Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2020

Новости за 27.10.2020

Radiotavisupleba.ge 

კინზინგერი: არჩევნებმა ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩაიაროს

„ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურად, საქართველოში, არჩევნების დღის მოახლოებას და მის მნიშვნელობას, შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათამვჯდომარე, ადამ კინზინგერი ეხმაურება. კინზინგერი აცხადებს, რომ ის იმედოვნებს არჩევნები სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება. „ჩემი გულრწფელი იმედია, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაიკ პომპეომ მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომ განუხრელად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის პირობები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, მოუწოდა ბაქოსა და ერევანს, რათა დაიცვან ერთობლივი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც გამოცხადებიდან მეორე დღიდან დაირღვა და ფართომასშტაბიანი იერიშები კვლავ გრძელდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან ცალ-ცალკე სატელეფონო საუბარში მაიკ პომპეომ მოუწოდა მათ, რომ „დაიცვან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე აღებული ვალდებულება, რათა მიაღწიონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დიპლომატიური მოწესრიგება“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ისრაელთან დამარცხდა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურში ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა და წააგო ანგარიშით 1:2. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის მე-10 წუთზე ​ანგარიში ებრაელებმა გახსნეს კორალ ჰაზანის გოლით. 61-ე წუთზე კარი რაჰელ შტაინშნაიდერმა სტუმრები ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა, ათიოდ წუთში კი თეონა ბაქრაძემ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა. ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო სათათბირომ პრეზიდენტს მისცა უფლება დაითხოვოს პრემიერ-მინისტრი კაბინეტის გადაყენების გარეშე

27 ოქტომბერს რუსეთის სახელმწიფო დუმამ საბოლოო წაკითხვით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ცვლის მთავრობის ფორმირების წესს. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილება, უფლებას აძლევს პრეზიდენტს, გადააყენოს პრემიერ-მინისტრი კაბინეტის გადაყენების გარეშე. მთავრობის ფორმირების ახალი პროცედურის თანახმად, პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერს და ფედერალურ მინისტრებს ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტი პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მათი დამტკიცების შემდეგ. თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგანგებო სიტუაციების, საგარეო საქმეთა და იუსტიციის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცესკოს-თან აქციაზე დააკავეს „ლეიბორისტების" სამი აქტივისტი - დაშავებულია ერთი

„ლეიბორისტული პარტიის" აქტივისტები ცესკო-ს შენობაში მოითხოვდნენ იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის არჩევნებში ხმის მისაცემად რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივებას. მოგვიანებით მათ კარვის გაშლა გადაწყვიტეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირების შემდეგ, როგორც „ლეიბორისტულ პარტიაში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, დაკავებულია პარტიის სამი წარმომადგენელი: სოფო და ანი გუგავები, ალექსი ბაღდასაროვი. პარტიის ინფორმაციით, კიდევ ერთმა აქტივისტმა დაზიანება მიიღო და კლინიკაში გადაჰყავთ.  შინაგან საქმეთა სამინისტროს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სერგეი ლავროვმა გააუქმა ვიზიტი ბალკანეთში და თვითიზოლაციაში იმყოფება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა COVID-19-ით დაინფიცირებულ პირთან, გააუქმა დაგეგმილი ტურნე ბალკანეთში და თვითიზოლაციაში იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს 27 ოქტომბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ 70 წლის სერგეი ლავროვი თავს კარგად გრძნობს. 28-29 ოქტომბერს სერგეი ლავროვი გეგმავდა ვიზიტებს ბოსნია-ჰერცეგოვინასა და სერბიაში. ვირუსის გავრცელების მხრივ რუსეთი მსოფლიო პირველ ხუთეულში იმყოფება. ეპიდემიის განმავლობაში COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვი შეადგენს 1,5 მილიონზე მეტს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფმა პოლიტიკური სტრატეგიის სპეციალისტმა, ვიტალი შკლიაროვმა, ბელარუსი დატოვა

შინაპატიმრობაში მყოფმა პოლიტიკური სტრატეგიის სპეციალისტმა, ბელარუს-ამერიკელმა ვიტალი შკლიაროვმა, რომლის დაპატიმრებამაც აღაშფოთა აშში, - 27 ოქტომბერს დატოვა ბელარუსის ტერიტორია. მის გათავისუფლებისა და ქვეყნიდან გამგზავრების ფაქტი რადიო თავისუფლებას დაუდასტურა შკლიაროვის ადვოკატმა, ანტონ ჰაშინსკიმ. „ის ფაქტი, რომ მას მიეცა ქვეყნის დატოვების უფლება, ნამდვილად არის მაიკ პომპეოს სატელეფონო ზარის დამსახურება“, - აღნიშნა ჰაშინსკიმ. ვიტალი შკლიაროვის გათავისუფლებას წინ უძღოდა სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაღდათელი ექიმი გარდაიცვალა COVID 19-ით

ბაღდათის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, გარდაიცვალა. ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი 45 წლისაა. ამჟამად ბაღდათის მუნიციპალიტეტი სასწრაფო დახმარების გარეშეა დარჩენილი. სასწრაფო დახმარების ექიმების ნაწილი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი, ნაწილი კი მკურნალობას სახლში აგრძელებს. ბაღდათის მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი და 22 სოფელი შედის. მოსახლეობა  21 000 ადამიანს აღემატება (2014 წლის მონაცემებით). Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთში ხვალიდან ერთკვირიანი კომენდანტის საათი ამოქმედდება

ჩეხეთში, რომელიც კორონავირუსის ზრდის თვალსაზრისით ევროკავშირში ერთ-ერთი რეკორდსმენია, ხელისუფლების განკარგულებით 28 ოქტომბრიდან ამოქმედდება ღამი კომენდანტის საათი. კერძოდ, საღამოს 21:00 საათიდან დილის 05.00 საათამდე კომენდანტის საათის დროს აიკრძალება გარეთ გამოსვლა გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს არ უკავშირდება გადაუდებელი, ოპერატიული და სამედიცინო სამსახურების მუშაობას, ექიმთან ვიზიტის ან ძაღლის გასეირნებას საცხოვრებელი სახლიდან ნახევარი კილომეტრის დაშორებით. ამასთან კომენდანტის საათის დროს ადამიანებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არქიმანდრიტ კირიონს დაუდასტურდა COVID - 19

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტს კირიონს COVID-19 დაუდასტურდა. ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მღვდელმა დაუდასტურა „რუსთავი 2"-ს. ის ამბობს, რომ ცხელება მხოლოდ ერთჯერადად აღენიშნებოდა.  როგორც არქიმანდრიტი ამბობს, ბოლო დღეები ტაძარში არ ყოფილა და იზოლაციაში იმყოფებოდა. უცნობია ინფიცირების წყარო.

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალში სამხედრო-საველე ჰოსპიტალი რუსეთიდან ჩაიტანეს. აფთიაქებში მედიკამენტების დეფიციტია

სამშაბათს მოსკოვიდან ცხინვალში მრავალპროფილური სამხედრო-საველე ჰოსპიტალი ჩაიტანეს. ამჟამად ჰოსპიტლის მონტაჟი ცხინვალის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარეობს.

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდში პოლიციელს ადანაშაულებენ ახალგაზრდა კაცის ცემაში

საპატრულო პოლიციის თანამშრომელსა და ადგილობრივ მცხოვრებ გელა სიჭინავას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ზუგდიდში. ნაცემია გელა სიჭინავა, რომელიც ამ წუთებში პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. მისი ძმის ირაკლი სიჭინავას ინფორმაციით, სახლში მათ ავტოსახელოსნო აქვთ და დაპირისპირებაც სწორედ ტრანსპორტის შეკეთების თემას მოჰყვა. „მამაჩემმა ერთი კვირის წინ გაუკეთა ვიღაც ვაჟა გუჯეჯიანს მანქანა. ის უკმაყოფილო იყო და მოიყვანა თავისი ნათესავი კობა გუჯეჯიანი საქმის გასარჩევად. იყო ჩხუბი. ჩემი ძმა მამას გამოესარჩლა და ამ დროს ის კობა გუჯეჯიანმა ცემა“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთში გრძელდება აქციები აბორტის წესების გამკაცრების წინააღმდეგ

პოლონეთში მეხუთე დღეა გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქციები აბორტის გამკაცრებისკენ მიმართული ცვლილების წინააღმდეგ. ქალთა უფლებების დამცველთა აქციებმა მოიცვა პოლონეთის 150 ქალაქი. „როიტერსის“ თანახმად, 27 ოქტომბერს მანქანებით, ველოსიპედებითა და ფეხით მოძრავმა ათობით ათასმა ადამიანმა გადაკეტა მოძრაობა გზებზე. სამშაბათს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დემონსტრანტებმა დაახლოებით ერთი საათით გადაკეტეს მოძრაობა ქალაქის ქუჩებში. გასულ კვირაში პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საკანონმდებლო ნორმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალში COVID-19-ით გარდაიცვალა მეხუთე პაციენტი

27 ოქტომბერს, საღამოს, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ​მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა. დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ალა ჩოჩიევას თქმით, გარდაცვლილია 81 წლის ქალი, რომელიც დაბა კვაისაში ცხოვრობდა. მან სამედიცინო დახმარება გვიან მოითხოვა. ოკუპირებული რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ გარდაცვლილი ქალი სახლის პირობებში თვითმკურნალობით იყო დაკავებული და სიკვდილის მიზეზი ორმხრივი პნევმონია გახდა, რაც კორონავირუსმა გამოიწვია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უსაფრთხოება კენჭისყრის დროს - სად რა წესები იმოქმედებს

31 ოქტომბერს, COVID-19-ის პირობებში, საქართველოში პირველი არჩევნები გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მთავრობის განმარტებით, კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების, კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. რა პროცედურებია გათვალისწინებული არჩევნების დღისთვის? რა უნდა გაითვალისწინოს ამომრჩეველმა? კენჭისყრა საარჩევნო უბნებზე - როცა თავად მიდიხართ საარჩევნო უბნებისთვის შემუშავებული უსაფრთხოების ზომები ცესკოს #38 დადგენილებაშია ასახული. წესების თანახმად: კენჭისყრის ოთახში შესვლამდე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთმა „ნონსენსი“ უწოდა უკრაინის მიერ ორი უნგრელი მოხელისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ, „ნონსენსი და საცოდაობა“ უწოდა უკრაინის გადაწყვეტილებას, თავის ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს ორ უნგრელ მოხელეს, უკრაინის ადგილობრივ არჩევნებში ჩარევის გამო. ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სიიარტო აცხადებს, რომ ბუდაპეშტს ამ აკრძალვის შესახებ უკრაინისგან ჯერჯერობით არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება. 26 ოქტომბერს უკრაინამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა უნგრეთის ორ მაღალჩინოსანს, რომლებიც ადგილობრივი არჩევნების წინ კარპატისპირეთში კომპაქტურად მცხოვრები უნგრელების აგიტაციას ეწეოდნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი გახარია სპეცოპერაციაზე: შსს-ს ჰქონდა დავალება, წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებული თავდასხმის ლიკვიდაციის სპეცოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პოლიციამ იმ დღეს მიიღეს კონკრეტული დავალება, რომ წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო. გიორგი გახარიას თქმით, პოლიციამ ეს დავალება პირნათლად შეასრულა. „ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და მათ ის შეასრულეს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. რაც შეეხება თავდამსხმელის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი გრძელდება და ასევე წარმატებით დასრულდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გახარია ამბობს, რომ სოსო ჯაჭვლიანის ემოციურ გამონათქვამებზე სერიოზულ კომენტარს არ გააკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის განცხადებაზე კომენტარისგან თავი შეიკავა. „როდესაც სპეციალურ ღონისძიებაზე, პანდემიაზე, ეკონომიკურ კომპონენტზე, საკითხი აღარ გაქვთ...“ - ასე უპასუხა ფოთში ჯაჭვლიანის შესახებ დასმულ შეკითხვას გიორგი გახარიამ და დაამატა, - „რა პრეტენზიითაც არ უნდა მიდიოდეს ბატონი სოსო ჯაჭვლიანი, მე მის მსგავს ემოციურ გამონათქვამებზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ“. სოსო ჯაჭვლიანმა მმართველი პარტიის დატოვების შესახებ 26 ოქტომბერს ილაპარაკა „მთავარი არხის" ეთერში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი გახარია: ეს ტოქსიკური 4-5 დღე გაივლის მალე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია "ტოქსიკური გარემოთი" ხსნის ოპოზიციის კრიტიკას "საქართველოს ბანკის" თავდამსხმელის ვერდაკავების გამო. მისი თქმით, ოპოზიციური ტელევიზიები და პარტიები ცდილობენ, პრობლემები პოლიტიკურად დააკონვერტირონ. მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია გახანგრძლივდეს დაკავების სპეცოპერაცია. "მე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიმუშავე ორი წელი. იდეალურად, ზედმიწევნით ვგრძნობ და ვიცი, რას გრძნობს თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი. მინდა მათ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო, რომელიც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კალათბურთელ გიორგი ცინცაძის პასი მსოფლიოს ბოლო ათწლეულის საუკეთესო გადაცემად დასახელდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი გიორგი ცინცაძე მსოფლიოს ბოლო ათწლეულის საუკეთესო პასის ავტორი გახდა. 34 წლის გამთამაშებელმა მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაციის (FIBA) ოფიციალურ ვებსაიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში შვიდ კონკურენტს აჯობა. დეკადის საუკეთესო ასისტის ნომინაციაში FIBA-მ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე შესრულებული რვა პასი გამოარჩია, ინტერნეტ-მომხმარებლებს შეახსენა და სწორედ ხალხის გამოკითხვის შედეგად გამოავლინა გამარჯვებული. ცინცაძის მიერ 2015 წლის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკა აცხადებს, რომ ხელისუფლება აღკვეთს რადიკალიზმის გამოვლინებას

ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები გადავიდნენ „ფერადი რევოლუციიის“ მომდევნო ეტაპზე, „რადიკალიზმზე“, რისკენაც მოქალაქეებს პოლონეთიდან და ლიეტუვიდან მოუწოდებენ. „რადიკალიზაცია უკვე ხდება. ჩვენ წინაღმდეგ გაშალეს უკვე არა საინფორმაციო, არამედ, გარკვეული მიმართულებით, ტერორისტული ომი. ჩვენ ეს უნდა აღვკვეთოთ“, - განაცხადა ლუკაშენკამ 27 ოქტომბერს გამართულ სამთავრობო სხდომაზე. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ლუკაშენკამ მოუწოდა სტუდენტებისა და მოწაფეების მშობლებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაატა იმნაძის თქმით, გაზაფხულიდან რამდენიმე ვაქცინა იქნება მსოფლიოში

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა „ფეისბუკზე“ მიმდინარე პირდაპირ ეთერში ილაპარაკეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ. ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გლობალური ჯანმრთელობის ძირითადი ორგანიზაციები, როგორიცაა ჯანმო, CDC, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მთელი მსოფლიო, აქტიურად მუშაობს ვაქცინის შექმნაზე. მისი თქმით, ვაქცინების საკმაოდ დიდი რაოდენობა შექმნილია, რომლებიც გადიან პრეკლინიკურ, პოსტკლინიკურ და კლინიკური კვლევის პირველ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში ახალი შეზღუდვები წესდება კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში

28 ოქტომბერს რუსეთში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება მას შემდგ, რაც ოპერატიული შტაბის ცნობით წუხელ ქვეყანაში კორონავირუსის 16 550 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავარი სახელმწიფო მარეგულირებლის, „როსპოტრებნადზორის“ თანახმად რუსეთის ყველა მოქალაქე 28 ოქტომბრიდან იძულებული იქნება ატაროს სანიტარული პირბადეები მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, პარკირების ადგილებსა და ლიფტებში. ასევე 28 ოქტომბრიდან იკრძალება ყოველგვარი სანახაობა და გასართობი ღონისძიება. ვირუსის გავრცელების მხრივ რუსეთი მსოფლიო პირველ ხუთეულში იმყოფება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 1678 მედიკოსი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში სამედიცინო პერსონალიდან დადასტურებულად კორონავირუსით ინფიცირებულია 1678 პირი, რომელთაგან ნაწილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ნაწილი კი საყოფაცხოვრებო, საოჯახო ვითარებაშია ინფიცირებულია. მისი თქმით, რაოდენობა მზარდია, თუმცა საერთო რაოდენობასთან შედარებით ექიმების პროცენტული რაოდენობა მცირდება და ამ დროისთვის 5,2%-ია.  “დღეს დილით ასეთი [ექიმების ინფიცირების] იყო 90 შემთხვევა. ჩვენ სამედიცინო პერსონალი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე წარმატებული IPO-ს შემდეგ მილიარდერი გახდა

მედიასა და სოციალურ ქსელებში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე, რომელიც  ყაზახური კომპანია Kaspi.kz-ის მმართველი საბჭოს   ხელმძღვანელია.  კომპანია Kaspi Bank-ის მფლობელია. კომპანიამ ამ  ცოტა ხნის წინ ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით განათავსა აქციები. Bloomberg-ის თანახმად, IPO-მდე, აქციების პირველ საჯარო გაყიდვამდე, გიორგი ლომთაძე კომპანიის აქციების 26 %-ის მფლობელი იყო. ფასიანი ქაღალდების ღირებულების გათვალისწინებით, მისი ქონება 1,8 მილიარდადაა შეფასებული. რადიო თავისუფლების... Читать дальше...


вхожу в интернет и меня здесь нет геополитика

В РУМЦ МГППУ действует правовой просветительский лекторий для студентов с инвалидностью и сотрудников вузов-партнеров

В учреждениях УИС Дагестана обсудили вопросы организации и проведения антинаркотического месячника

В честь празднования Международного дня защиты детей росгвардейцы Подмосковья организовали встречи с детьми



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Лучший HR-бренд – «Грузовичкоф»

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Музыкальные новости

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Новости России

Юлия Миронова стала VIP-участником форума THE TRENDS 2.0

Победителем конкурса предпринимателей с инвалидностью «Инвастартап–2024» стал воронежский проект модульных домов

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге об интеграции новых регионов в экономику страны

«Компьютерный 3D-переводчик на жестовый язык» стал одним из победителей конкурса цифровых проектов и идей для людей с нарушением слуха «Мы услышим»

Экология в России и мире

С чем носить брюки палаццо: примеры образов

ONYX отправляется в Большой тур по России

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Спорт в России и мире

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Moscow.media

Жулан.

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

ТСД промышленного класса Saotron RT-T60

Весенний Петербург. Петропавловская крепость







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *