Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2023

Новости за 07.08.2023

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილის განცხადებით, 2008 წელს რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი და დროებითი ოკუპაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 8 აგვისტოს „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა რუსეთ-საქართველოს ომის 15 წლისთავს. პრემიერის განცხადებაში მიუთითებს რუსული სამხედრო აგრესიის შედეგებზე.  „15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან; დღევანდელი დღე ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს - რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფოთში, ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს, ერთ არასრულწლოვანს კი მაშველები ეძებენ

მოზარდის ცხედარი იპოვეს ფოთში, ზღვაში. დაკარგულია კიდევ ერთი არასრულწლოვანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ზღვაში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.  შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო (თვითმკვლელობამდე მიყვანა).

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის აგრესიის გამართლებისთვის უკრაინაში ხუთი წლით მიუსაჯეს პატიმრობა მიტროპოლიტ იონათანს

უკრაინაში ვინიციის სასამართლომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის - ახლო წარსულში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის - მიტროპოლიტ იონათანს ხუთი წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა, რუსეთის აგრესიის გამართლების მუხლით. გამოძიების ვერსიით, იონათანი მორწმუნეებს შორის ავრცელებდა პრორუსულ პროკლამაციებს, ეპარქიის საიტზე განათავსა სტატია, რომელშიც აცხადებდა მოსკოვის საპატრიარქოს უზენაესობაზე და მხარს უჭერდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას.  საერთო ჯამში, სასამართლომ სასულიერო პირი დამნაშავედ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დავით დადუნაშვილმა რუსეთში გადაიღო მხატვრული ფილმი უკრაინასთან ომზე

17 აგვისტოს რუსეთის კინოთეატრებში გამოდის ქართული წარმომავლობის რეჟისორის, დავით დადუნაშვილის ფილმი "Свидетель" ("მოწმე") - როგორც რუსული მედია წერს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში გადაღებული ომის მხარდამჭერი პირველი მნიშვნელოვანი მხატვრული ფილმი, რომელიც ერთდროულად დააფინანსეს რუსეთის კულტურისა და თავდაცვის სამინისტროებმა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მთავარ გმირს, ბელგიელ მუსიკოსს, ომი მოუსწრებს უკრაინაში, სადაც ის გახდება „კიევის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის“ მოწმე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა მოესწრება 8-10 წუთში, როცა ღვარცოფი მოდის?

ღვარცოფი შოვში მყოფ ხალხამდე 8-10 წუთში მიაღწევდა - მითითებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ წინასწარ ანგარიშში. არის თუ არა ეს საკმარისი დრო თავის გადასარჩენად?

Radiotavisupleba.ge 

მწერალ გლუხოვსკის რუსეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ 7 აგვისტოს რვა წლით, დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა მწერალ დმიტრი გლუხოვსკის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის  საწინააღმდეგო მოსაზრებების ინტერნეტში გამოქვეყნებით რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის ბრალდებით.  გლუხოვსკის ადვოკატი, ვერონიკა პოლიაკოვა, სასამართლოს განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.  2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გლუხოვსკი - რომელიც რუსეთში არ ცხოვრობს - მძაფრად აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და აქვეყნებდა მასალებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სამუდამო პატიმრობა ყაზანის სკოლაში სროლის მომწყობი პირისთვის

რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის სააპელაციო სასამართლომ 7 აგვისტოს ძალაში დატოვა სამუდამო პატიმრობის განაჩენი, რომელიც გამოუტანეს ილნაზ გალიავიევს - პირს, რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი ყაზანის სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის მოწყობაში. თავდასხმას ემსხვერპლა ცხრა ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვი, დაიჭრა 23 პირი.   "ძალაში რჩება თათრეთის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი და საჩივრები უკუგდებულია" - თქვა მოსამართლემ. თავდასხმა მოხდა 2021 წლის 11 მაისს. გალიავიევმა, რომელიც მაშინ 19 წლისა იყო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსმა სამხედრო წვრთნა დაიწყო პოლონეთთან და ლიეტუვასთან საზღვრის ახლოს

ბელარუსმა 7 აგვისტოს სამხედრო წვრთნა დაიწყო პოლონეთთან და ლიეტუვასთან თავისი საზღვრის სიახლოვეს - ამ ნაბიჯის ფონია ისედაც გაღრმავებული დაძაბულობა ბელარუსსა და მის ნატოს წევრ ორ მეზობელს შორის, რუსული გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" მებრძოლების ბელარუსში გადასვლის გამო მას შემდეგ, რაც მათ რუსეთში მოკლევადიანი ამბოხება მოაწყვეს.  პოლონეთმაც და ლიეტუვამაც გააძლიერეს საზღვრის დაცვა მას მერე, რაც "ვაგნერის" ათასობით მებრძოლი ჩავიდა რუსეთის მოკავშირე ბელარუსში, იმ შეთანხმების ფარგლებში, რომელმაც ივნისის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ სამოქალაქო პირებზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინა აშშ-ს კვლავ სთხოვს გრძელი რადიუსის რაკეტებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ 7 აგვისტოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბარში მან ითხოვა გრძელი რადიუსის რაკეტების მიწოდება. თხოვნის ფონია რუსეთის არმიის მიერ რაკეტებით სასიკვდილო იერიშის მიტანა დონეცკის რეგიონში მდებარე ქალაქ პოკროვსკზე, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა და უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებები, რომ სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა რუსეთის შეტევების შედეგად დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის და ხერსონის რეგიონებზე. უკრაინა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

15 წელი „აგვისტოს ომიდან" - გორში „სანთლების აქცია" გაიმართა

გორში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან დღეს გორელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. 2009 წლიდან სანთლების აქცია გმირთა მემორიალთან ყოველწლიურად იმართება. ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით 2023 წლის 7 აგვისტოს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ომისდროინდელი ამბები გაიხსენეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. „ჩვენ ტრადიციულად 7 აგვისტოს ვიკრიბებით სანთლების აქციაზე და ამით პატივს მივაგებთ ჩვენ გმირებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერმაკი: საუდის არაბეთის შეხვედრაზე განიხილეს მხოლოდ უკრაინის სამშვიდობო ინიციატივა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა 7 აგვისტოს თქვა, რომ საუდის არაბეთში გამართულ საერთაშორისო შეხვედრაზე განიხილეს მხოლოდ უკრაინის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო ინიციატივა და მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დაახლოებით ექვს კვირაში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ.  "ერთ თვეში, ან თვენახევარში კიდევ ერთ შეხვედრას გავმართავთ და წინ წავიწევთ სამიტის [გამართვისკენ]" - უთხრა ანდრი იერმაკმა ჟურნალისტებს კიევში გამართულ ბრიფინგზე.  მოლაპარაკებაში 20 სახელმწიფოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ტალახი რომ დამეჯახა, ზურგზე დავწექი, თომა გულზე მივიხუტე და ასე გავყევი“ - გადარჩენილი მამა-შვილის ამბავი

31 წლის გიო ადამია და მისი 6 წლის შვილი, თომა, სოფელ გლოლაში, კურორტ შოვის მახლობლად, 2 აგვისტოს, შუადღეს ჩავიდნენ. მამა-შვილი რაჭაში ერთი კვირით აპირებდნენ დარჩენას. ნაქირავებ სახლში დაბინავდნენ და მეორე დღეს, შოვში წასვლაც დაგეგმეს. 2 აგვისტოს, საღამოს, გლოლაში გაწვიმდა: „ძლიერი წვიმა იყო, ქარიც მოჰყვებოდა, ფანჯრებშიც კი შემოწვიმა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა, მალევე გადაიღო“. 3 აგვისტოს რაჭარი მზიანი დილა გათენდა: „სასწაული ამინდი გამოვიდა. მზე, სასიამოვნო სითბო“, - იხსენებს გიო და... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„არავის მოვუკითხივართ“ - რას ეყრდნობა ინფორმაცია 16 დაკარგულზე და შეიძლება თუ არა, მეტნი იყვნენ?

7 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 18 ადამიანის ცხედარი. შსს-ს ცნობით, მაშველები ეძებენ კიდევ 16 დაკარგულად მიჩნეულ ადამიანს. შეიძლება თუ არა, დაკარგულთა და დაღუპულთა რაოდენობა 34-ზე მეტი იყოს?

Radiotavisupleba.ge 

ირანელმა ქურთმა პოლიტპატიმარმა, სოჰეილა მოჰამადიმ შიმშილობა დაიწყო და პირი ამოიკერა

ირანელმა ქურთმა პოლიტპატიმარმა, სოჰეილა მოჰამადიმ - რომელიც ირანის ჩრდილოდასავლეთში, ურმიის ცენტრალურ ციხეში იმყოფება - შიმშილობა დაიწყო და პირი ამოიკერა, აცხადებს უფლებადამცველი ჯგუფი.  ნორვეგიაში განთავსებული ჯგუფი, Hengaw, რომელიც აკვირდება უფლებების დარღვევას ირანის ქურთულ რეგიონებში, აცხადებს, რომ მოჰამადიმ შიმშილობა დაიწყო 5 აგვისტოს, ციხის ქალთა განყოფილებაში. ჯგუფის თქმით, მან პირი ამოიკერა "პროტესტის ნიშნად ურმიის ციხის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის გამო". ჯგუფის ანგარიშის თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი: თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის საერთო საფრთხე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სვეტიცხოველში დაესწრო შოვში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა და 2008 წლის ომში დაღუპულთა პანაშვიდს. შემდეგ მან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გადაინაცვლა. ზურაბიშვილმა მედიასთან საქართველოს მტრებისა და სტიქიის შესახებ ილაპარაკა: „ჩვენ გვებრძვის მტერი - ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ჩანს და რომელსაც სჭირდება ჩვენი ერთიანობა. ასევე, განრისხებული ბუნებაც გვებრძვის და მის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება. ისეთი განცხადებები ისმის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი მთვარის მისიას გაუშვებს, ინდოეთთან კონკურენციით

47 წლის განმავლობაში პირველად, 11 აგვისტოს, რუსეთი ინდოეთთან კონკურენციით კოსმოსურ ხომალდს გაუშვებს მთვარის სამხრეთ პოლუსზე, რომელიც წყლის პოტენციური წყაროა და შესაძლოა, სამომავლო პერსპექტივაში იქ ადამიანის ყოფნას რეალისტურს ხდიდეს. მოსკოვიდან 5550 კილომეტრის მოშორებით, აღმოსავლეთის კოსმოდრომიდან ხომალდის გაშვება იგეგმება ოთხ კვირაში მას შემდეგ, რაც ინდოეთმა გაუშვა თავისი ხომალდი Chandrayaan-3, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსს 23 აგვისტოს უნდა შეეხოს. უხეში ზედაპირი დაშვებას ართულებს, თუმცა სამხრეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ათი წუთით ადრე რომ ეთქვათ, თავს უშველიდნენ“ - რას ჰყვებიან შოვის ტრაგედიის თვითმხილველები

ხიდზე, მზის გულზე კაცი დგას და მდინარეს დაჟინებით გასცქერის. დგას დიდხანს, ფეხმოუცვლელად - შოვში ან გლოლაში ასეთ სურათს ახლა ხშირად წააწყდები. ახლობლები ღვარცოფში მოყოლილ ახლობლებს ეძებენ, ცოცხლებს უკვე - აღარ. 7 აგვისტოს მონაცემებით, დაღუპულია 18 და დაკარგულია 16 ადამიანი. 3 აგვისტოს შოვში მოვარდნილმა ღვარცოფმა რაჭის ლამაზი და ცნობილი კურორტისგან მხოლოდ ტალახი და ცხედრები დატოვა. ისინი, ვინც შოვის კოტეჯებში ისვენებდნენ, ღვარცოფში მოჰყვნენ, უმეტესობა გადარჩა, მაგრამ არა - ყველა. მაშველები მეოთხე დღეა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა "ექსტრემისტების და ტერორისტების" სიას დაუმატა პოლიტოლოგი კაგარლიცკი

რუსეთის ფედერალურმა ფინანსურმა სადამკვირვებლო სამსახურმა 7 აგვისტოს "ექსტრემისტების და ტერორისტების" სიაში შეიყვანა რუსი სოცოლოგი და პოლიტიკის მეცნიერი, ბორის კაგარლიცკი.  ივლისის ბოლოდან კაგარლიცკი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება რუსეთის ჩრდილოდასავლეთში, ქალაქ სიქტივკარში, ტერორიზმის გამართლების ბრალდებით. კაგარლიცკიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისთვის წაყენებულ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.  64 წლის კაგარლიცკი ცნობილი მემარცხენე პუბლიცისტი და საბჭოთა პერიოდის დისიდენტია. გასულ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დიმიტრიოს კარაბალისი: უკრაინაში ომის გამო რუსეთმა სამხრეთ ოსეთიდან გამოცდილი ძალები გაიყვანა

საინფორმაციო თემატიკის გერმანულ სატელევიზიო არხს, n-tv.de-ს, თავის საიტზე მოჰყავს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის სიტყვები, რომელთა თანახმად, მოსკოვს საქართველოს ტერიტორიიდან, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან, თავისი ჯარისკაცები და ტექნიკა გაჰყავს, მაგრამ კონფლიქტი ნებისმიერ დროს შეიძლება გამწვავდეს.   გამოცემის თანახმად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ რეგიონებში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, მოსკოვს არსებითად ნაკლები ჯარისკაცი ჰყავს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ილია მეორემ სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა შოვში, მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა გამო

რაჭაში, შოვში, მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, 7 აგვისტოს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში პანაშვიდი გადაიხადეს. მოგვიანებით, ილია მეორემ სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა. „შოვის ტრაგედიამ ერთხელ კიდევ ყველას შეგვახსენა, რომ არავინ იცის, წუთისოფლიდან გასვლის ჟამი ვის როდის დაუდგება; ამიტომაც ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ამისთვის; ჩვენი მზადყოფნა კი ჩვენი მტკიცე რწმენა, ურთიერთსიყვარული და ჩვენს კეთილ საქმეთა სიმრავლეა. ქრისტიანისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ადგილობრივები ისევ ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშე არიან

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აგვისტოს ომიდან მე-15 წლისთავზე აცხადებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ისევ ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა და გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების შედეგად. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი კვლავ არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს. "ევროკავშირი კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში სრულად იყო ჩართული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაუსრულებელი ბრძოლისთვის - აგვისტოს ომიდან უკრაინამდე

დაუსრულებელი ბრძოლის გასაგრძელებლად - ასე, სამი სიტყვით შეიძლება აღიწეროს ის მისია, რა მისიითაც 2008 წლის აგვისტოს ომის მებრძოლები ახლა უკრაინაში მიდიან და იქ აგრძელებენ ომს. მათ აქვთ განცდა, რომ უკრაინელების გამარჯვებასთან ერთად მოიპოვებენ საკუთარი ქვეყნის გამარჯვებასაც.

Radiotavisupleba.ge 

შოვში დაკარგულთა შორისაა კოტეჯების სასადილოს მზარეული გენო სულთანიშვილი

შოვში სტიქიის შემდეგ დაკარგულად მიჩნეულ ადამიანებს შორის ერთ-ერთია სოფელ გლოლის მკვიდრი გენადი (გენო) სულთანიშვილი, კოტეჯების სასადილოს მზარეული და ანსამბლ „ბუბას“ წევრი.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა ძებნილთა სიას დაუმატა უკრაინელი ჟურნალისტი იანინა სოკოლოვა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუზუსტებელი ბრალდებით ძებნილთა სიას დაუმატა უკრაინელი ჟურნალისტი იანინა სოკოლოვა, რომელიც ცნობილია უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის კრიტიკით. სოკოლოვას სახელი სამინისტროს ძებნილთა სიაში 7 აგვისტოს გამოჩნდა. მარტში რუსეთმა სოკოლოვა შეიყვანა ტერორისტებისა და აქტივისტების სიაში. სოკოლოვა ავტორია პროგრამისა Rendezvous-ი, რომელიც უკრაინის მეხუთე არხზე გადის. იგი არის იუთუბის პოპულარული არხის მფლობელი. სოკოლოვას ონკოლოგიური დაავადება აქვს გადატანილი და... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთიდან უკრაინაში დაბრუნდა 22 ომის პატიმარი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი ტელეგრამით წერს, რომ 22 ომის პატიმარი დაბრუნდა რუსეთიდან უკრაინაში 7 აგვისტოს. მათ შორის არიან ორი ოფიცერი, ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების წევრები, რომლებიც სხვადასხვა ფრონტზე იბრძოდნენ, ზოგი მათგანი დაჭრილია, - ამბობს ერმაკი და სხვა დეტალებს არ აზუსტებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პატიმართა გაცვლაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმართა გაცვლის წინა შემთხვევაზე ინფორმაცია 6 ივლისს გავრცელდა.


"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку пророчеств товарищей В.В. Жириновского и В.Г. Мессинга.

МК: мать «смолинского маньяка» Ческидова знала о невольном положении пленницы

В Мурманском областном краеведческом музее начала работу выставка «Арктика. От падения до взлета»

В Калининграде впервые представят работу Шишкина из собрания Третьяковской галереи



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Москве у смоленского наркокурьера изъяли свыше 1 кг мефедрона

В Калининграде впервые представят работу Шишкина из собрания Третьяковской галереи

До 50 тысяч рублей составит штраф за неисполнение задач по теробороне

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку пророчеств товарищей В.В. Жириновского и В.Г. Мессинга.

Музыкальные новости

Москва готова развивать сотрудничество с Ташкентом и Астаной по поставкам газа – Песков

Сотрудники Росгвардии обеспечили безопасность транспортировки ракеты-носителя «Союз-2.1б» и грузового корабля «Прогресс МС-27» на космодроме «Байконур»

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Певческий фестиваль, посвященный 225-летию со дня рождения Александра Пушкина, состоялся 25-26 мая в селе Ярополец Волоколамского округа

Новости России

Президент Путин вернулся в Москву и встретился в Кремле с главой Ингушетии

Жителям Подмосковья рассказали, как уменьшить коммунальные платежи

В Калининграде впервые представят работу Шишкина из собрания Третьяковской галереи

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку пророчеств товарищей В.В. Жириновского и В.Г. Мессинга.

Экология в России и мире

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

Gucci, коллекция Resort 2025

Новые электрические зубные щетки Revyline RL 075 Peach Fuzz появились в филиале бренда в Москве

Делегация МГППУ посетила в Ханое Представительство РФ «Русский дом»

Спорт в России и мире

Теннисист Рублев объяснил, почему проиграл сет в первом круге "Ролан Гаррос"

Российский теннисист Сафиуллин опустился на две позиции в рейтинге ATP

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Moscow.media

Осень в деревне....

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

По нацпроекту приводят к нормативу опорную сеть дорог Алтайского края

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *