Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2020

Новости за 01.09.2020

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა

1 სექტემბრის მონაცემებით რუსეთში 1 მილიონს გადააჭარბა ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა. ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის ცნობით, ეპიდემიის განმავლობაში საშიში ვირუსისგან გარდაიცვალა 17 299 პაციენტი. ამ პერიოდში განიკურნა 815 000 ადამიანი. რუსეთში, სადაც 1 სექტემბრიდან იხსნება სკოლები და სასწავლო დაწესებულებები, ხელისუფლება ირწმუნება, რომ მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ქვეყანამ გადალახა დაავადების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კენოშაში ჩადის

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის დღეს ჩავა უისკონსინის ქალაქ კენოშაში, სადაც ერთი კვირის წინ შეტაკებები მოხდა პოლიციელის მიერ აფრიკელ-ამერიკელი კაცის მძიმედ დაჭრის შემდეგ. მიღებული ჭრილობების შედეგად 29 წლის ჯეიკობ ბლეიკი წელს ქვემოთ პარალიზებულია გამგზავრებამდე დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კენოშაში ის მადლობას გადაუხდის სამართალდამცველებს და ეროვნულ გვარდიას „კარგი სამსახურისათვის“. მინესოტაში აფრიკელ-ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მოკვლის შემდეგ, პორტლენდი პოლიციის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“დოსიეს” გამოძიების II ნაწილი „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 სექტემბერს

კრემლთან დაახლოებული კონსულტანტების რჩევები “პატრიოტთა ალიანსს” - “დოსიეს” გამოძიების II ნაწილი ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის არაკომერციული პროექტი „დოსიე“ გამოძიების მეორე ნაწილს აქვეყნებს, სადაც საუბარია „პატრიოტთა ალიანსის“ კომუნიკაციაზე კრემლთან დაახლოებულ კონსულტანტებთან. საიტი რამდენიმე დოკუმენტსაც აქვეყნებს. ვებსაიტი წერს, რომ წინასაარჩევნოდ პარტიამ მოსკოვიდან მიიღო არაერთი რჩევა, მათ შორის არის აჭარის მცხოვრებლების მიერ პარლამენტის უვადო პიკეტირება, ასევე კანონპროექტის ინიცირება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გამოძიება დაიწყო ბარ Skygirls-ის საქმეზე - მოქალაქე ცემასა და თაღლითობაზე წერს

მოქალაქე ივიკო ფრუიძე თბილისში მდებარე ბარ Skygirls-ს თაღლითობასა და ცემაში ადანაშაულებს. ის საკუთარი ამბის შესახებ „ფეისბუკზე“ წერს. როგორც მოქალაქე აღნიშნავს, მეგობრებთან ერთად შეკვეთილი ხუთი კოქტეილის ნაცვლად, ბარის თანამშრომელმა მათგან სრულიად განსხვავებული თანხის (981.60 ლარი) გადახდა მოითხოვა. „თავიდან მომსახურე პერსონალს ვუთხარი, ალბათ რაღაც შეცდომაა ეს ჩვენი ანგარიში არ არის-მეთქი. არაო თქვენიაო, თქვენს მეგობართან, რომ გოგოა იმან შეუკვეთაო. ვკითხე ყველას და გაურკვეველი შეკვეთები არცერთ ჩემს მეგობართან არ ყოფილა შეთანხმებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„მუდმივად რატომ გვატყუებენ?“ – 16 წელი ბესლანის ტრაგედიიდან

2004 წლის 1 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში ტერორისტები N1 სკოლაში შეიჭრნენ. სკოლაში მისული 1200 ადამიანიდან 1128 ბავშვები, მათი მშობლები და მასწავლებლები იყვნენ. სხვა მონაცემებით, ტყვეების რაოდენობა 1180 ადამიანს აღემატებოდა. რეალური მონაცემები ხელისუფლებას არ გაუსაჯაროებია. თავიდან ამტკიცებდნენ, დატყვევებული სულ 100 კაციაო, შემდეგ - 300-350-ო, თუმცა მთელმა ქალაქმა იცოდა, რომ ეს ასე არ იყო. თითქმის ყველა ადილობრივ მცხოვრებს სკოლაში ახლობელი ან ნაცნობი მაინც  ეგულებოდა. ტერორისტებს სკოლა ორ დღეზე მეტხანს ჰქონდათ დაკავებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სკოლებმა მუშაობა განაახლეს პანდეიის პირობებში

1 სექტემბერს ათობით მილიონი მოსწავლე დაუბრუნდა სკოლებს. სწავლის დაწყების ამ ტრადიციულ დღეს მათ, როგორც ყოველთვის, ჩანთებში ჰქონდათ სასწავლო წიგნები, რვეულები, ფანქრები. მაგრამ ამჯერად, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ბევრგან ამ სასკოლო ნივთებს პირბადეები და ხელების სადეზინფექციო საშუალებებიც დაემატა. წელს სკოლებში სიახლეთა შორისაა სადეზინფექციო ცენტრები, სოციალური დისტანციის დაცვა საკლასო ოთახებში, სასადილოებსა და დერეფნებში, ასევე არათანაბარი სათამაშო დრო გაკვეთილებს შორის. ამ და სხვა ზომებს მიმართავენ მსოფლიოს ქვეყნები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთში ალკოჰოლური მოწამვლით 10 ადამიანი მოკვდა

სომხეთში ალკოჰოლური მოწამვლით 10 ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. რამდენიმე მოწამლული იმყოფება საავადმყოფოში. ორი მათგანის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ. მოწამლულთა უმრავლესობა არმავირის ოლქიდან არიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მასობრივი მოწამვლის მიზეზი სავარაუდოდ გახდა არაქარხნული წესით დამზადებული არყის მიღება. ადამიანების სიკვდილში ეჭვმიტანილის სახლში სამართალდამცველებმა 200 ლიტრი თვითნახადი არაყი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო დამკვირვებლები - ვინ ჩამოდის, როგორ ვხვდებით

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ დიდია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება, რადგან ეს არჩევნები მიიჩნევა უმნიშვნელოვანეს ტესტად საქართველოს დემოკრატიისთვის. პანდემიის მიუხედავად, ჩამოსვლა უკვე დაგეგმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), საერთაშორისო თანამეგობრობის ყველაზე სანდო ორიენტირმა. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული NDI-სა და IRI-ის სადამკვირვებლო მისიების საკითხი. რატომ არის აუცილებელი საერთაშორისო დამკვირვებლების ფართო წარმომადგენლობა 2020 წლის არჩევნებზე? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოფელ ყარაფილაში საოკუპაციო რეჟიმმა ხნულები გაავლო

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ხნულები გაავლეს. ყარაფილას მცხოვრებლების თქმით, საოკუპაციო რეჟიმი ხნულებს პერიოდულად ანახლებს და მას ძირითადად ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულება აქვს, თუმცა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ხნულების ადგილას ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები განათავსონ და მავთულხლართები გაავლონ. მით უფრო, რომ რამდენიმე მეტრში ნავთობსადენი გადის. საოკუპაციო ძალები გააქტიურებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ეხმაურება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინმა „კოლაბორაციონისტები“ უწოდა მათ, ვინც „ისტორიის გადაწერითაა“ დაკავებული

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, “თანამედროვე კოლაბორაციონისტები“ უწოდა იმ ხალხს, რომლებიც, პუტინის სიტყვებით, “ეთანხმებიან ისტორიის გადაწერის ინიციატორებს“. ეს აზრი პუტინმა 1 სექტემბერს გამოთქვა, სრულიად რუსეთის მასშტაბით მიმდინარე ღია გაკვეთილზე სახელწოდებით „რომ გახსოვდეს - უნდა იცოდე“, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს ეძღვნებოდა. პუტინის თქმით ამ ომში გამარჯვება დღემდე აქტუალურია, ვინაიდან სამყაროში არსებობენ ქვეყნები, რომლებიც „ცივ ომში“ გამარჯვებულად თვლიან თავს და სურთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნორვეგიის პარლამენტზე მოხდა მასობრივი ჰაკერული თავდასხმა

1 სექტემბერს ნორვეგიის პარლამენტზე მოხდა მასშტაბური ჰაკერული შეტევა. როგორც „როიტერსი“ იუწყება საკანონმდებლო ორგანოზე დაყრდნობით, გატეხილია რამდენიმე დეპუტატისა და თანამშრომლის ელექტრონული ფოსტა. თავდასხმის ლიკვიდაციით დაკავებულია ნორვეგიის ნაციონალური უსაფრთხოების სამმართველო. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას ამ ჰაკერული თავდასხმის უკან. ივლისის ბოლოს ევროკავშირმა სანქციები დააწესა ევროკავშირის ინსტიტუტზე კიბერთავდასხმაში ეჭვმიტანილი, რუსეთის ოთხი მოქალაქის მიმართ. სანქციათა სიაში მოხდა ასევე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში კაფე-საკონდიტრო „დონას" კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდგინდა COVID-19

COVID - 19 დაუდგინდა „დონას“ ერთ-ერთ მეპატრონეს, რომელიც მუშაობდა საკონდიტრო კაფეში. ინფორმაცია, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროში დაგვიდასტურეს. ინფიცირებულის ცოლს, რომელიც ასევე „დონა"-ს თანამშრომელია ვირუსი ტესტირების შედეგად არ გამოუვლინდა. კაფე-საკონდიტრო „დონა“ 31 აგვისტოს დაიხურა, მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე გამყიდველ-კონსულტანტს ვირუსი გამოუვლინდა. ბათუმში თვითიზოლაციაშია 50-ზე მეტი პირი, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ კაფე-საკონდიტროს ინფიცირებულ თანამშრომელთან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალში შექმნილი ვითარების შესახებ ზურაბიშვილმა მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წერილობით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს. როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, მიმართვის ადრესატები, აგრეთვე, არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. პრეზიდენტი ყველა მათგანს მოუწოდებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ზურაბიშვილი მოსახლეობის საფრთხეებისგან დაცვის წინადადებით გამოდის და აცხადებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის მთავრობამ ყველაზე მძიმე კატეგორიის თალიბი პატიმრები გაათავისუფლა

ავღანეთის ხელისუფლებამ პატიმართა გაცვლის პროცესის ფარგლებში გაათავისუფლა საპატიმროებში მყოფი დამატებით კიდევ 100, ყველაზე მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებული, თალიბი პატიმარი. საპატიმროში დარჩენილი მეამბოხეები, ოფიციალური ცნობით, ბრალდებული იყვნენ საჯარო თავშეყრის ადგილებში, საელჩოებსა და სამთავრობო შენობებთან მოწყობილ თავდასხმებში, რასაც ათასობით ადამიანი შეეწირა. საპატიმროში დარჩენილი 400 მეამბოხის გათავისუფლების გადაწყვეტილება ავღანეთის მთავრობამ მიიღო ფართო კონსენსუსით, დიდ ეროვნულ ყრილობაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"პაციენტი როცა უშვილობის პათოლოგიით მოდის კლინიკაში, ორ-სამ თვესაც შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა"

გასულ კვირაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და უფლებადამცველების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა იუსტიციის მინისტრის ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში სუროგაციის შემდგომ რეგულირებას შეეხებოდა.

Radiotavisupleba.ge 

მარინა გვახარია სუროგაციის რეგულაციის სპეციფიკაზე

მარინა გვახარიამ, აშშ-ის კალიფორნიის შტატში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ქალაქ პალო ალტოს სამედიცინო ფონდის ინ ვიტრო ლაბორატორიის დირექტორმა რადიო თავისუფლების ეთერში ილაპარაკა სუროგაციის რეგულაციის სირთულეებსა და სპეციფიკაზე. ის გამოეხმაურა საქართველოში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს:

Radiotavisupleba.ge 

სვიატლანა ციხანოუსკაია: "ვფიქრობ, რომ ლუკაშენკას ხალხი არ აპატიებს დანაშაულს"

ლიეტუვაში დევნილობაში მყოფი ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია აცხადებს, რომ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას „აღარ აქვს მორალური უფლება, მონაწილეობა მიიღოს ახალ არჩევნებში, რადგან ხალხი მას არ აპატიებს დანაშაულს“. ამის შესახებ ციხანოუსკაიამ ისაუბრა ლიეტუვის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია LRT-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ბელარუსში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს ციხანოუსკაია ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ხედავს. ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტობის ექსკანდიდატმა გაიმეორა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კრემლთან დაახლოებული კონსულტანტების რჩევები “პატრიოტთა ალიანსს” - “დოსიეს” გამოძიების II ნაწილი

ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის არაკომერციული პროექტი „დოსიე“ აქვეყნებს გამოძიების მეორე ნაწილს, სტატიას თანდართული დოკუმენტებით, რომელშიც აღწერილია “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლების ურთიერთობა კრემლთან დაახლოებულ კონსულტანტებთან.  მანამდე, რუსული ინტერნეტგამოცემა წერდა, რომ პარტია  “პატრიოტთა ალიანსი” წინასაარჩევნოდ რჩევებსა და ფულს კრემლისგან იღებდა. “დოსიეს” ინფორმაციით, რუსულმა საკონსულტაციო კომპანიამ “პატრიოტთა ალიანსს” ურჩია: ამომრჩევლების დაპირისპირების გაღვივება, ანტიდასავლური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ერთი წლით მოცდის დაწესება უშვილო წყვილებისთვის მიუღებელია"

გასულ კვირაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და უფლებადამცველების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა იუსტიციის მინისტრის ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში სუროგაციის შემდგომ რეგულირებას შეეხებოდა.

Radiotavisupleba.ge 

სუს-ის 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, 38 - კარანტინშია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ პირის "კონტაქტები", 38 პირი, ახლა საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ 38 პირს კორონავირუსზე ტესტირება უკვე ჩაუტარდა და პირველადი პასუხი უარყოფითია. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 1 510 პირს დაუდგინდა, მათგან 1 253 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

Radiotavisupleba.ge 

ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების ორგანიზებას უზრუნველყოფს 3657 უბანზე

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, მათ შორის, ცესკო და 73 საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას 3657 უბანზე, - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ. ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ დღეიდან, 1 სექტემბრიდან, ცესკო ოფიციალურად იწყებს ყველა იმ პროცედურის განხორციელებას, რომელიც აუცილებელია არჩევნების ორგანიზებისთვის. კერძოდ, მისი თქმით, 1 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა პარლამენტის არჩევნების ღონისძიებების გრაფიკი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ევროპულმა საქართველომ“ ფოთში წარადგინა სლოგანი და ეკონომიკური გეგმა

ფოთში შეკრებილ მხარდამჭერებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა სამი სიახლე წარუდგინეს. მოქალაქეებთან შეხვედრა პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გახსნა, შემდეგ კი სიტყვით გამოვიდნენ ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგა ბოკერია და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა. სლოგანს „შენი კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის“ პარტია ასე განმარტავს: ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, საჭიროა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, ამისათვის კი სწორი კომპასია საჭირო, რომელიც სწორ მიმართულებას აჩვენებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურა ბაჩალიაშვილის ავტომობილის გამოკვლევის შედეგებზე განცხადებას ავრცელებს

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის გამოკვლევის შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. პროკურატურის თანახმად, ავტომობილის და მისი საბურავების დათვალიერების შედეგად არ იკვეთება ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი. პროკურატურის თანახმად, ავტომანქანის ვიზუალური და კომპიუტერული დათვალიერებით დადგინდა, რომ მას არ აღმოაჩნდა მექანიკური დაზიანების კვალიც. „ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერების ფარგლებში დადგინდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაჩალიაშვილის ოჯახი სახალხო დამცველს შეხვდა

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი სახალხო დამცველს შეხვდნენ. მათ ომბუდსმენს საქმეში არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით საკუთარი ეჭვები გააცნეს. "ჩვენ მივიღეთ ძალიან დამაიმედებელი პასუხი. მან მოგვცა პირობა, რომ კანონის თანახმად ყველაფერი იქნება გამოყენებული, რეკომენდაციები, ის პირადად შეხვდება გენერალურ პროკურორს", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა. გუშინ, 31 აგვისტოს, საქართველოს პროკურატურამ გამოთქვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში, სამართალდამცავების მიერ ნაცემი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდ „კრუმკაჩის“ ფეხბურთელ სერგეი კოზეკას მინსკში, საპროტესტო მარშის დროს სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს. კოზეკა 30 აგვისტოს დააკავეს, თანაგუნდელ პაველ როსოლკოსთან ერთად, მილიციის თანამშრომლებზე თავდასხმისა და მათი მიკროავტობუსის დაზიანების ბრალდებით. რამდენიმე საათში სერგეი კოზეკა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხერხემლის მალის მოტეხილობით და ფილტვების დაზიანებით. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ფეხბურთელების მიმართ სამართალწარმოება შეწყდა. Читать дальше...


Сергей Собянин. Главное за день

Художника-фронтовика наградили медалью «За заслуги перед Владимирской областью»

В Москве подвели итоги предварительного голосования «Единой России»

Боррель и эстонцы грозят! Что за буи сняли наши пограничники на реке Нарва



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Сергиевом Посаде 30 мая откроется выставка «Вера Мухина. Взгляд из Абрамцева»

В Москве завершился Международный фестиваль «Интермузей-2024» — Минкультуры

Сергей Собянин. Главное за день

Более 7,6 тыс. ям заделали на дорогах Люберец с начала года

Музыкальные новости

23 МАЯ РОССИЙСКАЯ МЕЖДУНАРОДНАЯ АКАДЕМИЯ ТУРИЗМА ОТМЕТИЛА СВОЙ 55-Й ДЕНЬ РОЖДЕНИЯ. ФОТОРЕПОРТАЖ

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Тариф – БОЛЬШОЕ КИНО для съемки Фильма.

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Новости России

Боррель и эстонцы грозят! Что за буи сняли наши пограничники на реке Нарва

В Москве подвели итоги предварительного голосования «Единой России»

25 тыс человек посетили парк им Николая Островского в Ступине за минувшую неделю

Художника-фронтовика наградили медалью «За заслуги перед Владимирской областью»

Экология в России и мире

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Исполнитель хита “На Заре 2020” Сергей АРУТЮНОВ оживил ещё один хит из 20-го века и выпустил песню “Лететь” вместе с её создателями - группой Амега.

Что я увидела в экспедиции Малая Вишера — Мста — Окуловка? Часть 2: Особняк Курженковых и станция I класса

Новые электрические зубные щетки Revyline RL 075 Peach Fuzz появились в филиале бренда в Москве

Спорт в России и мире

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Новак Джокович и Хамад Меджедович сыграли в бочче на Ролан Гаррос | Виды спорта

Теннисист Рублев объяснил, почему проиграл сет в первом круге "Ролан Гаррос"

Теннисист Хачанов отреагировал на возможное отстранение от Олимпиады

Moscow.media

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Торговые настольные электронные весы CAS PR-15P

Вечернее Подмосковье.

Половина свайных оснований опор моста через Каму в Перми готовы







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *