Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2020

Новости за 01.10.2020

Radiotavisupleba.ge 

ხელვაჩაურში მეწყერი ჩამოწვა - მოქალაქეებს ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შესულია 400-მდე შეტყობინება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თვითმხილველები იტყობინებიან, რომ ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და სარდაფებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა

ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე - უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 2020-21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საკვალიფიკაციო ეტაპების შემდეგ ტურნირს შემორჩენილი ოცდათორმეტი გუნდი რვა ჯგუფში გადანაწილდა. ჯგუფური ეტაპის თამაშები 20 ოქტომბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება, 2021 წელს კი ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი ოფის სისტემით გააგრძელებენ ევროპის უძლიერესი კლუბის ტიტულისთვის ბრძოლას. ჯგუფები ასე დაკომპლექტდა: A ჯგუფი – ბაიერნი, ატლეტიკო, ზალცბურგი, ლოკომოტივი; B ჯგუფი ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტიკარაძე დარწმუნებულია თენგიზ ცერცვაძე არ უღალატებს პაციენტებს, სახელმწიფოს და მინისტრს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ.  „დღეს მე და ბატონ თენგიზს კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა ჩვენ გუშინ გვქონდა საკორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც ბატონი თენგიზი ხელმძღვანელობს კლინიკურ ჯგუფს, რის შედეგადაც დაგეგმილია, რომ ბატონი თენგიზი წავიდეს ბათუმში. რამდენადაც საღამოს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ბატონი თენგიზი არ ტოვებს თანამდებობას და აგრძელებს მუშაობას. იქიდან გამომდინარე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაკრონის თქმით, მთიან ყარაბაღში იბრძვიან სირიელი ჯიჰადისტები თურქეთიდან

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, პარიზს მოეპოვება ზუსტი ცნობები იმის შესახებ, რომ მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობენ სირიელი ჯიჰადისტები თურქეთიდან. ამის შესახებ მაკრონმა ბრიუსელში განაცხადა ევროკავშირის სამიტის წინ. მისი სიტყვებით, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში დაქირავებული მებრძოლების ყოფნამ შეიძლება შეცვალოს ძალთა განლაგება. მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს გაუზიარა. მანამდე მთიან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არჩევნები 2020-ის პარტიული სიები ცნობილია - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 ოქტომბერს

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის ახალი და ძველი წევრები გუშინ „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ცესკო-ში 150-კაციანი სია წარადგინა. „ოცნების" პირველი ოცეული აქამდეც ცნობილი იყო, სრულ სიაში კი ბევრი ნაცნობი და უცნობი სახე მოხვდა. ზოგიც საერთოდ ვერ მოხვდა. ახალ სიაში ისევ არიან უმრავლესობის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ნინო წილოსანი, ირაკლი სესიაშვილი და სხვები. მათ დაემატა პიანისტი ელისო ბოლქვაძე 32-ე ნომრად. სიაში არ აღმოჩნდა წინა მოწვევის პარლამენტში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დავით ბერძენიშვილი განმარტავს პარტიულ სიაში მისი არყოფნის მიზეზებს

„რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი, რომელიც ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს პარტიულ სიაში არ არის, „ფეისბუკზე" წერს მომავალი პოლიტიკური გეგმების შესახებ.  „რესპუბლიკელები" პარლამენტში ბრუნდებიან! პარტიის ხელმძღვანელების ადგილები წამყვანი ოპოზიციური საარჩევნო ბლოკის [ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს] შემადგენლობაში: ხათუნა სამნიძე N 10; თამარ კორძაია N19. წინა საპარლამენტო არჩევნებში კრახის შემდეგ პარტიამ კურსი აიღო განახლებაზე - ლიბერალური ღირებულებებიც მკაფიოდ და თამამად წამოვწიეთ წინ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩს მაყურებლები დაესწრებიან

8 ოქტომბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისის „დინამოარენაზე“ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩში ბელარუსის ნაკრებს ცარიელი ტრიბუნებით აღარ დაუხვდება. უეფამ წინასწარი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ შეცვალა და თავისი ეგიდით გასამართ საკლუბო და სანაკრებო ტურნირებზე, მასპინძელ გუნდებსა და ნაკრებებს სტადიონის ტრიბუნების ოცდაათი პროცენტის შევსების უფლება მისცა. საქართველოს ნაკრებისთვის ბელარუსთან გასამართი შეხვედრა უმნიშვნელოვანესია - მოგების შემთხვევაში, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ გუნდს ევროპის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უეფამ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გახდა. ქალთა შორის კი სეზონის მთავარი ჯილდო ასევე თავდამსხმელ ჰერნილ ჰარდენს („ვოლფსბურგი“/„ჩელსი“) გადაეცა. ლევანდოვსკი და ჰარდენი თავიანთ სათამაშო პოზიციაზეც საუკეთესოებად გამოცხადდნენ. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გასული სეზონის გამორჩეული მოთამაშეები დღეს, ჟენევაში დაასახელა, ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას. მამაკაცებში პოზიციების მიხედვით პრიზები ასე გადანაწილდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბიძინა ივანიშვილი: ვეთანხმებით ოპონენტებს, სიღარიბის არსებობას ვაღიარებთ

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ არსებობს საკითხი, რაშიც ის ყველა ოპონენტს ეთანხმება. მისი თქმით, ეს საკითხი არის სიღარიბე, რომელიც ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემაა. "დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა და ჩვენ მის არსებობას, რასაკვირველია, ვაღიარებთ, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, "ქართული ოცნების" მმართველობის შედეგია", - თქვა მან. მან აღნიშნა, რომ სიღარიბე ათწლეულების წინ დაგროვილი პრობლემების შედეგია: "ამიტომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვინ დაითვლის ხმებს - ვის ხელშია არჩევნების ბედი?

„ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება - აცხადებენ ოპოზიციაში, საოლქო და საუბნო კომისიების უპირატესად მმართველი პარტიის მხარდამჭერებით დაკომპლექტების ფაქტებზე მითითებით. დარღვევებზე და მიუკერძოებლობის ჭრილში გაჩენილ შეკითხვებზე ლაპარაკობენ არასამთავრობო სექტორშიც. ბრალდებებს უარყოფენ საარჩევნო ადმინისტრაციაში. ცესკო აცხადებს, რომ კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსები კანონის შესაბამისად წარიმართა. რა კავშირი აქვს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას არჩევნების შედეგების სამართლიანობასთან? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ ეძახდნენ "ქართულ ოცნებას" "უნიათოებს" - ბიძინა ივანიშვილის პასუხი

მმართველი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლების გადაბარების შემდეგ რევანშზე დაიწყო ფიქრი. ივანიშვილის თქმით, მათ შეიმუშავეს კონცეფცია, რომლითაც საკუთარი მმართველობა ეფექტიანად უნდა წარმოედგინათ, "ქართული ოცნებისა" კი არაკომპეტენტურ და არაფრისშემძლე ერთობად. ამის შესახებ მან პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 8-წლიანი პერიოდის შეჯამების დროს ისაუბრა. "ასე დაიწურა მათი პროპაგანდისტური მოძღვრება, ერთ მარტივ ტერმინში - "უნიათობა", რომელიც უნდა ქცეულიყო "ქართული ოცნების" მთავარ მახასიათებლად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა აქტივები გაუყინა ქერჩის სარკინიგზო ხიდის მშენებლობაში მონაწილე კომპანიებსა და პირებს

1 ოქტომბერს ევროპის კავშირმა გამოაცხადა აქტივების გაყინვაზე ოთხი კომპანიისა და ორი კერძო პირისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქერჩის სრუტეში სარკინიგზო ხიდის მშენებლობისთვის. სავიზო აკრძალვები დაუწესდათ ასევე ალექსანდრ განოვსა და ლეონიდ რიჟენკინს. განოვი არის დირექტორი კომპანია „გრანდ სერვის ექსპრესისა“, რომელიც განაგებს რუსეთსა და ყირიმს შორის სარკინიგზო კავშირს. რიჟენკინი კი კომპანია „სტროიგაზმონტაჟის“ დირექტორის მოადგილე ინფრასტრუქტურული პროექტების საკითხებში. ეს კომპანია ხიდის მშენებლობას ხელმძღვანელობდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გორის შესასვლელთან ავარია მოხდა 

გორის შესასვლელთან თხევადი აირით დატვირთულ მანქანას მსუბუქი ავტომობილი უკნიდან დაეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი მათგანი, ბებია და 4 წლის შვილიშვილი კი მოტეხილობებით ,,გორმედის" კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში ახლა კატასტროფის ბრიგადას ელოდებიან და ბავშვს თბილისში გადაიყვანენ. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი ვარაუდობს რომ ენმ -„ძალა ერთობაშია" პარლამენტში 60-70 მანდატს აიღებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ენმ - „ძალა ერთობაშია“-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ამავე საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიას. „ეს არის ჩემს მეხსიერებაში საუკეთესო სია, რომელიც ოდესმე ვინმეს წარუდგენია საქართველოში“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, სია არის გათვლილი მოგებაზე. მან დაასახელა მანდატების ის რაოდენობა, რომლის მოპოვებასაც საარჩევნო ბლოკი ვარაუდობს. „ყველა ლიდერი პროპორციულად გადანაწილდა მინიმუმ სიის 60-70 ადამიანზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ დარწმუნებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუას საბრძოლო მასალის შენახვას ედავებიან

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო დაკავებული ირაკლი ბებუას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს ხელყუმბარა РГ-42. “მოქალაქე ბებუა მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში, მას ადმინისტარციული წესით შეფარდებული აქვს 30- დღიანი პატიმრობა”,- ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში. საქმე  აღძრულია დე ფაქტო რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით. მათ შორის 334-ე მუხლით, რაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ივანიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე": რას აღარ აგონებენ ხალხს, რომ თითქოს გაჩერდა ეკონომიკა...

მმართველი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელებს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ოპოზიციაში გადასვლით "ფიზიკური ტერორის" ბერკეტი გაუქრათ და ახლა "მორალურ ტერორს" იწყებენ. "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა 8-წლიანი მმართველობის შეჯამებისას თქვა, რომ ოპოზიციაში გადასული წინა ხელისუფლება ცდილობს ხალხში შიში, სასოწარკვეთა და უიმედობა დათესოს. "რას აღარ აგონებენ ხალხს, რომ თითქოს გაჩერდა ეკონომიკა, თითქოს გაჩერდა მშენებლობა, თითქოს ჩამოშლილია პოლიცია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიცია პედოფილიაში ბრალდებულს ვერ პოულობს - დაზარალებულის ოჯახი სახელმწიფოსგან დაცვას ითხოვს

კახეთში გრძელდება სამძებრო სამუშაოები. პედოფილიაში ბრალდებული მამაკაცი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია. 58 წლის კაცს სააპელაციო სასამართლომ დღეს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 6 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში  დამნაშავედ ცნო. კაცი განაჩენის გაგების შემდეგ მიიმალა. ბავშვის ბაბუა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ განაჩენის დადგომამდე, ბრალდებული, რომელიც მათი ნათესავია, იმუქრებოდა, რომ თუკი პედოფილიაში დამნაშავედ გამოაცხადებდნენ, ის ციხეში ამ ბრალდებით არ შევიდოდა და შეეცდებოდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპმა, პუტინმა და მაკრონმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს მთიან ყარაბაღზე

აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს მთიან ყარაბაღში ვითარების შესახებ. ყარაბაღში მეხუთე დღეა გრძელდება ბრძოლები, ერთი მხრივ, აზერბაიჯანის არმიასა და, მეორე მხრივ, მთიანი ყარაბაღის შენაერთებსა და სომხეთის არმიას შორის. სამი ქვეყნის ლიდერები გამოვიდნენ მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები და დაიწყოს მოლაპარაკებები ერევანსა და ბაქოს შორის, იტყობინება Agence France-ი ელისეს სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით. დონალდ ტრამპის, ვლადიმირ პუტინისა და ემანუელ მაკრონის განცხადებაში ნათქვამია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თენგიზ ცერცვაძე „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერად რჩება

როგორ ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გოგა ბერიძემ განაცხადა მედიასთან საუბარში, კლინიკის  დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე დარჩენასთან ერთად „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერადაც რჩება. „ბატონი თენგიზისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება მმართველი პარტიის და პარტია „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდაჭერად“,- განაცხადა გოგა ბერიძემ.  მისი თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას შედგა თუ არა თენგიზ ცერცვაძესა და ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს შორის შეხვედრა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სასამართლომ მოზარდის სიკვდილში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

რუსთავის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ახალგაზრდა მძღოლს, რომელმაც, პროკურატურის შუამდგომლობის თანახმად, რუსთავში საკუთარი მანქანით16 წლის გოგონა იმსხვერპლა. პროკურატურის განცხადებით, შსს-მ გამოიძია, რომ 28 სექტემბერს ბრალდებულმა გ.დ.-მ რუსთაველის ქუჩაზე გადაჭარბებული  სიჩქარით მოძრაობისას ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და თავისსავე სამოძრაო ზოლში დაეჯახა მოზარდს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდების თანახმად, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, დაცვის მხარის განცხადებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თსუ: სტუდენტმა არ ისურვა განმარტება და ვერ ახსნა ლექტორის შეურაცხყოფის მიზეზი

ონლაინლექციაზე ლექტორის შეურაცხყოფისათვის სტუდენტის გარიცხვის ფაქტზე დეტალების დასაზუსტებლად, რადიო თავისუფლებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას კითხვებით მიმართა. თსუ-ს ადმინისტრაციამ რადიო თავისუფლების კითხვებს წერილობით უპასუხა. მათი განცხადებით, უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა, რომელშიც პროფესორები და სტუდენტები შედიან, სტუდენტის გარიცხვის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. უნივერსიტეტის განცხადებით, საბჭოს წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ეთიკური დარღვევის ფაქტის ანალიზის შედეგად მიიღეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბესიკ თამლიანი არის ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს პარტიულ სიაში 

ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს პარტიულ სიაში არის 20 ივნისის აქციის მონაწილე ბესიკ თამლიანი. ის სიაში 54-ე ნომერია. 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი 23 მარტს გაათავისუფლეს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე. ბრალდებულმა მაშინ თქვა, ხელისუფლებამ ამით ქულების დაწერა სცადა, მაგრამ არ გამოუვაო. 20 ივნისის მოვლენების გამო ის 2-ჯერ იყო დაკავებული. საარჩევნო ბლოკის სიაში სულ 176 კანდიდატია: კიკაბიძე ვახტანგ ვაშაძე გრიგოლ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ქართულმა ოცნებამ" საკუთარი სპიკერები პარტიული სიის ბოლოში მოახვედრა - რას ცვლის ეს მათთვის

"ქართულმა ოცნებამ" საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატების უმრავლესობას პარლამენტში პარტიული სიით მოხვედრის შესაძლებლობა არ დაუტოვა. მათ შორის ბექა ოდიშარიას, ნოდარ ტურძელაძეს, დავით სერგეენკოს, სოზარ სუბარსა და გიორგი ვოლსკის. მათი გვარები პარტიულ სიაში მხოლოდ 110 კანდიდატის შემდეგ შეიტანეს.  იმ შემთხვევაში კი თუკი "ქართული ოცნება" პარლამენტში 120 დეპუტატიდან 120-ივეს გაიყვანს (არჩევნების პროპორციული წესით სრულად მოგების შემთხვევაში) პარლამენტში პარტიული სიით "ქართული ოცნების"  "ცნობილი სახეები" ვერ მოხვდებიან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თენგიზ ცერცვაძე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობას არ ტოვებს

თენგიზ ცერცვაძე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობას არ ტოვებს. ინფორმაცია ბრიფინგზე პრესსამსახურის თანამშრომელმა გააჟღერა. ამ დრომდე არცერთი უწყება მის გადადგომას არ ადასტურებდა, არც ჯანდაცვის სამინისტრო და არც თვითონ ინფექციური საავადმყოფო. თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია პირველმა "მთავარმა არხმა" გაავრცელა. მედიასაშუალების ინფორმაციით, მან განცხადება გუშინ, 30 სექტემბერს დაწერა. ცერცვაძე 16 მარტიდან ხელმძღვანელობს კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გუბაზ სანიკიძე ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს სიაში მე-16 ნომრად წერია

ენმ „ძალა ერთობაშია"-ს პარტიულ სიაში მე-16 ნომერი პოლიტიკური გუბაზ სანიკიძეა. სიას სათავეში უდგას მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე. საარჩევნო ბლოკის სიაში სულ 176 კანდიდატია: კიკაბიძე ვახტანგ ვაშაძე გრიგოლ მელია ნიკანორი დეკანოიძე ხატია ნაყოფია კობა ჭანკოტაძე დევი ვარშალომიძე ლევან სამადაშვილი სალომე უდუმაშვილი ზაალ სამნიძე ხათუნა გოცირიძე რომან თემურ ჯანაშია ჩხეიძე ნატო ნიკოლაიშვილი რამაზ ოქრიაშვილი კახაბერ სანიკიძე გუბაზ ისმაილოვი აბდულა ჩოჩელი ცეზარი კორძაია თამარ სიბაშვილი... Читать дальше...


НА ДЕТСКОМ ФЕСТИВАЛЕ ИСКУССТВ «НЕБО» СОСТОИТСЯ 5 ПРЕМЬЕР И ПОКАЖУТ НОВИНКИ ОТ ВЕДУЩИХ МОСКОВСКИХ ТЕАТРОВ

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Катя IOWA приехала на «Авторадио» с кроватью и показала «Кусь»

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Молодежное сообщество ВЫЗОВ представит креативное пространство на Дне России

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Лучший HR-бренд – «Грузовичкоф»

Катя IOWA приехала на «Авторадио» с кроватью и показала «Кусь»

Музыкальные новости

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку В.В. Жириновского и В.Г. Мессинга. СЕНСАЦИОННЫЕ ДАННЫЕ!

Новый монитор Philips Evnia 49M2C8900L подарит игровой опыт высочайшего уровня

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Новости России

В Отрадном заработало бесплатное колесо обозрения

«Верю — все будет как надо»: биография Анастасии Заворотнюк

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Юлия Миронова стала VIP-участником форума THE TRENDS 2.0

Экология в России и мире

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

В РУМЦ МГППУ действует правовой просветительский лекторий для студентов с инвалидностью и сотрудников вузов-партнеров

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Спорт в России и мире

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Moscow.media

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *