Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2020

Новости за 18.09.2020

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს ლაშა ცუცქირიძეს თავს დაესხნენ

„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია"-ს აქტივისტს ლაშა ცუცქირიძეს თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე შტაბიდან გამოსვლის შემდეგ თავს დაესხა ორი ნიღბიანი ადამიანი. როგორც ზვიად კუპრავამ თქვა „ტვ პირველის" ეთერში თქვა, ლაშა ცუცქირიძე მეუღლესთან და დასთან ერთად შტაბიდან სახლში ავტომანქანით გაემართა. „როგორც კი სახლთან მანქანა გააჩერა და მანქანიდან გადმოვიდა, მას მყისიერად დაესხა თავს ორი ნიღბიანი პირი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურა დავით ფურცხვანიძის დაკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს

დავით ფურცხვანიძემ, რომელმაც  გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს ფოტოები გადასცა, უარი თქვა პროკურატურაში გამოკითხვაზე. პროკურორ ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ხვალ, 19 სექტემბერს, შუამდგომლობით მიმართავენ სასამართლოს და ფურცხვანიძე მოსამართლის წინაშე დაიკითხება. გარდა ამისა, ფურცხვანიძე არც წყაროს დასახელებას დათანხმდა.  „მყისიერი რეაგირება განხორციელდა პროკურატურის მხრიდან, გამოკითხვაზე დაბარებულ იქნა დავით ფურცხვანიძე. ამასთან ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წამება, მკვლელობები და „მტრული კოვიდი“: ნიკოლას მადუროს რეჟიმის დღევანდელი სახე

გაეროს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ვენესუელის ხელისუფლება ნიკოლას მადუროს ხელმძღვანელობით მრავალრიცხოვან აღმაშფოთებელ დანაშაულს ჩადის კაცობრიობის წინააღმდეგ. მათი დასკვნები მოცემულია ანგარიშში, რომლის შინაარსი უკვე გააკრიტიკეს ოფიციალური კარაკასის ტრადიციულმა მოკავშირეებმა - კუბამ და რუსეთმა. ამასობაში მადურომ, რომელიც ვერ უმკლავდება ქვეყანაში მზარდ COVID-19-ის ეპიდემიას, დაიწყო ინფიცირებულების, განსაკუთრებით მიგრანტების დადანაშაულება „უცხოეთის დაკვეთით ბიოტერორიზმში“. COVID-19-ით დაავადებულებს ძალით ათავსებენ იზოლატორებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში COVID - 19 დაუდასტურდა სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებს და ფიტნესკლუბის მომხმარებელს

სავაჭრო ცენტრ „გრანდმოლში“, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, პირველ სართულზე განთავსებულ „ოქროს ბირჟაზე“ მომუშავე 5 თანამშრომელს COVID - 19 დაუდასტურდა. პაციენტები სამკურნალოდ კლინიკა „ბომონდში“ გადაიყვანეს. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის ცნობით, „ოქროს ბირჟა“ 8 დღით დაიკეტა, თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან,  სავაჭრო ცენტრში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და 19 სექტემბრის დილის 10:00 საათიდან განაახლებს მუშაობას. 27 სექტემბრამდე დაიკეტა ფიტნესკლუბი „გალილეო“, რომლის ერთ -ერთ მომხმარებელს, კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანელ ბავშვებს პირადობის მოწმობაში მათი დედის გვარსა და სახელს ჩაუწერენ

მომავალში ავღანელი დედების გარი და სახელი აღნიშნული იქნება მათი შვილების ეროვნულ პირადობის მოწმობაში. ამას წლების განმავლობაში მიმდინარე კამპანიის შედეგად მიაღწიეს ქალთა უფლებების დამცველებმა. პრეზიდენტ აშრაფ ღანიმ 18 სექტემბერს ხელი მოაწერა ქვეყნის სამოქალაქო კანონმდებლობაში შესწორებას. ცვლილება უფლებადამცველების დიდი ხნის სურვილი იყო კონსერვატულ და რელიგიურ ქვეყანაში, სადაც ქალები კაცი ნათესავების ვინაობის მიხედვით ამოიცნობიან. თუ კაცი საჯაროდ გაამხელს ქალი ნათესავის ვინაობას, სირცხვილად ითვლება ავღანეთში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაგრატის ტაძრის ეზოში „ქართული ოცნების" კანდიდატების წარდგენას დაესწრო მიტროპოლიტი იოანე

თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში მაჟორიტარი კანდიდატისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიება გახსნა. „მოგესალმებით ჩემო იმერლებო, ჩემო ქუთათურებო, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ გიორგი გახარიას, მივესალმები ადგილობრივ ხელისუფლებას, მეუფეო, მოგესალმებით. მივესალმები სასულიერო პირებს, ახალგაზრდებს, ყველა თაობის ადამიანს, სრულიად საქართველოს, ქუთაისიდან", - ამ სიტყვებით მიმართა შეკრებილებს კახა კალაძემ. ღონისძიებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრალი წარუდგინეს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას

პროკურატურის განცხადებით, სარაგბო კლუბ „იუნკერების" მოთამაშის რამაზ ხარაზიშვილის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარების ფაქტზე საგბის კავშირის ვიცე -პრეზიდენტს მერაბ ბესელიას ბრალდება წარედგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს. პროკურატურამ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მერაბ ბესელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 13 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ახალი სასწავლო წელი  მათთვის და მათი სასწავლებლებისთვის  გამკაცრებული  რეგულაციებით და გაზრდილი ხარჯით იწყება.

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭომ მიიღო რეზოლუცია ბელარუსში უფლებების დაცვის მეთვალყურეობის შესახებ

გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის საბჭომ 18 სექტემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირმა წარადგინა და რომელიც გულისხმობს ბელარუსში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევების გულმოდგინე ზედამხედველობას. ბელარუსში გრძელდება პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მის გადადგომას მოითხოვენ. რეზოლუცია მიღებულ იქნა რუსეთის მცდელობის მიუხედავად, მხარი დაეჭირა ლუკაშენკასთვის და მიეღოთ რეზოლუციის შერბილებული ვერსია. გაეროს უზენაესმა კომისარმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოში სულ 30 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული კორონავირუსით

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მთელ მსოფლიოში ამ ვირუსმა შეიწირა 945 ათასი ადამიანი. სულ ინფექცია დაემართა 30 მილიონ პირს, მათგან გამოჯანმრთელებულია 20 მილიონზე მეტი. ამის თაობაზე იტყობინება აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც სტატისტიკას აწარმოებს. 14 სექტემბერს დღიური ზრდა გადასცდა ერთ მილიონს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სექტემბერში რამდენჯერმე აღნიშნა დღიური სარეკორდო ზრდა. დაავადებულთა რიცხვის მიხედვით პირველ ადგილზეა აშშ, 6,6 მილიონი შემთხვევით. დაღუპულთა რაოდენობა იქ 200 ათასს მიუახლოვდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენი ტრამპს „დანაშაულთან მიახლოებულ“ ქმედებაში სდებს ბრალს ვირუსის სათანადოდ შეუფასებლობის გამო

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჯო ბაიდენი კორონავირუსის პანდემიის მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შენელებული რეაქციის და ვირუსის მნიშვნელობის სათანადოდ შეუფასებლობის გამო, აკრიტიკებს და პრეზიდენტის ქმედებას ახასიათებს, როგორც „დანაშაულთან მიახლოებულს“. ტრამპმა ჟურნალისტ ბობი ვუდვორდთან საუბარში განაცხადა, რომ ის შეგნებულად აკნინებდა ვირუსის სასიკვდილო ზემოქმედებას. როცა ამ ინტერვიუს დეტალები გამოქვეყნდა და მას კრიტიკა მოჰყვა, სექტემბრის დასაწყისში, ტრამპმა თქვა, რომ ცდილობდა, არასაჭირო პანიკა აეცილებინა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკო იშვიათ იუგოსლავურ ჯგუფს გასმენინებთ და ქულბითს გიზიარებთ

იუგოსლავური იმიტომ, რომ 1990 წლის კასეტაა, ხორვატია ჯერ კიდევ არ არსებობდა. ამ სერიაში იამაიკელი ამომავალი ვარსკვლავიც გვყავს და კიდევ რამდენიმე ქულტრეკიცაა.

Radiotavisupleba.ge 

ცესკო: ამომრჩეველი უბანზე თერმოსკრინინგს არ გაივლის, მაგრამ უნდა ჰქონდეს პირბადე

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, რომელიც განსაზღვრავს როგორც ამომრჩევლის, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესებს. პროტოკოლის თანახმად, კენჭისყრის შენობაში შესვლამდე ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, თუმცა ვალდებულია ჰქონდეს პირბადე. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველს არ ექნება პირბადე, მისი პირბადით უზრუნველყოფის ვალდებულება ადმინისტრაციას ეკისრება. ამავე პროტოკოლით, ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტექნიკური უნივერსიტეტის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია უნივერსიტეტში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს და განუმარტეს, რომ ინფორმაცია მათთვის ცნობილი წუხელ გახდა, ინფიცირების თარიღი კი უცნობია. ​სასწავლებლის პრესსამსახური აცხადებს, რომ ეს ოთხივე თანამშრომელი დისტანციურად მუშაობდა და ერთმანეთთან შეხებაც არ ჰქონიათ. ახლა ეპიდემიოლოგები ვირუსის გადადების გზებს იკვლევენ. უნივერსიტეტი განმარტავს, რომ სასწავლო პროცესს 28 სექტემბერს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში იწყებენ და სტუდენტთა უსაფრთხოება ეჭვქვეშ არ დგება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნავალნის წყლის ბოთლზე „ნოვიჩოკის“ აღმოჩენის ცნობებს კრემლი „აბსურდულს“ უწოდებს

კრემლმა „აბსურდული“ უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შესახებ წყლის ბოთლის გამოყენებით. ნავალნის ორგანიზმში საბჭოთა ტიპის ნერვული აგენტის, „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერება დაადგინეს გერმანიის და კიდევ ორი სხვა ქვეყნის ლაბორატორიებმა. კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა უარყო გავრცელებული ცნობა და ეჭვქვეშ დააყენა მისი სისწორე. „საქმე ისაა, რომ გვეუბნებიან ბოთლზე „ნოვიჩოკის“ კვალის შესახებ“, თქვა პესკოვმა და მოიყვანა სპეციალისტების მოსაზრება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

1 აშშ დოლარი 3.21 ლარი ღირს - 19 სექტემბრის ოფიციალური კურსი

ლარი უფრო გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. 19 სექტემბერს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი იქნება: 1 აშშ დოლარი - 3.2140 ლარი (18 სექტემბერი - 3.1886​ ); 1 ევრო - 3.8057 ლარი (18 სექტემბერი - 3.7603); 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.1711 ​ლარი (18 სექტემბერი - 4.1343​); 100 რუსული რუბლი - 4.2817 ლარი (18 სექტემბერი - 4.2518​); 1 თურქული ლირა - 0.4249 ლარი (18 სექტემბერი - 0.4226); 10 უკრაინული გრივნა - 1.1431 ლარი (18 სექტემბერი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ ასრულებს კასრისწყლის სკოლაში ტუალეტის ფუნქციას სარდაფი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში 16 სექტემბერს მოსული უხვი ნალექის შედეგად დატბორილი საპირფარეშო და სველი წერტილები ამ დრომდე უფუნქციოა. დიდი რაოდენობით მოვარდნილმა წყალმა სკოლის ეზოში განთავსებული საპირფარეშოს შენობა ტალახითა და ქვიშით გაავსო. დაიწვა წყალსაქაჩი მოტო და სკოლას ახლა  არც წყალი მიეწოდება.  სტიქიის მიუხედავად, სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. სკოლის ადმინისტრაციას მოლოდინი ჰქონდა, რომ შესაბამისი სამსახურები პრობლემას მეორე დღესვე მოაგვარებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„სირცხვილი!“ - რუსეთში შოკირებულნი არიან მოსკოვის "დინამოს“ თბილისური მარცხით

რუსეთში შოკირებულნი არიან ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის „დინამოს“ მარცხით. რუსეთის კლუბმა თბილისის „ლოკომოტივთან“ შეხვედრა ანგარიშით 1:2 წააგო. „მათ დაამცირეს „დინამო“, - წერს Sports.ru და მიუთითებს, რომ „ლოკომოტივი“ „ობიექტურად მესამე გუნდია თბილისშიც კი, „დინამოსა“ და “საბურთალოს“ შემდეგ“. „შემადგენლობაში ძირითადად ახალგაზრდები და ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც თბილისის „დინამოშიც“ ვერ მოიკიდეს ფეხი. საშუალო ასაკი 23 წელზე ოდნავ მეტია“, - ნათქვამია სტატიაში.   რუსეთის მედიაში იმაზეც წუხან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დამჯერები და დაუმორჩილებლები. როგორ სრულდება რეკომენდაციები გორში

სახლში დამრჩა, მეკეთა და მოვიხსენი, ვერ ვსუნთქავ,  კორონა არ არსებობს და რატომ უნდა გავიკეთო? - ეს არის იმ ეგრეთ წოდებული არგუმენტების არასრული ჩამონათვალი, რითაც მოქალაქეები რეკომენდაციების შეუსრულებლობას ამართლებენ.

Radiotavisupleba.ge 

NGO-ები პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროგრამებში ბავშვთა საკითხების ასახვაში დახმარებას სთავაზობენ

„კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროგრამებში ბავშვთა საკითხების ასახვაში დახმარებას სთავაზობს. კოალიცია, რომელიც 49 ორგანიზაციას აერთიანებს, გამოხატავს მზადყოფნას, საინფორმაციო რესურსების გაზიარების გარდა, ინდივიდუალურად შეხვდეს პოლიტიკურ პარტიებს: „ამ პროექტის ფარგლებში ბავშვთა კოალიცია აპირებს და უკვე დაწყებულია კონკრეტული აქტივობები, რაც პირველ რიგში არის ის, რომ ჩვენ მათ მივაწოდეთ ბავშვთა უფლებების თემაზე ძირითადი გამოწვევების ამსახველი დოკუმენტები და ვაპირებთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი რუსეთს აშშ-ის „მოწინააღმდეგედ“, ხოლო ჩინეთს „კონკურენტად“ მიიჩნევს

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, ჯო ბაიდენი, რუსეთს აშშ-ის „მოწინააღმდეგედ“ მიიჩნევს. ამის თაობაზე მან განაცხადა 17 სექტემბერს ამომრჩევლებთან შეხვედრისას, რომელსაც „სი-ენ-ენი“ გადმოსცემდა. ბაიდენს, პასუხისას შეკითხვაზე, მისი წარმოდგენით, არის თუ არა რუსეთი აშშ-ის „მტერი“, სიტყვა „მტერი“ არ უხსენებია, მის ნაცვლად მან იხმარა opponent-ი, რაც შეიძლება ითარგმნოს როგორც „მოწინააღმდეგე“ ან „მეტოქე“. ბაიდენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მთავარი მიზანი ნატოს დაშლაა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მეზურნიშვილი ივანიშვილზე: ტურბულენტურ ზონაში ვართ, მაგრამ მეთაური არის გამოცდილი, ქველმოქმედი

"ქართული ოცნების" სიით პარლამენტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი, რომელიც პარტიულ სიაში ჯერ არ არის, პარტიის ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს ტურბულენტურ ზონაში შესული თვითმფრინავის პილოტს ადარებს. ამ შედარებებზე მან პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა. "ჩვენი ქვეყანა მართლაც შევიდა ტურბულენტურ ზონაში, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი ხომალდის მეთაური არის გამოცდილი, დიდი ქველმოქმედი, უაღრესად შეყვარებული თავის ხალხზე. ადამიანი, ძალიან მაგარი ეკიპაჟით... შემიძლია რჩევა მოგცეთ [ოპოზიციას], ღვედი შეიკარით, დატკბით მოგზაურობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ასეულობით ხასიდმა მომლოცველმა დატოვა ბელარუს-უკრაინის საზღვარი მას შემდეგ, რაც იქ კორონავირუსის შეზღუდვების გამო შეაჩერეს

ბრესლოვის ხასიდთა მოძრაობის ასეულობით მიმდევარმა, რომლებსაც სურდათ ჩასულიყვნენ უკრაინის ქალაქ უმანში, რათა აღენიშნათ ებრაული ახალი წელი - კოშ ჰაშანა, დაიწყო ბელარუსისა და უკრაინის საზღვრის ნეიტრალური ტერიტორიის დატოვება მას მერე, რაც მათ უარი უთხრეს უკრაინაში შესვლაზე უცხოელთა მიმართ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების თანახმად. უკრაინის სასაზღვრო დაცვამ განაცხადა 18 სექტემბერს, რომ დაახლოებით ათასამდე მლოცველი ელოდებოდა უკრაინაში შესვლის უფლებას და მათგან მხოლოდ 600 დარჩა, დანარჩენებმა დატოვეს ტერიტორია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დიმიტრი ხუნდაძე: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის ერთ-ერთი მოწინავე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ბავშვები შიმშილით არ იხოცებიან. ამის სათქმელად მან პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენა. "სიღარიბე დღესაც პრობლემაა, მაგრამ დღეს სიღარიბისა და შიმშილის გამო ბავშვი არ იღუპება. არასრულფასოვან კვებასთან გვაქვს ჩვენ კავშირი ისე, როგორც მსოფლიოს 55 პროცენტი მოქალაქეების არასრულფასოვნად იკვებება. ეს არ ნიშნავს, რომ შიმშილით დღეს საქართველოში იღუპებიან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ... Читать дальше...


вхожу в интернет и меня здесь нет геополитика

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

НА ДЕТСКОМ ФЕСТИВАЛЕ ИСКУССТВ «НЕБО» СОСТОИТСЯ 5 ПРЕМЬЕР И ПОКАЖУТ НОВИНКИ ОТ ВЕДУЩИХ МОСКОВСКИХ ТЕАТРОВ

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

ЗАПИШИ СЕМЕЙНЫЙ РОЛИК — ПОПАДИ В ЭФИР ТЕЛЕКАНАЛА RU.TV

Музыкальные новости

Олег Рой и Дарья Донцова высказались о необходимости масштабирования опыта Башкортостана в проведении книжных фестивалей

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ БЕЗОПАСНОСТЬ И ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «СОЧИ»

Сотрудники Росгвардии задержали устроившего стрельбу с балкона мужчину в Подмосковье 

Новости России

ЗАПИШИ СЕМЕЙНЫЙ РОЛИК — ПОПАДИ В ЭФИР ТЕЛЕКАНАЛА RU.TV

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Онколог Марина Шорина: «Раковая опухоль потребляет колоссальное количество энергии из запасов человека»

НА ДЕТСКОМ ФЕСТИВАЛЕ ИСКУССТВ «НЕБО» СОСТОИТСЯ 5 ПРЕМЬЕР И ПОКАЖУТ НОВИНКИ ОТ ВЕДУЩИХ МОСКОВСКИХ ТЕАТРОВ

Экология в России и мире

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Спорт в России и мире

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Лишь две теннисистки моложе Свёнтек выигрывали 16 матчей подряд на «Ролан Гаррос»

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Медведев на отказе серба Кецмановича вышел в третий круг «Ролан Гаррос»

Moscow.media

Лето в урочище Кокоря

Муруджинские озера

Экс-редактор Comnews присоединился к команде iTrend

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *