Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer
Август
2023

Новости за 06.08.2023

Radiotavisupleba.ge 

7 აგვისტო გლოვის დღეა - ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება. ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიამ 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა - კვლავ გრძელდება სამძებრო ოპერაცია დაკარგული 17 ადამიანის მოსაძებნად.

Radiotavisupleba.ge 

რამ გამოიწვია სტიქია შოვში — გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად შეფასებას აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზების შეფასების პირველად დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია. დასკვნის მიხედვით, რაჭაში ადგილი ჰქონდა მყინვარის ინტენსიურ დნობას, ნალექების მოსვლას წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლას, მეწყრულ-ეროზიულ პროცესებს და ღვარცოფის გავლას. "3 აგვისტოს  მყისიერად განვითარებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კრემლის პრესმდივანმა ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებს უწოდა "ძვირი ბიუროკრატია"

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა გამოცემა New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში როგორც ჩანს კრიტიკულად შეაფასა რუსეთის დემოკრატია, და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თქვა - "ეს რეალურად დემოკრატია არ არის, ეს ძვირი ბიუროკრატიაა".  რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ წელსაა დანიშნული, და, როგორც მოელიან, ავტორიტარი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კვლავ მოიპოვებს გამარჯვებას, საბჭოთა პერიოდის შემდეგ ყველაზე მძიმე რეპრესიების პირობებში.  პესკოვი ინტერვიუში ამბობს, რომ "პუტინს გაისად ხელახლა აირჩევენ, ხმათა 90-ზე მეტი პროცენტით". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცნობილია, რომ შოვში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი გიორგი ყარალაშვილს ეკუთვნის

შოვში ნაპოვნ ცხედრებს შორის ოჯახის წევრებმა ამოიცნეს გიორგი ყარალაშვილი. გიორგი რაჭაში დასთან და მეგობართან ერთად იმყოფებოდა. დის ცხედარს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. გიორგი და სოფი ყარალაშვილების მეგობრის, დავით ბერიაშვილის ცხედარი მაშველებმა 5 აგვისტოს იპოვეს.  გიორგი ყარალაშვილი სექტემბრიდან სწავლის გაგრძელებას საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში აპირებდა.  შოვში, სტიქიის ზონაში 6 აგვისტოს მონაცემებით ნაპოვნია 18 ცხედარი - მათგან 12 იდენტიფიცირებულია. მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ დაკარგულ 17 ადამიანს.

Radiotavisupleba.ge 

„რაც დრო გავა, საფრთხის შემცველი ზონები უფრო ბევრი გვექნება“, - ინტერვიუ გლაციოლოგ ლევან ტიელიძესთან

„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვი სტიქია იყო გლაციალური ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა“ - დაწერა 6 აგვისტოს საკუთარ ფეისბუკგვერდზე ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, ახალი ზელანდიის ანტარქტიკის კვლევითი ცენტრის მეცნიერმა, გლაციოლოგმა ლევან ტიელიძემ. თუ რამდენიმე დღის წინანდელი სატელიტური ფოტოებით ჯერ კიდევ ვარაუდების გამოთქმა შეეძლო შოვში მომხდარზე, 5 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათზე, ლევან ტიელიძის სიტყვებით უკვე ნათლად გამოჩნდა სტიქიის წარმოქმნის წერა. მეცნიერი წერს, რომ კლდოვან-ყინულოვანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საგანგებოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ რაჭაში მოხალისეების დახმარების საჭიროება არ არის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი მედიასთან ამბობს, რომ ერთი მხრივ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, რა ვადაში დასრულდება დაკარგული ადამიანების ძებნის ოპერაცია, მეორე მხრივ კი არ არსებობს საჭიროება მოხალისეების ჩართვის სამძებრო სამუშაოებში.   „იცით თქვენ, რომ დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის ამოსვენება და ის გადასვენებულია პროზექტურაში. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის პროცედურები. ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს და აქტიურად საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ არის შს მინისტრი სტიქიის ადგილას

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ გამოჩენილა რაჭაში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. პაპუაშვილის თქმით, მინისტრის შოვში არყოფნა ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობით არის განპირობებული.  „ვამჯობინებდი, იყოს ისეთი საკითხები, რომლებიც თემასთან ახლოს არის. რაც შეეხება პროცესს, იცით, რომ ყველა ჩართულია. ბატონ ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხი. აქედან გამომდინარე, ის თავად ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯიდაში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის მთლიანობას

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში 5-6 აგვისტოს გამართული, უკრაინაში ომის გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილი საერთაშორისო შეხვედრის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს სახელმწიფოთა, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ სამიტის შედეგებზე დაყრდნობით იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები, ამასვე ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი.  შეხვედრაში 40-დე სახელმწიფოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, და მათ რაიმე საერთო დოკუმენტი არ შეუმუშავებიათ - რაც მოსალოდნელი იყო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Mediazona: ნავალნის პატიმრობის ვადა საერთო ჯამში 19 წელს უტოლდება

რუსეთის დამოუკიდებელი მედიასაშუალება, Mediazona აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერისთვის, ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი ახალი განაჩენი მოიცავს მის უწინდელ განაჩენსაც - რაც ნიშნავს, რომ მას 19 წლით აქვს მისჯილი პატიმრობა რუსეთის უმკაცრესი საპატიმრო რეჟიმის პირობებში, ექსტრემიზმში დამნაშავედ ცნობის შემდეგ. Mediazona 5 აგვისტოს ასევე აცხადებდა, რომ პოლიტიკოსს ოთხი სხვა ბრალდება მოუხსნეს სხდომაზე, რომელიც მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ დედაქალაქიდან აღმოსავლეთით, 250 კილომეტრის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვრცელდება ჯუთის დაზიანებული გზის ფოტოები - გზების დეპარტამენტი ამბობს რომ გზა ჩაკეტილია

ფეისბუკში ვრცელდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთისჯენ მიმავალი დაზიანებული გზის ფოტოები - ინტერნეტმომხმარებლები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ეს გზა, რომლის ცალი ზოლიც ჩამოშლილია ახალი ტრაგედიის მიზეზი შეიძლება გახდეს. ადგილობრივების თქმით, გზა რამდენიმე თვის წინ დაზიანდა და მასზე ამ დრომდე დადიან მანქანები. რადიო თავისუფლებას საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს, რომ გზა თითქმის ერთი თვეა დაკეტილია, "მაგრამ ცალ ზოლზე მაინც დადიოდნენ ავტომობილები." უწყების თქმით, გზის გამაგრებისთვის უკვე არსებობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიევში ომის მემორიალზე საბჭოთა ემბლემა შეცვალეს უკრაინული სამკაპით

უკრაინამ თავისი სამკაპი გერბი განათავსა საბჭოთა პერიოდის გიგანტურ მონუმენტზე, რომელიც კიევის ცის ჰორიზონტზეა აღმართული და რომელზეც ამ დრომდე საბჭოთა კავშირის გერბი იყო გამოსახული. მუშებმა ჩანაცვლების სამუშაო 4 აგვისტოს დაასრულეს, რაც ნაწილია ქვეყნის ძალისხმევისა ქვეყანაში მოხსნილ იქნეს საბჭოთა და რუსული მმართველობის აღმნიშვნელი სიმბოლიკა. 102 მეტრის სიმაღლის მონუმენტი გამოსახავს ქალს, რომელიც ხმლით და ფარითაა შეიარაღებული, მონუმენტი 1981 წელს დაიდგა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებისადმი პატივის მიგების მიზნით.

Radiotavisupleba.ge 

ჰიროსიმაში გამართულ ცერემონიაზე პოლიტიკოსები გამოვიდნენ მოწოდებებით ბირთვული საფრთხის შემცირებისკენ

იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში შეკრებილმა ოფიციალურმა პირებმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდეს "კონკრეტული ნაბიჯები" გადადგან ატომური ომის საფრთხის შესამცირებლად. 6 აგვისტოს ქალაქმა აღნიშნა 78-ე წლისთავი მას შემდეგ, რაც აშშ-მა პირველი ატომური ბომბი ჩამოაგდო, რასაც ქალაქში 140 000 ადამიანი შეეწირა. სამ დღეში მეორე ბომბი იქნა ჩამოგდებული ქალაქ ნაგასაკიში, და იაპონია 15 აგვისტოს დანებდა, რითაც დასრულდა მეორე მსოფლიო ომი. ქალაქში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ. ჰიროსიმამ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ლელო" ითხოვს გამოძიებას რაჭის ტრაგედიაზე

პარტია "ლელოს" წევრი, ლევან სამუშია გენერალურ პროკურატურას მიმართავს და სთხოვს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება რაჭში მომხდარ ტრაგედიაზე სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის.  ლევან სამუშიას თქმით, "განსაცვიფრებელია" ის, რომ ამ დრომდე არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა გამოძიების დაწყების შესახებ. ის თვლის, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ექსპერტიზების ჩატარებისთვის გამოძიება დროულად დაიწყოს.  "მე მინდა მივმართო საქართველოს გენერალურ პროკურატურას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სლოვაკეთმა ცხრა მოქალაქეს უფლება დართო შეუერთდნენ უკრაინის არმიას

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ ქვეყნის ცხრა მოქალაქეს უფლება დართო იმსახურონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, რომლებიც ებრძვიან უკრაინაში შეჭრილი მეზობელი რუსეთის არმიას.  სლოვაკეთის მედია 5 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ჩაპუტოვამ განიხილა 35 განაცხადი და მათგან ცხრა დააკმაყოფილა.  დასტურის ან უარის მიზეზები დაკონკრეტებული არ არის.  მიმდინარე თვეში ჩეხეთის რესპუბლიკამაც გამოაცხადა, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ანალოგიური ნებართვა მისცა 146 მოქალაქეს.

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში დროებით დაიხურა აეროპორტი, უკრაინა იუწყება ქვეყნის მასშტაბით მიტანილ სარაკეტო იერიშებზე

მიმდინარე კვირაში მეორედ, 6 აგვისტოს დროებით დაიხურა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტი, მას შემდეგ, რაც მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა გამაცხადა, რომ უკუგდებულ იქნა დრონით შეტევა რუსეთის დედაქალაქზე. პარალელურად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები იუწყებიან "მასობრივ სარაკეტო თავდასხმაზე" 5-დან 6 აგვისტოს ღამით - აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით იერიშები განხორციელდა სულ მცირე 70 რაკეტით და თვითგამანადგურებელი დრონით.  "აეროპორტის კონტროლს მიღმა არსებული მიზეზებით, შემოღებულია დროებითი შეზღუდვები გაფრენებსა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"იმედია ამ სტატუსს წაშლით" - პარლამენტის თავმჯდომარე მედიას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სტიქიის ზონიდან მიუთითებს მედიას რა ინფორმაცია გაავრცელოს და რა არა. შალვა პაპუაშვილმა, რომელიც 5 აგვისტოს ჩავიდა შოვში, დამეწყრილ ადვილას ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, არ მოიწონა მთის ამბების გაშუქებაზე ორიენტირებული გამოცემის, "მთის ამბების" მიერ ამავე დღეს გავრცელებული ფოტო, სადაც ჩანს, როგორ ლაპარაკობენ ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთთან.  გამოცემა წერდა რომ ამ ფოტოზე მოშორებით მდგომი კაცი არის ერთ-ერთი დაკარგულის მამა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

12 გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია - რაჭის მაჟორიტარი დეპუტატი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე მედიასთან ამბობს, რომ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულებიდან 12 ადამიანია იდენტიფიცირებული. "12 -ის იდენტიფიცირება მოხდა. 6 ოჯახის მიერ იქნა ამოცნობილი, 6 პოლიციის მიერ არის იდენტიფიცირებული და 5 მიცვალებულზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება. დნმ-ის ანალიზი აბსოლუტურად ყველაზე კეთდება, ამოცნობის შემთხვევაშიც კი“, - უთხრა დღეს, 6 აგვისტოს ენუქიძემ ჟურნალისტებს. 6 აგვისტოს სტიქიის ზონაში ჩავიდნენ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დაღუპულებიდან ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მხოლოდ 4. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 6 აგვისტოს დილას ნაპოვნი ცხედარი ბავშვს ეკუთვნის - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამოცნობამდე ამ ინფორმაციას არ აზუსტებს. ამ დროისთვის მაშველები სტიქიის ზონაში კიდევ 17 ადამიანს ეძებენ. რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია... Читать дальше...


Парламент Великобритании прекратил работу в связи с проведением 4 июля выборов

«Spiked», Великобритания: Что в действительности означает для Запада ось Китай – Россия

Лови летние скидки: до 20% скидка на электронику и комплектующие!

Аналитика: аттракцион «Солнце Москвы» чаще посещают жители Костромской области и КНР



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Спасатели вернули домой пропавшего пенсионера с деменцией в Егорьевске

Более 4,5 тыс ям устранили на дорогах Королева с начала года

В Подольске к летнему сезону готовят 6 мест отдыха у воды

2015 • ХК Технопул 2015 г.Балашиха приглашает игроков всех амплуа

Музыкальные новости

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

Выставка-предупреждение «Пожарная безопасность», В рамках Федеральной информационной противопожарной кампании «Останови огонь».

Зомби-экшен Zombiehood позволяет погрузиться в эпоху 90-х

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Новости России

Уроженка Волгограда поделилась историей лотерейной победы своего отца

В Подольске к летнему сезону готовят 6 мест отдыха у воды

2015 • ХК Технопул 2015 г.Балашиха приглашает игроков всех амплуа

Лавров высказался о сотрудничестве России с Китаем

Экология в России и мире

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Спорт в России и мире

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Moscow.media

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Недорогой семейный кроссовер Chevrolet вернулся на российский рынок. Цена приятно удивит.

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *