Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2023

Новости за 14.08.2023

Radiotavisupleba.ge 

OSF უნგრეთის ორგანიზაციებს აფრთხილებს "ძალიან შეზღუდულ" რესურსებზე ევროპისთვის

"ღია საზოგადოების ფონდმა" (OSF) უნგრეთში მის მიერ მხარდაჭერილ ორგანიზაციებს შეატყობინა OSF-ის საბჭოს მიერ ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც  ევროკავშირში ფონდის მუშაობის დიდი წილი ფაქტობრივად წყდება, საიმისოდ, რომ ფონდის რესურსები მსოფლიოს სხვა რეგიონებს მოხმარდეს - იუწყება რადიო თავისუფლების უნგრული სამსახური.  OSF-ის რესურსები ევროპისთვის "უაღრესად შეზღუდული" იქნება - წერია ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის 11 აგვისტოს გაგზავნილ წერილში.  1989 წელს კომუნიზმის დაცემის შემდეგ, OSF-ს, რომელსაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაჰაჩყალაში რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას ბენზინის სადგურზე

ძლიერი აფეთქება მოხდა ბენზინის სადგურზე რუსეთში, დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში, რასაც მოჰყვა ხანძარი, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო აცხადებს, რომ დაიღუპა სამი მოქალაქე, თუმცა სახელმწიფო სააგენტო TASS-ი იუწყება, რომ აფეთქებას ხუთი პირი შეეწირა. ვრცელდება ცნობები რვა ადამიანის სიკვდილზე და 10-ის დაშავებაზე. ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე.

Radiotavisupleba.ge 

აშშ უკრაინისთვის დამატებით გამოყოფს 200 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ 14 აგვისტოს გამოაცხადა უსაფრთხოების სფეროსთვის განკუთვნილი დამატებითი დახმარება უკრაინისთვის, რომელიც განაგრძობს ბრძოლას იქ შეჭრილი რუსეთის ძალებთან. 200 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება მოიცავს მასალებს Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემებისთვის და მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS). პენტაგონის განცხადებით, დახმარება ასევე ითვალისწინებს გამნაღმველ აღჭურვილობასა და სისტემებს.

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი ყირიმელი აქტივისტი გადაიყვანეს რუსეთის კოლონიაში

მოქალაქე ჟურნალისტი და მედდა, ირინა დანილოვიჩი - რომელსაც 2021 წელს შვიდი წლით მიუსაჯა პატიმრობა რუსეთის მიერ ანექსირებული, უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის მოსკოვის მიერ დანიშნულმა ხელისუფლებამ - გადაიყვანეს რუსეთში, სტავროპოლის მხარეში მდებარე სადამსჯელო კოლონიაში.   აქტივისტის მამამ, ბრონისლავ დანილოვიჩმა რადიო თავისუფლებას 14 აგვისტოს უთხრა, რომ ციხის ბადრაგმა მის შვილს არ მისცა უფლება თან წაეღო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საჭირო წამალი ქალაქ ზელენოკუმსკის კოლონიაში.  დანილოვიჩი დააპატიმრეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსული რუბლის ღირებულების დაცემის ფონზე, ცენტრალური ბანკი მოქმედებას გეგმავს

14 აგვისტოს რუსული რუბლის ღირებულება დაეცა ყველაზე დაბალ ნიშნულზე უკრაინაში ომის დაწყების ადრეული პერიოდიდან, იმ ფონზე, როცა მოსკოვი ზრდის სამხედრო ხარჯებს და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ენერგიის ექსპორტზე მოქმედებს.  შექმნილი ვითარების გამო, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სასწრაფო შეხვედრა დანიშნა 15 აგვისტოს, მთავარი საპროცენტო განაკვეთის განსახილველად. სავარაუდოდ, სესხის ღირებულება გაიზრდება რუბლის გასამყარებლად.  რუსეთის ფულის ერთეული გასცდა 101 რუბლს დოლართან მიმართებით, რითიც გაგრძელდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა იუწყება პროგრესზე ბახმუტთან

უკრაინის არმიის ხელმძღვანელობის განცხადებით, მათ სამხედროებს კვლავ წინსვლა ჰქონდათ ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში, დანგრეული ქალაქის, ბახმუტის ჩათვლით - იმ ფონზეც კი, როცა რუსეთმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელა ხარკოვისა და ოდესის რეგიონებზე, რამაც სამოქალაქო პირების სიკვდილი გამოიწვია. კიევი აცხადებს, რომ საფრენი აპარატების დიდი ნაწილი ჩამოგდებულ იქნა. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 14 აგვისტოს დონეცკის რეგიონში ჩავიდა, სამხედრო მეთაურებისგან ინფორმაციის მოსაპოვებლად ვითარებაზე ფრონტის ხაზზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დმიტრი გლუხოვსკი: „რუსეთის ინტელიგენციამ ჩაისვარა“

მწერალი დმიტრი გლუხოვსკი რადიო თავისუფლების რუსული რედაქციისათვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს უკრაინასთან ომის, რუსული ინტელიგენციის ისტორიული დანაშაულისა და პუტინისა და მისი გარემოცვის ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ.

Radiotavisupleba.ge 

აქციაზე, სადაც შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, პოლიციამ დემონსტრანტები დააკავა

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე ათეულმა საპროტესტო აქცია გაიმართა - აქციის მოთხოვნა შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა იყო. აქციის მონაწილეები, არასაკმარისად მიიჩნევენ ხელისუფლების ძალისხმევას შოვის ღვარცოფში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად და უკმაყოფილებას გამოხატავენ მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებების გამო. ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სტიქიის ღამეს, 3 აგვისტოს ვერტმფრენი, რომელიც 112-ში პირველი შეტყობინებიდან თითქმის სამი საათის შემდეგ ჩავიდა სტიქიის ზონაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანია "უკრაინის გვერდითაა", ამბობს ფინანსთა მინისტრი კიევში ვიზიტისას

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა 14 აგვისტოს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა "მხარდამხარ" დგას უკრაინის გვერდით. ლინდნერი ამ განცხადებით კიევში გამოვიდა, სადაც პირველად ჩავიდა ომის დაწყების შემდეგ. კიევში ჩასვლისას ლინდნერი ამბობდა, რომ უკრაინის ოფიციალურ პირებთან აპირებდა "ძალიან კონკრეტული" მოლაპარაკების გამართვას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია გერმანიის ფინანსთა სამინისტროს უკრაინის მხარდაჭერა ახლა და მომავალში.  "ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ, მის მხარდამხარ" - უთხრა ლინდნერმა ჟურნალისტებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი შეხვდა დონეცკის ფრონტის მეთაურებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 აგვისტოს განაცხადა, რომ მოინახულა რუსეთთან ომში დონეცკის რეგიონის ფრონტის ხაზზე განლაგებული სამხედროები.   ზელენსკი ტელეგრამით წერს, რომ ბრიგადის მეთაურთან განიხილა ჯარისკაცების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. "ზოგად ინფორმაციას ყოველდღიურად ვიღებ... მაგრამ მინდოდა ყველა ბრიგადა ცალ-ცალკე მომენახულებინა, რათა ყველა მათგანის პრობლემები გამეგო" - წერს უკრაინის პრეზიდენტი. უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო კვირებში ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის „მცირე წარმატება“ ურაჟაინოეში და დიდი გარღვევის შანსები

უკრაინამ ოფიციალურად დაადასტურა გასულ შაბათ-კვირას ომის მომხრე რუსულ ბლოგებში გამოჩენილი ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის სოფელ უროჟაინოედან უკან დახევა დაიწყო.

Radiotavisupleba.ge 

საპენსიო დანაზოგის ბედი უთქვენოდ გადაწყდება - რატომ, როგორ და როდიდან?

საქართველოს მოქალაქეს საპენსიო დანაზოგის ინვესტირებაზე გადაწყვეტილების მიღება 6 სექტემბრის ჩათვლით შეუძლია. 7 სექტემბრიდან თქვენი საპენსიო თანხის ბედი უთქვენოდ გადაწყდება - რას ნიშნავს ეს?

Radiotavisupleba.ge 

ენმ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს შოვის ტრაგედიაზე კითხვებზე საპასუხოდ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ინტერპელაციის წესით იბარებს პარლამენტში შინგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე საპასუხოდ. კითხვები ძირითადად შეეხება სამაშველო-სამძებრო ოპერაციას და მინისტრის წინა წლებში გაცემულ დაპირებებს ადრეული გაფრთხილების სისტემის შესახებ.  სულ ენმ-ს ვახტანგ გომელაურთან 5 კითხვა აქვს:  1. მეწყრული და სხვა ბუნებრივი სტიქიების შედეგად ადამიანური დანაკარგის შემცირების საუკეთესო პრაქტიკის უმთავრესი კომპონენტი არის შესაბამისი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სარჯველაძე აბსოლუტურად მართებულს უწოდებს კობახიძის ნათქვამს ჯელაძეზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აბსოლუტურად მართებულს უწოდებს კოლეგისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, ნათქვამს შოვში მეწყერს გადარჩენილ დავით ჯელაძეზე. ირაკლი კობახიძემ სპეკულაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს სამი საათი ებრძოდა. "რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, იყო აბსოლუტურად მართებული და არავითარი მიზეზი არ გაქვთ ახლა, რომ რაღაცა ფორმით ინტერპრეტაციების ტირაჟირება მოახდინოთ, რასაც ახლა თქვენ ცდილობთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მინსკმა გააუქმა ოპოზიციური პარტია "სახალხო ფრონტი"

ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე ზოგადი რეპრესიების ფონზე 14 აგვისტოს გააუქმა პარტია "ბელარუსის სახალხო ფრონტი". გასულ თვეში სასამართლომ ასევე გააუქმა "კონსერვატიული ქრისტიანული პარტია", რომელიც "სახალხო ფრონტს" 1999 წელს გამოეყო. წელსვე, უფრო ადრე, ბელარუსის ხელისუფლებამ მოქმედება შეუწყვიტა "მწვანეთა პარტიას", "რესპუბლიკურ პარტიას", "სახალხო შეთანხმების სოციალ-დემოკრატიულ პარტიას" და "ბელარუსის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას". 15 აგვისტოს სასამართლომ უნდა განიხილოს კიდევ ერთი ოპოზიციური ჯგუფის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სარდაფს შეფარებულები -გორელი აზა ნადიბაიძე იხსენებს როგორ გადაურჩნენ ომს

2008 წელს რუსული ავიაციის მიერ გორში პირველი ბომბის ჩამოგდებისთანავე, 8 აგვისტოს ნადიბაიძეების ოჯახი სარდაფში გადასახლდა, ნელ-ნელა მათ მეზობლებიც შეიფარეს. მათემატიკის მასწავლებელი აზა ნადიბაიძე იხსენებს როგორ გამოიარეს მან და მისმა ახლობლებმა ომი.

Radiotavisupleba.ge 

„ქალებს ანაფორები გადაგვაცვეს" - ანა ნადიბაიძე იხსნებს, როგორ გადარჩნენ და ცხოვრობდნენ გორში ომის დროს

2008 წელს რუსული ავიაციის მიერ გორში პირველი ბომბის ჩამოგდებისთანავე, 8 აგვისტოს ნადიბაიძეების ოჯახი სარდაფში გადასახლდა, ნელ-ნელა მათ მეზობლებიც შეიფარეს. მათემატიკის მასწავლებელი ადა ნადიბაიძე იხსენებს როგორ გამოიარეს მან და მისმა ახლობლებმა ომი.

Radiotavisupleba.ge 

შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - ამ დროისთვის ნაპოვნია 25 გარდაცვლილი

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოებისას 14 აგვისტოს მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - ამ დროისთვის ნაპოვნია 3 აგვისტოს ღვარცოფის შედეგად გარდაცვლილი 25 ადამიანი. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დღესვე ნაპოვნია ადამიანის სხეულის ფრაგმენტი, თუმცა დაუდგენელია, ვის ეკუთვნის ეს ფრაგმენტი, უკვე ნაპოვნ ადამიანებს თუ ჯერ კიდევ დაკარგულად მიჩნეულებს.  ღვარცოფი რაჭაში, კურორტ შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა. სახელმწიფო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ვაკე-საბურთალოს გზაზე ქვათაცვენამ ავტომობილი დააზიანა

თბილისში, ვაკე-საბურთალოს გზაზე კლდის ჩამოშლამ ერთი ავტომობილი დააზიანა - ქვათაცვენის ამსახველი ფოტო ფეისბკზე მოქალაქე ქეთი როსტომაშვილმა გაავრცელა. შემთხვევა დაახლოებით დღის სამ საათზე მოხდა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს თბილისის მერიაში, ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები, გზა ამ დროისთვის გაწმენდილია და მასზე ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდული არ არის. თბილისის მერიის ცნობითვე, გზის ამ მონაკვეთზე კლდის ფერდის გამაგრებითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.  ქვათაცვენის შედეგად დაშავებული არავინაა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ გახდა ირაკლი ღარიბაშვილი სკანდალში გახვეული ჩინური კომპანიის მრჩეველი

ირაკლი ღარიბაშვილმა, სანამ მთავრობაში თავდაცვის მინისტრად დაბრუნდებოდა, წელიწად-ნახევარი იმუშავა ჩინური კომპანიის მრჩევლად და ხელფასად 410 000 ლარი მიიღო. ამ დროს კომპანია CEFC-ი უკვე გახვეული იყო საერთაშორისო სკანდალში:

Radiotavisupleba.ge 

"ჰუალინგის" ტერიტორიაზე მანქანა დაიწვა, მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა

თბილისში, ვაზისუბნის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ "ჰუალინგთან", მანქანა დაიწვა. მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა - ის მანქანაში იჯდა. წინასწარი ინფორმაციით, მანქანა ჯერ სატვირთოს დაეჯახა, შემდეგ კი - გარე განათების ბოძს და ცეცხლი გაუჩნდა. რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ მეხანძრეებმა ხანძარი ჩააქრეს, თუმცა მძღოლი უკვე დაღუპული იყო. საქმეზე გამოძიება დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვა დეტალები უცნობია.

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის ფინანსთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი დღეს, 14 აგვისტოს, უკრაინაში ჩავიდა, პოლიტიკური მოლაპარაკების გამართვის მიზნით. ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ამ ქვეყანაში განხორციელებული მისი პირველი ვიზიტია. ლინდნერი კიევში მატარებლით ჩავიდა. უკრაინა ზეწოლას ახორციელებს გერმანიის მთავრობაზე, რათა რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად კიევს Taurus-ის ტიპის საკრუიზო რაკეტები მიაწოდოს.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთიდან და უკრაინიდან მიგრაცია - აივ/შიდსის გავრცელების რისკი?

„საფუძველს მოკლებული არ არის, თუ გავითვალისწინებთ რუსეთსა და უკრაინაში აივ/შიდსის მაღალ პრევალენტობას და განსაკუთრებით ახალი შემთხვევების ზრდას..."

Radiotavisupleba.ge 

მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის თავდასხმებს ხარკოვისა და ოდესის რეგიონებზე

რუსეთის ძალებმა რაკეტებით და დრონებით მიზანში ამოიღეს უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ხარკოვის რეგიონი და შავ ზღვაზე მისი მთავარი პორტი, ოდესა - აცხადებენ ოფიციალური პირები და უკრაინის არმია 14 აგვისტოს იმ ფონზე, როცა აღმოსავლეთის და სამხრეთის ფრონტებზე გრძელდება ინტენსიური შეტაკებები. ერთი მამაკაცი დაიღუპა და ორი ადამიანი დაიჭრა ხარკოვის რეგიონის დასახლება კოზაჩა-ლოპანის დაბომბვის შემდეგად, რუსეთის საზღვრიდან ორი კილომეტრის მოშორებით - აცხადებენ რეგიონის ხელმძღვანელი პირები. ოდესაზე თავდასხმა მოგერიებულ იქნა... Читать дальше...


Насколько выросли цены в «Яндекс.Такси» за год и сколько получают водители

Выставка художников «Искусство рядом» стартовала на Никитском бульваре

В Тверской области установили памятник Пушкину

Успенская подала иск к Киркорову, который назвал ее "попрошайкой"



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Футболистки ЦСКА победили «Зенит» и выиграли Суперкубок России

Выставка художников «Искусство рядом» стартовала на Никитском бульваре

Глава ФФККР Сихарулидзе не примет участия в конгрессе ISU

Автостанция открылась в Печорах после ремонта

Музыкальные новости

РОСГВАРДЕЙЦЫ ЗАДЕРЖАЛИ МУЖЧИНУ С ПОДДЕЛЬНЫМИ ДОКУМЕНТАМИ В МОСКВЕ

«В девять лет я уже был очень любвеобильным». Актер Михаил Богдасаров вспомнил детство в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» на ТВ-3  

Медиа съезжают последними // «Газпром» завершает перевод структур из Москвы в Санкт-Петербург

Собянин рассказал о главных возможностях для развития Москвы

Новости России

Автостанция открылась в Печорах после ремонта

Прохлада нам по карману: как выбрать кондиционер и какова цена вопроса

Пять выпускниц из Ступина получили по 100 баллов на ЕГЭ

Строительство станции «Тютчевская» перешло на новый этап

Экология в России и мире

Приглашенные солистки выступят в опере «Руслан и Людмила»

Антисанитария в службах доставки: токсиколог Кутушов рассказал, почему опасно заказывать еду

Фонд «Восход» выпустил на «Атомайз» первые в России венчурные ЦФА

Новые электрические щетки Revyline RL 085 Black доступны в филиале марки в Ставрополе

Спорт в России и мире

«Янника Синнера очень рано сравнивать с Роджером Федерером» // Тренер мужской сборной России по теннису Игорь Куницын — о главных событиях Roland Garros

Уимблдон и Олимпиада? Что нужно знать о планах Рыбакиной после Ролан Гаррос

«Сейчас даже счёт не помню»: Андреева сенсационно победила Соболенко и вышла в полуфинал «Ролан Гаррос»

Джокович снялся с Открытого чемпионата Франции по теннису

Moscow.media

Глазово

Мобилизованного свердловчанина приговорили к 23 годам "строгача" за подрыв гранаты в казарме

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: В Московском регионе более 62 тысяч семей распорядились материнским капиталом через банки

Такси в 7 раз чаще попадает в ДТП, чем обычные автомобилисты — изучаем аварийность на дорогах







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *