Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2023

Новости за 03.08.2023

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთი გამოდის გაფრთხილებით "ვაგნერის" ძალების ზრდაზე ბელარუსში

პოლონეთი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთის გასამხედროებული დაჯგუფების, "ვაგნერის" მეომრების რაოდენობის ზრდა ბელარუსში მიზნად ისახავს ნატოს აღმოსავლეთის ნაწილის დესტაბილიზაციას, უკრაინაში რუსეთის ომის პარალელურად.  ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ 3 აგვისტოს განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეებმა ყურადღება უნდა გააძლიერონ, რადგან პროვოკაციების ალბათობა ძალიან მაღალი რჩება.   მორავიეცკის ამ განცხადებებამდე ორი დღით ადრე პოლონეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტიქიის ზონაში 50-მდე ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ილაპარაკა რაჭაში 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის გამო მიმდინარე სამაშველო სამუშაოების შესახებ. როგორც მღებრიშვილი აცხადებს, ამჟამად 50-მდე ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება. „მთელი ღამის განმავლობაში ვეცდები ამ ინფორმაციის გადამოწმებას, გაფილტვრას და, შესაბამისად, ყველანაირი ზომის მიღებას", - აღნიშნა მან. თემურ მღებრიშვილის განცხადებით, 150-მდე ადამიანი გადაყვანილია სტიქიის ზონასთან, უსაფრთხო ადგილზე, მაშველებთან და პოლიციასთან ერთად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გორის „დილამ“ უკრაინის „ვორსკლასთან" გაიმარჯვა და ევროპის საკლუბო ტურნირის მესამე ეტაპზე გავიდა

გორის „დილა“ საქართველოს ერთადერთი საფეხბურთო კლუბია, რომელიც ევროპის საკლუბო ტურნირზე გამოსვლას აგრძელებს. გორელებმა 3 აგვისტოს, კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში უკრაინის „ვორსკლას“ მოუგეს ანგარიშით 3:1, ორი შეხვედრის ჯამშიც იმარჯვეს - 4:3 და მესამე ეტაპის საგზური მოიპოვეს. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დილას“ გარდა, საქართველოს კიდევ ორმა კლუბმა ითამაშა, მაგრამ წარუმატებლად. ქუთაისის „ტორპედომ“ სტუმრად - ყაზახეთში, 2:1 დაამარცხა „აქტობე“, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ეს შედეგი არ ეყო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაღამების გამო ვერტმფრენებმა სტიქიის ზონაში მუშაობა დილამდე შეაჩერეს

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა დაღამების გამო რაჭაში, დამეწყრილ ზონაში მუშაობა დილამდე შეაჩერეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე ვერ გვაწვდიან ცნობას სტიქიის ზონაში დაკარგული ადამიანების რაოდენობის შესახებ. ოფიციალურად დადასტურდა ცნობა დამეწყრილ ტერიტორიაზე ორი ადამიანის ცხედრის პოვნის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა 40 სავალდებულო აპლიკაცია ელექტრონული მოწყობილობებისთვის

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა 3 აგვისტოს დაამტკიცა იმ 40 აპლიკაციის სია, რომლებიც 2024 წლის 1 იანვრიდან წინასწარ უნდა ჩაიტვირთოს  ყველა კომპიუტერში, მობილურ ტელეფონში, ტაბლეტში, თუ ე.წ. "სმარტ" ტელევიზორში.   სია მოიცავს სახელმწიფო სატელევიზიო ტელეარხების, Mir-ის გადახდის სისტემის და რუსეთში განთავსებული სოციალური ქსელების აპლიკაციებს.  იმ მოწყობილობათა გამყიდველებს, რომლებშიც ეს აპლიკაციები არ იქნება ჩატვირთული, ემუქრება 200 000-ს რუბლამდე, ანუ დაახლოებით 2140-ს ამერიკულ დოლარამდე ოდენობის ჯარიმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბლინკენი: მსოფლიომ რუსეთს უნდა უთხრას დაასრულოს შანტაჟი უკრაინის მარცვლეულთან მიმართებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 3 აგვისტოს ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსვლისას მოსკოვი დაადანაშაულა "შანტაჟში", შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან მისი ახლახან გასვლის გამო.  ბლინკენმა 15-წევრიან საბჭოს უთხრა, რომ "შიმშილი იარაღად არ უნდა იქნეს გამოყენებული", და გაეროს წევრ ქვეყნებს მოუწოდა რუსეთს უთხრან, რომ მათთვის უკვე "საკმარისია" მოსკოვის მოქმედებები.  "საკმარისია შავი ზღვის შანტაჟისთვის გამოყენება. საკმარისია მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ხალხის ბერკეტად გამოყენება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ექსტრემიზმისთვის მსჯავრდების შემდეგ, ნავალნი "სტალინისტურ ვადას" მოელის

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ მას "სტალინისტურ ვადას" მიუსჯიან, როცა 4 აგვისტოს განაჩენს გამოუტანენ ექსტრემიზმში ბრალდებებისთვის - რის შემდეგაც ის, შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში დარჩეს ციხეში. ნავალნიმ თავისი მხარდამჭერების შუამავლობით გაავრცელა განცხადება, რომელიც განაჩენის გამოტანამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა გამოცემა Meduza-ის ვებსაიტზე. "ეს უზარმაზარი ვადა იქნება" - ამბობს 47 წლის ნავალნი. მისი თქმით, მისი სასჯელის გამოთვლის ფორმულა მარტივია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს-ს განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

რაჭაში, დამეწყრილ ტერიტორიაზე ორი ადამიანის ცხედარის პოვნა რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს. მათი განცხადებით, ცხედრები მიწის მასის დამუშავებისას ნახეს. დაღუპულის შესახებ ცნობა თავდაპირველად „მთის ამბებმა" გაავრცელა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა შოვიდან ადამიანების ევაკუაცია რამდენიმე საათის წინ დაიწყეს. ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. განახლება შსს-ს ცნობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რაჭაში დამეწყრილი ტერიტორიიდან შსს-მ 70 მოქალაქე გამოიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტიქიის ზონიდან 70 მოქალაქე გამოიყვანეს. ცნობას შსს-ს პრესცენტრი ავრცელებს. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა შოვიდან ადამიანების ევაკუაცია დაახლოებით ორი საათის წინ დაიწყო. ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. მათ 3 ფრენა უკვე შეასრულეს და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება. ამ ეტაპზე ისევ არ არის ცნობილი, არიან თუ არა შოვში ისეთი ადამიანები, რომლებთან კომუნიკაციის დამყარებაც ვერ ხდება. ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს არც მერის მოადგილე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შოვის მეწყრული ზონიდან ვერტმფრენით რამდენიმე ადამიანი უკვე გამოიყვანეს

რაჭაში, შოვის მეწყრული ზონიდან იმ ადამიანების ნაწილი უკვე გამოიყვანეს, რომლებიც დახმარებას ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ითხოვდნენ. საევაკუაციო პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი. "სასწაულებრივად გადავრჩით. სამი საათი ველოდებოდით ვერტმფრენს. თავიდან ქალები და ბავშვები წამოგვიყვანეს. ახლა ჩემს ბიძაშვილს ველოდები, შემდეგი ვერტმფრენით უნდა გადმოიიყვანონ. წამიერად მოხდა ყველაფერი, საშინელი ხმა იყო. მოვტრიალდი და დავინახე, რომ მთელი მთა მოდიოდა და გამოვიქეცი. სასტუმროს შენობამ გადაგვარჩინა, ყველაფერი წაიღო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლაიმა ვაიკულე: "ვისაც პოლიტიკა არ აინტერესებს, იდიოტია"

ლატვიის ქალაქ იურმალაში გაიმართა ლაიმა ვაიკულეს ფესტივალი „Laima Rendezvous Jūrmala 2023“. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ცნობილმა და პოპულარულმა მომღერალმა  ომისგან დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის საქველმოქმედო ანგარიში გახსნა.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში 19 წლის კაცს ექვსი წლით მიუსაჯეს პატიმრობა სამშობლოს ღალატის ბრალდებით

რუსეთში, უკრაინის მოსაზღვრე კურსკის რეგიონში 19 წლის ციმბირელ კაცს სასამართლომ ექვსი წლით მიუსაჯა პატიმრობა, სამშობლოს ღალატის ბრალდებით.    სასამართლოს პრესსამსახური 3 აგვისტოს წერს, რომ ახალგაზრდა კაცი, ნოვოსიბირსკელი დანილ ბერდიუგინი დამნაშავედ იქნა ცნობილი სამშობლოს ღალატისთვის მზადებაში და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში. სხვა დეტალები ცნობილი არ არის, რადგან 26 ივლისს დაწყებული სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა წარიმართა.   ბერდიუგინი მონაწილეობდა ომის საწინააღმდეგო აქციებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"აზიმუტს" თბილისი-მოსკოვის რეისის შესრულების დროს პრობლემა შეექმნა 

თბილისი-მოსკვის რეისის შესრულების დროს რუსულ ავიაკომპანია Azimuth Airlines პრობლემა შეექმნა. გუშინ, 2 აგვისტოს, საღამოს თვითმფრინავი აფრენიდან 20 წუთში უკან დაბრუნდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. რადიო თავისუფლებას წყარო ეუბნება, რომ თვითმფრინავმა შასი ვერ დაკეცა. ის, რომ კომპანიამ დათქმულ დროს ფრენა ვერ შეასრულა, ადასტურებს ვებგვერდ flightradar-ის მონაცემები. Azimuth Airlines-ის ფრენა, რომელიც 22:45 წუთზე უნდა შესრულებულიყო, დაახლოებით 6 საათის შემდეგ 04:35 საათზე შესრულდა. ამ რეისისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„მდინარე კი არა, თითქოს ლავა მოდიოდა“, - რას გვიყვება რაჭის სტიქიის შემსწრე

დღეს, სამ აგვისტოს, დაახლოებით დღის სამ საათზე, შოვში, ე.წ. იოდის სამკურნალო წყაროს ტერიტორიაზე მყოფ მარინა გოშაძეს უეცრად საშინელი ხმაური მოესმა. არ წვიმდა, ამიტომ სტიქიის საშიშროება არავის უგრძვნია. ხმაურზე, მარინა და მის გვერდით მყოფი ადამიანები გარეთ გამოვარდნენ და კურორტ შოვისკენ დაეშვნენ. სწორედ მაშინ დაინახეს მდინარე, რომელსაც თან მოჰქონდა ხეები, ფესვები, ნაშალი მასალა და რაც მთავარია, წამებში  დიდებოდა. "ვხედავდით, რომ მდინარე კი არ მოდიოდა, რაღაც ლავა მოცურავდა თითქოს, შავი ტალახი, რომელსაც თან ათასი რამ მოჰქონდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მედვედევი, კულახმეტოვი, ხრულიოვი და სხვები - სად არიან აგვისტოს ომის შემოქმედები დღეს

წელს საქართველო-რუსეთის ომის და მოსკოვის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების 15 წლისთავია. ამ მასალაში მოგიყვებით, ვინ ხელმძღვანელობდა მაშინ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და სად არიან ისინი დღეს.

Radiotavisupleba.ge 

ონის მერის მოადგილე ამბობს, რომ შოვიდან მოსახლეობის ვერტმფრენით ევაკუაცია იწყება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენით შოვიდან ადამიანების ევაკუაცია იწყება - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ონის მერის მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა უთხრა. "შოვში ვარ და ახლა ვიწყებთ მოსახლეობის ვერტმფრენით გადმოყვანას. ეს შემიძლია მხოლოდ გითხრათ. ახლა აფრინდება ვერტმფრენი, სხვა ინფორმაცია არ მაქვს... ვარ იქ, საიდანაც ვერტმფრენმა უნდა გააკეთოს რეისი", - ამბობს ონის მერის მოადგილე. ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია, არიან თუ არა შოვში ისეთი ადამიანები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა გააფართოვა ბელარუსისთვის უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის დაწესებული სანქციები

ევროკავშირმა 3 აგვისტოს გამოაცხადა, რომ აფართოებს ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს, ბელარუსის მხრიდან უკრაინაში რუსეთის აგრესიის მხარდაჭერის გამო. ბლოკის განცხადებით, ამ ახალი სანქციების მთავარი მიზანია,  რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლა. ახალი სანქციები მოიცავს აკრძალვას გარკვეული ტიპის ტექნოლოგიების, სამხედრო მასალების, ავტომატური იარაღისა და ტყვია-წამლის ექსპორტზე. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა სანქციათა 11 პაკეტი, რომელთა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შოვში მეწყერის გამო ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა

რაჭაში, კურორტ შოვში ელექტროხაზებია დაზიანებული ჩამოწოლილი მეწყერის გამო. ინფორმაცია ავრცელებს ელექტრომიმწოდებელი კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია". "ამ დროისთვს გადაადგილება შეფეხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს", - წერია განცხადებაში. კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას. რაჭაში, შოვში, მეწყერი ჩამოწვა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არიან დაშავებულები - ჩამოწოლილი მიწის მასამ რამდენიმე ადამიანი მოიყოლა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომარი არჩილ დევრისაშვილი

3 აგვისტოს საქართველოში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული, რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი არჩილ დევრისაშვილი. მისი დაღუპვის შესახებ ცნობა 28 ივლისს გავრცელდა.  დევრისაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე იყო. ის მე-4 მექანიზებული ბრიგადის რიგებში იბრძოდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძვიან ქართველი მოხალისეებიც. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 45-ზე მეტი ქართველი სამხედრო დაიღუპა.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა ნორვეგია შეიყვანა რუსი დიპლომატებისადმი "არამეგობრული" ქვეყნების სიაში

რუსეთმა ნორვეგია დაუმატა იმ ქვეყნების სიას, რომლებსაც რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო მისიების მიმართ "არამეგობრული" ქმედებები აქვთ განხორციელებული. რუსეთის მთავრობამ 3 აგვისტოს გამოაცხადა, რომ ამ პირობებში რუსეთში ნორვეგიის დიპლომატიურ მისიას მხოლოდ 27 პირის დაქირავება შეუძლია. 50-მდე ქვეყნისგან შემდგარი სია მოიცავს აშშ-ს, ჩეხეთს, ხორვატიას, დანიას, საბერძნეთს, სლოვენიას, სლოვაკეთს და სხვ. მოსკოვმა ეს სია შექმნა 2022 წლის გაზაფხულზე - მას შემდეგ, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთს სანქციები დააკისრეს.

Radiotavisupleba.ge 

შემოსავლების სამსახური ავტომანქანების რუსეთში ექსპორტის ნაწილობრივ აკრძალვის საკითხს განმარტავს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საქართველო განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. განცხადებაში განმარტებულია ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი ავტომანქანების ნაწილის რუსეთში ექსპორტისა და რეექსპორტის აკრძალვის საკითხი. როგორც შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, ევროპული საბჭოს 2014 წლის 31 ივლისის კონსოლიდირებული ვერსიის დანართში მე-11 პაკეტის სახით შესული ცვლილების თანახმად, 2023 წლის 26 სექტემბრიდან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"2-მეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხრჩობით" - მეწყრულ ზონაში მოყოლილი ქალი

რაჭაში, შოვში, მეწყრულ ზონაში მოყოლილი ხალხი სამაშველო სამსახურების მისვლას ელოდება. ერთ-ერთ მათგანს ესაუბრა "მთავარი არხი". ქალი სატელეფონო საუბარში აღწერს, რა ხდება ახლა იქ, სადაც იმყოფებიან. "მეწყერი ჩამოწვა, სამაშველოს ველოდებით. წუთი-წუთზე თუ არ მოვლენ, ყველას ჩაგვიტანს. ბავშვები და მოხუცები არიან. შემოსაზღვრულები ვართ, არანაირი გასავალი არ არის. 2-მეტრიანი ტალახია, რომელშიც ყველა ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა", - ამბობს შოვში, მეწყრულ ზონაში მოყოლილი ქალი. რაჭაში, შოვში, მეწყერი ჩამოწვა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამაშველო სამსახური რაჭაში ჩამოწოლილი მეწყრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ 112-ზე არაერთი შეტყობინება შევიდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეტყობინებაში ლაპარაკი იყო მეწყერის ჩამოწოლაზე სასტუმრო „სანსეტ შოვში“. "მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება. შემთხვევის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რაჭაში მეწყერი ჩამოწვა, შესაძლოა, იყვნენ დაშავებულებიც

რაჭაში, შოვში, მეწყერი ჩამოწვა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არიან დაშავებულები - ჩამოწოლილი მიწის მასამ რამდენიმე ადამიანი მოიყოლა. "16 ადამიანია ამ მეწყერში მოყოლილი და როგორც ვიცი, მათგან 6 ბავშვია. რამდენიმე ოჯახი მჟავე წყლებზე იყვნენ წასულები და გზაზე უცბად მეწყერში მოყვნენ. ჯერ სხვა არაფერი ვიცით. 40 წუთის წინ დავრეკეთ ვერტმფრენის საჭიროებაზე, ჯერ არ მოსულა", - უთხრა რადიო თავისუფლებას სამოქალაქო აქტივისტმა ეთო არსანიძემ. "საქართველოს ამბები" ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვაკის პარკის შადრევნის ექსპერტს სხვა საქმეზეც წაუყენეს ბრალი

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის საქმეზე ბრალდებულ ექსპერტს, კომპანია "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" თანამშრომელს, ვ.ლ.-ს, ბრალი წაუყენეს კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც ასევე ეხება სამშენებლო სამუშაოების ექსპერტიზის ჩატარებას. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური. 2022 წლის 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა... Читать дальше...


Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

Подбор Песен. Подбор Музыкального репертуара, Стихов, Музыки для Исполнителей в различных музыкальных стилях и направлений.

Летевший из Санкт-Петербурга в Сочи самолет экстренно сел в Минводах

4 июня в 11:00 состоится вебинар «Структурированное техническое задание. Первая практика, проблематика и риски»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Красноярские журналисты заняли призовые места на региональном этапе конкурса «Вместе в цифровое будущее» от «Ростелекома»

Детали исторического декора от нижегородской «Школы реставрации» стали частью инсталляции художницы Веры Ширдиной в Москве

Новый врач УЗИ приступила к работе в поликлинике поселка Малаховка Люберец

Готовность дошкольного отделения на улице Строителей в Реутове достигла 40%

Музыкальные новости

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Сергей Собянин. Главное за день

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку В.В. Жириновского и В.Г. Мессинга. СЕНСАЦИОННЫЕ ДАННЫЕ!

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

Новости России

Двое подростков погибли при пожаре в Подмосковье

Захарова: посольство РФ в Польше получило ноту об ограничении дипломатов

Крупный пожар в складском помещении произошел на востоке Москвы

«Ведомости»: экс-министр обороны ДНР Стрелков через год сможет выйти на свободу

Экология в России и мире

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

Спорт в России и мире

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Moscow.media

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

Весенний Петербург. Петропавловская крепость

На закате.

Недорогой семейный кроссовер Chevrolet вернулся на российский рынок. Цена приятно удивит.







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *