Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2020

Новости за 04.10.2020

Radiotavisupleba.ge 

შოთა არველაძე კორონავირუსისგან განიკურნა

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, რომელიც ამჟამად ტაშკენტის „ფახთაქორის“ მწვრთნელია, სასიხარულო სიახლის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა. „ბოლო ტესტის პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი დამარცხებულია. მადლობა ყველას, გამხნევებისთვის და თბილი კომენტარებისთვის. ყველას ჯანმრთელობას, ინფიცირებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - დაწერა არველაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე. შოთა არველაძეს კორონავირუსი 23 სექტემბერს დაუდასტურდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანი სომხეთისგან მოითხოვს გეგმის შემუშავებას ჯარების გასაყვანად

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მოითხოვს სომხეთმა შეადგინოს დროში გაწერილი გეგმა ძალების მთიანი ყარაბაღიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან გასაყვანად და აცხადებს, რომ სანამ ეს არ მოხდება, აზერბაიჯანი არ შეწყვეტს სამხედრო მოქმედებას. 4 ოქტომბრის საღამოს ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანის ძალები წინ მიიწევენ უკვე ერთი კვირის განმავლობაში წარმოებულ ბრძოლაში, იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომლებიც მათ 1990-იან წლებში ეთნიკურ სომხებთან ომში დაკარგეს. "აზერბაიჯანს მხოლოდ ერთი პირობა ამოძრავებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არჩევნები საქართველოში. ნაწილი I

საპარლამენტო არჩევნების 30-წლიანი ისტორია ქვეყნის უახლესი ისტორიის მთავარ ეტაპებს მოიცავს „ანარეკლებში" სატელევიზიო გადაცემების ციკლი არჩევნების ისტორიაზე საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. პირველი გადაცემა: 1990 და 1992 წლების არჩევნები.

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად

4 ოქტომბერს ბელარუსში ათი ათასობით მოქალაქე გავიდა ქუჩებში ქვეყნის პოლიტპატიმრების მხარდასაჭერ აქციაზე. ბელარუსში უკვე მერვე კვირაა გრძელდება დემონსტრაციები ვეტერანი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ.  ოპოზიციური საინფორმაციო არხი Nexta იუწყება, რომ  100,000-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა დედაქალაქ მინსკში გამართულ აქციაში, სადაც პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბელარუსის ოპოზიციის სიმბოლოდ ქცეული, წითელი და თეთრი შეფერილობის დროშები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ექიმები: ტრამპის მდგომარეობა უმჯობესდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მდგომარეობა უმჯობესდება COVID-19-ის მკურნალობის პროცესში და ის, შესაძლოა, საავადმყოფოდან უკვე 5 ოქტომბერს გაწერონ - აცხადებენ მისი მკურნალი ექიმები.  ექიმების თქმით, ბოლო დღეებში ტრამპის ჟანგბადის მაჩვენებელი ორჯერ მცირედით დაეცა და მას მკურნალობა სტეროიდებით უტარდება. თუმცა ექიმებმა ოპტიმისტურად შეაფასეს 74 წლის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და პერსპექტივა: "პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებას განაგრძობს. პარასკევის დილიდან მას აღარ ჰქონია მაღალი ტემპერატურა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთში დაიწყეს ბიულეტენების დათვლა, ლიდერობენ ხელისუფლების მომხრე პარტიები

ყირგიზეთში დაიწყო 4 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენების დათვლა, ამომრჩეველთა მოსყიდვის და ჟურნალისტებზე თავდასხმების შესახებ ცნობების ფონზე.  წინასწარი შედეგებით, არჩევნებში მონაწილე 16 პარტიიდან ხუთი მოიპოვებს მანდატებს 120-ადგილიან უზენაეს საბჭოში. მათგან სამი პარტია - ბირიმდიკი, მეკენიმ ყურგიზეთი და ყირგიზეთი - მჭიდროდაა დაკავშირებული მთავრობასთან.  გავრცელებული მოლოდინით, შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვას ასევე შეძლებენ ოპოზიციური ბუტუნ ყირგიზეთი და მეკენჩილი.  საარჩევნო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურა გირაოს მოითხოვს მარნეულისა და ბოლნისის ინციდენტებში მონაწილე 4 პირისთვის

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, მარნეულის საოლქო კომისიის წევრს, ლაშა ქველაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა სს კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, „2020 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ.მარნეულში, №22-ე მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ლ.ქ.-მ იძალადა ც.ბ.-ს მიმართ“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს

ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით არიფ იუსუფოვისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ - აცხადებს პროკურატურა. იუსუფოვს ბრალი 4 ოქტომბერს წაუყენეს, 27 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მომხდარი დაპირისპირების ფაქტის გამო. უწყების განცხადებაში ლაპარაკია 5000-ლარიან გირაოზე პატიმრობის უზრუნველყოფით, რაც ნიშნავს, რომ გირაოს თანხის გადახდამდე ბრალდებული საპატიმროში დარჩება. პროკურატურამ იუსუფოვს „ბრალდება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Wizz Air-მა შეასრულა ავიარეისები რიგა-ქუთაისი და ქუთაისი-რიგა

6-თვიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა განაახლა რეგულარული ავიარეისების შესრულება საქართველოსა და ლატვიას შორის. როგორც ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ უთხრეს რადიო თავისუფლებას, რიგიდან ჩამოფრინდა 108 მგზავრი, საიდანაც 96 - საერთაშორისო ვიზიტორია, ხოლო დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები არიან. საქართველოს 12 მოქალაქე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეებში. რიგის მიმართულებით შესრულებული ავიარეისით კი, 4 ოქტომბერს 131-მა მგზავრმა ისარგებლა. ლატვიაში გამგზავრების მსურველებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში დააპატიმრეს აქციის მონაწილეები

მინსკში უშიშროების ძალებმა სულ მცირე 10 პირი დააპატიმრეს დემონსტრაციაზე, რომელიც პოლიტიკური პატიმრების მხარდასაჭერად გაიმართა. ბელარუსში საპროტესტო დემონსტრაციები უკვე მერვე კვირაა მიმდინარეობს, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ.  კვირას გამართულ აქციებზე, რომლის ინიციატორიც ბელარუსის ოპოზიცია არის ხოლმე, როგორც წესი ბევრი მოქალაქე გადის. გასული კვირის აქციაში 100,000-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, და მათგან 350-ზე მეტი  დააპატიმრეს.  აქციები გრძელდება 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთში და ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელება რეკორდულ მაჩვენებელზეა, ევროპაში კვლავ შემოაქვთ შეზღუდვის ზომები

კორონავირუსით ინფიცირების ტემპი მატულობს მთელი ევროპის მასშტაბით, რამდენიმე ქვეყანაში ბოლო დღეებში აღირიცხა ამ პროცესის სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებელი, რამაც ქვეყნებს უბიძგა ადგილობრივი ე.წ. "ლოკდაუნების" და სხვა ტიპის შეზღუდვების შემოღებისკენ.  ევროკავშირი და ბრიტანეთი დღე-ღამეში 48,000-მდე ახალ შემთხვევას აღრიცხავენ, რაც მნიშვნელოვნად სცდება აპრილის მაჩვენებელს, როცა კონტინენტზე "ლოკდაუნი" მოქმედებდა.  საფრანგეთში 3 ოქტომბერს ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი სარეკორდოდ მაღალი იყო და 24 საათში 16,972 შემთხვევას გაუტოლდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომეხთა ძალები ქალაქ განჯას ბომბავენ, სომხეთი ამას უარყოფს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ სომხური ძალები რაკეტებით ბომბავენ მის სიდიდით მეორე ქალაქ განჯას. სომხეთი უარყოფს ბრალდებას, რომ მან "რაიმე ტიპის" ცეცხლი მიმართა აზერბაიჯანისკენ, თუმცა სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო ლიდერი ამბობს, რომ მისმა ძალებმა განჯაში სამხედრო ბაზა გაანადგურეს.  ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ განჯა - დასავლეთ აზერბაიჯანში მდებარე, 330,000-მდე მოსახლიანი ქალაქი - და სამოქალაქო პირებით დასახლებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვახშმით დასრულებული წინასაარჩევნო შეხვედრები - ვინ იხდის რესტორნის ფულს?

3 ოქტომბერს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან ირაკლი ქადაგიშვილმა ლაგოდეხში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში 3 შეხვედრა გამართა.

Radiotavisupleba.ge 

შსს: დაკავებულია "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" 2-2 მხარდამჭერი

შს სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულსა და ბოლნისში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე დაკავებულია ოთხი პირი. აქედან ორი „ქართული ოცნების“, ხოლო ორი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და აქტივისტია. 27 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულია ამავე სოფლის მკვიდრი, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი - არიფ იუსუფოვი, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, „ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა პარტია ქართული ოცნების მხარდამჭერებს“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი დააკავეს

მარნეულში 29 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, მარნეულის საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე დააკავეს. მას ბრალად ედება სს კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მუშაობაში ხელის შეშლას გულისხმობს. ქველაძის დაკავებას აბსურდი უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა, აგილ მუსტაფაევმა. "ლაშა ქველაძე დაზარალებულია, ყველამ ნახა კადრები როგორ სცემდნენ მას და მამამისს" - თქვა მუსტაფაევმა, რომელიც თანაპარტიელებთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ენმ-ის დაკავებული აქტივისტი თავს დაზარალებულად თვლის

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის მკვიდრი, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, არიფ იუსუფოვი ბრალის წარდგენას ელოდება. ის პოლიციას თავად ჩაბარდა, მას შემდეგ, რაც 3 ოქტომბერს ღამით, სოფლის მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია იუსუფოვის დასაკავებლად მისულ სამართალდამცველებს. როგორც თავად არიფ იუსუფოვმა განაცხადა, პოლიციელებს არ გაჰყვა იმიტომ, რომ მათ არ ენდობა და ავტომობილით მგზავრობისას მისთვის შესაძლოა ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაედოთ. არიფ იუსუფოვის დაკავება 27 სექტემბერს, სოფელ ნახიდურის ჩაიხანაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნებია, ამომრჩეველთა მოსყიდვის და რუსეთის გავლენის შესახებ განცხადებების ფონზე

ყირგიზეთის მოქალაქეები 4 ოქტომბერს პარლამენტის ახალ შემადგენლობას ირჩევენ, საარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომელშიც მთავარი თემები იყო ამომრჩეველთა მოსყიდვა და მოსკოვის გავლენები შუა აზიაში ამ თავის ყველაზე ახლო მოკავშირეზე.  საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 8 საათზე დაიხურება. შუადღისთვის არჩევნებში მონაწილეობა უკვე 3,5 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩევლის დაახლოებით 20 პროცენტს ჰქონდა მიღებული - იუწყება რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური.  120-წევრიან უზენაეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მთიანი ყარაბაღის რეგიონში სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს "საპასუხო ზომები" გაატარა, მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონიდან სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა აზერბაიჯანის ქალაქებზე, განჯაზე, ტერტერზე და გორადიზზე.  ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სამინისტრო ამბობს, რომ განჯა - დასავლეთ აზერბაიჯანში მდებარე, 330,000-მდე მოსახლიანი ქალაქი - და სამოქალაქო პირებით დასახლებული კიდევ რამდენიმე ადგილი საჰაერო თავდასხმის სამიზნე იყო.  რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID 19-ით აჭარაში 90 წლის კაცი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში გარდაცვლილი ორი პაციენტიდან ერთი აჭარაში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილია 90 წლის კაცი, რომელიც კლინიკაში 22 სექტემბერს შეიყვანეს. სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს თანნხლები დაავადებები აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა რთულად შეფასდა კლინიკაში შეყვანისთანავე. "პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტი... ანამნეზში აღენიშნებოდა პარკინსონის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID 19-ის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარაში, ხოლო 65 - თბილისშია

ბოლო 24 საათში დადასტურებული 554 შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ აჭარის რეგიონში აღირიცხა - ამის შესახებ 4 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ. „კვლავ აჭარაშია ყველაზე მეტი  - 370 შემთხვევა დარეგისტრირდა გუშინ. თბილისში 65-ია. იმერეთში გახლავთ 63 პაციენტი. სამეგრელო-ზემო სვანეთში 28 პაციენტია. ქვემო ქართლში არის - 11 პაციენტი, ხოლო შიდა ქართლსა და გურიაში - 6-6 პაციენტია; მცხეთა-მთიანეთში - 4 და კახეთში გახლავთ ერთი პაციენტი“ - განაცხადა მარინა ენდელაძემ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID 19-ის შემთხვევები 554-ით გაიზარდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 554 ახალი შემთხვევა აღირიცხა - მონაცემები სამთავრობო ვებსაიტზე, stopсov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8118-ს გაუტოლდა. მანამდე, ეს მაჩვენებელი 7564-ს შეადგენდა. აქედან, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 4244-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში ამჟამად იმყოფება 5392 პირი, ხოლო კლინიკებში 836 პაციენტი მკურნალობს. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2-ით გაიზარდა და საერთო მაჩვენებელი 50-ს გაუტოლდა.

Radiotavisupleba.ge 

ვიდეომიმართვაში ტრამპი ამბობს, რომ თავს "ბევრად უკეთ" გრძნობს და იმედოვნებს, რომ "მალე დაბრუნდება"

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელსაც COVID-19-ის გამო  მკურნალობენ ვაშინგტონთან მდებარე სამხედრო საავადმყოფოში, ტვიტერით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ თავს "ბევრად უკეთ" გრძნობს და იმედოვნებს, რომ "მალე დაბრუნდება" 3 ნოემბერს დანიშნული არჩევნების კამპანიის გასაგრძელებლად. ოთხწუთიან ვიდეომიმართვაში ტრამპი ასევე ამბობს, რომ შემდეგი რამდენიმე დღე "ნამდვილი გამოცდა" იქნება და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ყველას აშშ-ში და მსოფლიოს გარშემო. "ჩვენ დავამარცხებთ ამ კორონავირუსს" - ოპტიმისტურად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ დაიკავა რამდენიმე სოფელი მთიანი ყარაბაღის რეგიონში, სომხეთი შეტევას უპრეცედენტოს უწოდებს

აზერბაიჯანის არმიამ რამდენიმე სოფელი დაიკავა მთიანი ყარაბაღისთვის მიმდინარე ბრძოლაში - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 3 ოქტომბერს, რეგიონში ეთნიკური სომხების ძალებთან შეტაკებების მორიგი დღის შემდეგ. ალიევის თქმით, "გათავისუფლებულია" შვიდი სოფელი ტერტერის, ჯაბრაილის და ფუზულის რაიონებში. ალიევი აცხადებს, რომ ერთ-ერთ დაკავებულ სოფელს აღუდგენს ისტორიულ სახელს, მადაგიზს - იუწყება რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური.  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, არტსრუნ ჰოვანისიანმა არ დაადასტურა სოფლების დაკავება... Читать дальше...


Девелопер построит в Подмосковье модульные медицинские пункты для приема более 10 тыс. жителей

В Подмосковье утонул известный рэпер из Якутии

Пассажир экстренно севшего в Нижнем Новгороде самолета скончался

Песков рассказал о подготовке визита Путина в Северную Корею



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«Автодор» запустил профориентационную программу для ребят из новых регионов

Онлайн-лекторий «Иннагрика»: подкасты с учеными и экспертами об агротехе доступным языком

Захарова: посольство РФ в Польше получило ноту об ограничении дипломатов

Задержан подозреваемый в убийстве работницы трапезной в Подмосковье

Музыкальные новости

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Заявление Союза армян России

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 3 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

Новости России

Готовность дошкольного отделения на улице Строителей в Реутове достигла 40%

Прихожанин зарезал женщину в трапезной храма в Сергиевом Посаде

Столичная таможня пресекла попытку незаконного вывоза военной продукции в США

Песков рассказал о подготовке визита Путина в Северную Корею

Экология в России и мире

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Moscow.media

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Муруджинские озера

Недорогой семейный кроссовер Chevrolet вернулся на российский рынок. Цена приятно удивит.







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *