Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2020

Новости за 03.10.2020

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ნაკრები საქართველოში მინსკის აქციების მხარდამჭერი ფეხბურთელების გარეშე ჩამოვა

ბელარუსის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის მოსამზადებლად შემადგენლობა დაასახელა და უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ 8 ოქტომბერს, „დინამოარენაზე“ მარხელის გუნდს ორი წამყვანი მოთამაშე არ ეყოლება - ილია შკურინი და სტანისლავ დრაგუნი. ბელარუსის ნაკრების გულშემატკივრები სიციალურ ქსელებში წერენ, რომ მიზეზი მათი პოლიტიკური ხედვაა. მოსკოვის „ცსკა“-ს თავდამსხმელმა ილია შკურინმა მინსკის აქციების მონაწილეებს დაუჭირა მხარი და გაავრცელა განცხადება, რომ ნაკრებში იქამდე აღარ ითამაშებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთი და აზერბაიჯანი გამოთქვამენ მზაობას მინსკის ჯგუფთან თანამშრომლობაზე მთიანი ყარაბაღის გარშემო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთს, აშშ-ს და საფრანგეთს - ე.წ. მინსკის ჯგუფის წევრებს - მოუწოდა გააგრძელონ ძალისხმევა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადასაჭრელად. ალიევი ამ განცხადებით ალ-ჯაზირასთან ინტერვიუში გამოვიდა 3 ოქტომბერს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა მინსკის ჯგუფის ერთობლივ მოწოდებას კონფლიქტის დასრულებისკენ.  მინსკის ჯგუფი შუამავლობას უწევს სამშვიდობო ძალისხმევას მთიან ყარაბაღში მას შემდეგ, რაც ადრეულ 1990-იან წლებში ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმება იქნა მიღწეული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ექიმები: პრეზიდენტი ტრამპი კარგ გუნებაზეა, არ იყენებს ჟანგბადის აპარატს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კორონავირუსისგან მკურნალი ექიმების გუნდი აცხადებს, რომ ის კარგ გუნებაზეა, არ უჭირს სუნთქვა და არ იყენებს ჟანგბადის აპარატს.  ექიმმა შონ კონლიმ 3 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე დასძინა, რომ პრეზიდენტი ვითარებას "ძალიან კარგად უმკლავდება". მას 24 საათის განმავლობაში არ ჰქონია მაღალი ტემპერატურა. ექიმები ამბობენ, რომ ტრამპის სიმპტომები, მათ შორის ხველა და სურდო, "იკლებს და უმჯობესდება".  თუმცა ექიმებმა არ დააკონკრეტეს ის, საერთოდ თუ დასჭირდა ტრამპს ჟანგბადის აპარატი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჰოსპიტალიზებულია COVID-19-ით ინფიცირებული უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი

"უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს ორივე ფილტვის ანთებით“,  - ინფორმაცია დაადასტურა პოროშენკოს მეუღლემ, მარინა პოროშენკომ. „დღეს „კოვიდ-19“-ს ებრძვიან ჩემი მეუღლე და ჩვენი ქალიშვილი. პეტრო ალექსის ძე  ჰოსპიტალიზებულია კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ. მიუხედავად ფილტვების ორმხრივი ანთებისა, ჩემს მეუღლეს აქვს ძლიერი ნებისყოფა და ავლენს მას დაავადებასთან ბრძოლაში. ის მკაფიოდ იცავს მკურნალობის გაწერილ პროტოკოლს“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, აშშ-ში მესამე სენატორს დაუდასტურდა კორონავირუსი

აშშ-ში კიდევ ერთ სენატორს დაუდასტურდა კორონავირუსი, როგორც ამას მისი პრესმდივანი იუწყება - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონთან ახლოს, სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს კორონავირუსის ინფექციის სამკურნალოდ.  ვირუსი დაუდასტურდა რესპუბლიკელ სენატორს, რონ ჯონსონს, მას შემდეგ, რაც 29 სექტემბერს ვაშინგტონში დაბრუნდა და შეიტყო, რომ მანამდე კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან - ამბობს მისი პრესმდივანი. ჯონსონის ინფიცირების შესახებ ცნობის გავრცელებამდე იუწყებოდნენ, რომ კორონავირუსზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"პატრიოტთა ალიანსმა" დაასახელა მაჟორიტარი კანდიდატები

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე დაასახელა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: თბილისის მასშტაბით: მთაწმინდა - მალხაზ თოფურია, ვაკე - ნანა დევდარიანი, საბურთალო - კახა ძაგანია, სამგორი - გურამ ნიკოლაიშვილი, დიდუბე - არჩილ ბელიძე, ნაძალადევი - ირმა ინაშვილი, გლდანი - მერაბ ჭიქაშვილი. რეგიონებში: გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღი - სოსლან გარსევანიშვილი; თელავი, ახმეტა ყვარელი, ლაგოდეხი - იოსებ პარწიკელაშვილი; მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი - იოსებ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

18 ადამიანს სურს მაჟორიტარი დეპუტატობა რუსთავი-გარდაბნის ოლქიდან

მე-12 საარჩევნო   ოლქიდან, რომელიც რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის 10 სოფელს მოიცავს, მაჟორიტარულ წესით არჩევნებში მონაწილოების სურვილი 18 ადამიანმა  გამოთქვა,  რის შესახებაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განცხადებბია შესული. პარტიებისა და ბლოკების მიერ  17 მაჟორიტარბის მსურველია წარდგენილი,  ხოლო ერთი  საინიციატივო ჯგუფის მიერ არის ინიცირებული. პარტიული საარჩევნო სიების და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ვადა 1 ოქტომბერს ამოიწურა. რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში, მე-12... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხელვაჩაურში მაშველებმა 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მაშველებმა 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. მაშველები სტიქიის დროს დაკარგულ მოზარდს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. გუშინ, 2 ოქტომბერს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაღუპული მოზარდის დედ-მამის ცხედრები მიწის მასის ქვეშ იპოვეს. მანამდე კი ამავე ადგილას ორი მამაკაცის ცხედარი ნახეს, მიწის ქვეშ დაფლულ მანქანაში. ექვსი ადამიანი იმსხვერპლა სტიქიამ აჭარაში. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში ჩამოწოლილმა მეწყერმა თედორაძეების სახლი ხევში ჩაიტანა, რა დროსაც ოჯახის სამივე წევრი დაიღუპა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ივერი მელაშვილი: ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა ცუდი ადგილია

ივერი მელაშვილი თითქმის 25 წელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსად, კომისიის წევრად და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობდა, თუმცა მისი სახელი ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ ახლახან გახდა ცნობილი, როცა საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პანდემიის ფონზე, გერმანიაში მოკრძალებულად იმართება გაერთიანების 30-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, გერმანია 3 ოქტომბერს გაერთიანების 30-ე წლისთავს მოკრძალებული ცერემონიებით აღნიშნავს. ბერლინიდან 25 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ პოტსდამში დანიშნულ ოფიციალურ ცერემონიაზე ელიან კანცლერ ანგელა მერკელს და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. ამ ცერემონიით იხურება ღონისძიებების ერთთვიანი პროგრამა.  "ამ 30 წლის განმავლობაში ბევრს მივაღწიეთ" - უთხრა მიმდინარე კვირაში პარლამენტს მერკელმა, რომელიც თავად აღმოსავლეთ გერმანიაში გაიზარდა და დასძინა: "შევძელით მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილი: "ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია!"

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა გაერთიანებული ოპოზციის საარჩევნო სიის პირველი ნომრის, ბუბა კიკაბიძის ვიდეო რგოლი და ცნობილ მომღერალს "პოლიტიკოსი და დიდი ქართველი პატრიოტი" უწოდა. „მთელმა საბჭოთა რუსეთის თაყვანისმცელთა ბრიგადამ ჩვენს სიაში მტრის აგენტად და ოკუპანტის წარმომადგენლად გამოაცხადა. ადამიანს ზუსტად ის უნდა დააბრალო, რაც არ არის - ეს მათი საყვარელი ხელწერაა! ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. ის არ არის მხოლოდ მომღერალი და მსახიობი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მადრიდში აღადგინეს კორონავირუსთან ბრძოლის ზომები

ესპანეთმა გადადგა ნაბიჯები მადრიდში კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, პარალელურად ევროპის სამედიცინო სააგენტო აცხადებს, რომ დაიწყო პრეპარატ რემდესივირის უსაფრთხოების განხილვა, მას შემდეგ, რაც მისი მიღების შემდეგ ზოგიერთ პაციენტს თირკმლის სერიოზული პრობლემები დაეწყო. ესპანეთში შემოღებული ახალი შეზღუდვებით დედაქალაქი და მის გარშემო რეგიონი - ტერიტორიები, სადაც დაახლოებით 6 მილიონამდე ადამიანი სახლობს - ნაწილობრივ ე.წ. "ლოკდაუნში" ბრუნდება, რაც ამ ტიპის შეზღუდვის აღდგენის პირველი შემთხვევაა ევროპის დედაქალაქში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა და ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები დაუწესეს არჩევნების და დემონსტრანტებზე ზეწოლის გამო

აშშ-მა და ევროკავშირმა 2 ოქტომბერს სანქციები დაუწესეს ბელარუსის ოფიციალურ პირებს, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასთან და დემონსტრანტებზე და ოპოზიციაზე განხორციელებულ სასტიკ ზეწოლასთან. სანქციების დაწესებას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა ბელარუსის და მისი მოკავშირე რუსეთის მხრიდან.  ბელარუსმა ამას მყისიერად უპასუხა იმ პირთა სიის შედგენით, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და ევროკავშირს ბრალი დასდო ბელარუსისთვის "სადამსჯელო ზომების" გატარებაში იმის გამო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთი და აზერბაიჯანი მიანიშნებენ მზაობაზე მონაწილეობა მიიღონ მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებაში მთიანი ყარაბაღის შესახებ

აზერბაიჯანის პრეზდიენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთს, აშშ-ს და საფრანგეთს - ე.წ. მინსკის ჯგუფის წევრებს - მოუწოდა გააგრძელონ კონფლიქტის გადაჭრის ძალისხმევა. მინსკის ჯგუფი შუამავლობას უწევს სამშვიდობო ძალისხმევას მთიან ყარაბაღში მას შემდეგ, რაც ადრეულ 1990-იან წლებში ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმება იქნა მიღწეული.  "ვფიქრობ, ამ სამმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ერთობლივი მუშაობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადასაჭრელად, ოღონდ იმ პირობით, რომ ნეიტრალურები დარჩებიან" - უთხრა ალიევმა ინტერვიუში ალ-ჯაზირას 3 ოქტომბერს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი: „თბილისში შესაძლებელია ნებისმიერი მოლაპარაკების გამართვა“

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით. „მინდა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ქართული საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ მსხვერპლის გამო, რაც მოყვა კონფლიქტს ჩვენ ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს შორის. მივმართავ ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტებსა და ხელისუფლებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მათ შორის დიალოგი. მინდა მოვუწოდო მათ დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპის შემდეგ, კორონავირუსი რესპუბლიკური პარტიის წევრებს შორის ვრცელდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2 ოქტომბერს ვაშინგტონის შემოგარენში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს კორონავირუსზე სამკურნალოდ. პარალელურად, პათოგენი ვრცელდება რესპუბლიკური პარტიის წევრებს შორის, რაც ძირს უთხრის მცდელობას სწრაფად შეივსოს უზენაესი სასამართლოს ვაკანტური ადგილი და დარტყმას აყენებს პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიას.  ტრამპის სულ უფრო მეტი ახლო მოკავშირე აცხადებს კორონავირუსზე ტესტის დადებითი შედეგის შესახებ, რაც ზრდის შიშს, რომ ვირუსი შესაძლოა მთავრობის მაღალ ეშელონებს მოედოს. 2 ოქტომბერს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გრიგოლ ლილუაშვილი: სიცრუეა სირიელი მებრძოლების საქართველოს გავლით გადაადგილების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია

აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან დაკავშირებით, 3 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განცხადა, რომ უწყება აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან. „განვიხილეთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები და ის რისკები, რაც უსაფრთხოების მიმართულებით იკვეთება. მინდა გამოვეხმაურო სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ორი პირი დააკავეს მარნეულში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე

პოლიციამ ქართული ოცნების ორი აქტივისტი დააკავა 29 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის და ქართუ;ლი ოცნების აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე. შს სამინისტროს განცხადებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკლავებულები არიან გიორგი შალამბერიძე და მარნეულის ავტოპარკის დირექტორი გიორგი ჯალაღონია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. 29 სექტემბერსბ მომხდარი დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები.

Radiotavisupleba.ge 

გარდაცვალების ერთი და 360 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა 177 კოვიდდადებითი პაციენტი. გარდაიცვალა 1 პაციენტი, 61 წლის ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტი გარდაიცვალა 2 ოქტომბერს გვიან ღამით. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობას გადის 460 პაციენტი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველომ დროებით შეაჩერა საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთების გატარება

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ. ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებით, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენი საერთო ინტერესია - სწრაფად შეწყდეს სამხედრო დაპირისპირება და რეგიონში აღდგეს მშვიდობა“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19 დაუდასტურდა „იმედის“ წამყვანს

„დილამშვიდობისა ყველას. მოკლედ, ვინც ჯერ არ იცით, ჩემს ყველა დადებით თვისებას CoVID19-იც შეემატა“, - წერს სოციალურ ქსელ ფეისბუკში ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემის წამყვანი ზურა ბალანჩივაძე, რომელიც დეტალურად აღწერს ცუდად გახდომის ისტორიას: „გუშინ დილას ჩვეულებრივად მივედი "იმედში", სიცხე გამიზომეს და 36,1 აჩვენა. სადღაც 9-ისკენ ცოტა მოვითენთე და გადაცემის მერე კიდევ გავიზომე სიცხე - 36,6. არაფერი. ცოტა ხანს ვიყავი, ვისაუბრეთ და წავედი სახლში. წამოვწექი, დავიძინებ მეთქი და მივხვდი, რომ სიცხე მიმატებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

2  გარდაიცვალა და 471 დაავადდა COVID-19-ით გასული დღე-ღამის განმავლობაში

3 ოქტომბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში (არ შედის ოკუპირებული ტერიტორიების მონაცემები) გამოვლინდა კოვიდ-19-ით ინფიცირების 471 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა 2 პაციენტი. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს სამთავრო საიტი stopcov.ge, რომლის მიხედვითაც დაავადებულთა საერთო რიცხვმა 7564 შეადგინა. გამოჯანმრთელდა 278 ადამიანი. სულ გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 3992-ს მიაღია. კარანტინის რეჟიმში რჩება 5392 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში იმყოფება  - 1100.

Radiotavisupleba.ge 

შეტევაზეა ფეხბურთი...

საქართველოსა და ბელარუსის ფეხბურთელთა ნაკრები გუნდების 8 ოქტომბრის მატჩზე მინსკიდან საუბრობს ჟურნალისტი თენგიზ დუმბაძე; ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის შემოსვლისა და დამკვიდრების ისტორიას შეახსენებს რადიომსმენელებს მხატვრული ფილმის „პირველი მერცხლის“ ფრაგმენტები.

Radiotavisupleba.ge 

საპატიო თბილისელებს დააჯილდოებენ

საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი გაიმართება სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში, 3 ოქტომბერს, 20.00 საათზე. საღამო გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ცერემონია სატელევიზიო ფორმატით, მაყურებლის გარეშე გაიმართება. საღამოზე შესრულდება გია ყანჩელის მელოდიები. „საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე, გიორგი ცაგარელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსმა ჟურნალისტმა თავი დაიწვა პოლიციის შენობის წინ

ნიჟეგოროდის გამოცემის Koza Press-ის მთავარმა რედაქტორმა ირინა სლავინამ 2 ოქტომბერს თავი დაიწვა ნიჟნი ნოვგოროდის შს სამმართველოს შენობასთან. თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე სლავინამ ფეისბუკის გვერდზე დაწერა: „გთხოვთ, ჩემ სიკვდილში დაადანაშაულოთ რუსეთის ფედერაცია.“ დაახლოებით 15.30 საათზე სლავინა მივიდა პოლიციის შენობასთან, ჩამოჯდა სკამზე და ცეცხლი წაიკიდა. შემთხვევით გამვლელმა სცადა ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ ჟურნალისტმა ხელისკვრით მოიშორა ის. ირინა სლავინა თავისი პუბლიკაციებით ბევრს აღიზიანებდა. Читать дальше...


Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

Сотрудники Орехово-Зуевского лесничества провели экскурсию для любителей природы

Возбуждено уголовное дело по факту убийства женщины на северо-востоке Москвы

Посла Зимбабве в Москве экстренно госпитализировали с подозрением на инсульт



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Москве у смоленского наркокурьера изъяли свыше 1 кг мефедрона

Суд признал банкротом экс-совладельца ПСБ Алексея Ананьева

Шишкин: «Жаль, что РПЛ покинули футбольные города»

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку пророчеств товарищей В.В. Жириновского и В.Г. Мессинга.

Музыкальные новости

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Посол Антонов: Байден оскорбляет весь народ России в нападках на Путина

Афиша театра кукол Бурятии "Ульгэр": Россия, Культура, Театр, Дети - Спектакль "Курочка ряба"

Росгвардейцы обеспечили безопасность транспортировки ракеты-носителя и транспортного грузового корабля на космодроме «Байконур» (видео)

Новости России

В грамме поубавилось рублей // Золото дешевеет на бирже

Посла Зимбабве в Москве экстренно госпитализировали с подозрением на инсульт

В Мурманском областном краеведческом музее начала работу выставка «Арктика. От падения до взлета»

Президент Путин вернулся в Москву и встретился в Кремле с главой Ингушетии

Экология в России и мире

Ярко и стильно: самые интересные цветовые сочетания на лето

«Гениальная идея!»: звезды о новом музыкальном лейбле Детского радио

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Спорт в России и мире

Теннисистка Мария Шарапова снялась в красном облегающем платье

"Ролан Гаррос" стартовал в Париже

Абсцесс остался позади // Андрей Рублев первым из игроков топ-10 вышел во второй круг

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Moscow.media

Половина свайных оснований опор моста через Каму в Перми готовы

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Вечернее Подмосковье.







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *