Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2023

Новости за 29.08.2023

Radiotavisupleba.ge 

კახა კალაძე: სანიაღვრე სისტემა გადავსებული იყო ნაგვით, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი

29 აგვისტოს თბილისში მოსული ძლიერი წვიმის შედეგებზე „ფეისბუკ"-LIVE-ში ილაპარაკა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, დროის მოკლე მონაკვეთში ძალიან ძლიერად იწვიმა. მან აქცენტი გააკეთა ნაგვით სავსე სანიაღვრე სისტემაზე.  „ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში, მე ნამდვილად არ მახსოვს. პრობლემები შეიქმნა გარკვეულ უბნებში და არა მთელი თბილისის მასშტაბით. იყო პრობლემები გლდანის რაიონში, ასევე, დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე... ახლაც მუშაობენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები - „თბილსერვისი“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთმა ახალ რუკებზე რუსეთის ნაწილი საკუთარ ტერიტორიად აღნიშნა

ჩინეთის ხელისუფლებამ 2023 წლისთვის გამოაქვეყნა ახალი გეოგრაფიული რუკები, რომლებზეც მდინარე ამურზე მდებარე დიდი უსურის კუნძული ჩინეთის ტერიტორიად არის აღნიშნული. ამის შესახებ RBC იუწყება. ჩინეთი და რუსეთი (სსრკ) ამ ტერიტორიის მფლობელობაზე 1964 წლიდან კამათობენ.   2008 წელს მოსკოვმა და პეკინმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც კუნძული ორ ქვეყანას შორის გაიყო. მაშინ ექსპერტებმა ეს შეაფასეს როგორც იმის ნიშანი, რომ მოსკოვს ჩინეთთან გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობის იმედი აქვს.   ახალ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„რკინიგზის“ ცნობით, ბათუმი-თბილისის მატარებელი დედაქალაქში 25 წუთის დაგვიანებით შემოვიდა

„საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმის მიუხედავად, თბილისის მიმართულებით დაგეგმილი მატარებელის ყველა რეისი შესრულდა. როგორც მათ რადიო თავისუფლებას უთხრეს, მხოლოდ ბათუმი-თბილისის მატარებელი იყო 25 წუთის განმავლობაში გაჩერებული, რადგან მემანქანე წვიმის გამო ლიანდაგს ვერ ხედავდა. 29 აგვისტოს თბილისში ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროსადენები. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ყველაზე დიდი პრობლემა გლდანის რაიონში შეიქმნა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის - სურვილი თუ რეალობა?

ევროკავშირის მაღალჩინოსნები სულ უფრო ხშირად ასახელებენ 2030 წელს ახალი წევრების მიღების საორიენტაციო ვადად. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ წარმოქმნილ გაფართოების ახალ ტალღაში მოხვედრის თეორიული შანსი  საქართველოსაც აქვს, თუმცა გარანტირებული არაფერია.

Radiotavisupleba.ge 

რა უნდა დაუპირისპიროს კიევმა რუსეთის „კოლონიზაციის პოლიტიკას“ ოკუპირებულ მიწებზე?

რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება მარიუპოლში რუსეთიდან 300 ათასი მოქალაქის ჩასახლებას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის იატაკქვეშა წყაროებზე დაყრდნობით, 20 აგვისტოს ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრმა განაცხადა

Radiotavisupleba.ge 

ხსოვნის დღეს ზელენსკიმ პატივი მიაგო ქვეყნის დაცვისას დაღუპულებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 აგვისტოს პატივი მიაგო უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის დაცვისას დაიღუპნენ ქვეყანაში შეჭრილი რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში. „ყოველ წელს, 29 აგვისტოს, პატივს მივაგებთ უკრაინელ მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის დასაცავად,“ თქვა ზელენსკიმ განცხადებაში, რომელიც მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა. „არ არსებობს სიტყვები, რომლებიც საკმარისი იქნებოდა, რომ სრულად აღიწეროს ძალა, სიდიადე და თავგანწირვა გმირისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები - მერიის განცხადება

დედაქალაქის მერიის განცხადებით, 29 აგვისტოს ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები. „თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხვრა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები", - ვკითხულობთ მერიის განცხადებაში. მერია მოსახლეობას მოუწოდებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხედრები ექსპერტიზამდე არსად ჩანს - ხარვეზები შოვის სტიქიის საგამოძიებო მასალებში

3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის საქმეზე გამოძიება იმავე საღამოს, სტიქიიდან რამდენიმე საათში, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც მაშველებმა პირველი ცხედარი იპოვეს. გამოძიება არკვევს, მოჰყვა თუ არა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობასა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. ეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლებია. თუმცა, იურისტები თვლიან, რომ გამოძიება სხვა ორი მუხლითაც უნდა წარიმართოს - 128-ე მუხლით - განსაცდელში მიტოვება და 342-ე მუხლით - სამსახურებრივი გულგრილობა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ეს სიკვდილია, ბიჭებო, მშვიდობით!“ - ბერდიანსკში დახოცილი მოზარდები დღემდე არ დაუკრძალავთ 

​ინტერვიუ 2023 წლის 25 ივნისს მოკლული 16 წლის ტიგრან ოგანისიანის დედასთან, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ვერსიის არ სჯერა.

Radiotavisupleba.ge 

ევგენი პრიგოჟინი სანქტ-პეტერბურგში დაკრძალეს

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც 23 აგვისტოს ტვერის ოლქში დაიღუპა ავიაკატასტროფაში, პოროხოვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს სანქტ-პეტერბურგში. ამის შესახებ ბიზნესმენის პრესსამსახური იტყობინება.   გამომშვიდობების ცერემონია, სავარაუდოდ, დახურულ ფორმატში შედგა.   ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებელი შეიძლება დაეკრძალათ სერაფიმეს სასაფლაოზე ან სასაფლაო სევერნიზე.   პოროხოვსკის სასაფლაოს ადმინისტრაციამ ტელეგრამის არხ MSK1-ს განუცხადა, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანიაში დააკავეს რუსეთისთვის დრონის კომპონენტების მიწოდებაში ბრალდებული პირი

გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ განკარგულება გასცა გფრ-სა და რუსეთის მოქალაქის, ვალდემარ ვ.-ს დაპატიმრების შესახებ (გვარს არ ასაჯაროებენ). ელექტრონული სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე და მწარმოებელი ფირმის მფლობელს ბადენ-ვიურტემბერგის მხარიდან ბრალად ედება საგარეო-ეკონომიკური კავშირების შესახებ კანონის დარღვევა. სასამართლოს თანახმად, ვალდემარ ვ. 2020-2023 წლებში პროდუქციას აწვდიდა რუსეთის ერთ-ერთ თავდაცვით საწარმოს. ფედერალური პროკურატურის მონაცემებით, სათადარიგო ნაწილები განკუთვნილი იყო უპილოტო საფრენი აპარატის, Orlan 10-ის საწარმოებლად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩელიაბინსკის ოლქში ფსბ-ს ვერტმფრენი Mi-8 ჩამოვარდა

რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქის სოსნოვსკის რაიონში, ჩამოვარდა ვერტმფრენი Mi-8. დაიღუპა სამი ადამიანი. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო უწყებები ავრცელებენ ინფორმაციას საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით.   ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ვერტმფრენი ფსბ-ს ეკუთვნოდა. ტელეგრამის არხი „ბაზა“ წერს, რომ ვერტმფრენი, რომელშიც ინსტრუქტორი და ორი კურსანტი იმყოფებოდნენ, სასწავლო ფრენას ახორციელებდა. პილოტები აფრენა-დაფრენის მანევრზე ვარჯიშობდნენ.   რამ გამოიწვია ვერტმფრენის ჩამოვარდნა, ჯერჯერობით უცნობია, წინასწარი ვერსიაა ტექნიკური გაუმართაობა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ევროოპტიმისტების" კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეებზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების გაცემის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების" განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მოქალაქეები საქართველოში მასობრივად აფუძნებენ საწარმოებს და გარდა ბინებისა, იძენენ სხვა სახის უძრავ ქონებასაც, რაც შემდგომში ხდება ბინადრობის ნებართვის მიღების სამართლებრივი საფუძველი. „ევროოპტიმისტებმა" 29 აგვისტოს პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც, მათი განცხადებით, სწორედ, ამ და სხვა სახის პრობლემების თავიდან აცილებას ემსახურება. პოლიტიკური ჯგუფი განმარტავს, რომ ქართული კანონმდებლობა უცხოეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აუდიტმა ჭავჭავაძეზე ნაგვის ურნებისა და განათების სისტემის შესყიდვაში ხარვეზები გამოავლინა

აუდიტის სამსახურმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში ურნებისა და განათების სისტემების შეძენის პროცესში ხარვეზები გამოავლინა. დასკვნით ირკვევა, რომ სატენდერო დოკუმენტების „სათანადოდ შედგენის შემთხვევაში“ თბილისის მერიის დაქვემდებარებულ სამსახურს შესაძლოა დაეზოგა ათობით ათასი ლარი.

Radiotavisupleba.ge 

სანქტ-პეტერბურგში ჩაკეტილია ორი სასაფლაო, სავარაუდოდ - "ვაგნერის" ლიდერების დაკრძალვის გამო

სანქტ-პეტერბურგში გადაკეტილია ორი სასაფლაოს - სევერნისა და სერაფიმეს - შესასვლელები, სადაც სავარაუდოდ მიმდინარეობს ტვერის ოლქში ავიაკატასტროფაში დაღუპული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ლიდერების დაკრძალვა. ამის შესახებ Sever.Realii-ის კორესპონდენტები იუწყებიან.   არაოფიციალური მონაცემებით, „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს სერაფიმეს სასაფლაოზე დაკრძალავენ. „ფონტანკის“ ცნობით, 29 აგვისტოს ღამით იქ პოლიციის საპატრულო მანქანები გამოჩნდა. ახლა პოლიციამ სასაფლაოს შესასვლელი გადაკეტა. სასაფლაოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გავაგრძელებთ არაღიარების წარმატებულ პოლიტიკას - ხელისუფლების პასუხი კარასინს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ჩინეთისა და ინდოეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას პერსპექტივა არ აქვს. გია ვოლსკიმ პარლამენტში მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთს თავისი სტრატიგული ხედვა და ამოცანები აქვს, რომელიც საქართველოს ხედვებთან წიანაღმდეგობაშია, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია.  „რასაკვირველია, ჩინეთთან და ინდოეთთან ჩვენი პოზიციის სრული თანხვედრაა. არსებობს არაღიარების პოლიტიკის გარკვეული სტრატეგიული მიმართულებები, რომელსაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლევიევსა და ნაკის დაუსწრებლად მიუსაჯეს 11-11 წლით პატიმრობა არმიაზე „ფეიკების“ გავრცელების მუხლით

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ Conflict Intelligence Team-ის (CIT) დამფუძნებელ რუსლან ლევიევს და ჟურნალისტ მაიკლ ნაკის დაუსწრებლად მიუსაჯა 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. „ფეიკების“ გავრცელების მუხლით. ამის თაობაზე იტყობინება პროექტი „ოსტოროჟნო, ნოვოსტი“.   პროკურატურა თითოეულისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.   სასამართლომ მათ ასევე ხუთი წლის განმავლობაში აუკრძალა ინტერნეტში მასალების გამოქვეყნება, იუწყება RTVI. ლევიევიც და ნაკიც ამჟამად რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა გადატვირთულია

საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილის დამაკავშირებელი მაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრაობა გადატვირთულია. "საავტომობილო გზების დეპარტამენტის" ცხელ ხაზის ოპერატორები საცობების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის [14:00 საათი] რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ მოძრაობა ინტენსიურია და ავტოსაგზაო შემთხვევები არ ფიქსირდება. რიკოთის უღელტეხილზე საცობი იყო გუშინ, 28 აგვისტოს საღამოდან გვიან ღამემდე. ასობით მანქანა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შოვში სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამხედრო გარდაიცვალა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოვში სამაშველო სამუშაოებში ჩართული მათი თანამშრომელი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა 50 წლის თემურ ხარჩილავა. უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილი თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი იყო. "2023 წლის 29 აგვისტოს სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა აცხადებს, რომ კიდევ 84 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინაში ომის დროს დაღუპული 84 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დააბრუნეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამის საშუალებით დაკარგული პირთა მოძიების საკითხებში სახელმწიფოს რწმუნებულმა, ოლეჰ კოტენკომ გაავრცელა. "მოხდა იმ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გადმოსვენება, რომლებმაც სიცოცხლე ანაცვალეს უკრაინას. დღეს ჩვენ მოვახერხეთ 84 დამცველის ცხედრების ნათესავებისათვის დაბრუნება. უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადმოსვენება მოხდა ინტეგრაციის სამინისტროს, დაკარგულ პირთა მოძიების კომისარიატის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“ფეხსაცმელებიც იყო, დღიურიც, პატარა ჩანთაც“ - როგორ შეგროვდა სტიქიის ზონაში მტკიცებულებები

შოვში, სტიქიის ზონაში ნამყოფი მოხალისეები ჰყვებიან, რომ შოვში ნაპოვნ ნივთებს, არა გამომძიებლები, არამედ მაშველები აგროვებდნენ. როგორც ადვოკატები ამბობენ, საქმის მასალები ამ მონათხრობს ადასტურებს - გამოძიება არ იყო დაინტერესებული შემთხვევის ადგილის შესწავლით და ადგილზე მტკიცებულებების მოპოვებით.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელსაც დიპლომატიური მისია ეწურება, გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს. აშშ-ის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული წერილში დეგნანი წერს, რომ პრინციპები, რომელსაც საქართველოს სახელემწიფო ეფუძნება იგივეა რის დაცვასაც ესწრაფვის ამერიკის შეერთებული შტატები. „ძალა ერთობაშია" - მართლაც ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის!“, წერს კელი დეგნანი, რომლის თანახმადაც შთაგონებულია მრავალი ქართველის შეუპოვრობით „ამ შეუპოვრობამ განაპირობა საქართველოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის არმიის მიერ კუპიანსკის დაბომბვის შედეგად-უკრაინის სარდლობა

29 აგვისტოს დილით რუსეთის ჯარებმა კვლავ დაბომბა ხარკოვის რეგიონის ქალაქი კუპიანსკი, სადაც, უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი-დაიჭრა. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ცნობას თან დაურთო დაბომბვის შედეგის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. უკრაინული მხარის თანახმად, სამშაბათს დილის 8:30 საათზე, რუსებმა კუპიანსკის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ერთი ბომბი ჩავარდა კვების საწარმოს ტერიტორიაზე, სადაც ობიექტების დაცვის წევრი დაიღუპა. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დაშავდა 67 წლის სამოქალაქო პირი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი ყველაფერს აკეთებს რათა ჩინეთმა და ინდოეთმა აფხაზეთი და „სამხრეთი ოსეთი“ აღიარონ - კარასინი

რუსეთი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისკენ წაიწიონ“ განაცხადა ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. კარასინი ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა რუსეთის მიერ "სამხრეთ ოსეთის" აღიარების 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის. დელეგაციაში შედიოდნენ ფედერაციის საბჭოს წევრები სერგეი ცეკოვი, კრიმ კაზანოკოვი და ოლგა კოვიტიდი. ისინი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი აცხადებს, რომ აღკვეთა დრონებით შეტევა ტულისა და ბელგოროდის რეგიონებში

29 აგვისტოს დილით ტულის რეგიონის თავზე ორი თვითმფრინავის ტიპის დრონი ჩამოაგდეს, იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც არ აკონკრეტებენ დროსა და ადგილს, სადაც სავარაუდო მფრინავი ობიექტების განადგურება მოხდა. "უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს ტულის რეგიონის ტერიტორიაზე მორიგეობაზე მყოფმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა", - ნათქვამია ანგარიშში. რუსეთის სამხედრო უწყებას არ დაუკონკრეტებია, თუ რა შედეგები მოჰყვა დრონების განადგურებას დასახლებული პუნქტებისათვის. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით... Читать дальше...


6 полигонов ТКО планируют рекультивировать в Подмосковье в этом году

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

прямые продажи модулей и заметок для ип чувашии юра в 89278591263 сбер альфа от 1200

Ефимов: Продолжается строительство «Квантум-парка» в новом кампусе МГТУ имени Н. Э. Баумана



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

прямые продажи модулей и заметок для ип чувашии юра в 89278591263 сбер альфа от 1200

Эксперты Центра лечебной педагогики приняли участие в IV Форуме руководителей организаций «Мы в ответе за наших детей» и провели курс повышения квалификации для специалистов

Ефимов: Продолжается строительство «Квантум-парка» в новом кампусе МГТУ имени Н. Э. Баумана

Как отдыхаем в июне?

Музыкальные новости

Новый монитор Philips Evnia 49M2C8900L подарит игровой опыт высочайшего уровня

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

Bungie wins a little walkin' around money in first of its kind jury trial against Destiny 2 cheat maker, but the victory will likely make it even easier for game companies to keep taking cheaters to court

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

Новости России

6 полигонов ТКО планируют рекультивировать в Подмосковье в этом году

Свыше 50 гидравлических испытаний теплосетей Солнечногорска проведут в июне

Благоустройство у станции метро «Университет Дружбы Народов» выполнено на 70%

Во Франции сомневаются в уровне Сафонова перед трансфером в «ПСЖ»

Экология в России и мире

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

BYD-FORKLIFT - официальный дистрибьютор BYD в России

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Спорт в России и мире

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Moscow.media

Весенний Петербург. Петропавловская крепость

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Рождественское утро...







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *