Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2020

Новости за 21.10.2020

Radiotavisupleba.ge 

სპეცოპერაცია ზუგდიდში - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 ოქტომბერს

რა ვიცით ამ დრომდე ზუგდიდში საქართველოს ბანკზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ?   მთავარი ფაქტები მოკლედ: თავდამსხმელის ჯერ დაკავებული არ არის. ყველა მძევალი თავისუფალია. სამართალდამცველები აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს. ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობაში თავდამსხმელის მიერ აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამთენიისას გაავრცელა განცხადება. შსს-ს თქმით პოლიციამ მძევლები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გამტაცებელს მძევლებთან ერთად გაჰყვა სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა

გამტაცებელს, რომელსაც „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლები ჰყავდა აყვანილი, სავარაუდოდ, მოთხოვნილი თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა ავთანდილ გალდავამ გადასცა. სწორედ, გალდავა გაჰყვა ორ მძევალთან ერთად გამტაცებელს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით ამ საკითხზე არ ლაპარაკობენ. რამდენიმე წუთის წინ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მძევლად აყვანილმა ირაკლი კვარაცხელიამ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ შენობიდან სამი კაცის გარდა ყველანი გამოიყვანეს. მისი ინფორმაციით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19: ევროკავშირი საქართველოს ამოღებას აპირებს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან

ევროპის კავშირი გეგმავს საქართველოს, კანადისა და ტუნისის ამოღებას იმ ქვეყნების სიიდან, რომელთა მოქალაქეებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში ევროკავშირში მოგზაურობის უფლება ენიჭებათ. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია ამ ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლები იტყობინებიან. ამავე დროს ევროკავშირი კარს გაუხსნის სინგაპურის მოქალაქეებს, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გაუმჯობესება შეინიშნება.  როგორც როიტერსი იტყობინება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნატოს სინერგია და საქართველო

22 ოქტომბერს ნატოს თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ალიანსის წარმომადგენლები დასავლური ალიანსის რამდენიმე ინიციატივაზე იმსჯელებენ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ნატოს კოსმოსური ცენტრის შექმნა, ნატოს გენერალური მდივნის თანახმად, გერმანიის რამშტაინში მდებარე მოკავშირეთა საავიაციო სარდლობის ბაზაზე. ამ და სხვა - კოლექტიური თავდაცვისათვის მნიშვნელოვანი - პროექტების განსახორციელებლად ნატოს აქვს ნებაც და ფინანსური საშუალებებიც. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ნატოს წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს თავდაცვითი ხარჯების გაზრდა და... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპი მხარს უჭერს ჰომოსექსუალი წყვილების სამოქალაქო კავშირს

რომის პაპი ფრანცისკეს განცხადებით, უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც ჰომოსექსუალ წყვილებს სამოქალაქო კავშირში ყოფნის უფლებას მისცემს. ამის შესახებ მან ისაუბრა ახალ დოკუმენტურ ფილმში Francesco, რომელიც გადაიღო ამჟამად აშშ-ში მცხოვრებმა რუსული წარმოშობის კინორეჟისორმა ევგენი აფინეევსკიმ. ფილმის პრემიერა რომის კინოფესტივალზე შედგა. "ჰომოსექსუალ ადამიანებს აქვთ უფლება ჰყავდეთ ოჯახი. ისინი ღმერთის შვილები არიან. გარიყული არავინ უნდა იყოს. ჩვენ უნდა შევქმნათ სამოქალაქო კავშირის კანონი, რომელიც მათ დაიცავს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გამტაცებელმა რამდენიმე მძევალთან ერთად დატოვა ბანკი და პოლიციის ავტომანქანაში ჩაჯდა

„პირველი არხის“ კადრებში ჩანს, რომ გამტაცებელი მძევლებთან ერთად გამოდის ბანკიდან და პოლიციის ავტომანქანაში ჯდება. რამდენიმე წუთის წინ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მძევლად აყვანილმა ირაკლი კვარაცხელიამ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ შენობიდან სამი კაცის გარდა ყველანი გამოიყვანეს. მისი ინფორმაციით, პოლიციის წარმომადგენლებმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. „უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ“, - აღნიშნავს კვარაცხელია. „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის სპეცოპერაცია: რა ვიცით თავდამსხმელზე იმ კადრებით რაც ვნახეთ

რადიო თავისუფლებამ ირაკლი ალადაშვილს, სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის” მთავარი რედაქტორს ჰკითხა რისი თქმა შეიძლება თავდამსხმელზე, რომელმაც ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალში სავარადუდოდ 18 მძევალი აიყავანა, იმ კადრებით რაც ეთერში ვნახეთ. გთავაზობთ ინტერვიუს მასთან. რისი თქმა შეიძლება იმით, რაც ვნახეთ კადრებში? ვიდეო კადრებით, რაც გავრცელდა, საღამოს 9 საათისთვის იმის თქმა შეიძლება, რომ ზუგდიდის “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეჭრილი ადამიანი შეიარაღებულია “კალაშნიკოვის” ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს

რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დააკავეს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები, სხვა ქვეყნებზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმების ბრალდებით. მათ მიერ ჩადენილ დანაშაულთა შორის მოხვდა კიბერშეტევა 2018 წელს, პიონჩანგში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, რომელიც ამერიკულ და ბრიტანულ წყაროებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა, წლეულს კიბერთავდამსხმელების მიზანი ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩაშლა იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ადგილობრივების ცნობით, დმანისში „ოცნების" ოფისში დაპირისპირება იყო - დაჭრილია 3 ადამიანი

რადიო თავისუფლებას დმანისის მცხოვრებლებმა შეატყობინეს, რომ ინციდენტი მოხდა 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე „ქართული ოცნების“ შტაბში, შელაპარაკების დროს. მათივე ინფორმაციით, სამი ადამიანი არის დაჭრილი, რომლებიც ჰოსპიტალიზებული არიან.  შს სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 236-ე და 117-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. შს სამინისტროდან არ დააკონკრეტეს დაკავებულია თუ არა ბრალდებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდში მძევლების აყვანის თემაზე ზურაბიშვილი პარტიებსა და მედიას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანის საკითხზე მიმართავს პოლიტიკურ პარტიებსა და მედიებს.   „მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას“, - აცხადებს პრეზიდენტი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გამტაცებელმა ზუგდიდში გაათავისუფლა კიდევ ერთი მძევალი

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გამტაცებელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალიდან. დაახლოებით ერთი საათის წინ კიდევ ორი მძევლის გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა დაახლოებით 20 მძევლიდან ერთ-ერთს, „მთავარი არხის“ ეთერში დაარეკვინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურს, 500 ათასი დოლარი გადასცენ და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება მისცენ.

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდში გიგი უგულავა და გიორგი გაბედავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალიდან (სადაც გამტაცებელს ოცამდე მძევალი ჰყავს აყვანილი) დაახლოებით ას მეტრში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ და „ქართული მარშის“ მაჟორიტარი კანდიდატები გიგი უგულავა და გიორგი გაბედავა. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ზუგდიდიდან იტყობინება, გაბედავა უგულავას ადანაშაულებდა, რომ მისი „ზონდერი იმყოფება შიგნით“, რომელიც ტელევიზიებს უკავშირდება გამტაცებლის სახელით. უგულავას შეფასებით, ეს განცხადება არის პროვოკაციის მცდელობა. შელაპარაკება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შს მინისტრის მოადგილე: ყველაფერი კეთდება მძევლების გასათავისუფლებლად

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება მძევლების უსაფრთხოდ შინ დასაბრუნელად. ეს განცხადება მინისტრის მოადგილემ ზუგდიდში გააკეთა, სადაც „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალში მძევლები იმყოფებიან. "როგორ იცით მოლაპარაკების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლდა, მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შსს და ყველა სამართალდამცავი უწყება ჩართულია, რომ მძევლების უსაფრთხოდ დავაბრუნოთ სახლში",- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ. მან მოლაპარაკებების დეტალებზე საუბარი არ ისურვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფაშინიანი: მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებაზე საუბარი უაზრობაა

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებაზე საუბარი უაზრობაა. ასეთი განცხადება გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. „ჩვენი შემდგომი მოქმედებები - ესაა ბრძოლა ბოლომდე, ჩვენი ხალხის უფლებებისთვის,“ თქვა მან პირდაპირი ვიდეოჩართვისას თავის გვერდზე ფეისბუკში. ფაშინიანმა ქალაქის მერებს მოუწოდა, ორგანიზება გაუკეთონ მოხალისეთა რაზმებს, მოსახლეობას კი მიმართა, „ხელში აიღონ იარაღი“. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ გაჯიევმა განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდში გამტაცებელმა ორი მძევალი გაათავისუფლა „საქართველოს ბანკის" ფილიალიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ გამტაცებელმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის" ფილიალიდან მძევლად აყვანილი მოქალაქეებიდან ორი გაათავისუფლა. უწყება დეტალების შესახებ საუბრისგან თავს იკავებს. ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა დაახლოებით 20 მძევლიდან ერთ-ერთს, „მთავარი არხის“ ეთერში დაარეკვინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურს, 500 ათასი დოლარი გადასცენ და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება მისცენ.

Radiotavisupleba.ge 

რას ცვლის საერთაშორისო მეთვალყურეების სიმცირე

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, კენჭისყრის დღეს იმაზე გაცილებით ნაკლები საერთაშორისო მეთვალყურე დააკვირდება, ვიდრე 2016 და 2018 წლების არჩევნებზე იყო. მიზეზი  COVID 19-ის პანდემიით  შექმნილი სირთულეებია. რას ცვლის ეს მოცემულობა საარჩევნო პროცესებისა და შედეგების შეფასების თვალსაზრისით? რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადგილობრივ სამეთვალყურეო ორგანიზაციებს? 2-ჯერ ნაკლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამჟამად რეგისტრირებულია სულ 25 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია - დაახლოებით ორჯერ ნაკლები, ვიდრე წინა არჩევნებზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავთო წერეთელი ამბობს, რომ "TV პირველის" სარედაქციო პოლიტიკის გამო დაემუქრნენ

"TV პირველის" მფლობელისა და დირექტორის მამა, ავთო წერეთელი ამბობს, რომ მას არხის სარედაქციო პოლიტიკის გამო დაემუქრნენ. მუქარასთან დაკავშირებით ის ამავე არხს ესაუბრა. წერეთელი იხსენებს, რომ მასთან ორი ახალგაზრდა კაცი მაშინ მივიდა, როცა ის ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ვარჯიშობდა: "თუ არ გაჩერდება შენი ტელევიზია, მოგივლითო... რაც იმათმა წარმოთქვეს, იმას ხო არ ვიტყვი". არხის მფლობელი ვატო წერეთელი ამ მუქარას მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" უკავშირებს. "ჯერ იყო და სასამართლოდან პირდაპირ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა „ეკონომიკური ამნისტია“ გამოაცხადა

ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სადირ ჯაფაროვმა „ეკონომიკური ამნისტია“ გამოუცხადა ყოფილ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც უკანონოდ მდიდრდებოდნენ კორუფციის მეშვეობით. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საბაჟო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, რაიმბეკ მატრაიმოვის დაკავება და შინაპატიმრობაში მოთავსება. მატრაიმოვი მექრთამეობაშია ეჭვმიტანილი. ჯაფაროვის მიერ 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ამნისტია შეეხება ყველა ყოფილ სახელმწიფო მოხელეს, ვინც საქმიანობდა „ენერგეტიკის, საბაჟოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძის შეფასებით, კონკრეტული მედიების ქმედებები დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლების აყვანის თემაზე მედიის მუშაობა და პოლიტიკოსების კომენტარები შეაფასა. მან ზოგი მედიის მოქმედებაში დანაშაულის ნიშნებიც დაინახა, გარდა ამისა, „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველს“ უწოდა: „გლავკანალი“ და „პერვი კანალი“. „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა ქმედებებმა ხელი არ შეუშალონ დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას. სამწუხარო და გამაოგნებელია, რომ კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა სცადეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იენს სტოლტენბერგი - "საქართველო და უკრაინა ძალიან ღირებული პარტნიორები არიან"

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსისთვის ძალიან ღირებული პარტნიორები არიან მრავალი მიზეზის გამო. იენს სტოლტენბერგმა 21 ოქტომბერს ბრიუსელში გამართა პრესკონფერენცია, რომელიც 22-23 ოქტომბერს დაგეგმილ ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის პრიორიტეტებს შეეხებოდა. "ინტერფაქს-უკრაინის" ჟურნალისტმა ნატოს გენერალურ მდივანს ჰკითხა - იქნება თუ არა გათვალისწინებული ალიანსის მომავალი სტრატეგიის შემუშავებისას - "ნატო 2030"-ის პროცესში მისი პარტნიორების, კერძოდ - უკრაინისა და საქართველოს ინტერესებიც? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს მედიისგან ზუგდიდის სპეცოპერაციის LIVE-ში გადაცემის შეწყვეტას მოითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებისა და მობილური ოპერატორებისგან ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციის პირდაპირ ეთერში გადაცემის შეწყვეტას მოითხოვს. მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ თქვა, რომ სხვა შემთხვევაში გამოიყენებენ კანონით მინიჭებულ უფლებას. "ყველა მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორისგან კატეგორიულად მოვითხოვთ - მძევლების და სამართალდამცველთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საპოლიციო ღონისძიების ეფექტიანად წარმართვისთვის, დაუყოვნებლივ მოხდეს ადგილიდან ლაივსიგნალის გათიშვა/შეზღუდვა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"საქართველოს ბანკი" ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანაზე პირველ განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, ბანკი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციაშია. ეს პირველი განცხადებაა, რომელიც ბანკმა ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანაზე გაავრცელა. "ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს", - აცხადებენ ბანკში. ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა 19-დან ერთ-ერთ მძევალს "მთავარი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ADAMI მედია პრიზი: ქართველი ქალების 4 ნომინაცია და ფილმები სომხურ-აზერბაიჯანულ მეგობრობაზე

აღმოსავლეთ ევროპაში კულტურული მრავალფეროვნებისთვის ADAMI მედია პრიზის ნომინაციებში წელს საქართველოდან 4 ნამუშევარი მოხვდა. თითოეული მათგანის ავტორი ქალი რეჟისორები და ჟურნალისტები არიან. ნომინირებული ყველა ქართული ფილმი ქალი უმცირესობების უფლებების თემას ეხება. ისინი მიმოიხილავენ რეგიონებში ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალების ადრეული ქორწინებისა და უმაღლესი განათლების ხელმიუწვდომლობის სენსიტიურ საკითხებს.  ნომინანტებს შორისაა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ეკა ქევანიშვილის ფილმი „გიულგუნი თექალოდან“. Читать дальше...


В Рыбинске проходит конференция «Взрывной рост бизнеса»

Посла Зимбабве в Москве экстренно госпитализировали с подозрением на инсульт

Возбуждено уголовное дело по факту убийства женщины на северо-востоке Москвы

Расписание ряда поездов Курского и Рижского направлений МЖД изменится в июне



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку пророчеств товарищей В.В. Жириновского и В.Г. Мессинга.

МК: мать «смолинского маньяка» Ческидова знала о невольном положении пленницы

Жителям Подмосковья рассказали, как уменьшить коммунальные платежи

Сотрудники Орехово-Зуевского лесничества провели экскурсию для любителей природы

Музыкальные новости

Медведев заявил, что РФ близка к установлению отношений с талибами

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

ЦСКА шагнул к трофею // Команда обыграла УНИКС в первом матче финала Единой лиги ВТБ

Собянин: Московский предпринимательский форум объединил более 3 тыс. человек

Новости России

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку пророчеств товарищей В.В. Жириновского и В.Г. Мессинга.

Президент Путин вернулся в Москву и встретился в Кремле с главой Ингушетии

Жителям Подмосковья рассказали, как уменьшить коммунальные платежи

В Мурманском областном краеведческом музее начала работу выставка «Арктика. От падения до взлета»

Экология в России и мире

Ксения Караулова: о пользе гастродипломатии и новом взгляде на национальную кухню

23 МАЯ РОССИЙСКАЯ МЕЖДУНАРОДНАЯ АКАДЕМИЯ ТУРИЗМА ОТМЕТИЛА СВОЙ 55-Й ДЕНЬ РОЖДЕНИЯ. ФОТОРЕПОРТАЖ

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Теннисист Рублев вышел во второй круг Открытого чемпионата Франции

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Касаткина опустилась на 13-ю строчку в рейтинге WTA, Рахимова поднялась на 18

Moscow.media

Двигатель города на Неве: как «Грузовичкоф» участвует в жизни Санкт-Петербурга

Половина свайных оснований опор моста через Каму в Перми готовы

ALMI Partner: операционных систем в Реестре Минцифры должно стать меньше

Российские туристы назвали города, где лучше путешествовать в одиночестве







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *