Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2020

Новости за 19.09.2020

Radiotavisupleba.ge 

„ოქტობერფესტის“ ერთგულმა ქომაგებმა მიუნხენში პანდემიის პირობებში ლუდის მცირე ფესტივალი დაიწყეს  

მიუნხენის სახელგანთქმული ლუდის ზეიმი, „ოქტობერფესტი“, რომელიც 19 ოქტომბერს იწყება ხოლმე, პანდემიის პირობებში არ შედგება კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით.   თუმცა, ის უჩვეულოდ გაიმართება: ქალაქის ლუდხანები ლუდის ფესტივალის მინი-ვერსიას აწყობენ. ქალაქის 54-მა ლუდხანამ მოსაწვევები დააგზავნეს და ლუდის მოყვარულები მიიწვიეს მცირე თავყრილობებზე მას მერე, რაც გავრცელდა ხმა, რომ ლუდის მოყვარულები მაინც აპირებდნენ „ტერეზიენვიზეზე“, ტრადიციულ ადგილას შეკრებას, „ოქტობერფესტის“ გაუქმების უგულებელყოფას და ლუდის სმას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რაზე მეტყველებს ჩეჩნეთში აღმოჩენილი ქართული ანბანის კვალი

რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგებმა ითუმ-ყალის რაიონში იპოვეს ქვა, რომელიც შუა საუკუნეებს განეკუთვნება და მასზე არსებული წარწერა ქართული ასომთავრული დამწერლობის ნიმუშია. აღმოჩენის შესახებ ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა აზამატ ახმაროვმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა.   ქართველი მეცნიერი, ფილოლოგიის დოქტორი, ქართველოლოგი მიხეილ ლაბაძე, რომელმაც პირველმა წაიკითხა ჩეჩნეთში აღმოჩენილ ქვაზე დატანილი ასომთავრულით შესრულებული წარწერა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის ავიაციის თავდასხმისას თალიბები და სამოქალაქო პირები დაიხოცნენ

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სულ მცირე 30 თალიბი მეომარი მოკლეს საჰაერო თავდასხმისას ქვეყნის ჩრდილოეთში, თუმცა რეგიონულმა ოფიციალურმა პირმა გაავრცელა ცნობა, რომ დაღუპულებს შორს არიან სამოქალაქო პირები. სამინისტროს თანახმად, 19 სექტემბერს ორი საჰაერო იერიში იქნა მიტანილი თალიბანის ბაზაზე ხან აბადში, პროვინცია ყუნდუზში, სადაც თალიბები არიან გამაგრებული. სამინისტროს არ დაუდასტურებია სამოქალაქო პირების დაღუპვის ფაქტი, მაგრამ მის თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება. პროვინციის ოფიციალურ წარმომადგენლის თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალციხეში გამოკვლეულ 70-მდე პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ახალციხეში 67-მა პირმა უკვე გაიგო თავის კოვიდსტატუსთან დაკავშირებით ინფორმაცია. მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ. კიდევ ერთი პირის ანალიზების პასუხს ელოდებიან დღეს. დაახლოებით ამდენივე პირის პასუხს ელოდებიან ხვალ ან უახლოეს მომავალში. პასუხების სისწრაფე იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შეძლებს ლაბორატორია მონაცემების დამუშავებას. ახალციხეში 200-მდე პირი მას შემდეგ გადავიდა იზოლაციაში, რაც მათ შეხება ჰქონდათ სომხეთიდან საქართველოში დედის დაკრძალვაზე ჩამოსულ პირთან. იზოლირებულ პირებს შორის იყვნენ პოლიტიკური პარტიის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კასპში მკვლელობა მოხდა

კასპში, სამასი არაგველის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. შუახნის მამაკაცმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ორ პირს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 45 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაიჭრა. დაშავებული 71 წლის კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. პირველადი ვერსიით, მამაკაცებს შორის დაპირისპირებას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მინსკში სოლიდარობის ქალთა მსვლელობის დროს დემონსტრანტები დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქში 19 სექტემბერს გაიმართა მსვლელობა, რომელიც მიეძღვნა თეთრ-წითელ დროშას, რომელიც სახელმწიფო სიმბოლოდ აღადგინეს 1991 წლის 19 სექტემბერს. დემონსტრაციის დროს დააკავეს ათეულობით პირი. სპეცდანიშნულების რაზმელებს არ ეყოთ ადგილები ავტომანქანებში, რათა ყველა დაკავებული გადაეყვანათ. ასეულობით მონაწილემ, უპირატესად ქალებმა, გაიარეს მინსკის ცენტრში. მათ ხელში ეკავათ თეთრ-წითელი სიმბოლოები და პლაკატები წარწერით „SOS“. გამოსვლის მონაწილეები გაიძახოდნენ ლოზუნგებს: „მადლობა ჟურნალისტებს“, „გვჯერა, რომ შეგვიძლია, ჩვენ გავიმარჯვებთ“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატები ცნობილი - სია

საზოგადობრივი მაუწყებლის დირექტორობის 8-ვე კანდიდატის სია ცნობილია. ტელევიზიის სამეურვეო საბჭომ მათი ვინაობა განცხადებების მიღების შემდეგ გაასაჯაროვა. ტელევიზიის დირექტორობის მსურველები არიან: ალექსანდრე ვახტანგოვი - ამავე ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი; რევაზ შალიბაშვილი - ერთხელ უკვე იყო დირექტორობის კანდიდატი; გია ტოგონიძე - მეორე არხის პროგრამების ყოფილი დირექტორი; გოჩა ტყეშელაშვილი - გადაცემა "ეტალონის" ყოფილი წამყვანი; ირმა სოხაძე - მომღერალი, სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი;... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენი და ტრამპი ამომრჩეველთა ხმებისთვის იბრძვიან, უზენაეს სასამართლოში ვაკანსია მთავარი საკითხი ხდება

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებმა მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა, როცა გავრცელდა ცნობა უზენაესი სასამართლოს წევრის, რუთ ბეიდერ გინზბურგის გარდაცვალების შესახებ. ამ დროს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მეტოქე, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჯო ბაიდენი მინესოტაში იმყოფებოდნენ და იქ მართავდნენ ამომრჩევლებთან შეხვედრას ადრეული კენჭისყრის პირველ დღეს. 3 ნოემბრის არჩევნების კენჭისყრა აშშ-ში უკვე დაწყებულია, რადგან ამომრჩეველთა ნაწილი პანდემიის პერიოდში წინასწარ ან ფოსტით აბარებს საარჩევნო ბიულეტენებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საკრებულოს დეპუტატი კორონავირუსით დაინფიცირდა

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ჯაბა ჯიშკარიანი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუკით მან თვითონ გაავრცელა. "ამ წუთას მოვიდა ტესტის პასუხი: Covid-19 დადებითი... ყველაფერი კარგად იქნება!" - აღნიშნავს ის. ჯაბა ჯიშკარიანი პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" წევრია. პარტიის ლიდერები თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდნენ, რაც მათ ერთ-ერთ თანაგუნდელს, ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. გოგიჩაიშვილს მანამდე პარტიის წევრებთან ჰქონდა შეხება. ამ პარტიაში კორონავირუსით კიდევ ერთი ლიდერი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცნობილია, რომელი პარტია რა ნომრით იყრის კენჭს 2020 წლის არჩევნებზე

ცესკომ კენჭისყრის შედეგად იმ პარტიებს მიანიჭა ნომრები, რომლითაც ისინი 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. კენჭისყრა ცესკოში დღეს, 19 სექტემბერს გაიმართა. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. დღეს გამართულ წილისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღო 47-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენებს, კანონმდებლობის თანახმად, უფლება ჰქონდათ, წილისყრის პროცედურის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ემუქრება ამერიკელებს, რომლებმაც ირანელი გენერალი მოკლეს

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სარდალი შურისძიებით დაემუქრა ყველას, ვინც მონაწილეობდა იანვარში „ყუდსის“ სარდლის, გენერალ სოლეიმანის მოკვლაში ერაყში, აშშ-ის უპილოტო აპარატის საჰაერო თავდასხმის შედეგად. „გუშაგთა კორპუსის“ საინტერნეტო გვერდს მოჰყავს გენერალ ჰოსეინ სალამის სიტყვები: „ბატონო ტრამპ, ჩვენი დიადი გენერლის მოწამებრივი სიკვდილის გამო ჩვენი შურისძიება აშკარაა, სერიოზული და რეალურია“. „დავარტყამთ ყველას, ვისაც ჰქონდა პირდაპირი თუ ირიბი კავშირი“, განაცხადა სალამიმ, რომელიც გამოდის გაფრთხილებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაუშვებელია პირადი ცხოვრებით შანტაჟი - ქალმა პოლიტიკოსებმა შეთანხმება გააფორმეს

ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა შეთანხმება გააფორმეს და კიდევ ერთხელ დაგმეს ქალ პოლიტიკოსებზე პირადი ცხოვრებით შანტაჟი. დოკუმენტი დღეს, 19 სექტემბერს გაფორმდა და როგორც "სტრატეგია აღმაშენებელში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, მასზე შეერთება ყველას შეუძლია, მათ შორის, სახელისუფლებო პარტიასაც. "დაუშვებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოყენება დაშანტაჟების მიზნით. ჩვენ ვგმობთ მსგავსი ფორმით ქალების პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იერიშის მიტანას. ქალების წინააღმდეგ ასეთი მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ არღვევს ადამიანის უფლებებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბევრი სირცხვილი და ერთი სიხარული: რაგბის ოჯახში ჩაკეტილი კარი გამოაღეს

ამ შემოდგომაზე ქართული რაგბის ფანებს ნატვრა აუხდათ - საქართველოს ნაკრებს ევროპის „ექვს ერში“ გაერთიანებულ ქვეყნებთან ერთად ტურნირზე თამაშის შანსი მისცეს. ნოემბერ-დეკემბერში ბორჯღალოსნები კონტინენტის უძლიერეს ნაკრებებს „რვა ერის თასზე“ დაუპირისპირდებიან. მეორე მხრივ, ქართულ რაგბის ასეთი ცუდი შემოდგომა არასოდეს ჰქონია. მრავალწლიანი, დაუსრულებელი შიდა დაპირისპირება, რომელიც აქამდე მიჩქმალული იყო, გარეთ გამოვიდა. ხალხს, რომელსაც ეგონა, ბევრი სხვა სპორტისგან განსხვავებით, რაგბიში ყველაფერი იდეალურად იყო, იმედები გაუცრუვდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ალექსეი ნავალნი წერს გამოჯანმრთელების „ცხადი, მაგრამ არა მოკლე გზის“ შესახებ

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ბერლინის „შარიტეს“ კლინიკაში იმყოფება, სავარაუდოდ, ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“, მოწამვლის შემდეგ, ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს თავისი გამოჯანმრთელების პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ნავალნის თანახმად, მას უჭირს ტელეფონის ხელში დაჭერა და როცა წყალს ისხამს, ეს მთელი „ატრაქციონია“. თუმცა, ოპოზიციონერი წერს, რომ ეს არის „ცხადი, მაგრამ არა მოკლე გზა“. ნავალნიმ გამოაქვეყნა ასევე თავისი ფოტო, როგორ ჩადის კიბეზე საავადმყოფოში, ბერლინში, სადაც ის გადააფრინეს სამკურნალოდ ომსკიდან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბოლო 10 დღეში კორონავირუსი აჭარაში 1 000-მდე პირს დაუდგინდა

ბოლო 10 დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 1 533 ადამიანს დაუდგინდა. მათი უმრავლესობა, 64 პროცენტი (979 შემთხვევა) აჭარაზე მოდის. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ახლა აჭარაში ისეთი მდგომარეობაა, როცა ინფიცირებულთა კლასტერებად დაყოფა უკვე შეუძლებელია. საქართველოში ვირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკა 10 სექტემბერს დაიწყო. ამ დღეს ქვეყანაში ვირუსი სულ 57 პირს დაუდგინდა, მათგან 25 კი აჭარაზე მოდიოდა. 12 სექტემბრიდან დღემდე კი აჭარაში ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 100-ზე დაბალი არ ყოფილა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს პატიმრობა შეეფარდა

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება სარაგბო კლუბ "იუნკერების" მოთამაშის რამაზ ხარაზიშვილის დაჭრასა და იარაღის შეძენა-ტარებას ედავება. საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 19 სექტემბერს გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 16 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაციული შენობის სადარბაზოში, შელაპარაკების ნიადაგზე მერაბ ბესელიამ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რამაზ ხარაზიშვილს ფეხში დაჭრა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ აკრძალავს TikTok-სა და WeChat-ს აშშ-ის აპლიკაციების მაღაზიებში

აშშ 20 სექტემბრიდან აკრძალავს ამ ქვეყნის აპლიკაციების მაღაზიებში ჩინურ TikTok-სა და WeChat-ს. ამის თაობაზე ვაჭრობის დეპარტამენტმა 18 სექტემბერს გამოაცხადა, რითაც შესრულდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ამ აპლიკაციების წინააღმდეგ სახელმწიფო უშიშროების მოსაზრებით გამოთქმული მუქარა. ამ განკარგულებით აიკრძალება Apple Inc's-ის, ასევე Alphabet Inc's-ის Google Play-ს მიერ ამ აპლიკაციების შეთავაზება ამერიკის ყველა პლატფორმაზე. გადაწყვეტილება არ ეხება მომხმარებელს აშშ-ის გარეთ. WeChat-ი, რომელიც Tencent-ს ეკუთვნის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ონში სარეაბილიტაციო სამუშაოებში "ოცნების" შემომწირველის კომპანია 4,1 მლნ-ს იღებს

ონში 28-29 ივლისს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ხელშეკრულება "ქართული ოცნების" შემომწირველის კომპანიასთან დაიდო. ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით დადებული ორი ხელშეკრულების ღირებულება 4,1 მლნ ლარია. ხელშეკრულების მიხედვით, ამ თანხით დეტალური პროექტი უნდა მომზადდეს და პროექტის შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები ჩატარდეს. ონის მუნიციპალიტეტის მერიამ ონში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ორი ხელშეკრულება შპს "ცოტნესთან" 16 სექტემბერს დადო. კომპანიის წილი თანაბრად ეკუთვნით პავლე გოგშელიძესა და ირაკლი კერვალიშვილს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამტრედიაში "ჯეო ჰოსპიტალსის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამტრედიაში "ჯეო ჰოსპიტალსის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირება მას შემდეგ დადგინდა, რაც ის კლინიკაში გეგმურად შეამოწმეს. თვითიზოლაციაშია გადასული მისი ყველა "კონტაქტი". დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, „ჯეო ჰოსპიტალსის“ თანამშრომელი სამკურნალოდ ქუთაისშია გადაყვანილი. გიორგიძის ინფორმაციითვე, გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 658 ნიმუში აიღეს და აქედან 15 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქარელთან მაგისტრალზე საქალაქთაშორისო მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა, არის მსხვერპლი

საქალაქთაშორისო მაგისტრალზე, ქარელთან ახლოს, საქალაქთაშორისო მიკროავტობუსი გზაზე მოცურდა და ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა 1 პირი და დაშავდა 10-მდე. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით იძიებს. ამ მუხლით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს პირის გარდაცვალების შემთხვევაში ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსით ინფიცირების 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაშია

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 24 პაციენტი, კიდევ ოთხის გამოჯანმრთელებას დღეს ელიან. ბათუმში, შვიდ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 486 პაციენტი მკურნალობს. კოვიდკარანტინში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 347 ინფიცირებული. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 187-ს მიუახლოვდა. ინფიცირებულთა გეოგრაფიული გადანაწილების შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა. ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გარდაიცვალა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი, რუთ ბეიდერ გინზბურგი

ვაშინგტონში 18 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი რუთ ბეიდერ გინზბურგი. სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობის თავმჯდომარემ, სენატორმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ სენატი განიხილავს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატურას, რომლის წარდგენას აპირებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებამდე. რუთ ბეიდერ გინზბურგი, რომლის მამა აშშ-ში გადასახლდა რევოლუციამდელი რუსეთიდან, ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მეორე ქალი წევრი იყო. მისი კანდიდატურა 1993 წელს დაასახელა აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევაა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 187-ით გაიზარდა. დილის მონაცემები, ვირუსი სულ 3 306 პირს დაუდასტურდა. ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 46-ით გაიზარდა. ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში კორონავირუსი დღიურად 100-ზე მეტ პირს უდასტურდება, მანამდე ეს რიცხვი ათეულებს არ აღემატებოდა. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.


Самарские ученые приступили к масштабным испытаниям биотопливных добавок для газотурбинных двигателей

Роснано предупредило о риске банкротства. Снова

Беспилотный трамвай в Москве проехал свои первые 100 км по маршруту №10

Детсад на 400 мест построят в Дмитровском округе



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Одинцовском округе планируют отремонтировать 9 участков автодорог в этом году

«Оранжевый» уровень погодной опасности объявили в Москве на два дня

Сергей Катырин: семейные предприятия должны получать расширенную господдержку

МК: неизвестный убил женщину в храме Петра и Павла в Сергиевом Посаде

Музыкальные новости

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

Путин поручил утвердить проект «Пять морей и озеро Байкал»

В Штабе «Единой России» детям рассказали о правилах безопасного отдыха

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

Новости России

С июня запустят дополнительный авиарейс из Пензы в Москву

На территории нового кампуса МГТУ имени Н.Э. Баумана продолжается строительство «Квантум-парка»

"1400 рублей за один билет": ярославцы жалуются на дороговизну нового досуга

Армен Мнацаканян обсудил с фондом «Защитники Отечества» создание алгоритма определения наследников погибших военнослужащих

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Спорт в России и мире

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Разгром за час определил следующую соперницу Арины Соболенко на «Ролан Гаррос»

Moscow.media

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Муруджинские озера

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *