Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2020

Новости за 05.09.2020

Radiotavisupleba.ge 

მინსკში "ქალთა მარშზე" ჟურნალისტები დააკავეს

მინსკში მსხვილი საპროტესტო აქციის, „ქალთა მარშის“ გაშუქებისას დააკავეს ტელეარხ „ბელსატის“ ორი ჟურნალისტი, მაქსიმ კალიტოვსკი და ალენა დუბოვნიკი, როცა მათ პირდაპირი ეთერი მიჰყავდათ. როგორც პორტალი Tut.by იტყობინება, მარშის მონაწილე ქალები შეეცადნენ, ნიღბიანი პირებისთვის ხელი შეეშალათ ჟურნალისტების დაკავებაში, მაგრამ ვერ შეძლეს ეს. ჟურნალისტები დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ჰყავდა დაკავებული შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში, სანამ მათ კვლავ გაათავისუფლებდნენ. როგორც ბელარუსის მედია იტყობინება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა თასის ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი, ტალინში, ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით მოუგო, ნიკა კაჭარავას მიერ 32-ე წუთზე გატანილი გოლით. საქართველოს ნაკრები ერთა თასზე შარშან D ლიგაში გამოდიოდა, ჯგუფური ეტაპი მოიგო და ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის აგრძელებს ბრძოლას. ერთა თასზე კი უკვე С ჯგუფში დაწინაურდა და ანგარიშზე პირველი სამი ქულაც ჩაიწერა. მეორე ტურის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თალიბანის დელეგაცია ყატარში ჩავიდა შიდაავღანურ მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის

თალიბანის დელეგაცია ყატარში ჩავიდა, რაც საფუძველს ამზადებს შიდაავაღანური მოლაპარკებებისთვის. „მოლაპარაკებებში მონაწილე ჩვენი ჯგუფის ყველა წევრი ჩავიდა დოჰაში. მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყება, რაც გადაიჭრება რამდენიმე მცირე ტექნიკური საკითხი,“ განუცხადა 5 სექტემბერს AFP-ს თალიბანის წარმომადგენელმა სულეიჰ შაჰინმა. ეროვნული შერიგების უზენაესი საბჭოს წარმომადგენელმა ფარაიდუნ ხავზუნმა ქაბულში განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის მოლაპარაკებების დასაწყებად. „პატიმართა გათავისუფლების პროცესი დასრულდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პანკისში გაიმართა მორიგი აქცია სათემო რადიოს წინააღმდეგ

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სათემო რადიო „ვეი“-ს შენობასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი მკვიდრი მივიდა. მათი თქმით, აქცია მიმართული იყო არა თვითონ რადიოს, არამედ მისი დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ.     პანკისელების ნაწილი თვლის, რომ მთივლიშვილი ხეობაში მიმდინარე მოვლენებს არაობიექტურად და პროვოკაციულად აშუქებს. როგორც აქციის მონაწილემ, ადგილობრივმა მკვიდრმა, გურამ მარგოშვილმა განაცხადა, გელა მთივლიშვილმა მათთვის მიუღებლად გააშუქა 29... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტ ქალზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს

ლაგოდეხის ნაკრძალში უცხოელ ტურისტზე ადგილობრივი მამაკაცის მხრიდან სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი გამოვლინდა - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პირად საუბრებში დაუდასტურეს ნაკრძალის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა. მათი ინფორმაციით, შემთხვევა 4 სექტემბერს მოხდა. რადიო თავისუფლებამ ინფორმაცია შს სამინისტროში გადაამოწმა. უწყებაში გვიპასუხეს, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბანგლადეშში მეჩეთის მახლობლად გაზის მილის აფეთქებას 11 მლოცველი შეეწირა

ბანგლადეშში მეჩეთის მახლობლად გაზის მილის აფეთქებას 11 მლოცველი შეეწირა, განაცხადა შაბათს ბანგლადეშის ხელისუფლებამ. აფეთქება პარასკევს ღამით მოხდა, როცა მლოცველები ასრულებდნენ ლოცვას ქალაქ ნარაიანგანჯის ერთ-ერთ მეჩეთში. შაბათს დილით პატარა ბიჭი და 10 დანარჩენი ადამიანი ემსხვერპლა აფეთქების შედეგად მიღებულ ჭრილობებს. ადგილობრივ კლინიკაში მიიყვანეს მინიმუმ 37 ადამიანი, რომელთაც სხეულის ზედაპირის 90%-ზე მეტის დამწვრობა აქვთ. მათი უმრავლესობა კრიტიკულ მდგომარეობაშია, განაცხადა საავადმყოფოს წარმომადგენელმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19-ით ინფიცირებული ჩვილი ჩოხატაურიდან ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს 3 თვის ბავშვი, რომელსაც COVID-19 გურიაში, ჩოხატაურში დაუდასტურდა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმის არის და მას საჭირო კვლევები უტარდება. „ახლახანს კატასტროფის ბრიგადამ შემოიყვანა ჩვილი, დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზით. მცირეწლოვანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ხასიათდება, არ აღენიშნება პნევმონია და სხვა გართულებები. ამ ეტაპზე, ბოქსირებულ განყოფილებაში 10 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას“, - განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ნოდარ მაღლაფერიძემ.

Radiotavisupleba.ge 

„პატრიოტთა ალიანსის“ ნაჩუქარ ხატს აფხაზები უკან აბრუნებენ - ხატი უკვე საოკუპაციო ხაზზეა

ღვთისმშობლის ხატი, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ილორის ტაძარს აჩუქეს, უკვე გადმოტანილია მდინარე ენგურზე მდებარე საოკუპაციო ხაზთან. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაციის - „არუაა“-ს მომხრემ, ნაირა ამალიამ. მანამდე ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ხატს ე.წ. საბაჟო პოსტზე გადმოიტანდნენ, „სადაც ის შეინახება მანამდე, ვიდრე ქართული მხარე არ იზრუნებს ხატის დაბრუნების ორგანიზებაზე“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბიბილოვმა ოპოზიციას მიტინგით უპასუხა

„ბიბილოვის მომხრეებმა თეატრალური მოედნის ნახევარიც ვერ შეავსეს. საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები კოლექტიურად მოდიოდნენ. ავტობუსებით მოიყვანეს ხალხი, მაგრამ იმდენი მაინც ვერ შეაგროვეს. აგვისტოს ბოლოს აღშფოთებული ხალხი, რომელიც ჯაბიევის მკვლელების დასჯას და ბიბილოვისა და ჯაგაევის გადადგომას მოითხოვდა, ბევრად მეტი იყო, მოედანი გადაჭედილი იყო, მაგრამ ბიბილოვმა მათ მოთხოვნას მიტინგითვე უპასუხა და ამბობდა, მე ხალხის არჩეული ვარო. სადაა მისი ხალხი? 600 კაცი? მან ლეგიტიმურობა დაკარგა და სკამს ებღაუჭება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტალინური ეკლესია

რა არის საბჭოთა მემკვიდრეობა? არსებობს საერთოდ? ვიღაცას შეიძლება საბჭოთა მემკვიდრეობა საბჭოთა სიმბოლოები ეგონოს და მათ ბრძოლა გამოუცხადოს. ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ საბჭოთა მემკვიდრეობა ლიბერალების მოგონილი ზღაპარია და მოწინააღმდეგეთა სტიგმატიზაციისთვის გამოიყენება. საბჭოთა მემკვიდრეობა მატერიალურია. ხელშესახებია. სტრუქტურულია. ის არსებობს სტრუქტურებში, რომლებიც შეიქმნა საბჭოთა კავშირში და საბჭოთა სახელმწიფოზე იყო მორგებული და დღესაც ისე აგრძელებს სიცოცხლეს, რომ მას ვერც კი ვამჩნევთ, მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველდღე ჩვენ თვალწინაა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მინსკში სტუდენტური აქციის ათობით მონაწილე დააკავეს

მინსკში ათასზე მეტმა სტუდენტმა გაიარა მარშით ქალაქის ცენტრში, დამოუკიდებლობის გამზირზე. მათ გააპროტესტეს სამართალდამცავი ორგანოების ძალადობა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და მილიციის მიერ სტუდენტების დაკავება. დემონსტრაციის შემდეგ ნიღბიანმა მილიციელებმა დაიწყეს აქციის მონაწილეთა დაკავება. ამის შესახებ Tut.by იტყობინება. დააკავეს ორ ათეულზე მეტი ადამიანი.   მინსკის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები აგვისტოს ბოლოდან გამოდიან საპროტესტო აქციებზე. ყველაზე მასშტაბური ასეთი გამოსვლა ჩატარდა 1 სექტემბერს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიცია ძალადობას ხელისუფლებისგან მართულად მიიჩნევს

თუკი არ მოხდება ყველა დამნაშავის დასჯა, გაძლიერდება ეჭვი, რომ თავდასხმა ხელისუფლების მიერ არის წახალისებული და მხარდაჭერილი, - აცხადებს „ლელოს“ დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე პარტიის წევრზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით. „სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან წარმართული კამპანია - ოპოზიციის დისკრედიტაცია, ლანძღვა-გინება, დამცირება - თავს იჩენს ამ აგრესიულ ქმედებებში, რომლებიც, ვფიქრობთ, რომ არის მართული. ყველა კონკრეტული შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები უნდა იყვნენ დასჯილი. თუ ეს არ მოხდება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19-ის ფაქტის გამო აჭარის ტელევიზიის მუშაობა შეჩერებულია

COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის გამო, უსაფრთხოების მიზნით, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუშაობა შეაჩერა და მისი ეთერით საქართველოს პირველი არხის პროგრამა გადაიცემა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, აჭარის ტელევიზია, სადაც შესაბამისი სანიტარიული ზომები გატარდა, ამ დროისთვის დაკეტილია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს როგორც თავად აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის ინფიცირების წყაროს მოძიების, ასევე მასთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენის პროცესი. ხელმძღვანელი პირების განცხადებით, ტესტირებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხაბაროვსკში გაიმართა ოლქის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერი მორიგი აქცია

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ხაბაროვსკის მცხოვრებლებმა 57-ედ გამართეს ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერი აქცია. ფურგალს ბრალი ედება 2000-იანი წლების შუაში მეწარმეთა მკვლელობების ორგანიზებაში. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, შაბათს არასანქცირებულ მიტინგზე ორი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, ქალაქის ადმინისტრაციის თანახმად, აქციას ათასი ადამიანი ესწრებოდა. მიტინგის შემდეგ, რომელიც ქალაქის ცენტრში, მთავრობის შენობასთან გაიმართა, ხალხმა მსვლელობა მოაწყო ქალაქის მთავარ ქუჩებზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპის თქმით, აშშ „ძალიან ყურადღებით“ მოეკიდება ნავალნის შესაძლო მოწამვლას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არა აქვს მიზეზი, ეჭვი შეიტანოს გერმანიის მთავრობის დასკვნებში, რომ რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოწამლეს შხამით, რომელიც ჰგავს რუსული წარმოების საბრძოლო მომწამვლელ ნივთიერება „ნოვიჩოკს“. ამის შესახებ მან ვაშინგტონში განაცხადა პრესკონფერენციაზე. ტრამპის თქმით, ვაშინგტონს ბერლინისგან ჯერ არ მიუღია ნავალნის მოწამვლის შესახებ დოკუმენტები. მათ უახლოეს დღეებში მიიღებენ და გულდასმით შეისწავლიან. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ „ძალიან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პანკისის სათემო რადიო: ხელისუფლების მხარდაჭერით ჩვენს წინააღმდეგ მორიგი აქცია იგეგმება 

პანკისის სათემო რადიოს საგანგებო განცხადების თანახმად, ამ მედიასაშუალების დახურვის მოთხოვნით პანკისის ხეობაში მორიგი საპროტესტო აქცია იგეგმება. აქცია სავარაუდოდ დღეს, 5 სექტემბერს გაიმართება. „აქცია ორგანიზებულია როდი სკოტის ფონდისა და რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მიერ, სალაფიტური თემის ზოგიერთი ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით“, - ნათქვამია სათემო რადიო „ვეის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პანკისის სათემო რადიოს თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანში მომხდარი აფეთქების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

წუხელ ირანში მომხდარი აფეთქების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ 5 სექტემბერს იუწყებიან ირანის საინფორმაციო სააგენტოები. ქვეყნის დასავლეთში მდებარე ილამის პროვინციაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით არ იტყობინებიან დაღუპულთა შესახებ. ხელისუფლების ცნობით, აფეთქდა ქლორის ბალონი, რომელიც სატვირთო მანქანით გადაჰქონდათ. სააგენტო IRNA-ს თანახმად, ვარაუდობენ, რომ ინციდენტი „უყურადღებობის“ გამო მოხდა. სხვა დეტალი ცნობილი არ არის. ზაფხულის განმავლობაში ირანში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე საეჭვო ხანძრები და აფეთქებები მოხდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისტორიის იმედად

ვისაც ტოლსტოის "ომი და მშვიდობა" წაუკითხავს (ხომ შეიძლება, ეს თუნდაც საგაზაფხულო კარანტინის დროს მომხდარიყო?), მას შესანიშნავად მოეხსენება, რომ ამ გენიალურ რომანში გმირებს ისტორია მართავს და არა პირიქით. გმირი, როგორც წესი, ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს ისტორიულ პროცესზე, მოგებული კი საბოლოოდ ის რჩება, ვინც ხელს არ შეუშლის ისტორიის მდინარებას, ვინც შესაძლოა არც იყოს მრავალი სათნოებით შემკული, მაგრამ მთავარს კი ფლობდეს ამ შემთხვევაში - ისტორიულ ინტუიციას. რომანში (და ნაწილობრივ ისტორიულადაც) სწორედ ამ უნარით ჯაბნის ნაპოლეონს კუტუზოვი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამერიკული ტექნიკის ვაზიანისკენ გადაადგილების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო 6 და 8 სექტემბერს შეიზღუდება მოძრაობა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს. უწყების ინფორმაციით, „ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი 6 და 8 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, რის გამოც ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვებით განხორციელდება“. აშშ-ის სამხედრო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ერთი უკვე გაწერეს კლინიკიდან

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე 4 სექტემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. პაციენტს, რომელიც სავარაუდოდ კლუბ „დეჟავუს“ თანამშრომელია, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩაუტარდა ოპერაცია და ამჟამად მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. „პაციენტს აღენიშნებოდა დამწვრობა სახის, გულმკერდისა და კიდურების არეში. მას ასევე აღენიშნებოდა ჭრილობა მხრისა და კისრის არეში. პაციენტს ჩაუტარდა სრულყოფილი კვლევები და არ გამოვლინდა მძიმე დაზიანებები. გამოვლინდა მხოლოდ ე.წ.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გეი და აივ დადებითი: დამნაშავე თურქმენეთში, არასასურველი საქართველოში

24 წლის მაკსატს თბილისში შევხვდით. სახელი, მისივე თხოვნით, შეცვლილია. მაკსატი შიშობს, რომ ნებისმიერი იდენტიფიკაცია საფრთხეს შეუქმნის როგორც მას, საქართველოში, ასევე მის ოჯახს, თურქმენეთში. სამშობლოდან - სადაც ჰომოსექსუალური აქტი სისხლის სამართლის დანაშაულია - მაკსატი გასული წლის ბოლოს გამოიქცა, მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა სცემეს. მაკსატმა საქართველოში მეტ-ნაკლებად უსაფრთხო თავშესაფარი იპოვა, თუმცა მშვიდი ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა. იგი ამბობს, რომ ახლახან მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინებები მშობლიურ, თურქმენულ ენაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ენდელაძე: COVID 19-ის 25 ახალი შემთხვევიდან 9 „დონას“ კლასტერიდან არის

ბათუმის კაფე-საკონდიტრო „დონას“ კლასტერს 9 პაციენტი დაემატა - ამის შესახებ  ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, 5 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. გარდა ამისა, მისი თქმით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 25 ახალი შემთხვევიდან 8 შემთხვევაში ინფექცია გავრცელდა სხვა პაციენტებთან კონტაქტის შედეგად; 3 შემთხვევა იმპორტირებულია და „აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია“; ხოლო კიდევ ერთ შემთხვევაში პაციენტი რუსთავის „ავერსის“ თანამშრომელია. „ერთი შემთხვევა გვაქვს მხოლოდ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში COVID-19-ის 25 ახალი შემთხვევა აღირიცხა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში COVID-19-ის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; ქვეყნის მასშტაბით სულ 1621 ინფიცირებულია აღრიცხული; ხოლო ამჟამად სტაციონარებში მკურნალობს 292 პაციენტი. საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებსაიტზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით კი, ამ ეტაპისთვის კლინიკებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 299 პაციენტი იმყოფება. ამავე წყაროს ცნობით, ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოჯახში ძალადობისთვის ბათუმში 29 წლის მამაკაცი დააკავეს

ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ბათუმში 29 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ქალაქ ბათუმში, ყოფილ მეუღლეს -1991 წელს დაბადებულ ლ.დ.-ს. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჯ.ქ., რომელიც ამჟამად ძარცვისთვის პირობით სასჯელს იხდის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით  მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჭადრაკულად...

მსოფლიოს პირველი საჭადრაკო  ონლაინ-ოლიმპიადის უჩვეულო პერიპეტიებზე საუბრობს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი გია გიორგაძე; არსებული სიტუაციის მოთხოვნებით ჩატარებული გამოცდების ნიუანსებს გააცნობს რადიომსმენელებს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გურამ ძაგანია; სპორტული მიმოხილვა დამთავრდება სახელოვანი ვეტერანი ფეხბურთელის ვლადიმერ ბარქაიას მოგონებების ჩანაწერის მესამე ნაწილით.


Сергей Собянин назвал победителей конкурса «Педагоги года Москвы»

В Москве загорелся склад: привлечены два вертолета

Беспилотный трамвай в Москве проехал свои первые 100 км по маршруту №10

Самарские ученые приступили к масштабным испытаниям биотопливных добавок для газотурбинных двигателей



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Уроженка Волгограда поделилась историей лотерейной победы своего отца

МК: неизвестный убил женщину в храме Петра и Павла в Сергиевом Посаде

Сергей Катырин: семейные предприятия должны получать расширенную господдержку

Сергей Лёвкин: оставить заявку на подключение к инженерным сетям на mos.ru стало проще

Музыкальные новости

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 2 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Почта России помогла маленькому жителю Перми встретиться с футболистами ЦСКА

Почта России помогла ребёнку из Ижевска, подопечному благотворительного фонда, встретиться с футболистами ЦСКА

Новый монитор Philips Evnia 49M2C8900L подарит игровой опыт высочайшего уровня

Новости России

На территории нового кампуса МГТУ имени Н.Э. Баумана продолжается строительство «Квантум-парка»

Полиция задержала мужчину, напавшего с ножом на женщину в храме в подмосковном Сергиевом Посаде

В парках Одинцовского округа 31 мая стартует сезон живой музыки

Детский шопинг в ТРЦ «Нора»

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Спорт в России и мире

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Moscow.media

Весенний Петербург. Петропавловская крепость

Недорогой семейный кроссовер Chevrolet вернулся на российский рынок. Цена приятно удивит.

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *