Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2023

Новости за 30.08.2023

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში სასამართლომ რადიო თავისუფლებისთვის მიცემული კომენტარის გარშემო საქმის განხილვა განაგრძო

30 აგვისტოს მოსკოვის ოსტანკინოს რაიონის სასამართლოში გაიმართა სასამართლო სხდომა იური კოხოვეცის საქმეზე, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მუხლით ე.წ. რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის. კოხოვეცმა განაცხადა, რომ თავის ნათქვამს არ უარყოფს და არ შეუცვლია სამოქალაქო პოზიცია. მას ქუჩაში რადიო თავისუფლების ჟურნალისტებისთვის მოკლე კომენტარისთვის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლოში კოხოვეცმა თქვა, რომ ჟურნალისტებთან საუბარში მან თავისი აზრი გამოხატა სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„რეზინის ნავზე 10 ადამიანი იყო“ - ქართველი მეზღვაური მიგრანტების გადარჩენაზე ჰყვება

ქართველმა მეზღვაურებმა ატლანტის ოკეანეში 10 მაროკოელი მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებიც ნავით ცდილობდნენ ესპანეთში შესვლას. ცუდმა ამინდმა მათ ნავს მიმართულება უცვალა. ოკეანეში 9 დღის დრეიფის შემდეგ, ნავი ქართველმა მეზღვაურებმა გიბრალტარის სრუტიდან 160 კილომეტრის დაშორებით 24 აგვისტოს შენიშნეს.

Radiotavisupleba.ge 

რა აჩვენა ძლიერმა წვიმამ თბილისში?

დატბორილი ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, სადარბაზოები, ჩამოშლილი გზები და ჩაძირული ავტომობილები - 29 აგვისტოს, ძლიერმა წვიმამ კვლავ წამოჭრა თბილისისთვის მტკივნეული, სანიაღვრო სისტემების გაუმართაობის საკითხი.

Radiotavisupleba.ge 

„გაცვლის უფლების გარეშე“ - ოკუპირებულ ქალაქებში დაკავებული უკრაინელები რუსეთის ციხეებში

ოკუპირებულ ტერიტორიებზე პარტიზანული საქმიანობისთვის დაკავებული არაერთი უკრაინელი იხდის სასჯელს რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში. ისინი დიდი ხნით ვერ გამოდიან კავშირზე, იტყობინებიან წამების შესახებ და ვერ იღებენ იურიდიულ დახმარებას.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ევროკავშირმა გათხევადებული გაზის რუსეთისგან შესყიდვა 40 %-ით გაზარდა

ევროკავშირის ქვეყნებმა, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად შემცირდა მილსადენებით რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი, თითქმის ორჯერ გაზარდეს რუსეთის გათხევადებული აირის შესყიდვა 2022 წლის თებერვლის შემდეგ. ამ ინფორმაციას ავრცელებს The Guardian-ი, რომელიც ეყრდნობა ანტიკორუფციული ჯგუფის Global Witness-ის გამოკვლევის მონაცემებს. Witness-ის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებმა 2023 წლის იანვრიდან ივლისამდე 22 რუსეთისგან მილიონი კუბური მეტრი გათხევადებული ბუნებრივი აირი შეისყიდეს. 2021 წელს ეს მონაცემი 15 მილიონს უდრიდა, ანუ გაიზარდა 40%-ით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს

შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში. არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს, აღმოჩენას უნიკალურს უწოდებს. ის აღნიშნავს, რომ შიდა ქართლში ასეთი დაცულობისა და ზომის შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი ჯერ შესწავლილი ყოფილა. მეცნიერმა ახლად აღმოჩენილი სამარხის შესახებ დეტალურად ილაპარაკა. „ორი ხარი არის ჩატანებული ოთხთვალა საზიდრიანად (დასაკრძალავი ეტლი), რომლის დანიშნულებაც არის საიქიოში მოგზაურობა ტომის წარჩინებული წევრისა. [აღმოჩენილია] როგორც ჩანს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაბონში სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში ხელისუფლება

30 აგვისტოს აფრიკის სახელმწიფო გაბონის მაღალი რანგის სამხედროებმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას გამოაცხადეს, რომ მათ ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება მას მერე, რაც საარჩევნო ორგანომ გამოაცხადა პრეზიდენტად მესამე ვადით ალი ბონგოს არჩევის შესახებ. Reuters-ის თანახმად, მათი გამოსვლისას ოფიცრებმა განაცხადეს, რომ ისინი წარმოადგენენ ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოს უსაფრთხოების და თავდაცვის ყველა ძალას. მათი განცხადებით, არჩევნების შედეგები გაუქმებულია, ჩაკეტილია ქვეყნის საზღვრები შემდგომ მითითებებამდე და დათხოვნილია სახელმწიფო უწყებები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ორბანი: ნატოში უკრაინის შესვლა შეუძლებელია, ეს ყველასათვის სახიფათოა

ნატოს წევრი ქვეყნის, უნგრეთის მთავრობის მეთაურმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ აუცილებელია დავივიწყოთ ნატოში უკრაინის გაწევრიანება, ეს ხომ ყველა წევრისთვის დაუყოვნებელ ომს ნიშნავს, თვლის ის.  ამის შესახებ განაცხადა ორბანმა 30 აგვისტოს ამერიკელ ტელეწამყვან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში. შეკითხვაზე, ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესახებ, ორბანმა თქვა, რომ ეს ისტორიული შანსი გაშვებულ იქნა ხელიდან 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე. ახლა, რუსეთი, მისი თქმით, იმდენად ძლიერია, რომ ალიანსში უკრაინის შესვლა შეუძლებელია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვინ შეარჩია კრემლმა პუტინის კონკურენტებად?

კრემლი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. მართალია, ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ, მაგრამ მთავარ კანდიდატთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ყველაფერი ნათელია: ვლადიმირ პუტინი, რომელიც ხელისუფლებაში 24 წელია იმყოფება, პრეზიდენტობის მორიგი ვადისთვის იბრძოლებს. 2018 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება „წინა ვადების განულების შესახებ“ მას ამის საშუალებას აძლევს. მეტიც, როგორც საინფორმაციო-ანალიტიკური საიტი meduza.io იტყობინება, კრემლი (რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანში, გილანის პროვინციაში დაკავებულ აქტივისტებს აიძულებენ აღიარებითი ჩვენებების მიცემას

ირანის დაზვერვის სამინისტრო ზეწოლას ახდენს ირანში ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტებზე, რომლებიც გილანის პროვინციაში დააკავეს. ხელისუფლებას სურს მათგან აღიარებითი ჩვენები მიიღოს, ყალბი საქმეები აღძრას მათ წინააღმდეგ და ამით აიძულოს ოპოზიციურად განწყობილი პირები, დადუმდნენ. სექტემბრის ბოლოს აღინიშნება ახალგაზრდა ირანელი ქურთი ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილის წლისთავი. ამინი პოლიციამ დააკავა სავალდებულო თავსაფრის არასათანადოდ ტარების გამო, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა საპატიმროში. მოახლოებულ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გოდოს მოლოდინში, ანუ დაუსრულებელი საუბარი იდიოტთან*

*იდიოტს ძველი ბერძნები უწოდებდნენ პოლიტიკისგან განცალკევებულად მდგომ მოქალაქეს. მოქალაქეს, რომელიც უარს ამბობს პოლიტიკურ ქმედებასა და აზროვნებაზე.   - წვიმამ ქუჩები დატბორა, მთა ჩამოიშალა, უღელტეხილზე კლდე დაიშალა... ქვეყანა ფიგურალურად კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით იშლება... - ქვეყანა ნაცებმა არ დაშალეს 2008 წელს? დაარიგეს მიწები... - ნაცებმა ხომ წააგეს არჩევნები 2012 წელს? 11 წელია აღარ არიან ხელისუფლებაში... - ... რომ დაბრუნდნენ? - და რომ არ დაბრუნდნენ, მაინც ესენი უნდა იყვნენ 2024-ის მერეც? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შოვში სტიქიით დაზარალებულები ჯანდაცვის სამინისტროსგან ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობამ 30 აგვისტოს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა დადგენილების პროექტი, რომლის საფუძველზეც შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ასევე, დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები, „მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ". როგორც მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში ვკითხულობთ, „ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

განათლების მინისტრის თქმით, საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის პრობლემები 3-4 წელში თითქმის ყველგან მოგვარებული იქნება

საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ილაპარაკა მთავრობის სხდომის შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა. მან საზოგადოებას სთხოვა, პროცესს „გაგებით მოეკიდონ". მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის პრობლემები 3-4 წელში თითქმის ყველგან მოგვარდება.  „თქვენ იცით, რომ საქართველოში მიმდინარეობს უპრეცედენტო მასშტაბის სასკოლო ინფრასტრუქტურის პროექტები როგორც თბილისში, ისე, პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში, რეგიონში, მაღალმთიან სოფლებში და ა.შ. მე დამხვდა ეს გამოწვევები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში დააპატიმრეს პირი 2021 წლის ფოტოგრაფიისთვის, რომლის უკანა პლანზე საქართველოს და უკრაინის დროშები მოჩანს

ბელარუსში სასამართლომ ადმინისტრაციული სასჯელის სახით 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ქალაქ ნოვოპოლოცკის მკვიდრს იმის გამო, რომ 2021 წელს, საქართველოში დასასვენებლად ყოფნისას, ფოტო გადაიღო საქართველოს და უკრაინის დროშების ფონზე. როგორც უფლებადამცავი ცენტრი „ ვიასნა“ იტყობინება, მას ბრალად დასდეს პიკეტის მოწყობა ნებართვის გარეშე, ხოლო ფოტოს, რომელიც გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში 2021 წლის 8 აგვისტოს, მილიციამ ყურადღება მიაქცია წელს. პირი, რომლის ვინაობას არ ამხელენ, აღიარებს, რომ ფოტო მან გადაიღო, მაგრამ აცხადებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღედ გამოცხადდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე გამოცხადდება მასწავლებლის ეროვნულ დღედ. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, ყოველწლიურად, ამ დღეს გამოვლინდებიან ღირსეული და დამსახურებული მასწავლებლები.  „ჩვენი ღვაწლმოსილი, დამსახურებული, გმირი მასწავლებლებისთვის ვიწყებთ სხვადასხვა მხარდამჭერი და დამხმარე, სოციალური, ფინანსური და პრესტიჟის ასამაღლებელი ღონისძიებების მხარდამჭერ მექანიზმებს. პირველი გახლავთ ეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მთავრობამ პრეზიდენტს უკრაინასა და 9 სხვა ქვეყანაში ვიზიტებით ჩასვლაზე უარი უთხრა

საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს უარს ეუბნება უკრაინაში, გერმანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა საამიროებში, ისრაელში, ბულგარეთსა და ჩეხეთში ვიზიტებზე. ინფორმაცია ჟურნალისტებს მიაწოდა მთავრობის პრესსამსახურმა. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში ჩასვლის სურვილი არაერთხელ გამოთქვა. ამ დრომდე არ ჩასულა ომში მყოფ ქვეყანაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტს უარი უთხრეს: 22-24 აგვისტოს უკრაინაში; 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში; 2-3 ოქტომბერს პოლონეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვამ ვატიკანის წარმომადგენელი იხმო რუსეთის იმპერიის მემკვიდრეობის შესახებ პაპის ნათქვამის გამო

ლიეტუვამ, ევროკავშირში უდიდესი კათოლიკური უმრავლესობის მქონე ქვეყანამ, ვილნიუსში ვატიკანის მთავარი წარმომადგენელი დიპლომატი იხმო მას მერე, რაც რომის პაპმა, ფრანცისკემ რუსეთის ახალგაზრდებს მიმართა, უნდა გახსოვდეთ, რომ „დიადი რუსეთის იმპერიის“ შთამომავლობა ხართო. სანქტ-პეტერბურგში შეკრებილი კათოლიკე ახალგაზრდობისადმი პაპის ვიდეომიმართვის საპასუხოდ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა პაპის ნუნციუსი ამ ქვეყანაში „სასაუბროდ“ არქიეპისკოპოსის შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, იტყობინება სამინისტროს პრეს-სამსახური. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა

გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიტანა. დღეს, 30 აგვისტოს ფედერალურმა მთავრობამ მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის მიერ წარდგენილ პროექტს, რაც ნიშნავს, რომ გერმანია გაცილებით სწრაფად შეძლებს დეპორტაციას საქართველოს და მოლდოვის იმ მოქალაქეების, რომლებიც გერმანიაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას აკრიტიკებს უფლებადამცველთა ჯგუფი Pro Asyl. მისი განცხადებით, გერმანიის მთავრობა არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ რუსეთს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა ბრაზილია არ დაუშვა პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამოძიებაში

რუსეთმა ბრაზილიას შეატყობინა, რომ „მოცემულ მომენტში“ არ აპირებს საერთაშორისო წესების მიხედვით გამოიძიოს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის, ბრაზილიური წარმოების Embraer-ის ჩამოვარდნის გარემოებები. მანამდე საავიაციო ინციდენტების კვლევისა და პრევენციის ბრაზილიურმა ცენტრმა (CENIPA) სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტს მიმართა თხოვნით ბრაზილიური კომპანია Embraer-ის მიერ წარმოებული ლაინერის კატასტროფასთან დაკავშირებულ გამოძიებაში მონაწილეობის თაობაზე, რათა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დათანხმდება მოშიმშილე ყარაბაღი აზერბაიჯანს დახმარების მიღებაზე?

აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს, ერთი მხრივ, ყარაბაღს პროდუქტები სომხეთის ნაცვლად თავად მიაწოდოს, მეორე მხრივ კი, ხელს უწყობს სომეხი მოსახლეობის გადინებას.

Radiotavisupleba.ge 

მდინარაძის თქმით, პრეზიდენტს ევროპაში ვიზიტებისთვის მთავრობის თანხმობა არ აქვს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში შეხვედრებს ისე მართავს, რომ მას არ აქვს მთავრობის თანხმობა - საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. "ქართული ოცნების" წევრმა ჟურნალისტებთან მიზეზებზე საუბრის დროს თქვა, რომ პრეზიდენტს პარლამენტში ქვეყნის ევროინტეგრაციის საზიანო მოხსენება ჰქონდა. "სულ რომ ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება რეკომენდაციებს შესაბამისად არ და ვერ ასრულებდეს, საქართველოს გულშემატკივარმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ფსკოვში სრულად განადგურებულია 4 სამხედრო თვითმფრინავი

რუსეთის ქალაქ ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე დრონებით თავდასხმა ორგანიზებული იყო უკრაინის თავდაცვის ძალების, მათ შორის სამხედრო დაზვერვის მიერ. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს დაზვერვის მთავარ სამმართველოში ანონიმ წყაროზე დაყრდნობით. ამავე გამოცემას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა განუცხადა, რომ მათი მონაცემებით, ფსკოვის აეროდრომზე სრულად განადგურებულია 4 თვითმფრინავი ილ-76 და სავარაუდოდ, 2 დაზიანებულია. ფსკოვის ოლქის გუბერნატორმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გარემოს სააგენტო: ამინდის შესაძლო გაუარესებაზე ინფორმაცია ეგზავნება ყველა შესაბამის უწყებას

გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მოსალოდნელი ამიდნის შესაძლო გაუარესებაზე ინფორმაცია ეგზავნება ყველა შესაბამის უწყებას. ამ შინაარსის განცხადება უწყებამ დღეს, 30 აგვისტოს გაავრცელა - თბილისში ძლიერი წვიმით ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების დატბორვის მეორე დღეს. სააგენტომ წუხელ მოსული ნალექის რაოდენობა შეადარა 2015 წლის 13 ივნისის მდგომარეობას, როცა ვერეს ხეობაში წყალი ადიდდა და 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა: "წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანია აპირებს საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადოს

გერმანიის მთავრობა აპირებს საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადოს, რაც გაუადვილებს თავშესაფარზე უარის შემდეგ მათი მოქალაქეების დეპორტაციას. DW-ს ინფორმაციით, ფედერალური მთავრობა დღეს, 30 აგვისტოს გეგმავს შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მხარდაჭერას. მედიაჯგუფ Funke-ს გამოცემებთან ინტერვიუში ფეზერმა განაცხადა, რომ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა შორის თითქმის ყოველი მეათე საქართველოდან და მოლდოვიდანაა ჩასული, ამ ქვენების უსაფრთხოდ აღიარება კი, ხელს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისის რუსული ენის ცენტრი მოსკოვში ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

მოსკოვში ბავშვთა და მოზარდთა წიგნების საერთაშორისო ფორუმი იმართება სახელწოდებით „საბავშვო ლიტერატურის ენაზე: თანამშრომლობა დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოს შორის საბავშვო ლიტერატურისა და კითხვის სფეროში“. ღონისძიების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას იღებენ თბილისის კულტურის ცენტრის „Азбука“-ს წარმომადგენლები.  კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი ნინო ჯაფარიძე და განათლების ფსიქოლოგი ნანა ხოტივრიშვილი არიან. „Азбука“-ს ვებსაიტის თანახმად, ის არის რუსული ენის ცენტრი, ცენტრის... Читать дальше...


Армен Мнацаканян обсудил с фондом «Защитники Отечества» создание алгоритма определения наследников погибших военнослужащих

Многодетная мама приобрела квартиру в Подмосковье по жилищной программе

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Футбольный фестиваль «ЦСКА — все сюда!» пройдет в Домодедове

Невролог Хорошев рассказал, как загар разрушает организм человека

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

Армен Мнацаканян обсудил с фондом «Защитники Отечества» создание алгоритма определения наследников погибших военнослужащих

Музыкальные новости

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Выставка-предупреждение «Пожарная безопасность», В рамках Федеральной информационной противопожарной кампании «Останови огонь».

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Новости России

Самолет Хабаровск — Москва совершил вынужденную посадку в Нижнем Новгороде

Открытие первого дилерского центра VGV в России. ГК «АВТОРУСЬ» стала первым дилером

В Самарской области стартует второй открытый турнир по хоккею «Парни из стали»

Футбольный фестиваль «ЦСКА — все сюда!» пройдет в Домодедове

Экология в России и мире

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

ONYX отправляется в Большой тур по России

Спорт в России и мире

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Российский теннисист Сафиуллин опустился на две позиции в рейтинге ATP

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Moscow.media

ТСД SAOTRON RT-T50: высокопроизводительный терминал сбора данных промышленного класса

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

Весенний Петербург. Петропавловская крепость

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *