Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2020

Новости за 24.10.2020

Radiotavisupleba.ge 

ერდოანმა მწვავედ გააკრიტიკა მაკრონი მუსლიმების მიმართ მისი პოზიციისთვის

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა შაბათს მწვავედ გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მუსლიმების მიმართ მისი პოზიციისთვის. ერდოანმა განაცხადა, რომ საჭიროა, მაკრონმა „თავის ფსიქიკას უმკურნალოს“. მაკრონსა და ერდოანს შორის აზრთა სხვადასხვაობაა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში სამართლებრივ საკითხებზე, მდგომარეობაზე ლიბანში, სირიაში და - უკანასკნელ ხანებში - მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. „რა შეიძლება ითქვას სახელმწიფოს მეთაურზე, რომელიც მილიონობით სხვადასხვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა. „მე ხმა მივეცი კაცს, რომლის გვარია ტრამპი,“ თქვა მან ფლორიდაში, უესტ-პალმ-ბიჩის საარჩევნო უბანში, რომელიც მისი კერძო კლუბის, მარ-ა-ლაგოს მახლობლად მდებარეობს. ადრე ტრამპი თავის მშობლიურ ნიუ-იორკში აძლევდა ხოლმე ხმას, მაგრამ შარშან მან საცხოვრებელი გამოიცვალა და ფლორიდაში გადავიდა. დღეის მონაცემებით, 55 მილიონამდე ამერიკელმა მისცა ხმა წინასწარ კენჭისყრაში, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო ამ პროცესში მონაწილეობა პრობლემური გახდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში COVID-19-ის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ იტყობინება ოკუპირებული ტერიტორიის ოპერატიული შტაბი. შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში COVID-19-ით დაავადებული 141 პაციენტი მკურნალობს. 27 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 59-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. მთლიანობაში აფხაზეთში კორონავირუსის 3 567 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 33 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 1355.

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილი: გამარჯვების შემდეგ არანაირი რევანში და ანგარიშსწორება არ უნდა იყოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ არავითარი რევანში და ანგარიშსწორება არ უნდა მოხდეს. „ივანიშვილი რვა წელია გვყოფს, ერთმანეთს გადაგვკიდა, ოჯახები გადაკიდა. ათასი ტყუილი, საზიზღობა, ჭორი გაავრცელა. ამიტომ ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ გამარჯვების შემდეგ არანაირი რევანში და ანგარიშსწორება არ უნდა იყოს. ჩვენ ეს იარები უნდა მოვიშუშოთ, გავამთელოთ, რაც გაყოფილია, ჩავეხუტოთ ერთმანეთს, დავივიწყოთ ძველი წყენა“, - განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალში რუსული სამხედრო-საველე ჰოსპიტლის მოწყობას ელოდებიან

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კოვიდვითარება სულ უფრო მძიმდება. ბოლო 24 საათში რეგიონში ინფიცირების სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა. დე ფაქტო რესპუბლიკაში  114 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო  “რესი“ ე. წ. მთავარ სანიტარიულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, მოკლულია ოთხი "ტერორისტი"

სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანის პოლიციის თქმით, სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია აკრძალული ორგანიზაციის წევრი ოთხი „ტერორისტი“. პროვინციის შინაგან საქმეთა მინისტრმა მირ ზია ლანგოვმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ წუხელ განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაჭრილია კონტრტერორიზმის დეპარტამენტის ორი პოლიციელი. ოპერაცია ბელუჯისტანის მასტუნგის ოლქში, დაშტის რეგიონში განხორციელდა. ლანგოვმა განაცხადა, რომ ოპერაცია ჩატარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ „სადაზვერვო ინფორმაცია“ მოიპოვა ერთ-ერთი მოკლული ეჭვმიტანილის შესახებ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას“ - ლეიბორისტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

რამდენიმე საათის წინ ხმაური იყო ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა გამართებს აქცია ლოზუნგით „არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას“. მათ სურდათ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა, რაზეც უარი მიიღეს, შემდეგ კი სამინისტროს წინ კარვის გაშლა სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ხმაურიც ამას მოჰყვა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ და ასე განაგრძეს პროტესტის გამოხატვა. ისინი მოითხოვენ სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას 1000-ლარიანი კომპენსაციით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შავდათუაშვილი და გიგანი ბუდაპეშტის გრან სლემზე, საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ბუდაპეშტში მიმდინარე გრან სლემის მეორე დღე ხანმოკლე აღმოჩნდა - დღეს ტატამზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე სპორტსმენები ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი გავიდნენ და ტურნირს ორივე პირველი შეხვედრის შემდეგ გამოეთიშა. ოლიმპიური (2012) და ევროპის (2013) ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ჭაბუკებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონთან, კოსოვოელ აკილ გიაკოვასთან დამარცხდა, უილეთო ბრძოლაში, სამი გაფრთხილებით. ახალგაზრდებში ევროპის 2012 წლის ფინალისტი ფრიდონ გიგანი ევროპის შარშანდელ ჩემპიონს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა რუსეთის ინსტიტუტს სანქციები დაუწესა კიბერთავდასხმასთან კავშირისთვის

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რუსეთის ქიმიისა და მექანიკის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. შეზღუდვები წესდება „ამერიკის მტრების მიმართ სანქციების მეშვეობით წინააღმდეგობის“ კანონის მიხედვით. სანქციების სიაში ინსტიტუტის შეტანას აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ასაბუთებს 2017 წელს ახლო აღმოსავლეთში ნავთობქიმიურ ქარხანაზე კიბერთავდასხმით, რომელთანაც, ვაშინგტონის თანახმად, რუსეთის ინსტიტუტს ჰქონდა კავშირი. აშშ-მა დაადგინა, რომ მოსკოვის ინსტიტუტს კავშირი ჰქონდა მავნე პროგრამა Triton-ის შექმნასთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა  დადასტურდა

სააგენტო Рес ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსზე ტესტი 198 ადამიანს ჩაუტარდა. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილზე ეპიდსიტუაცია რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ გაუარესდა. მათი მონაცემებით, 15 სექტემბრიდან დღემდე რეგიონში 391 ადამიანი დაინფიცირდა, 2 პაციენტი კი - გარდაიცვალა.

Radiotavisupleba.ge 

ეკატერინე ტიკარაძე: ამოწურვადი საექიმო რესურსია და არა საწოლები ან სასუნთქი აპარატები

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ პანდემიასთან დაკავშირებული წესების დაცვა განსაზღვრავს პანდემიის გავრცელების პიკსაც. „ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან ყველა ის წესი, რომელსაც ეპიდომიოლოგები გვირჩევენ. პირბადეეების ინტენსიური გამოყენება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, ჰიგიენა და სოციალური დისტანცირება. სწორედ ყოველივე ეს განსაზღვრავს შემდგომი პერიოდის რიცხვს, თუ რა იქნება გავრცელების პიკი“, - განაცხადა ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთის ცესკომ განაცხადა, რომ 10 იანვარს გაიმართება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ 10 იანვარს გაიმართება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. 24 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში კომისია წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღწეულ იქნა მის სხდომაზე ბიშკეკში. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, რომლის განმავლობაშიც დაემხო მთავრობა და გადადგა პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი. არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა გაყალბების ბრალდებები. მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი გახარია: სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, იქნება წერტილოვანი ღონისძიებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დაწყებულია როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის პაკეტზე მუშაობა. თუმცა, მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება მიზნობრიობას და ამ მხრივ ყველაზე მეტად ყურადღება გამახვილდება პანდემიისას ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ, სტუმარმასპინძლობის სექტორზე. გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ გეგმავს სისტემურ „ლოკდაუნს“ და საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებს დააწესებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რესტორატორთა ასოციაცია: სამუშაო, შეიძლება, დაკარგოს 300 000-მა ადამიანმა

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ, 24 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დაახლოებით 300 000 ადამიანს ერთიანად ემუქრება სამუშაო ადგილების დაკარგვა, რადგან პანდემიამ სამასპინძლო ბიზნესს ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა. „ჩვენ ვთხოვეთ პრემიერს, რომ აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა ბიზნესის დახმარების კუთხით. იქნება ეს ბანკებთან ურთიერთობა თუ საგადასახადო წნეხი. ჩვენს სფეროში არაერთი პროფესიონალური ადამიანი მუშაობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თემურ ხვიბლიანი: დავით ხვიბლიანი ბანკში ხელფასის ასაღებად მივიდა, სიცრუეა, თითქოს ის ყალბი მძევალია

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა, თემურ ხვიბლიანმა „გადაუმოწმებელი და ცრუ უწოდა“ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მის ნათესავს, ასევე სამხედროს, დავით ხვიბლიანს, „საქართველოს ბანკში“ მომხდარი თავდასხმის დროს მძევლად აყვანილ ერთ-ერთ პირს, თავდამსხმელთან ჰქონდა კავშირი. თემურ ხვიბლიანი დავით ხვიბლიანზე ამბობს, რომ 21 ოქტომბერს, თავდასხმის დღეს, ის ბანკში შემთხვევით აღმოჩნდა და იქ ხელფასის ასაღებად იყო მისული. „მიიღო შეტყობინება ხელფასის ჩარიცხვის თაობაზე, ადგა, ჩავიდა ბანკში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

BBC: აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომეხი ტყვეების დახვრეტის ამსახველი ვიდეოკადრები ნამდვილია

აზერბაიჯანელი სამხედროები ეჭვმიტანილი არიან სამხედრო დანაშაულში ჰადრუთში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. უკანასკნელ დღეებში სოცქსელებში გავრცელდა ორი სომეხი სამხედრო მოსამსახურის დახვრეტის ვიდეო ადამიანების მიერ, რომლებიც სავარაუდოდ აზერბაიჯანის არმიასთან არიან დაკავშირებული. BBC და ბრიტანული საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat-ი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იძიებდნენ ამ გარემოებებს და, მათი თქმით, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვიდეოკადრები ნამდვილია. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ვიდეო გაყალბებულია. სამხრეთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ კახიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა და ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში მკურნალობს. „თავს ვირუსის კვალობაზე ნორმალურად ვგრძნობთ. სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია სიმპტომები. ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს“, - წერს ოთარ კახიძე. „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი ასევე ამბობს, რომ მისი პარტია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას COVID-19 დაუდასტურდა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ მისი COVID-19-ის ტესტის შედეგი პოზიტიურია. დუდას პრესსპიკერმა ბლაჟეი სპიხალმა 24 ოქტომბერს ტვიტერში დაწერა, რომ 48 წლის პრეზიდენტმა 23 ოქტომბერს გაიკეტა ტესტი და შედეგი პოზიტიური აღმოჩნდა. მისი თქმით, პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაში იმყოფება.   დუდას დიაგნოზის ფონია პოლონეთში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების მკვეთრი ზრდა. გაზაფხულზე ქვეყანაში შედარებით დაბალი იყო ინფიცირებულთა რაოდენობა. მაგრამ ამჟამად გაუარესებული ვითარების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლატალის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო

სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ადგილობრივ ცოცხალ ძალას გვიან ღამით დაემატნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმერეთიდან და თბილისიდან. ამ დროისთვის, ადგილზე უკვე მობილიზებულია 150 მეხანძრე-მაშველი სპეციალური ინდივიდუალური აღჭურვილობით. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალბარდს და ბუჩქნარს უკიდია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დაინფიცირების შემთხვევების თითქმის 90% მსუბუქია

„საბედნიეროდ, შემთხვევების თითქმის 90% არის მსუბუქი, რომელიც მოითხოვს სახლის პირობებში მართვას. რა თქმა უნდა, სასურველია იზოლირებულად, რომ ოჯახის წევრებს არ გადავდოთ, თუ ამის საშუალება არის, თუ არ არის ამის საშუალება, მაშინ სახელმწიფო სთავაზობს ადამიანებს, რომ ისინი გადავიდნენ ე.წ. „კოვიდსასტუმროებში“ და იქ იმართონ უკვე ოჯახისგან იზოლირებულად, რათა არ გავრცელდეს“, - აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან  გამყრელიძე. ის განმარტავს, რომ ჯერჯერობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე გარე სივრცეებშიც

„გარეთ, თავშეყრის ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად, რიგებში, გაჩერებებზე და ა.შ., პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის მკაცრად რეკომენდირებული მთავრობის მხრიდან“, - განაცხადა 24 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა პრემიერ-მინისტრთან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის შემდეგ. „საქართველოში ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების ზრდა, ისევე, როგორც მსოფლიოში და ეს ზრდა გაგრძელდება. გუშინ მკაცრი რეკომენდაცია გავეცით საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამირან გამყრელიძე: ეპიდემია უკან არ დაიხევს, თუ დადგენილ წესებს არ დავემორჩილებით

„უმორჩილესად გთხოვთ, დავემორჩილოთ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს, იმიტომ რომ სხვანაირად პანდემია უკან არ იხევს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პანდემია კიდევ დიდხანს იქნება და მოქალაქეებს მოუწევთ მასთან ერთად ცხოვრება, შესაბამისი რეგულაციების დაცვით. „მსოფლიოში უკვე გადააჭარბა 42 მილიონ ინფიცირებულს და დღევანდელი დილით იყო ანტირეკორდი - 490 000 ახალი შემთხვევა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაატა იმნაძე ამბობს, რომ ვირუსის გავრცელება 70%-ით შემცირდება, თუ ყველა ატარებს პირბადეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ თუ მოქალაქეების 90%-ზე მეტი პირბადით იქნება იქ, სადაც საჭიროა, ვირუსის გავრცელება შემცირდება 70%-ით. „თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ბევრი შემთხვევა იქნება ქვეყანაში - პირბადე რჩება დაცვის საუკეთესო საშუალებად და მინდა ყველას მოვუწოდო, თუ ჩვენ გვეკეთება პირბადე, ის პროგნოზები, რაც ჩვენ გვაქვს და არ არის დამამშვიდებელი პროგნოზები, პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის შემთხვევაში მცირდება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე ახალი კადრები გავრცელდა

„მთავარი არხმა“ გაავრცელა ვიდეო, რომელიც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი თავდასხმის დღესაა გადაღებული და რომელშიც ჩანს, თუ როგორ გადასცემს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა შეიარაღებულ პირს თანხას. ვიდეოში ისმის მათი დიალოგიც. „შემოიტანე ფული აქ. დავდო? აჰა, ძმაო. ამოვიღო? ამოიღე. ერთი, ორი, სამი, ოთხი და ხუთი. გთხოვ, ცოდვას ნუ დაიდებ ჩემი შვილებისას“, - ისმის ვიდეოში და კადრებშიც ჩანს, როგორ შემოაქვს პირს ჩანთა. შეიარაღებული თავდამსხმელი კი მას თავზე ადგას. „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ვინაობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სპორტული მიმოხილვა: ძიუდოც მოვიდა

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ძიუდოისტთა პირველი ასპარეზობის - „უნგრეთის დიდი მუზარადის“ შესახებ რადიომსმენელებს ბუდაბეშტიდან უამბობს სპორტული ჟურნალისტი გიორგი ჭანიშვილი; გავიხსენებთ სპორტულ ჟურნალისტს გარუნ აკოპოვს; „ქუთაისის“ საკალათბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში ლაპარაკობს ახლახან დაწყებული საქართველოს ჩემპიონატის სიახლეებზე.


вхожу в интернет и меня здесь нет геополитика

Дизайнер Наталья Душегрея выпустила капсульные коллекции Весна-Лето 2024

ЗАКОН и ПОРЯДОК

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Загородный банкет: разбираем тонкости, смотрим на лучшее

Процентов — максимум: «Выберу.ру» подготовил рейтинг лучших вкладов на полгода в мае 2024 года

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Дизайнер Наталья Душегрея выпустила капсульные коллекции Весна-Лето 2024

Музыкальные новости

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток

Загородный банкет: разбираем тонкости, смотрим на лучшее

Почта России помогла ребёнку из Ижевска, подопечному благотворительного фонда, встретиться с футболистами ЦСКА

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

Новости России

вхожу в интернет и меня здесь нет геополитика

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Елена Шерипова: самые модные головные уборы на лето

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о суверенной финансовой системе в России

Экология в России и мире

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Eleganzza весна-лето 2024

Спорт в России и мире

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Лишь две теннисистки моложе Свёнтек выигрывали 16 матчей подряд на «Ролан Гаррос»

Moscow.media

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

ТСД SAOTRON RT-T50: высокопроизводительный терминал сбора данных промышленного класса

Жулан.







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *