Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2020

Новости за 28.10.2020

Radiotavisupleba.ge 

ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, „გირჩის" ტელეარხზე მოხდა კიბერთავდასხმა 

პარტია „გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე „ფეისბუკზე" წერს „გირჩი ტვ"-ზე კიბერთავდასხმის შესახებ. „ცოტა ხნის წინ „დაჰაკეს" „გირჩი ტვ". ტელევიზია და გირჩის production unit, რომელიც ამზადებდა წინასაარჩევნო ვიდეოებს - სრულად პარალიზებულია. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით, როგორც კი გავერკვევით რა ხდება", - წერს ჯაფარიძე. პარტიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „ფაილები, რაც ჰქონდა ტელეარხს, ყველაფერს ფორმატი ისე აქვს შეცვლილი, რომ მათი გამოყენება შეუძლებელია. „ამ დროისთვის რაღაცები ჩამოვტვირთეთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლნისელი წევრის ცემის ფაქტს იძიებს

რადიო თავისუფლებას შს სამინისტროდან აცნობეს, რომ ბოლნისის სოფელ მამხუთში „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერის, ისმაილ გაჯიევის, ცემის ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება. ინციდენტი, 28 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. ისმაილ გაჯიევის ჩვენებით, მასთან სახლში მივიდნენ გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირები და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისთვის სცემეს. ის სახლში მარტო იმყოფებოდა. თუმცა გაჯიევის მეუღლე ირწმუნება, რომ თავდამსხმელი ე.წ. კასტეტიით იყო შეიარაღებული. გაჯიევის მეუღლე ასახელებს ერთ-ერთი თავდამსხმელის გვარს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანია მკაცრ საკარანტინო ზომებს აცხადებს, მერკელი ვითარებას "ძალზე სერიოზულს" უწოდებს

ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის საპასუხოდ გერმანია ნაწილობრივ „ლოკდაუნს“ შემოიღებს ერთი თვით, ახალი ზომების დაწესებას აპირებს საფრანგეთიც. „ახლა უნდა ვიმოქმედოთ,“ განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ვითარებას „ძალზე სერიოზული“ უწოდა. საგანგებო ზომების მიხედვით, 2-დან 30 ნოემბრის ჩათვლით დაიხურება ყველა რესტორანი, გასართობი ცენტრი, საკონცერტო დარბაზი, თეატრი და ფიტნეს კლუბი. მაღაზიები მკაცრი სოციალური დისტანციის დაცვის რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ევროპის უდიდესი ეკონომიკის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ომი ყარაბაღში. ცეცხლის შეწყვეტის პირობები ირღვევა. 29 ოქტომბერს მინსკის ჯგუფის შეხვედრაა

მთიანი ყარაბაღისთვის სომხურ ძალებსა და აზერბაიჯანის არმიას შორის 27 სექტემბრიდან მიმდინარე ომის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა მას მერე, რაც ორი მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა დიპლომატიური გზით გადაჭრან პრობლემა და დაიცვან საზავო შეთანხმება, რომელიც 26 ოქტომბერს დაირღვა. ამასობაში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უსინათლო ბავშვები დისტანციურად სწავლობენ - საქართველოში ეს შესაძლებელია? 

უსინათლო  და მცირედმხედველ ბავშვებს დისტანციური სწავლებისას სპეციფიკური პრობლემები შეექმნათ. სათანადო პროგრამების არარსებობის გამო, ისინი განათლების სრულფასოვნად მიღებას ვერ ახერხებენ. უსინათლო ბავშვების N202 საჯარო სკოლა ახლა კარანტინშია და მისი 50-მდე მოსწავლე იძულებულია განათლება ონლაინ გაკვეთილებით მიიღოს. საჯარო სკოლა, სადაც უსინათლო და მცირედმხედველი ბავშვები სწავლობენ,  საქართველოში  ისედაც ერთადერთი იყო. გიორგი ელბაქიძე N202 სკოლის მეათე კლასში სწავლობს. ამბობს, რომ ყველაზე რთული სპორტისა და ინფორმატიკის გაკვეთილებია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უსინათლო ბავშვები და დისტანციური სწავლება

თბილისის N 202 საჯარო სკოლა, რომელიც უსინათლო და მცირედმხედველი ბავშვებისთვის არის, პანდემიის გამო დახურულია. ბავშვებს დისტანციური სწავლებისას პრობლემები ექმნებათ. მათ არ გააჩნიათ ტექნიკა, რომელიც სრულყოფილი განათლების მისაღებად არის საჭირო.

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრი დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღის გამოყენებით დაიმუქრა

ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უშიშროების ძალებმა შეიძლება საბრძოლო იარაღით გაუხსნან ცეცხლი „საბოტაჟსა და ტერაქტში“ მონაწილეებს. ეს განცხადება იური კარაევმა გააკეთა ბელარუსში ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმდინარე მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რაც ქვეყნის მასშტაბით გაფიცვის სახეს იღებს. კარაევის მიერ 28 ოქტომბერს გამოთქმულ გაფრთხილებამდე ერთი დღით ადრე ლუკაშენკამ ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ გაფიცვებს „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მოქმედებები“ უწოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რას გადაწყვეტს "გადაუწყვეტელი" ამომრჩეველი

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღე რჩება და როგორც ყველა არჩევნების წინ, პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი იმედები კვლავ ე.წ. "გადაუწყვეტელ" ამომრჩევლებზე მყარდება. ექსპერტები თანხმდებიან, რომ არჩევნების საბოლოო შედეგს დიდწილად სწორედ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მოქმედება და საარჩევნო ურნებთან მისული ხალხის რაოდენობა განსაზღვრავს. ვინ არიან ე.წ. „გადაუწყვეტლები"? როდის მიდის ბევრი ხალხი არჩევნებზე? რა ფაქტორები ახდენს ზეგავლენას "გადაუწყვეტლების" პოზიციაზე? ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნატომ განაახლა მოკავშირეების დახმარება კორონავირუსის მეორე ტალღის გამო

კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყების კვალობაზე, ნატომ კვლავ განაახლა მოკავშირე ქვეყნებისა და პარტნიორების დახმარება აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობითა და სამხედრო-სამედიცინო პერსონალით.

Radiotavisupleba.ge 

ნანახი კინო

საქართველოში მუდმივად არსებობს ეჭვი, რომ არჩევნები გაყალბდება. ვერ ვიტყვით, რომ ეს ეჭვი უსაფუძვლოა. პოლიტიკოსებიც, ვიდრე ოპოზიციაში არიან, აღიარებენ, რომ არჩევნები ხშირად ყალბდება, რასაც ასევე მძაფრად განიცდიან ამ პოლიტიკოსების მხარდამჭერები. „თქვენო უწმინდესობავ, განრთხმული ვარ თქვენს წინაშე და იმის თქმას ვბედავ, რასაც ვფიქრობ და რასაც განვიცდი! გევედრები, გადაეფარე შენს ერსა და სამწყსოს და იხსენ საბოლოო გარდაუვალი განსაცდელისგან. შეაჩვენე და ანათემას გადაეცი ყოველი, ნებისმიერი, დიდიც და პატარაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთი და გერმანია ზომების გამკაცრებას აპირებენ COVID-19-თან საბრძოლველად

საფრანგეთი და გერმანია ზომების გამკაცრებას აპირებენ ევროპაში კორონავირუსის პანდემიის გამწვავებასთან დაკავშირებით. ევროპის ქვეყნებში საავადმყოფოები და ინტენსიური მკურნალობის ცენტრები პაციენტებით ივსება, ინფექციის გავრცელების მაჩვენებლები კი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მარტსა და აპრილში, როცა მკაცრმა საკარანტინო ზომებმა შესაძლებელი გახადა ვირუსის შეკავება. როგორც ვარაუდობენ, გერმანია ახალი მკაცრი ზომების შესახებ გამოაცხადებს, როცა კანცლერი ანგელა მერკელი ქვეყნის 16 ფედერალური მხარის ხელმძღვანელებს შეხვდება 28 ოქტომბერს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი არჩევნებამდე სამი დღით ადრე საზოგადოებას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საზოგადოებას მიმართავს. ზურაბიშვილი საკუთარ მოვალეობად ასახელებს იმ სტრუქტურების და პიროვნებების დაცვას, რომლებზეც, მისი განცხადებით, ქვეყნის დღევანდელი დღე და მომავალი დგას. პრეზიდენტმა გამოყო ჯარი, სამართალდამცველები და ჯანდაცვის სფერო. პირველ ორ შემთხვევაში საქმე ეხება „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმას. „ჯარზე - ერთი პირის გამო, ვინც არ უნდა იყოს ეს პირი, წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები

გორი-კასპის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის. კანდიდატების ერთი ნაწილი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს, - დადიან სოფლებსა და ქალაქებში, ხვდებიან მოქალაქეებს, გამოკრული აქვთ წინასაარჩევნო პლაკატები და ბანერები, - მეორე ნაწილი კი საერთოდ არ აქტიურობს და მოსახლეობის დიდ ნაწილს მათზე არაფერი სმენია. ისინი არც შეხვედრებს ატარებენ, არც მედიასთან ურთიერთობენ და მათი გვარები მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მაჟორიტარი კანდიდატების სიაშია. გორი-კასპის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

IPM: პარტიებისა და მათი ინტერესების გამტარი ჟურნალისტების დამსახურებით მოხდა კვლევის პოლიტიზება

„აიფიემ კვლევები“ აცხადებს, რომ კომპანიისა და მისი კვლევის შესახებ ბოლო დღეებში დეზინფორმაცია ვრცელდება: „გასული თვეების განმავლობაში კომპანია "აიფიემ"-ი ატარებდა World Value Survey-ზე დაფუძვნებულ კვლევას, რომელიც მოიცავს საზოგადოების დამოკიდებულებას უმცირესობებისადმი, პროტესტის ფორმებს და სხვა სოციალურ საკითხებს“, - აცხადებს კომპანია. 28 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თითქოს „რადიკალური ოპოზიცია“ განიხილავს შეიარაღებული ამბოხის სცენარს და ამ საკითხზე მოქალაქეთა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული და გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა გენერალურ პროკურატურას წერილობით მიმართეს და ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. ოჯახი და ადვოკატები საქმის მუხლის გადაკვალიფიცირებას და გამოძიებისგან თვითმკვლელობის ნაცვლად საქმის მკვლელობის მუხლით გამოძიებას ითხოვენ. "თამარის მიერ შეძენილი მედიკამენტები და ავტომობილში აღმოჩენილი მედიკამენტები არ ემთხვევა ერთმანეთს, არცერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, საქმეს ვერ იძიებენ და უნდა ჩართონ უცხოელი ექსპერტები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უდუმაშვილი: 31-ში რუსთაველზე შეკრებას ვგეგმავთ არა 12 საათიდან, არამედ 20 საათიდან

საარჩევნო სუბიექტის - „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლის, ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, მტკნარი ტყუილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 31 ოქტომბერს 12 საათზე პარლამენტის წინ აქციის გამართვას გეგმავს. ამ საკითხზე იგი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას და აღნიშნა, რომ თბილისის მერიაში წერილი მართლაც შესულია, თუმცა 31-ში შეკრება იგეგმება არა 12 საათიდან, არამედ 20 საათიდან, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ და მისი მიზანი გამარჯვების აღნიშვნაა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის რუსული ვაქცინა “Sputnik V”-ის გამოცდის რამდენიმე მონაწილეს COVID-19 დაუდგინდა

კორონავირუსის რუსული ვაქცინა “Sputnik V”-ის გამოცდის რამდენიმე მონაწილეს ტესტის შედეგად COVID-19 დაუდგინდა. „გამალეას ცენტრში“, რომელიც მუშაობს ვაქცინაზე, ვარაუდობენ, რომ დაავადდნენ ისინი, ვისაც არა თავად პრეპარატი, არამედ პლაცებო შეუყვანეს. ცენტრის დირექტორის, ალექსანდრ გინცბურგის თქმით, ინფიცირების ამ შემთხვევების თაობაზე წინასწარი შედეგების დადგენა მხოლოდ ნოემბრის შუა რიცხვებისთვის მოხერხდება. 9 სექტემბრიდან მიმდინარეობს “Sputnik V”-ის გამოცდის მესამე, კლინიკური ეტაპი. მასში 40 ათასამდე მოხალისე მონაწილეობს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოვიდინფიცირებული პაციენტი „ცხელების ცენტრში“ გარდაიცვალა

ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში“, რომელსაც არ აქვს კოვიდკლინიკის სტატუსი და მხოლოდ „ცხელების ცენტრის“ სტატუსი აქვს, კორონავირუსით ინფიცირებული 71 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. კლინიკის ექიმი ნანა სიუკაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მამაკაცს COVID-19 24 ოქტომბერს დაუდასტურდა და მას შემდეგ ადმინისტრაცია მის თბილისის რომელიმე კოვიდმიმღებ ცენტრში გადაყვანას ცდილობდა, თუმცა იმის გამო, რომ თბილისის კლინიკებში ადგილები არ იყო, პაციენტს ლაგოდეხში მკურნალობდნენ. ნანა სიუკაშვილის თქმით, მამაკაცს ორმხრივი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს აბრალებენ ზავის დარღვევას, გრძელდება დიპლომატიური მცდელობები

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური მცდელობა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ორმა მხარემ ერთმანეთს დასდო ბრალი აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ზავის დარღვევაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, დიპლომატიური გზით გადაჭრან პრობლემა და დაიცვან საზავო შეთანხმება, რომელიც 26 ოქტომბერს დაირღვა. ამასობაში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 28 ოქტომბერს 14 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 40 დაიჭრა ქალაქ ბარდაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს დოკუმენტს, რომლის თანახმად, ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არაა

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ზუგდიდში ბანკის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელი, ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არაა და ამის მტკიცებულებად „ოფიციალურ დოკუმენტს“ ავრცელებს.  დოკუმენტის თანახმად, ბადრი ესებუა თავდაცვის ძალებიდან 2019 წელს გაათავისუფლეს. შესაბამისი ბრძანება საკუთარ ფეისბუკზე დაპოსტა თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა მოლოდინაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იპოვეს მატარებლის დაჯახების შედეგად მდინარეში გადავარდნილი ქალის ცხედარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იდენტიფიცირებული და ნაპოვნია ქალის ცხედარი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში რკინიგზის ლიანდაგზე. როგორც რადიო თავისუფლებას მერის წარმომადგენელმა სოფელ ნოჯიხევში, ლევან ლატარიამ განუცხადა, ქალი სავარაუდოდ ხიდზე გადადიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. მატარებლის შეჯახების შემდეგ ქალი, სავარაუდოდ, მდინარეში გადავარდა და მას ხობისწყალში ეძებდნენ. რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იცით ვის ირჩევთ? ნახეთ, ვინ რას გპირდებათ: ნაწილი I

სამ დღეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებებს შეხვდებით ყველგან - საარჩევნო პლაკატებზე, გადაცემებს შორის, ტელევიზორის ყურებისას. რეკლამამ, შეიძლება,ინტერნეტში ფილმის ყურებაც შეგაწყვეტინოთ. თუმცა ამ მოკლე საარჩევნო გზავნილების გარდა, არსებობს კიდევ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები და ხედვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არაერთ საკითხზე - www.partiebi.ge კი არის ის პლატფორმა, სადაც რამდენიმე ძირითადი საარჩევნო სუბიექტის მოსაზრებებია თავმოყრილი. პოლიტიკის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მატარებლის დაჯახების შედეგად მდინარეში გადავარდნილ ქალს ეძებენ

ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ასაკოვან ქალს დაეჯახა. შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში რკინიგზის ლიანდაგზე, ხიდზე მოხდა. როგორც რადიო თავისუფლებას მერის წარმომადგენელმა სოფელ ნოჯიხევში, ლევან ლატარიამ განუცხადა, ქალი სავარაუდოდ ხიდზე გადადიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. მატარებლის შეჯახების შემდეგ ქალი, სავარაუდოდ, მდინარეში გადავარდა, მას მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ხობისწყალში ეძებენ. რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატში წარდგენილი რეზოლუცია გენოციდად აღიარებს პეკინის პოლიტიკას უიღურებისა და სხვა ჯგუფების მიმართ

აშშ-ის სენატორთა ჯგუფმა ორივე წამყვანი პარტიის წევრთა მონაწილეობით წარადგინა რეზოლუცია, რომელიც გენოციდად აღიარებს პეკინის მოქმედებებს უიღურებისა და სხვა, ძირითადად მუსლიმი ეთნიკური ჯგუფების მიმართ სინძიან-უიღურის ავტონომიურ რაიონში, ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში. „ჩინეთის მიერ უიღურებისა და მუსლიმური უმცირესობების სხვა წარმომადგენელთა დევნა - გაძლიერებული თვალთვალი, დაპატიმრება, წამება, ძალადობრივი მოთავსება აღზრდის ბანაკებში - ყველაფერი ეს აშკარა გენოციდია,“ განაცხადა დემოკრატმა სენატორმა ჯეფ მერკლიმ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მდინარაძე: არჩევნების დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქციის გამართვას გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თანახმად, არჩევნების დღეს 12 საათიდან „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის შენობის წინ თავისი აქტივისტების შეკრებას და მრავალათასიანი აქციის გამართვას აპირებს. როგორც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა მამუკა მდინარაძემ, თბილისის მერიაში აქციის თაობაზე წერილია შესული: "ეს ნიშნავს რომ ნაციონალური მოძრაობა არის სასოწარკვეთილების პიკში. მათ ზუსტად იციან, რომ დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ. Читать дальше...


МВД Москвы: мужчину задержали после нападения на двух женщин и полицейского

В два раза увеличился спрос самарцев на услуги для животных

Глава Люберец обсудил с жителями округа реконструкцию Октябрьского проспекта

"Схватил и попытался утащить в кусты": Мигрант дважды пытался изнасиловать несовершеннолетнюю - и поплатился



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Как вывести никотин из легких?

МЧС выпустило экстренное предупреждение о грозе в Москве

На востоке Москвы обрушилось горящее здание

В ближайшее время Путин посетит Вьетнам

Музыкальные новости

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

Зомби-экшен Zombiehood позволяет погрузиться в эпоху 90-х

Лидер движения «Всеармянский фронт» Аршак Карапетян 24 мая 2024 года встретился с членами Координационного совета российско-армянских организаций России и политологами

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 3 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Новости России

МЧС выпустило экстренное предупреждение о грозе в Москве

VK запускает стажировку для школьников ко Дню защиты детей

Столичная таможня пресекла попытку незаконного вывоза военной продукции в США

МВД Москвы: мужчину задержали после нападения на двух женщин и полицейского

Экология в России и мире

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Спорт в России и мире

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Российский теннисист Сафиуллин опустился на две позиции в рейтинге ATP

Moscow.media

Недорогой семейный кроссовер Chevrolet вернулся на российский рынок. Цена приятно удивит.

Рождественское утро...

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *