Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2023

Новости за 05.08.2023

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკის თქმით, რუსეთის რაკეტებმა უკრაინაში მიზანში ამოიღო სისხლის გადასხმის ცენტრი და აერონავტიკის ფირმა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა ხარკოვის რეგიონში მდებარე სისხლის გადასხმის ცენტრი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, ხოლო სხვა შეტევამ მიზანში ამოიღო აერონავტიკის ფირმა Motor Sich-ი. რამდენიმე საათით ადრე რუსეთის ორი ხომალდი დაზიანდა სავარაუდოდ დრონებით მიტანილი შეტევებით გამოწვეული აფეთქებების შედეგად ქერჩის სრუტეში, იმ ხიდთან ახლოს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთს. "მიზანმიმართული საჰაერო ბომბი" მოხვდა ქალაქ კუპიანსკის ცენტრს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი საუდის არაბეთის სამიტის მონაწილეებს მოუწოდებს უზრუნველყონ "წესებზე დაფუძნებული" საერთაშორისო წესრიგი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის საღამოს მიმართვაში მიმართა მსოფლიოს წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობენ საუდის არაბეთში მიმდინარე სამიტში უკრაინაში ომის შესახებ და მათ მოუწოდა უზრუნველყონ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნება, მსოფლიოს სხვა საკითხებზე უთანხმოებების მიუხედავად.   "განსხვავებული კონტინენტები, განსხვავებული მიდგომები მსოფლიოს საკითხების მიმართ. მაგრამ ყველას აერთიანებს საერთაშორისო სამართლის პრიორიტეტულობა" - თქვა ზელენსკიმ 5 აგვისტოს.  უკრაინის პრეზიდენტის თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანი ფლოტს აძლიერებს რაკეტებითა და დრონებით, აშშ სპარსეთის ყურის ხომალდებს დაცვას სთავაზობს

ირანმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ფლოტი შეაიარაღა დრონებითა და 1000 კილომეტრის რადიუსის რაკეტებით - იუწყებიან ირანის საინფორმაციო სააგენტოები 5 აგვისტოს, იმ ფონზე, როცა აშშ გამოვიდა დაცვის შეთავაზებით ყურის ჰორმუზის სრუტეში გამავალი კომერციული ხომალდებისთვის.  აშშ-ის მცველთა შესაძლო ყოფნასთან მიმართებით, ირანის შეიარაღებული ძალების პრესმდივანმა, აბოლფაზი შეკარჩიმ თქვა, რომ რეგიონის ქვეყნებს "თავადაც შეუძლიათ სპარსეთის ყურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა".  "რა კავშირი აქვთ ამერიკასთან სპარსეთის ყურეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შოვში დამეწყრილ ტერიტორიაზე დაკარგულთა შორის 7-8 ბავშვია - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, რომელიც ერთ-ერთი აღმასრულებელი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს შორის, რომელიც შოვშია, ამბობს, რომ დამეწყრილ ტერიტორიაზე 7-8 ბავშვს ეძებენ. ეს არის ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია, რომელიც 5 აგვისტოს დღის ბოლოს მიაწოდა მან ჟურნალისტებს. შოვში 17 დაღუპულის აღმოჩენის შემდეგ კიდევ 15-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან მაშველები, მოხალისეები და მძიმე ტექნიკაც. სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მესამე დღეა მიმდინარეობს. "ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინდოეთის კოსმოსური მისია მთვარის ორბიტაშია

ინდოეთის ახალი კოსმოსური მისია 5 აგვისტოს მთვარის ორბიტაში შევიდა, მანამ, სანამ ქვეყანა მეორედ შეეცდებოდეს მთვარეზე დაშვებას.  ინდოეთს შედარებით დაბალბიუჯეტიანი კოსმოსური პროგრამა აქვს, რომელიც სწრაფად ეწევა კოსმოსში გლობალური მოწინავეების მიღწევებს.  მთვარის ზედაპირზე კონტროლირებული დაშვება ამ დრომდე მხოლოდ რუსეთმა, აშშ-მა და ჩინეთმა შეძლეს. თუ ყველაფერი გეგმის თანახმად ჩაივლის, მისია 23-და და 24 აგვისტოს შორის მონაკვეთში უსაფრთხოდ დაეშვება მთვარის სამხრეთ პოლუსზე, რომელიც მცირედაა შესწავლილი.

Radiotavisupleba.ge 

შოვში დაღუპულთა შორის ერთ-ერთი გიორგი გოგინაშვილია

ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში დღეს კიდევ 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს - ჯამში დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. მათ შორის ერთ-ერთი ორი შვილის მამა, ახალგაზრდა კაცი გიორგი გოგინაშვილია. რადიო თავისუფლებას დაღუპულის მეგობარი ვარლამ გოლეთიანი ეუბნება, რომ გოგინაშვილი თბილისში ცხოვრობდა, შოვში კი მეგობრის ერთ-ერთ კოტეჯში იყო. "რიონის ხეობის გადარჩენისთვის ბრძოლის დროს ერთად ვცხოვრობდით კარვებში. გიორგი ბევრ ტექნიკურ ნაწილში გვეხმარებოდა და ძალიან ვმეგობრობდით. როგორც ვიცი, გამოსვენება სამშაბათს იქნება ვარკეთილიდან"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი აცხადებს, რომ Su-30-ის ტიპის თვითმფრინავით გადაიტაცა აშშ-ის სადაზვერვო დრონი

რუსეთმა 5 აგვისტოს განაცხადა, რომ Su-30-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი გაუშვა შავი ზღვის თავზე, აშშ-ის დრონის მიერ "რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის პრევენციისთვის".  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მისმა თანამშრომლებმა დრონი ამოიცნეს როგორც აშშ-ის საჰაერო ძალების MQ-9A Reaper-ის ტიპის სადაზვერვო საფრენი აპარატი.  "როცა რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი მიუახლოვდა, უცხოური სადაზვერვო დრონი მკვეთრად შეტრიალდა" - აცხადებს სამინისტრო. "რუსეთის თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაუბრუნდა ბაზას,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შოვში ნაპოვნი 16 დაღუპულიდან ერთ-ერთი ქსენია ტრიჩევაა

შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შოვში, სტიქიის ზონაში რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევას ცხედარი იპოვეს. 31 წლის ქალის გვამი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო. "დღეს მიღებული ინფორმაციით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს - მისი ცხედარი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქსენიას ოჯახისა და მეგობრების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში. რუსი ქალის ნაცნობები ტელეფონით დაუკავშირდნენ რუსეთის ინტერესების განყოფილებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ახალი ისტორია - „პუტინის იარაღი“ სკოლაში შედის

რუსეთის ისტორიის ახალი სახელმძღვანელო, რომელშიც ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ცალკე თავი ეთმობა, რუსეთის სკოლის სახელმძღვანელოების ფედერალურ სიაში შეიტანეს.

Radiotavisupleba.ge 

ომის გზა - პირველი რესპუბლიკიდან 2008 წლის აგვისტომდე

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ე.წ. სამხრეთოსურ ეპიზოდს თითქმის ერთსაუკუნოვანი წინაისტორია აქვს. 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის ჯარების სრულმასშტაბიან შემოჭრას საქართველოში, წინ უძღოდა გასული საუკუნის 20-იანი და 90-იანი წლების ჯერ „კანონთა ომები“, შემდეგ კი სისხლისმღვრელი შეტაკებები.

Radiotavisupleba.ge 

"ვეძებთ რაიმე მიმანიშნებელს: მაისურს, ქუდს ან ფეხსაცმელს"... - მოხალისე ჰყვება, რა მდგომარეობაა დამეწყრილ შოვში

შოვში სტიქიური უბედურების მესამე დღეს სულ უფრო მცირდება იქ ცოცხალი ადამიანების პოვნის ალბათობა. სამძებრო სამუშაოებში, რომლის მიზანიც 20-მდე ადამიანის პოვნაა, მაშველებთან ერთად მოხალისეებიც არიან ჩართული. ერთ-ერთი მოხალისე, რომელსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა და ახლა რაჭაშია ჩასული სამთო გიდი მიქაელ ქავთარაძეა - ის ძებნით სამუშაოებში დღეს დილიდან ჩაერთო. "ცოცხალ ადამიანზე აღარ არის საუბარი. მოხალისეებმა დაათვალიერეს ფერდობები, საერთოდ არაფერი ნიშანი არ არის, რომ იქ ასული იყვნენ ადამიანები. სავარაუდოდ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთის საელჩო აკრიტიკებს რუსეთის საზღვარზე მისი მოქალაქეებისადმი მოპყრობას

მოსკოვში ჩინეთის საელჩო აკრიტიკებს მოპყრობას ჩინეთის ხუთი მოქალაქისადმი, რომლებსაც უარი უთხრეს რუსეთში შეშვებაზე და ამას უწოდებს შეუსაბამოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებთან.  ხუთი პირი გასული თვის ბოლოს შეეცადა ყაზახეთიდან რუსეთში მანქანით გადასვლას. ისინი ოთხი საათის განმავლობაში გააჩერეს საზღვარზე, რის შემდეგაც ვიზები გაუუქმეს და რუსეთში შეშვებაზე უარი უთხრეს - აცხადებს საელჩო სოციალური მედიით 4 აგვისტოს.   საელჩომ შეხვედრები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სასაზღვრო სააგენტოების წარმომადგენლებთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საუდის არაბეთში დაიწყო საერთაშორისო შეხვედრა უკრაინაში ომის თაობაზე

40-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის მაღალჩინოსნებმა 5 აგვისტოს საუდის არაბეთში დაიწყეს შეხვედრა, რომელიც, კიევისა და მისი მოკავშირეების იმედით, მოიტანს შეთანხმებას უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასრულების ძირითად პრინციპებზე.  ორდღიანი შეხვედრა წარმოადგენს უკრაინის დიპლომატიურ ძალისხმევას მხარდაჭერა მოიპოვოს მისი მთავარი დასავლელი პარტნიორების მიღმა, და მისწვდეს გლობალური სამხრეთის სახელმწიფოებს, რომლებიც ყოყმანით ეკიდებიან რომელიმე მხარის დაკავებას ამ, გლობალური ეკონომიკური შედეგების მქონე კონფლიქტში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა აცხადებს, რომ მისი დრონების სიზუსტე იზრდება, რუსეთის მეორე ხომალდის აფეთქებით დაზიანების შემდეგ

უკრაინამ 5 აგვისტოს რუსეთი გააფრთხილა, რომ მისი დრონების სიზუსტე იზრდება - მას შემდეგ, რაც ნავთობის ტანკერი გახდა რუსეთის მეორე ხომალდი, რომელიც ორი დღის განმავლობაში აფეთქებით დაზიანდა, მოსკოვის თქმით უკრაინის მხრიდან დრონებით განხორციელებული თავდასხმით ქერჩის სრუტეში, მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ხიდთან ახლოს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს მოაქვს საზღვაო მაშველთა საკოორდინაციო ცენტრის განცხადება, რომ რუსეთის ტანკერის ძრავა დაზიანდა უკრაინის შეტევის გამო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შოვში ნაპოვნი დაღუპულების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შოვში კიდევ ორი დაღუპულის პოვნის შესახებ ადასტურებს ინფორმაციას. დღეს ეს დამეწყრილ ტერიტორიაზე აღმოჩენილი მეოთხე ადამიანია. ნაპოვნი დაღუპული ადამიანებიდან ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება. იდენტიფიცრებულთა შორისაა ზაზა მესხის ცოლი - ალინა პოლიკოვსკასია.     "[ნაპოვნი დაღუპულებიდან] ამოცნობილია, როგორც ვიცი, 6 პიროვნება... ისეთ გარემოებაში იქნა ცხედრები აღმოჩენილი, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზი, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვამ ბელარუსის და რუსეთის 1000-ზე მეტი მოქალაქე გამოაცხადა საფრთხედ ეროვნული უშიშროებისთვის

4 აგვისტოს ლიეტუვამ იქ მცხოვრები რუსეთისა და ბელორუსიის 1000-ზე მეტი მოქალაქე გამოაცხადა საფრთხედ ეროვნული უშიშროებისთვის და თქვა, რომ მათ ჩამოართმევს მუდმივი ბინადრობის უფლებას.   ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მთავრობის მიერ რუსებისთვის და ბელარუსებისთვის კითხვარის გაგზავნა, რომელიც მოიცავდა კითხვებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის, და რუსეთის მიერ 2014 წელს უკანონოდ ანექსირებული უკრაინის ყირიმის სტატუსის შესახებ.  მიგრაციის დეპარტამენტის თქმით, მან დაადგინა, რომ ლიეტუვაში მცხოვრები რუსეთისა და ბელარუსის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შოვში დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

რაჭაში, შოვში ღვარცოფსა და დამეწყრილ ტერიტორიაზე დღეს უკვე მეორე, მეცამეტე ადამიანის იპოვეს დაღუპული. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ნაპოვნი დაღუპული ადამიანებიდან ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება. იდენტიფიცრებულთა შორისაა ზაზა მესხის ცოლი - ალინა პოლიკოვსკასია. "[ნაპოვნი დაღუპულებიდან] ამოცნობილია, როგორც ვიცი, 6 პიროვნება... ისეთ გარემოებაში იქნა ცხედრები აღმოჩენილი, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზი, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შოვში ნაპოვნი 12 დაღუპულიდან ერთ-ერთი ზაზა მესხის ცოლია

შოვში სამძებრო სამუშაოების დროს ნაპოვნ 12 ადამიანს შორის ერთ-ერთი ზაზა მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკასია. ინფორმაციას სოციალური ქსელის საშუალებით აქვეყნებს მესხის ყოფილი მეუღლე - სინტა დეპონტი. "პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ვიყავით და დავადგინეთ, რომ ალინა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში", - წერს ქალი. შოვში, იმ დროს როცა იქ, ღვარცოფი და მეწყრული პროცესები განვითარდა მის ყოფილ ქმართან ერთად მათი საერთო შვილებიც იყვნენ. "დანარჩენ ოჯახის წევრებზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტებმა დაადგინეს უკრაინაში მოკლული 30 000-მდე რუსი სამხედროს სახელები

BBC-ის და Mediazona-ის ჟურნალისტებმა დაადგინეს 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში მოკლული 29,217 რუსი სამხედროს სახელები. მათ შორის სულ მცირე 870 მოკლულია მას შემდეგ, რაც 2023 წლის გაზაფხულზე უკრაინის კონტრშეტევა დაიწყო.  მკვლევართა თქმით, დაღუპულთა რეალური რაოდენობა შესაძლოა სულ მცირე ორჯერ მეტი იყოს.  ჟურნალისტებმა გამოიყენეს ღია წყაროები, მესიჯები, ოფიციალური პირების განცხადებები, მედიაში გავრცელებული ცნობები და ოჯახების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.  სახელები მოიცავს რუსეთის არმიის რამდენიმე მაღალჩინოსანს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რეინტეგრაციის სამინისტრო: უკრაინას დაუბრუნდა 44 სამხედროს ცხედრები

44 უკრაინელი სამხედროს ცხედრები დაბრუნდა უკრაინაში, აცხადებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო 4 აგვისტოს.  სამინისტროს განცხადებით, ცხედრების რეპატრიაცია განხორციელდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. დაღუპულები ჯერ ამოიცნეს, და შემდეგ დაკრძალვისთვის ნათესავებს გადასცეს.  გასულ თვეში სამინისტრომ 62 ცხედრის დაბრუნებაზე გამოაცხადა.

Radiotavisupleba.ge 

HRW ითხოვს უკრაინის ქალაქზე თავდასხმის გამოძებას, მოაქვს კასეტური იარაღის გამოყენების მტკიცებულება

ორგანიზაცია ჰიუმან რაიტს უოჩი (HRW) ითხოვს გამოძიებას გასულ თვეში უკრაინის ქალაქ ლიმანზე მიტანილი იერიშისა, რომელსაც ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა ათობით პირი - ორგანიზაცია აცხადებს, რომ თავდასხმაში, როგორც ჩანს, კასეტური იარაღის გამოყენება ამ შემთხვევას შესაძლოა ომის დანაშაულად აქცევდეს.  8 ივლისის შეტევა განხორციელდა ქალაქ ლიმანის საცხოვრებელ არეალში, უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში, რომელიც მძიმე ბრძოლების ადგილია მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.  "ეს თავდასხმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის განცხადებით, ქერჩის სრუტეში რუსეთის ტანკერი აფეთქებამ დააზიანა

რუსეთის ნავთობის ტანკერი დაზიანდა მოსკოვის თქმით უკრაინის მხრიდან დრონებით მიტანილი შეტევით ქერჩის სრუტეში, ახლოს იმ ხიდთან, რომელიც მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმს რუსეთთან აკავშირებს.  რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს მოაქვს საზღვაო მაშველთა საკოორდინაციო ცენტრის განცხადება, რომ რუსეთის ტანკერის ძრავა დაზიანდა უკრაინის შეტევის გამო, თუმცა მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან და მიმდინარეობს ხომალდის ბუქსირით გადაყვანის სამუშაოები, რადგან ტანკერი თავად ვეღარ მოძრაობს.  ცნობა, რომ ქერჩის სრუტეში აფეთქებები მოხდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შოვში იპოვეს მე-12 დაღუპული

შოვში ღვარცოფსა და დამეწყრილ ტერიტორიაზე კიდევ ერთი, მეთორმეტე ადამიანის იპოვეს დაღუპული. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ნაპოვნი დაღუპული ადამიანებიდან ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება. მათ შორის ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, დაღუპული ადამიანებიდან რამდენია ქალი, კაცი ან ბავშვი. "[ნაპოვნი] 11 მიცვალებულიდან ამოცნობილია, როგორც ვიცი, 6 პიროვნება... ისეთ გარემოებაში იქნა ცხედრები აღმოჩენილი, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარტნიორები შოვის ტრაგედიაზე მწუხარებას გამოხატავენ

ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად ამ დროისათვის 12 ცხედარია ნაპოვნი, დაკარგულად ითვლება 20-ზე მეტი ადამიანი. 3 აგვისტოს შოვში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურებიან საქართველოს პარტნიორები და საქართველოსა და დაღუპულთა ოჯახებს სოლიდარობას უცხადებენ.


Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Парковку на 150 машино-мест обустроят у мечети в Звенигороде

Онколог Марина Шорина: «Раковая опухоль потребляет колоссальное количество энергии из запасов человека»

Спортсмен из Солнечногорска вышел в финал первенства ЦФО по пляжному волейболу



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

вхожу в интернет и меня здесь нет геополитика

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Музыкальные новости

Эксперт сенсационно раскрыл загадку Мессинга и Жириновского.

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 3 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Новости фармацевтики в России и в мире

Новости России

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

вхожу в интернет и меня здесь нет геополитика

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Спорт в России и мире

Лишь две теннисистки моложе Свёнтек выигрывали 16 матчей подряд на «Ролан Гаррос»

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Moscow.media

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»

Муруджинские озера

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *