Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2023

Новости за 31.08.2023

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე გარკვეული დროით მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქის მერიის განცხადებით, თბილისში, კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოების გამო თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 1, 2 და 3 სექტემბერს, 06:00-დან 12:00 საათამდე მიმოსვლა შეიზღუდება თამარაშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის ქუჩის კვეთიდან, გიორგი წერეთლის ქუჩის კვეთამდე.  მერია აღნიშნავს, რომ ვაჟა ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სასიკვდილო გასროლა დნიპროში: სასამართლომ პოლიციელს შინა პატიმრობა მიუსაჯა

31 აგვისტოს დნიპროში, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შინა პატიმრობა მიუსაჯა პოლიციელს, რომელმაც პატრულის რაზმთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სასიკვდილოდ დაჭრა ადგილობრივი ბიზნესმენი, 38 წლის ჯ.ს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, თავად პოლიციელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. პროკურატურა ეჭვმიტანილი პოლიციელისათვის თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა გირაოს უფლების გამოყენებისი გარეშე.  სასამართლოს შენობის წინ კი რამდენიმე ათეული პოლიციელი შეიკრიბა, რათა მხარი დაეჭირათ თავიანთი კოლეგისთვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაინც წავიდა - პრეზიდენტის ევროპული ვიზიტების უკან "ოცნება" შეთქმულებას ხედავს

„ოცნებამ“ უარი უთხრა და დასჯითაც იმუქრება, მაგრამ პრეზიდენტი მაინც წავიდა ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად - „საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად“.

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას დაახლოებით 160 გამანადგურებელი F-16 სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება დაახლოებით 160 გამანადგურებელი თვითმფრინავი F-16, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის დომინირება საჰაერო სივრცეში. ამის შესახებ მან პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის ლიდერის თქმით, გარდა უკვე დაპირებული დაახლოებით 60 ამერიკული გამანადგურებლისა, რომელიც უკრაინისთვის გადასაცემად მზად უნდა იყოს 2024 წლის დასაწყისისთვის, უკრაინას კიდევ ასი F-16 სჭირდება. ზლენსკის თქმით, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები მშვიდობიანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრძოლაზე უარის თქმის გამო პრიმორიედან მობილიზებულები კოლონიაში მოხვდნენ

რუსეთის პრიმორიეს ოლქიდან მობილიზებულ ვიტალი ძუნკოვსკის და ივან ტარასოვს 2 წელი და 8 თვე მიუსაჯეს სარდლობი ბრძანების შესრულებაზე უარის თქმის გამო. ამის შესახებ ცნობა ტელეგრამის არხმა "სამხედრო ადვოკატებმა", სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაავრცელა. სამხედრო მოსამსახურეები უკრაინაში საბრძოლო ზონაში მოხვდნენ, მაგრამ 2022 წლის ოქტომბერში მათ სარდლობას ომში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ პატაკით მიმართეს. საპასუხოდ, სარდლობა მობილიზებულებს მკვლელობითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1 სექტემბერს შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს.  31 აგვისტოს ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში შეხვედრებით იწყებდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუს მღვდელს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთის არმიაზე „ფეიკების“ გავრცელებისთვის

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ მღვდელმონაზონ იოან კურმოიაროვს რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. „ფეიკების“ გავრცელების საქმეზე კოლონიაში სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ პროკურატურა მღვდლისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. კურმოიაროვმა წელიწადზე მეტი გაატარა პეტერბურგის წინასწარი დაკავების იზოლატორში. სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა „იუტუბით“ გავრცელებული ვიდეოების გამო, რომელშიც მღვდელი უკრაინაში რუსეთის არმიის ქმედებებზე ქრისტიანობის თვალსაზრისით განიხილავს. "მშვიდობისმყოფელები სამოთხეში იქნებიან, იცით? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კირბალი - გატაცებულების სოფელი

“დანაშაულობაშია რუსეთი ჩვენთან” - უთხრა რადიო თავისუფლებას სოფელ კირბალში მოხუცმა კაცმა, როცა ვკითხეთ, რას ნიშნავს მისთვის ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან. კირბალი ერთ-ერთია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან, საიდანაც ხშირია ადამიანების გატაცება. ტყის ზოლს, რომელიც სოფელს ესაზღვრება, 2008 წლის ომის შემდეგ რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივებს არ შეუძლიათ სოფლის ზემოთ მდებარე ეკლესიებში მისვლა და სასაფლაოზე გასვლა. 2 აგვისტოს, რადიო თავისუფლების კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა ფასი აქვს რუსულ უფასო განათლებას?!

რუსეთის განათლების სისტემა, ისევე როგორც საჯარო საქმიანობის თითქმის ყველა სფერო, უკიდურესად იდეოლოგიზებულია. პუტინიზმის გავლენით იწერება ახალი სახელმძღვანელოები და მტკიცდება ახალი სასწავლო პროგრამები, ხოლო განსხვავებული აზრის მეცნიერები და პროფესორ-მასწავლებლები იდევნებიან უმაღლესი სასწავლებლებიდან. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთი დატოვა რამდენიმე ასეულმა ცნობილმა მეცნიერმა, მათ შორის, რუსეთის ყველაზე რეიტინგული სასწავლებლის - მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის არაერთმა თანამშრომელმა, ბევრად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკო „დაუსაბუთებელს და სულელურს“ უწოდებს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის მოთხოვნებს, რომ „ვაგნერმა“ დატოვოს ბელარუსი

პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მოითხოვეს, რომ ბელორუსის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაიყვანოს ქვეყნიდან იქ განთავსებული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები. საპასუხოდ, ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ ეს არის " არაგონივრული და სულელური მოთხოვნები." „პასუხი მარტივია: არც პოლონეთში, არც ლიეტუვასა და ალც ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში არ უნდა იმყოფებოდეს არც ერთი უცხოელი სამხედრო. მაშინ ჩვენც შეგიძლიათ წამოგვიყენოთ პრეტენზიები სხვა ქვეყნის სამხედროების აქ ყოფნის გამო. მანამდე ეს არის დაუსაბუთებელი და სულელური მოთხოვენბი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებზე: იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდება

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებზე საუბრის დროს ყურადღებას ამახვილებს იმპიჩმენტის შესაძლებლობაზე. კომენტარი, რომელშიც პარლამენტის დეპუტატი პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობს, როგორც "ქართული ოცნების" პრესსამსახურში ამბობენ, ტელეკომპანიებმა "იმედმა", "რუსთავი 2"-მა და პირველმა არხმა ჩაწერა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, 150-წევრიან საქართველოს პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შოვის სამძებრო ოპერაციისას დაღუპულები - რა კითხვებს აჩენს მათი სიკვდილი?

ჯერ 7 აგვისტოს, შემდეგ 29 აგვისტოს, კურორტ შოვში, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთ-ერთი მათგანი, 48 წლის მირიან ჭელიძე, ამბროლაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მაშინ გახდა შეუძლოდ, როდესაც მაშველებმა შოვის სტიქიისას დაღუპული ერთ-ერთი ცხედარი იპოვეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. გულის შეტევა სახელდება 50 წლის თემურ ხარჩილავას, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის გარდაცვალების მიზეზადაც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გახდებოდი სისხლის დონორი? - სად იპოვის საქართველო  9 ათას მოხალისეს 

პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, 2025 წლის 1 ივლისიდან სისხლის ჩაბარება დონორს მხოლოდ ნებაყოფლობით შეეძლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველოში დამატებით 9 ათასამდე უანგარო დონორი უნდა გამოჩნდეს.

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკიმ წარმატებული უწოდა შორსმსროლელი იარაღის გამოყენებას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებმა წარმატებულად გამოიყენეს შორსმსროლელი იარაღის, რომლიდანაც სამიზნე 700 კილომეტრის მანძილზე იქნა განადგურებული. ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა ყოველდღიურ სელექტორულ კონფერენციაზე, რომელზეც, კერძოდ, მოისმინეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის მოხსენება ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობის შესახებ, ხოლო სტრატეგიული ინდუსტრიის სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საკუთარი წარმოების განვითარების შესახებ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი სტრელკოვი აპირებს კენჭი იყაროს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე

დონეცკელი სეპარატისტების ყოფილმა "თავდაცვის მინისტრმა" იგორ სტრელკოვმა (გირკინი), რომელიც რუსეთში დაპატიმრებულია ექსტრემიზმისკენ მოწოდების ბრალდებით, განაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს რუსეთის პრეზიდენტის 2024 წლის არჩევნებში. სტრელკოვმა თავისი გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე უკეთესად, ერთდროულად რამდენიმე სფეროში, მიიჩნევს თავს. მისი თქმით, პუტინი ძალიან სანდო და კეთილია და ასევე ჰყავს "ბევრი მილიარდერის და სხვადასხვა ბიზნესმენი მეგობარი“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოკლული ნათია ბახტაძის დედა აინარ წვიჟბას ნათესავების გამოკითხვას მოითხოვს

გალის მკვიდრის მოკლული ნათია ბახტაძის დედა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს რობერტ კუიტას და ე.წ. ომბუდსმენს ანას ქიშმარიას წერილით მიმართავს ნატია ბახტაძის მკვლელობაში ბრალდებული აინარ წვიჟბა დაკავებულია. მან მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ ქალის ცხედარი ვარდნილჰეს 3-თან მდინარე ენგურში გადააგდო, თუმცა  მოკლული 28 წლის ქალის ცხედრის ძებნა უშედეგო აღმოჩნდა. „თვეზე მეტი გავიდა ჩემი ქალიშვილის მკვლელობიდან და  ნათიას ცხედარი ამ დრომდე არაა ნაპოვნი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მწერალსა და მთარგმნელს დათო ბარბაქაძეს მარბურგის ლიტერატურული პრემია მიენიჭა

მარბურგის ახალი ლიტერატურული საზოგადოების 2023 წლის ლიტერატურული პრემია გერმანულენოვანი პოეზიის თარგმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა ქართველ მწერალს, მთარგმნელს, ესეისტს დათო ბარბაქაძეს. პრემიის მიღება მას პირადად მიულოცა მარბურგის მერმა, დოქტორმა თომას შპისმა. ეს პრემია გერმანელ და უცხოელ მწერლებს, კულტუროლოგებსა და მთარგმნელებს ორ წელიწადში ერთხელ გადაეცემათ.  სხვადასხვა დროს, მარბურგის ახალი ლიტერატურული საზოგადოების პრემიერა მიღებული აქვთ ისეთ ცნობილ გერმანელ მწერლებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი ეროვნულ კრებას ხვალ გადადაგომის თაობაზე წინადადებით მიმართავს, ამის შესახებ არაიკ არუთუნიანმა თავისი ფეისბუიკის გვერდზე დაწერა. მისი განცხადებით გადაწყვეტილება საბოლოოა და ორი დღის წინ მიიღო. ბოლო კვირებში საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ძალებთან და ფართო საზოგადოებასთან ურთიერთკავშირის შემდეგ. „ეს აწონილი გადაწყვეტილებაა, რომელიც მიღებულია მხოლოდ ჩემს მიერ, ჩემს ხელთ არსებული მონაცემებისა და ანალიზის შედეგების საფუძველზე“- წერს არათუნიანი. რამდენიმე დღის წინ სტეფანაკერტში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრიგოჟინი ფრენის დროს ნიღბავდა თავის თვითმფრინავებს-WSJ

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც აგვისტოს ბოლოს ავიაკატასტროფაში დაიღუპა, სირიაში, ლიბიაში ან საჰარაში მოგზაურობის დროს იყენებდა თვითმფრინავებს, რომლებიც აღჭურვილი იყო შენიღბვისა და თვალთვალისგან თავის არიდების საშუალებებით. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი პენსიაზე გასული რუსი მფრინავების, „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული მებრძოლების, ასევე აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საქართველო - გერმანიის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები, გერმანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და რეგიონში არსებული მდგომარეობა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო არ ივიწყებს იმ პერიოდში ესოდენ მნიშვნელოვან როლს, რომელიც გერმანიამ ითამაშა საქართველოს პოლიტიკური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი უკრაინას ყოველწლიურად შეიარაღებისა და წვრთნისთვის ხუთ მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირს ჯერ არ მიუღწევია მარტში გამოცხადებული მიზნისთვის, რომ 12 თვის განმავლობაში კიევს მილიონი საარტილერიო ჭურვს მიაწოდებდა. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა 30 აგვისტოს მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, შეუკვეთონ მეტი საბრძოლო მასალა უკრაინისთვის. ის ჟურნალისტებს ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ ესაუბრა, იუწყება Reuters-ი. წელს მარტში ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინის 12 თვის განმავლობაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გადადგა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, მის თანამდებობას დაიკავებს გრანტ შეპსი

31 აგვისტოს გადადგა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ ოულესი, რომელმაც ამ განზრახვის შესახებ ივლისში გამოაცხადა. მის ადგილს დაიკავებს გრანტ შეპსი.   უოლესი, რომელიც პოსტზე ოთხი წელი იმყოფებოდა, პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკისთვის მიწერილ წერილში გადადგომის მიზეზად პირად მოტივს ასახელებს. ის იქვე წერს თავდაცვის სფეროში მეტი სახსრების ინვესტიციის აუცილებლობაზე.   სუნაკმა მადლობა გადაუხადა უოლესს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის დახმარების გაწევაში წამყვანი როლის თამაშისთვის.   უოლესი დიდი ბრიტანეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლების გადამღები ჯგუფი დონეცკში თავდასხმას უვნებელი გადაურჩა

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის გადამღები ჯგუფის სამი წევრიდან არც ერთი დაშავებულა, როცა 30 აგვისტოს მათი ავტომანქანა სარაკეტო ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა უკრაინის დონეცკის ოლქის აღმოსავლეთში. ორ ჟურნალისტსა და მათ მძღოლს ინციდენტი შეემთხვათ რეპორტაჟის დროს. ისინი იმყოფებოდნენ ფრონტის ხაზის მახლობლად, სადაც რუსეთის არმიის წინააღმდეგ უკრაინის სამხედროების კონტრიერიშის მიმდინარეობს. ფოტოებზე, რომელსაც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური აქვეყნებს, ჩანს, რომ ავტომანქანა ძლიერ დაზიანდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რეზნიკოვს თავდაცვის მინისტრის პოსტზე სავარაუდოდ უმაროვი შეცვლის - „უკრაინსკაია პრავდა“

უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ოლექსი რეზნიკოვის შემცვლელად, სავარაუდოდ, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელს რუსტემ უმაროვს წარადგენენ. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის თანახმად, უკრაინის თავდაცვის მინისტრის გადაყენების საკითხს, უკრაინის პარლამენტი მომავალ კვირაში განხილავს, თავდაცვის მინისტრს უმაღლესი რადა ქვეყნის პრეზიდენტის წარდგინებით ნიშნავს. „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რეზნიკოვს, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშნავენ... Читать дальше...


2015 • ХК Технопул 2015 г.Балашиха приглашает игроков всех амплуа

Футбольный фестиваль «ЦСКА — все сюда!» пройдет в Домодедове

Задержан подозреваемый в убийстве работницы трапезной в Подмосковье

В Красноярском крае выберут финансово грамотную семью



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Футбольный фестиваль «ЦСКА — все сюда!» пройдет в Домодедове

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

В Красноярском крае выберут финансово грамотную семью

6 полигонов ТКО планируют рекультивировать в Подмосковье в этом году

Музыкальные новости

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

Новости России

В Самарской области стартует второй открытый турнир по хоккею «Парни из стали»

Романтику в России запретили: Роскомнадзор внес «Клуб романтики» в реестр

6 полигонов ТКО планируют рекультивировать в Подмосковье в этом году

Онлайн-лекторий «Иннагрика»: подкасты с учеными и экспертами об агротехе доступным языком

Экология в России и мире

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

Eleganzza весна-лето 2024

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Спорт в России и мире

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Moscow.media

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *