Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2023

Новости за 11.08.2023

Radiotavisupleba.ge 

აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ მათ შორის საჰაერო-სამგზავრო რეისების რიცხვი გაორმაგდება

Reuters-ის თანახმად, აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ, გაზარდონ მათ შორის საჰაერო მიმოსვლა და გაორმაგდეს ყოველკვირეული სამგზავრო რეისების რაოდენობა ფრენების დღეს დაშვებულ რიცხვთან შედარებით.   ამის თაობაზე სააგენტომ ინფორმაცია მოიპოვა წყაროებსა და მის ხელში ჩავარდნილ დოკუმენტზე დაყრდნობით. წყაროების თანახმად, აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტრო ჩინეთის სამგზავრო რეისების რიცხვს გაზრდის კვირაში 18-მდე 1 სექტემბრიდან, ხოლო შემდეგ, 29 ოქტომბრიდან - 24-მდე დღევანდელ 12-თან შედარებით.   ჩინეთის ხელისუფლება აშშ-ის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მწერლები ქეთი დუმბაძის წინააღმდეგ: „იმათთან მოდიხარ სამუშაოდ, ვისაც აგენტებად აცხადებდი?“

მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, ქეთი დუმბაძეს, მწერლების ნაწილმა უნდობლობა გამოუცხადა. ისინი მიიჩნევენ, რომ დუმბაძე პარტიული ნიშნით დაინიშნა დირექტორად და მწერალთა სახლში მთავრობის ინტერესების გასატარებლად არის მისული.

Radiotavisupleba.ge 

ცნობილი გახდა უკრაინაში დაღუპული რუსეთის 30 ათასი სამხედროს ვინაობა

11 აგვისტოს უკრაინასთან ომში დაღუპული რუსეთის 30 003 სამხედროს ვინაობა გახდა ცნობილი.   აღნუსხვას წარმართავენ ბი-ბი-სი-ს რუსული სამსახური და „მედიაზონა“, მათთან ერთად მოხალისეთა ჯგუფი. სიაში მხოლოდ ის დაღუპულები არიან, რომლებიც ვინაობის და დასაფლავების ადგილის დადგენა მოხდა. მკვლევრები იძიებენ დაღუპულების ვინაობას ღია წყაროების გზით, ადგილობრივი ადმინისტრაციების, ახლობლების, ასევე სასაფლაოების მონაცემების საფუძველზე.   მათ თანახმად, დანაკარგების რეალური რიცხვი, შეიძლება იყოს ორჯერ ან ორნახევარჯერ მეტი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“იცით რას ნიშნავს, სიკვდილს უყურებდე ყოველ წამს 3 საათის განმავლობაში?” - სტიქიას გადარჩენილთა ამბავი

“ვერტმფრენში რომ ავედი, შეშლილი სახით შემომხედა იმ კაცმა [იგულისხმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი - რ.თ.], ისე გამოვიყურებოდი. შარვალიც კი აღარ მეცვა. ვიყავი ტრუსით, ყელამდე ტალახში, თავი მქონდა ტალახით გაზელილი, ვკანკალებ, ისე ვტირი და ამ კაცს ვეხვეწები, ვერტმფრენი ისე არ დაძრა, ჩემი ქმარი რომ არ წამოიყვანო.” - უთხრა რადიო თავისუფლებას მარიამ ბერიანიძემ, შოვის სტიქიის ერთ-ერთმა გადარჩენილმა. ის 3 აგვისტოს ღვარცოფში ქმართან და 4 წლის შვილთან ერთად მოხვდა. მათკენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მარგარიტა სიმონიანი და დმიტრი კისილიოვი - „ეხო მოსკვის“ მაროდიორები

ლიკვიდირებული რადიო „ეხო მოსკვის“ სახელით მალე რუსეთში მაუწყებლობას შეუდგება ახალი პროპაგანდისტული მედია. ამ ბრენდის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი რუსეთის შესაბამის მარეგულირებელ უწყებაში უკვე წარადგინა საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიამ“, რომელსაც კრემლის პროპაგანდისტები, დიმიტრი კისილიოვი და მარგარიტა სიმონიანი, ხელმძღვანელობენ. მარეგულირებელ კომპანია „როსპატენტში“ განაცხადი 2 აგვისტოს იქნა წარდგენილი და მასში კისილიოვ-სიმონიანის მორიგი ბრენდი თავისი საქმიანობის მიმართულებებად ასობით მომსახურებასა და საქონელს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტიქია შოვში: იდენტიფიცირებულია 20 ცხედარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის არეალში ნაპოვნი 24 ცხედრიდან, 20 იდენტიფიცირებულია. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. „აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით - ნავებით მდინარეზე. დღეს მოხერხდა 3 ცხედრის ნახვა მდინარის კალაპოტში, სამივე მათგანი გადასვენებულია პროზექტურაში. გარდა ამისა, ნანახი იქნა ადამიანის ქვედა კიდური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“მინდოდა მეჩვენებინა, რომ გაუგონარი რამ ხდებოდა" - ქალი შოვიდან ფეისბუკის ჩართვებით

"იმ წუთებში თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ეს იყო ბოლო წამები და მინდოდა ადამიანებს ენახათ რა მოხდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ვიყავით. მინდოდა მეჩვენებინა, რომ იქ გაუგონარი რამ ხდებოდა, მინდოდა მათ, ვისაც ხელეწიფებოდა დახმარება, დაენახათ ეს და რამენაირად დაეჩქარებინათ [ვერტმფრენის მოსვლა]" - ეუბნება რადიო თავისუფლებას მაია ფირცხალაიშვილი, “სანსეტ შოვის” დამსვენებელი, რომლის პირდაპირ ჩართვებსაც სტიქიის ზონიდან ათიათასობით ნახვა აქვს ფეისბუკზე. მაია რაჭაში ღვარცოფის მოვარდნის შემდეგ ფეისბუკზე ჰყვებოდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია

11 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გააფართოვა სია, რომელშიც შეტანილი არიან რუსეთის კერძო და იურიდიული პირები. სიაში ახლა შეიყვანეს Alfa-Bank-ის დამფუძნებლები, მიხაელ ფრიდმანი და პიოტრ ავენი, ასევე Alfa Group-ის ყოფილი მსხვილი აქციონერები, გერმან ხანი და ალექსეი კუზმიჩევი.   აშშ-ს სანქციების ქვეშ მოექცა რუსეთის მრეწველებისა და მეწარმეთა კავშირიც. სანქციების ქვეშ მყოფ ფიზიკური პირებსა და კომპანიებს გაუყინავენ აქტივებს აშშ-ში. ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ მათთან ბიზნესის წარმოება და მათთვის მომსახურების გაწევა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალი განაჩენის გამოტანის შემდეგ ნავალნი კიცხავს მათ, ვინც „ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა“

თავის პირველ საჯარო გამოსვლაში ბოლო სასამართლოს პროცესი შემდეგ, რომელიც გასულ კვირაში დასრულდა გამამტყუნებელი განაჩენით, რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ მძაფრად გააკრიტიკა საბჭოთა პერიოდის შემდგომი მმართველი კლასი რუსეთში. ნავალნი, რომელსაც ექსტრემიზმისთვის 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, წერს, რომ მას საშინლად სძულს ისინი, ვინც გაყიდა და გაფლანგა ისტორიული შანსი 1990-იანი წლების დასაწყისში. თავის განცხადებაში, სახელწოდებით, "ჩემი შიშები და სიძულვილი“, რომელიც ნავალნიმ გამოაქვეყნა 11 აგვისტოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცერცვაძე: გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გამოთქმულ შეშფოთებას, რომელიც ეხება მიგრაციის პროცესების გააქტიურებას, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, რაც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებთან. „საფუძველს მოკლებული არ არის, თუ გავითვალისწინებთ რუსეთსა და უკრაინაში აივ/შიდსის მაღალ პრევალენტობას და განსაკუთრებით ახალი შემთხვევების ზრდას", - აღნიშნა ცერცვაძემ. ამ საკითხზე იგი განმარტავს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შოვში სტიქიის გამო დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა შოვში სტიქიის არეალში მიმდინარე სამუშაოებზე. მისი განცხადებით, მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. „დილით ორი გითხარით და კიდევ დაემატა ორი ცხედარი, სხეულის ფრაგმენტი. გრძელდება, მიმდინარეობს შველა-ძიების სამუშაოები“, - თქვა ქარსელაძემ. როგორც მან აღნიშნა, ტექნიკა სტიქიის ზონაში ათ ადგილზე მუშაობს. „საკმაოდ დიდი მასივია, სადაც მიმდინარეობს შველა-ძიების სამუშაოები. 103 ერთეული მძიმე ტექნიკა მონაწილეობს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანის ხელისუფლება შიშობს, რომ სასწავლი წლის დაწყების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები განახლდება

ირანის ხელისუფლება განიხილავს ზომებს, რომლებიც, ჩანს, იმ მიზნით იქნება მიღებული, რომ თავიდან აიცილონ სტუდენტების საპროტესტო გამოსვლები სწავლის განახლების შემდეგ, სექტემბერში, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების დღეს. ამინი, რომელიც პატიმრობაში გარდაიცვალა, შარშან სექტემბერში თავსაბურავის არასწორი ტარების გამო დააკავა მორალის პოლიციამ. უფლებადამცავების თანახმად, მაჰსა ამინის სიკვდილის გამო ირანის 140-მა მსხვილმა უნივერსიტეტმა მოაწყო საპროტესტო აქცია. თეირანის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეპარტამენტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი უკრაინის ყველა რეგიონულ სამხედრო კომისარს მოხსნის კორუფციის გამო

უკრაინის ყველა სამხედრო კომისარი გათავისუფლდება სამსახურიდან, განაცხადა 11 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კორუფციის გამო შეშფოთების ფონზე. ზელენსკის სიტყვებით, უკრაინის სამხედრო კომისარიატების შემოწმების დროს გამოვლინდა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ნიშნები - უკანონო გამდიდრებიდან დაწყებული, საზღვრებზე წვევამდელების უკანონო გადაყვანის დამთავრებული, ომის მდგომარეობის პირობებში აკრძალვის მიუხედავად. „ამ სისტემას უნდა უხელმძღვანელონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ზუსტად იციან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"სააკაშვილს მოვუგე" - რას ჰყვება და რას აღიარებს კოკოითი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერი ედუარდ კოკოითი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთის არმია წინასწარ შედგენილი "სამხედრო რეაგირების გეგმით" მოქმედებდა და პარალელურად სეპარატისტული რეგიონის სამხედროებსაც წვრთნიდა.

Radiotavisupleba.ge 

ანექსირებულ ყირიმში სასამართლომ ქალები დააჯარიმა უკრაინულ სიმღერაზე ცეკვისთვის

ანექსირებულ ყირიმში 15 ათასი რუბლით (160 დოლარი) დააჯარიმა სასამართლომ სამი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც ალუშტის აკვაპარკში უკრაინელი მომღერლის, ვერკა სერძიუშკას სიმღერაზე ცეკვავდნენ. ამის შესახებ იტყობინება ყირიმში რუსეთის მიერ შექმნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველო. ინციდენტი მოხდა 9 აგვისტოს. სამივე ქალი ანიმატორებად მუშაობენ აკვაპარკში. გამოძიების თანახმად, ისინი „სამუშაო ადგილზე, საჯაროდ ცეკვავდნენ უკრაინელი შემსრულებლის თემატურ სიმღერაზე მიუღებელი შინაარსით“. სერძიუჩკას სიმღერაში ისმის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

2000 ლარით დააჯარიმეს უკრაინელი, რომელიც ბათუმში ASTORIA GRANDE-ს ჩასვლას ​აპროტესტებდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა უკრაინის მოქალაქე მარინა ჩობანიანი, რომელიც რუსეთიდან (თურქეთის გავლით) ბათუმში საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ს ჩასვლას აპროტესტებდა. გადაწყვეტილება დღეს, 11 აგვისტოს, გამოცხადდა. მარინა ჩობანიანი საპროტესტო აქციაზე პოლიციამ დააკავა, შემდეგ მის დასაჯარიმებლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა. ქალის ინტერესებს იცავდა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". ორგანიზაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სასამართლომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ექვსი ადამიანი დააჯარიმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ASTORIA GRANDE-ს საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

გენრი დოლიძე, რომელიც 31 ივლისს პოლიციამ დააკავა ბათუმის ნავსადგურში რუსეთიდან, სოჭიდან (თურქეთის გავლით) საკრუიზო ლაინერის (ASTORIA GRANDE) შესვლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. პოეტი და ამავდროულად პარტია "დროას" წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო "სამი ცრუ მოწმის" მოსმენის შემდეგ. "მოსამართლემ ჩემი სამი ფრაზა "ომის ვეტერანია", "ომის ვეტერანს აკავებთ", "აფხაზეთის ომის ვეტერანია" ჩათვალა სამართალდარღვევად და დამაჯარიმა 2000 ლარით. მიუხედავად იმისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანია აწარმოებს მოლაპარაკებას უკრაინისათვის Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების გადაცემის თაობაზე

გერმანიის მთავრობა განიხილავს ბუნდესვერის შეიარაღებაში არსებული შორი მოქმედების ფრთოსან რაკეტა Taurus-ების უახლოეს თვეებში გადაცემის შესაძლებლობას, მაგრამ საკითხი ჭიანურდება კანცლერ ოლაფ შოლცის პოზიციის გამო, რომელსაც სურს რაკეტების მოდიფიცირება. „შპიგელის“ თანახმად, რომელსაც თავის მხრივ გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ციტირებს, კანცლერ ოლაფ შოლცს სურს ტექნიკური ცვლილებები შეიტანოს რაკეტებში, რათა კიევმა ვერ შეძლოს Taurus-ების გამოყენება რუსეთზე იერიშებისთვის, რომელსაც არ განეკუთვნება ოკუპირებული ყირიმი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შოვში სტიქიის დროს დაღუპული 22-ე ადამიანის ცხედარი იპოვეს

იპოვეს რაჭაში, შოვში განვითარებული მეწყრული პროცესების დროს დაღუპული 22-ე ადამიანის ცხედარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ ცხედარი მდინარე რიონის კალაპოტში იყო. "ჩვენ ამ დრომდე 30 კილომეტრ პერიმეტრზე გავდივართ მონიტორინგზე, თუმცა დღის ბოლომდე ან ხვალ დილიდან 54-კილომეტრიან პერიმეტრზე გავალთ. ეს არის ამბროლაურის ტერიტორია და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მონიტორინგი მდინარის კალაპოტში", - თქვა მან. ბოლო მონაცემებით, ეძებენ კიდევ 11 ადამიანის ცხედრებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში კარამიშევსკის სანაპიროსთან დრონი აფეთქდა

თვითმხილველები მოსკოვში მომხდარი კიდევ ერთი აფეთქების შესახებ იუწყებიან. წინასწარი მონაცემებით, დრონი აფეთქდა კარამიშევსკის სანაპიროს სიახლოვეს. პირველად ამის შესახებ ცნობა ტელეგრამის არხებმა "ბაზამ", Shot-მა და Mash-მა გაავრცელეს. შემდეგ ინფორმაცია აფეთქების შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დაადასტურა. Mash-ის მონაცემებით, აფეთქება მოხდა მარშალ ჟუკოვის გამზირზე მდებარე ხიდის ტერიტორიაზე. დრონი მდინარე მოსკოვის კალაპოტის გასწვრივ დაახლოებით 150 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა. ამის შემდეგ თვითმხილველებმა აფეთქების ხმა გაიგეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში ორ ოფიცერს ასამართლებენ იერიშის დროს განცდილი დანაკარგებისთვის

პირველად, მოსკოვში სასამართლო განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს, რომელშიც ორი ოფიცერია ბრალდებული "რუსეთის ტერიტორიაზე მოულოდნელი თავდასხმის" მოგერიების დროს საბრძოლო მორიგეობის წესების დარღვევის საქმეზე. რუსეთის არმიის ორი უფროსი ოფიცერი, პოლკოვნიკი ანატოლი ბონდარევი და მაიორი დიმიტრი დმიტრაკოვი, ბრალდებული არიან იმაში, რომ ვერ შეძლეს საბრძოლო დანაკარგების თავიდან აცილება 2022 წლის აპრილში, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის რეგიონში მათი სამხედრო ნაწილის დაბომბვის დროს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"დასრულების შემდეგ რიკოთი იქნება უსაფრთხო" - გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა საშიშია. მისი თქმით, შეზღუდვები გზის ამ მონაკვეთზე უსაფრთხოების გამო დაწესდა. "ძალიან მოხშირდა ბოლო პერიოდში რიკოთის უღელტეხილზე გარკვეულად დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს, რიკოთი არის ძალიან საშიში. გამორიცხულია რამე კორუფციულ გარიგებებზე ლაპარაკი და თითქოს ამ კომპანიებისთვის ამ სატენდერო პირობების მორგება. 2024 წლისთვის რიკოთი სრულად იქნება დასრულებული და მინდა აღვნიშნო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ვნუკოვოს“ აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე დაიხურა

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასი" საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ვნუკოვოს“ აეროპორტის რაიონში საჰაერო სივრცე დაიკეტა; გადადებულია რეისები“. აეროპორტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თვითმფრინავების ნაწილი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს. სააგენტო "რია ნოვოსტის" თანახმად, ეს, სავარაუდოდ, დრონით თავდასხმას უკავშირდება.   მოსკოვის აეროპორტების, "დომოდედოვოსა" და "ვნუკოვოს", მუშაობა 10 აგვისტოს ღამითაც შეჩერებული იყო. სააგენტო "რია ნოვოსტი" „ვნუკოვოს“ აეროპორტის პრესსამსახურის განცხადების მიხედვით წერდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოდინცოვოში ძლიერი ხანძარი იყო. ადგილზე დრონი ჩამოაგდეს

მოსკოვის ოლქის ქალაქ ოდინცოვიში საწყობში 10 აგვისტოს ღამით ძლიერი ხანძარი იყო. ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მოსკოვის რეგიონის განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულბების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც  ტელეგრ-არხი „Baza“  წერს, ხანძარი ლუდის საწარმოში გაჩნდა. 2 ათას კვადრატულ მეტრზე გაჩენილი ხანძრის გამო, შეობაში ჩამოიჩალა სახურავი. რუსული ტელეგრამის არხები იუწყებიან, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიგონა აფეთქების ხმები და დამწვარი რეზინის მძაფრი სუნი. Читать дальше...


Современная культура – это ограничитель свободы человека или инструмент развития?

Памятники Расковой, Кирову и строителям железнодорожного моста в Саратове получили границы территории

4 июня в 11:00 состоится вебинар «Структурированное техническое задание. Первая практика, проблематика и риски»

Мариинский театр представит в Большом театре «Жизнь за царя»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Baza: прощание с Анастасией Заворотнюк может пройти в театре имени Табакова

Стало известно возможное место прощания с Анастасией Заворотнюк

Доля России в импорте Евросоюза сократилась в 6 раз за 2 года

Квинтэссенция управления коммерческой недвижимостью: взгляд профессионалов

Музыкальные новости

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку В.В. Жириновского и В.Г. Мессинга. СЕНСАЦИОННЫЕ ДАННЫЕ!

Новости России

В Москве устроивший массовую поножовщину стал фигурантом трех уголовных дел

Достижения врачей Подмосковья в области нейроиммунологии обсудили на конгрессе

4 июня в 11:00 состоится вебинар «Структурированное техническое задание. Первая практика, проблематика и риски»

Квинтэссенция управления коммерческой недвижимостью: взгляд профессионалов

Экология в России и мире

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

BYD-FORKLIFT - официальный дистрибьютор BYD в России

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Спорт в России и мире

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Деснол объединил опыт экспертов и производителей в рамках конференции «Эффективное производство 4.0»







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *