Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2020

Новости за 10.10.2020

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანმა და სომხეთმა მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც დიდწილად იცავენ

აზერბაიჯანმა და სომხეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიზანია დაასრულოს წლების განმავლობაში უმძაფრესი სამხედრო დაპირისპირება მთიანი ყარაბაღისთვის. დღის განმავლობაში ზოგიერთ არეალში შეთანხმება ირღვეოდა. ორი მხარე შეთანხმდა ცეცხლის შეწყვეტაზე 10 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებაზე, რომელმაც ბევრ საათს გასტანა. გარდა ცეცხლის შეწყვეტისა, რომელიც ძალაში უნდა შესულიყო ადგილობრივი დროით 12 საათზე, მხარეები მორიგდნენ ტყვეებისა და ბოლო ორ კვირაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთის პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრად სადირ ჟაპაროვი დაამტკიცა

ყირგიზმა კანონმდებლებმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცეს სადირ ჟაპაროვი 4 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდგომი არეულობის ფონზე. 10 ოქტომბრის კენჭისყრა გაიმართა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა პოლიტიკური არეულობის გამო საგანგებო მდგომარეობის შემოღება ისურვა. ჟეენბეკოვმა, რომლის მომხრე პარტიების არჩევნებში გამარჯვებას მოჰყვა ოპოზიციური ძალების უკმაყოფილება, განაცხადა, რომ ის გადაგება, როცა ახალი მთავრობა ხელისუფლებაში მოვა. ჟაპაროვი აირჩიეს დეპუტატებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსიდან თავისი ელჩის გაწვევა გადაწყვიტა

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსიდან თავისი ელჩი გაიწვია და ამის შედეგად, შეუერთდა ევროპის ქვეყნების სიას, რომლებმაც მინსკიდან თავიანთი დიპლომატები დააბრუნეს ამ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე. როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა, განაცხადა, ლონდონმა გადაწყვეტილება მიიღო პოლონეთისა და ლიეტუვის მიმართ ბელარუსის ხელისუფალთა გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ პროტესტის ნიშნად, გაეწვიათ მათი დიპლომატიური მისიები და შეემცირებინათ საელჩოების თანამშრომელთა რაოდენობა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკა საპატიმროში შეხვდა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, ბაბარიკას და სხვა პოლიტპატიმრებს

ალექსანდრ ლუკაშენკა 10 ოქტომბერს მივიდა ბელარუსის უშიშროების სამსახურის საგამოძიებო იზოლატორში და შეხვდა ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, ვიქტარ ბაბარიკას. ამის თაობაზე იტყობინება ტელეგრამის არხი „პულ პერვოვა“. შეხვედრაზე იყო ასევე ვიქტორ ბაბარიკას შვილი, ედუარდი, ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი ლილია ვლასოვა, მეწარმე იური ვოსკრესენსკი და პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი. არაფერს იტყობინებიან იმის შესახებ, თუ რაზე ილაპარაკა ლუკაშენკამ დაპატიმრებულ ოპოზიციონერებთან. ტელეგრამის არხის ცნობაში წერია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წინ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერი აქცია ჩატარდა

თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ გაიმართა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერი აქცია. აქცია მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ იყო ორგანიზებული და მას პოლიტიკოსები, აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქციაზე იყო მისული ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე, რომელმაც იქ მყოფ ადამიანებს მადლობა გადაუხადა. „არც მე და არც ჩემი მეუღლე პოლიტიკოსები არ ვართ. არ მიფიქრია, რომ ასეთი რაღაც ვინმეს შეეძლო მოეფიქრებინა, გაოცებული ვარ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეუთო საქართველოში არჩევნებს შეზღუდული მისიით დააკვირდება

ეუთომ 10 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში საარჩევნო მონიტორინგს შეზღუდული ფორმატით განახორციელებს. მიზეზი კორონავირუსის პანდემიით გამოწეული პრობლემებია - შეზღუდვები ფრენასა და მგზავრობასთან დაკავშირებით და მოკლევადიანი დამკვირვებლების სიმცირე. ამის მიუხედავად, მისიები სამივე ქვეყანაში გრძელვადიან მუშაობას განაგრძობენ და არჩევნების დღის შემდეგ წინასწარ შეფასებას გააკეთებენ. შეცვლილი ფორმატის მიხედვით, არსებული საარჩევნო სადამკვირვებლო მისიები (EOM)... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთის პარლამენტი მთავრობის შექმნას ცდილობს, დააკავეს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც მანამდე დემონსტრანტებმა გაათავისუფლეს

ყირგიზეთში პოლიციამ დააკავა ყოფილი პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატანბაევი, რომელიც დემონსტრანტებმა გაათავისუფლეს ამას წინათ საპროტესტო გამოსვლების დროს. ამის ფონზე ყირგიზეთის პარლამენტი ცდილობს, სხდომაზე მიაღწიოს ახალი მთავრობის შექმნას და ქვეყანაში მღელვარება გრძელდება სადავო საპრეზიდენტო არჩევნების გამო. 9 ოქტომბერს ბიშკეკში შეტაკებები მოხდა სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მომხრეებს შორის, კერძოდ, ვინც ატანბაევს უჭერს მხარს და ვისაც ახალი მთავრობის მეთაურად სადირ ჟაპაროვის დანიშვნა სურს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანმა და სომხეთმა მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის გარშემო, მაგრამ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

აზერბაიჯანმა და სომხეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიზანია დაასრულოს უმძაფრესი ბრძოლა მთიანი ყარაბაღისთვის წლების განმავლობაში, მაგრამ მიღწეულს ჩაშლა ემუქრება, რადგან იტყობინებიან საარტილერიო და დრონებით ახალი თავდასხმების შესახებ. ორი მხარე შეთანხმდა ცეცხლის შეწყვეტაზე 10 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებაზე, რომელმაც ბევრ საათს გასტანა. გარდა ცეცხლის შეწყვეტისა, რომელიც ძალაში უნდა შესულიყო ადგილობრივი დროით 12 საათზე, მხარეები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლორან ვოკიე: რუკა, რომელზეც საქართველოს ტერიტორია სომხეთის ფარგლებშია მოქცეული, არ ასახავს ჩვენს პოზიციას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილის ცნობით, ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტმა ლორან ვოკიემ განმარტა, რომ რუკა, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზაციაში მისი სტუმრობისას გადაიღეს, არ ასახავს რეგიონული საბჭოს პოზიციას და არც ის ოფისი განეკუთვნება რეგიონული საბჭოს შენობას. საქმე შეეხება ლორან ვოკიეს მიერ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ფოტოებს, სადაც ჩანს სომხეთის რუკა, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიის ნაწილი. საფრანგეთში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის გამო ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა ერთი კვირით გადაიდო

ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 12 სექტემბრის ნაცვლად, სავარაუდოდ, 19 სექტემბერს დაიწყება. მიზეზი ისაა, რომ ქალაქის სამ სხვადასხვა ბაგა-ბაღში თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, დავით წიტაიშვილი On.ge-ს განუცხადა, რომ ბაღების ნაწილში სწავლის დაწყება, რემონტის გამო, ისედაც ვერ მოხერხდებოდა. ქუთაისში სულ 37 ბაგა-ბაღია.

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის სახლში ვიზიტს გასაყიდად ჯავშნიდნენ, ამიტომ, ორშაბათიდან, დაჯავშნის წესი შეიცვლება

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გამოავლინეს იუსტიციის სახლში დაჯავშნის სისტემის არაკეთილსინდისიერად გამოყენების არაერთი შემთხვევა. რამდენიმე პირი იუსტიციის სახლის ათეულობით სერვისს წინასწარ ჯავშნიდა, შემდეგ კი ჯავშანს იუსტიციის სახლთან ჯავშნის გარეშე მისულ მოქალაქეებს მიჰყიდდა. უკვე რამდენიმე დღეა, ციფრული მმართველობის სააგენტო მუშაობს პროგრამულ განახლებაზე და ორშაბათიდან მსგავსი არაკეთილსინდისიერი ქმედებების პრევენციის მიზნით პორტალ my.gov.ge-ზე დაჯავშნის წესში პროგრამული ცვლილება განხორციელდება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დე ფაქტო მთავარი სანიტარიული ექიმის, მარინა კოჩიევას ცნობით, ინფიცირებულთა ეს რიცხვი 51 ტესტის ჩატარების შედეგად გამოვლინდა. სულ ოკუპირებულ ცხინვალში 141 ინფიცირებულია აღრიცხული. აქედან 51 შემთხვევა 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ გამოვლინდა.

Radiotavisupleba.ge 

ევროპის ზოგიერთ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

8618-ს მიაღწია 9 ოქტომბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების რაოდენობამ, რაც ზედიზედ მეოთხე რეკორდია ბოლო დღეებში. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს პანდემიაზე კონტროლი, რადგან ახალი შემთხვევების რიცხვი სწრაფად გაიზარდა მას მერე, რაც მკვეთრად მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ პანდემიის დაწყებიდან. ჩეხეთი და გერმანია მიეკუთვნება ევროპის იმ ქვეყნებს, სადაც საგანგაშოდ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, რაც ახალი შეზღუდვების შემოღებას აიძულებს ქვეყნებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ივერი მელაშვილის მეუღლე - ამ „სპექტაკლზე“ მუშაობა წელიწად-ნახევარი მიმდინარეობდა

„ქართულმა ოცნებამ“, დიდი სპექტაკლი დადგა, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიწები გაასხვისეს, თავად კი საქართველო გადაარჩინეს, - განაცხადა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლემ, თამარ სულაძემ 10 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. თამარ სულაძის თქმით, ამ გეგმაზე წელიწად-ნახევარი მუშაობდნენ და მისი მეუღლეც იმიტომ დააპატიმრეს, რომ მის განხორციელებაში ხელისუფლებას ხელს უშლიდა. მისი თქმით, ივერი მელაშვილი მოლაპარაკებისას სწორედ იმით იყო გამორჩეული, რომ დათმობებზე არ მიდიოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში პოლიციამ სასტიკად დაარბია ყოფილი გუბერნატორის მომხრეთა დემონსტრაცია

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონის ქალაქ ხაბაროვსკში საპროტესტო მსვლელობა, რომლის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებდნენ ოლქის ყოფილ გუბერნატორს, სერგეი ფურგალს, პოლიციამ სასტიკად დაარბია, დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. ამ ცნობებს, მედიის მონაცემებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინტერფაქსი. ადგილობრივი ჟურნალისტი, ალექსეი ნავალნის რეგიონული შტაბის წარმომადგენელი, ანდრეი პასტუხოვი ატყობინებს "МБХ-медиа"-ს 40 დაკავებულის შესახებ. მათ შორის არის ანტიკორუფციული ფონდის დამაარსებლის შტაბის კოორდინატორი, ალექსეი ვორსოვი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება

„საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში დღეს, 12 საათიდან შევიდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპმა გამოაცხადა ავადმყოფობის შემდეგ ამომრჩევლებთან პირველი საჯარო შეხვედრის თარიღი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა თავისი გეგმების შესახებ, განაახლოს წინასაარჩევნო კამპანია 10 ოქტომბერს შეხვედრით თეთრ სახლში, რასაც მოჰყვება თავყრილობა 12 ოქტომბერს ფლორიდაში. ეს შეხვედრები პირველი იქნება მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტს კოვიდ-19-ის დიაგნოზი დაუსვეს 1 ოქტომბერს და საავადმყოფოში მოათავსეს, რამაც შეაფერხა მისი გეგმები. მას შემდეგ ტრამპი საჯაროდ არ გამოჩენილა, მაგრამ ტვიტერით ავრცელებდა ცნობებს თავისი სურვილის თაობაზე, კვლავ განაახლოს საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე ოთხი კვირით ადრე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მთიან ყარაბაღში ძალაში შევიდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში დღეს, 12 საათიდან შევიდა. მთიან ყარაბაღში მყოფი საერთაშორისო სააგენტოების ჟურნალისტების ცნობით დილით დაბომბვის ხმები ჯერ კიდევ ისმოდა, ბოლო ვადის გასვლის შემდეგ კი სიჩუმეა. აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტასა და არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ჩატარებული შეხვედრის შემდეგ შეთანხმდნენ.  10 საათიანი შეხვედრის ბოლოს გაკეთდა ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამი იყო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი: პროვოკაციებს გეგმავენ, მაგრამ ათენში ხალხს მაინც შევხვდები

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში თანამემამულეებთან შეხვედრაზე ხელისუფლებისგან პროვოკაციებს ველოდები - წერს საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე. სააკაშვილი წერს: მაცნობეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ კრიმინალებს შეხვედრის წინ და შეხვედრის დროს პროვოკაციების მოწყობა დაავალეს, თუმცა, ამას არ შევუშინდები და საბერძნეთში მაინც ჩავალო. შეხვედრის ჩატარება კვირას, 14:00 საათისთვისაა დაგეგმილი.

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევიდან 137 თბილისიდანაა, 222 - აჭარიდან

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 222 აჭარიდანაა. მცირედით შემცირდა თბილისში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა. ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა: თბილისი - 222; იმერეთი - 99; კახეთი - 3; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5; მცხეთა-მთიანეთი - 10; გურია - 10; ქვემო-ქართლი - 31; შიდა ქართლი - 7; სამცხე-ჯავახეთი - 1; იმპორტირებული - 4. ქვეყანაში 5 1152 აქტიური შემთხვევაა, მათგან 57 პაციენტი არის მძიმე, მათ შორის 56 მართვით სუნთქვაზეა. საქართველოში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში 313-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა 253 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 6119 -მდე გაიზარდა. დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 519 ახალი შემთხვევა და 6 პაციენტის გარდაცვალება. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 11271-მდე გაიზარდა. გარდაცვლილების 78-მდე.

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 9 ოქტომბერს, 10:50 საათისთვის განახლებული მონაცემებით, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 78-მდე გაიზარდა. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა აპრილში დაფიქსირდა.

Radiotavisupleba.ge 

12 ნოემბრის მოლოდინში

საქართველოსა და ბელორუსის მატჩის ტელერეპორტაჟიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებს პოპულარული ვეტერანი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე; 70 წლის იუბილარი, ცნობილი მოჭადრაკე და მწვრთნელი ელიზბარ უბილავა გაიხსენებს სპორტული ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს.

Radiotavisupleba.ge 

დეზინფორმაციის ფრონტი ყარაბაღის ომში - რატომ გახდა ერთერთი სამიზნე საქართველო

მთიან ყარაბაღში და მის გარშემო საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საინფორმაციო ომიც მიმდინარეობს.

Radiotavisupleba.ge 

სერგეი ლავროვი - მხარეები შეთანხმდნენ "მთიან ყარაბაღში" ცეცხლის შეწყვეტაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, 10 ოქტომბერს, შუადღის 12:00 საათიდან უნდა ამოქმედდეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტასა და „არსებითი“ სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვაზე, რომლის მიზანია მთიან ყარაბაღში ბოლოდროიონდელი საომარი დაპირისპირების შეწყვეტა. სერგეი ლავროვმა ეს განცხადა 10 ოქტომბრის დადგომისას... Читать дальше...


Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге об открытии в Магадане школ для ИТ-специалистов

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о поддержке ИТ-сегмента отечественной экономики

Елена Шерипова: самые модные головные уборы на лето



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге об открытии в Магадане школ для ИТ-специалистов

вхожу в интернет и меня здесь нет геополитика

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете

Музыкальные новости

Грандиозный концерт закроет сезон в Бурятском театре оперы и балета

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 3 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Новости России

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете

Лучший HR-бренд – «Грузовичкоф»

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

НА ДЕТСКОМ ФЕСТИВАЛЕ ИСКУССТВ «НЕБО» СОСТОИТСЯ 5 ПРЕМЬЕР И ПОКАЖУТ НОВИНКИ ОТ ВЕДУЩИХ МОСКОВСКИХ ТЕАТРОВ

Экология в России и мире

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Спорт в России и мире

Лишь две теннисистки моложе Свёнтек выигрывали 16 матчей подряд на «Ролан Гаррос»

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Moscow.media

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

Жулан.

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *