Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2020

Новости за 06.09.2020

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანობის მარში“ ბელარუსში - რა არ უნდა გამოგრჩეს 7 სექტემბერს

ბელარუსში აქციის მონაწილეები დააკავეს ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქციაზე „ერთიანობის მარში“, რომელიც ასზე მეტი აქტივისტის დაკავებით დასრულდა. ბელარუსში გამართული აქციები არასანქცირებულია, თუმცა მოქალაქეები უკვე მეოთხე კვირაა მასშტაბურ აქციებზე პრეზიდენტ ლუკაშენკას წინააღმდეგ მაინც გადიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჯერად მილიციამ აქციის მონაწილეების დაკავება მაშინ დაიწყო, როცა მარში დასრულდა და ხალხმა უკვე დაშლა დაიწყო. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრი ოლგა პავლოვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკანასკნელ დღე-ღამეში მსოფლიოში COVID-19-ით დაავადების სარეკორდო მატება აღირიცხა

უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 304626 შეადგინა - იტყობინება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდი. წინა სარეკორდო მაჩვენებელი აღირიცხა 14 აგვისტოს, როცა ერთ დღე-ღამეში ინფიცირებულთა მატებამ 304351 შეადგინა. მას შემდეგ დღე-ღამეში აღრიცხული სიკდილიანობის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ შემცირდა. თუკი 14 აგვისტოს 10135 პაციენტი გარდაიცვალა, უკანასკნელ დღე-ღამეში მსოფლიოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 5637 ადამიანი. მთლიანობაში პანდემიის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შეიარაღებულმა პირებმა გალში ბიზნესმენი გაიტაცეს

რუსეთის მიერ ოკუპიებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან 58 წლის ბიზნესმენი ჯემალ სოსელია გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ინფორმაციას უდასტურებს რადიო „ეხო კავკაზას“ წყარო, რომელიც გატაცების დეტალებზე ჰყვება. მისი ინფორმაციით, გატაცებული ბიზნესმენი საბერიოს მკვიდრია და არის რუსეთის მოქალაქე. ის ცხოვრობს და მუშაობს სოჭში. ბიზნესმენს საბერიოში კერძო სახლი აქვს, სადაც დროდადრო ჩადის. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში საპროტესტო აქციებზე ათობით ადამიანი დააკავეს

კვირას მინსკში გამართულ მსხვილ საპროტესტო აქციაზე ასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. ამის შესახებ იტყობინება უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნა“. მოგვიანებით სხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ როცა პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია პრაქტიკულად დასრულდა და ხალხი დაშლას იწყებდა, მილიციამ მათი დაკავება დაიწყო. მთლიანობაში „ავტოზაკებში“ 50-მდე ადამიანი ჩასვეს.   ადამიანის უფლებების დამცველები და სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები ასევე იტყობინებიან დაპატიმრებებზე ბელარუსის სხვა ქალაქებში - გროდნოში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ალბანეთში დააპატიმრეს რესტორნის მფლობელი, რომელმაც უგულებელყო ქორწილის გამართვის აკრძალვა

ალბანეთში დააპატიმრეს რესტორნის მფლობელი, რომელმაც რამდენჯერმე დაარღვია მთავრობის მიერ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული აკრძალვა საქორწილო ნადიმების გამართვაზე. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ალბანეთის ხელისუფლებამ ასეთი დაპატიმრება განახორციელა. პოლიციის თანახმად, 52 წლის რესტორნის მფლობელი დააპატიმრეს დედაქალაქ ტირანიდან დასავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ დურესში, მას შემდეგ, რაც მან საქორწილო წვეულება მოაწყო. მანამდე ის ორჯერ დააჯარიმეს ამავე დარღვევისთვის. ალბანეთში აკრძალულია ისეთი მასობრივი ღონისძიებები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიუტუვამ ევროკავშირს მოუწოდა, "ხელშესახები" დახმარება გაუწიოს ბელარუსის ოპოზიციას

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა ევროკავშირის მთავრობებს მოუწოდა, „მნიშვნელოვანი და ხელშესახები დახმარება“ აღმოუჩინონ ბელარუსის დემოკრატიულ მოძრაობას, ასევე უფრო აქტიურად დაუპირისპირდნენ მოსკოვის გავლენას მინსკში - კერძოდ, ახალი სანქციების შემოღებით. ლინკიავიჩუსის აზრით, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით უმოქმედობა ძირს უთხრის ევროკავშირის ავტორიტეტს. „ბელარუსის ხალხმა თავი მიტოვებულად არ უნდა იგრძნოს. ჩვენ მათ უნდა მივცეთ პერსპექტივა, იყვნენ დემოკრატიულ სახელმწიფოთა შორის“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრემიერი: არ უნდა შეგვეშინდეს, თუ ინფიცირებულების რაოდენობა 20-30-40-ით გაიზრდება

მთავარია ვირუსის მართვა ვისწავლოთ. არ უნდა შეგვეშინდეს, თუ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა იქნება 20-30-40-ით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ მთავარია წყარო ვიცოდეთ, მკურნალობა შეგვეძლოს და პროცესი ვმართოთ. „რა თქმა უნდა, დამატებითი შეზღუდვები ეკონომიკისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უნდა შემოვიღოთ, მით უმეტეს, როდესაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერი ასევე გამოეხმაურა კარანტინის ვადის შესაძლო შემცირების შესახებ ცნობებს და თქვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას ხვალიდან განაახლებს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის განცხადებით, სატელევიზიო მაუწყებლობა ხვალიდან განახლდება. "აჭარის ტელევიზია ხვალ აღადგენს მაუწყებლობას. თანამშრომლები დაემორჩილებიან იმ ინსტრუქტაჟს, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვცა. თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი თანამშრომლები 12 დღის შემდეგ ხელახლა გაიტესტებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს", - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ. აჭარის ტელევიზიის და რადიოს 149 თანამშრომლის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მინსკში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა

დღეს მინსკში ათასობით ადამიანმა გაიარა ქალაქის ცენტრში. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომას მოითხოვენ. ხალხის რამდენიმე კოლონამ ქალაქის ქუჩებით გაიარა და ცენტრისკენ გაემართა. ბევრ მათგანს ეჭირა ბელარუსის არაოფიციალური თეთრ-წითელ-თეთრი დროშა, რომელიც ლუკაშენკას წინააღმდეგ პროტესტის სიმბოლოს წარმოადგენს. „გაუმარჯოს ბელარუსს!“, „სირცხვილია!“ - ამ და სხვა ლოზუნგებს გაიძახდნენ აქციის მონაწილეები. დემონსტრაციის დაწყებამდე მილიციის სპეცდანიშნულების რაზმებმა მავთულხლართები შემოავლეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბირმინგემში უცნობმა პირმა დანით მოკლა ერთი ადამიანი და დაჭრა შვიდი

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემის ცენტრში უცნობი პირის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. Sky News-ის ცნობით, ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ყველა დაზარალებულს დანით აქვს ჭრილობები მიყენებული. თავდასხმები კვირას დილას მოხდა.   პოლიციამ მომხდარს უწოდა „თავდასხმების სერია მკაფიო მოტივის გარეშე“. მათი თქმით, ინციდენტი არ არის ტერორიზმთან კავშირში. ხელისუფლებას ჯერჯერობით სხვა დეტალები არ გამოუქვეყნებია. ცნობილია, რომ თავდამსხმელი არ არის დაკავებული, მიმდინარეობს მისი ძებნა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აჭარის ტელევიზიის 149 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდგინდა

აჭარის ტელევიზიის და რადიოს 149 თანამშრომლის კორონავირუსზე აღებული ტესტების ყველა პასუხი უარყოფითია. მაუწყებლის თანამშრომელთა გამოკვლევა 4 სექტემბერს დაიწყო, როცა COVID-19 დაუდასტურდა მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს. უსაფრთხოების მიზნით, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუშაობა შეაჩერა 5 სექტემბერს. მისი ეთერით დროებით საქართველოს პირველი არხის პროგრამა გადაიცემა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელების განცხადებით, ტესტირებას გაივლის ტელევიზიის 300-ზე მეტი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ხელისუფლებამ ამერიკელებს ზომების დაცვისკენ მოუწოდა, რათა ხელი შეუშალოს უქმეებზე COVID-19-ის გავრცელებას

აშშ-ის პრეზიდენტმა და თეთრ სახლში კორონავირუსის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა ამერიკელებს მოუწოდეს, კვლავაც მისდიონ სოციალური დისტანცირების წესებს, რათა ხელი შეუშალონ კორონავირუსის გავრცელებას შრომის დღის უიკენდზე. ზაფხულის დასასრულის დღესასწაული და უიკენდი, რომელიც მას უსწრებს, არის დღეები, როცა ამერიკელები ტრადიციულად ეზოში იკრიბებიან მაყალზე, სტუმრობენ ოჯახის წევრებს და პლაჟებზე გადიან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაფრთხილება გამოაქვეყნეს, ვინაიდან COVID-19-ით დაავადებამ მკვეთრად იმატა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თავის ახალ წიგნში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი ადვოკატი წერს პუტინით ტრამპის აღფრთოვანებაზე

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი თავის ახალ წიგნში წერს, რომ ტრამპი შეყვარებულია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინში მისი უნარის გამო, აკონტროლოს ყველაფერი - მედიიდან საფინანსო დაწესებულებებამდე. წიგნში, რომელიც 8 სექტემბერს გამოდის, მაიკლ კოენი წერს, რომ ტრამპს აღაფრთოვანებს რუსეთის ლიდერი, ვინაიდან პუტინს შეუძლია „ხელში ეჭიროს მთელი ქვეყანა და ისე მართოს, თითქოს ის ყოფილიყოს მისი კერძო კომპანია - ფაქტობრივად, ‘ტრამპის ორგანიზაცია’“. კოენი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ტრამპის ერთგული თანაშემწე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გორში ამერიკული სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა

გორის ცენტრალურ მოედანზე, იქ სადაც ერთ დროს სტალინის მონუმენტი იდგა, დღეს ამერიკული სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. „ღირსეული პარტნიორი - 2020“-ის მონაწილეები ქალაქში არ გაჩერებულან, მათ მოედანზე გაიარეს და გზა თბილისისკენ გააგრძელეს. ხვალ, 7 სექტემბერს ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე „ღირსეული პარტნიორი - 2020“ ოფიციალურად გაიხსნება. თავდაცვის უწყების ინფორმაცით, საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჰაიკო მაასმა პირველად ახსენა "ჩრდილოეთის ნაკადი-2" ნავალნისთან დაკავშირებით

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა რუსეთს მოუწოდა, უახლოეს დღეებში კონკრეტული ზომები მიიღოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის შესაძლო მოწამვლის გამოსაძიებლად. გაზეთ Bild am Sonntag-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ თუკი მოსკოვი გააგრძელებს „ბუნდოვან განცხადებებს“, მაშინ ეს ბერლინისთვის იქნება დანაშაულში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობის დადასტურება. ასეთ შემთხვევაში, მაასის თქმით, გერმანია „იძულებული გახდება ამოვიდეს იქიდან, რომ რუსეთს რაღაც აქვს დასამალი“ - და... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამირან გამყრელიძე: თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, ჩაკეტვები არ დაიწყება

„ჩვენი მთავარი სლოგანია - ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. კორონავირუსული ინფექცია არ გაქრება არც ერთ თვეში და არც ხუთ თვეში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ „თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, არავითარ ჩაკეტვებზე და ღონისძიებების გამკაცრებებზე საუბარი არ იქნება, მხედველობაში მაქვს საგანგებო მდგომარეობა“. ამირან გამყრელიძის თქმით, გაფართოებული ტესტირების მეშვეობით შესაძლებელია ინფიცირებული ადამიანების დროზე გამოვლენა და მათი იზოლაცია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„უმჯობესია, დაწესებულებამ ფუნქციონირება შეწყვიტოს“ - ჯანდაცვის სამინისტრო აჭარის ტელევიზიაზე

ბათუმში მყოფმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების შეკითხვაზე, იყო თუ არა რეკომენდაცია, აჭარის ტელევიზიას მაუწყებლობა შეეწყვიტა მას შემდეგ, რაც მაუწყებლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, უპასუხა, რომ ეპიდემიოლოგიური რისკების ბალანსისთვის უმჯობესია, ნებისმიერმა დაწესებულებამ გარკვეული პერიოდი შეწყვიტოს ფუნქციონირება. „როდესაც ასეთი შემთხვევა ხდება და როდესაც ტელევიზიაზე ვსაუბრობთ, იქ კი კონტაქტების ალბათობა და აქტივობა ძალიან მაღალია, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მის თანაგუნდელს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით აშანტაჟებდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 5 სექტემბერს განაცხადა, რომ მის ერთ-ერთ თანაგუნდელს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. მან თქვა, რომ დეტალებზე ვერ ილაპარაკებს და თანაგუნდელის ვინაობას არ დაასახელებს, „მაგრამ ამ განცხადებას ძალიან კარგად დაინახავს ის ადამიანი, რომელმაც გაბედა და მსგავსი ტიპის შანტაჟი განახორციელა“. „ვის აქვს წვდომა ჩანაწერებზე და გარკვეულ ინფორმაციებზე? ჩვენი ეჭვია, რომ კავშირი არის სწორედ მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებთან. ამ განცხადებას ვაკეთებთ პრევენციულად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თამარ გაბუნია: 1 ოქტომბერს ბაღებში სწავლის დაწყების გადაწყვეტილება არ გადაიხედება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებში 1 ოქტომბერს სწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება არ გადაიხედება. მიუხედავად იმისა, რომ უწყებას კარგად ესმის, თუ რა უხერხულობას იწვევს ეს გადაწყვეტილება მშობლებისათვის და საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის. თამარ გაბუნიას განცხადებით, სასწავლო დაწესებულებებში სწავლის განახლებას შორის დადგენილია ორკვირიანი ინტერვალი ეპიდემიური უსაფრთხოებისთვის; გადაწყვეტილება არ გადაიხედება, რადგან რისკები თვალსაჩინოა, „ამიტომ მნიშვნელოვანია, ეტაპობრიობა დავიცვათ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი: დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით მიმართვას ხვალ გავაკეთებ

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ 7 სექტემბერს მიმართვას გააკეთებს თავისი საქართველოში დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით. წინა ვიდეომიმართვა მან 27 აგვისტოს, ასევე „ფეისბუკის“ მეშვეობით გააკეთა და ქართველებს ჩამოსვლას დაჰპირდა.

Radiotavisupleba.ge 

ორი ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 19 წლის მამაკაცი დააკავეს

19 წლის პირი დააკავეს ფონიჭალაში, მეზობლად მცხოვრები ძმების განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 19 და 17 წლის ძმებს, „ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა". დაჭრილები სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, სამედიცინო დახმარების შემდეგ მათი  მდგომარეობა სტაბილურია. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Radiotavisupleba.ge 

რა მიზანი აქვს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას საქართველოში

„საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის სრულმასშტაბიანი იდეოლოგიური ოპერაცია მიმდინარეობს“ - ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო იდეის“ მიერ 3 სექტემბერს გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, რომელიც ჩინეთის ზეგავლენებს შეეხება. ჩინეთის სამოქმედო ტაქტიკა შედარებულია რუსეთის რბილ ძალასთან. თუმცა, კვლევის თანახმად, თუკი რუსეთის რბილ ძალას საქართველოში დიდი ყურადღება ეთმობა; თითქმის სრულიად უკონტროლოა ჩინეთთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეები. ახალი კვლევა ჩინეთის რბილი ძალის მოქმედებას სამ ფაზას გამოყოფს და აღნიშნულია... Читать дальше...


прямые продажи модулей и заметок для ип чувашии юра в 89278591263 сбер альфа от 1200

ГРУЗИЯ. Грузия 2024 – какие документы нужны для въезда из России?

В Самарской области стартует второй открытый турнир по хоккею «Парни из стали»

Детсад на 400 мест построят в Дмитровском округе



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Глава СКР контролирует дело о попытке изнасилования мигрантом 17-летней девушки в Подмосковье

В Москве выбрали лучших педагогов в рамках городского конкурса — Собянин

прямые продажи модулей и заметок для ип чувашии юра в 89278591263 сбер альфа от 1200

В Самарской области стартует второй открытый турнир по хоккею «Парни из стали»

Музыкальные новости

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Эксперт сенсационно раскрыл загадку Мессинга и Жириновского.

В Улан-Удэ пройдет гала-концерт Союза композиторов Бурятии ко Дню России

Новости России

2015 • ХК Технопул 2015 г.Балашиха приглашает игроков всех амплуа

В модельной библиотеке Шатуры прошла встреча в формате выездной администрации

Глава СКР контролирует дело о попытке изнасилования мигрантом 17-летней девушки в Подмосковье

Детсад на 400 мест построят в Дмитровском округе

Экология в России и мире

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

ONYX отправляется в Большой тур по России

Стало известно, как туроператоры будут возить российских туристов на курорты Египта

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Спорт в России и мире

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Moscow.media

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

Весенний Петербург. Петропавловская крепость

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *