს გუბერნატორი იური მალაშკო. გაეროს შეფასებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გასული თვის ჩათვლით, დაღუპულია 9 177 სამოქალაქო პირი, დაჭრილია - 15993-ზე მეტი.

Radiotavisupleba.ge 

"დილის საუბრები ეკონომიკაზე": მარცვლეულის დერეფნის კრიზისი და მისი ეფექტი

დღევანდელ ეთერში შევეხეთ ორ საკითხს: პირველი ნაწილი დაეთმო მარცვლეულის შავი ზღვის დერეფნის შეთანხმების გაგრძელებაზე რუსეთის უარს; მეორე ნახევარში კი ვისაუბრეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხედვაზე კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის აჩქარებისთვის აუცილებელი ფაქტორების შესახებ.


Названы шесть ярких маркеров, которые заставят девушку бежать от партнёра-манипулятора

В России появились недорогая семейная Toyota Veloz с надёжным мотором и низком расходом топлива

Манипуляция

Объявлены победители ежегодного конкурса «Торговля России»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Драйв и экстрим: к фестивалю «СтарТуй» присоединятся сильнейшие BMX-райдеры России

Еще 6 полигонов ТКО рекультивируют в Подмосковье в 2024 году по нацпроекту

Рак шейки матки молодеет: какие симптомы на него указывают и почему он возникает

Гастроэнтеролог Боярко рассказал, почему не стоит часто есть стрит-фуд

Музыкальные новости

Сергей Лазарев рекомендовал Казань для отпуска выходного дня

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «ЗЕНИТ» В ГРОЗНОМ

Эксперт сенсационно раскрыл загадку Мессинга и Жириновского.

Новости России

Лавров напомнил США, что Россия может предпринять шаги по ядерному сдерживанию

Shot: состояние актрисы Заворотнюк резко ухудшилось две недели назад

Сергей Катырин: семейные предприятия должны получать расширенную господдержку

Диарея путешественника: доктор Кутушов рассказал как защититься от отравления в отпуске

Экология в России и мире

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

BYD-FORKLIFT - официальный дистрибьютор BYD в России

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Спорт в России и мире

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Разгром за час определил следующую соперницу Арины Соболенко на «Ролан Гаррос»

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Moscow.media

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Рождественское утро...

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *