Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2020

Новости за 20.10.2020

Radiotavisupleba.ge 

პოლონელი აქტივისტის პოლიტიკური თავშესაფარი ნორვეგიაში ღირებულებების კონსენსუსის რღვევის ნიშანია დასავლეთში

ნორვეგიამ დროებითი პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა ადამიანის უფლებათა პოლონელ აქტივისტს, რაფაელ გაველს, და დაადგინა, რომ პოლონეთის პოპულისტურმა მთავრობამ ძირი გამოუთხარა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და კანონის უზენაესობას.

Radiotavisupleba.ge 

ვუჩიჩი აცხადებს, რომ სერბიის ახალი მთავრობა მოვალეობას მომავალ არჩევნებამდე შეასრულებს

სერბიის პრეზიდენტის ალიაქსანდ ვუჩიჩის თანახმად, ახალი მთავრობა, მოვალეობას შეასრულებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც არაუგვიანეს ორ წელიწადში გაიმართება. ვუჩიჩი სათავეში უდგას სერბიის მმართველ პროგრესულ პარტიას (SNS), საპარლამენტო უმრავლესობის ძალას ქვეყნაში ივნისში ჩატარებული არჩვენების შემდეგ, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადეს სერბიის წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიებმა. პრეზიდენტმა ვუჩიჩმა 20 ოქტომბერს ბელგრადში განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობას კვლავ უხელმძღვანელებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიჩი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ გადაირჩინა თავი ეკლესიად გარდასახულმა ფიტნეს კლუბმა

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მდებარე ფიტნეს კლუბმა, რომელსაც აქამდე Atlantic Sports Fitness-ი ერქვა, ორიგინალური გზა გამონახა საიმისოდ, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბიზნესი არ შეაჩეროს. მან რებრენდინგი მოახდინა და „ჯანსაღი სხეულის ეკლესია“ დაირქვა. კომპანიის მენეჯერმა მარტა იამროჟმა ფეისბუკში დაწერა, რომ ვინაიდან ფიტნეს კლუბში ვარჯიში იკრძალება, მისი წევრების შეკრებებს ამიერიდან რელიგიური ხასიათი ექნება, თუმცა კლუბი ძველებურად გააგრძელებს სპორტულ საქმიანობას.   ფიტნეს კლუბის მწვრთნელებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ გააფართოებს სანქციებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ

აშშ-ი გააფართოებს სანქციებს მშენებლობის ბოლო ფაზაში მყოფი რუსეთის გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ. ამჟამად სანქციები შეეხება კომპანიებს, რომლებიც მომსახურებას უწევენ ან აფინანსებენ იმ გემების აღჭურვას, რომლებიც აწარმოებენ მილსადენის მშენებლობას ზღვის ფსკერზე. სანქციებმა შესაძლოა გამოიწვიოს გაზსადენის მშენებლობის შეჩერება. პროექტი ითვალისწინებს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელიც რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით წელიწადში 55 მილიარდის კუბური მეტრის გაზს გაატარებს. მოელოდნენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა გაანადგურა რუსეთის მიერ გაგზავნილი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის 45 აპარატი

აშშ-მა უტილიზება გაუკეთა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის 45 აპარატს, "Aventa-M-ს, რომელიც აპრილის დასაწყისში რუსეთმა თითქოს დახმარების სახით გაუგზავნა აშშ-ს. ამის შესახებ BuzzFeed-ი უწყება აშშ-ის საგანგებო სიტუაციათა მოწესრიგების (FEMA) სააგენტო. მაგრამ უცნობია, თუ როდის მოხდა რუსული აპარატების განადგურება. მაისში FEMA იუწყებოდა, რომ აშშ-მა უარი თქვა გამოეყენებინა გამოუსადეგარი რუსული წარმოების აპარატები, მათ შორის, ამერიკულ საავადმყოფოებში შესაბამისი ელექტრო ადაპტერების არ არსებობის მიზეზით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ ვუმკურნალოთ კოვიდს სახლში - რას გვირჩევენ ექიმები

ბოლო რამდენიმე დღეა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზარდა. 20 ოქტომბრის მდგომარეობით  ქვეყანაში  11 000-ზე მეტ მოქალაქეს აქვს დადასტურებულად კოვიდ-19 დიაგნოზი ჰქონდა. ინფიცირებულს სწრაფ მატებასთან ერთად მატულობს იმის ნიშნებიც, რომ ჯანდაცვის სისტემა კრიზისში შედის.

Radiotavisupleba.ge 

​უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიქმნა საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა შექმნა უცხოეთში საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი. როგორც სამინისტრო იტყობინება, ელექტრონული რეესტრის მეშვეობით უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც შეძლებენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას. უცხოეთის საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace როგორც საგარეო უწყება აცხადებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი ვაშაძე განმარტავს, რატომ მიდიან საარჩევნო კლიპში სწრაფი ნაბიჯით

"სტრატეგია აღმაშენებელი" განმარტავს, რატომ დადიან საარჩევნო კლიპში ის და მისი თანაგუნდელები სწრაფი ნაბიჯით. მან თაკო ჩარკვიანის საბურთალოს უბანში წარდგენის დროს თქვა, რომ კლიპში ასეთი სიარული დაუგეგმავი იყო. "ბევრი ამბობს, ჩვენს კლიპში ასე სწრაფად რატომ დავდივართ. მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ასე გამოვიდა. არავის არ დაუგეგმავს წინასწარ, რომ ჩვენ სწრაფად უნდა გვევლო. ერთი დღე იმაზე ვმსჯელობდით, პირიქით, ხო არ შევანელოთ კადრი-თქო. იცით, რატო მივდივართ სწრაფად? აი, ასეთი სწრაფი ტემპი სჭირდება განვითარებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვაშინგტონი მზად არის, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან New START-ის ხელშეკრულებაზე

აშშ აცხადებს, რომ მზად არის, „დაუყოვნებლივ“ დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან ბირთვული იარაღის შესახებ ბოლო მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ერთი წლით გაგრძელების საკითხის ბოლომდე მისაყვანად. ეს შესაძლებლობა გაჩნდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მხარი დაუჭირა ვაშინგტონის წინადადებას, შეამციროს თავის ბირთვული არსენალი, თუ აშშ-იც გადადგამს მსგავს ნაბიჯს. „ჩვენ ძალიან ვაფასებთ რუსეთის ფედერაციის მზადყოფნას, მიღწეულ იქნას პროგრესი ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხში“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მორგან ორტაგუსმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება" - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

"31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას და საქართველოს კავშირებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და ზოგადად, დასავლეთთან“, - ამბობს შერილ ფერნანდესი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების განყოფილების დირექტორი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაციენტის სექსუალობა - ტაბუდადებული თემა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში

ფსიქიატრიული კლინიკების პაციენტებს პირადი ცხოვრება არა აქვთ. ქალები და მამაკაცები სხვადასხვა განყოფილებაში ჰყავთ განთავსებული და ერთმანეთთან უერთიერთობის ნებას არ აძლევენ. ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში სიყვარული დამალულია. იქ პაციენტები ისევე იქცევიან, როგორც მოზარდები, რომლებსაც მშობლებმა ურთიერთობა აუკრძალეს: ჩუმად ცვლიან წერილებს, ცდილობენ ერთმანეთს შორიდან მოჰკრან თვალი ან ეზოში დრო იხელთონ და ერთმანეთს დაელაპარაკონ. ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებს  კანონმდებლობა არ ართმევს უფლებას ჰქონდეთ სქესობრივი და რომანტიკული ურთიერთობები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის სასამართლომ ექსტრემისტულად გამოაცხადა პოპულარული არხი NEXTA-Live

20 ოქტომბერს მინსკის რაიონულმა სასამართლომ ექსტრემისტულად ცნო პოპულარული ტელეგრამის არხი NEXTA-Live, რომელიც აქტიურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. სასამართლომ დაავალა ქვეყნის ინფორმაციის სამინისტროს, რომ შეიყვანოს NEXTA-Live „ექსტრემისტების“ სიაში, აკრძალოს ტელეგრამის არხით ამ ლოგოს გამოყენება ინტერნეტის ბელარუსის სეგმენტში და გაამკაცროს დაშვება იმ საინფორმაციო რესურსებზე, რომლებიც NEXTA-ს ლოგოს იყენებენ. სასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად, NEXTA-Live-მა, რომელიც პოლონეთიდან მაუწყებლობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დეკანოიძე: პირობას ვდებ ჩემი ბებიის და ბაბუის საფლავზე, რომ ქვეყანას გავათავისუფლებთ ოლიგარქისგან

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხატია დეკანოიძე მოსახლეობას ჰპირდება, რომ 31 წლის საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლება შეიცვლება. მან ამის შესახებ საჩხერეში პარტიისა და გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატის, გიორგი კაპანაძის წარდგენის დროს თქვა. "აქ, სულ ერთ კილომეტრში, არის ჩემი საყვარელი ბებიისა და ბაბუის საფლავი. აქ გავატარე მთელი ბავშვობა. რა მინდა გითხრათ დღეს და ის სხივი მოგცეთ, რომელიც გულიდან მაქვს, 31 ოქტომბერს ამ ქვეყანაში შეიცვლება ის უკუსვლა, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე იყო... 31-ში ის დღე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

NDI-მ წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მეორე ბიულეტენი გამოსცა

NDI-მ, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, წინასაარჩევნო გარემოს შეფასების რიგით მეორე ბიულეტენი გამოსცა. ბიულეტენი ეყრდნობა 8 საერთაშორისო ექსპერტისაგან შემდგარი გუნდის ანალიზს. ისინი წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით აფასებენ. NDI-ის პირველი ბიულეტენი საარჩევნო ადმინისტრაციასა და საარჩევნო კამპანიის გარემოს ფარავდა, მეორე ბიულეტენში კი შეფასებულია საინფორმაციო სივრცე და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა. საინფორმაციო სივრცე - ტრადიციული მედია ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს ჭორვილიდან გაამგზავრებს მოსკოვში

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და საარჩევნო ბლოკის „ენმ - ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა საჩხერეში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა. ის აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს რუსეთში გამგზავრება მოუწევს. „ღმერთმა არ ქნას, ესენი არჩევნებზე გაგვიძვრნენ. ლარის კურსი იქნება ხუთზე მეტი [დოლართან მიმართებით]. მათ უკვე გვითხრეს, რომ ჩვენი გზა არის საქართველოს დატოვება და საქართველოდან უცხოეთში გადახვეწა. მინდა ვთქვა, არჩევნების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსით ცხინვალიდან თბილისში გადმოყვანილი 84 წლის პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში გარდაცვლილ 15 პაციენტს შორის ერთ-ერთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში გადმოყვანილი 84 წლის კაცია. ის კოვიდმიმღებად გადაკეთებულ ტრამვატოლოგიურ ჰოსპიტალში 10 დღე მკურნალობდა. "ჩვენთან გადმოიყვანეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. გადმოყვანისთანავე მოუწია ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მიერთება, ანუ თავიდანვე იყო აპარატზე... რაიმე განსაკუთრებული თანმხლები დაავადება არ ჰქონდა, მაგრამ უკვე მძიმე მდგომარეობაში მოიყვანეს, ორივე ფილტვის პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვოლოდიმირ ზელენსკი: პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს ყველა, ვინც რუსეთს ყირიმის ანექსიის შესაძლებლობა მისცა

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პასუხი უნდა აგოს ყველა იმ პირმა, ვინც 2014 წელს რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულის სამხედრო ანექსიის შესაძლებლობა მისცა. 20 ოქტომბერს, ვერხოვნა რადაში, თავისი ყოველწლიური მიმართვის დროს, ვოლოდიმირ ზელენსკის კონკრეტულად რომელიმე ყოფილი მაღალჩინოსნის გვარი არ დაუსახელებია. მაგრამ აშკარა იყო, რომ უკრაინის პრეზიდენტს მხედველობაში ჰყავდა ის უკრაინელი პოლიტიკოსები, რომლებიც 2014 წლის თებერვალში, მასობრივი გამოსვლების შედეგად პრორუსულად განწყობილი ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ დაეუფლნენ ძალაუფლებას უკრაინაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოსა და რუსეთის სარაგბო მატჩი გადაიდო

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის კიდევ ერთხელ გადაიდო. კორონავირუსის პანდემიის გამო, 14 მარტიდან 1 ნოემბრისთვის გადატანილი თამაშისთვის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს ცარიელი ტრიბუნებით უნდა ემასპინძლა, მაგრამ... „რაგბი ევროპამ“ შეხვედრის კიდევ ერთხელ გადადების გადაწყვეტილება მიიღო. ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, მატჩის ჩატარების ახალი თარიღი მოგვიანებით დამტკიცდება.

Radiotavisupleba.ge 

სოსო ფხაკაძე გახარიასთან შეხვედრის შემდეგ - ჩვენ გავამხნევეთ პრემიერი

"ვისოლ ჯგუფისა" და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრემიერი მხნედ გამოიყურება. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა, პანდემიის პირობებში მათ საჭიროებებზე სასაუბროდ.. „ასეთ შეხვედრებს სიკეთის მეტი არაფერი მოაქვს. როცა, მით უმეტეს, ღია საუბარია და აბსოლუტურად გამჭვირვალე. ჩვენ ასევე გავამხნევეთ პრემიერი და როცა ვამხნევებდით პრემიერს, მან თქვა, რომ საკმაოდ მხნედ ვარო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბიზნესკომპანიები ხელისუფლებისგან საშეღავათო პერიოდის დამატებით 6 თვით გაგრძელებას ითხოვენ

ბიზნესკომპანიები ხელისუფლებისგან საშეღავათო პერიოდის კიდევ 6 თვით, 12 თვემდე გაზრდას ითხოვენ. ამის შესახებ მათ მთავრობასთან შეხვედრის დროს განაცხადეს, მედიას კი ინფორმაცია სოსო ფხაკაძემ, საქართველოს ბიზნესასაოციაციის პრეზიდენტმა მიაწოდა. ფხაკაძე ამბობს, რომ ეს ერთ დღეში გადასაწყვეტი საკითხი არაა და მუშაობა სჭირდება. "ჩვენ არ ვიცავთ ჩვენს კომპანიებს. ჩვენ უფრო მეტად ადამიანებს ვიცავთ, რომელიც არიან დასაქმებული ჩვენს კომპანიაში. ეს არ უკავშირდება მხოლოდ ერთ კომპანიას, ეს მთლიანად ბიზნესის მოთხოვნაა", - განაცხადა მან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში პირველად მიაღწია კორონავირუსით დაავადებულთა სტატისტიკამ დღე-ღამეში 16 ათას შემთხვევას

20 ოქტომბრის დილის მონაცემებით, რუსეთში პირველად გამოვლინდა კორონავირუსის 16 319 ახალი შემთხვევა, რაც ყველზე მაღალი მაჩვენებელია ეპიდემიის განმავლობაში ქვეყანაში, რომელიც ვირუსის გავრცელებით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში. ყველაზე მეტია დაავადებული მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით რუსეთში დაავადდა 1,4 მილიონი კაცი, გარდაიცვალა – 24 635 პაციენტი. მოუხედავად დაავადების სწრაფი მატებისა, რუსეთის ხელისუფლება არ აპირებს ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო საკარანტინო ზომებზე გადასვლას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იოსიჰიდე სუგა: „დარწმუნებული ვარ, ოლიმპიურ თამაშებს ჩავატარებთ“

იაპონიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი 2021 წლის ზაფხულში ტოკიოში ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოსიჰიდე სუგამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პანდემიის გამო გადადებული ოლიმპიადა აუცილებლად გაიმართება და მისი წარმატებულად მასპინძლობა გახდება ვირუსზე კაცობრიობის გამარჯვების ერთ-ერთი მტკიცებულება. იოსიჰიდე სუგა ოლიმპიადის ჩატარებაში პანდემიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალებული ტურიზმის აღორძინების გზასაც ხედავს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დადგინდეს ინფიცირების ის ზღვარი, როცა არჩევნები ვერ ჩატარდება

12 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია განისაზღვროს ინფიცირების ის პიკური მაჩვენებელი, როცა ხელისუფლება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით გაავრცელეს. "ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ არჩევანის გაკეთება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შორის არ არის ინტერესთა დაბალანსების მართებული გზა. შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა იმისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ციხანოუსკაიამ მოუწოდა „ძალოვან სტრუქტურებს“, 25 ოქტომბრამდე გადავიდნენ „ხალხის მხარეზე“

ბელარუსის პრეზიდენტობის ექსკანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ მოუწოდა ბელარუსის „ძალოვანი სტრუქტურების“ წარმომადგენლებს, რომ 25 ოქტომბრამდე „გადავიდნენ ხალხის მხარეზე“. „თუ თქვენ არ ეთანხმებით, მაშინ არ შეასრულოთ დანაშაულებრივი ბრძანებები. სახალხო ულტიმატუმი, ესაა თქვენი შანსი, დადგეთ ხალხის მხარეზე“, - ნათქვამია ციხანოუსკაიას ტელეგრამის არხით გავრცელებულ მიმართვაში. მიმართვაში ციხანოუსკაია აცხადებს, რომ ახალ ბელარუსს სჭირდება ძალოვანი უწყებების ახალი სისტემა. ოპოზიციის ლიდერი მოუწოდებს სამართალდამცველებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ მონაწილედ ათასამდე კაცი დარეგისტრირდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით,  27 აგვისტოდან დღემდე „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის მონაწილედ 1000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა. განმცხადებლების 54% ე.წ. ფრილანსერია, 27% - სრულ განაკვეთზე დასაქმებული, 19% - დამწყები ბიზნესმენი. პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები 60-მდე სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ, მათგან რუსეთიდან არის - 29%, აშშ-დან - 18%, ბელორუსიდან - 5%, იაპონიიდან - 5%, უკრაინიდან - 4%. პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე შემოვიდა 166 პირი. მოქალაქეობის... Читать дальше...


В Кузнецк приедут легенды советского футбола

Будущие родители Москвы встретили лето в цветочных нарядах

Возбуждено уголовное дело по факту убийства женщины на северо-востоке Москвы

Лидера оппозиционной партии «Шанс» отпустили через три часа после задержания



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Лидера оппозиционной партии «Шанс» отпустили через три часа после задержания

Доллар обвалился на Мосбирже: такого не было давно

Лето удовольствий в Mango House Seychelles

МК: мать «смолинского маньяка» Ческидова знала о невольном положении пленницы

Музыкальные новости

Посол Антонов: Байден оскорбляет весь народ России в нападках на Путина

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о цифровизации бизнеса

Лидер движения «Всеармянский фронт» Аршак Карапетян 24 мая 2024 года встретился с членами Координационного совета российско-армянских организаций России и политологами

Новости России

В Москве иномарка сбила самокатчика-подростка

Доллар обвалился на Мосбирже: такого не было давно

На Мальдивы – без лишних трат

Сделано в СССР. Первое историческое ралли в Москве стартует 2 июня

Экология в России и мире

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

BYD-FORKLIFT - официальный дистрибьютор BYD в России

Спорт в России и мире

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Теннисистка Мария Шарапова снялась в красном облегающем платье

Теннисист Рублев вышел во второй круг Открытого чемпионата Франции

Moscow.media

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Машина съехала в кювет и опрокинулась. Водитель погиб

На Ямале воспитателя детского сада будут судить за истязание малышей

Летнее нижегородское утро.







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *