Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2023

Новости за 23.08.2023

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის არმიის ცნობით, გათავისუფლებულია ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რაბოტინო

უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ბრიგადის მებრძოლები თავიანთ ტელეგრამის არხში იტყობინებიან, რომ ზაპოროჟიეს ოლქში გაათავისუფლეს სოფელი რაბოტინო, რომლისთვისაც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური ბრძოლები. სამხედროების მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე უკრაინის დროშა ფრიალებს ადგილობრივი სკოლის დანგრეული შენობის თავზე.   უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა გუშინ თქვა, რომ 47-ე ბრიგადის სამხედროები სოფელში ბრძოლით შევიდნენ. რაბოტინოს სრული აღების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთი „აღიარებიდან“ 15 წლის შემდეგ: ძველ და ახალ მედვედევს შორის

სოხუმი და ცხინვალი აღიარების მრგვალი თარიღისთვის ემზადებიან. 15 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა, მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის პირით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო, თუმცა მნიშვნელოვანი თარიღისათვის სამზადისს საზეიმო ელფერი დაუკარგა 15 წლის განმავლობაში გავლენით და თანამდებობით მნიშვნელოვნად დაქვეითებულმა დმიტრი მედვედევმა. ერთ-ერთი რუსულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში აფხაზეთისა და ცხინვალის შესაძლო ანექსიაზე ილაპარაკა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც შესაძლოა პრიგოჟინი იმყოფებოდა

ტვერის ოლქის ბოლოგოვის რაიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც სავარაუდოდ იმყოფებოდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი. „როსავიაცია“ იტყობინება, რომ ის მგზავრთა სიაში იყო. ტელეგრამის ზოგიერთი არხის ცნობით, თვითმფრინავში იმყოფებოდა „ვაგნერის“ ერთ-ერთი მეთაური დმიტრი უტკინიც. თვითმფრინავი დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა. საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, მასში ათი ადამიანი იყო, ყველა დაიღუპა. მომხდარის შესახებ პრიგოჟინის სტრუქტურებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო უწყება მედვედევის მუქარას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი წერილობით ავრცელებს გამოხმაურებას დმიტრი მედვედევის მუქარაზე. რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“  გამოქვეყნებულ სტატიაში რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ რუსეთისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, რუსეთი საქართველოს ორ რეგიონს, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს. საგარეო საქმეთა სამინსიტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი მედვედევის მუქარას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

3-4 სექტემბერს ქუთაისის აეროპორტის ფრენები შეწყდება სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს აფრთხილებს, რომ 3 და 4 სექტემბერს დაგეგმილი ფრენები თბილისიდან და ბათუმიდან შესრულდება. ცვლილების მიზეზი ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც 5 სექტემბერს, ღამის პირველ საათზე დასრულდება.  "რეაბილიტაციის პერიოდია 3 სექტემბრის დილის 07:00 საათიდან, 5 სექტემბრის ღამის 01:00 საათამდე.  გაფრენა/მოფრენის დროები უცვლელია, იცვლება მხოლოდ აეროპორტები!"- ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი Mi-8 უკრაინაში გადაფრინდა

როგორც რუსული, ისე უკრაინული წყაროების თანახმად, რუსეთის ვერტმფრენი Mi-8 გარკვეული ხნის წინ რუსეთიდან უკრაინაში ჩაფრინდა და უკრაინის ერთ-ერთ აეროდრომზე დაეშვა. წყაროები განსხვავებულად აფასებენ ინციდენტის მიზეზებს. მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.   რუსულმა ტელეგრამის არხმა FighterBomber-მა ოთხშაბათს დაწერა, რომ ვერტმფრენი „რამდენიმე კვირის წინ გაუჩინარდა“. მისი თქმით, რატომღაც ვერტმფრენმა რაღაც მიზეზის გამო დაკარგა ორიენტაცია და გაფრინდა უკრაინაში, ეკიპაჟმა დაინახა აეროდრომი და დაჯდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ხელისუფლებამ ძებნა გამოაცხადა ჩეჩენ ოპოზიციონერ აქტივისტ აბუბაქარ იანგულბაევზე

23 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ ჩეჩენ ოპოზიციონერ აქტივისტ აბუბაქარ იანგულბაევზე, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრობს, ძებნა გამოაცხადა. იანგულბაევი იძულებული იყო რუსეთი დაეტოვებინა ჩეჩნეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის გამო. დევნის სავარაუდო მიზეზი იყო ოპოზიციურ მოძრაობა 1ADAT-თან დაკავშირებული ქმედებები. მოძრაობას სათავეში უდგანან მისი ძმები იბრაგიმ და ბაიასანგურ იანგულბაევები. ძმები ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ცნობილი კრიტიკოსები არიან. ადრე იანგულბაევის ოთხი ნათესავი ძალით გაგზავნეს უკრაინაში საომრად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"უკრაინა სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან" - სალომე ზურაბიშვილი "ყირიმის პლატფორმის" სამიტზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ყირიმის პლატფორმის" სამიტში დისტანციურად მონაწილეობდა. სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ უკრაინა შეძლებს გამარჯვებას და დადო პირობა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება უკრაინის გვერდით, როგორც ახლა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და თქვა, რომ დღეს უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, არამედ ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვისაც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზატულინის თქმით, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთება აქტუალური არაა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი აცხადებს, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის ფედერაციასთან შესაერთებლად, უპირველეს ყოვლისა, „ამ რესპუბლიკების“ მოქალაქეების ნებაა საჭირო. ინფორმაციას გამოცემა Газета.Ru ავრცელებს. ზატულინის თქმით, არასწორია აღქმა, რომ ამ „რესპუბლიკების“ რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების იდეა დიდი პოპულარობით სარგებლობს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებლებს შორის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის დაზვერვა ანექსირებულ ყირიმში რუსული სარაკეტო სისტემა S-400-ის განადგურების შესახებ იტყობინება

უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა ანექსირებულ ყირიმში რუსული სარაკეტო სისტემა S-400-ის განადგურების შესახებ. დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურდა თავად დანადგარი, მასზე არსებული რაკეტები და პირადი შემადგენლობა. 23 აგვისტოს დილით ყირიმულ ტელეგრამის არხებზე გამოჩნდა ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარე სოფელ ოლენევკის მახლობლად კვამლის სვეტის ფოტო. ადგილობრივი მოსახლეები წერდნენ აფეთქების შესახებ. რუსეთის ხელისუფლებას აფეთქებაზე კომენტარი არ გაუკეთებია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბელგიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბელგიელ კოლეგას შეხვდა. ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი აჯა ლაბიბი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. "ვისაუბრეთ, როგორ გავაძლიეროთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. მინისტრის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ბელგიის სამეფო მზად არის საქართველოს კიდევ უფრო დაეხმაროს ევროინტეგრაციის გზაზე, გამოცდილების გაზიარების კუთხით და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით", -... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინდოეთი გახდა მეოთხე ქვეყანა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა

23 აგვისტოს ინდოეთმა თავისი კოსმოსური აპარატი დასვა მთვარის სამხრეთ პოლუსის მახლობლად, შეუსწავლელ არეალში. ამ არეალში, მკვლევრების ვარაუდით, შეიძლება აღმოჩნდეს გაყინული წყლის და ძვირფასი ელემენტების მარაგი. მისიამ დაამტკიცა, რომ იზრდება ინდოეთის უპირატესობა კოსმოსის კვლევის და ტექნოლოგიის სფეროში. სპეციალური აპარატი "ჩანდრაიაან-3", რაც სანსკრიტზე „მთვარის ხომალდს“ ნიშნავს, მთვარეზე დაეშვა ადგილობრივი დროით 6:04 საათზე, რასაც ინდოეთის სამხრეთის ქალაქ ბენგალურში, ფრენის სამეთვალყურეო ცენტრში, მკვლევრების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„არის კანონი და არის რეალობა“ - რუსული ქალაქი ბათუმში

„საქართველოში ქართულად ვეღარ გილაპარაკია“, - აღშფოთდა საკურიერო მომსახურების მძღოლი, რომელმაც ბათუმში ბელარუს ბარისტას მინერალური წყალი მიუტანა, ის კი დამტვრეული ქართულით ცდილობდა რაღაცის ახსნას. ბოლო-ბოლო მძღოლი Oriental Bakery-დან გაბრაზებული გავარდა და ერთიც დაამატა - „არ გვჭირდება აქ რუსული ენა“

Radiotavisupleba.ge 

Reuters-ი: რუსეთის ავიაკომპანიები სანქციების გვერდის ავლით ყიდულობენ სათადარიგო ნაწილებს

გასული წლის მაისიდან მიმდინარე წლის ივნისამდე რუსულმა ავიაკომპანიებმა 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების დასავლური სათადარიგო ნაწილები იყიდეს მიუხედავად სანქციებისა, რომლებიც რუსეთს დაუწესეს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ. ამის შესახებ იტყობინება Reuters-ი, რომელმაც საბაჟო მონაცემები შეისწავლა. შეძენილ აღჭურვილობას შორის იყო მოწყობილობები ამერიკული კომპანია Northrop Grumman-ისგან, კაბინის წნევის სარქვლები, შასი, ასევე ყავის მადუღარები, ბორტგამცილებლების სატელეფონო ყურმილები და უნიტაზებზე დასაჯდომები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალუბნის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ დაკავებული თამაზ ფსიტიძე და ზურაბ პეტრიაშვილი თავისუფალი არიან. მათი გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. "საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პირველი საარჩევნო დებატები - რა უნდა ვიცოდეთ?

23 აგვისტოს 2024 წლის პირველადი არჩევნების ციკლის პირველ დებატებში რესპუბლიკური პარტიის რვა კანდიდატი მიიღებს მონაწილეობს. აი, რამდენიმე ფაქტი ამ დაპირისპირების შესახებ:

Radiotavisupleba.ge 

ჰავაის კუნძულ მაუიზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ათასზე მეტი ადამიანი ითვლება დაკარგულად

აგვისტოს დასაწყისში ჰავაის კუნძულ მაუიზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ათასზე მეტი ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ამის შესახებ იტყობინება FBI-ის სპეციალური აგენტი სტივენ მერილი. მისი თქმით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სია ყოველდღიურად მცირდება იმის შემდეგ, რაც FBI მყარად რწმუნდება, რომ ადამიანები იპოვეს. ამგვარად დადასტურდა, რომ თავდაპირველი 2500 დაკარგულიდან 1400 ადამიანი უსაფრთხოდ არის. მაუიზე ხანძრები 8 აგვისტოს გაჩნდა. გვალვის, გრიგალისებრი ქარისა და ადამიანური ფაქტორის გამო ხანძარი სწრაფად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ყირიმის პლატფორმის" სამიტში საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას

უკრაინაში დღეს, 23 აგვისტოს, იხსნება ყირიმის პლატფორმის საერთაშორისო სამიტი. სამიტი წელს მესამედ ტარდება და შერეულ ფორმატში წარიმართება. სამიტზე სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები და ლიდერები განიხილავენ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. კერძოდ, შეხვედრებზე განხილული იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, ყირიმის ნახევარკუნძულზე ჰუმანიტარული პოლიტიკა დეოკუპაციის შემდგომ. საკვანძო საკითხი იქნება აზოვისა და შავი ზღვების რეგიონების უსაფრთხოება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინმა BRICS-ის სამიტს განუცხადა, რომ რუსეთს სურს დაასრულოს „დასავლეთის და მისი სატელიტების მიერ გაჩაღებული“ ომი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას სურს დაასრულოს „დასავლეთის და მისი სატელიტების მიერ გაჩაღებული“ ომი. რუსეთის პრეზიდენტმა ვიდეოხიდის საშუალებით მიმართა სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ჯგუფის, BRICS-ის მე-15 სამიტს, რომელიც იმართება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. სამიტის მონაწილე  ქვეყნები - ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და მასპინძელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - თავს იკავებენ განსაჯონ რუსეთის შეჭრა უკრაინაში. შეკრების მონაწილეებისთვის მიმართვაში პუტინმა გაიმეორა კრემლის მტკიცება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია საგანგებო სხდომას გამართავს თავისი თავმჯდომარის საქციელის გამო

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ საგანგებო სხდომა მოიწვია თავისი პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის მოქცევის გამო ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ. ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე გენერალური კრება გაიმართება მადრიდში, 25 აგვისტოს, იტყობინება ფედერაცია. ამას გარდა ჩატარდება შიდა გამოძიება. რუბიალესმა ესპანეთის ნაკრების მოთამაშეს, ჯენიფერ ერმოსოს, თამაშის დამთავრების შემდეგ გამარჯვების მოლოცვისას, უკითხავად პირზე აკოცა, რასაც მოჰყვა აღშფოთების ტალღა.   რუბიალესმა შეცდომა აღიარა, მაგრამ ესპანეთში ბევრი მოითხოვს მის გადადგომას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაიწყო შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის გლუკოზის საზომი მოწყობილობების გაცემა 

საქართველოში დაიწყო შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის გასაზომი სპეციალური მოწყობილობების გაცემა - ამ მოწყობილობით მონაცემების მიღება ჩხვლეტის გარეშეა შესაძლებელი. მათ შემოტანას დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებით ითხოვდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Guardian 4 გაიცემა 7-18 წლის მოზარდებისთვის, 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი გრძელდება Guardian 3 სენსორების მიწოდება. ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარების ნაწილისთვის უფასოდ გასცემს იმ ტიპის მობილურ ტელეფონებსაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სუმის და ხერსონის ოლქებში სკოლა და საბავშვო ბაღი დაიბომბა

სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ რომნის ერთ-ერთ სკოლაზე რუსული დრონით დარტყმის შედეგად. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, ორივე დაღუპული პედაგოგი იყო. მაშველები შენობის ნანგრევებში მოყოლილი კიდევ 2 ადამიანის ძებნას განაგრძობენ. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დღეს დილით ქალაქ ხერსონზე საავიაციო დარტყმის შედეგად განადგურებულია საბავშვო ბაღის შენობა. დაიჭრა 6 ადამიანი.

Radiotavisupleba.ge 

ინდოეთის ისტორიული გაფრენა მთვარეზე - კოსმოსური აპარატი დასაჯდომად ემზადება

ინდოეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც 23 აგვისტოს მთვარის სამხრეთ პოლუსზე დასვამს თავის კოსმოსურ აპარატს. დაშვება განხორციელდება რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთის კოსმოსურმა ზონდმა დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის იმავე არეალში ავარია განიცადა. მისია ისტორიულია მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში პირველი ქვეყნისთვის. დაგეგმილია, რომ კოსმოსური აპარატი "ჩანდრაიაან-3", რაც სანსკრიტზე „მთვარის ხომალდს“ ნიშნავს, შუა ევროპის დროით 14:30 საათზე (საქართველოს დროით 17:30) უნდა დაეშვას მთვარის ნაკლებად გამოკვლეულ, სამხრეთ პოლუსზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"კატეგორიულად მიუღებელი განცხადებაა" - სარჯველაძე მედვედევზე, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების შეერთებაზე ისაუბრა

პარლამენტის წევრი პარტია "ქართული ოცნებიდან", მიხეილ სარჯველაძე, ამბობს, რომ საქართველო გააგრძელებს ქვეყნის დეოკუპაციის მშვიდობიან პოლიტიკას. ასე უპასუხა მან  ხელისუფლების სახელით რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, დმიტრი მედვედევის, იმ განცხადებას, რომელშიც საუბარი იყო საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთთან შეერთებაზე. "ეს ერთმნიშვნელოვნად არის კატეგორიულად მიუღებელი განცხადება, რომელიც მოვისმინეთ სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. იმავდროულად... Читать дальше...


Дизайнер Наталья Душегрея выпустила капсульные коллекции Весна-Лето 2024

Юлия Миронова стала VIP-участником форума THE TRENDS 2.0

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Онколог Марина Шорина: «Раковая опухоль потребляет колоссальное количество энергии из запасов человека»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

вхожу в интернет и меня здесь нет геополитика

Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

НА ДЕТСКОМ ФЕСТИВАЛЕ ИСКУССТВ «НЕБО» СОСТОИТСЯ 5 ПРЕМЬЕР И ПОКАЖУТ НОВИНКИ ОТ ВЕДУЩИХ МОСКОВСКИХ ТЕАТРОВ

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Музыкальные новости

Путин защитил от списания по долгам социальные пенсии инвалидов

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «ЗЕНИТ» В ГРОЗНОМ

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Почта России помогла маленькому жителю Перми встретиться с футболистами ЦСКА

Новости России

Red Wings открыла новые маршруты из ХМАО через ...

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Как организовать работу в жару, напомнил Роспотребнадзор

ЦСКА снял видео о первых двух победах над УНИКСом

Экология в России и мире

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Лишь две теннисистки моложе Свёнтек выигрывали 16 матчей подряд на «Ролан Гаррос»

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Moscow.media

На закате.

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери

Елена Шерипова: самые модные головные уборы на лето







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *