Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2020

Новости за 13.10.2020

Radiotavisupleba.ge 

სიკვდილი და მოტყუება: სანქტ-პეტერბურგში COVID-19-ით გარდაცვლილი მედდის ოჯახს არ უხდიან კომპენსაციას

მედდის თანაშემწე მარია ტიშკო COVID-19-ით დაავადდა სანქტ პეტერბურგის საავადმყოფოში მუშაობისას. როცა ის გარდაიცვალა, საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ კომპენსაციის გადახდაზე უარი უთხრა მის ოჯახს.

Radiotavisupleba.ge 

ხიდაშელი ჰყვება რომ ივანიშვილმა დაურეკა და დახმარება სთხოვა დავით გარეჯის საკითხზე  

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომლის მიერ საქართველოს ოფიციალური უწყებებისთვის გადაცემული მასალები საფუძვლად დაედო პროკურატურაში „კარტოგრაფების საქმის“ გამოძიებას, „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ილაპარაკა, როგორ მოიძია ბიძინა ივანიშვილის თხოვნის შემდეგ. ხიდაშელი იხსენებს 2017 წელს, როდესაც გაიცნო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ის საკუთარი ინიციატივით შეხვდა ივანიშვილს და გააცნო საქართველოში რა გეგმები ჰქონდა. მას შემდეგ, როგორც ბიზნესმენი ამბობს, ყოფილ პრემიერს იშვიათად ჰქონდა ურთიერთობა. დავით ხიდაშელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„კარტოგრაფების საქმეზე“ გამოკითხვები გრძელდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 ოქტომბერს

„კარტოგრაფების საქმეზე“ ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხეს „კარტოგრაფების საქმის“ ფარგლებში გუშინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხეს. გამოკითხვის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. ნოღაიდელი ვარაუდობს, რომ მისი საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზეზი 2005 წელს დავით გარეჯის კომპლექსის შესახებ აზერბაიჯანელი კოლეგისთვის მიწერილი წერილი იყო. „ჩემი სურვილია, რომ ჩემდაუნებურად არ გავხდე დღევანდელი საარჩევნო და პოლიტიკური პროცესის მონაწილე. რამდენადაც შევძლებ, თავს ავარიდებ პოლიტიკურ ან პარტიულ კომენტარებს“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სერგეი ლავროვი არ გამორიცხავს დიალოგის შეწყვეტას ევროკავშირის ლიდერებთან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ გამორიცხა დიალოგის შეწყვეტა მოსკოვსა და ევროკავშირის ლიდერებს შორის. ლავროვმა ამის შესახებ განაცხადა 13 ოქტომბერს, სადისკუსიო ფორუმ „ვალდაიზე“ სიტყვით გამოსვლის დროს. „იმ ადამიანებთან, ვინც დასავლეთის საგარეო პოლიტიკაზე არიან პასუხისმგებელი და არ ესმით ურთიერთპატივსაცემი დიალოგის აუცილებლობა, ალბათ, ჩვენ გარკვეული დროით უბრალოდ უნდა შევწყვიტოთ ურთიერთობა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ევროკავშირის პოზიციის კომენტირებისას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„გაზეთ ბათუმელებს" სოლიდარობა გამოუცხადეს

ბათუმში ევროპის მოედანზე შეკრებილმა ჟურნალისტებმა, აქტივისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს „გაზეთ ბათუმელებს". აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან ჟურნალისტის გინების ფაქტი. ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ „ბათუმელების" ჟურნალისტს აგინა. ამის შესახებ 12 ოქტომბერს გახდა ცნობილი. „ბათუმელების“ განცხადებით, მერი გააღიზიანა შეკითხვამ, რომელიც ეხებოდა საარჩევნო პროცესში მერიის კუთვნილი მანქანის გამოყენებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა - მეცხრე ტურში საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა აზერბაიჯანის ასევე ახალგაზრდულ ნაკრებს გორში უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით მოუგო. სამი ქულის მომტანი გოლი გიორგი გულიაშვილმა გაიტანა, მატჩის 42-ე წუთზე. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში, ცხრა თამაშიდან ოთხი მოიგო, ხუთი კი წააგო და თორმეტი ქულით, ექვსგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. ცხრა ქულა და ერთი თამაშით ნაკლები აქვს სლოვაკეთს, რომელიც საქართველოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რას უპირებს რუსეთის საპატრიარქო გარეჯს, გურჯაანს, ბოდბეს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული ხმაურიანი პროცესებისა და ქვეყნის საქმეებში რუსეთის ჩარევის საფრთხეების ფონზე თეოლოგები და ისტორიკოსები რუსეთის ეკლესიის ბაქოს ეპარქიის ზრახვებს იხსენებენ. რუსეთის ეკლესიის მიერ ქრისტიანი ალბანელების მემკვიდრეობად არის გამოცხადებული დავით გარეჯი, გურჯაანი თუ ბოდბე. ექსპერტებისთვის თვალნათელია, რომ მოსკოვი ნოყიერად კვებავს მითებს და მეზობლებს შორის განხეთქილებასაც ელოდება. რა პოზიცია აქვს ამ შემთხვევაში ქართულ მხარეს? რა პოზიცია აქვს საქართველოს საპატრიარქოს? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ქუთაისში „ლელო“-ს წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

„ლელო - საქართველოსთვის“   ქუთაისის მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ქუთაისში მისი შტაბის აქტიურ წევრს პაატა კიკაბიძეს   ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცვლიშვილის ინფორმაციით, შემთხვევა ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. „ლელოს“ წარმომადგენელს პარტიის სააგიტაციო მასალების გამო თავდამსხმელებმა მიაყენეს ფიზიკური და  სიტყვიერი შეურაცხყოფა  და კასტეტი ჩაარტყეს. ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი  მომხდარს „ლელოს“ რეიტინგის ზრდას უკავშირებს. „ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული, ჯგუფური დანაშაული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანატოლი ბიბილოვის პრესმდივანს დაუდასტურდა COVID - 19 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის პრესმდივანს დინა გასიევას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. გასიევას თქმით, ე.წ. პრეზიდენტმა კორნავირუსზე PCR-ტესტი გაიკეთა და მისი პასუხი უარყოფითია. ბიბილოვის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის იგორ კოზაევის ინფორმაციით, თანამშრომლების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. შენობაში შემსვლელთა რაოდენობა შეიზღუდა, გამკაცრდა პირბადის ტარების რეჟიმი. ოკუპირებულ რეგიონში პანდემიის პერიოდში, მთლიანად, კორონავირუსის 139 შემთხვევა გამოვლინდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იოსებ სტალინს ძეგლს დაუდგამენ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სოფელში

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში უახლოეს ხანში ძეგლს დაუდგამენ საბჭოთა დიქტატორ, იოსებ სტალინს. „ეხო კავკაზას“ ცნობით, ინიციატივა ეკუთვნის თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატ, ძამბოლათ თედეევს, რომელსაც სურს სტალინის ძეგლი დაიდგას მის მშობლიურ სოფელ წორბისში. მანვე დააფინანსა ამ სოფლის მოედნის მშენებლობა, რომელსაც სტალინის სახელს უწოდებენ. ძეგლი დამზადდა ჩრდილოეთ ოსეთში მოღვაწე მოქანდაკის, იბრაგიმ ხაევის, სახელოსნოში. „თავდაპირველად ძეგლი, როგორც იტყვიან, ჩემთვის ავაგე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა

პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ COVID-19-ით დაინფიცირდა. ტესტის დადებითი პასუხის შესახებ ინფორმაცია A BOLA-მ გაავრცელა. პორტუგალიური გამოცემის ცნობით, ფეხბურთელს არანაირი სიმპტომი არ გააჩნია, მაგრამ უკვე გადავიდა თვითიზოლაციაში. კრიშტიანუმ ბოლო თამაში 11 ოქტომბერს ჩაატარა, როდესაც პორტუგალიის ნაკრებთან ერთად საფრანგეთს დაუპირისპირდა. ფეხბურთელებს ტესტირება მატჩის შემდეგ ჩაუტარდათ და დადებითი პასუხი მხოლოდ ერთმა ტესტმა აჩვენა. 14 ოქტომბერს, პორტუგალია შვედეთთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნოღაიდელის ცნობით, 2005-ში მკაფიოდ ითქვა, დავით გარეჯის სამი სალოცავი აზერბაიჯანს რჩებოდა

„კარტოგრაფების საქმის“ ფარგლებში გამოკითხვის შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა გამოკითხვის შესახებ. „ჩემი გამოკითხვის იურიდიულ კავშირს ვერ ვხვდები ექსპერტების დაკავებასთან, იმიტომ, რომ მე იმ ხალხს [ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას] არ ვიცნობ, არც არასდროს შევხვედრივარ და არც ამ საქმიანობის დეტალებს არ ვიცნობ. მე როგორც ვხვდები, ჩემი გამოკითხვა, სწორედ, ამ ჩემი წერილის ირგვლივ იყო“, - ამბობს ნოღაიდელი. მან 2005 წელს დავით გარეჯის კომპლექსის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დავით ხიდაშელი: ჩემს ქვეყანას მტკიცებულებები დავუბრუნე, რომელიც დაეხმარება აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს

კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ მის მიმართ ცლისიმწამებლური და შეურაცხმყოფელი ბრალდებები ვრცელდება და ამის საპასუხოდ ის განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც მან რადიო თავისუფლებას მიაწოდა კარტოგრაფიული მასალის საგამოძიებო უწყებებისთვის მიწოდების დეტალებზე საუბრობს: "აღნიშნული კარტოგრაფილი მასალა რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამომიტანია. მე ჩემს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მათ შორის იმათაც, ვინც თავს მესხმის, ის მტკიცებულებები დავუბრუნე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთის პრეზიდენტმა მხარი არ დაუჭირა ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა, მხარი არ დაუჭირა მღელვარების ფონზე პარლამენტის საგანგებო სხდომაზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცებულ სადირ ჟაპაროვის კანდიდატურას და შესაბამისი დადგენილება უკან დაუბრუნა საკანონმდებლო ორგანოს. ყირგიზეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 10 ოქტომბრის სხდომაზე, რომელზეც მთავრობის ახალი შემადგენლობის საკითხი განიხილებოდა, არ იყო კვორუმი. ამის შესახებ მეორე დრეს განაცხადეს როგორც პრეზიდენტის მომხრე დეპუტატებმა, ასევე ოპოზციის წარმომადგენელმა კანონმდებლებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტიკარაძე: ჩვენ ვიმყოფებით უღელტეხილზე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში შეაფასა, რა ეტაპზეა საქართველოში კორონავირუსის გავრცელება. „ჩვენ ვიმყოფებით უღელტეხილზე", - თქვა ტიკარაძემ.  მაისში ჯანდაცვის მინისტრი ამბობდა: „ჩვენ არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე. თუმცა ეს არის ტერმინი, რომელსაც ჩვენც ვიყენებთ ეპიდსიტუაციის აღწერისთვის. რეალურად, ჩვენ რომ დავაკვირდეთ იმ მონაცემებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვაქვს ტეხილი". იმდროისთვის საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევა იყო დადასტურებული და 9 ადამიანი - გარდაცვლილი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანდრიუს კუბილიუსი „კარტოგრაფების საქმეს“ ეხმაურება

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „კარტოგრაფების საქმეს“ ტვიტერზე გამოეხმაურა. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეთა დაკავებით რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს. „საქართველოს ხელისუფლებამ ორი საჯარო მოხელე დააკავა "აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის". შენიშვნა - ეს მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. "ქართული ოცნება" რეალური პრობლემებისგან - პანდემიაზე რეაგირების და შეჩერებული ეკონომიკისგან, ყურადღების გადასატანად, პოლიტიკურ ოპოზიციას ადანაშაულებს“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება   

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. დე ფაქტო პარლამენტის წევრები, უკვე თვეზე მეტია, ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან და საპარლამენტო სესიებში მონაწილეობას არ იღებენ.

Radiotavisupleba.ge 

„ომში გამარჯვება შეუძლებელია“ - თომას დე ვაალი, კარნეგის ევროპის ფონდის მთავარი ანალიტიკოსი

რადიო თავისუფლების სომხურმა სამსახურმა ინტერვიუ ჩამოართვა თომას დე ვაალს, კავკასიის ერთ-ერთ წამყვან ექსპერტს, მთიანი ყარაბაღისთვის ახლანდელი საომარი დაპირისპირების გარშემო. გთავაზობთ ინტერვიუს მცირედ შემოკლებულ ვერსიას. გლობალური ფაქტორები, რამაც ამ ომამდე მიგვიყვანა „რამ არ იმუშავა? ზოგიერთი გლობალური ფაქტორია გასათვალისწინებელი. მათგან ერთი-ერთი რეგიონის მიმართ ინტერესის შემცირებაა აშშ-ის მხრიდან, რომელიც იქ ძლიერი მოთამაშე იყო. ტრამპის ადმინისტრაციამ მართლაც არ მიაქცია საკმარისი ყურადღება ამ კონფლიქტს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ომში გამარჯვება შეუძლებელია“ - ტომას დე ვაალი, კარნეგის ევროპის ფონდის მთავარი ანალიტიკოსი

რადიო თავისუფლების სომხურმა სამსახურმა ინტერვიუ ჩამოართვა ტომას დე ვაალს, კავკასიის ერთ-ერთ წამყვან ექსპერტს, მთიანი ყარაბაღისთვის ახლანდელი საომარი დაპირისპირების გარშემო. გთავაზობთ ინტერვიუს მცირედ შემოკლებულ ვერსიას. გლობალური ფაქტორები, რამაც ამ ომამდე მიგვიყვანა „რამ არ იმუშავა? ზოგიერთი გლობალური ფაქტორია გასათვალისწინებელი. მათგან ერთი-ერთი რეგიონის მიმართ ინტერესის შემცირებაა აშშ-ის მხრიდან, რომელიც იქ ძლიერი მოთამაშე იყო. ტრამპის ადმინისტრაციამ მართლაც არ მიაქცია საკმარისი ყურადღება ამ კონფლიქტს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოთარ კახიძე: ქუთაისში ჩვენი ოფისის დაზიანება სცადეს

ქუთაისში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატი, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ მისი ოფისის დაზიანება სცადეს. კახიძემ ფეისბუკზე ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა. "ჩამსხვრევა ვერ შეძლო, ვინაიდან მინები არის ბრონირებული და ვერ გატეხა მინა, თუმცა დააზიანა ბანერი. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, ვინაიდან ძალადობრივ გარემოს ახალისებს", - აცხადებს კახიძე. მისი თქმით, მათ ინტერესშია, რომ არჩევნები მშვიდად ჩატარდეს. "ხელისუფლება, იმის გამო, რომ არ სჯის მსგავს ინციდენტებში მხილებულ პირებს, როდესაც არ ატარებს შესაბამის ზომებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცერცვაძის თქმით, საქართველოში სულ 2-3 პაციენტი გარდაიცვალა მხოლოდ COVID-ით

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა, კორონავირუსის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების მიზეზებზე ილაპარაკა. როგორც ცერცვაძე ამბობს, გარდაცვლილთა შორის ასაკის ფაქტორი დომინირებს, მაგრამ ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილი 43 წლის იყო. იმუნოლოგის განმარტებით, „მას ჰქონდა მენინგიტი, ენცეფალიტი... როგორი პაციენტებია იცით?! რომლებიც მძიმე პაციენტები არიან, წვანან კლინიკებში და დამატებით დაემართათ COVID-ი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ათასობით ოჯახმა დატოვა ჰელმანდის პროვინცია იქ მიმდინარე სასტიკი ბრძოლების გამო

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ათასობით ოჯახმა იძულებით დატოვა ქვეყნის სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინცია, რომელიც სასტიკი ბრძოლის ველად იქცა თალიბ მეამბოხეებსა და სამთავრობო ჯარებს შორის. პროვინციის დევნილთა საკითხების ხელმძღვანელმა, მოჰამად რამინმა, რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს აცნობა, რომ 5000-ზე მეტმა ოჯახმა მიაშურა თავშესაფრის მისაღებად პროვინციის დედაქალაქ ლაშქარ გაჰს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავღანეთის სამთავრობო ჯარები მეამბოხეებთან აწარმოებენ ბრძოლას ქალაქის გარეუბნებში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა დატოვა „ნავთოგაზ უკრაინის“ დირექტორთა საბჭო

უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ნავთოგაზ უკრაინის“ დირექტორთა საბჭოს შემადგენლობა ოფიციალურად დატოვა ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა და ბიზნესმენმა, ამოს ხოხშტაინმა, რომელიც დამოუკიდებელი დირექტორის სტატუსით 2017 წლიდან მოღვაწეობდა უკრაინის უდიდეს ენერგეტიკულ კომპანიაში. სხვა მიზეზებთან ერთად, კომპანიის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობის დატოვების მთავარ მიზეზად ხოხშტაინი ასახელებს გაზის ბაზრის რეფორმებისა და „ნავთოგაზ უკრაინის“ დამოუკიდებელ ქმედით კომპანიად ტრანსფორმაციის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დგინდება წესები, როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას კოვიდინფიცირებული, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირები

საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად შეეცდება 31 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს როგორც კოვიდინფიცირებულ ადამიანებს, ასევე მათ, ვინც კარანტინსა და თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ მიაწოდა. მისი თქმით, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ან საარჩევნო უბნები გაიხსნება, ან მათი მომსახურება გადასატანი საარჩევნო ყუთებით მოხდება, რაც ამომრჩევლის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალდაკავებული პატიმრებისთვის ახალი სამედიცინო პროტოკოლი ამოქმედდა

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივით, ახალდაკავებული პატიმრებისთვის ახალი სამედიცინო პროტოკოლი ამოქმედდა. როგორც სამსახური განმარტავს, ის ახალდაკავებული პირები, რომლებიც სავალდებულო 12-დღიან კარანტინს გაივლიან როგორც სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე, ან/და დანარჩენ კონტინგენტთან შერევამდე, PCR-ტესტირებას გაივლიან. ცვლილება 12 ოქტომბერს... Читать дальше...


Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

В Москве задержали разыскиваемого Интерполом гражданина Израиля

Контрактный инженер профессия будущего

В школе искусств Люберец состоялся фестиваль «Творчество педагогов — детям»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Эстония хочет поставить Россию на колени, пропажа пограничных буйков и как Нарва оказалась в Эстонии

В подмосковном Серпухове полицейские задержали мужчину, перевозившего в автомобиле крупную партию наркотиков

Захарова: посольство РФ в Польше получило ноту об ограничении дипломатов

Глава СКР контролирует дело о попытке изнасилования мигрантом 17-летней девушки в Подмосковье

Музыкальные новости

Сотрудники Росгвардии задержали устроившего стрельбу с балкона мужчину в Подмосковье 

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Собянин: Трасса Солнцево — Бутово — Варшавское шоссе будет готова в 2026 году

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Новости России

Каждый четвёртый россиянин откладывает деньги для своих детей

Серия голосований «Вот это Москва!» собрала уже более 700 тыс мнений горожан

«Главный Советник» на выставке ГОСЗАКАЗ

МЧС выпустило экстренное предупреждение о грозе в Москве

Экология в России и мире

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Стало известно, как туроператоры будут возить российских туристов на курорты Египта

Ярко и стильно: самые интересные цветовые сочетания на лето

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

Спорт в России и мире

Разгром за час определил следующую соперницу Арины Соболенко на «Ролан Гаррос»

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Moscow.media

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *