Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2020

Новости за 25.10.2020

Radiotavisupleba.ge 

26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყება

ბელარუსის ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს საყოველთაო გაფიცვა დაიწყება. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მთავრობამ კვირას გამაყრუებელი ჭურვებითა და რეზინის ტყვიებით უპასუხა საპროტესტო აქციებს. ციხანოუსკაიამ ადრე „სახალხო ულტიმატუმი“ წაუყენა ლუკაშენკას და მას 25 ოქტომბრის საღამომდე მისცა გადადგომის ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაიმუქრა, რომ ქვეყნის მასშტაბით გაფიცვას გამოაცხადებდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გელა ზაალიშვილი და ლევან მატიაშვილი გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუდაპეშტის გრან სლემზე გამოსვლა ორი მედლით დაასრულა. სამდღიანი პრესტიჟული ტურნირის ბოლო დღეს - 25 ოქტომბერს, მამაკაცთა შორის, +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გელა ზაალიშვილმა და ლევან მატიაშვილმა მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. ძირითად ბადეში ორივე ქართველი მძიმეწონოსანი მეოთხედფინალამდე მივიდა. იქ კი ორივე რუს მეტოქესთან დამარცხდა. ზაალიშვილი ინალ ტასოევთან, ხოლო მატიაშვილი - ტამერლან ბაშაევთან. „ბრინჯაოს ფინალში“ გელა ზაალიშვილმა ჰოლანდიელ იურ სპიკერსს აჯობა, ლევან მატიაშვილმა - ებრაელ ორ სასონს.

Radiotavisupleba.ge 

არჩევნები საქართველოში (ნაწილი IV)

„ანარეკლებში“ ვსაუბრობთ 2012 წლის და 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე და საპარლამენტო ცხოვრებაზე. არჩევნები სამართლიანობის აღდგენისთვის და არჩევნები კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებით. დღეები და წლები, როცა „შუა გაიკრიფა”, როცა ბოროტისა და კეთილის ბრძოლა განხორციელებულ და განუხორციელებელ ქართულ ოცნებაში გადაიზარდა.

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 ოქტომბერს

შსს: „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში მონაწილე პირის ვინაობა ცნობილია შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია და პირი იდენტიფიცირებულია. მიუხედავად ამისა უწყება მედიასა და საზოგადოებას მოუწოდებს თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ ის, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს. გუშინ ზუგდიდში იმყოფებოდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ აქციებზე

100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ დიდი რაოდენობით პოლიციელები და სამხედრო ძალები გამოიყვანა ქუჩებში. დღეს სრულდება ოპოზიციის მიერ ლუკაშენკასთვის მიცემული ვადა გადადგომისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ლუკაშენკას მოწინააღმდეგეები ქვეყნის მასშტაბით გაფიცვებით იმუქრებიან. საპროტესტო გამოსვლები ზედიზედ მე-11 კვირა დღეს ტარდება მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ორი ქართველი ძიუდოისტი ბუდაპეშტის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს გელა ზაალიშვილსა და ლევან მატიაშვილს ბუდაპეშტში მიმდინარე გრან სლემზე საპრიზო სამეულს თითო შეხვედრის მოგება აშორებთ. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველები ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ, რუს მეტოქეებთან წაგებით. ბრინჯაოს მედლისთვის მატიაშვილი ებრაელ ორ სასონს დაუპირისპირდება, ზაალიშვილის მეტოქე კი ჰოლანდიელი იურ სპიკერსი იქნება. დღესვე, უნგრულ ტატამზე საქართველოს ნაკრების წევრი ავთანდილ ჭრიკიშვილიც გავიდა. 90 კილოგრამ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში COVID-19-ის დადასტურებულმა შემთხვევებმა 1,5 მილიონს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 1,5 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ტასი იტყობინება COVID-19-თან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 16500-ზე მეტი იყო, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1513877 არის. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მატება 1,1%-ს შეადგენდა. ქვეყანაში მკურნალობას განაგრძობს COVID-19-ით ინფიცირებული 350 ათასამდე პაციენტი. კორონავირუსთან დაკავშირებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თავდაცვის სამინისტრო: დავით ხვიბლიანი ცილისწამებისთვის სასამართლოს მიმართავს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და მისი ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასხმისას მძევლად აყვანილი დავით ხვიბლიანის მიმართ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მხრიდან ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება, რის გამოც, სამხედრო პირი გეგმავს მიმართოს სასამართლოს: „საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე ამ დროისთვის იმყოფება მუშაობის დისტანციურ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გარდაბანში დაკარგული 23 წლის ქალი იპოვეს

ორი დღის წინ, გარდაბანში გაუჩინარებული 23 წლის ქალი ნაპოვნია. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ. სად იმყოფებოდა ქალი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ და სხვა დეტალებს უწყებაში არ აკონკრეტებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქალი სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ იპოვეს. ოჯახის წევრები და ახლობლები 23 წლის ქალს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. 25 ოქტომბერს მათ გარდაბანში საავტომობილო გზაც გადაკეტეს და სამართალდამცავებს დროული რეაგირებისაკენ მოუწოდეს. ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოები საპროტესტო აქციების მონაწილეებს აპატიმრებენ

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა და სხვა სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს საპროტესტო აქციების დარბევა ლიდაში, ბრესტსა და გროდნოში. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მინსკში საპროტესტო აქციის დაწყებამდე დაიწყეს ხალხის დაკავება. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა გაფრთხილება არასანქცირებულ დემონსტრაციებში მოქალაქეთა მონაწილეობის დაუშვებლობის შესახებ. დღეისთვის ბელარუსში დანიშნულია საპროტესტო აქციები, რომლებიც ოპოზიციის აქტივისტებმა გამოაცხადეს ე.წ. სახალხო ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის უშიშროების ძალებმა მოკლეს „ალ-ყაიდის“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ მუჰსინ ალ-მასრი

ავღანეთის უშიშროების ძალებმა მოკლეს აბუ მუჰსინ ალ-მასრი, „ალ-ყაიდის“ ხელმძღვანელთაგან ერთ-ერთი წამყვანი პირი, რომელზეც ასევე შეერთებულ შტატებსაც ჰქონდა გამოცხადებული ძებნა. ავღანეთის უშიშროების ეროვნულმა დირექტორატმა გამოაცხადა, რომ ალ-მასრი, რომელიც „ალ-ყაიდის“ იერარქიაში მეორე ნომრად მიიჩნეოდა, სპეცსამსახურების მიერაა მოკლული ღაზნის პროვინციაში. უწყებას არ დაუზუსტებია ოპერაციის დეტალები და დრო. ეგვიპტური წარმომავლობის ალ-მასრი „ალ-ყაიდის“ ლიდერი იყო ინდოეთის სუბკონინენტზე და ის ტერორისტულ ორგანიზაციაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4500-მდე თანამშრომელი ემსახურება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, მოქალაქეთა პირველ სამედიცინო დახმარებაზე საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4500-მდე თანამშრომელი ზრუნავს, რომლებიც 78 ბაზაზე არიან განთავსებული. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, პრიორიტეტულ (გადაუდებელ) შემთხვევებზე რეაგირების საშუალო დრო 24 წუთია. მისივე თქმით, პერსონალის COVID19-ით ინფიცირების წინააღმდეგ უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხოშტარია: ეჭვია, რომ ცესკო გადასატანი ყუთის სიებში ხელისუფლების მომხრეებს არეგისტრირებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, ხელისუფლებასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, კლინიკებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგისტრაციის ვადა 30 ოქტომბრამდე გააგრძელოს. მისი თქმით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ არჩევნებზე ხმის მისაცემად მხოლოდ იმ ადამიანებს დაარეგისტრირებენ, ვინც ხელისუფლებას აძლევს ხელს. "გუშინ დაიწყო ეს პროცესი და პირველივე დღეს ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას, რომ მისცენ ხმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გარდაბანში ორი შვილის დედას, 23 წლის ქალს ეძებენ

ოჯახის წევრები და ახლობლები გარდაბანში, 23 წლის ქალს ორი დღეა ეძებენ. 25 ოქტომბერს ქალის ახლობლებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი დახმარებას პოლიციას სთხოვენ, თუმცა, როგორც ქალის მშობლები ამბობენ, პოლიციამ მათ განუმარტა, რომ სანამ გაუჩინარებიდან 72 საათი არ გავა, სამძებრო სამუშაოები ვერ დაიწყება. გაუჩინარებული ქალის მშობლების თქმით, მათი შვილი ორი დღის წინ, ღამით, სახლიდან დაიკარგა. ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. დაწყებულია თუ არა გამოძიება ქალის გაუჩინარების საქმეზე და ჩართულები არიან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იწურება ოპოზიციის მიერ ლუკაშენკასთვის გადადგომის თაობაზე მიცემული ვადა

ბელარუსში ქვეყნის ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ დემონსტრაციებს მოელიან 25 ოქტომბერს, როცა იწურება მისი გადადგომის თაობაზე ოპოზიციის დათქმული ვადა. ოპოზიციის თქმით, ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ლუკაშენკას ქვეყნის მასშტაბით გაფიცვა ემუქრება. ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა წინასწარ გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ ხალხი არ დაესწროს არასანქცირებულ დემონსტრაციებს. ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოების მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება

უკრაინაში ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოების არჩევნები ტარდება. ჩვეულებრივ ამ დონის არჩევნები დიდ ყურადღებას არ იპყრობს ხოლმე, ვინაიდან ქვეყანაში მოქმედებს საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიღებული მმართველობის ვერტიკალური სისტემა. მაგრამ ამჟამინდელ არჩევნებს ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ვარაუდობენ, რომ ის აჩვენებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ როლის საგრძნობ შემცირებას. პარტია ძირითადად ფართო პოპულიზმით უფროა ცნობილი, ვიდრე მკაფიო იდეოლოგიური პლატფორმით. ზოგიერთი პროგნოზით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს: „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში მონაწილე პირის ვინაობა ცნობილია

შსს განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია და პირი იდენტიფიცირებულია. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარი "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენტიფიცირებულია“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შს მინისტრი ზუგდიდში ჩავიდა

საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა. გომელაური და მისი მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე, ამ წუთებში, ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფებიან. მინისტრს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა დახვდა. შეხვედრა, სავარაუდოდ, რადენიმე დღის წინ "საქართველოს ბანკზე" განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება. პოლიციის შენობაში შესვლისას შს მინისტრს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, ამ დრომდე უცნობია ვინაობა და ადგილსამყოფელი შეიარაღებული პირისა, რომელმაც ზუგდიდში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისის N59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს COVID-19 დაუდასტურდა

ქუთაისის N59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს COVID-19 დაუდასტურდა. პაციენტი მკურნალობის კურსს ინფექციური პათოლოგიების კლინიკა "ლჯ და კომპანიში" გადის. მისი მდგომარეობა საშუალო სირთულისაა. ვირუსი დაუდასტურდა ასევე საარჩევნო კომისიის კიდევ ერთ წევრს, რომელიც ბინაზე მკურნალობს. ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიის მდივანი, ლარინა ლალიაშვილი ამბობს, რომ ადგილზე ყველა ზომაა მიღებული წინასაარჩევნო სამუშაოების ჩასატარებლად. მისივე თქმით, არჩევნების დღეს, კომისია ყველა წესის დაცვით იმუშავებს და იმედოვნებენ, რომ პრობლემები არ შეიქმნება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19-ის 1928 შემთხვევიდან 788 თბილისში გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 1 928 შემთხვევა, რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი - 788 აჭარა - 551 იმერეთი - 245 ქვემო ქართლი - 87 შიდა ქართლი - 33 გურია - 35 სამეგრელო და ზემო სვანეთი - 93 კახეთი - 42 მცხეთა-მთიანეთი - 20 სამცხე-ჯავახეთი - 27 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7 25 ოქტომბრის მონაცემებით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 106 ინფიცირებული იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 429-ს შეადგენს.

Radiotavisupleba.ge 

200-ს გადააჭარბა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ

საქართველოშ, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა და აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 201-მდე გაიზარდა. გარდაცვალების ყველაზე მეტი დღიური მაჩვენებელი საქართველოში 20 ოქტომბერს დაფიქსირდა. ამ დღეს COVID19-ით გამოწვეული გართულებებით 15 ადამიანი გარდაიცვალა. 25 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1928 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში გამოვლინდა Covid 19-ით დაინფიცირების 1928 ახალი შემთხვევა

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1928 შემთხვევა - წინა დღესთან შედარებით 13-ით ნაკლები ახალი შემთხვევა. შემთხვევების დინამიკა ოქტომბერში ასე იცვლებოდა: 1 ოქტომბერი - 448; 2 ოქტომბერი - 453; 3 ოქტომბერი - 471; 4 ოქტომბერი - 554; 5 ოქტომბერი - 578; 6 ოქტომბერი - 549; 7 ოქტომბერი - 508; 8 ოქტომბერი - 472; 9 ოქტომბერი - 527; 10 ოქტომბერი - 519; 11 ოქტომბერი - 523; 12 ოქტომბერი - 478; 13 ოქტომბერი - 569; 14 ოქტომბერი - 680; 15 ოქტომბერი - 919; 16... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თენგიზ ცერცვაძე: ვინც ამბობს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, ეს ტყუილია 

„მინდა ყველა იმ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს პრინციპით - „რაც უარესი, მით უკეთესი“, ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილობა კატასტროფულად იზრდება და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, მკაფიოდ და გასაგებად ვუთხრა, რომ ეს ტყუილია", - ამბობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომლის ვრცელ წერილს ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს. მისი თქმით, COVID-პაციენტების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

NCDC: ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. „ბოლო პერიოდში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის სახელით, ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს, რომელიც რეკომენდებულია COVID-19-ით (კორონათი) დაინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის. გვინდა გაცნობოთ, რომ... Читать дальше...


"Контракт" на выступление Канье Уэста в Москве назвали фейком

В Йошкар-Оле росгвардейцы поздравили подшефных кадет с завершением учебного года

Эстония хочет поставить Россию на колени, пропажа пограничных буйков и как Нарва оказалась в Эстонии

Готовность дошкольного отделения на улице Строителей в Реутове достигла 40%



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Спасатели вернули домой пропавшего пенсионера с деменцией в Егорьевске

Новые дорожные знаки появились на улицах Королева

Новые налоги для бизнеса новосибирский эксперт ждет в 2025 году

Полиция задержала мужчину, напавшего с ножом на женщину в храме в подмосковном Сергиевом Посаде

Музыкальные новости

Ctrl2GO Solutions и РусГидро подписали соглашение о сотрудничестве

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 3 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Путин поручил утвердить проект «Пять морей и озеро Байкал»

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток

Новости России

Mash: в Москве полицейские и приставы остановили работу центра "Китай-город"

Многодетная мама приобрела квартиру в Подмосковье по жилищной программе

Технологию сухого холодца разработали в Балашихе для участников СВО

В школе искусств Люберец состоялся фестиваль «Творчество педагогов — детям»

Экология в России и мире

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

Спорт в России и мире

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата

ТСД промышленного класса Saotron RT-T60







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *